დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.11.2024
საქმის ნომერი
2კ-88-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330141224010127453

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №881-24 14 ნოემბერი, 2024 წელი

ზ–ი მ. N881-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ზ–ს (პირადი ნომერი: ...........) პირადი საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით, მ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ. ზ–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 წლით; მ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო – 2008 წლის 6 ივნისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის განაჩენი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ზ–ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და მოსახდელად დარჩა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლითა და 3 თვით. დანარჩენ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის განაჩენი მ. ზ–სის მიმართ, მათ შორის სასჯელის ათვლის ნაწილში, დარჩა უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით, მ. ზ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ;

მ. ზ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან დაემატა ნაწილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 1 წლით, 1 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული 3 წლით, 4 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით; მსჯავრდებულ მ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2008 წლის 6 ივნისიდან; თბილისის სააპელაციოს სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით, მ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 თვით და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. მ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 1 აპრილიდან.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მ. ზ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 თვით და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 1/6-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, 9 თვითა და 21 დღით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ზ–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, მ. ზ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია ... საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.“

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან შესაძლოა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალოს და კონკრეტული ქმედებები საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლებსა ან/და პუნქტებში მოექცეს.

5. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მ. ზ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო სსაქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის დროს მოქმედი რედაქციით), რაც გულისხმობდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისია, რაზეც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად ამნისტიის კანონი არ ვრცელდება.

6. ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.“

7. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განაჩენს ნაწილობრივ აქვს დამატებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის წილს, რაზეც უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 1/6-ით შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება უნდა გაევრცელებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელში, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილის წილზე და არა დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე (11 თვით და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა) რაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 აპრილის განაჩენს. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებულ განჩინებას ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.

8. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, მ. ზ–სის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე