1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.
2. შეძენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.
3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.
5. (ამოღებულია – 28.02.2012, №5720).
6. საქართველოს მთავრობის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
7. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი ან/და ნორმატიული ფასის დამდგენი სხვა ორგანო.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4965 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5720 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6896
- 29.05.2020 კანონი №5989
- 06.09.2013 კანონი №1037
- 27.03.2012 კანონი №5928
- 28.02.2012 კანონი №5720
- 24.06.2011 კანონი №4965
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი. [ 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება ამ მუხლის მე-6 პუნქტი. (ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან)] 2. შეძენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით. 3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს. 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში. 5. (ამოღებულია – 28.02.2012, №5720). 6. საქართველოს მთავრობის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი თვითმმართველიმუნიციპალიტეტის ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. 7. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი ან/და ნორმატიული ფასის დამდგენი სხვა ორგანო. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-410(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
…წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად. კასატორი - ე.ა-ი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 მუხლებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-4,…
- საქმე №020210018001363801 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
…გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130, 405-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლებზე;,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და 54.2. მუხლებზე; ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე და განმარტა: 2.2.1. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ აქციონერთა კრების ბათილობის იურიდიული…
- საქმე №020210016001363801 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 05.09.2018
მუხლები, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლი. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
- საქმე №190310017002197375 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 31.07.2018
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება