განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 10.12.2024
საქმის ნომერი
2კ-891აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007175253

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №891აპ-24 ქ. თბილისი

კ-ე დ. , 891აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

1.1. დ. კ-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის მეორე ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის მეორე ეპიზოდი) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და მას შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 30 მარტიდან.

1.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი); განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. დ. კ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის (4-methylmethcathinone) შემცველი 0.1877 გრამი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (@-PVP) შემცველი 0.103 გრამი ნივთიერება, რომელიც 2023 წლის 27 მარტს, ორჯერ უკანონოდ გაასაღა ნ. ზ-ზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. ზ-ს, გ. თ-ს, ფარული ვიდეოჩანაწერებისა და მასზე თანდართული კრებსის, საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით, ამოღების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... და №... დასკვნებით, საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით მსჯავრდებულ დ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

3. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმე ნ. ზ-ს სავარაუდო უკანონო ქმედებას - ბრალდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას, ასევე არ დასტურდება ნ. ზ-ს მიერ მსჯავრდებულის მიმართ ისეთი სახის დაინტერესება, რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას. ამავდროულად, დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე ნ. ზ-სა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა, ხოლო მოწმის ზოგადი დამოკიდებულება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ - პასუხისგებაში მისცეს ნარკოტიკული ნივთიერების ყველა გამსაღებელი, ვერ გახდება მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

4. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5. რაც შეეხება ადვოკატ მ. წ-ს მოსაზრებას დაცვის მხარის მიერ სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არამართებულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის უფლებადამცველის შუამდგომლობა შეეხებოდა განსახილველ საქმეზე სხვა პირის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმის მასალების დართვას, რაც სამართლებრივ შემხებლობაში არ არის დ. კ-ის ბრალდებასთან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობები დაცვის მხარეს აღარ დაუყენებია და არც მსჯავრდებულის დაკითხვა მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს კანონმდებლობის სრული დაცვით მიეცა შესაძლებლობა შეუზღუდავად ესარგებლა როგორც შესავალი და დასკვნითი, ასევე საბოლოო სიტყვითაც. რაც შეეხება ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების დ. კ-ისათვის გადაუცემლობას, საკასაციო სასამართლო, ისევე, როგორც სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ ელექტრონული ინფრომაციის შესანახი საშუალებები გადაეცა მსჯავრდებულის ადვოკატს, რომელიც ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმზე ხელმოწერითაც ადასტურებს ამ გარემოებას.

6. ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დ. კ-მ ნ. ზ-ს საკუთარ სახლში გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შენახული ჰქონდა პატარა ჩანთაში, ხოლო მეორედ ნარკოტიკული საშუალება გადასცა მანქანაში მჯდომმა. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებული ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებს თანხის სანაცვლოდ და სხვა, მესამე პირის, მონაწილეობა მათ ურთიერთობაში არ იკვეთება.

7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა).

8. ამდენად, მსჯავრდებული დ. კ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

9. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

10. ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 4 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით; ასევე - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. შესაბამისად, დ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.

11. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

12. ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმაად, უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 10 თვე.

13. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლს საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობითად; ასევე სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად უნდა დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 5000 ლარი. საბოლოოდ დ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

15. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

16. ამდენად, მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელს; ასევე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელს.

17. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

18. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ დ. კ-ს უნდა შეეფარდოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. კ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 4 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით; ასევე - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. შესაბამისად, დ. კ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 თვეს, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 10 თვე;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლს საფუძველზე კვლავ ჩაეთვალოს პირობითად; ასევე სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 5000 ლარი. საბოლოოდ დ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;

8. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ დ. კ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით (რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელს; ასევე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელს;

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (27.03.2023 წლის პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დ. კ-ს შეეფარდოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

11. დ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 30 მარტიდან;

12. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

13. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

· ნარკოტიკული საშუალებები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· ლაზერული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი