1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.
2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5720 – ვებგვერდი, 09.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 29.05.2020 კანონი №5989
- 29.11.2013 კანონი №1665
- 05.06.2012 კანონი №6377
- 27.03.2012 კანონი №5928
- 28.02.2012 კანონი №5720
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი 1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა. 2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს მისი გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (სამინისტროსა და ქონების სააგენტ ოს შემთხვევაში − ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) მეშვეობით), რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. [ 2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს. (ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან)] საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-910(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
…წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
- საქმე №ბს-262-262(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2018
…ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულებასთან. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი მართალია კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იჯარის…
- საქმე №ბს-1209-1203(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2018
…სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი მართალია კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იჯარის…
- საქმე №ბს-115-115(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2018
…სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი, მართალია, კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იჯარის…
- საქმე №ბს-362-359(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2017
…სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ უნდა გაიმიჯნოს პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონით დადგენილი წინაპირობები. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი მართალია კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იჯარის…
- საქმე №ბს-479-476(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2017
- საქმე №ბს-330-328(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2017
- საქმე №ბს-281-279(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №ბს-240-236(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2016
- საქმე №820310018002313595 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2018
- საქმე №140310019002950702 · გორის რაიონული სასამართლო · 25.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო ქონების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება