1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მისი რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.
3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:
ა) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ბ) ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-11-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
ვინაიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან ( კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი), რეგისტრაციის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღებისას რელევანტურია აწმყოში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ვინაიდან რეგისტრაციის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება