1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის VI თავით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის თაობაზე ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №523 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1023 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1023
- 29.05.2020 კანონი №5989
- 05.04.2013 კანონი №523
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია: ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (მათ შორის, ელექტრონული აუქციონის) ფორმით; ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით: ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით; ბ.ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით; გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით; დ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილება; ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განადგურება; ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა. 2. (ამოღებულია - 29.05.2020, №5989); საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454 [მუხლი 26. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის VI თავით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას, მისი სოციალური მიზნებისთვის განაწილების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის თაობაზე ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე. (ამოქმედდესსაქართველოს 20252010 წლის 2915 დეკემბრიდან)]დეკემბრის კანონი №4060-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.454
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება