დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.11.2024
საქმის ნომერი
2კ-134-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141224010147328

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1341-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

წ. მ. 1341-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მ. წ., – პირადი №........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის, სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და მ. წ– ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და მ. წ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

1.7. მ. წ– ს სასჯელის მოხდა დაეწყო – 2023 წლის 10 თებერვლიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლო 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით მ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. წ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი, შეიცვალა – შინაპატიმრობით 40 დღით, 21:00 საათიდან 08:00 საათამდე.

6. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. წ–ს პირადი საქმე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით:

7.1. მსჯავრდებულ მ. წ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით;

7.2. მსჯავრდებულ მ. წ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

7.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

7.2.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

7.2.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის, სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

7.2.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

7.2.5. 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და მ. წ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც 1/6-ით შემცირდა და მოსახდელად დარჩა 1 წელი და 3 თვე, ხოლო ვინაიდან აღნიშნულ სასჯელზე დამატებული იყო 2021 წლის 2 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან 1 წელი, რაც ასევე შემცირდა 1/6-ით და მოსახდელი დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 10 თვე, საბოლოოდ, მ. წ– ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 1 თვით;

7.3. მ. წ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 10 თებერვლიდან.

7.4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) მსჯავრდებულ მ. წ–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი თ. ხ–ი (დაბადებული ...., პირადი №............) ცხოვრობს; ბ) მ. წ–ს აეკრძალა მსხვერპლთან თ. ხ–ითან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) მ. წ–ს აეკრძალა მსხვერპლთან თ. ხ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

7.4.1. დამცავი ორდერის ვადად განისაზღვრა – 3 თვე;

7.4.2. მ. წ–ს მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

7.4.3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა აითვალოს პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლების მომენტიდან.

7.5. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. წ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. მ–მა. კასატორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით გავრცელებულ ამნისტიას. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირდა – 1/6-ით – 8 თვით, აღნიშნული ვადით (8 თვით) უნდა შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ დამატებული – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 7 თვით, ნაცვლად დანიშნული – 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთისა.

9. მსჯავრდებულ მ. წ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 18 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. წ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის, სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და სადავოდ არ ხდის არც დაცვის მხარე.

3. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ვინაიდან – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო წინა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის) განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით შეუმცირდა – 1/6-ით (8 თვით), აღნიშნული ვადით (8 თვით) უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ დამატებული – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 7 თვით, ნაცვლად – დანიშნული 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით მ. წ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც – სასჯელი განსაზღვრული აქვს იდეალური ერთობლიობის წესით – დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი, შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) გათვალისწინებით, ვინაიდან, მ. წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში, მის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი – უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

4. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას – 1 წლითა და 6 თვით (რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმცირდება ერთი მეექვსედით და მოსახდელად რჩება – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით), ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (4 წლის ¼-ი ნაწილი), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდეგაც, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის შესაბამისად, ამ განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით) დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლითა და 3 თვით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელიდან (3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთიდან), ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით (1 წლის ¼ ნაწილი) და მ. წ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით მ. წ. არის ნასამართლობის მქონე, თუმცა ამ განაჩენით სასჯელი არ არის დანიშნული განაჩენთა ერთობლიობით, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს წინა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენის წინა) განაჩენ/ებთან მიმართებით ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ.

6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით მ. წ–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შეიცვალა – შინაპატიმრობით 40 დღით, 21:00 საათიდან 08:00 საათამდე, თუმცა აღნიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო არ იმსჯელებს, ვინაიდან იგი არ არის გათვალისწინებული მ. წ.–ს მიმართ დამდგარ ბოლო – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში, გააჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი