საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2005 ძალადაკარგული 23.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 28/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (23)

შემდგომი ცვლილებები (21)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2005 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი

ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

დავით ონოფრიშვილი – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

2. დამტკიცდეს საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 1. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 14 აპრილ ის დადგენი ლება №67 - სსმ III, №45, 18.04.2005 წ., მუხ.460

2. საქართველოს მთავრობ ის 2005 წლის 11 აგვისტო ს დადგენი ლება №129 - სსმ III, №95, 15.08.2005 წ., მუხ.1079

საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის უფრო ეფექტიანად განხორციელების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) სატრანსპორტო დარგებში თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ბ) სატრანსპორტო დარგში პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;

გ) სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ხელშეწყობა;

დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება;

ე) სატრანსპორტო სისტემის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სატრანსპორტო დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესი და ორგანიზება განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სამშენებლო დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“, №56, 21.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.10.003.000.190 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11428-2/