გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (10)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლისა და 144 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.
2.ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისა თვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები
1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536
2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები), 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა), 8705 (სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მაგ.: სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) სასაქონლო პოზიციებით) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:
ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან
ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი.

21. გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის საფასურის ოდენობას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არა უმეტეს ერთი ლარის ოდენობით.

22. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა.

3. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.
4. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას საფასურის სამმაგი ოდენობით.
5. ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.
7. სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №213
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლისა და 144 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.
2.ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა.
3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №390 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №391 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407
გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები
1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536
2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისას სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები), 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა), 8705 (სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები (მაგ.: სატვირთო ავტომობილები ავარიული, ავტოამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, ავტობეტონსარევები, გზების დასუფთავების ავტომობილები, სარწყავ-სარეცხი ავტომობილები, ავტოსახელოსნოები და ავტომობილები რენტგენული დანადგარებით) სასაქონლო პოზიციებით) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:
ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან
ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის ბარათი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
21. გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის საფასურის ოდენობას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არა უმეტეს ერთი ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2010 წლის ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
22. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
3. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პასუხისმგებელი პირი სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით წერილობითი ფორმით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.
4. დაუშვებელია საფასურის გადახდის გარეშე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას საფასურის სამმაგი ოდენობით.
5. ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.
7. სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტში ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №213, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025879-2/