1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია:
ა) აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა:
ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა;
ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა;
გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
11. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
31. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.
6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.
7. (ამოღებულია - 11.12.2014, №2878).
8. (ამოღებულია - 11.12.2014, №2878).
9. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1037 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5156 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4852 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1027 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1027
- 25.06.2019 კანონი №4852
- 03.06.2016 კანონი №5156
- 11.12.2014 კანონი №2878
- 06.09.2013 კანონი №1037
- 05.06.2012 კანონი №6377
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. 11. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმით. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. [31. 3 1 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 12 იანვრიდან)] 4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა. 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. 6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას. 7. (ამოღებულია - 11.12.2014, №2878). 8. (ამოღებულია - 11.12.2014, №2878). 9. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა მიწის ნაკვეთის კატეგორიის განსაზღვრის გარეშე. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
- საქმე №ბს-110(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2025
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს).
- საქმე №ბს-124(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
ვ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმის პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1407 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რ.
- საქმე №ბს-386(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2025
გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას;
- საქმე №ბს-821(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
გ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1254 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთი, მდებარე;
- საქმე №ბს-873(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2023
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №219 განკარგულებით,,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს.
- საქმე №ბს-1454(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-207(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2022
- საქმე №ბს-616(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №ბს-80(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
- საქმე №ბს-204(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ბს-699(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ბს-262(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2022
- საქმე №ბს-1258(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-957(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ბს-698-690(2კ-2კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2020
- საქმე №ბს-1153(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2018
- საქმე №ბს-439-434(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2016
- საქმე №ბს-357-353(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2015
- საქმე №ბს-248-245(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2015
- საქმე №ბს-779-763(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2013
- საქმე №190310018002275574 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.07.2019
- საქმე №120310018002581213 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310017002185455 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2019
- საქმე №170310018002378086 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310017001786234 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2018
- საქმე №150310015001118379 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2018
- საქმე №190310018002275574 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №170310018002536037 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330310016001491504 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №330310016001412716 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №170310018002378086 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 19.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება