გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ბოლო ცვლილება 09.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 28/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 14​2 მუხლისა და 14​4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.

2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტულად გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №390 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური



+



დანართი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

 

გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები


1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.

2. საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა:

ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ა.ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

3. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებსა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელსაც გზათსარგებლობის საფასურის ბარათები გადაცემული აქვს ამ პროცედურებისა და პირობების 5​1 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

4. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს.

5. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

5​1. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა განხორციელდება მას შემდეგ, რაც პირის მიერ:

ა) 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნება გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა; ან

ბ) წარდგენილ იქნება არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი  გარანტია. გარანტიის სახეები, მისი წარდგენისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

6. ამ პროცედურებისა და პირობების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის პირზე აღარ განხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა ან/და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება.

7. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.

8. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვა.

9. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვებისას საბაჟო გამშვებ პუნქტში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარდგენილი საგადახდო დავალების, ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვება შეუძლია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საბაჟო გამშვებ პუნქტში  წარდგენის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

11. გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

12. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, საბაჟო გამშვებ პუნქტში ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი, ასევე ამ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №213, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025879-9/