თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2005 ბოლო ცვლილება 29.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
410.060.000.10.003.000.272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 12/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი   ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429

5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

6. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631

7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, №127,04.10.2010 წ., მუხ.1856

დებულება

თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 

თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

თავი II. თევზჭერის ლიცენზია

    მუხლი 3. თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. თევზჭერის ლიცენზიას არ ექვემდებარება:

ა) შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერა;

ბ) სამოყვარულო და სპორტული მიზნით თევზჭერა;

გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა;

დ) პალიასტომის ტბაში თევზჭერა.

3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა და პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

4. აუქციონი ცხადდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

6. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

7. თევზჭერის კვოტას ადგენს სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება №84 - სსმ III, №55, 11.04.2008 წ., მუხ.631

    მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არა ნაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.

4. თუ ლიზენციის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №170 - სსმ III, №114, 28.09.2005 წ., მუხ.1260

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

     მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე 

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 6. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია სამინისტროს მიერ გაიცემა ათ წლამდე ვადით. შიდა წყალსატევების შემთხვევაში შესაძლებელია თევზჭერის ლიცენზიის გაცემა არა უმეტეს ოც წლამდე ვადით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №234 - სსმ III, №157, 25.12.2009 წ., მუხ.1881

    მუხლი 7​1. სალიცენზიო პირობები

1. თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მცურავი საშუალებებით. ამასთან, სარგებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უნდა განხორციელდეს აუქციონის მოწყობის დღემდე.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექცია.

3. ლიცენზიის მფლობელი, გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიანტისა, ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი მართვის 5-წლიანი გეგმა, ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი 5-წლიანი გეგმები ლიცენზიის ვადის მიხედვით. წარდგენილ გეგმას ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს. შენიშვნების მიღების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სამი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. წარდგენილ გეგმას ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს. შენიშვნების მიღების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ერთი თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ითანხმებს ერთი თვის ვადაში ან უარს აცხადებს მართვის გეგმის შეთანხმებაზე. წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;

ბ) შეასრულოს მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

გ) ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ;

დ) ისარგებლოს წყლის ობიექტებით და მათში არსებული რესურსით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებითა და ფარგლებში;

ე) დაიცვას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;

ვ) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;

ზ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნება, განახორციელოს მათი აღწარმოების პროგრამები;

თ) უზრუნველყოს დადგენილი ფორმით სარეწაო ჟურნალის, აგრეთვე მეურნეობაში თევზის რესურსით სარგებლობის, აღწარმოებისა და დაცვის შიდასააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება;

ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას თევზჭერის პერიოდში ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რესურსის (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. ასევე ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას ყოველწლიურად კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);

ლ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

მ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სამინისტროში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით. აღნიშნულ მოთხოვნას სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მასთან შეთანხმებით ადგენს თევზჭერის კვოტას;

ნ) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;

ო) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის პერიოდის შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, ორი კვირით ადრე;

პ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორი კვირით ადრე და მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი); დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;

ჟ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;

რ) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად. ლიცენზიანტი ვალდებულია დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში, უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;

ს) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან თავის წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;

ტ) ლიცენზიის მთლიანად გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;

უ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;

ფ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ქ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.

4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ნაწილის გასხვისებიდან ექვსი თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) შეთანხმებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.

5. სალიცენზიო (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ფართობში მოქცეული ზედაპირული წყლის ობიექტის ფარგლებში გადაადგილება ან/და თევზჭერა ხორციელდება ლიცენზიანტთან შეთანხმებით.

     საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №199 - სსმ III, №129, 03.11.2005 წ., მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №203 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1476

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №300 - სსმ III, №127,04.10.2010 წ., მუხ.1856

    მუხლი 72. ლიცენზიის გაუქმება

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექცია.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

7 3 . ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

თავი III. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №63 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.429

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

 

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №65 - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.480

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №138, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 410.060.000.10.003.000.272 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10312-8/