1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით ქონების სააგენტოს მიმართავს და მოძრავ ქონებას გადასცემს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია და რომელიც სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განადგურდეს. სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ნადგურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო.
31. პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება, ამ ქონების დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების არანაკლები ღირებულების ქონების მიღების სანაცვლოდ. სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე პირს საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ქონება და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს შესაბამისი ქონება.
4. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
5. (ამოღებულია - 11.11.2025, №1023).
6. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:
ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება;
ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება:
ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით;
ბ.ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;
გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება;
დ) განაწილება;
ე) განადგურება;
ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა.
7. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6332 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
- 29.05.2020 კანონი №5989
- 11.12.2014 კანონი №2878
- 06.09.2013 კანონი №1037
- 05.04.2013 კანონი №523
- 05.06.2012 კანონი №6377
- 25.05.2012 კანონი №6332
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები 1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს ქონების სააგენტოს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 311 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. [ 1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით ქონების სააგენტოს მიმართავს და მოძრავ ქონებას გადასცემს. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო, გარდა ამ კანონის 31311 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება: ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად; ბ) სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ქონებაზე, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია და რომელიც სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განადგურდეს. სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ნადგურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი, ხოლო პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქონების მმართველის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით იღებს და შესაბამის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. [ 3. თუ მოძრავი ქონება სარგებლობაში არ აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების სააგენტო. (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 31. პირს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს მის მიერ დაზიანებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება, ამ ქონების დაზიანებამდე არსებული საბალანსო ღირებულების არანაკლები ღირებულების ქონების მიღების სანაცვლოდ. სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტისა და ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე პირს საკუთრებაში გადასცეს მოძრავი ქონება და სანაცვლოდ მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს შესაბამისი ქონება. 4. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989); 5. მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოძრავ ქონებას გადასცემს ქონების სააგენტოს. [ 5. (ამოღებულია - 11.11.2025, №1023). (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 6. განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით პრივატიზება; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება. [ 6. მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით პრივატიზება; ბ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება: ბ.ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით; ბ.ბ) სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით; გ) მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება; დ) განაწილება; ე) განადგურება; ვ) ლიზინგის ფორმით გადაცემა. (ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან)] 7. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989);
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-346-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ს–სთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 აშშ დოლარად შპს „ს–ს“ გადაეცა 299.405 კუბ.მ ხე-ტყის მასალა.
- საქმე №ას-61-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. 5.2 კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება.
- საქმე №ას-625-584-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
…რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, თუმცა, შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომ – მოძრავი ქონება) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება.
- საქმე №ბს-41-36(გ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2013
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა.
- საქმე №330310014425456 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
…პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება