თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (25)
შემდგომი ცვლილებები (11)
წინა ცვლილებები (14)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, №127,04.10.2010 წ., მუხ.1856
9.საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგ ვერდი, 28.07.2011წ.
10. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
11. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოე მბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
12. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
13. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
14. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
დებულება თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
თავი II. თევზჭერის ლიცენზია
მუხლი 3. თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.
2. თევზჭერის ლიცენზიას არ ექვემდებარება:
ა) შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერა;
ბ) სამოყვარულო და სპორტული მიზნით თევზჭერა;
გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა;
დ) პალიასტომის ტბაში თევზჭერა.
3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.
4. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.
6. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.
7. თევზჭერის კვოტას ადგენს სააგენტო.
8. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს (მათ შორის, შეცვალოს) თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. აღნიშნული ნორმები და წესები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შე სა ბა მისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატ ი უ ლი აქტით ადგენს სააგენტო.
10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.
11. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდამდე, სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.
4. თუ ლი ცე ნ ზ იის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალ დებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახ დ ი სა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორ მა ტიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი
1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის გან სა ზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლი ცენზიებისა და ნებართვების შე სახებ“საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სააგენტო.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
მუხლი 71. სალიცენზიო პირობები
1. თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 3 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;
დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;
ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;
ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;
ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;
თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;
კ) თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;
ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;
ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს და მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;
რ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
ს) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ტ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;
უ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სააგენტოს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;
ქ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ღ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
31. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღებას მათი თევზის მეურნეობაში ტყვეობაში გამრავლებისა და შემდგომში მოპოვების მიზნით, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით;
ბ) არ განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ამოღება (მოპოვება) სააგენტოს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცებამდე;
გ) შეასრულოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღების აქტს. აქტში აღინიშნება:
ე.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული თევზის სახეობა, ზომა და სქესი;
ე.ბ) თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;
ვ) დათევზიანება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში აღინიშნება:
ვ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;
ვ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი;
ზ) აწარმოოს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარუდგინოს სააგენტოს;
თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად დააბრუნოს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;
ი) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში დააბრუნოს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;
კ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დაღუპული თევზის განადგურება, რის თაობაზეც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეულ დაღუპულ თევზზე გადაიხადოს გარემოზე მიყენებული ზიანი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ შესაბამისად;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, ხელოვნური ტბორის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ქმედება და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
ნ) ლიცენზიის აღებიდან 3 წლის ვადის გასვლისთანავე შეწყვიტოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღება;
ო) დაიცვას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებასთან და მათ მოპოვებასთან (ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
პ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.
5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზიანტთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, № 127,04.10.2010 წ., მუხ.1856
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
მუხლი 72. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
მუხლი 73. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
თავი III. (ამოღებულია)

მუხლი 8. (ამოღებულია)

მუხლი 9. (ამოღებულია)

მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 11. (ამოღებულია)

მუხლი 12. (ამოღებულია)

+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, №127,04.10.2010 წ., მუხ.1856
9.საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
10. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
11. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
12. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
13. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
14. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
დებულება თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების მიზანი
ეს დებულება განსაზღვრავს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
თავი II. თევზჭერის ლიცენზია
მუხლი 3. თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.
2. თევზჭერის ლიცენზიას არ ექვემდებარება:
ა) შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერა;
ბ) სამოყვარულო და სპორტული მიზნით თევზჭერა;
გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა;
დ) პალიასტომის ტბაში თევზჭერა.
3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.
4. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.
6. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.
7. თევზჭერის კვოტას ადგენს სააგენტო.
8. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს (მათ შორის, შეცვალოს) თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. აღნიშნული ნორმები და წესები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შე სა ბა მისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატ ი უ ლი აქტით ადგენს სააგენტო.
10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.
11. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდამდე, სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.
4. თუ ლი ცენ ზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალ დებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახ დ ი სა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორ მა ტიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის გან სა ზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლი ცენზიებისა და ნებართვების შე სახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სააგენტო.
1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის გან სა ზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლი ცენზიებისა და ნებართვების შე სახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სააგენტო.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
მუხლი 71. სალიცენზიო პირობები🔗
1. თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიანტისა, ვალდებულია:
3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 3 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;
დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;
ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;
ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;
ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;
თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;
კ) თევზჭერის პერიოდში ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;
კ) თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;
ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;
ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს და მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;
რ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
ს) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ტ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;
უ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სააგენტოს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;
ქ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ღ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ნაწილის გასხვისებიდან ექვსი თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.
31. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღებას მათი თევზის მეურნეობაში ტყვეობაში გამრავლებისა და შემდგომში მოპოვების მიზნით, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით;
ბ) არ განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ამოღება (მოპოვება) სააგენტოს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცებამდე;
გ) შეასრულოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღების აქტს. აქტში აღინიშნება:
ე.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული თევზის სახეობა, ზომა და სქესი;
ე.ბ) თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;
ვ) დათევზიანება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში აღინიშნება:
ვ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;
ვ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი;
ზ) აწარმოოს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარუდგინოს სააგენტოს;
თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად დააბრუნოს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;
ი) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში დააბრუნოს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;
კ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დაღუპული თევზის განადგურება, რის თაობაზეც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეულ დაღუპულ თევზზე გადაიხადოს გარემოზე მიყენებული ზიანი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ შესაბამისად;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, ხელოვნური ტბორის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ქმედება და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
ნ) ლიცენზიის აღებიდან 3 წლის ვადის გასვლისთანავე შეწყვიტოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღება;
ო) დაიცვას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებასთან და მათ მოპოვებასთან (ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
პ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.
5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზიანტთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, № 127,04.10.2010 წ., მუხ.1856
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
მუხლი 72. ლიცენზიის გაუქმება🔗
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
მუხლი 73. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
თავი III. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631
7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, №127,04.10.2010 წ., მუხ.1856
9.საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
10. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
11. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
12. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
13. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
14. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
15. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №256 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
დებულება თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 1. დებულების მიზანი🔗
ეს დებულება განსაზღვრავს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო🔗
თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
მუხლი 3. თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესი🔗
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ელექტრონული ფორმით აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.
2. თევზჭერის ლიცენზიას არ ექვემდებარება:
ა) შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერა;
ბ) სამოყვარულო და სპორტული მიზნით თევზჭერა;
გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა;
დ) პალიასტომის ტბაში თევზჭერა.
3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.
4. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.
6. აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.
7. თევზჭერის კვოტას ადგენს სააგენტო.
8. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს (მათ შორის, შეცვალოს) თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები. აღნიშნული ნორმები და წესები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შე სა ბა მისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატ ი უ ლი აქტით ადგენს სააგენტო.
10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში.
11. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის გადახდამდე, სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №427 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები🔗
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.
4. თუ ლი ცენ ზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალ დებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახ დ ი სა და უკან დაბრუნების წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორ მა ტიული აქტით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე🔗
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6. საწყისი ფასი🔗
1. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის გან სა ზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლი ცენზიებისა და ნებართვების შე სახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს სააგენტო.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის დადგენილება №88 - ვებგვერდი, 12.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №256 - ვებგვერდი, 13.07.2012წ.
მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა🔗
1. ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
2. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, აგრეთვე მხარეთა შეთანხმებით (სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
მუხლი 71. სალიცენზიო პირობები🔗
1. თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.
3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიატისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 3 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;
ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;
დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;
ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;
ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;
ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;
თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;
კ) თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;
ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;
ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს და მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;
რ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
ს) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ტ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;
უ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სააგენტოს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;
ქ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ღ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
31. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღებას მათი თევზის მეურნეობაში ტყვეობაში გამრავლებისა და შემდგომში მოპოვების მიზნით, ვალდებულია:
ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სააგენტო 1 თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით;
ბ) არ განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ამოღება (მოპოვება) სააგენტოს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცებამდე;
გ) შეასრულოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე თევზის მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღების აქტს. აქტში აღინიშნება:
ე.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული თევზის სახეობა, ზომა და სქესი;
ე.ბ) თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;
ვ) დათევზიანება განახორციელოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში აღინიშნება:
ვ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;
ვ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი;
ზ) აწარმოოს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარუდგინოს სააგენტოს;
თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად დააბრუნოს ბუნებრივ გარემოში სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;
ი) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, სააგენტოსთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში დააბრუნოს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;
კ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დაღუპული თევზის განადგურება, რის თაობაზეც სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეულ დაღუპულ თევზზე გადაიხადოს გარემოზე მიყენებული ზიანი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ შესაბამისად;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, ხელოვნური ტბორის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ქმედება და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
ნ) ლიცენზიის აღებიდან 3 წლის ვადის გასვლისთანავე შეწყვიტოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღება;
ო) დაიცვას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ტყვეობაში გამრავლებასთან და მათ მოპოვებასთან (ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან) დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
პ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ჟ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.
4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.
5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზიანტთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, № 127,04.10.2010 წ., მუხ.1856
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №326 -ვებგვერდი, 30.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის დადგენილება №139 - ვებგვერდი, 18.04.2012წ.
მუხლი 72. ლიცენზიის გაუქმება🔗
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
მუხლი 73. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №294 – ვებგვერდი, 28.07.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 8. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 11. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
მუხლი 12. (ამოღებულია)🔗
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №138, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 410.060.000.10.003.000.272 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10312-14/