საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე:
ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება ეკლესიის საკუთრებად;
ბ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთრებაში მიიღოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.07.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-410(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
…წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად. კასატორი - ე.ა-ი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 მუხლებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2,…
- საქმე №ბს-1106-1100(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2018
განკარგულების მიხედვით, საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-11…
- საქმე №ბს-767-759(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2018
…დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას ითვალისწინებდა აგრეთვე "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 30.05.1997წ. კანონის 11.3 მუხლი. საქმის მასალებისმიხედვით სადავო მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N29, N30, N31 და N32 ოქმები 08.02.2008წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება