აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
თავი V
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.06.2012 კანონი №6377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.06.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა 1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით. [მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან)] თავი V.V სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებაქონე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(23)
- საქმე №ბს-468(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
ზემოხსენებული მსჯელობა ცხადყოფს იურიდიულ მოცემულობას მასზედ, რომ მოსარჩელემ უსწოროდ შეარჩია უფლების დაცვის პროცესუალური საშუალებები (ასკ-ის 22-ე და 23-ე მუხლები) და მართებულია კასატორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2021 წლის 24 აგვისტოს №04/5521 გადაწყვეტილებაში მითითებული…
- საქმე №ბს-952(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და 23-ე მუხლებზე, ასევე “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების” მე-9 მუხლზე, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველ მუხლზე.
- საქმე №ბს-164(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
ამასთან, სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5 და 23-ე მუხლებზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“…
- საქმე №ბს-619(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა“ და,,დ“ ქვეპუნქტებზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არა სახელმწიფოს, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე.
- საქმე №ბს-1410(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 184-ე, 3111, 312-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-5, მე-9 და მე-14 მუხლებზე,,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10…
- საქმე №ბს-123(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
- საქმე №ბს-793-789(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №ბს-90-89(გ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2016
- საქმე №ას-292-279-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ბს-898-880(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
- საქმე №ბს-681-667(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2013
- საქმე №820310118002592966 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №820310017002042184 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №010310017002036267 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №010310014464969 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №010310117001977130 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №010310016001451177 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2018
- საქმე №820310018002313595 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №010310017002037137 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №010310017001822488 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №820310118002592966 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №820310017002170749 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 04.07.2018
- საქმე №010310117001977130 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 23.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება