საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.09.2004 ძალადაკარგული 11.02.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 10/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (70)

შემდგომი ცვლილებები (51)

წინა ცვლილებები (19)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
7 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2004 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №27 დადგენილება.

პრემიერ- მინისტრი ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

8. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, ორგანოებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის.

9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, გ.ჭანტურიას ქუჩა №12.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ტრანსპორტი; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; სტატისტიკა.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;

ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

დ) სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია;

ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ვ) ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონული სტრუქტურების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა.

თ) სტატისტიკის სფეროში საქმიანობის კოორდინაცია „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია;

ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;

მ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;

ნ) საერთოსახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზაცია;

ო) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;

პ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმვის კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით;

ჟ) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

რ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;

ს) ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების (მარკების, მარკირებული კონვერტებისა და მარკირებული ღია ბარათების) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;

ტ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

უ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის რეგულირება, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვების გაცემა, ლიცენზირება, შენობა-ნაგებობათა საექსპლუატაციოდ მიღებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონალური დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ყ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

შ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი;

ც) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიების გაცემა და კვოტების დამტკიცება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

    მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

    მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) პრივატიზების დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

კ) მინისტრის აპარატი;

ლ) გენერალური ინსპექცია;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

    მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) სტატისტიკის დეპარტამენტი;

ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;

გ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო;

დ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

ე) მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (არქმშენინსპექცია);

ვ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინიტრაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

    მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) ამოღებულია;

ბ) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;

გ) პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი;

დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;

ე) საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

ვ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;

ზ) ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი;

თ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი;

ი) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

კ) ამოღებულია;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

    მუხლი 7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები, ასევე სხვა ტერიტორიული ორგანოები.

2​1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

დ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

    მუხლი 8. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ამოღებულია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

ლ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

მ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

რ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3​1. მინისტრს ჰყავს შვიდი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.

3​1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

4. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს კოლეგიის მდივანი.

7. მინისტრი უფლებამოსილია თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

    მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება აუქციონზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტებისა და აუქციონის პირობების შესახებ; წინადადებების წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები, წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარმოდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა, გამოყოფა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილი წინადადებების განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი _ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი – ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საფოსტო გადასახადის ნიშნების (მარკების, მარკირებული ღია ბარათებისა და მარკირებული კონვერტების) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და მართვა; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, ასევე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; სახელმწიფო ბიუჯეტით, საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით დაფინანსებული მშენებლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგი; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების ორგანიზება; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ქვეყნის საბინაო ფონდის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების სტრუქტურის შემუშავება და სამუშაოთა კოორდინაცია; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტი – ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება და მოპალარაკებაში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ი ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემომქედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტრული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფომრაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისაგან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან (დროებით სარგებლობაში გადაცემასთან) დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების და საერთაშორისო ორაგნოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება, და შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისაგან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; დასკვნების მომზადება საკუთრების მოწმობის გასაცემად; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამარათლებრივი დასკვნების მომზადება; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლო დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის ინსტრუქციების დაპროექტებაში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა.

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, სამობილიზაციო რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადო ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს საქმიანობის გამჭირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

კ) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს სათაბთირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სდომების ორგანიზება; ოქმის წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების შესაბამისი ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონიძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

კ) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმის წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

ლ) გენერალური ინსპექცია – კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის, სამინისტიროს მმართველობის სფეროში მომქედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება, შესაბამისი განცხადებებისა და საჩივრების შემოწმება და მათზე რეაგირება, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; თავისი კომპეტნციის ფარგლებში მინისტრის დავალებით საქართველოს პროკურატურებიდან, სასამართლო ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი უწყებებიდან მიღებული წერილებისა და განჩინებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის თაობაზე; წინადადებების მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტის შესაბამისად (გარდა რეალიზებისა), აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, მათ მიერ სხვა საწარმოების აქციების და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის საკითხების განხილვა მოქმედი კანონმდებლობის (კერძოდ, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვის შესახებ;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი – დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; სალიცენზიო მოწმობების გაცემა; ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა; გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრა-ციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება;

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ექსპორტის წახალისების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების განმახორციელებელი პირების ინფორმირება და მათთვის კონსულტაციების გაწევა; უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებში, უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით ერთობლივი საწარმოებისა და სტრატეგიული ალიანსების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; უცხოური ბაზრების ანალიზი ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნასა და აღნიშნულ ბაზრებზე დაშვების პირობებთან დაკავშირებით; უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით ბაზრობა-გამოფენების ორგანიზება. (ამოქმედდეს 2009 წლის 16 იანვრიდან)

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

    მუხლი 10. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება.

    მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრი მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილეს.

3. მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება ბრძანებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №77, 10.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.076 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11056-19/