საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006108698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№96აპ-25 ქ. თბილისი
წ–ა ე., 96აპ-25 16 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ ე. წ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ნ. პ–ეს, – დაბადებულს ....... წ.., – ბრალად დაედო: თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; ქ. კ–ეს, – დაბადებულს 1, – თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; დ. ხ–ს, – .........., – თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ე. წ–ას, – დაბადებულს ....., – თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში დახმარება, მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. ..... .... უნივერსიტეტის თანამშრომლებმა – მ. ა–მ და ხ. ქ–მა, 2015 წელს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ სსიპ „........ უნივერსიტეტის“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნული მიზნით, დახმარებისათვის დაუკავშირდნენ ნაცნობ პირს, რომელიც არასდროს ყოფილა დასაქმებული ...... უნივერსიტეტში – ნ. პ–ეს., რომელმაც დახმარება გაუწია ხ. ქ–სა და მ. ა–ს სსიპ „......... უნივერსიტეტის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში. კერძოდ: მ. ა– იყენებდა რა სამსახურებრივ მდგომარეობას, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, სახელფასო ბაზის შევსებისას, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე დროის პერიოდში, უთითებდა ნ. პ–ის მიერ მიწოდებულ პირად მონაცემებს – სს „... ბანკში“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომრებს და ზედმეტი ოდენობით თანხას, რომელიც თითქოს მის შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული მონაცემები მ. ა–ს მიერ ისახებოდა სახელფასო უწყისებში, შემდეგ იგზავნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში ხელფასების ჩასარიცხად, რის შედეგადაც ნ. პ–ეს პირად ანგარიშზე ისახებოდა ვითომდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თვის თანამდებობრივი სარგოს) სახით. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, მ. ა– და ხ. ქ–ი, ნ. პ–ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ სსიპ „........ უნივერსიტეტის“ კუთვნილ, 20590,39 (ოცი ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარსა და ოცდაცხრამეტ თეთრს) ლარის ოდენობით, დიდი ოდენობით თანხას.
1.2. ...... უნივერსიტეტის თანამშრომლებმა – მ. ა–მ და ხ. ქ–მა, 2015 წელს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნული მიზნით, დახმარებისათვის დაუკავშირდნენ ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელს – ქ. კ–ეს, რომელმაც დახმარება გაუწია ხ. ქ–სა და მ. ა–ს სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში. კერძოდ: მ. ა– იყენებდა რა სამსახურებრივ მდგომარეობას, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, სახელფასო ბაზის შევსებისას, 2016 წლის აგვისტოდან 2022 წლის მარტამდე დროის პერიოდში, უთითებდა ქ. კ–ის მიერ მიწოდებულ პირად მონაცემებს, სს „..... ბანკში“ და სს „..... ბანკში“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომრებს და ზედმეტი ოდენობით თანხას, რომელიც თითქოს მის შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული მონაცემები მ. ა–ს მიერ ისახებოდა სახელფასო უწყისებში, შემდეგ იგზავნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში ხელფასების ჩასარიცხად, რის შედეგადაც ქ. კ–ის პირად ანგარიშზე ისახებოდა ვითომდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თვის თანამდებობრივი სარგოს) სახით. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, მ. ა– და ხ. ქ–ი, ქ. კ–ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ, 76815,19 (სამოცდათექვსმეტი ათას რვაას თხუთმეტი ლარსა და ცხრამეტ თეთრს) ლარის ოდენობით, დიდი ოდენობით თანხას.
1.3. ..... .... უნივერსიტეტის თანამშრომლებმა – მ. ა–მ და ხ. ქ–მა, 2015 წელს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნული მიზნით, დახმარებისათვის დაუკავშირდნენ ნაცნობ პირს, რომელიც არასდროს ყოფილა დასაქმებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – დ. ხ–ს, რომელმაც დახმარება გაუწია ხ. ქ–სა და მ. ა–ს სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში. კერძოდ: მ. ა– იყენებდა რა სამსახურებრივ მდგომარეობას, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, სახელფასო ბაზის შევსებისას, 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე დროის პერიოდში, უთითებდა დ. ხ–ის მიერ მიწოდებულ პირად მონაცემებს, სს „..... ბანკში“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომრებს და ზედმეტი ოდენობით თანხას, რომელიც თითქოს მის შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული მონაცემები მ. ა–ს მიერ ისახებოდა სახელფასო უწყისებში, შემდეგ იგზავნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში ხელფასების ჩასარიცხად, რის შედეგადაც დ. ხ–ის პირად ანგარიშზე ისახებოდა ვითომდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თვის თანამდებობრივი სარგოს) სახით. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, მ. ა– და ხ. ქ–ი, დ. ხ–ის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ თანხას - 7292,69 (შვიდი ათას ორას ოთხმოცდათორმეტ ლარსა და სამოცდაცხრა თეთრს) ლარის ოდენობით.
1.4. ..... .... უნივერსიტეტის თანამშრომლებმა - მ. ა–მ და თამარ ცხაკაიამ, 2015 წელს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, დახმარების მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელს – ე. წ–ას, რომელმაც დახმარება გაუწია თამარ ცხაკაიასა და მ. ა–ს სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში. კერძოდ: მ. ა. იყენებდა რა სამსახურებრივ მდგომარეობას, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, სახელფასო ბაზის შევსებისას, 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე დროის პერიოდში, უთითებდა ე. წ–ას მიერ მიწოდებულ პირად მონაცემებს, სს „..... ბანკში“ და სს „..... ბანკში“ მის სახელზე გახსნილ ანგარიშის ნომრებს და ზედმეტი ოდენობით თანხას, რომელიც თითქოს მის შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა. აღნიშნული მონაცემები მ. ა–ს მიერ ისახებოდა სახელფასო უწყისებში, შემდეგ იგზავნებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინაში ხელფასების ჩასარიცხად, რის შედეგადაც ე. წ–ას პირად ანგარიშზე ისახებოდა ვითომდა ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თვის თანამდებობრივი სარგოს) სახით. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, მ. ა. და თ. ც–ა, ე. წ–ას დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ სსიპ “...... ..... უნივერსიტეტის“კუთვნილ – 216668,6 (ორას თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარსა და სამოც თეთრს) ლარის დიდი ოდენობით თანხას.
2. ნ. პ–ეს, ქ. კ–ესა და ე. წ–ას წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ხ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით ნ. პ–ე და ქ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ხ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდედეში გამართლდნენ; ე. წ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
4. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრი დაედო მ. გ–ს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – დ. ს–ს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – ნათია თათიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და ნ. პ–ის, ქ. კ–ისა და დ. ხ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. წ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. ბ–ემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ე. წ–ასთვის სასჯელის შემსუბუქებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – ნათია თათიაშვილმა, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. წ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – დ. ბ–ემ.
8. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენის შეცვლასა და ნ. პ–ის, ქ. კ–ისა და დ. ხ–ის დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათი ბრალეულობა. მოწმის სახით დაკითხულმა მ. ა–მ აღიარა ხ. ქ–თან ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა, რომელსაც მოძიებული სანდო პირებისათვის უნდა ეთქვა, რომ მის საბანკო ანგარიშს ედო ყადაღა და ეთხოვა მათი ანგარიშების გამოყენება. აღსანიშავია, რომ მ. ა–მ ყველა ბრალდებული ამხილა, გარდა მისი დისშვილის – ხ. ქ–ის მიერ მოძიებული პირებისა, რომლებმაც, მისი მტკიცებით, თითქოსდა არ იცოდნენ, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები ირიცხებოდა, რაც არადამაჯერებელია, რამეთუ დ. ხ–ი და ნ. პ–ე არ ყოფილან ..... .... უნივერსიტეტის თანამშრომლები და, მიუხედავად ამისა, თვეების განმავლობაში, ერიცხებოდათ ხელფასი, როგორც თანამდებობრივი სარგო, ხოლო ქეთევან პაიჭაძეს, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა ხელფასი შესაძლოა, ჰქონოდათ მ. ა–სა და ხ. ქ–ს. კასატორის მითითებით, ხ. ქ–ის ჩვენება, რომელიც მიმართული იყო მისი დამხმარე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებისკენ, თავის მხრივ, იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი.
9. დაცვის მხარე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულ ე. წ–ას მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული 5000-ლარიანი ჯარიმა არის ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ, გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობა, არ გამოიკვლია, შეძლებდა, თუ არა ე. წ–ა დაკისრებული ჯარიმის გადახდას. ..... .... უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე, ე. წ–ას დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რის გამოც, ჩავარდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და პრაქტიკულად ნათესავების შემწეობის ხარჯზე ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაკისრებული – 5000-ლარიანი ჯარიმა, უკიდურესად ამძიმებს მის მდომარეობას.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ნ. პ–ის, ქ. კ–ისა და დ. ხ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
14. სადავო არ არის და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ პერიოდებში, ნ. პ–ის, ქ. კ–ისა და დ. ხ–ის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა გარკვეული თანხები, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ნ. პ–ემ, ქ. კ–ემ და დ. ხ–მა ნამდვილად იცოდნენ მ. ა–სა და ხ. ქ–ის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და მიზანმიმართულად უწყობდნენ ხელს მათი განზრახვის აღსრულებას. საპირისპიროდ, მ. ა–მ და ხ. ქ–მა დაადასტურეს, რომ ქ. კ–ეს, ნ. პ–ესა და დ. ხ–ს ატყუებდნენ, თითოსდა სახელფასო ანგარიშები ჰქონდათ დაყადაღებული, რის გამოც, მათი ყოველთვიური სარგო სხვა პირებს ერიცხებოდათ ანგარიშებზე. თავის მხრივ, ქ. კ–ე, ნ. პ–ე და დ. ხ–ი, რომლებსაც, არ გასჩენიათ ეჭვები ჩარიცხული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, სრულად გადასცემდნენ მათ მ. ა–სა და ხ. ქ–ს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკცებულებების შეფასების დროს ქ. კ–ის, ნ. პ–ისა და დ. ხ–ის მიერ, მ. ა–სა და ხ. ქ–ის მიერ დანაშაულის ჩასადენად, განზრახ ხელის შეწყობასთან დაკავშირებით, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, მართებულად გადაწყდა ქ. კ–ის, ნ. პ–ისა და დ. ხ–ის სასარგებლოდ.
15. დაცვის მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომლითაც მსჯავრდებულია ე. წ–ა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ევსიდან ცხრა წლამდე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების გათვალისწინებით, სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მსუბუქი სასჯელის სახე – ჯარიმა – განუსაზღვრა, 5000 ლარის ოდენობით, რომლის ზომის შემსუბუქება მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილ, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა სიმრავლის გამო, რაც ჩადენილი ქმედების საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის, არ არის მიზანშეწონილი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – ნათია თათიაშვილისა და მსჯავრდებულ ე. წ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი