საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.10.2025
საქმის ნომერი
2კ-693აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100124009815969

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №693აპ-25 8 ოქტომბერი, 2025 წელი

გ. ი., №693აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. გ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებაც მისი უფლებაა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, იმის გამო, რომ მეუღლეს უსაყვედურა სესხის აღებაზე, კისერში ხელის მოჭერის, მარჯვენა მუშტის ყბისა და ნიკაპის არეში, რამდენჯერმე, ხოლო ზურგის არეში ერთხელ დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2024 წლის 21 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 22 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2024 წლის 23 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2024 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უარი უთხრა სახლიდან გასვლაზე და ყელზე ხელის მოჭერისა და გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

1.7. 2024 წლის 23 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უკრძალავდა სახლიდან გასვლას, სიტყვით – მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – რ. ნ–ას. ი. გ–ის აღნიშნული მუქარა, რ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2024 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აღიქვამდა რა ნივთად, უარი უთხრა სახლიდან გასვლაზე და ყელზე ხელის მოჭერით და სიტყვით - მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - რ. ნ–ას. ი. გ–ის აღნიშნული მუქარა, რ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.9. 2024 წლის 20 ივნისიდან – 2024 წლის 24 ივნისამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა რა, რომ ქალს უფლება არ ჰქონდა მეუღლისგან დამოუკიდებლად, სახლიდან გასულიყო, მეუღლეს რ. ნ–ას, აუკრძალა სახლიდან გასვლა, გამოართვა მობილური ტელეფონი და ძალადობის გამოყენებით, კერძოდ სახეში ხელის გარტყმითა და მისი გადაადგილების კონტროლით, აიძულებდა სახლში დარჩენას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

2.1.1.ი. გ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, იმის გამო, რომ მეუღლეს უსაყვედურა სესხის აღებაზე, კისერში ხელის მოჭერის, მარჯვენა მუშტის ყბისა და ნიკაპის არეში, რამდენჯერმე, ხოლო, ზურგის არეში ერთხელ დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 21 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, უკრძალავდა რა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 22 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, უკრძალავდა რა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 23 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, უკრძალავდა რა სახლიდან გასვლას, ერთხელ სახის არეში გაშლილი ხელის დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–, მათ სახლში, ი. გ–მა, უარი უთხრა სახლიდან გასვლაზე და ყელზე ხელის მოჭერისა და გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, რ. ნ–ას მიმართ. ი. გ–ის ქმედებების შედეგად, რ. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2.1.2. ი. გ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 23 ივნისს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–ი, უკრძალავდა რა სახლიდან გასვლას, სიტყვით – მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – რ. ნ–ას. ი. გ–ის აღნიშნული მუქარა, რ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–ში, მათ სახლში, ი. გ–მა, უარი უთხრა სახლიდან გასვლაზე და ყელზე ხელის მოჭერით და სიტყვით – მოგკლავ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – რ. ნ–ას. ი. გ–ის აღნიშნული მუქარა, რ. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.1.3. ი. გ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებაც მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 20 ივნისიდან – 2024 წლის 24 ივნისამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ–, მათ სახლში, ი. გ–მა მეუღლეს რ. ნ–ას, აუკრძალა სახლიდან გასვლა, გამოართვა მობილური ტელეფონი და ძალადობის გამოყენებით, კერძოდ, სახეში ხელის გარტყმითა და მისი გადაადგილების კონტროლით, აიძულებდა სახლში დარჩენას.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით ვადით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ი. გ–ისთვის დანიშნულმა და ამნისტიის კანონის საფუძველზე შემცირებულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანაჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ი. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. გ–ის ქმედებების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის დადგენა და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2025 წლის 10 ივლისს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილება და ი. გ–ის წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა, მათ შორის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის შერაცხვა და მისთვის მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ ძირითადად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი. გ–ის ქმედებებს, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მანს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით დიკრიმინაციის მოტივით, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.4. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის 2025 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ნაცვლად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“. საგულისხმოა, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის“ ამოღება არ გულისხმობს „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ ჩადენილი დანაშაულებისთვის დამამძიმებელი გარემოების სამართლებრივი სტატუსის მოხსნას. აღნიშნული ცვლილება უმთავრესად ემსახურება ტერმინის „გენდერის“ შეცვლას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის“ კონსტიტუციური ტერმინით. შესაბამისად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი“, ავტომატურად არ გამოიწვევს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შეცვლას, რადგან პირის მიერ ჩადენილი ქმედება და მისი მოტივი არა სიტყვასიტყვით, არამედ შინაარსობრივად უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N30აპ-25 გადაწყვეტილება).

5.5. საკასაციო პალატის შეფასებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივი გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, ქალის/მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება, რომ ი. გ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა ამ მოტივით. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს დაზარალებულ რ. ნ–ას ჩვენება და არც საქმეში წამოდგენილი სხვა მტკიცებულებები.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ი. გ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე