საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2005 ძალადაკარგული 23.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (23)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი არველაძე – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ამირან ახალაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

გიგა ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ვაწაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გიორგი მელიქიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ეკატერინე შარაშიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 16 ნოემბრი ს დადგენი ლება №204 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1477

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 28 დეკემბრი ს დადგენი ლება №235 - სსმ III, №153, 30.12.2005 წ., მუხ.1694

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 3 ნოემბრი ს დადგენი ლება №202 - სსმ III, №149, 06.11.2006 წ., მუხ.2068

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 29 ნოემბრი ს დადგენი ლება №225 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2209

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 14 თებერვლი ს დადგენი ლება №25 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.269

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 5 აპრილ ის დადგენი ლება №77 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.610

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 11 ივლის ის დადგენი ლება №141 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1104

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 12 სექტემბრ ის დადგენი ლება №186 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1399

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 21 დეკემბრი ს დადგენი ლება №294 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2034

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

2. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

2. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

3. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 16 ნოემბრი ს დადგენი ლება №204 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1477

4. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 28 დეკემბრი ს დადგენი ლება №235 - სსმ III, №153, 30.12.2005 წ., მუხ.1694

5. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

6. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 3 ნოემბრი ს დადგენი ლება №202 - სსმ III, №149, 06.11.2006 წ., მუხ.2068

7. საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 29 ნოემბრი ს დადგენი ლება №225 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2209

8. საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 14 თებერვლი ს დადგენი ლება №25 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.269

9. საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 5 აპრილ ის დადგენი ლება №77 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.610

10. საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 11 ივლის ის დადგენი ლება №141 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1104

11. საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 12 სექტემბრ ის დადგენი ლება №186 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1399

12. საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 21 დეკემბრი ს დადგენი ლება №294 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2034

13.  საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ბ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;

გ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება;

ე) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საინფორმაციო დერეფნის სრულყოფილად ამოქმედებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატელეკომუნიკაციო სივრცის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა;

თ) საქართველოს საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;

კ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;

დ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდელობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“, №56, 21.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.190 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11428-13/