საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.09.2004 ძალადაკარგული 11.02.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 10/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (70)

შემდგომი ცვლილებები (38)

წინა ცვლილებები (32)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
7 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2004 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

2. ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 19 აპრილის №27 დადგენილება.

პრემიერ- მინისტრი ზ. ჟვანია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

3. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

8. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

13. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

14. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის დადგენილება  №44-სსმ III, №28, 12.03.2009წ; მუხ.355

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

24. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

25. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება  №204-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1567

26. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება  №8-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.42

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.185

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

32. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

დებულება

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტროს აპარატი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

6. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

8. უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, ორგანოებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე სხვა სუბიექტებისათვის.

9. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, 0108, გ.ჭანტურიას ქუჩა №12.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა. (ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;

ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა, სრულყოფა და მათი განხორციელების მონტორინგის კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

დ) სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია;

ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ვ) ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი; დერეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისა და რეგიონული სტრუქტურების მონაწილეობით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში მონაწილეობა.

თ) ამოღებულია; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

კ) ტურიზმისა და კურორტების განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია;

ლ) სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად; საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტული გამოყენება და/ან მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;

მ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა;

ნ) საერთოსახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ქალაქ თბილისის) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზაცია;

ო) საინჟინრო, ელექტრონული კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა;

პ) მოსაზღვრე ქვეყნებთან თანამშრომლობა კომპეტენციათა ფარგლებში სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, დაგეგმვის კოორდინაცია და თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების განვითარების მიზნით;

ჟ) საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

რ) საინფორმაციო ბანკების, საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, გეოგრაფიული) შექმნაში მონაწილეობა და მათი განვითარება; საინფორმაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურაში საინფორმაციო და ინტელექტუალური სისტემების დანერგვა;

ს) ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა;

ტ) დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა განვითარების ინტეგრირებული (გენერალური, კომპლექსური) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების, ასევე დეტალური და სპეციალური ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და ზონირების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა, მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და განხორციელების ზედამხედველობა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

უ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო-საინჟინრო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა, საპროექტო დოკუმენტების მომზადების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და/ან ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვების გაცემა, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელება;

ღ) ქვეყნის განსახლების სისტემისა და რეგიონალური დაგეგმვის სქემების შემუშავების ორგანიზება და კოორდინაცია;

ყ) ნუმერაციის ეროვნული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

შ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების კოორდინაცია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი;

ც) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიების გაცემა და კვოტების დამტკიცება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

    მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები, ასევე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

    მუხლი 4. სამინისტროს ცენტრალური აპარატი

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი;

ე) ამოღებულია;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) სამინისტროს ადმინისტრაცია;

ი) ამოღებულია;

კ) ამოღებულია;

ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

მ) ამოღებულია;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი;

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი;

პ) ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

    მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) ამორებულია; (ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;

გ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო;

დ) ამოღებულია;

ე) ამოღებულია;

ვ) ამოღებულია;

ზ) სამშენებლო და ტექნიკური ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაისის დადგენილება  №88-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.723

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება  №103-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.595

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

    მუხლი 6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) ამოღებულია;

ბ) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;

გ) პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი;

დ) საწარმოთა მართვის სააგენტო;

ე) საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

ვ) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია; (ამოღებულია - ამოქმედდეს შესაბამის ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების ამოქმედებისთანავე )

ზ) ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი;

თ) ამოღებულია;

ი) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი;

კ) ამოღებულია;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო;

მ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება  №107-სსმ III, №74, 17.06.2005წ; მუხ.287

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №30-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №198-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2041

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის დადგენილება  №207-სსმ III, №153, 14.11.2006წ; მუხ.2118

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება  №7-სსმ III, №9, 24.01.2007წ; მუხ.82

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება  №94-სსმ III, №65, 11.05.2007წ; მუხ.729

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება  №4-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.122

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის  დადგენილება  №44-სსმ III, №28, 12.03.2009წ; მუხ.355

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის დადგენილება  №8-სსმ III, №6, 20.01.2010წ; მუხ.42

    მუხლი 7. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები, ასევე სხვა ტერიტორიული ორგანოები.

2​1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №161-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1224

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

    მუხლი 8. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურების, დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, ასევე მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ამოღებულია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულებებს;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

ლ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

მ) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულებას;

ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ჟ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

რ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ს) ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს.

3​1. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის მოადგილეს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ რომელი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი – თავმჯდომარე, მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროების საკვანძო საკითხებს, დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, საქმიანობის შედეგებს. კოლეგიის გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. კოლეგიის საქმისწარმოებასა და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს კოლეგიის მდივანი.

7. მინისტრი უფლებამოსილია თავისი ბრძანებით შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები და ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა და ანაზღაურების წესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება  №163-სსმ III, №112, 06.08.2008წ; მუხ.1206

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №16, 11.02.2010წ; მუხ.185

    მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილებისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (გარდა ქალაქ თბილისისა) ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციის, გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვის, საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოების კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა, აგრეთვე, ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ; წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებისა და დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციებისა და წილების) პრივატიზებისა და აუქციონის პირობების შესახებ; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი _ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი – ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი, ამ მიმართულებით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული                              კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის; ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის – კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის, განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პროცესის შესწავლა და ანალიზი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი, სამშენებლო საქმიანობის, საბინაო-კომუნალური, საცხოვრისისა და საქალაქო მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება, მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა; დასახლებული პუნქტების (ქალაქების, კურორტების, დაბების, სოფლებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო საქმიანობის ორგანიზება; ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემის, კერძოდ, ქვეყნის განსახლების სისტემის გენსქემის, რეგიონალური და რაიონული დაგეგმარების სქემებისა და პროექტების, აგრეთვე ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია; ქვეყნის ქალაქებისა და სხვა დასახლებათა ტერიტორიების განვითარების, მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და უფლებრივი ზონირების რუკების შემუშავების ორგანიზება და ამ სამუშაოთა მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ქვეყანაში საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ენერგეტიკული და სამელიორაციო სისტემების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი საინჟინრო უზრუნველყოფის კოორდინაცია შესაბამის დაწესებულებებთან ერთად; სამშენებლო დარგის, საბინაო სექტორის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; გლობალური, სახელმწიფო და რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, სამშენებლო საქმიანობისა და საბინაო-კომუნალური სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; მშენებლობის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით საშენი მასალების წარმოების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა; ქვეყნის საბინაო ფონდის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების სტრუქტურის შემუშავება და სამუშაოთა კოორდინაცია; საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, პროგნოზირება და რეალიზების ხელშეწყობა; საბინაო-კომუნალური მეურნეობის სექტორში ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ბაზის შექმნის ხელშეწყობა; საცხოვრებლის ინდიკატორების შემუშავება საერთაშორისო ინდიკატორების სტრუქტურის გათვალისწინებით; სამშენებლო დარგის სპეციალისტთა საკვალიფიკაციო სერტიფიკაციის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, სამუშაოთა ორგანიზებისა და განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) ამოღებულია;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ი ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის შესახებ; ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტისათვის;

თ) სამინისტროს ადმინისტრაცია – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პროცესიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთიერთშედარების განხორციელება მყიდველთან (მეიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე; მოქალაქეთათვის ზეპირი განმარტებების მიცემა კომპეტენციიდან გამომდინარე; მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება; ოქმების წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა;

ი) ამოღებულია;

კ) ამოღებულია;

ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება; სამინისტროს სისტემაში სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; სამინისტროს სისტემისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემის საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება; აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება; შიდა აუდიტის დეპარტამენტი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებულად; შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

მ) ამოღებულია;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი – დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; ლიცენზიებთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; ლიცენზიის გაცემისა და გაუქმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების წარდგენა; „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; სალიცენზიო მოწმობების გაცემა; ლიცენზიებში ცვლილებების შეტანა; გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილ ვადაში სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრა-ციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამსახურებთან ერთად; კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება;

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება; სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირთათვის საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება კანონით დადგენილი წესით; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება მყიდველისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვა) შესრულებაზე, მათი სპეციფი კ ურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

პ) ამოღებულია.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №125-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1437

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №22, 25.02.2005წ; მუხ.213

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 თებერვლის დადგენილება  №49-სსმ III, №27, 28.02.2006წ; მუხ.327

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის დადგენილება  №156-სსმ III, №107, 31.07.2007წ; მუხ.1182

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება  №67-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.482

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის დადგენილება  №85-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.632

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება  №155-სსმ III, №98, 10.07.2008წ; მუხ.1090

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის დადგენილება  №195-სსმ III, №142, 26.09.2008წ; მუხ.1398

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის დადგენილება  №1-სსმ III, №3, 13.01.2009წ; მუხ.24

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის დადგენილება  №124-სსმ III, №86, 14.07.2009წ; მუხ.914

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №163-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1286

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის დადგენილება  №175-სსმ III, №119, 02.10.2009წ; მუხ.1368

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილება  №204-სსმ III, №137, 06.11.2009წ; მუხ.1567

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №229-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1832

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 მაისის დადგენილება  №144-სსმ III, №56, 20.05.2010წ; მუხ.865

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 ივნისის დადგენილება  №158-სსმ III, №67, 14.06.2010წ; მუხ.991

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება  №196-სსმ III, №86, 15.07.2010წ; მუხ.1277

    მუხლი 10. სამინისტროს ქონება

სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქონება.

    მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1. მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მინისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარდგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრი მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოადგილეს.

3. მრჩევლებისა და თანაშემწეების მოვალეობანი განისაზღვრება ბრძანებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 8 ნოემბრის დადგენილება  №100-სსმ III, №128, 09.11.2004წ; მუხ.1138

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება   №30- სსმ III, №19, 10.02.2006 წ ; მუხ .226

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №77, 10.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.076 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11056-32/