თავი III — სასაქონლო ნიშნის გამოყენება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.
3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ითვალისწინებს საქონლის მთლიან ჩამონათვალს ან მის ნაწილს.
4. საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
6. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).
61. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).
62. თუ სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა მხოლოდ რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილს ეხება, სასაქონლო ნიშნის გადაცემის შედეგად ძირითადი სასაქონლო ნიშნისა და ნაწილობრივ გადაცემული სასაქონლო ნიშნის შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა არ უნდა მოხდეს.
7. სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
8. სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
- 21.09.2023 კანონი №3494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-100-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
…გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-401-384-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2018
…შეიცავს მოსარჩელის რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს და წარმოადგენს მის ასლსა და იმიტაციას. 12. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური კანონი) 3.1, მე-6, 25-ე, 45-ე მუხლები და მიუთითა შემდეგი: 12.1. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასარკვევი იყო, იყენებდა თუ არა მოპასუხე მოსარჩელის რეგისტრირებულ პირველ სასაქონლო ნიშანს უკანონოდ.
- საქმე №330210118002585719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
…გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება