საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100123007640152
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №500აპ-24 ქ. თბილისი
მ-ი ჯ. ა. 500აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
1.1. მ. ჯ. მ- ი, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ჯ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 7 თებერვლიდან.
1.3. ჯ. ფ. ი. ა. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ფ. ი. ა. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 5 აპრილიდან.
1.5. ყადაღა უნდა მოეხსნას მ. მ. მ. ა. ჯ-ს (დაბ: ... პასპორტის ნომერი R...) საკუთრებაში არსებულ, 51,80 კვ. მ. ფართობის უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ბ-ი, ლ. და მ. კ-ს ქუჩა №..., ბინა №...-... - საკადასტრო კოდი ...
1.6. ყადაღა უნდა მოეხსნას კ. მ-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, 54,42 კვ. მ. ფართობის უძრავ ქონებას, მდებარე - ქ.ბ-ი, ზ-ს ქუჩა №..., სართული №..., ბინა №... - საკადასტრო კოდი ...).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯა მ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება; ხოლო ჯ. ფ. ი. ა. ა-მა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით; თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (ორი ეპიზოდი); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. ჯ. მ-ა და მ. მ. მ. ა. ჯ-ს ყალბი პასპორტით მოქმედი ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ცნობილი იყო, რომ მ. ა. ა. მ. ა-ი ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში ფლობდა ბინა №...-...-ს, ს/კ ... მ. ჯ. მ-მა და ჯ. ფ. ი. ა. ა-მა განიზრახეს ხსენებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შექმნილ იქნა 2022 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული №32794 ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა 2022 წლის 1 დეკემბერს, თ-ში, ქ. ს-ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა მ. ა. ა. მ. ა-ი, რომელმაც მ. ჯ. მ-ს თითქოსდა მიანიჭა ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-...-ის (ს.კ ...) განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნული ყალბი მინდობილობა გადაეცა მ. ჯ. მ-ს და მისი გამოყენებით, დასახელებული უძრავი ქონება, 2022 წლის 6 დეკემბერს, მ. ა. ა. მ. ა-გან, მ. ჯ. მ-ს წარმომადგენლობით, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა მ. მ. მ. ა. ჯ-ს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ა. ა. მ. ა-ს დიდი ოდენობით, 270000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
· მ. ჯ. მ-სა და მ. მ. მ. ა. ჯ-ს ყალბი პასპორტით მოქმედი ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ცნობილი იყო, რომ მ. ა. ა. მ. ა-ი ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში ფლობდა ბინა №...-...-ს, ს/კ ... . მ. ჯ. მ-მა და ჯ. ფ. ი. ა. ა-მა განიზრახეს ხსენებული უძრავი ქონების, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შექმნილ იქნა 2022 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ყალბი №32794 მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა 2022 წლის 1 დეკემბერს, თ-ში, ქ. ს-ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა მ. ა. ა. მ. ა-ი, რომელმაც მ. ჯ. მ-ს თითქოსდა მიანიჭა ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-...-ის (ს.კ ...) განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
· აღნიშნული ყალბი მინდობილობა მ. ჯ. მ-მა 2022 წლის 2 დეკემბერს წარადგინა ქ. ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა-ის რეგიონულ ოფისში, რის შედეგადაც, დასახელებული უძრავი ქონება, 2022 წლის 6 დეკემბერს, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა მ. მ. მ. ა. ჯ-ს საკუთრებად.
· აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ა. ა. მ. ა-ს დიდი ოდენობით, 270000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და მ. ჯ. მ-ს მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· 2023 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, პ-ის მოქალაქე მ. ჯ. მ-ი, ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე ა. ს-ს სახელზე გაცემული №... ყალბი პასპორტის გამოყენებით, ხ-ის მუნიციპალიტეტის „ს-ის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
· 2023 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, პ-ის მოქალაქე მ. ჯ. მ-მა, საქართველოდან თ-ის რესპუბლიკაში გასვლისას, ხ-ის მუნიციპალიტეტის „ს-ის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს წარუდგინა ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქის ა. ს-ს სახელზე გაცემული №.. ყალბი პასპორტი.
· მ. ჯ. მ-სა და მ. მ. მ. ა. ჯ-ს ყალბი პასპორტით მოქმედი ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ცნობილი იყო, რომ მ. ა. ა. მ. ა-ი ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში ფლობდა ბინა №...-...-ს, ს/კ ... . მ. ჯ. მ-მა და ჯ. ფ. ი. ა. ა-მა განიზრახეს ხსენებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შექმნილ იქნა 2022 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული ყალბი №32794 მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა 2022 წლის 1 დეკემბერს, თ-ში, ქ. ს-ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა მ. ა. ა. მ. ა-ი, რომელმაც მ. ჯ. მ-ს თითქოსდა მიანიჭა ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-...-ის (ს/კ ...) განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნული ყალბი მინდობილობა გადაეცა მ. ჯ. მ-ს და მისი გამოყენებით, დასახელებული უძრავი ქონება, 2022 წლის 6 დეკემბერს, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მიერ, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აღირიცხა მ. მ. მ. ა. ჯ-ს (პასპორტის №...) საკუთრებად.
· ჯ. ფ. ი. ა. ა-მა, ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქის - მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელზე გაცემული №... ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2022 წლის 12 დეკემბერს, მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელით, ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ს. მ-თან და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-...-ზე (ს.კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გამო. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ. ა. ა. მ. ა-ს დიდი ოდენობით, 270 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
· ჯ. ფ. ი. ა. ა-თვის ცნობილი იყო, რომ ჯ. შ. მ. ს-ს საკუთრებაში იყო ქ. ბ-ში, ზ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №..., ს/კ ... . ჯ. ფ. ი. ა. ა-მა განიზრახა ხსენებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა.
· 2023 წლის 18 თებერვალს, ქ. თ-ში, გ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მითითებითა და წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, გამოცხადდა გამოძიებით დაუდგენელი პირი და ნოტარიუსს თავი წარუდგინა, როგორც ჯ. შ. მ. ს-ი. მანვე ნოტარიუსს წარუდგინა ჯ. შ. მ. ს-ს სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტი ნომრით ..., რომელზეც ჯ. შ. მ. ს-ს ფოტოსურათის ნაცვლად გამოსახული იყო ჯ. ფ. ი. ა. ა-თან დაკავშირებული გამოძიებით დაუდგენელი პირის ფოტოსურათი.
· დასახელებულმა პირმა, ნოტარიუსის წინაშე გასცა მინდობილობა და მან, როგორც თითქოსდა ჯ. შ. მ. ს-მა, სირიის მოქალაქე ა. ს-ს (პასპორტის ნომერი ...) მიანიჭა ქ. ბ-ში, ზ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის, ს.კ ... განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
· 2023 წლის 21 თებერვალს, ა. ს. ა-ს ყალბი პასპორტით მოქმედმა, ჯ. ფ. ი. ა. ა-თან დაკავშირებულმა გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მითითებით, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თ-ის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, რის შემდგომაც აღნიშნული უძრავი ქონება იმავე დღეს, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ა. ს. ა-ს საკუთრებად.
· 2023 წლის 17 მარტს, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ა-ს №... პასპორტის გამოყენებით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, რის შემდგომაც აღნიშნული უძრავი ქონება 2023 წლის 20 მარტს, ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული ა. ს. ა-საგან, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ჯ. ა-ს (პასპორტის №...) საკუთრებად. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ჯ. შ. მ. ს-ს დიდი ოდენობით, 148 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
· ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ცნობილი იყო, რომ ჯ. შ. მ. ს-ს საკუთრებაში იყო ქ. ბ-ში, თ. მ-ს გამზირის №...-ში მდებარე ბინა №..., ს/კ ... . ჯ. ფ. ი. ა. ა-მა განიზრახა ხსენებული უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის გზით, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა. გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შექმნილ იქნა 2023 წლის 24 მარტით დათარიღებული ყალბი მინდობილობა №07218, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა 2023 წლის 24 მარტს, თ-ში, ქ. ს-ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა ჯ. შ. მ. ს-ი, რომელმაც ო. ა-ს თითქოსდა მიანიჭა თ. მ-ს გამზირის №...-ში მდებარე ბინა №...-ის, ს/კ ... განკარგვის თაობაზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით დასახელებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ორგანიზებით, 2023 წლის 27 მარტს სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ა-სა (პასპორტის №...) და ო. ა-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება. იმავე დღეს, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ა-ს №... პასპორტის გამოყენებით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარიგების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე. სარეგიტრაციოდ წარდგენილი, ჯ. შ. მ. ს-ს საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ურთიერთშეუსაბამობის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, რის გამოც ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მიერ განზრახული დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების დასრულების შემთხვევაში, ჯ. შ. მ. ს-ს შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· ჯ. ფ. ი. ა. ა-მა, ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელზე გაცემული №... ყალბი პასპორტის გამოყენებით, 2022 წლის 12 დეკემბერს, მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ს. მ-თან და ქ. ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელით ს. მ-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ი-იის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქის - მ. მ. მ. ა. ჯ-ს №... ყალბი პასპორტის ასლი. ჯ. ფ. ი. ა. ა-მა მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ბ-ში, ლ. და მ. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-...-ზე (ს.კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გამო.
· 2022 წლის 5 დეკემბერს, 23:10 საათზე, თ-ის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა გამოიყენა ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელზე გაცემული №... ყალბი პასპორტი.
· 2022 წლის 5 დეკემბერს, 23:10 საათზე, ჯ. ფ. ი. ა. ა-მა თ-ის საერთაშორისო აეროპორტში, ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე მ. მ. მ. ა. ჯ-ს სახელზე გაცემული №... ყალბი პასპორტის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ა-ის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულების - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-ის შეფარდებული სასჯელების დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულების - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ შესაგებლით მოითხოვა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
4.1. მსჯავრდებულ ჯ. ფ. ი. ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ შესაგებლით მოითხოვა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულების - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების - მ. ა. ა. მ. ა-ს, ს. მ-ს, ფ. თ. მ. ს-ს, ჯ. ზ-ს, ზ. შ-ს, მ. მ-ს, ქ. ბ-ს, ი. მ-ს და ბ. დ-ს გამოკითხვის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმითა და თანდართული მასალებით, ამოღებული პასპორტებით, მ. ა. ა. მ. ა-ს პასპორტის დათვალიერების ოქმითა და თანდართული მასალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზის დათვალიერების ოქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საზღვრის კვეთის მონაცემებით, ა-ის ინტერპოლიდან მიღებული წერილით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, მ. ა. ა. მ. ა-ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნით, საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-თვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
11. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულების წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, ჩადენილი დანაშაულების აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა), დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულებს - მ. ჯ. მ-სა და ჯ. ფ. ი. ა. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუფარდეს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე), თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
13. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის ასევე უთითებს ზიანის აუნაზღაურებლობაზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი