საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2005 ძალადაკარგული 23.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (23)

წინა ცვლილებები (21)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

 

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი

სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი – კომისიის წევრი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი – კომისიის მდივანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი – კომისიის წევრი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 16 ნოემბრი ს დადგენი ლება №204 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1477

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 28 დეკემბრი ს დადგენი ლება №235 - სსმ III, №153, 30.12.2005 წ., მუხ.1694

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 3 ნოემბრი ს დადგენი ლება №202 - სსმ III, №149, 06.11.2006 წ., მუხ.2068

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 29 ნოემბრი ს დადგენი ლება №225 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2209

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 14 თებერვლი ს დადგენი ლება №25 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.269

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 5 აპრილ ის დადგენი ლება №77 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.610

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 11 ივლის ის დადგენი ლება №141 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1104

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 12 სექტემბრ ის დადგენი ლება №186 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1399

საქართველოს მთავრობ ის 2007 წლის 21 დეკემბრი ს დადგენი ლება №294 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2034

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

საქართველოს მთავრობ ის 2009 წლის 12 მაის ის დადგენი ლება №95 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.686

საქართველოს მთავრობ ის 2010 წლის 12 იანვრ ის დადგენი ლება №3 - სსმ III, №5, 18.01.2010 წ., მუხ.28

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის დადგენილება №128 - სსმ III, №52, 10.05.2010 წ., მუხ.774

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №250 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1541

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №50 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №148 -ვებგვერდი,04.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №296 -ვებგვერდი,01.08.2011წ.

2. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვ. ქობალიამ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №68 -ვებგვერდი,15.02.2011წ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

2. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

3. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 16 ნოემბრი ს დადგენი ლება №204 - სსმ III, №134, 16.11.2005 წ., მუხ.1477

4. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 28 დეკემბრი ს დადგენი ლება №235 - სსმ III, №153, 30.12.2005 წ., მუხ.1694

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №202 - სსმ III, №149, 06.11.2006 წ., მუხ.2068

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №225 - სსმ III, №162, 01.12.2006 წ., მუხ.2209

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №25 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.269

9. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №77 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.610

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის დადგენილება №141 - სსმ III, №101, 16.07.2007 წ., მუხ.1104

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №186 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1399

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №294 - სსმ III, №182, 24.12.2007 წ., მუხ.2034

13.  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

14. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის დადგენილება №95 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.686

15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №5, 18.01.2010 წ., მუხ.28

16. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის დადგენილება №128 - სსმ III, №52, 10.05.2010 წ., მუხ.774

17. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №250 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1541

18.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №50 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

19.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის დადგენილება №68 -ვებგვერდი,15.02.2011წ.

20.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №148 -ვებგვერდი,04.04.2011წ.

21.  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №296 -ვებგვერდი,01.08.2011წ.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების სტრატეგიას, უზრუნველყოფს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ბ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;

გ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება;

ე) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საინფორმაციო დერეფნის სრულყოფილად ამოქმედებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატელეკომუნიკაციო სივრცის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა;

თ) საქართველოს საავტომობილო გზებზე საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია;

კ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები;

დ) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის დადგენილება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობ ის 2008 წლის 9 ივლის ის დადგენი ლება №152 - სსმ III, №98, 10.07.2008 წ., მუხ.1087

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდელობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობ ის 2006 წლის 16 მარტ ის დადგენი ლება №57 - სსმ III, №46, 05.04.2006 წ., მუხ.514

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“, №56, 21.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.190 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11428-21/