ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №991აპ-24 31 ოქტომბერი, 2024 წელი
წ-ა ბ, №991აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. წ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. წ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ბ. წ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აგვისტოს მეორე ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით;
3.9. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
3.10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.11. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.13. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.15. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.16. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.17. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.18. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.19. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.20. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.21. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.23. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.24. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.25. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.26. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.27. საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;
3.28. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვითა და 18 დღით;
3.29. საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – შინაპატიმრობა 1 წლით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.30. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ბ. წ-ას საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – შინაპატიმრობა 1 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვითა და 18 დღით;
3.31. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 6 თვით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.32. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 6 თვით შინაპატიმრობის მოხდისაგან;
3.33. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი) – შინაპატიმრობა 6 თვით. მასვე დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე;
3.34. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ. წ--ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 6 თვით შინაპატიმრობის მოხდისაგან;
3.35. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
3.36. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 აგვისტოს მეორე ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
3.37. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. წ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ბ. წ-ას მიმართ:
4.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 2 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.4. საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით;
4.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ განსაზღვრული და პირობითად ჩათვლილი 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე გამოსაცდელი ვადა 2 წლითა და 8 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და გამოსაცდელი ვადა – 1 წლითა და 8 თვით;
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ. წ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. ბ. წ-ას დაევალოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის 10.2 პუნქტში მითითებული რეკომენდაციების (ცხოვრებისეული ფასეულობების გამოკვეთა და შესაბამისი ქცევის გამოვლენა; ფორმალური განათლების მიღებისა და სამომავლოდ პროფესიული უნარების შეძენის ინტერესის გამოკვეთა; უგულებელყოფის შედეგად მიღებული სტრესული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფსიქო-სოციალური სერვისების მიღება) შესრულება;
7. ბ. წ-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 13 აგვისტოდან 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, ასევე – 2023 წლის 19 სექტემბრიდან 2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით. სასჯელის ვადა აეთვალოს 2024 წლის 18 ივნისიდან; ბ. წ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები გაუქმებულია.
8. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
9. საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლისა და ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე