საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.10.2023
საქმის ნომერი
2კ-800აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005988134

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№800აპ-23 ქ. თბილისი

გ–ი მ., 800აპ-23 25 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ას, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე – გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის ხარისხს და ითხოვს ჯარიმის გამოყენებას, რადგან მ. გ–ს ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, მზადაა დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენით, მ. გ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის აპრილის ეპიზოდი) –6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 28 მარტის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლისმე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა – 3000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის – განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, მ. გ–ს მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. გ–მა ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (14 ეპიზოდი) და

ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, გ. ჯ–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში. .........ის ქუჩა №..-ში მდებარე №... საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 13 მარტს გ. ჯ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–სის საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 250 აშშ დოლარად მიაქირავა ინდოეთის მოქალაქე ჰ. ჯ. ს–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას სამი თვის ბინის ქირა – 2423 ლარი და 10 თეთრი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–სის საკუთრებას, ჰ. ჯ. ს–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ჰ. ჯ. ს–სის კუთვნილ 2423 ლარსა და 10 თეთრს.

3.2. 2012 წლის მარტის შუა რიცხვებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, გ. ჯ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 29 მარტს გ. ჯ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 430 აშშ დოლარად მიაქირავა, ი–ს მოქალაქე მ. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას სამი თვის ბინის ქირა – 4117 ლარი და 30 თეთრი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მ. ა–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. ა–ს კუთვნილ 4117 ლარსა და 30 თეთრს.

3.3. 2022 წლის 28 მარტს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, მ. ქ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, შ–ს ქუჩის №..-შიმდებარე №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 29 მარტს, მ. ქ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში – 400 აშშ დოლარად მიაქირავა ი–ს მოქალაქე, ი. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორთვნახევრის ბინის ქირა, 3167 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ი. ა–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ი. ა–სის კუთვნილ 3167 ლარს.

3.4. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, მ. ლ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, .............ის ქუჩის №..-ში (.......) მდებარე, №... საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 29 მარტს, მ. ლ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, თვეში – 400 აშშ დოლარად მიაქირავა ი–ს მოქალაქე ტ. დ. ა. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ერთი თვის ბინის ქირა – 1216 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ამასთან, უკვე იყო გაქირავებული ბ–ს მოქალაქეებზე, ტ. დ. ა. ა–ს საერთოდ არ უცხოვრია დაქირავებულ ბინაში. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ტ. დ. ა. ა–ს კუთვნილ 1216 ლარს.

3.5. 2022 წლის 2 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ლ. წ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში (მ–ს ქუჩა) მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის აპრილში ლ. წ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, თვეში – 400 აშშ დოლარად, მიაქირავა პ–ს მოქალაქე ფ. ა. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორი თვის ბინის ქირა – 1699 ლარი. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ფასიის აოჯაზ აჰმედის კუთვნილ 2699 ლარს.

3.6. 2022 წლის მარტის ბოლოს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, ლ. ვ–სთან, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში, .............ის ქუჩის №..-ში მდებარე, № .. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 13 აპრილს, ლ. ვ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 350 აშშ დოლარად, მიაქირავა რ–ს მოქალაქე ი. პ–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორი თვის ბინის ქირა – 2159 ლარი და 18 თეთრი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ირინა პანკრატოვას მოუწია ბინის დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ი. პ–ს კუთვნილ 2159 ლარსა და 18 თეთრს.

3.7. 2002 წლის 2 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ი. მ–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში, ქერჩის ქუჩის №..-ში მდებარე №..საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 2 აპრილს, ი. მ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 350 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქე ჰ. ს. ა. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორი თვის ბინის ქირა – 2165 ლარი. გამომდინარე იქედან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ჰ. ს. ა. ა–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ჰ. ს. ა. ა–ს კუთვნილ 2165 ლარს.

3.8 2022 წლის 6 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ბ. ს–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 6 აპრილს ბ. ს–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 400 აშშ დოლარად, მიაქირავა დიდი ბ–ს მოქალაქე ჰ. გ–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას სამი თვის ბინის ქირა – 3595 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ჰ. გ–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ჰ. გ–ს კუთვნილ 3595 ლარს.

3.9. 2002 წლის მარტის ბოლოს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, ლ. ვ–სთან სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 13 აპრილს ლ. ვ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში – 300 აშშ დოლარად, მიაქირავა ბ–ს მოქალაქე, ვ. კ–სას, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორი თვის ბინის ქირა – 1850 ლარი და 16 თეთრი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–სის საკუთრებას, ვ. კ–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ვ. კ–ს კუთვნილ 1850 ლარსა და 16 თეთრს.

3.10. 2022 წლის 14 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მესაკუთრეს, ხ. ს–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში, ხ–ს ქუჩა №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 14 აპრილს ხ. ს–თან შეუთანხმებლად, თითქომდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში 300 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქე, ზ. ხ. რ. ფ–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ორი თვის ბინის ქირა, 1850 ლარი და 90 თეთრი. გამომდინარე იქედან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ზაიდ ხ. რ. ფ–ს მოუწია მისი დატოვება. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ზ. ხ. რ. ფ–ს კუთვნილ 1850 ლარსა და 90 თეთრს.

3.11. 2022 წლის მარტის ბოლოს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, ლ. ვ–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ...........ის ქუჩის №..-ში მდევარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 16 აპრილს ლ. ვ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–სის საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში – 150 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქე ა. ა–ს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ერთი თვის ბინის ქირა – 460 ლარი და 59 თეთრი. გამომდინარე იქედან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ამასთან, იგი უკვე გაქირავებული იყო ვ. კ–ზე, ა. ა–ს საერთოდ არ უცხოვრია დაქირავებულ ბინაში. აღნიშნული ქმედებით მ. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ა. ა–ს კუთვნილ 460 ლარსა და 59 თეთრს.

3.12. 2022 წლის მარტის ბოლოს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ლ. ვ–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდევარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 16 აპრილს ლ. ვ–თან შეუთანხმებლად, თითქოსმდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში – 150 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქე, აბდალა ჰუსენ ზეიტუნს, რომელმაც წინსწრებით გადაუხადა მას ერთი თვის ბინის ქირა – 460 ლარი და 59 თეთრი. გამომდინარე იქიდან, რომ ბინა არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ამასთან, იგი უკვე გაქირავებული იყო ვ. კ–ზე, ა. ჰ. ზ–ს არ უცხოვრია დაქირავებულ ბინაში. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ა. ჰ. ზ–ს კუთვნილ 460 ლარსა და 50 თეთრს.

3.13. 2022 წლის 14 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ. გ–სმა რუსეთის მოქალაქეს, ი. ს–ს, 6 თვის ვადით, თვეში – 500 აშშ დოლარად მიაქირავა ქ. თ–ში, გ–ს .. მ/რ-ის, №..კორპუსის მე-.. სართულზე მდებარე ბინა, რომელიც არ ანახა იულია სტარკოვას და არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას. ი. ს–ს ნაქირავებ ბინაში არ უცხოვრია. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა ი. ს–ს კუთვნილ 1541 ლარსა და 50 თეთრს.

3.14. 2012 წლის მარტის შუა რიცხვებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი, მ. გ–სი, ბინის მფლობელს, მ. ლ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში (........) მდებარე, №... საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 21 მარტს მ. ლ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 7000 აშშ დოლარად, ბინის გირავნობის უფლებით გადაცემის პირობით, მ. მ–ს გამოართვა 300 აშშ დოლარი. მ. მ–ს ბინით არ უსარგებლია, რადგან იგი არ წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, ამასთან, უკვე გაქირავებული იყო სხვა პირებზე. აღნიშნული ქმედებით მ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაეუფლა მაკა მესხაძის კუთვნილ 962 ლარსა და 88 თეთრს.

3.15. 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელებს – მ. ლ–სა და ე. ჩ–ს – სიტყვიერად შეუთანხმდა ..........ის ქუჩა №..-ში (.........) მდებარე, №... საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 29 მარტს მ. ლ–სა და ე. ჩ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, თვეში 400 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქეს, ტ. დ. ა. ა–ს ისე, რომ მ. ლ–სა და ე. ჩ–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა – 5100 ლარი. მ. გ–მა აღნიშნული ქმედებით მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა მ. ლ–სე და ე. ჩ–სე.

3.16. 2022 წლის 28 მარტს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–ი ბინის მფლობელს, მ. ქ–ს სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, შ–ის ქუჩის №...-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 29 მარტს, მ. ქ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში – 400 აშშ დოლარად, მიაქირავა ი–ს მოქალაქეს, ი. ა–ს ისე, რომ მ. ქ–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა – 1030 ლარი. მ. გ–სმა აღნიშნული ქმედებით მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა მ. ქ–სე.

3.17. 2022 წლის 2 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ლ. წ–სს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ............ის ქუჩის №..-ში (მ–ს ქუჩა) მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის აპრილში, ლ. წ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით თვეში – 400 აშშ დოლარად მიაქირავა პ–ს მოქალაქეს, ფ. ა. ა–ს ისე, რომ ლ. წ–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა – 1260 ლარი. ამ. გ–მა ღნიშნული ქმედებით მოტყუებით ქონებრივად დააზიანა ლ. წ–სი.

3.18. 2022 წლის 2 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი ბინის მფლობელს, ი. მ–სს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ქერჩის ქუჩის №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 2 აპრილს, ი. მ–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 350 აშშ დოლარად მიაქირავა ი–ს მოქალაქეს, ჰ. ს. ა. ა–ს ისე, რომ ი. მ–სს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა – 1260 ლარი. მ. გ–სმა აღნიშნული ქმედებით მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა ი. მ–სი.

3.19. 2022 წლის 6 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი, ბინის მფლობელს, ბ. ს–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, ქერჩის ქუჩის №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 6 აპრილს ბ. ს–სთან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–სის საკუთრებას, მოტყუებით, 1 წლის ვადით, თვეში – 400 აშშ დოლარად მიაქირავა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ჰ. გ–ს, ისე, რომ ბ. ს–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა – 1520 ლარი. მ. გ–სმა აღნიშნული ქმედებით მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა ბ. ს–სი.

3.20. 2022 წლის 14 აპრილს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი, მ. გ–სი, ბინის მესაკუთრეს, ხ. ს–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ.თ–ში. ხ–ს ქუჩა №..-ში მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა 2022 წლის 14 აპრილს, ხ. ს–თან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით, 6 თვის ვადით, თვეში 300 აშშ დოლარად მიაქირავა ი–ს მოქალაქეს, ზ. ხ. რ. ფ–ს, ისე, რომ ხ. ს–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა, 1520 ლარი. აღნიშნული ქმედებით, მ. გ–სმა მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა ხ. ს–ი.

3.21. 2022 წლის 11 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. გ–სი, ბინის მფლობელს, შ. ხ–ს, სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. თ–ში, მ–ში, .............ს ქუჩის №..-ში, ბალავარის „ცე“ ბლოკის მე–.. სართულზე მდებარე, №.. საცხოვრებელი ბინის დღიურად გაქირავებაზე, თუმცა შ. ხ–თან შეუთანხმებლად, თითქოსდა, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა მ. გ–ს საკუთრებას, მოტყუებით მიაქირავა იგი ე. ი–ს, ისე, რომ შ. ხ–ს არ გადაუხადა შეთანხმებული ქირის თანხა, 2110 ლარი. აღნიშნული ქმედებით, მ. გ–სმა მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა შორენა ხუციშვილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97), რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. გ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მინიმალური ზომა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და ჯარიმით შეცვლა, მ. გ–სის ქმედებაში გამოკვეთილი, დანაშაულთა სიმრავლის მხედველობაში მიღებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას და, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს, საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი