ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2010 ძალადაკარგული 29.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.016126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 1-დან 160 მოსწავლის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით; საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული საჯარო სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 1,433-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1,3-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 1,283-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 1,233-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,166-ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 1,1-ით;

ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 1,72-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1,56-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლემდე – 1,54-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 1,48-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,4-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 1,32-ით.

4.    ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 430 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 385 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 370 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 350 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 330 ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 516 ლარით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 468 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 462 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 444 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 396 ლარით.

5.    კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს 300 ლარით.

6. არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 0,08 კოეფიციენტზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით.

[6. არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 0.12 კოეფიციენტზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან) ]

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №505 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

7.    საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარდა, საბაზო დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი სახით, კერძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 30 000 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000 ლარით.

7 ​1 .​ სა ჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება:

ა) 75 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ 5 ​1 მუხლის საფუძველზე იღებს დანამატს;

ბ) 125 ლარის ოდენობით – თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

 გ) თითოეულ მასწავლებელზე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განეკუთვნება შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, მოყვანილი ფორმულის მიხედვით: X = 1000 ლარს – (A+B+C), სადაც:

X – საჯარო სკოლებისათვის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, დამატებით გამოსაყოფი თანხაა;

A – ამ დადგენილების პირველი მუხლის 7 ​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;

B – ამ დადგენილების პირველი მუხლის 7 ​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხაა;

C – „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ (გარდა 5 ​1 მუხლისა) შესაბამისად განსაზღვრული პედაგოგის შრომის ანაზღაურებაა.

8. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დაფინანსების გარდა, ესაჭიროებათ დამატებითი დაფინანსება და აგრეთვე დამატებითი დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №37-ვებგვერდი,31.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №379-ვებგვერდი,13.10.2011წ.

[9. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის, გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის) რაოდენობაზე ერთით ნაკლები ნამრავლით და მიღებული ნამრავლის ჯამით, ხოლო   მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით, შენობების (ძირითადი შენობის გამოკლებით) რაოდენობაზე ნამრავლით, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 0,12 კოეფიციენტზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯამით. (ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან) ]

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №505 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 31.01.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №379 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №505 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №395, 23.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016126 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1151089-3/