„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2005 ძალადაკარგული 05.06.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 15/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2005 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე  _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე _ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ნიკოლოზ ვაშაკიძე _ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექ-ტორი

გია თავაძე   _ საქართველოს ენერგეტიკის მარე-გულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

ანდრია კოტეტიშვილი _ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი

ნიკოლოზ ნათბილაძე _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გია ქავთარაძე _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სიმონ შაფაკიძე _ შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დავით ჩანტლაძე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზვიად ხარებავა _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ხეთაგური _ შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.

სა ქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №59-სსმIII,№36,31.03.2005წ.,მუხ.369

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 9 ივნისის დადგენილება №99-სსმIII,№69,10.06.2005წ., მუხ.749

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №130-სსმIII,№95,15.08.2005წ., მუხ.1080

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №207-სსმIII,№135,21.11.2005წ., მუხ.1494

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №237-სსმIII,№153,30.12.2005წ., მუხ.1696

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №2-სსმIII,№5,13.01.2006წ., მუხ.31

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №75-სსმIII,№46,05.04.2006წ.,მუხ.523

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №223-სსმIII,№162,01.12.2006წ., მუხ.2207

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

შოთა გვენეტაძეს _ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს

ნიკო ლეკიშვილს _ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს

გია ნაცვლიშვილს _ საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის სექტორში არსებულ დარღვევათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს.

3. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის კომისიის თანდართული დებულება.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 9 ივნისის დადგენილება №99-სსმIII,№69,10.06.2005წ., მუხ.749

4. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ., მუხ.331

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №59-სსმIII,№36,31.03.2005წ., მუხ.369

3.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 9 ივნისის დადგენილება №99-სსმIII,№69,10.06.2005წ., მუხ.749

4. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №130-სსმIII,№95,15.08.2005წ., მუხ.1080

5. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №207-სსმIII,№135,21.11.2005წ., მუხ.1494

6. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №237-სსმIII,№153,30.12.2005წ., მუხ.1696

7.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის დადგენილება №2-სსმIII,№5,13.01.2006წ., მუხ.31

8.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 5 აპრილის დადგენილება №75-სსმIII,№46,05.04.2006წ., მუხ.523

9.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №223-სსმIII,№162,01.12.2006წ., მუხ.2207

 

საქართველოს ენერგეტიკის კომისიის დებულება

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ენერგეტიკის კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქართველოს ენერგოსექტორის ინსტიტუციური დერეგულირების სტრატეგია;

ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

ე) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№33,23.03.2005წ.,მუხ.331

    მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.

4. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ”, №39, 10.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.173 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11344-9/