გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ბოლო ცვლილება 09.02.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 28/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 14​2 მუხლისა და 14​4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.

2. ერთი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო კონტროლის/ ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისათვის დადგინდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა 200 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის  26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №390 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №391 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407

4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები

1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №245 - სსმ III, №103, 24.08.2010წ., მუხ.1536

2. სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომელიც გათვალისწინებულია სეს ესნ 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) და 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე:

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, ან

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის  26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

2​1. გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის საფასურის ოდენობას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არა უმეტეს ერთი ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

2​2. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას, გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი) თანხა არის გზათსარგებლობის საფასურის ბარათ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოკლებული, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

3. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) პასუხისმგებელი პირი პორტალში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

4. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას – საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი იხდის მხოლოდ გზათსარგებლობის საფასურის სამმაგ ოდენობას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას პორტალში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის უფროსი ან პირი, რომელზეც შესაბამისი რეგიონული ცენტრის უფროსის მიერ დელეგირებულია უფლებამოსილება. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

6. გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული პორტალის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე კონტროლის ზონაში ან პირიქით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

7. პორტალში ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“, №213, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025879-4/