1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:
ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით. თუ სასაქონლო ნიშანზე რეგისტრირებულია სალიცენზიო ხელშეკრულება, სასაქონლო ნიშნის გაუქმება დასაშვებია, თუკი სასაქონლო ნიშნის მფლობელი წარადგენს მტკიცებულებას, რომ მან სასაქონლო ნიშნის გაუქმების მოთხოვნამდე ლიცენზიატს შეატყობინა ასეთი განზრახვის ქონის შესახებ;
ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე;
გ) ამ კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.
2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:
ა) სასაქონლო ნიშანი რეალურად არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი საქართველოში. თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული, 5-წლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე პერიოდში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია;
ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული;
გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
4. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.
5. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, თუ რატომ არ იქნა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეფასებული, აზარტული თამაშების გარდა 41-ე და 43-ე კლასებში სხვა მომსახურებისათვის და რატომ არ იქნა გამოყენებული „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 27.4 მუხლი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც წერილობით, ისე ზეპირი სხდომების დროს მრავალჯერ გაესვა ხაზი ზემოხსენებულ ნორმას.
- საქმე №ას-1197-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
შესაბამისად, არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობა.
- საქმე №ას-156-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
საქალაქო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით და დააკმაყოფილა სარჩელი „სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლისა და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (სპეციალური კანონის) მე-3, მე-6, 27-ე მუხლების საფუძველზე. 4.5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული…
- საქმე №ას-11-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, განსხვავდება იმის მიხედვით, დღის წესრიგში დგას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ( კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები) თუ მისი რეგისტრაციის ბათილად ცნობის ( ამავე კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები) საკითხი.
- საქმე №ას-307-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად სასამართლოში კომპანია „ე-ს“ 2018 წლის 3 მაისის S-ს ბრენდის წარმომავლობის კვლევის ანგარიში წარადგინა და მიუთითა, რომ სარჩელში აღწერილი გარემოებები "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესატყვისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
- საქმე №ას-568-536-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2012
- საქმე №ას-436-412-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2011
- საქმე №330210017001771864 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330210014512086 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330210119002994285 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2019
- საქმე №330210117001912680 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330210017001771864 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №330210018002599088 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება