თავი III — სასაქონლო ნიშნის გამოყენება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.
2. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა აგრეთვე:
ა) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, რომლითაც ის გამოიყენება;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანა.
4. იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომ მათი განხორციელება ბაზარზე სასაქონლო ნიშნის რეალურ გამოყენებად იქნეს მიჩნეული.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
- 21.09.2023 კანონი №3494
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
…ასევე, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში საჯაროდ გავრცელებულია უწყვეტად, რომ მსგავსი პროდუქცია საყოველთაოდ ცნობილია და სხვადასხვა პირების მიერაც ხდება მისი გავრცელება. 29. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი დეტალურად განსაზღვრავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც ნიშნის გამოყენებად კვალიფიცირდება.
- საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
…დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისთვის ან საქმიან ქაღალდებზე. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი…
- საქმე №ას-1197-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში უმნიშვნელოა იმის დადგენა, თუ კონკრეტულად ვინ იყენებს სასაქონლო ნიშანს, - თავად მოპასუხე თუ სხვა პირი, სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით, ვინაიდან „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.
- საქმე №ბს-680(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
სააპელაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, „სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები,…
- საქმე №ას-1844-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
სააპელაციო სასამართლომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და იმავე კანონის 24-ე და 45-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი ბურიონკა Бурёнка, აღრევამდე მსგავსია მოწინააღმდეგე მხარის მიერ დარეგისტრირებული…
- საქმე №ას-100-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ას-855-819-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2016
- საქმე №ას-1285-1223-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2015
- საქმე №330210119002994285 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2019
- საქმე №190210119002929127 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 08.08.2019
- საქმე №330210118002585719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330210117001888545 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330210117001912680 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №330210014512086 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №330210017002070274 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330210116001397129 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №330210018002599088 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.12.2018
- საქმე №330210012127610 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №820210117002215855 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 11.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება