შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100121004661394
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1047აპ-22 31 იანვარი, 2023 წელი
ბ. რ.,№1047აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ბ-ს (პირადი ნომერი 0.............) წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 1 იანვარს, ღამით, ბ. მდებარე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–მა ალკოჰოლური სასმლის დალევასთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ის მიმართ ჩაიდინა იძულება კერძოდ, ხელები მოუჭირა ყბაზე, გააღებინა პირი და აიძულა მცენარე მარიხუანას ფოთლის დაღეჭვა.
1.2. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის მაისის დასაწყისში, ბ., თავიანთი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, რ. ბ–მამასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ-ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, ხოლო შემდეგ კი მარჯვენა და მარცხენა ხელის არეში, რის გამოც ყველა შემთხვევაში დ-ა გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოში, საღამოს საათებში, ქ.თ-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ-მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ-ს, ფულად თანხასთან მომხდარი შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, დ. გ–ისარასრულწლოვანი დის - 15 წლის მ. გ-ისა და თავისი არასრულწლოვანი შვილების - გ. ბ-ს, ნ. ბ-სა და ლ. ბ–ს თანდასწრებით, ყელის არეში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დ-ა გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოში, საღამოს საათებში, ქ.თ-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ-მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ–ს, ფულად თანხასთან მომხდარი შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, დაემუქრა, რომ მის ხელთ არსებულ მაკრატელს დაარტყამდა გულში და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დ-ა გ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი რეალიზების საფუძვლიანი შიში.
1.5. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წელს, დაახლოებით დეკემბერში, ბ.. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მისაღებ ოთახში, რ. ბ-მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს ხელოვნურად შექმნილი მიზეზის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი ქმრის მორჩილი უნდა ყოფილიყო, დ. გ–ის არასრულწლოვანი დის - მ. გ–ისა და თავისი არასრულწლოვანი შვილების - გ. ბ-ს, ნ. ბ-სა და ლ. ბ-ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე მკლავზე მოუჭირა ხელები, სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ მინის საფერფლე ესროლა, რაც დ-ა გ-ს მოხვდა მარჯვენა მხრის არეში. დ-ა გ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.6. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წელს, დაახლოებით დეკემბერში, ქა.., ფოსტის შენობის მიმდებარედ, რ. ბ–მამასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს ექიმთან ვიზიტის გამო შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ ტაქსიში მჯდომ დ-ა გ–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ბარძაყებში, ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ, ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას, ხუთჯერ დაარტყა მუშტი სხეულის სხვადასხვა ადგილას. დ-ა გ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.7. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 იანვარს, ღამით, ბ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში რ. ბ–მამასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს ტაძარში წასვლის გამო შელაპარაკებისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - გ. ბ-ს, ნ. ბ-ს და ლ. ბ-ს თანდასწრებით, ყელში მოუჭირა ხელი, შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი. დ-ა გ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ტკივილი.
1.8. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 აპრილს, ბ..... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს ტაძარში წასვლის გამო შელაპარაკებისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - გ. ბ-ს, ნ. ბ-სა და ლ. ბ-ს თანდასწრებით, ჩანგალი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რის შედეგადაც დ-ა გ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.9. რ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 17 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, ბ. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში რ. ბ–მამასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს საოჯახო საკითხებზე შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - გ. ბ-ს, ნ.ბ-სა და ლ. ბ-ს თანდასწრებით, ყელში მოუჭირა ხელი, შემდეგ კი ხელი ჰკრა გულმკერდის არეში. ხელის კვრის შედეგად დ-ა გ-ი ზურგით დაეცა ხის საწოლზე. დ-ა გ-მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.10. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის მაისში, ბ. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–მა, მისთვის ლუდის მიტანასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დ. გ–ი და თავიანთი არასრულწლოვანი შვილები - გ. ბ., ნ. ბ. და ლ. ბ. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი და გასულიყვნენ ეზოში, რამდენიმე საათის განმავლობაში.
1.11. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის მაისში, ბ.. მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში რ. ბ–მა, სახლში ხმაურის გამო, თავის არასრულწლოვან შვილებს - გ., ნ. და ლ. ბ-ებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ. ბ-ს ფეხი დაარტყა უკანა ტანის არეში, ნ. ბ-ს ყელის არეში მოუჭირა ხელი, ხოლო ლ. ბ-ს ფეხი დაარტყა უკანა ტანის არეში. თითოეულმა მათგანმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.12. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 6 იანვარს, ღამით, ბ........ მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ., ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, აანთო გაზქურა, ძალის გამოყენებით მიიყვანა დ. გ–ი გაზქურასთან და უთხრა, რომ დაუწვავდა სახესა და ხელებს, რაც დ-ა გ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.13. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 8 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ბ..., თავის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, რ. ბ–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ-ს ხელი მოუჭირა მარცხენა ხელის მაჯის არეში, რის გამოც დ-ა გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.14. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 8 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ბ... თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, რ. ბ. მოკვლით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ. გ–ს რომელმაც რ. ბ–ს სიტყვები აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიში.
1.15. რ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდში, ბ... მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო ქმრის მორჩილი, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების - გ., ნ. და ლ. ბ-ების თანდასწრებით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დ-ა გ-ს სისტემატურად - დაახლოებით კვირაში ოთხჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც დ. გ–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენით რ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2019 წლის 28 აპრილის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის 17 მარტის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის მაისის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის მაისის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის 6 იანვრის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი);
რ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდი);
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ–სინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ით შემცირება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ბ–სინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3.3. პროკურორმა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ბ–სსაკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი, რადგან მან პირველად ჩაიდინა დანაშაული, არ ყოფილა ნასამართლევი და სააპელაციო სასამართლოში თავი ცნო დამნაშავედ. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა არის გადამეტებული და ითხოვს მის შემსუბუქებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ბ–სსაკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“.
5.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.4. რ. ბ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოსა და დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდები, 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი, 2019 წლის 28 აპრილის ეპიზოდი, 2020 წლის 17 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 იანვრის და 8 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდი). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს, კერძოდ: „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“. როგორც ირკვევა რ. ბ–სმსჯავრდება მოიცავს 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ჩადენილ დანაშაულთა ეპიზოდებს. მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სანქციამ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სასჯელის გამკაცრების კუთხით განიცადა ცვლილება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 2017 წლის დეკემბერში მოქმედი რედაქციის შესაბამისად ისჯებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით დამძიმდა აღნიშნული მუხლის სანქცია და სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის გათვალისწინებით, რ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. შესაბამისად, ხსენებულ ეპიზოდში რ. ბ.სათვის დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება დანაშაულის სხვა ეპიზოდებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ სანქციის ფარგლებს. ამასთან, საკასაციო სასამართლომ განაჩენის კანონიერება უნდა შეაფასოს სასჯელის სამართლიანობის თვალსაზრისით, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, კერძოდ: კასატორი ითხოვს სასჯელის შემცირებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით ნაწილობრივ პირობით ჩათვლას.
5.5. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სასჯელის დანიშვნისას სახელმძღვანელო სამართლებრივ დებულებებსა და პრინციპებს, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამასთან, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით აღიარებულია სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია, რომლის თანახმადაც: „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. აღსანიშნავია, რომ სასჯელის სამართლიანობა გულისხმობს შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობას სასჯელის ზემოაღნიშნულ მიზნებთან მიმართებით. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს სწორედ სასჯელის თანაზომიერების პრინციპს და ადგენს: „სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასჯელის პროპორციულობა, თავის მხრივ, ნიშნავს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება მიაპყრო დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და საქმის ინდივიდუალური მოცემულობის გათვალისწინებით, გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ რ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ადეკვატური და პროპორციული სასჯელი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, ხოლო საკასაციო საჩივარში მოცემულ გარემოებებთან მიმართებით დამატებით აღნიშნავს: სასჯელის დანიშვნისას თანაბრად გასათვალისწინებელია, როგორც სასჯელის შემსუბუქების, ისე დამძიმების კუთხით არსებული ინდივიდუალური გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მიუთითებს დანაშაულის აღიარებაზე, როგორც მსუბუქი სასჯელის ზომის გამოყენების წინაპირობაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაულების განსაკუთრებული სიმძაფრე, წლების განმავლობაში განგრძობადი და სისტემური ხასიათი. ამასთან, მსხვერპლთა სიმრავლე, მათი ასაკი და განსაკუთრებული მოწყვლადობა ოჯახური ძალადობის იმდენად ინტენსიური და მძიმე ფაქტების მიმართ, რაც მოცემულ საქმეშია წარმოდგენილი, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ და შეუვალ რეაგირებას, რაც, თავის მხრივ, უნდა აისახოს მითითებულ ქმედებათა გამო დანიშნულ სასჯელის პროპორციულად მკაცრ და სასჯელის მიზნების მისაღწევად ადეკვატურ სასჯელის ზომაში. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ხასიათი და საშიშროება, მასში გამოვლენილი მოვალეობათა დარღვევის სიმწვავე, დამდგარი შედეგი, უსამართლოდ აქცევს სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მექანიზმის გამოყენებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის გენერალური და კერძო პრევენციის ფუნქცია განსახილველ საქმეში შესაძლებელია, აღსრულდეს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის მკაცრი იზოლაციის პირობებში მოხდის გზით და არსებული მოცემულობა, როდესაც მწვავედ დგას მაღალი საშიშროების მქონე დანაშაულზე სახელმწიფოს ადეკვატური რეაქციის გამოხატვის აუცილებლობა, ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის გამოყენება არ წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად შესაფერის და პროპორციულ ღონისძიებას.
5.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ბ–ს მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება სასჯელის მიზნების მიღწევის ლეგიტიმურ ინტერესს და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის საფუძველი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი მსუბუქი სანქციის ზომასთან და მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. რ. ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 1 იანვრის ეპიზოდი);
4. რ. ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი);
5. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი);
6. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი);
7. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი);
8. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით (2017 წლის დაახლოებით დეკემბრის ეპიზოდი);
9. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი);
10. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2019 წლის 28 აპრილის ეპიზოდი);
11. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის 17 მარტის ეპიზოდი);
12. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის მაისის ეპიზოდი);
13. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2020 წლის მაისის ეპიზოდი);
14. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის 6 იანვრის ეპიზოდი);
15. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი);
16. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის 8 მაისის ეპიზოდი);
17. რ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდი);
18. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 მაისამდე პერიოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანათქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
19. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
20. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
21. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე