საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.09.2004 ძალადაკარგული 11.02.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 10/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (70)

შემდგომი ცვლილებები (28)

წინა ცვლილებები (42)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
7 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2004 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

2. ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №27 დადგენილება.

პრემიერ- მინისტრი ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის დადგენილება  №44-სსმ III, №28, 12.03.2009წ; მუხ.355

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

24. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

25. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება  №204-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1567

26. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება  №8-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.42

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.185

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

32. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

33. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ივლისის დადგენილება  №204-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ.1351

34. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება  №218-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1406

35. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №234-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1474

36. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №235-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1475

37. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება  №315-სსმ III, №134, 19.10.2010წ; მუხ.1952

38. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება  №327-სსმ III, №140, 29.10.2010წ; მუხ.2005

39. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება  №332-სსმ III, №146,10.11.2010წ; მუხ.2072

40. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №357-სსმ III, №155,29.11.2010წ; მუხ.2195

41. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკებრის დადგენილება №396 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2412

42.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №56 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.


 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

დებულება

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

8. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, ორგანოებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის.

9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, გ.ჭანტურიას ქუჩა №12.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;

ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

დ) სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია;

ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ვ) ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონული სტრუქტურების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა.

თ) ამოღებულია; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია;

ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;

მ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;

ნ) საერთოსახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზაცია;

ო) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;

პ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმვის კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით;

ჟ) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

რ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;

ს) ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;

ტ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

უ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვების გაცემა, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელება;

ღ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონალური დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ყ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

შ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი;

ც) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიების გაცემა და კვოტების დამტკიცება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით;

ძ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ივლისის დადგენილება  №204-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ.1351

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №218-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1474

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №357-სსმ III, №155,29.11.2010წ; მუხ.2195

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკებრის დადგენილება №396 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2412

    მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

    მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

ე) ამოღებულია;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) სამინისტროს ადმინისტრაცია;

ი) ამოღებულია;

კ) ამოღებულია;

ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

მ) ( ამოღებულია);

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი;

ო) (ამოღებულია);

პ)(ამოღებულია);

ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი;

რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო);

ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;

ტ) კოორდინაციის სამსახური;

უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ფ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ქ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ივლისის დადგენილება  №204-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ.1351

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №235-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1475

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება  №315-სსმ III, №13 4 , 19.10.2010წ; მუხ.1952

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება  №327-სსმ III, №140, 29.10.2010წ; მუხ.2005

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №357-სსმ III, №155,29.11.2010წ; მუხ.2195

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №56 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) ამოღებულია; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

ბ) ამოღებულია;

გ) ამოღებულია;

დ) ამოღებულია;

ე) ამოღებულია;

ვ) ამოღებულია;

ზ) ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია;

თ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ივლისის დადგენილება  №204-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ.1351

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს დადგენილება  №218-სსმ III, №96, 04.08.2010წ; მუხ.1406

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №56 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) ამოღებულია;

ბ) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;

გ) პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი;

დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;

ე) საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

ვ) (ამოღებულია);

ზ) ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი;

თ) ამოღებულია;

ი) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

კ) ამოღებულია;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო;

მ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;

ნ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის  დადგენილება  №44-სსმ III, №28, 12.03.2009წ; მუხ.355

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება  №8-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.42

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №218-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1474

    მუხლი 7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები, ასევე სხვა ტერიტორიული ორგანოები.

2​1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ბ) (ამოღებულია);

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №56 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 8. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ამოღებულია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

ლ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

მ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

რ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ს)​ ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს.

3​1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს კოლეგიის მდივანი.

7. მინისტრი უფლებამოსილია თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.185

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება  №332-სსმ III, №146,10.11.2010წ; მუხ.2072

    მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, აგრეთვე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის შესახებ წინადადებების მომზადება, სახელმწიფო ორგანოებისა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ წინადადებების მომზადება; ასევე წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; სახელმწიფო ქონების „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებითა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობაში ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი _ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი, ამ მიმართულებით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული                              კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის; ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის – კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პროცესის შესწავლა და ანალიზი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი   – სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, მუნიციპალური დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, აგრეთვე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებისას; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

ე)( ამოღებულია);

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ი ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებულ ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შესული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ან/და კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში, ასევე დამრღვევ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების კანონით დადგენილი წესით განხორციელების თაობაზე წინადადებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტსა და პრივატიზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების მოშლა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან/და მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ვიზირება და შესაბამისი დეპარტამენტისათვის ხელმოსაწერად წარდგენა; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვ.) შესრულების თაობაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

თ) სამინისტროს ადმინისტრაცია – – სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემი სა და სახელმწიფო ქონე ბის დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე; სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან ( მოიჯარესთან); სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მა ტერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, გა ნახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპე რაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სა მინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სა ხელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაცი ის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის სა ექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ- მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; სა კადრო რესურსების მართვის ( დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურე თა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა გან ხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქ ტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სა ჯა რო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მინი სტ რის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზ რუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების გან ხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუ ქ ტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულე ბებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მო ნა წი ლეობის მიღება;

ი) ამოღებულია;

კ) ამოღებულია;

ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება; სამინისტროს სისტემაში სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; სამინისტროს სისტემისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემის საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება; აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება; შიდა აუდიტის დეპარტამენტი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებულად; შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

მ) (ამოღებულია);

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი – დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების იურიდიულ დეპარტამენტში შეთანხმებისა და ვიზირებისათვის წარდგენა; მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; სალიცენზიო მოწმობების გაცემა; ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა; გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება, ლიცენზიის გაცემა, მასში ცვლილების შეტანა ან მისი გაუქმება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება;

ო) ( ამოღებულია);

პ)( ამოღებულია);

ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშაობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებათა წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინადადებათა მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარმოდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე, დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა; თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შეთანხმებისა და ვიზირებისათვის იურიდიულ დეპარტამენტში წარდგენა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების ხელმოწერა; სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მომზადება და გაცემის უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო) – სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმების წარმოება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;

  ს) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი – მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება და მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინაშე ქვეყნის მზადყოფნის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინოვაციური პროექტების მიღება, დამუშავება და ანალიზი, მათი რეალიზაციის აუცილებლობისა და განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის; ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და რესურსების გამოვლენის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიმართულებით; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპეტენციის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;

ტ) კოორდინაციის სამსახური – სახელმწიფო დაწესებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნესსექტორს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამინისტროს შორის ორგანიზებული, ეფექტური და კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სექტორის, ბიზნესის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინიციატივების შეფასება; წინადადებების მომზადება სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წინაშე დასმული ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით; სამინისტროს წინაშე დასმული ამოცანებისა და საკითხების შესწავლასა და განხილვაში მონაწილეობა.

უ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი – ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და მართვა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა;

ფ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღება; სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან  ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება; საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ქ) ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი – სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში;  სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან მ ისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით; მოქალაქეთა და ინვესტორთა გამარტივებული საშუალებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროში როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.

  საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება  №204-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1567

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ივლისის დადგენილება  №204-სსმ III, №92, 28.07.2010წ; მუხ.1351

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №235-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1475

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება  №315-სსმ III, №13 4 , 19.10.2010წ; მუხ.1952

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება  №327-სსმ III, №140, 29.10.2010წ; მუხ.2005

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება  №357-სსმ III, №155,29.11.2010წ; მუხ.2195

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკებრის დადგენილება №396 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2412

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №56 -ვებგვერდი, 04.02.2011წ.

    მუხლი 10. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება.

    მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით. მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს დადგენილება  №235-სსმ III, №99, 13.08.2010წ; მუხ.1475

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №77, 10.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.076 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11056-42/