„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2005 ძალადაკარგული 05.06.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 15/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (14)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

 

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი _ საქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ნიკა გილაური _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

გიორგი ვაშაყმაძე _ საქართველოს წარმომადგენელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის (ძსმ) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების სახელმწიფოთაშორის კომისიაში, საქართველოს ნავთობკორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე

დავით ინგოროყვა _ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე

კონსტანტინე კემულარია _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვალერი ჩეჩელაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე _ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგური _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს

ნიკო ლეკიშვილს _ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს

გია ნაცვლიშვილს _ საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის სექტორში არსებულ დარღვევათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.

3. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის კომისიის თანდართული დებულება.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

4. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1.სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

 

 

              საქართველოს ენერგეტიკის კომისიის დებულება

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ენერგეტიკის კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქართველოს ენერგოსექტორის ინსტიტუციური დერეგულირების სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ე) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3.კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

4. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”, №39, 10.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11344-1/