საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125010832073
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №625აპ-25 ქ. თბილისი
ბ-ძე ა, 625აპ-25 10 დეკემბერი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის განაჩენით:
1.1. ა. ბ-ძე, - დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი, მ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი, ნ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი, მ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი, ნ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 9 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი ორი პირის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, მათ შორის, 2018 წლის დეკემბრიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №...-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-ძე მშობლებზე - ნ. და მ. ბ-ზე სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად, კერძოდ, ამცირებდა, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით.
· 2024 წლის 4 დეკემბერს, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს - მ. და ნ. ბ-ს, კერძოდ, მ. ბ-ს თანნაქონი ბასრი საგანი ზურგის არეში დაარტყა, რის შემდგომაც სკამი მოუქნია და ორივე ქვედა კიდურის არეში დაარტყა. ამავდროულად, მ. ბ-ის დასახმარებლად მისულ ნ. ბ-ს ღომის მოსარევი ე.წ. სუთი თავის არეში უთავაზა. ა. ბ-ის ქმედების შედეგად, მ. ბ-მ დაზიანებები მიიღო გულმკერდის უკანა კედლის ღია ჭრილობისა და სისხლნაჟღენთების სახით, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
· 2024 წლის 4 დეკემბერს, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №..., ბინა №...-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს - მ. და ნ. ბ-ბს, კერძოდ, მ. ბ-ს ჯერ ზურგის არეში თანნაქონი ბასრი საგანი, ხოლო შემდეგ - სკამი მოუქნია და ორივე ქვედა კიდურის არეში უთავაზა. ამავდროულად, მ. ბ-ის დასახმარებლად მისულ ნ. ბ-ს ღომის მოსარევი ე.წ. სუთი თავის არეში დაარტყა. ა. ბ-ის ქმედების შედეგად, ნ. ბ-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო მ. ბ-მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
· 2024 წლის ივლისში, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-ე დედას - მ. ბ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ დროულად არ მოკვდებოდნენ, ქონების განკარგვის მიზნით თავად დახოცავდა. მ. ბ-მ მუქარა რეალურად აღიქვა და მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
· 2024 წლის ივლისში, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-ძე მამას - ნ. ბ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ დროულად არ მოკვდებოდნენ, თავად დახოცავდა ქონების განკარგვის მიზნით. ნ. ბ-მ მუქარა რეალურად აღიქვა და მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
· 2024 წლის 4 დეკემბერს, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-ძე მშობლებს - ნ. და მ. ბ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ათი წლითაც რომ წასულიყო ციხეში, ორივეს მოკლავდა. მ. ბ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 4 დეკემბერს, ქ. თ-ში, ტ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში, ეკონომიკურ ნიადაგზე, ა. ბ-ე მშობლებს - ნ. და მ. ბ-ბს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ათი წლითაც რომ წასულიყო ციხეში, ორივეს მოკლავდა. ნ. ბ-მ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.3. ა. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი, მ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ივლისის ეპიზოდი, ნ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი, მ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი, ნ. ბ-ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 9 დეკემბრიდან.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - მ. ბ-სა და ნ. ბ-ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, მოწმეების - ნ. ლ-ის, მ. ე-ის და მ. ბ-ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ტანსაცმლით, ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ლ. ნ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ბ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ა. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის მკაცრად დაცვის პირობებში ადვოკატ ლ. ნ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები (მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) ვერ გადაწონის მსჯავრდებულ ა. ბ-ან ოჯახის მიმართ მომდინარე საფრთხეებს და არ ქმნის მშვიდ გარემოში ცხოვრების გარანტიას.
12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
13. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევასთან ერთად, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ა. ბ-ის პიროვნება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულების თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი (ა. ბ-ძე წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად ნ. და მ. ბ-ზე და უტყუარად დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა 2024 წლის 4 დეკემბერს იძალადა ოჯახში, რამაც ნ. და მ. ბ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მან ძალადობრივი ქმედებით შელახა ადამიანების ჯანმრთელობა. ასევე, ა. ბ-ძე არაერთხელ დაემუქრა საკუთარ მშობლებს; მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ა. ბ-ს მშობლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროს ამოძრავებდა ანგარების მოტივი, საკუთარ დედას სწორედ ეკონომიკურ ნიადაგზე მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება; აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ მსჯავრდებულისთვის სრულიად უბრალო მოტივიც კი საკმარისია, რათა ძალადობრივი, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინოს არაერთი ადამიანის (საკუთარი ხანდაზმული მშობლების) მიმართ. ამასთან სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სისტემატიურობა, ეპიზოდების სიმრავლე, განხორციელებული ქმედებების მეთოდები და სიმძიმე, რაც ექსპერტიზის დასკვნებითა და მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციით ვლინდება; ა. ბ-ძე, მათ შორის სააპელაციო განხილვის სტადიაზეც, ცდილობდა დანაშაულის ჩადენის მიზეზის მშობლებზე გადაბრალებას).
14. ამდენად, ოჯახური დანაშაულების სფეროში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების, ასევე, აღნიშნული ხასიათის დანაშაულების სიხშირისა და მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის მხედველობაში მიღებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის მკაცრად დაცვის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ა. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლა მის სასიკეთოდ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესის - სასჯელის პირობითად ჩათვლა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე