საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (34)
შემდგომი ცვლილებები (13)
წინა ცვლილებები (21)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №993
2010 წლის 31 დეკემბ ერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანება;
2. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანება;
3. „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანება;
4. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანება;
5. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანება;
6. „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანება;
7. „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანება;
8. „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანება;
9. „საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანება;
10. „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ექსპორტისა და ტრანზიტისა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანება;
11. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანება;
12. „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანება;
13. „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანება;
14. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანება;
15. „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანება;
16. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანება;
17. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება;
18. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება;
19. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და ტრანზიტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანება;
20. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემრის №1760 ბრძანება;
21. „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანება;
22. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანება;
23. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება;
24. „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანება;
25. „თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და რეექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანება;
26. „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანება;
27. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანება;
28. „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანება;
29. „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანება;
30. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს №1025 ბრძანება;
31. „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანება.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 02.02.2011წ.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 3 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება № 321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №3 26 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება № 411 - ვებგვერდი, 27.07 .2011 წ.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 535 - ვებგვერდი, 17.10 .2011 წ.
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №54 9 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №5 65 - ვებგვერდი, 09.11 .2011წ.
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №5 83 - ვებგვერდი, 16.11 .2011წ.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №5 85 - ვებგვერდი, 22.11. 2011წ.
19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 0 თებერვლის ბრძანება № 4 5 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 1 თებერვლის ბრძანება № 58 - ვებგვერდი, 22 .02.2012წ.
ინსტრუქცია
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
თავი I
საქონლის შემოტანა/გატანა
მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი
1. საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება პორტალის ან ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.
3. პორტალის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პორტალის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
5. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
6. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი პორტალების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანხმობით, ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით.
61. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
62. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
7. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი , 02.02.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 2. საქონლის წარდგენა პორტალში
1. საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. პორტალში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით;
გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;
დ) პორტალის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ კონტროლის ზონაში (პორტალი, ტერმინალი, საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
4. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
11. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
2. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.
3. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:
ა) ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
4. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.

მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები
1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით.
2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი;
გ) საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ე) “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ”¨კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;
ა.ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის გატანის ნებართვა;
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;
ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ა.ა.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;
ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტოვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას;
გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
დ) უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონელი თანმხლები დოკუმენტებით პირდაპირ წარედგინება პორტალს და თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01).

დანართი №I–01
ინფორმაცია
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ
| დეკლარანტი (გვარი, სახელი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) |
|
|
| 2. ექსპორტიორი |
|
|
| 3. იმპორტიორი |
|
|
| 4. გამგზავნი ქვეყანა |
|
|
|
|
|
|
| 5. დანიშნულების ქვეყანა |
|
|
|
|
|
|
| 6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) |
|
|
| 7. შევსების თარიღი და დრო, დეკლარანტის ხელმოწერა, ბეჭედი – ასეთის არსებობის შემთხვევაში |
|
|
| 8. მიიღო (საგადასახადო თანამშრომლის ბეჭდის ადგილი) |
|
|
| 9. საქონლის დასახელება |
|
|
| 10. საქონლის რაოდენობა |
|
|
თავი II
სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობა
1. სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე, ან დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან დეკლარაცია.
4. აკრძალული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს კონტროლის ზონაში ან განადგურდეს.
მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი კონტროლის ზონიდან მეორე კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების პორტალიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
4. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი პორტალს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
5. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 45 კალენდარული დღით.
6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
9. თუ საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პორტალში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №III–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პორტალამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა – არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.

მუხლი 7. საქონლის გადაადგილება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში გადაადგილებისას) პორტალი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას.
2. კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”;
ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით;
გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე პორტალიდან უკან დაბრუნებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში და საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;
დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;
ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);
თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ლ) ორ მომიჯნავე კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
მ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/ საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.
2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ.
3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება
1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის ეკონომიკური ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.
4. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.
2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე.
4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში.
5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.
6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.
8. დასრულებული მოწმობა საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
მუხლი 12. კონტროლის ზონა
1. კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. კონტროლის ზონებია:
ა) პორტალი;
ბ) ტერმინალი;
ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
გ) საწყობი;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ე) (ამოღებულია - 24.10.2011,№549);
ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);
ზ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა ამ სალიანდაგო ნაწილზე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
თ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
4. საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
5. კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
6. კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.
7. საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა კონტროლის ზონაში გადატანამდე.

დანართი №II–01
დანართი №II–02
თავი III
საქონლის დროებით შენახვა
მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები
1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში, ტერმინალში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ე) “ოქროს სიის” მონაწილე;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა.ვ.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ბ) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.
3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი
1. საქონლის დროებით შენახვისას, კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საწყობის მფლობელის მიერაც.
1 1 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
2. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან.
3. (ამოღებულია - 22.03.2011, №163).
4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით.
7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.
8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.

მუხლი 15. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვა
1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საწყობის/სათავსოს მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
2. აქტში აღინიშნება: საქონლის მიმღების იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები/იმპორტიორი, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
3. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცედურასთან ერთად, იმავდროულად, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი, ამ მიზნით, ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები
1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში დროებით შენახვისათვის მიღებისას საქონლის დანაკლისი არ აღემატება განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.
5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება.
7. საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;
ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;
გ) დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.
71. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე:
ა.ა) პორტალში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ბ) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან;
გ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი №III–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი IV
საქონლის გაფორმება
მუხლი 18. გაფორმების ადგილები
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა.ა) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:
გ.ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
გ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ) გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოსათვის:
დ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
დ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:
დ.ბ.ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3;
დ.ბ.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
დ.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ) თელავის განყოფილებისათვის:
დ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
დ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.დ) ახალციხის განყოფილებისათვის:
დ.დ.ა) პორტალი „ვალეს“ ტერიტორია;
დ.დ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:
დ.ე.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
დ.ე.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:
დ.ვ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
დ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
3. პორტალში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა და 20 ლიტრი ბენზინის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
6. „ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება);
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ე) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5.
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება პორტალში.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
9. სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №565 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე
1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პორტალში, საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას;
გ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება პორტალიდან;
დ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა;
ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა
1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსები ს შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვი სას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლ ისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.
8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 21. საქონლის დეკლარირება
1. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
2. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენად.
3. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ა“, ,,დ.ბ“, ,,დ.გ“, ,,დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ” და ,,დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
დ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას.
4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 22. სატარიფო ღირებულება
1. საქონლის დეკლარირებისას დეკლარანტი საქონლის სატარიფო ღირებულებას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის საფუძველზე, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.
4. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების სატარიფო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.

მუხლი 23. სასაქონლო დეკლარაციის შევსება
1. სასაქონლო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
2. პირს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საგადასახადო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით.
4. წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია ან/და მონაწილეობა მიიღოს რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა არ ვრცელდება, როდესაც:
ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას;
ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 24. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტებ ი
1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №IV-01-ის შესაბამისად.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (გადასახდელების გადახდის გადავადების შემთხვევის გარდა);
დ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;
ვ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;
ზ) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:
ზ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ზ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
თ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;
ი) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის შესაბამისად;
კ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-01
სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი | რეექს პორტი | დროებითი შემოტანა | ექსპორტი | ტრანზი ტი | შიდა გადამუ შავება | გარე გადამუ შავება |
| საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
ა) ხელშეკრულება ან ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
შენიშვნა: საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის არარსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა. | * | * | * | * | * | * | * | * |
| სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი; ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული; ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
| * | * | * | * | * | * | * | * |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი | რეექს პორტი | დროებითი შემოტანა | ექსპორტი | ტრან ზიტი | შიდა გადამუ შავება | გარე გადამუ შავება |
| დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია | * | * |
|
| * |
|
| * |
| ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია |
|
|
|
| * |
|
| * |
| ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| * |
|
|
| * |
|
|
| ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა | * | * |
| * |
|
| * |
|
| ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა | * | * |
| * |
|
| * |
|
| შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * |
| ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * |
| „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა | * | * | * | * | *
|
|
|
|
| იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * | * | * | * |
| * |
| უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.) |
|
| * | * |
| * |
|
|
| საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა. | * | * |
| * | *
|
|
|
|
| ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * |
| სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა | * |
|
|
| * |
|
| * |
| არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა | * | * |
|
|
|
|
|
|
| საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
|
|
|
| * |
|
| * |
| დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
|
| * |
|
|
|
|
|
| სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტანა გატანის ნებართვა. | * | * | * | * | * | * | * | * |
| უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. |
|
|
|
| * |
|
|
|
| უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. | * | * | * | * |
|
|
|
|
| შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა. | * |
|
| * | * |
|
|
|
| იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი | * | * |
|
|
|
|
|
|
| ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი | * | * | * | * | სავალდე ბულო არ არის | * | * | სავალდე ბულო არ არის |
| ვეტერინარული სერტიფიკატი | * | * | * | * | სავალდე ბულო არ არის | * | * | სავალდე ბულო არ არის |
| სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა | * |
|
|
| * |
|
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-03
საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი | რეექსპორ ტი | დროებითი შემოტანა | ექსპორტი | ტრან ზიტი | შიდა გადამუ შავება | გარე გადამუ შავება |
| შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ | * |
|
|
|
|
|
|
|
| შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ | * |
|
|
|
|
|
|
|
| საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი | * |
|
|
|
|
|
|
|
| კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი | * |
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
თავი V
გარანტია
მუხლი 25. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები
1. გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;
დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ზ) (ამოღებულია - 16.11.2011 №583);
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას.
2. გარანტია არ წარედგინება:
ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ბ) გემის ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევებში, როცა:
გ.ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ.გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
გ.დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას;
გ.ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) საქონლის გადაადგილებისას:
ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.
4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
6. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა;
ბ.ბ) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;
ბ.გ) ორი ან მეტი საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.
7. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი V–01);
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი (დანართი V–02);
გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;
დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი V–03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.
8. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.
9. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 26. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და სატარიფო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
ე) ერთი პირის საწყობის (საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – 50 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ზ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად – 50 000 ლარს;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – 5 000 ლარს.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა:
ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას ან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის `დ.ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ნებართვის მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – არ უნდა იყოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების ვადის დარჩენილ ნაწილზე ნაკლები;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.
4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.

მუხლი 27. გარანტიის გაუქმება ან შესრულება
1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.
3. დადგენილ ვადაში გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხისა და ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;
დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
ე) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისას – ASYCUDA-ში პირის დაშვების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმოშობილი/წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ზ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას წარდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიაზე – სანქციის მოქმედების ვადის გასვლა ან სანქციისაგან გათავისუფლება.
5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.
6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი V–01
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
საბანკო გარანტია
BANK GUARANTEE
№ ----------- -----” ----------------- 20-- წ.
გარანტის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
GUARANTOR:
პრინციპალის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
PRINCIPAL, THE IDENTIFICATION CODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------
BENEFICIARY:
გარანტიის ობიექტი: -------------------------------------------
OBJECT OF GUARANTEE:
გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და
გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს
გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გარანტიის თანხა: -------------------------------------------------------
GUARANTEE AMOUNT:
გარანტიის მოქმედების ტერიტორია: -------------------------------------------------------
TERRITORY OF GUARANTEE
VALIDITY:
გარანტიის მოქმედების პერიოდი: -----------------------------------------------------
PERIOD OF GUARANTEE VALIDITY:
ხელმოწერა
გარანტი: Signed
GUARANTOR: ------------------------------------------
ბ.ა.
დანართი V–02

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE
№ ----------- „-----” ----------------- 20-- წ.
მზღვეველის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: --------------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
INSURER:
დამზღვევის სრული დასახელება

POLICYHOLDER:
დაზღვეული (მოსარგებლე): --------------------------------------------
INSURED (BENEFICIARY):
დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------
OBJECT OF INSURANCE:
მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების
უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით
გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე.
სადაზღვევო თანხა: ---------------------------------------------------------
INSURANCE AMOUNT:
დაზღვევის ტერიტორია: ---------------------------------------------------------
TERRITORY OF INSURANCE:
გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: ---------------------------------------
PREMIUM:
დაზღვევის პერიოდი: ---------------------------------------------------------
PERIOD OF INSURANCE:
მზღვეველი/Insurer
დამზღვევი/Policyholder
დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები
I have read and agreed to the insurance condition
------------------------------------
-----------------------------------------
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
დანართი V–03
საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება
„-----” -------------------------- 20-- წ.
თავდების სრული დასახელება
ან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------
თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------
ძირითადი მოვალე
(გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------
თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე
მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანო ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის
გადამხდელი 20 წლის ----- ------------------ -მდე
არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს
საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის დამადასტურებელ საბუთს.
თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------
თავდების ხელმოწერა ------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა --------------------------------------------------------------

თავი VI
სასაქონლო დეკლარაცია
მუხლი 28. სასაქონლო დეკლარაცია
1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) გამოყენებით.
2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება:
ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XIV თავის დებულებები;
ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით.
3. დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
6. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;
ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.

მუხლი 29. დეკლარაციის შევსება და წარდგენა
1. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საგადასახადო ორგანო:
ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იგივე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი.
5. დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
6. სასაქონლო პარტიის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.
8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის
9. თუ დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:
ა) ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);
გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–05), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
10 1 . თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.
12. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 30. ტრანზიტის დეკლარირება
ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) წარდგენით ხდება მხოლოდ:
ა) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) დეკლარირება;
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
მუხლი 31. დეკლარაციის გამარტივებული წესით შევს ება
1. დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის იმპორტისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;
დ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
ე) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
2. აქციზურ საქონელზე დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება მხოლოდ თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის გამოყენებისათვის საქონლის შეტანისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 32. დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება
1. საქონლის გაშვებამდე დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით:
ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/ საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;
ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;
გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება;
დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;
ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ;
ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვისას ან საგადასახადო სამართალდარღვევისას საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში;
თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;
ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია;
ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
2. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:
ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.
3. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);
ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №VI–01
დანართი №VI–02
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
დანართი №VI–03
გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა | |||
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
| |||
| ხელშეკრულება |
|
|
| |||
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
| |||
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
| |||
| სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი |
|
|
| |||
| კონოსამენტი |
|
|
| |||
| მანიფესტი |
|
|
| |||
| შეფუთვის ფურცელი |
|
|
| |||
| TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
| |||
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
| |||
| საბანკო გარანტია |
|
|
| |||
| ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
| |||
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
| |||
| წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
| |||
| ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
| |||
| სხვა დოკუმენტები: |
|
|
| |||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
|
|
|
| ||||
| ფურცლების რაოდენობა სულ – |
| |||||
1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------
3. გეზ-ის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო 20 წელი -----სთ. -----წთ.
4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–04
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი

დოკუმენტების წარმ ომ დგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–05
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
| № | გამგზავნი | მიმღები | ტვირთის დასახელება | ვაგონის № | სარკინიგზო ზედნადების № | წონა (ნეტო/ ბრუტო) | ტარა | კონტეინერის № | ადგილების რაოდენობა | გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება) | ლუქის ნომრები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირადი ნომერი -----------------------
3. მისამართი --------------------------------
4. ტელეფონი ---------------------------
5. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 32 1 . დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;
გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია, ან თუ საქონელს არ დაუტოვებია საწყობის ტერიტორია და დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს (რაც დასტურდება საწყობის მიერ წარდგენილი ინფორმაციით) ან როდესაც საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, ან თუ დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში;
დ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან:
ბ.ა) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;
ბ.ბ) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა,ან/და გადასახდელების ოდენობა, დამატებით გადასახდელი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.
გ) (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
თავი VII
ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია
მუხლი 33. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია (დანართი №VII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.
2. (ამოღებულია - 22.03.2011, №163)
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 34. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – პორტალის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. ამ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
9. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
11. დასრულებული დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსება
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს:
ა) იმპორტის და საწყობის დროს – პირველი–მე-11 და Rგრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება.
2. დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;
გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:
გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;
დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
ვ) გრაფა 12. „დანიშნულების პორტალი და ვადა” – ივსება ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში;
ზ) გრაფა R. „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – ,,/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ზ.ბ) საწყობის – „74”;
ზ.გ) ექსპორტის – „10”;
ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ ,,–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);
ზ.ე) დროებითი შემოტანის – ,,34“.
3. D გრაფაში პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.
4. გ ადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:
| კოდი | დასახელება
|
| 006 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ი სგან გათავისუფლება) |
| 007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 008 | საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ- ი სგან გათავისუფლება) |
| 014 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ი სგან გათავისუფლება) |
| 024 | ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ- ი სგან გათავისუფლება) |
| 031 | უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ი სგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) |
| 057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 333 | საქონლის დაბრუნება |
| 550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
| 605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
დანართი № VII–01
თავი VIII
გამარტივებული დეკლარაცია
მუხლი 36. გამარტივებული დეკლარაციის გამოყენება
1. გამარტივებული დეკლარაციით (დანართი №VIII–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
2. გამარტივებული დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:
ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
3. გამარტივებული დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
6. გამარტივებული დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.
7. გამარტივებულ დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
9. გამარტივებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში –ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 37. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საფოსტო გზავნილები საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
2. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
31. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
5. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ დეკლარაციასთან ერთად.
7. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
გ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;
დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
8. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.
9. საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლური სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე (აქციზური მარკებით ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.
10. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკებით ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

დანართი №VIII–01
დანართი №VIII 1–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
თავი VIII1
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
მუხლი 371. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის გამოყენება
1. სპეციალური სატვირთო დეკლარაციით (დანართი №VIII1–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
2. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 86, 87, 88, 89 და 93 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა ავტონაწილებისა;
გ) საქონელზე, რომელიც შემოტანილია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
დ) საქონელზე, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.
3. ერთი სპეციალური სატვირთო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით, ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია 10-ზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-6 და მე-7 გრაფები.
6. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი.
7. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და ელექტრონულადვე მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ელექტრონულად უნდა იქნეს წარდგენილი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
9. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სპეციალური სატვირთო დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, შესაძლებელია მიიღოს:
ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
ბ) გეზ-ის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
გ) გეზ-ის სამმართველოს უფროსმა/განყოფილების უფროსმა;
დ) შემოსავლების სამსახურის/გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
12. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 372. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსება
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ხოლო მუქი ფერით მონიშნული უჯრები არ ივსება, ამასთან:
ა) მე-5 გრაფაში მიეთითება დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;
ბ) მე-6 გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:
ბ.ა) 6.1 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
ბ.ბ.) 6.2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
ბ.გ) 6.3 სვეტის უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია სეს ესნ-ის შესაბამისად, ხოლო იმპორტის გადასახადის დარიცხვის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების, აქციზური საქონლის ან სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;
გ) მე-7 გრაფაში მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ, გრაფის:
გ.ა) 7.1 სვეტის – „საქონლის ღირებულება“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება;
გ.ბ) 7.4 სვეტის – „კორექ. კოეფიციენტი“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის სატარიფო ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი;
გ.გ) 7.5 სვეტის – „შესამცირებელი თანხა“ – უჯრები ივსება კანონმდებლობით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულების შესამცირებელი თანხის ოდენობა.
გ.დ) 7.7 სვეტის – „შეღავათები“ – შესაბამის უჯრაში მიეთითება:
გ.დ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
გ.დ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
გ.დ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან განთავისუფლება;
გ.დ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან განთავისუფლება;
დ) მე-8 გრაფაში დეკლარანტი (იმპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს მატერიალური ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
ე) მე-9 გრაფა ივსება გადასახადის სახეების მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობათა შესაბამისი სახაზინო კოდების მითითებით;
ვ) მე-10 გრაფა – ივსება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, ამასთან, თუ გასაფორმებლად წარდგენილია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, აღნიშნული გრაფის დასახელების გასწვრივ არსებულ უჯრაში მიეთითება ციფრი „1“;
ზ) მე-11 გრაფაში აღინიშნება:
ზ.ა) შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი (შეფასების ნომერთან ერთად, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი, რაც ნიშნავს საქონლის გაშვებას), კერძოდ:
ზ.ა.ა) დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება A ნომერი;
ზ.ა.ბ) დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას A ნომერი ენიჭება გაფორმების ორგანოს მიერ დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით;
ზ.ბ) მომსახურების საფასურის თანხა;
ზ.გ) იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ზღვრული ვადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
თავი IX
ფიზიკური პირის დეკლარაცია
მუხლი 38. ფიზიკური პირის დეკლარაციის გამოყენება
1. ფიზიკური პირის დეკლარაცია (დანართი №IX–01) ივსება პორტალში, ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ბარგით ხელბარგით გადაადგილებისას.
2. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის მიერ, სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.
3. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს, მეორე – უბრუნდება ფიზიკურ პირს.
4. №IX–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;
ბ)15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონელის გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;
გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 38 1 . ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით (დანართი №IX–03).
2. ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია ივსება პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო პორტალის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.
5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
დანართი №IX–01
ფიზიკური პირის დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № ..................................
6. დაბადების თარიღი .................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
ლ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი
დიახ არა
2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
| № | საქონლის დასახელება | რაოდენობა (კგ., ცალი) |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
|
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. პორტალის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, პორტალის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. პორტალის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან
ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სასაქონლო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №IX–02
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა
| № | საქონლის დასახელება | რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით) |
|
|
|
|
|
|
|
|
„.......” .............................. 20..... წელი
დეკლარანტის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა.
დანართი №IX–03
ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია
№
მე, --------------------------------- -----------------------------------
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––
ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:
– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.
ხელს ვაწერ -------------------
დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი
დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.
იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------
დღგ: ---------------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ------------------------------- “ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
თავი X
იმპორტი
მუხლი 39. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.
2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) ფიზიკური პირის მიერ პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
4. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომე ლ იც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომე ლ იც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
6. საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შევსებული სასაქონლო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლებელია, პორტალის მიერ განხორციელდეს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 40. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით
1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ”, „გ”, „პ” ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „დ”, „თ”, „ი”, „კ” ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე”, და „ვ” ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა”, „ბ”, „გ”, „ვ”, „ზ” და „თ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებ ები;
ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 41. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე სახელმწიფო ზედამხედველობის დასრულება
1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:
ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.
თავი XI
ექსპორტი
მუხლი 42. ექს პორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
მუხლი 43. ექსპორტის დეკლარირება
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) პორტალში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა); ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები პორტალს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად;
ბ) პორტალში წერილობითი (გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;
გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით, უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს.
3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა) ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 44. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით
1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ბ) გარე გადამუშავება;
გ) თავისუფალი ზონა.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება პორტალის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.
3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით პორტალში დეკლარირებისას სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.
4. სასაქონლო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან პორტალში წარდგენისას.
5. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება პორტალში, პორტალი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
6. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
7. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XII
ტრანზიტი
მუხლი 45. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია
1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. გამგზავნი საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
მუხლი 46. ტრანზიტის დეკლარირება
1. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:
ა) TIR-წიგნაკი;
ბ) TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში – საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);
გ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
3. საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) გამგზავნ პორტალში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება დანიშნულების პორტალში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში).
4. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.
5. ტრანზიტის სასაქონლო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (როცა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციით) სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.
მუხლი 47. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება
1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საწყობში, საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით ან დროებით შენახვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების პორტალის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 48. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების პორტალს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია);
გ) საქონლის განთავსება საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა სასაქონლო დეკლარაციის ნაცვლად;
ვ) ამ ინსტრუქციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის სახელმწიფო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება პორტალში, საიდანაც ხდება საქონლის ეკონომიკური საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
თავი XIII
საწყობი
მუხლი 49. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
2. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საწყობის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
მუხლი 50. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საწყობსა და ტერმინალში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:
ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;
ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
მუხლი 51. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება.
2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია:
ა) გასუფთავება;
ბ) განიავება;
გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია:
ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ბ) პარტიის დანაწილება;
გ) გზავნილების ფორმირება;
დ) დახარისხება;
ე) შეფუთვა;
ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;
ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ლ) ტესტირება (გამოცდა);
მ) საქონლის დემონსტრირება კონტროლის ზონაში;
ნ) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
მ1) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სა სა ქონლ ო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
5. საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში გა ნ ა თავს ო ს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნის ა და ხარისხი ს ნავთობის დისტილატ ებ ი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 52. საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა
1. საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო დეკლარაციაში.
2. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
4. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 53. საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში;
ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
ბ 1 ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
გ) სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;
დ) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
დ.ა) საქართველოს საქონლის საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;
დ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 54. საწყობიდან საქონლის გატანა
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
11. საწყობიდან საქონლის გატანისას, საწყობი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დანაკლისის ოდენობის შესახებ, თუ დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანის შემთხვევაში – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.
5. საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 55. საქონლის შენახვა ტერმინალში
1. ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს:
ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი;
ბ) კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ვ) პორტალის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
ზ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე;
თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;
კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.
2. მგზავრის მომართვის საფუძველზე ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით.
3. ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით;
ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
თავი XIV
თავისუფალი ზონა
მუხლი 56. თავისუფალი ზონ ის სასაქონლო ოპერაცია
1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
ბ) საქართველოს სხვა ეკონომიკური ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
დ) საქართველოს საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.
მუხლი 57. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა
1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
მუხლი 58. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
გ) მოწმობის გაცემა/დახურვა;
დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო დეკლარაცია, საქონლის გაშვება ხორციელდება მოწმობით.
3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით.
5 . თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის პორტალში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) სასაქონლო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.
მუხლი 59. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები.
თავი XV
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 60. (ამოღებულია)

მუხლი 61. (ამოღებულია)

მუხლი 62. (ამოღებულია)

თავი XVII
რეექსპორტი
მუხლი 63. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი პორტალშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;
ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც:
ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლის წარდგენა შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენის მოთხოვნით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი შენახვა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მის გატანამდე.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 64. რეექსპორტის დეკლარირება
1. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მოწმობა.
2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
21. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
2 2 . როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით.
4. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 65. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით;
ბ) 74-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობით;
გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების პორტალის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.
2. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.
5. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
6. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
7. იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
8. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
თავი XVIII
შიდა გადამუშავება
მუხლი 66. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში;
ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;
დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;
ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
მუხლი 67. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობებთან ერთად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:
ა) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
ა.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
ა.ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის, მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ა.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ა.დ) მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
ა.ე) მისაღებ გადამუშავებულ საქონელში შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა გემის შიდა გადამუშავების შემთხვევისა).
3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.

მუხლი 68. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;
ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;
ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 69. გამოსავლიანობის ნორმის განსაზღვრა
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის, დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და, საჭიროებისამებრ, მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
მუხლი 70. საქონლის გადამუშავების ვადები
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავებული საქონელი/ნაშთი/ნარჩენები უნდა მოექცეს შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის ქვეშ.
6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XIX
გარე გადამუშავება
მუხლი 71. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით.
3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.
4. კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა.
6. კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;
ბ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის პორტალის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;
გ) სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.
7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 72. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები
1 . გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ.
3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მუხლი 73. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით
დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ა) შიდა გადამუშავება;
ბ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
გ) თავისუფალი ზონა;
გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
თავი XX
დროებითი შემოტანა
მუხლი 74. დროებითი შემოტანის დეკლარირება
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ან:
ბ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
ბ.ა) ფიზიკური პირის დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის პორტალში დეკლარირებისას;
ბ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.
მუხლი 75. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;
ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);
გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;
ვ) სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);
ზ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ნარჩენების განთავსების ოპერაციათა „ა” ჯგუფი);
თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;
ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;
ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;
მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;
ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;
ო) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;
პ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 76. დროებითი შემოტანის ვადები
1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული ვადის ფარგლებში.
2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას.
4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.
7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
მუხლი 77. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი:
ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:
ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);
ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;
ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);
ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);
ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;
ა.ვ) ძოვება;
ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;
ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);
ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:
ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);
გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:
გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);
გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;
გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;
გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;
დ) სხვა მოწყობილობები:
დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;
დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;
დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;
დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;
დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;
დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;
დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;
დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);
დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;
ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;
ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;
ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;
ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო- და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;
ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;
ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;
ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;
ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;
ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
თ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;
კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;
ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:
მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);
მ.ბ) ქვესადგამი;
მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);
მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);
მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);
მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;
მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;
მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;
მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;
მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;
მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის;
მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;
ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
ნ.ვ) ერთი რადიომიმღები;
ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
ნ.თ) ერთი ტელევიზორი;
ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
ნ.კ) ერთი კალკულატორი;
ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა);
ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა;
ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.
2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღონისძიება:
ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა;
ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;
ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა;
ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;
ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებება, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;
გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე;
დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.
3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №585 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
მუხლი 78. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;
გ) თანხის გადახდის ვადებს.
2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სასაქონლო დეკლარაციას.
3. სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს.
4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 79-ე მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 79. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი პორტალის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის დეკლარაცია/სასაქონლო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
დანართი №XX–01
დროებითი შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის
გ ა ნ რ ი გ ი
1. საგადასახადო ორგანო -----------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -----------------------------------------------------
(დასახელება)
3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------------------
4. დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცევის დღე (თარიღი) --------------------------------
5. დროებითი შემოტანის ვადა -----------------------------------------------------------------------
6. საქონლის იმპორტში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:
|
| იმპორტის გადასახადი | დღგ | სულ |
| თანხა, ლარი |
|
|
|
6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:
| გადახდის თარიღი | გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი | სულ | |
| იმპორტის გადასახადი - – - – - (სახაზინო კოდი) | დღგ - – - – - – (სახაზინო კოდი) |
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
| |
დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი.
თავი XXI
„ოქროს სია”
მუხლი 80. „ოქროს სიის” მონაწილე
1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება.
2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
მუხლი 81. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა არ არის გათვალისწინებული, “ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი სასაქონლო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
ზ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 82. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს „ოქროს სიის” კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 81-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
1 1 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლი ს პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გა რეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ გ ა ნახორციელებს ს აქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლე ბ 5,0 მლნ ლარი ს სატარიფო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტ ს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი ს მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში.
2. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
3. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
4. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 83. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება
1. სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს „ოქროს სიის” მონაწილის საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უგზავნის მას საგადასახადო მოთხოვნას.
2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
3. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ან/და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
4. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის” მონაწილის დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და პორტალში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო დეკლარაცია, ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 84. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წარდგენა
1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო დეკლარაცია:
ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის პორტალში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) საქონლის პორტალში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 86-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
3. იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 85. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას
1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას პორტალში ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ პორტალში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.
მუხლი 86. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას
1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, პორტალში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. პორტალის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.
3. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

მუხლი 87. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას
1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება პორტალიდან, პორტალი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არხორციელდება პორტალიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
მუხლი 88. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 86-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში;
ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).
მუხლი 89. გამარტივებული პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს
1. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს ავტომატურად (ინდივიდუ ა ლ უ რი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე), მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:
ა) პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
ბ) პირი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
გ) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) გაფორმებისას;
დ) პირი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც საქონლის გაფორმება პორტალში არ ხორციელდება (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
ე) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით საქონლის წინასწარი დეკლარირებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XXII
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი
მუხლი 90. ზოგადი დებულებები
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს;
ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;
დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;
ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;
ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან;
ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს;
თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს;
კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 91. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.
2. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას.
3. პირები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.
4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციიის საშუალებების დაურღვევლობას.
6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი №XXII–01).
7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება.
8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას.
მუხლი 92. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.
3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, დეკლარაციაში გაცხადება.
4. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 93-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. თუ დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 93. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი
1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:
ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე;
ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;
გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად;
დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს;
ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;
ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 92-ე მუხლის შესაბამისად;
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 92-ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში.
მუხლი 94. იმპორტის გადასახდელების გადახდა
1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 93-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
დანართი №XXII–01
აქტი
საქონლის ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალ ობიექტზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადების/მოხსნის და მონაცემების აღების შესახებ
--------- ----------------------- 200 წ.
(რიცხვი, თვე, წელი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღები/გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ობიექტის დასახელება, განხორციელებული ქმედება
| № | ობიექტის დასახელება | მრიცხველის ტიპი | მრიცხველის ნომერი | ლუქის ანაბეჭდის ნომერი | ლუქების რაოდენობა |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
მრიცხველის ჩვენება
| № | მრიცხველის № | მრიცხველის ჩვენება, შესაბამის ზომის ერთეულში | შენიშვნა |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო საშუალებები იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი,
თანამდებობა, ხელმოწერა, პ/ნ ბეჭედი)

(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)

(საქონლის მიმღების წარმომადგენლის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავი XXIII
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან, ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 95. (ამოღებულია)

მუხლი 96. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. დეკლარანტი ვალდებულია, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად.
4. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 97. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 98. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 99. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–01
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–02

დანართი №XXIII–03
(ამოღბულია)

დანართი № XXIII–04

თავი XXIV
საქონლის განკარგვა
მუხლი 100. საქონლის განკარგვის ღონისძიებები
1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.
3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.
4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
6. შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 101. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით
1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 103-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-02-ის შესაბამისად.
3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 102. საქონლის განადგურება
1. საქონლის განადგურება არის სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.
2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:
ა) კულტურული ფასეულობები;
ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოტიის შეჩერების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა).
4. (ამოღებულია - 09.12.2011, №605)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1021. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე
1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1022. განადგურების ღონისძიების პროცედურები
1. საქონლის განადგურების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–01).
3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 103. მგზავრის მიერ ბარგითა და ხელბარგით გადაადგილებული საქონლის განადგურება
1. მგზავრის მიერ კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და ნებართვას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა ან/და ვერ ხერხდება საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება პორტალის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს” (დანართი №XXIV–01) 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
5. განადგურების ოქმის შევსებისას, განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 104. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი
1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება.
2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
დანართი №XXIV–01
| საქონლის განადგურების ოქმი № | ||
| ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა | ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა
| |
|
| ||
|
| ||
|
| ||
| გ) განადგურების ხერხი ----------------------------- | დ) განადგურების ადგილი და თარიღი ----------------------------------------------
| |
| ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები -----------------------------------------------------------------------------------------------------------
| ||
| ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი -------------------------------------- ------------------------------------- -------------------------------------
| ზ) დეკლარანტი ------------------------------ | |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
დანართი №XXIV–02
განცხადება
სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის
განადგურების შესახებ
| 1 |
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა,
იურიდიული მისამართი)
| 2 |
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)
| 3 |
(საქონლის განთავსების ადგილი)
საქონლის განადგურება ხორციელდება:
| 4 |
(საქონლის განადგურების ხერხი)
| 5 |
(საქონლის განადგურების ადგილი)
საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:
| 6 |
(დასახელება)
| 7 |
(შემდგომი გამოყენების განზრახვა)
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ
| 8 |
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცი ა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
2
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №993
2010 წლის 31 დეკემბ ერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანება;
2. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანება;
3. „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანება;
4. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანება;
5. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანება;
6. „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანება;
7. „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანება;
8. „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანება;
9. „საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანება;
10. „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ექსპორტისა და ტრანზიტისა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანება;
11. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანება;
12. „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანება;
13. „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანება;
14. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანება;
15. „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანება;
16. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანება;
17. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება;
18. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება;
19. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და ტრანზიტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანება;
20. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემრის №1760 ბრძანება;
21. „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანება;
22. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანება;
23. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება;
24. „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანება;
25. „თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და რეექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანება;
26. „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანება;
27. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანება;
28. „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანება;
29. „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანება;
30. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს №1025 ბრძანება;
31. „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანება.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.🔗
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 02.02.2011წ.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 3 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება № 321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №3 26 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება № 411 - ვებგვერდი, 27.07 .2011 წ.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 535 - ვებგვერდი, 17.10 .2011 წ.
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №54 9 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №565 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №5 65 - ვებგვერდი, 09.11 .2011წ.
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №5 83 - ვებგვერდი, 16.11 .2011წ.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №585 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №5 85 - ვებგვერდი, 22.11. 2011წ.
19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 0 თებერვლის ბრძანება № 4 5 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 1 თებერვლის ბრძანება № 58 - ვებგვერდი, 22 .02.2012წ.
ინსტრუქცია
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
თავი I
საქონლის შემოტანა/გატანა
მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი
1. საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება პორტალის ან ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „ წითელი ხიდი“, „ სადახლო“, „ გარდაბანი და მტკვარი“, „ ახკერპი“, „ გუგუთი“, „ ლაგოდეხი“, „ სამთაწყარო“, „ ყაზბეგი“, „ ვალე“, „ ნინოწმინდა“, „ სარფი“, „ ბათუმის აეროპორტი“, „ ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ თბილისის აეროპორტი“, „ ბათუმის პორტი“, „ ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.
3. პორტალის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პორტალის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
5. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
6. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი პორტალების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანხმობით, ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით.
61. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
62. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნების დარღვევით საქონლის გადაადგილება, აგრეთვე საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ კონტროლის ზონაში ან ამავე რადიუსში მდებარე კონტროლის ზონიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებისას, ან პორტალი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ კონტროლის ზონაში ან ამავე რადიუსში მდებარე კონტროლის ზონიდან პორტალი „სარფში“ გადაადგილებისას დანიშნულების ადგილისაგან განსხვავებულ ადგილზე გამოცხადება, ჩაითვლება სატრანსპორტო საშვალების მოძრაობისათვის დადგენილი მარშრუტიდან გადახვევად და გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
62. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
7. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 02.02.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი , 02.02.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 2. საქონლის წარდგენა პორტალში
1. საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. პორტალში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით;
გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;
დ) პორტალის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ კონტროლის ზონაში ( პორტალი, ტერმინალი, საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
დ) პორტალის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ კონტროლის ზონაში (პორტალი, ტერმინალი, საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
4. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით ( მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ- ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
11. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
2. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.
3. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:
ა) ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
4. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები
1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით.
2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ა. ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა. გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა. დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ- ფაქტურის ( ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი;
გ) საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ ა” და “ ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/ და სინჯის/ ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა. ა) ნებართვა:
ა.ა) ნებართვა:
ა. ა. ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ე) “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ”¨კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;
ა.ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის გატანის ნებართვა;
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;
ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ა.ა.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;
ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტოვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას;
გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
დ) უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონელი თანმხლები დოკუმენტებით პირდაპირ წარედგინება პორტალს და თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ( დანართი №I–01).
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონელი თანმხლები დოკუმენტებით პირდაპირ წარედგინება პორტალს და თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
დანართი №I–01
დანართი №I–01
ინფორმაცია
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ
| დეკლარანტი (გვარი, სახელი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) |
| 2. ექსპორტიორი |
| 3. იმპორტიორი |
| 4. გამგზავნი ქვეყანა |
| 5. დანიშნულების ქვეყანა |
| 6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) |
| 7. შევსების თარიღი და დრო, დეკლარანტის ხელმოწერა, ბეჭედი – ასეთის არსებობის შემთხვევაში |
| 8. მიიღო (საგადასახადო თანამშრომლის ბეჭდის ადგილი) |
| 9. საქონლის დასახელება |
| 10. საქონლის რაოდენობა |
თავი II
სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობა
1. სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე, ან დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან დეკლარაცია.
4. აკრძალული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს კონტროლის ზონაში ან განადგურდეს.
მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი კონტროლის ზონიდან მეორე კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების პორტალიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
4. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი პორტალს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
5. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 45 კალენდარული დღით.
6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
9. თუ საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პორტალში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №III–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პორტალამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა – არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 7. საქონლის გადაადგილება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში გადაადგილებისას) პორტალი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას.
2. კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”;
ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით;
გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე პორტალიდან უკან დაბრუნებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში და საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;
დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;
ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);
თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ლ) ორ მომიჯნავე კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
მ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/ საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ნ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.
ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.
2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ.
3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება
1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის ეკონომიკური ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.
4. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის საგადასახადო ორგანოში ან გადამზიდველის საწყობში წარდგენის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
4. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ( დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ( შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით ( არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.
2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე.
4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში.
5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.
6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.
8. დასრულებული მოწმობა საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
მუხლი 12. კონტროლის ზონა
1. კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. კონტროლის ზონებია:
ა) პორტალი;
ბ) ტერმინალი;
ბ1 ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
გ) საწყობი;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ე) (ამოღებულია - 24.10.2011,№549);
ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);
ზ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა ამ სალიანდაგო ნაწილზე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
თ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
4. საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებ ზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით ( ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
4. საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
5. კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
6. კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.
7. საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებ ზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა კონტროლის ზონაში გადატანამდე.
7. საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა კონტროლის ზონაში გადატანამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი №II–01
დანართი №II–02
დანართი №II–02
თავი III
საქონლის დროებით შენახვა
მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები
1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში, ტერმინალში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა. ა) „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ე) “ოქროს სიის” მონაწილე;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა. ვ. ა) სეს ესნ- ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა. ვ. ბ) სეს ესნ- ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი ( საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ა.ვ.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ბ) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ- ის 0407 00 ( ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 ( თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 ( ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 ( ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
ბ) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე ( ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.
3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი
1. საქონლის დროებით შენახვისას, კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა ( საქონლის მფლობელმა/ მესაკუთრემ) უნდა წარა დგინოს „ საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” ( შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საწყობის მფლობელის მიერაც.
1. საქონლის დროებით შენახვისას, კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საწყობის მფლობელის მიერაც.
11 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებუ ლი საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
11 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
2. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან.
3. (ამოღებულია - 22.03.2011, №163).
4. სეს ესნ- ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა- მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით.
7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.
8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 15. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვა🔗
1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ( გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საწყობის/ სათავსო ს მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა ს ატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საწყობის/სათავსოს მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
2. აქტში აღინიშნება: საქონლის მიმღების იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები/იმპორტიორი, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
3. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცედურასთან ერთად, იმავდროულად, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი, ამ მიზნით, ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და ი მავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და ი მავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
4. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი, ამ მიზნით, ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები🔗
1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში დროებით შენახვისათვის მიღებისას საქონლის დანაკლისი არ აღემატება განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.
5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება.
7. საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების ( რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/ და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
7. საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;
ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო დეკლარაცია ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;
ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;
გ) დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.
71. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წ ელ ს.
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე:
ა.ა) პორტალში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ბ) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის `დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ბ) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან;
გ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი №III–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი IV
საქონლის გაფორმება
მუხლი 18. გაფორმების ადგილები🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ ფოთისთვის“:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა. ა) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ა.ა) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ა. ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა. გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა. დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36- ე კმ;
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ ბათუმისთვის“:
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:
გ.ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
გ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ) გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოსათვის:
დ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
დ. ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:
დ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:
დ. ბ. ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3;
დ.ბ.ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3;
დ. ბ. ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი- ბათუმი- ერევანი, ბათუმი- ერევანი- ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი ( იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
დ.ბ.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
დ. ბ. გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ. გ) თელავის განყოფილებისათვის:
დ.გ) თელავის განყოფილებისათვის:
დ. გ. ა) ქ. თელავი, ერეკლე II- ის გამზ. №1;
დ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
დ. გ. ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ. დ) ახალციხის განყოფილებისათვის:
დ.დ) ახალციხის განყოფილებისათვის:
დ. დ. ა) პორტალი „ ვალეს“ ტერიტორია;
დ.დ.ა) პორტალი „ვალეს“ ტერიტორია;
დ. დ. ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.დ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ. ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:
დ.ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:
დ. ე. ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
დ.ე.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
დ. ე. ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ე.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ. ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:
დ.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:
დ. ვ. ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
დ.ვ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
დ. ვ. ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა ( მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
დ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
3. პორტალში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ( გარდა პორტალებისა „ სამთაწყარო“, „ ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი- ბათუმი- ერევანი და ბათუმი- ერევანი- ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი.
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ- ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა და 20 ლიტრი ბენზინის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა და 20 ლიტრი ბენზინის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
6. „ ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
6. „ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. ( გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება);
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება);
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36- ე კმ. ( გაფორმების ეკონომიკური ზონა „ თბილისი”);
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია ( გაფორმების ეკონომიკური ზონა „ ფოთი”);
გ) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი- ფოთი- სარფის საავტომობილო გზის 106- ე კმ ( გაფორმების ეკონომიკური ზონა „ ბათუმი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ე) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5.
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი ( გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება პორტალში.
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება პორტალში.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება დაინტერესებული პირის ხარჯით და საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
9. სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ- სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
9. სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №565 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე
1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის ( შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პორტალში, საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პორტალში, საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას;
გ) „ ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება პორტალიდან;
გ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება პორტალიდან;
დ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა;
ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა
1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე ( რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ- ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 ( რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია) და 8716 ( მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45- დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის ( ფაქტობრივი) ვადა.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლ ისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.
8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან ( საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 21. საქონლის დეკლარირება
1. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
2. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენად.
3. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ა“, ,,დ.ბ“, ,,დ.გ“, ,,დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ” და ,,დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
დ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას.
4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 22. სატარიფო ღირებულება
1. საქონლის დეკლარირებისას დეკლარანტი საქონლის სატარიფო ღირებულებას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის საფუძველზე, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ- ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
2. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.
4. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების სატარიფო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
მუხლი 23. სასაქონლო დეკლარაციის შევსება
1. სასაქონლო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
2. პირს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”- ში.
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს ( გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA- ში;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საგადასახადო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით.
4. წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია ან/ და მონაწილეობა მიიღოს რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
4. წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია ან/და მონაწილეობა მიიღოს რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა არ ვრცელდება, როდესაც:
5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა არ ვრცელდება, როდესაც:
ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას ( მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის ( გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ( გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას;
დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას;
ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის ( გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 24. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს:
1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №IV-01-ის შესაბამისად.
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ- ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი ან/ და საქონლის დათვალიერების/ ექსპერტიზის დოკუმენტი;
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (გადასახდელების გადახდის გადავადების შემთხვევის გარდა);
დ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;
ვ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;
ზ) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:
ზ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ზ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
თ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;
ი) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის შესაბამისად;
კ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-01
სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი რეექს პორტი | დროებითი შემოტანა | ექსპორტი ტრანზი ტი შიდა გადამუ შავება გარე გადამუ შავება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი: ა) ხელშეკრულება ან ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი შენიშვნა: საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის არარსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა. * * * * * * * * |
| სატრანსპორტო დოკუმენტი: |
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
*
გ) გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (გადასახდელების გადახდის გადავადების შემთხვევის გარდა);
გ1) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
*
დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;
ე) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;
*
ვ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან, ერთად, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება:
ვ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
*
ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
ზ) თუ სასაქონლო ოპერაციის განხორციელება ექვემდებარება ლიცენზირებას/-ნებართვას/სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი (შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში შესაბამისი დოკუმენტი მინიშნებულია ვარსკვლავით):
*
*
*
*
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი რეექს პორტი | დროებითი შემოტანა |
ექსპორ ტი
ექსპორტი
ტრანზი ტი
ტრან ზიტი
შიდა გადამუ შავება
შიდა გადამუ შავება
გარე გადამუ შავება
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია
*
*
*
*
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
*
*
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
*
*
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა
*
*
*
*
*
იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
*
*
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.)
*
*
*
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
*
*
*
*
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა
*
*
*
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა
*
*
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა
*
*
დსთ- ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)
დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)
*
სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტან ა გატანის ნებართვა.
სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტანა გატანის ნებართვა.
*
*
*
*
*
*
*
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.
*
*
*
*
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
*
*
*
იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი
*
*
ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი
*
*
*
*
სავალდ ებულო არ არის
სავალდე ბულო არ არის
*
*
სავალდ ებულო არ არის
სავალდე ბულო არ არის
ვეტერინარული სერტიფიკატი
*
*
*
*
სავალდ ებულო არ არის
სავალდე ბულო არ არის
*
*
სავალდ ებულო არ არის
სავალდე ბულო არ არის
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა
*
*
დანართი №IV-03
საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
საგადასახადო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენების შემთხვევაში:
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
| დოკუმენტის დასახელება |
იმპორტი
საწყობი
რეექსპორ ტი
დროებითი შემოტანა
ექსპორტი
ტრან ზიტი
შიდა გადამუ შავება
გარე გადამუ შავება
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ
*
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ
*
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
*
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი
*
თ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №3 26 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
თავი V
გარანტია
მუხლი 25. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები
1. გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:
ა) ი მპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ ) შიდა გადამუშავებისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას;
გ ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვების ას;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;
დ ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
ე ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ზ ) (ამოღებულია - 16 .11 .2011 №583 );
ზ) (ამოღებულია - 16.11.2011 №583);
თ ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსა ყოფად ;
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად;
ი ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას.
2 . გარანტია არ წარედგინება:
2. გარანტია არ წარედგინება:
ა ) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ბ) გემის ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსა ყოფად იმ შემთხვევებში, როცა:
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევებში, როცა:
გ.ა ) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ ) ს აქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ.გ ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
გ.გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
გ.დ ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას;
გ.დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას;
გ.ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
3 . იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდ გენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ზე პასუხისმგებელი პირებია:
3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) საქონლის გადაადგილებისას:
ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ა. ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.
4 . გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
6 . გარანტია შეიძლება იყოს:
6. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა;
ბ.ბ) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;
ბ.გ) ორი ან მეტი საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.
7 . გარანტიის სახეებია:
7. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი V–01);
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი (დანართი V–02);
გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;
დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი V– 03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.
დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი V–03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.
8. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.
9. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 26. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და სატარიფო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
ე ) ერთი პირის საწყობის (საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 2 00 000 ლარ ს;
ე) ერთი პირის საწყობის (საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – 50 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ზ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად – 50 000 ლარს;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – 5 000 ლარს.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა:
ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას ან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის `დ.ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ნებართვის მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – არ უნდა იყოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების ვადის დარჩენილ ნაწილზე ნაკლები;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.
4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5 . იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვად აში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 27. გარანტიის გაუქმება ან შესრულება
1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.
3. დადგენილ ვადაში გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხისა და ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;
დ ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმ დებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
ე) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისას – ASYCUDA-ში პირის დაშვების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმოშობილი/წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ზ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას წარდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიაზე – სანქციის მოქმედების ვადის გასვლა ან სანქციისაგან გათავისუფლება.
5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.
6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი V–01
დანართი V–01
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
საბანკო გარანტია
BANK GUARANTEE
№ ----------- -----” ----------------- 20-- წ.
გარანტის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
GUARANTOR:
პრინციპალის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
PRINCIPAL, THE IDENTIFICATION CODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------
BENEFICIARY:
გარანტიის ობიექტი: -------------------------------------------
OBJECT OF GUARANTEE:
გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა დაგასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს
გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გარანტიის თანხა: -------------------------------------------------------
GUARANTEE AMOUNT:
გარანტიის მოქმედების ტერიტორია: -------------------------------------------------------
TERRITORY OF GUARANTEE
VALIDITY:
გარანტიის მოქმედების პერიოდი: -----------------------------------------------------
PERIOD OF GUARANTEE VALIDITY:
ხელმოწერა
გარანტი: Signed
GUARANTOR: ------------------------------------------
ბ.ა.
ბ.ა.
დანართი V–02
დანართი V–02
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE
№ ----------- „-----” ----------------- 20-- წ.
მზღვეველის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: --------------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
INSURER:
დამზღვევის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
POLICYHOLDER:
დაზღვეული (მოსარგებლე): --------------------------------------------
INSURED (BENEFICIARY):
დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------
OBJECT OF INSURANCE:
მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების
უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით
გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე.
სადაზღვევო თანხა: ---------------------------------------------------------
INSURANCE AMOUNT:
დაზღვევის ტერიტორია: ---------------------------------------------------------
TERRITORY OF INSURANCE:
გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: ---------------------------------------
PREMIUM:
დაზღვევის პერიოდი: ---------------------------------------------------------
PERIOD OF INSURANCE:
მზღვეველი/Insurer
დამზღვევი/Policyholder
დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები
I have read and agreed to the insurance condition
------------------------------------
-----------------------------------------
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
დანართი V–03
საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება
„-----” -------------------------- 20-- წ.
თავდების სრული დასახელება
ან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------
თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------
ძირითადი მოვალე
(გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------
თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე
მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრ ების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის ( გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მ უხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის
მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანო ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის
გადამხდელი 20 წლის ----- ------------------ -მდე
არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს
საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის დამადასტურებელ საბუთს.
თავდებობ ის ზღვრული თანხა: ------ --------------------------------------
თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------
თავდების ხელმოწერა ------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა --------------------------------------------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
თავი VI
სასაქონლო დეკლარაცია
მუხლი 28. სასაქონლო დეკლარაცია
1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) გამოყენებით.
2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება:
ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XIV თავის დებულებები;
ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით.
3. დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
6. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;
ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 29. დეკლარაციის შევსება და წარდგენა
1. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საგადასახადო ორგანო:
ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ. ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ- ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ- ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იგივე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი.
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იგივე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი.
5. დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
6. სასაქონლო პარტიის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100- ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100- ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.
7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.
8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის
9. თუ დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:
ა) დეკლარაციაზე დასართავი, ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ა) ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ბ) დეკლარაციასთან ერთად ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);
ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);
გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–05), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
101 . თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.
12. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 30. ტრანზიტის დეკლარირება🔗
ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) წარდგენით ხდება მხოლოდ:
ა) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) დეკლარირება;
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
მუხლი 31. დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება🔗
1. დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის იმპორტისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;
დ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
ე) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
2. აქციზურ საქონელზე დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება მხოლოდ თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის გამოყენებისათვის საქონლის შეტანისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 32. დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება
1. საქონლის გაშვებამდე დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით:
ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/ საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;
ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;
გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება;
დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;
ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ;
ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვისას ან საგადასახადო სამართალდარღვევისას საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში;
თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;
ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია;
ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
2. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:
ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.
3. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);
ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).
დანართი №VI–01
დანართი №VI–02
დანართი №VI–02
(ამოღებულია)
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
დანართი №VI–03
გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა | |||
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა | ||||||
| ხელშეკრულება | ||||||
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) | ||||||
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) | ||||||
| სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი | ||||||
| კონოსამენტი | ||||||
| მანიფესტი | ||||||
| შეფუთვის ფურცელი | ||||||
| TIR-წიგნაკის ფურცელი | ||||||
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი | ||||||
| საბანკო გარანტია ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი | ||||||
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე | ||||||
| წინასწარი გადაწყვეტილება | ||||||
| ექსპერტიზის დასკვნა | ||||||
| სხვა დოკუმენტები: | ||||||
| ფურცლების რაოდენობა სულ – |
| |||||
1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------
3. გეზ-ის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო 20 წელი -----სთ. -----წთ.
4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–04
დანართი №VI–04
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა | |||
| ხელშეკრულება | |||
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) | |||
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) | |||
| სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი | |||
| კონოსამენტი | |||
| მანიფესტი | |||
| შეფუთვის ფურცელი | |||
| TIR-წიგნაკის ფურცელი | |||
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი | |||
| საბანკო გარანტია ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი | |||
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე | |||
| წინასწარი გადაწყვეტილება | |||
| ექსპერტიზის დასკვნა | |||
| სხვა დოკუმენტები: | |||
| ფურცლების რაოდენობა სულ – | |||
დოკუმენტების წარმომ დგენი პირის:
დოკუმენტების წარმომდგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–05
დანართი №VI–05
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
№
გამგზავნი
მიმღები
ტვირთის დასახელება
ვაგონის №
სარკინიგზო ზედნადების №
წონა
(ნეტო/ ბრუტო)
ტარა
კონტეინე რის №
კონტეინერის №
ადგილების რაოდენობა
გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება)
ლუქის ნომრები
1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირადი ნომერი -----------------------
3. მისამართი --------------------------------
4. ტელეფონი ---------------------------
5. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 321 . დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ🔗
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;
გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია, ან თუ საქონელს არ დაუტოვებია საწყობის ტერიტორია და დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს (რაც დასტურდება საწყობის მიერ წარდგენილი ინფორმაციით) ან როდესაც საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, ან თუ დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში;
დ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, და საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილებების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან:
გ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, რომელიც დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე და ცვლილებების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, წარედგინება დასკვნა დამატებით გადასახდელი გადასახადების თაობაზე, რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.
ბ.ა) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.
ბ.ბ) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა,ან/და გადასახდელების ოდენობა, დამატებით გადასახდელი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.
გ) (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
თავი VII
ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია
მუხლი 33. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია (დანართი №VII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.
2. (ამოღებულია - 22.03.2011, №163)
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.მუხლი 34. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – პორტალის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. ამ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.“.
6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
9. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
11. დასრულებული დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №3 26 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
მუხლი 35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსება
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს:
ა) იმპორტის და საწყობის დროს – პირველი–მე-11 და Rგრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება.
2. დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;
გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:
გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;
დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
ვ) გრაფა 12. „დანიშნულების პორტალი და ვადა” – ივსება ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში;
ზ) გრაფა R. „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – ,,/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ზ.ბ) საწყობის – „74”;
ზ.გ) ექსპორტის – „10”;
ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ ,,–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);
ზ.ე) დროებითი შემოტანის – ,,34“.
3. D გრაფაში პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.
4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები :
4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:
| კოდი | დასახელება 006 საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) 007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) 008 საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) 014 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება) 024 ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ- ისგან გათავისუფლება) 031 უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) 057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) 333 | საქონლის დაბრუნება 550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი 605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
დანართი № VII–01
დანართი №VII–01
თავი VIII
გამარტივებული დეკლარაცია
მუხლი 36. გამარტივებული დეკლარაციის გამოყენება
1. გამარტივებული დეკლარაციით (დანართი №VIII–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
2. გამარტივებული დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:
ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
3. გამარტივებული დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
6. გამარტივებული დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.
7. გამარტივებულ დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
8. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამარტივებულ დეკლარაციას უნდა დაერთოს:
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ა) გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის გაფორმების შემთხვევისა;
ბ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები (საჭიროების შემთხვევაში);
დ) სატრანსპორტო დოკუმენტი (ზედდებული) ან მისი ასლი;
ე) წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარირების წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი).
9. გამარტივებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში –ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი , 17.10.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 37. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საფოსტო გზავნილები საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
2. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
31. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
5. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ დეკლარაციასთან ერთად.
7. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
გ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;
დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
8. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.
9. საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლური სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე (აქციზური მარკებით ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.
10. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკებით ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი , 12.07.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი , 17.10.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VIII–01
დანართი №VIII–01
დანართი №VIII 1–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
მუხლი 371. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის გამოყენება🔗
1. სპეციალური სატვირთო დეკლარაციით (დანართი №VIII1–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
2. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 86, 87, 88, 89 და 93 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა ავტონაწილებისა;
გ) საქონელზე, რომელიც შემოტანილია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
დ) საქონელზე, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.
3. ერთი სპეციალური სატვირთო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით, ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია 10-ზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-6 და მე-7 გრაფები.
6. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი.
7. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და ელექტრონულადვე მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ელექტრონულად უნდა დაერთოს:
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ელექტრონულად უნდა იქნეს წარდგენილი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ა) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები (საჭიროების შემთხვევაში);
გ) სატრანსპორტო დოკუმენტი (ზედდებული) ან მისი ასლი.
9. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სპეციალური სატვირთო დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, შესაძლებელია მიიღოს:
ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
ბ) გეზ-ის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
გ) გეზ-ის სამმართველოს უფროსმა/განყოფილების უფროსმა;
დ) შემოსავლების სამსახურის/გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
12. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
მუხლი 372. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსება🔗
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ხოლო მუქი ფერით მონიშნული უჯრები არ ივსება, ამასთან:
ა) მე-5 გრაფაში მიეთითება დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;
ა) მე-5 გრაფაში მიეთითება დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;
ბ) მე-6 გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:
ბ.ა) 6.1 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
ბ.ბ.) 6.2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
ბ.გ) 6.3 სვეტის უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია სეს ესნ-ის შესაბამისად, ხოლო იმპორტის გადასახადის დარიცხვის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების, აქციზური საქონლის ან სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;
გ) მე-7 გრაფაში მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ, გრაფის:
გ.ა) 7.1 სვეტის – „საქონლის ღირებულება“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება;
გ.ბ) 7.4 სვეტის – „კორექ. კოეფიციენტი“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის სატარიფო ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი;
გ.გ) 7.5 სვეტის – „შესამცირებელი თანხა“ – უჯრები ივსება კანონმდებლობით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულების შესამცირებელი თანხის ოდენობა.
გ.დ) 7.7 სვეტის – „შეღავათები“ – შესაბამის უჯრაში მიეთითება:
გ.დ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
გ.დ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
გ.დ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან განთავისუფლება;
გ.დ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან განთავისუფლება;
დ) მე-8 გრაფაში დეკლარანტი (იმპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს მატერიალური ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
ე) მე-9 გრაფა ივსება გადასახადის სახეების მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობათა შესაბამისი სახაზინო კოდების მითითებით;
ვ) მე-10 გრაფა – ივსება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, ამასთან, თუ გასაფორმებლად წარდგენილია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, აღნიშნული გრაფის დასახელების გასწვრივ არსებულ უჯრაში მიეთითება ციფრი „1“;
ზ) მე-11 გრაფაში აღინიშნება:
ზ.ა) შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი (შეფასების ნომერთან ერთად, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი, რაც ნიშნავს საქონლის გაშვებას), კერძოდ:
ზ.ა.ა) დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება A ნომერი;
ზ.ა.ბ) დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას A ნომერი ენიჭება გაფორმების ორგანოს მიერ დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით;
ზ.ბ) მომსახურების საფასურის თანხა;
ზ.გ) იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ზღვრული ვადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
თავი IX
ფიზიკური პირის დეკლარაცია
მუხლი 38. ფიზიკური პირის დეკლარაციის გამოყენება🔗
1. ფიზიკური პირის დეკლარაცია (დანართი №IX–01) ივსება პორტალში, ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ბარგით ხელბარგით გადაადგილებისას.
2. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის მიერ, სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.
3. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს, მეორე – უბრუნდება ფიზიკურ პირს.
4. №IX–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;
ბ)15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონელის გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;
გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 381 . ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით (დანართი №IX–03).
2. ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია ივსება პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო პორტალის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.
5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
დანართი №IX–01
ფიზიკური პირის დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № ..................................
6. დაბადების თარიღი .................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
ლ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი
დიახ არა
2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
№
საქონლის დასახელება
რაოდენობა (კგ., ცალი)
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. პორტალის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, პორტალის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. პორტალის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან
ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სასაქონლო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №IX–02
დანართი №IX–02
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა
№
საქონლის დასახელება
რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით)
„ .......” .............................. 20..... წელი
„.......” .............................. 20..... წელი
დეკლარანტის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა.
დანართი №IX–03
ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია
№
მე, ---------------------------------------- -------------------------------------
მე, --------------------------------- -----------------------------------
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––
ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:
– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით დამალული საქონლის ღირებულების 40 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან/და საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.
ხელს ვაწერ -------------------
დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი
დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.
იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------
დღგ: ------------------------------
დღგ: ---------------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ------------------------------- “ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი X
იმპორტი
მუხლი 39. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.
2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) ფიზიკური პირის მიერ პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
4. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
6. საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შევსებული სასაქონლო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლებელია, პორტალის მიერ განხორციელდეს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 40. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით
1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ”, „გ”, „პ” ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „დ”, „თ”, „ი”, „კ” ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე”, და „ვ” ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა”, „ბ”, „გ”, „ვ”, „ზ” და „თ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;
ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 41. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე სახელმწიფო ზედამხედველობის დასრულება
1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:
ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.
თავი XI
ექსპორტი
მუხლი 42. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება🔗
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
მუხლი 43. ექსპორტის დეკლარირება
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) პორტალში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა); ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები პორტალს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად;
ბ) პორტალში წერილობითი (გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;
გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით, უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს.
3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა) ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 44. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით
1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ბ) გარე გადამუშავება;
გ) თავისუფალი ზონა.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება პორტალის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.
3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით პორტალში დეკლარირებისას სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.
4. სასაქონლო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან პორტალში წარდგენისას.
5. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება პორტალში, პორტალი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
6. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
7. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XII
ტრანზიტი
მუხლი 45. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია🔗
1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. გამგზავნი საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
მუხლი 46. ტრანზიტის დეკლარირება
1. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:
ა) TIR-წიგნაკი;
ბ) TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში – საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);
გ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
3. საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) გამგზავნ პორტალში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება დანიშნულების პორტალში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში).
4. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.
5. ტრანზიტის სასაქონლო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (როცა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციით) სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.
მუხლი 47. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება
1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საწყობში, საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით ან დროებით შენახვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების პორტალის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 48. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების პორტალს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია);
გ) საქონლის განთავსება საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა სასაქონლო დეკლარაციის ნაცვლად;
ვ) ამ ინსტრუქციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის სახელმწიფო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება პორტალში, საიდანაც ხდება საქონლის ეკონომიკური საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
თავი XIII
საწყობი
მუხლი 49. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
2. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საწყობის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
მუხლი 50. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საწყობსა და ტერმინალში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:
ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;
ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
მუხლი 51. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება.
2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია:
ა) გასუფთავება;
ბ) განიავება;
გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია:
ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ბ) პარტიის დანაწილება;
გ) გზავნილების ფორმირება;
დ) დახარისხება;
ე) შეფუთვა;
ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;
ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ლ) ტესტირება (გამოცდა);
მ) საქონლის დემონსტრირება კონტროლის ზონაში;
ნ) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
მ1) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასა ქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
5. საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში გა ნა თავსო ს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატებ ი, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
5. საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 52. საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა🔗
1. საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო დეკლარაციაში.
2. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
4. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 53. საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში;
ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
ბ1 ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
გ) სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;
დ) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
დ.ა) საქართველოს საქონლის საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;
დ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 54. საწყობიდან საქონლის გატანა🔗
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
11. საწყობიდან საქონლის გატანისას, საწყობი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დანაკლისის ოდენობის შესახებ, თუ დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანის შემთხვევაში – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.
5. საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 55. საქონლის შენახვა ტერმინალში
1. ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს:
ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი;
ბ) კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ვ) პორტალის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
ზ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე;
თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;
კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.
2. მგზავრის მომართვის საფუძველზე ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით.
3. ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით;
ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
თავი XIV
თავისუფალი ზონა
მუხლი 56. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია🔗
1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
ბ) საქართველოს სხვა ეკონომიკური ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
დ) საქართველოს საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.
მუხლი 57. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა
1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
მუხლი 58. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
გ) მოწმობის გაცემა/დახურვა;
დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო დეკლარაცია, საქონლის გაშვება ხორციელდება მოწმობით.
3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით.
5 . თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის პორტალში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) სასაქონლო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.
მუხლი 59. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები.
თავი XV
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 60. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 61. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 62. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
თავი XVII
რეექსპორტი
მუხლი 63. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი პორტალშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;
ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც:
ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლის წარდგენა შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენის მოთხოვნით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი შენახვა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მის გატანამდე.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 64. რეექსპორტის დეკლარირება
1. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მოწმობა.
2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
21. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
22 . როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით.
4. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 65. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით;
ბ) 74-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობით;
გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების პორტალის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.
2. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.
5. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
6. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
7. იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
8. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
თავი XVIII
შიდა გადამუშავება
მუხლი 66. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში;
ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;
დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;
ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
მუხლი 67. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობებთან ერთად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:
ა) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
ა.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
ა.ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის, მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ა.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ა.დ) მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
ა.ე) მისაღებ გადამუშავებულ საქონელში შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა გემის შიდა გადამუშავების შემთხვევისა).
3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 68. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;
ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;
ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 69. გამოსავლიანობის ნორმის განსაზღვრა
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის, დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და, საჭიროებისამებრ, მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
მუხლი 70. საქონლის გადამუშავების ვადები
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავებული საქონელი/ნაშთი/ნარჩენები უნდა მოექცეს შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის ქვეშ.
6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XIX
გარე გადამუშავება
მუხლი 71. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია🔗
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით.
3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.
4. კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა.
6. კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;
ბ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის პორტალის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;
გ) სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.
7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 72. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები🔗
1 . გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ.
3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მუხლი 73. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით
დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ა) შიდა გადამუშავება;
ბ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
გ) თავისუფალი ზონა;
გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
თავი XX
დროებითი შემოტანა
მუხლი 74. დროებითი შემოტანის დეკლარირება
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ან:
ბ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
ბ.ა) ფიზიკური პირის დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის პორტალში დეკლარირებისას;
ბ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.
მუხლი 75. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;
ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);
გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;
ვ) სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);
ზ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ნარჩენების განთავსების ოპერაციათა „ა” ჯგუფი);
თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;
ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;
ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;
მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;
ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;
ო) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;
პ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 76. დროებითი შემოტანის ვადები🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული ვადის ფარგლებში.
2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას.
4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.
7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
მუხლი 77. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი:
ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:
ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);
ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;
ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);
ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);
ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;
ა.ვ) ძოვება;
ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;
ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);
ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:
ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);
გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:
გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);
გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;
გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;
გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;
დ) სხვა მოწყობილობები:
დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;
დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;
დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;
დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;
დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;
დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;
დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;
დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);
დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;
ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;
ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;
ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;
ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო- და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;
ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;
ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;
ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;
ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;
ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
თ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;
კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;
ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:
მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);
მ.ბ) ქვესადგამი;
მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);
მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);
მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);
მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;
მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;
მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;
მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;
მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;
მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის;
მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;
ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
ნ.ვ) ერთი რადიომიმღები;
ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
ნ.თ) ერთი ტელევიზორი;
ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
ნ.კ) ერთი კალკულატორი;
ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა);
ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა;
ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.
2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღონისძიება:
ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა;
ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;
ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა;
ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;
ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებება, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;
გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე;
დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.
3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №585 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
მუხლი 78. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;
გ) თანხის გადახდის ვადებს.
2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სასაქონლო დეკლარაციას.
3. სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს.
4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 79-ე მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 79. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი პორტალის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის დეკლარაცია/სასაქონლო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
დანართი №XX–01
დროებითი შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის
გ ა ნ რ ი გ ი
1. საგადასახადო ორგანო -----------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -----------------------------------------------------
(დასახელება)
3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------------------
4. დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცევის დღე (თარიღი) --------------------------------
5. დროებითი შემოტანის ვადა -----------------------------------------------------------------------
6. საქონლის იმპორტში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:
იმპორტის გადასახადი
დღგ
სულ
თანხა, ლარი
6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:
| გადახდის თარიღი | გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი სულ | იმპორტის გადასახადი - – - – - (სახაზინო კოდი) დღგ - – - – - – (სახაზინო კოდი) | |
დეკლარანტი ---------------------------------------------------- ------------------------------- ------
დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
უფლებამოსილი პირი --------------------------------------------------------------------------- ----
უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი.
თავი XXI
„ოქროს სია”
მუხლი 80. „ოქროს სიის” მონაწილე
1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება.
2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
მუხლი 81. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა არ არის გათვალისწინებული, “ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი სასაქონლო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
ზ) საქართველოს საპატრიარქო.
მუხლი 82. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს „ოქროს სიის” კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 81-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
11. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თ დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ გ ანახორციელებს ს აქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის სატარიფო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის ( უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში .
11 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის სატარიფო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში.
2. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
3. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
4. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.მუხლი 83. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება
1. სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს „ოქროს სიის” მონაწილის საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უგზავნის მას საგადასახადო მოთხოვნას.
2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81- ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
3. „ ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81- ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/ და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289- ე მუხლის მე-7 ან/ და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
3. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ან/და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
4. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის” მონაწილის დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და პორტალში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო დეკლარაცია, ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.მუხლი 84. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წარდგენა
1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო დეკლარაცია:
ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის პორტალში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) საქონლის პორტალში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 86-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო დეკლარაციაზე დასართავი, 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
3. იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
მუხლი 85. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას
1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას პორტალში ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ პორტალში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.
მუხლი 86. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას
1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, პორტალში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. პორტალის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.
3. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
მუხლი 87. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას
1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება პორტალიდან, პორტალი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არხორციელდება პორტალიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
მუხლი 88. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 86-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში;
ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).
მუხლი 89. გამარტივებული პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს
1. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს ავტომატურად (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე), მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:
ა) პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
ბ) პირი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
გ) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) გაფორმებისას;
დ) პირი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც საქონლის გაფორმება პორტალში არ ხორციელდება (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
ე) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით საქონლის წინასწარი დეკლარირებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XXII
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი
მუხლი 90. ზოგადი დებულებები
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს;
ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;
დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;
ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;
ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან;
ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს;
თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს;
კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 91. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.
2. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას.
3. პირები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.
4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციიის საშუალებების დაურღვევლობას.
6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი №XXII–01).
7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება.
8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას.
მუხლი 92. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, დეკლარაციას უნდა დაერთოს:
2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ხელშეკრულება ან ან გარიშ-ფაქტურა;
ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი.
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.
3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, დეკლარაციაში გაცხადება.
4. დეკლარაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი თანმხლები დოკუმენტები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 93-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
4. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 93-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. თუ დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
მუხლი 93. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი
1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:
ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე;
ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;
გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად;
დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს;
ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;
ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 92-ე მუხლის შესაბამისად;
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 92-ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში.
მუხლი 94. იმპორტის გადასახდელების გადახდა
1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 93-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
დანართი №XXII–01
აქტი
საქონლის ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალ ობიექტზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადების/მოხსნის და მონაცემების აღების შესახებ
--------- ----------------------- 200 წ.
(რიცხვი, თვე, წელი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღები/გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ -------------------------------------------------------
მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება, განხორციელებული ქმედება
№
ობიექტის დასახელება
მრიცხველის ტიპი
მრიცხველის ნომერი
ლუქის ანაბეჭდის ნომერი
ლუქების რაოდენობა
მრიცხველის ჩვენება
№
მრიცხველის №
მრიცხველის ჩვენება, შესაბამის ზომის ერთეულში
შენიშვნა
ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო საშუალებები იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი,
თანამდებობა, ხელმოწერა, პ/ნ ბეჭედი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღების წარმომადგენლის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
თავი XXIII
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან, ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 95. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 96. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, დეკლარაციასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. დეკლარანტი ვალდებულია, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად.
2. დეკლარანტი ვალდებულია, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად.
4. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 97. (ამოღებულია)🔗

მუხლი 98. (ამოღებულია)🔗

მუხლი 99. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–01
(ამოღებულია)
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–02
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–03
(ამოღბულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი № XXIII–04
დანართი № XXIII–04
(ამოღებულია)
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
თავი XXIV
საქონლის განკარგვა
მუხლი 100. საქონლის განკარგვის ღონისძიებები
1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.
3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.
4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
6. შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 101. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით
1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 103-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-02-ის შესაბამისად.
3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 102. საქონლის განადგურება🔗
1. საქონლის განადგურება არის სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.
2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:
ა) კულტურული ფასეულობები;
ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოტიის შეჩერების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა).
4. (ამოღებულია - 09.12.2011, №605)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1021. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე🔗
1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1022. განადგურების ღონისძიების პროცედურები🔗
1. საქონლის განადგურების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–01).
3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 103. მგზავრის მიერ ბარგითა და ხელბარგით გადაადგილებული საქონლის განადგურება🔗
1. მგზავრის მიერ კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და ნებართვას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა ან/და ვერ ხერხდება საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება პორტალის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს” (დანართი №XXIV–01) 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
5. განადგურების ოქმის შევსებისას, განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 104. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი🔗
1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება.
2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
დანართი №XXIV–01
| საქონლის განადგურების ოქმი № | ||||
| ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა | ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა გ) განადგურების ხერხი ----------------------------- | დ) განადგურების ადგილი და თარიღი ---------------------------------------------- | ||
| ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები ----------------------------------------------------------------------------------------------------------- | ||||
| ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი -------------------------------------- ------------------------------------- | ||||
-------------------------------------
-------------------------------------
ზ) დეკლარანტი ------------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
დანართი №XXIV–02
განცხადება
სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის
განადგურების შესახებ
1
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა,
იურიდიული მისამართი)
2
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)
3
(საქონლის განთავსების ადგილი)
(საქონლის განთავსების ადგილი)
საქონლის განადგურება ხორციელდება:
4
(საქონლის განადგურების ხერხი)
5
(საქონლის განადგურების ადგილი)
საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:
6
(დასახელება)
7
(შემდგომი გამოყენების განზრახვა)
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ
8
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
2
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №993
2010 წლის 31 დეკემბ ერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.🔗
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:🔗
1. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანება;
2. „საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 9 იანვრის №9 ბრძანება;
3. „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანება;
4. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანება;
5. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანება;
6. „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის №104 ბრძანება;
7. „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანება;
8. „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1766 ბრძანება;
9. „საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1772 ბრძანება;
10. „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ექსპორტისა და ტრანზიტისა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანება;
11. „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანება;
12. „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანება;
13. „სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანება;
14. „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის სახეების, მისი წარდგენის შემთხვევებისა და წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №106 ბრძანება;
15. „სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნის, სამუშაო დროისა და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №107 ბრძანება;
16. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანება;
17. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება;
18. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება;
19. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და ტრანზიტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანება;
20. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემრის №1760 ბრძანება;
21. „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანება;
22. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანება;
23. „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება;
24. „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანება;
25. „თავისუფალ ზონაში საქონლის გადატანის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ექსპორტის და რეექსპორტის გარდა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №537 ბრძანება;
26. „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანება;
27. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის №105 ბრძანება;
28. „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანება;
29. „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანება;
30. „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (თუ შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე გამონაკლისის დაშვების წესის” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს №1025 ბრძანება;
31. „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანება.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.🔗
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 02.02.2011წ.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 3 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება № 321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №3 26 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება № 411 - ვებგვერდი, 27.07 .2011 წ.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება № 535 - ვებგვერდი, 17.10 .2011 წ.
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №54 9 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №5 65 - ვებგვერდი, 09.11 .2011წ.
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №565 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №5 83 - ვებგვერდი, 16.11 .2011წ.
17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №5 85 - ვებგვერდი, 22.11. 2011წ.
18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №585 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 0 თებერვლის ბრძანება № 4 5 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 1 თებერვლის ბრძანება № 58 - ვებგვერდი, 22 .02.2012წ.
21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.
ინსტრუქცია
საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
საქონლის შემოტანა/გატანა
მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი🔗
1. საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება პორტალის ან ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი და მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.
3. პორტალის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.
4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პორტალის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
5. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
6. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი პორტალების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანხმობით, ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით.
61. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
61. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
62. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
62. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
7. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა/ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 თებერვლის ბრძანება №43 - ვებგვერდი , 02.02.2011 წ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანება №211 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 2. საქონლის წარდგენა პორტალში🔗
1. საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. პორტალში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით;
გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;
დ) პორტალის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ კონტროლის ზონაში (პორტალი, ტერმინალი, საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
4. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:
ა) კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) პორტალის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
11. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
11. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
2. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.
3. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:
ა) ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.
4. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები🔗
1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით.
2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი;
გ) საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;
ა.ა.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ე) “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ”¨კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;
ა.ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის გატანის ნებართვა;
ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;
ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ა.ა.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;
ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;
ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტოვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას;
გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
დ) უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონელი თანმხლები დოკუმენტებით პირდაპირ წარედგინება პორტალს და თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საქონლის გადამაადგილებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №I–01
ინფორმაცია
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ
დეკლარანტი (გვარი, სახელი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები)
2. ექსპორტიორი
3. იმპორტიორი
4. გამგზავნი ქვეყანა
5. დანიშნულების ქვეყანა
6. სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი)
7. შევსების თარიღი და დრო, დეკლარანტის ხელმოწერა, ბეჭედი – ასეთის არსებობის შემთხვევაში
8. მიიღო (საგადასახადო თანამშრომლის ბეჭდის ადგილი)
9. საქონლის დასახელება
10. საქონლის რაოდენობა
სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
მუხლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობა🔗
1. სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე, ან დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან დეკლარაცია.
4. აკრძალული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს კონტროლის ზონაში ან განადგურდეს.
მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები🔗
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი კონტროლის ზონიდან მეორე კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების პორტალიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
4. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი პორტალს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
5. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 45 კალენდარული დღით.
6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
8. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
8. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
9. თუ საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
9. თუ საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება პორტალს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის (დანართი №VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პორტალში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №III–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების პორტალამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
12. ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა – არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 7. საქონლის გადაადგილება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში გადაადგილებისას) პორტალი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას.
2. კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”;
ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით;
გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა🔗
1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი №II-01) ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე პორტალიდან უკან დაბრუნებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა:
ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;
ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში და საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;
დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;
ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;
ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);
თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული პორტალის გავლით;
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ლ) ორ მომიჯნავე კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;
მ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/ საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.
2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ.
3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება🔗
1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის ეკონომიკური ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.
4. (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.
2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.
3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე.
4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში.
5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.
6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.
8. დასრულებული მოწმობა საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
მუხლი 12. კონტროლის ზონა🔗
1. კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.
2. კონტროლის ზონებია:
ა) პორტალი;
ბ) ტერმინალი;
ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
ბ1) გაფორმების ეკონომიკური ზონა;
გ) საწყობი;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;
ე) (ამოღებულია - 24.10.2011,№549);
ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);
ზ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა ამ სალიანდაგო ნაწილზე სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;
თ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
4. საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.
5. კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
6. კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.
7. საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა კონტროლის ზონაში გადატანამდე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი №II–01
დანართი №II–02
საქონლის დროებით შენახვა
მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები🔗
1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში, ტერმინალში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:
ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:
ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;
ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;
ა.ე) “ოქროს სიის” მონაწილე;
ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:
ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ა.ვ.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ა.ვ.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი;
ბ) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;
გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);
დ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა;
ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.
3. დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგების, მილსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის სალიკვიდაციოდ, პრევენციის ან სხვა მოულოდნელად წარმოქმნილი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი სამუშაოების წარმართვას, დეკლარანტს უფლება აქვს, დროებით შენახვისთვის განკუთვნილი საქონელი განათავსოს შენახვის სხვა ადგილზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი🔗
1. საქონლის დროებით შენახვისას, კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) №III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საწყობის მფლობელის მიერაც.
11 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
1 1 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.
2. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან.
3. (ამოღებულია - 22.03.2011, №163).
4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით.
7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.
8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 15. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვა🔗
1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საწყობის/სათავსოს მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.
2. აქტში აღინიშნება: საქონლის მიმღების იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები/იმპორტიორი, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.
3. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცედურასთან ერთად, იმავდროულად, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საწყობის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს გვაროვნული ნივთის შენახვის თავისებურებანი, ამ მიზნით, ერთ სათავსში განათავსოს და შესაბამისად შეურიოს მხოლოდ ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყნის, მხოლოდ ერთი და იმავე თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე ნავთობის დისტილატი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები🔗
1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა.
3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში დროებით შენახვისათვის მიღებისას საქონლის დანაკლისი არ აღემატება განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის საწყობში დროებით შენახვისათვის მიღებისას საქონლის დანაკლისი არ აღემატება განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო განაცხადში, მოწმობაში ან დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.
5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება.
7. საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების (რაც დასტურდება შესაბამისი ორიგინალი ხელშეკრულებით ან/და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;
ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;
გ) დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.
71. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
71. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე:
ა.ა) პორტალში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;
ა.ბ) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან მოწმობის ან დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან;
გ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი №III–01
დანართი №III–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქონლის გაფორმება
მუხლი 18. გაფორმების ადგილები🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა.ა) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ა.ა) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32;
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
ბ 1 ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისათვის“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:
გ.ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
გ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ) გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოსათვის:
დ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
დ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:
დ.ბ.ა) ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, №3;
დ.ბ.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
დ.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ) თელავის განყოფილებისათვის:
დ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
დ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.დ) ახალციხის განყოფილებისათვის:
დ.დ.ა) პორტალი „ვალეს“ ტერიტორია;
დ.დ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:
დ.ე.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
დ.ე.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:
დ.ვ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36;
დ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
3. პორტალში გაფორმებას ექვემდებარება:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე (გარდა პორტალებისა „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი და მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) პირის მიერ საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა და 20 ლიტრი ბენზინის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
6. „ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება);
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ე) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5.
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება პორტალში.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
9. სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №321 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №427 - ვებგვერდი, 08.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №565 - ვებგვერდი, 09.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 მარტის ბრძანება №86 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.
მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე🔗
1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:
ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პორტალში, საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას;
გ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება პორტალიდან;
დ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა;
ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა🔗
1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.
8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 21. საქონლის დეკლარირება🔗
1. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
2. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენად.
3. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ა“, ,,დ.ბ“, ,,დ.გ“, ,,დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ” და ,,დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
დ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას.
4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 22. სატარიფო ღირებულება🔗
1. საქონლის დეკლარირებისას დეკლარანტი საქონლის სატარიფო ღირებულებას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის საფუძველზე, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.
4. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების სატარიფო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.
5. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
მუხლი 23. სასაქონლო დეკლარაციის შევსება🔗
1. სასაქონლო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
2. პირს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;
ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA”-ში.
3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს (გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შეავსოს დეკლარაცია, თუ:
ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება ASYCUDA-ში;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საგადასახადო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით.
4. წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია ან/და მონაწილეობა მიიღოს რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.
5. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით დადგენილი პირობა არ ვრცელდება, როდესაც:
ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირებისას;
ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 24. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები🔗
1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №IV-01-ის შესაბამისად.
2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);
ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (გადასახდელების გადახდის გადავადების შემთხვევის გარდა);
დ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში – გაანგარიშება „საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტისას საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე გადასახდელი დღგ-ის შესახებ” და ამავე გაანგარიშებით კუთვნილი დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;
ე) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;
ვ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;
ზ) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:
ზ.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;
ზ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;
თ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი №IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;
ი) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი №IV-03-ის შესაბამისად;
კ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-01
სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
დოკუმენტის დასახელება
იმპორტი
საწყობი
რეექს პორტი
დროებითი შემოტანა
ექსპორტი
ტრანზი ტი
შიდა გადამუ შავება
გარე გადამუ შავება
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი:
ა) ხელშეკრულება ან
ბ) ანგარიშ-ფაქტურა ან
გ) სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი
შენიშვნა: საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის არარსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, დეკლარაციას უნდა დაერთოს საქონლის დათვალიერების აქტი/ექსპერტის დასკვნა.
*
*
*
*
*
*
*
*
სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული;
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
*
*
*
*
*
*
*
*
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
დოკუმენტის დასახელება
იმპორტი
საწყობი
რეექს პორტი
დროებითი შემოტანა
ექსპორტი
ტრან ზიტი
შიდა გადამუ შავება
გარე გადამუ შავება
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია
*
*
*
*
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
*
*
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა
*
*
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა
*
*
*
*
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა
*
*
*
*
*
იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
*
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.)
*
*
*
საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
*
*
*
*
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
*
*
*
*
*
*
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა
*
*
*
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა
*
*
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა
*
*
დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)
*
სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტანა გატანის ნებართვა.
*
*
*
*
*
*
*
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
*
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.
*
*
*
*
შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
*
*
*
იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი
*
*
ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი
*
*
*
*
სავალდე ბულო არ არის
*
*
სავალდე ბულო არ არის
ვეტერინარული სერტიფიკატი
*
*
*
*
სავალდე ბულო არ არის
*
*
სავალდე ბულო არ არის
სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა
*
*
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №IV-03
საგადასახადო შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
დოკუმენტის დასახელება
იმპორტი
საწყობი
რეექსპორ ტი
დროებითი შემოტანა
ექსპორტი
ტრან ზიტი
შიდა გადამუ შავება
გარე გადამუ შავება
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ
*
შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ
*
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
*
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი
*
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
გარანტია
მუხლი 25. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები🔗
1. გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;
დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ზ) (ამოღებულია - 16.11.2011 №583);
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას.
2. გარანტია არ წარედგინება:
ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ბ) გემის ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევებში, როცა:
გ.ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ.გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
გ.დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას;
გ.ე) საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირებისას წარმომადგენლობა ხორციელდება საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) საქონლის გადაადგილებისას:
ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.
4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
6. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა;
ბ.ბ) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;
ბ.გ) ორი ან მეტი საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.
7. გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი V–01);
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი (დანართი V–02);
გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;
დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი V–03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.
8. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.
9. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 26. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა🔗
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და სატარიფო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
ე) ერთი პირის საწყობის (საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – 50 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ზ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად – 50 000 ლარს;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – 5 000 ლარს.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა:
ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას ან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის `დ.ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ნებართვის მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – არ უნდა იყოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების ვადის დარჩენილ ნაწილზე ნაკლები;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.
4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 27. გარანტიის გაუქმება ან შესრულება🔗
1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.
3. დადგენილ ვადაში გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხისა და ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;
დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
ე) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისას – ASYCUDA-ში პირის დაშვების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმოშობილი/წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ზ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას წარდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიაზე – სანქციის მოქმედების ვადის გასვლა ან სანქციისაგან გათავისუფლება.
5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.
6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დანართი V–01
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
საბანკო გარანტია
BANK GUARANTEE
№ ----------- -----” ----------------- 20-- წ.
გარანტის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
GUARANTOR:
პრინციპალის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი ------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
PRINCIPAL, THE IDENTIFICATION CODE
ბენეფიციარი: ---------------------------------------
BENEFICIARY:
გარანტიის ობიექტი: -------------------------------------------
OBJECT OF GUARANTEE:
გარანტორის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
GUARANTOR`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და
გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს
გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გარანტიის თანხა: -------------------------------------------------------
GUARANTEE AMOUNT:
გარანტიის მოქმედების ტერიტორია: -------------------------------------------------------
TERRITORY OF GUARANTEE
VALIDITY:
გარანტიის მოქმედების პერიოდი: -----------------------------------------------------
PERIOD OF GUARANTEE VALIDITY:
ხელმოწერა
გარანტი: Signed
GUARANTOR: ------------------------------------------
ბ.ა.
დანართი V–02
ვალდებულების შესრულების გარანტია
GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE
№ ----------- „-----” ----------------- 20-- წ.
მზღვეველის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: --------------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
INSURER:
დამზღვევის სრული დასახელება
და იურიდიული მისამართი: ---------------------------------------------
FULL NAME AND ADDRESS OF THE
POLICYHOLDER:
დაზღვეული (მოსარგებლე): --------------------------------------------
INSURED (BENEFICIARY):
დაზღვევის ობიექტი: ------------------------------------------------
OBJECT OF INSURANCE:
მზღვეველის ვალდებულება: საქართველოს კანონმდებლობის
INSURER`S OBLIGATION: შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად
ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების
უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)
ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით
გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის
საფუძველზე.
სადაზღვევო თანხა: ---------------------------------------------------------
INSURANCE AMOUNT:
დაზღვევის ტერიტორია: ---------------------------------------------------------
TERRITORY OF INSURANCE:
გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა: ---------------------------------------
PREMIUM:
დაზღვევის პერიოდი: ---------------------------------------------------------
PERIOD OF INSURANCE:
მზღვეველი/Insurer
დამზღვევი/Policyholder
დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები
I have read and agreed to the insurance condition
------------------------------------
-----------------------------------------
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
ხელმოწერა/Signature ბ.ა/Seal
დანართი V–03
საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება
„-----” -------------------------- 20-- წ.
თავდების სრული დასახელება
ან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------
თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------
საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------
ძირითადი მოვალე
(გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------
თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე
მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანო ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის
გადამხდელი 20 წლის ----- ------------------ -მდე
არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს
საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის დამადასტურებელ საბუთს.
თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------
თავდების ხელმოწერა ------------------------------
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა --------------------------------------------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
სასაქონლო დეკლარაცია
მუხლი 28. სასაქონლო დეკლარაცია🔗
1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) გამოყენებით.
2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება:
ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XIV თავის დებულებები;
ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;
გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით.
3. დეკლარირებული საქონლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.
4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;
დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
6. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;
ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 29. დეკლარაციის შევსება და წარდგენა🔗
1. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საგადასახადო ორგანო:
ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის პორტალს დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იგივე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი.
5. დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
6. სასაქონლო პარტიის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დეკლარაცია.
8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის
9. თუ დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:
ა) ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);
გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–05), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.
10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VI–03) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
101 . თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
10 1 . თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე თხოვნით მიმართავს გაფორმების ეკონომიკურ ზონას დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.
11. დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად.
12. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 30. ტრანზიტის დეკლარირება🔗
ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სასაქონლო დეკლარაციის (დანართი №VI–01) წარდგენით ხდება მხოლოდ:
ა) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) დეკლარირება;
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
მუხლი 31. დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება🔗
1. დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება:
ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირების ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის იმპორტისას;
ბ) საგანგებო სიტუაციებში ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;
გ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;
დ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;
ე) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.
2. აქციზურ საქონელზე დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება მხოლოდ თავისუფალ ზონაში ადგილზე მოხმარებისათვის გამოყენებისათვის საქონლის შეტანისას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 32. დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება🔗
1. საქონლის გაშვებამდე დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით:
ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/ საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;
ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;
გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება;
დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;
ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ;
ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვისას ან საგადასახადო სამართალდარღვევისას საქონლის ჩამორთმევის შემთხვევაში;
თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;
ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია;
ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
2. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:
ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.
3. საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);
ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
დანართი №VI–01
დანართი №VI–02
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
დანართი №VI–03
გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
დოკუმენტის დასახელება
დოკუმენტის №
ფურცლების რაოდენობა
შენიშვნა
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
ხელშეკრულება
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)
სატრანსპორტო ზედნადები (CMR)
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
კონოსამენტი
მანიფესტი
შეფუთვის ფურცელი
TIR-წიგნაკის ფურცელი
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
საბანკო გარანტია
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე
წინასწარი გადაწყვეტილება
ექსპერტიზის დასკვნა
სხვა დოკუმენტები:
ფურცლების რაოდენობა სულ –
1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------
3. გეზ-ის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო 20 წელი -----სთ. -----წთ.
4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–04
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
დოკუმენტის დასახელება
დოკუმენტის №
ფურცლების რაოდენობა
შენიშვნა
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა
ხელშეკრულება
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი)
სატრანსპორტო ზედნადები (CMR)
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
კონოსამენტი
მანიფესტი
შეფუთვის ფურცელი
TIR-წიგნაკის ფურცელი
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
საბანკო გარანტია
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე
წინასწარი გადაწყვეტილება
ექსპერტიზის დასკვნა
სხვა დოკუმენტები:
ფურცლების რაოდენობა სულ –
დოკუმენტების წარმომდგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VI–05
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
№
გამგზავნი
მიმღები
ტვირთის დასახელება
ვაგონის №
სარკინიგზო ზედნადების №
წონა
(ნეტო/ ბრუტო)
ტარა
კონტეინერის №
ადგილების რაოდენობა
გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება)
ლუქის ნომრები
1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირადი ნომერი -----------------------
3. მისამართი --------------------------------
4. ტელეფონი ---------------------------
5. ხელმოწერა ---------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 321 . დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ🔗
მუხლი 32 1 . დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ🔗
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;
გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია, ან თუ საქონელს არ დაუტოვებია საწყობის ტერიტორია და დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს (რაც დასტურდება საწყობის მიერ წარდგენილი ინფორმაციით) ან როდესაც საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, ან თუ დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა დეკლარაციაში;
დ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან:
ბ.ა) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;
ბ.ბ) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა,ან/და გადასახდელების ოდენობა, დამატებით გადასახდელი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.
გ) (ამოღებულია - 21.02.2012, №58).
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია
მუხლი 33. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია (დანართი №VII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია (დანართი №VII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას.
2. (ამოღებულია - 22.03.2011, №163)
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ 3 -ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 34. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – პორტალის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. ამ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.
6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის შესაბამისად.
7. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
9. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
11. დასრულებული დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 35. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსება🔗
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს:
ა) იმპორტის და საწყობის დროს – პირველი–მე-11 და Rგრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;
ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;
გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;
დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება.
2. დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:
ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;
ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;
გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:
გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;
გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;
დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;
ვ) გრაფა 12. „დანიშნულების პორტალი და ვადა” – ივსება ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში;
ზ) გრაფა R. „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:
ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – ,,/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
ზ.ბ) საწყობის – „74”;
ზ.გ) ექსპორტის – „10”;
ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ ,,–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);
ზ.ე) დროებითი შემოტანის – ,,34“.
3. D გრაფაში პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.
4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:
კოდი
დასახელება
006
საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება)
007
საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)
008
საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება)
014
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება)
024
ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ- ისგან გათავისუფლება)
031
უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ- ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება)
057
იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)
333
საქონლის დაბრუნება
550
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი
605
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
დანართი № VII–01
გამარტივებული დეკლარაცია
მუხლი 36. გამარტივებული დეკლარაციის გამოყენება🔗
1. გამარტივებული დეკლარაციით (დანართი №VIII–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);
დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;
ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი;
ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;
თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან ზეპირი დეკლარირებით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში);
ი) საფოსტო გზავნილით გასატანი ან შემოსატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია ექსპორტის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
ნ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.
2. გამარტივებული დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა:
ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;
ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8716 სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან პორტალ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა.
3. გამარტივებული დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
6. გამარტივებული დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.
7. გამარტივებულ დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
9. გამარტივებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
10. გამარტივებული დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში –ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 37. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საფოსტო გზავნილები საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
2. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.
3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
31. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
31. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
5. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ დეკლარაციასთან ერთად.
7. გადამზიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);
გ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;
დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
8. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.
9. საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლური სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე (აქციზური მარკებით ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო.
10. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკებით ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №VIII–01
დანართი №VIII 1–01
დანართი №VIII 1–01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
მუხლი 371. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის გამოყენება🔗
მუხლი 371. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის გამოყენება🔗
1. სპეციალური სატვირთო დეკლარაციით (დანართი №VIII1–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
1. სპეციალური სატვირთო დეკლარაციით (დანართი №VIII1–01) შესაძლებელია გაფორმდეს:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ან საავტომობილო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
2. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია არ გამოიყენება:
ა) აქციზურ საქონელზე, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთისა;
ბ) სეს ესნ-ის 86, 87, 88, 89 და 93 სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა ავტონაწილებისა;
გ) საქონელზე, რომელიც შემოტანილია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
დ) საქონელზე, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.
3. ერთი სპეციალური სატვირთო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით, ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია 10-ზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.
5. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-6 და მე-7 გრაფები.
6. სპეციალურ სატვირთო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი.
7. სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და ელექტრონულადვე მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ელექტრონულად უნდა იქნეს წარდგენილი ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
9. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსების დასრულებისას, დეკლარაციის შემვსები არეგისტრირებს დეკლარაციის შევსების ფაქტს სისტემაში და დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება რეგისტრაციის C ნომერი, რის შემდეგაც, დეკლარირებული საქონლის მონაცემების სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:
ა) „მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
ბ) „ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში დოკუმენტების უტყუარობისა და გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების პირობით;
გ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად სპეციალური სატვირთო დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, შესაძლებელია მიიღოს:
ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
ბ) გეზ-ის უფროსმა/უფროსის მოადგილემ;
გ) გეზ-ის სამმართველოს უფროსმა/განყოფილების უფროსმა;
დ) შემოსავლების სამსახურის/გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.
11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.
12. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.
13. დასრულებული (A ნომრიანი, შტრიხკოდიანი და დეკლარანტის მიერ ხელმოწერილი) დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დეკლარანტს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი, დოკუმენტებთან ერთად, არა უგვიანეს საქონლის გაშვებიდან მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, დადგენილი წესით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 372. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსება🔗
მუხლი 372. სპეციალური სატვირთო დეკლარაციის შევსება🔗
სპეციალური სატვირთო დეკლარაცია ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ხოლო მუქი ფერით მონიშნული უჯრები არ ივსება, ამასთან:
ა) მე-5 გრაფაში მიეთითება დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის შესაბამისად, აგრეთვე მიეთითება აღრიცხვის მოწმობის ნომერი ან/და ავიაზედნადების ნომერი;
ბ) მე-6 გრაფის სვეტებში მიეთითება საქონლის აღწერილობა, კერძოდ:
ბ.ა) 6.1 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის დასახელება, ხოლო ამავე სვეტის ბოლო (ქვედა) უჯრაში – ამ დეკლარაციით გაცხადებული საქონლის სახეობათა რაოდენობა;
ბ.ბ.) 6.2 სვეტის უჯრებში მიეთითება საქონლის რაოდენობა სეს ესნ-ის დამატებითი ზომის ერთეულების შესაბამისად;
ბ.გ) 6.3 სვეტის უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია სეს ესნ-ის შესაბამისად, ხოლო იმპორტის გადასახადის დარიცხვის ან გადასახადებისაგან გათავისუფლების, აქციზური საქონლის ან სატარიფო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის შემთხვევაში – საქონლის თერთმეტნიშნა კოდი;
გ) მე-7 გრაფაში მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულება და გადასახდელები, კერძოდ, გრაფის:
გ.ა) 7.1 სვეტის – „საქონლის ღირებულება“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის ფაქტურული ღირებულება;
გ.ბ) 7.4 სვეტის – „კორექ. კოეფიციენტი“ – უჯრებში მიეთითება შესაბამისი საქონლის სატარიფო ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი;
გ.გ) 7.5 სვეტის – „შესამცირებელი თანხა“ – უჯრები ივსება კანონმდებლობით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების შემცირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის სატარიფო ღირებულების შესამცირებელი თანხის ოდენობა.
გ.დ) 7.7 სვეტის – „შეღავათები“ – შესაბამის უჯრაში მიეთითება:
გ.დ.ა) ციფრი „1“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება;
გ.დ.ბ) ციფრი „2“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება დღგ-ისაგან გათავისუფლება;
გ.დ.გ) ციფრი „3“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისაგან განთავისუფლება;
გ.დ.დ) ციფრი „7“ იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული საქონლის მიმართ გამოიყენება აქციზისაგან განთავისუფლება;
დ) მე-8 გრაფაში დეკლარანტი (იმპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს მატერიალური ან ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
ე) მე-9 გრაფა ივსება გადასახადის სახეების მიხედვით, საბიუჯეტო შემოსულობათა შესაბამისი სახაზინო კოდების მითითებით;
ვ) მე-10 გრაფა – ივსება საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში, ამასთან, თუ გასაფორმებლად წარდგენილია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, აღნიშნული გრაფის დასახელების გასწვრივ არსებულ უჯრაში მიეთითება ციფრი „1“;
ზ) მე-11 გრაფაში აღინიშნება:
ზ.ა) შეფასების A ნომერი და მისი მინიჭების თარიღი (შეფასების ნომერთან ერთად, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი, რაც ნიშნავს საქონლის გაშვებას), კერძოდ:
ზ.ა.ა) დეკლარაციისათვის მწვანე ან ლურჯი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება A ნომერი;
ზ.ა.ბ) დეკლარაციისათვის წითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას A ნომერი ენიჭება გაფორმების ორგანოს მიერ დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით;
ზ.ბ) მომსახურების საფასურის თანხა;
ზ.გ) იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ზღვრული ვადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
ფიზიკური პირის დეკლარაცია
მუხლი 38. ფიზიკური პირის დეკლარაციის გამოყენება🔗
1. ფიზიკური პირის დეკლარაცია (დანართი №IX–01) ივსება პორტალში, ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ბარგით ხელბარგით გადაადგილებისას.
2. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის მიერ, სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.
3. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს, მეორე – უბრუნდება ფიზიკურ პირს.
4. №IX–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;
ბ)15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონელის გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;
გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 381 . ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია🔗
მუხლი 38 1 . ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით (დანართი №IX–03).
2. ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია ივსება პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.
3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო პორტალის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ,,ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.
5. დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
დანართი №IX–01
ფიზიკური პირის დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № ..................................
6. დაბადების თარიღი .................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
ლ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი
დიახ არა
2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
№
საქონლის დასახელება
რაოდენობა (კგ., ცალი)
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. პორტალის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, პორტალის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. პორტალის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან
ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სასაქონლო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №IX–02
დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა
№
საქონლის დასახელება
რაოდენობა (ზომის ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით)
„.......” .............................. 20..... წელი
დეკლარანტის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა........................ ბ.ა.
დანართი №IX–03
ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია
№
მე, --------------------------------- -----------------------------------
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––
ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:
– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.
ხელს ვაწერ -------------------
დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი
დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.
იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------
დღგ: ---------------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: ------------------------------- “ .
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
იმპორტი
მუხლი 39. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება🔗
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.
2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) ფიზიკური პირის მიერ პორტალში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
4. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
6. საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შევსებული სასაქონლო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, შესაძლებელია, პორტალის მიერ განხორციელდეს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავება და საქონლის გაშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
მუხლი 40. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით🔗
1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ”, „გ”, „პ” ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „დ”, „თ”, „ი”, „კ” ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე”, და „ვ” ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა”, „ბ”, „გ”, „ვ”, „ზ” და „თ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;
ბ) სხვა შემთხვევებში:
ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ქონების იმპორტის დროს – დიპლომატიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;
ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
ბ.ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 41. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე სახელმწიფო ზედამხედველობის დასრულება🔗
1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:
ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.
4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.
5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ.
ექსპორტი
მუხლი 42. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება🔗
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
მუხლი 43. ექსპორტის დეკლარირება🔗
1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ან:
ა) პორტალში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა); ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები პორტალს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად;
ბ) პორტალში წერილობითი (გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;
გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას.
გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით, უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს.
3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა) ექსპორტის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 44. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით🔗
1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ბ) გარე გადამუშავება;
გ) თავისუფალი ზონა.
2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება პორტალის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.
3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით პორტალში დეკლარირებისას სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.
4. სასაქონლო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან პორტალში წარდგენისას.
5. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება პორტალში, პორტალი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
6. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
7. როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
ტრანზიტი
მუხლი 45. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია🔗
1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. გამგზავნი საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (პორტალი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.
მუხლი 46. ტრანზიტის დეკლარირება🔗
1. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:
ა) TIR-წიგნაკი;
ბ) TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში – საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);
გ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
3. საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) გამგზავნ პორტალში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება დანიშნულების პორტალში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში).
4. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.
5. ტრანზიტის სასაქონლო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:
ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);
გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის მეშვეობით.
6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (როცა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო დეკლარაციით) სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.
მუხლი 47. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება🔗
1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702 ან 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.
2. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საწყობში, საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით ან დროებით შენახვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების პორტალის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 48. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება🔗
1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების პორტალს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია);
გ) საქონლის განთავსება საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;
დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;
ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა სასაქონლო დეკლარაციის ნაცვლად;
ვ) ამ ინსტრუქციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის სახელმწიფო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება პორტალში, საიდანაც ხდება საქონლის ეკონომიკური საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
საწყობი
მუხლი 49. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით;
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები – ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენით.
2. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საწყობის სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;
ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
მუხლი 50. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საწყობსა და ტერმინალში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) როცა არ არსებობს საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;
გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ:
ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;
ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.
ე.ბ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ, ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ) საქონელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 27.07.2011 წ.
მუხლი 51. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება.
2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია:
ა) გასუფთავება;
ბ) განიავება;
გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);
დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);
ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;
ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;
ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;
თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;
ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.
3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია:
ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;
ბ) პარტიის დანაწილება;
გ) გზავნილების ფორმირება;
დ) დახარისხება;
ე) შეფუთვა;
ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);
ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;
თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;
ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;
კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საწყობში;
ლ) ტესტირება (გამოცდა);
მ) საქონლის დემონსტრირება კონტროლის ზონაში;
ნ) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები;
მ1) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
მ1) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.
41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.
5. საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 10 თებერვლის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.
მუხლი 52. საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა🔗
1. საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესახებ ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო დეკლარაციაში.
2. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
4. (ამოღებულია - 24.10.2011, №549).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 53. საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:
ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში;
ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
ბ1 ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
ბ 1 ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
გ) სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;
დ) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
დ.ა) საქართველოს საქონლის საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;
დ.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 54. საწყობიდან საქონლის გატანა🔗
1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
11. საწყობიდან საქონლის გატანისას, საწყობი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დანაკლისის ოდენობის შესახებ, თუ დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს.
11. საწყობიდან საქონლის გატანისას, საწყობი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის დანაკლისის ოდენობის შესახებ, თუ დანაკლისი არ აღემატება საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანის შემთხვევაში – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.
5. საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 55. საქონლის შენახვა ტერმინალში🔗
1. ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს:
ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი;
ბ) კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;
ვ) პორტალის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
ზ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე;
თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;
კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.
2. მგზავრის მომართვის საფუძველზე ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით.
3. ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით;
ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
თავისუფალი ზონა
მუხლი 56. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია🔗
1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
ბ) საქართველოს სხვა ეკონომიკური ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
დ) საქართველოს საქონელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.
მუხლი 57. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა🔗
1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;
დ) აქციზური საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია აქციზური საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
მუხლი 58. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;
გ) მოწმობის გაცემა/დახურვა;
დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო დეკლარაცია, საქონლის გაშვება ხორციელდება მოწმობით.
3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით.
5 . თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის პორტალში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან
ბ) სასაქონლო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.
მუხლი 59. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა🔗
1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.
2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა ეკონომიკურ ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 60. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 61. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 62. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
რეექსპორტი
მუხლი 63. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი პორტალშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;
ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას;
დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;
ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც:
ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის სასაქონლო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლის წარდგენა შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენის მოთხოვნით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი შენახვა საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან მის გატანამდე.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 64. რეექსპორტის დეკლარირება🔗
1. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, სასაქონლო დეკლარაციად ითვლება პორტალში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მოწმობა.
2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
21. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
21. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.
22 . როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
2 2 . როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით.
4. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
4. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 65. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება🔗
1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით;
ბ) 74-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობით;
გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების პორტალის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.
2. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ პორტალს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.
5. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
6. (ამოღებულია - 13.10.2011, №535).
7. იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
8. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
შიდა გადამუშავება
მუხლი 66. ტერმინთა განმარტება🔗
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში;
ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;
დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;
ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.
მუხლი 67. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია🔗
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობებთან ერთად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:
ა) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:
ა.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);
ა.ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის, მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;
ა.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;
ა.დ) მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;
ა.ე) მისაღებ გადამუშავებულ საქონელში შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;
ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა გემის შიდა გადამუშავების შემთხვევისა).
3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 22 მარტის ბრძანება №163 - ვებგვერდი, 24.03.2011წ.
მუხლი 68. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში🔗
1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:
ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;
ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;
გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;
დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;
ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;
ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.
3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით.
მუხლი 69. გამოსავლიანობის ნორმის განსაზღვრა🔗
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის, დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და, საჭიროებისამებრ, მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
მუხლი 70. საქონლის გადამუშავების ვადები🔗
1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.
3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავებული საქონელი/ნაშთი/ნარჩენები უნდა მოექცეს შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის ქვეშ.
6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.
8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო დეკლარაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
გარე გადამუშავება
მუხლი 71. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია🔗
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.
2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით.
3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება.
4. კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.
5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო დეკლარაცია წარედგინება კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა.
6. კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;
ბ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის პორტალის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;
გ) სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.
7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან პორტალამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
მუხლი 72. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები🔗
1 . გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:
ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას;
ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ.
3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
მუხლი 73. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით🔗
დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:
ა) შიდა გადამუშავება;
ბ) (ამოღებულია - 24.10.2011, №549);
გ) თავისუფალი ზონა;
გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №549 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.
დროებითი შემოტანა
მუხლი 74. დროებითი შემოტანის დეკლარირება🔗
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, ან:
ბ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:
ბ.ა) ფიზიკური პირის დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის პორტალში დეკლარირებისას;
ბ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.
მუხლი 75. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი🔗
დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;
ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);
გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;
ვ) სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);
ზ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ნარჩენების განთავსების ოპერაციათა „ა” ჯგუფი);
თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;
ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);
კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;
ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;
მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;
ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;
ო) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;
პ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 76. დროებითი შემოტანის ვადები🔗
1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული ვადის ფარგლებში.
2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას.
4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.
6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.
7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.
მუხლი 77. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი🔗
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი:
ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:
ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);
ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;
ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);
ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);
ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;
ა.ვ) ძოვება;
ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;
ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);
ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:
ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;
ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);
გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:
გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);
გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;
გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;
გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;
გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;
დ) სხვა მოწყობილობები:
დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;
დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;
დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;
დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;
დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;
დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;
დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;
დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;
დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);
დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;
ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):
ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;
ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;
ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;
ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;
ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო- და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;
ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;
ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;
ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;
ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;
ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;
ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;
ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ზ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;
თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
თ.გ) ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;
კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;
ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;
მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:
მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);
მ.ბ) ქვესადგამი;
მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);
მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);
მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);
მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;
მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;
მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;
მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;
მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;
მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის;
მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;
ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:
ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;
ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;
ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;
ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;
ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;
ნ.ვ) ერთი რადიომიმღები;
ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;
ნ.თ) ერთი ტელევიზორი;
ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;
ნ.კ) ერთი კალკულატორი;
ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);
ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);
ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;
ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა);
ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა;
ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.
2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ღონისძიება:
ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა;
ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;
ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა;
ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;
ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებება, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;
გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიულ დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე;
დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.
3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №415 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №585 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
მუხლი 78. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი🔗
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი №XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;
გ) თანხის გადახდის ვადებს.
2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის სასაქონლო დეკლარაციას.
3. სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს.
4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) 76-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 79-ე მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 79. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება🔗
1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი პორტალის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.
2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის დეკლარაცია/სასაქონლო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
დანართი №XX–01
დროებითი შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის
გ ა ნ რ ი გ ი
1. საგადასახადო ორგანო -----------------------------------------------------------------------------
(დასახელება)
2. დეკლარანტი (გადასახადის გადამხდელი) -----------------------------------------------------
(დასახელება)
3. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------------------------------------
4. დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცევის დღე (თარიღი) --------------------------------
5. დროებითი შემოტანის ვადა -----------------------------------------------------------------------
6. საქონლის იმპორტში გაშვების შემთხვევაში გადასახდელი გადასახადები:
იმპორტის გადასახადი
დღგ
სულ
თანხა, ლარი
6. გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი:
გადახდის თარიღი
გადასახადის სახეობა და სახაზინო კოდი
სულ
იმპორტის გადასახადი
- – - – -
(სახაზინო კოდი)
დღგ
- – - – - –
(სახაზინო კოდი)
დეკლარანტი -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
უფლებამოსილი პირი -------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
შენიშვნა: გადახდის თარიღის გრაფაში იწერება საგადასახადო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო თვის (თვეების) არა უგვიანეს 15 რიცხვი.
„ოქროს სია”
მუხლი 80. „ოქროს სიის” მონაწილე🔗
1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება.
2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:
ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;
დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;
ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;
ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 აპრილის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.04.2011წ.
მუხლი 81. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები🔗
1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა არ არის გათვალისწინებული, “ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია:
ა) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან წინა ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება;
ა.ბ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი სასაქონლო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;
ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ კანდიდატის შერჩევის ან კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის კალენდარული თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით (როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს) და 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);
ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:
ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);
ზ) საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 82. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება🔗
1. შემოსავლების სამსახური პერიოდულად ახორციელებს „ოქროს სიის” კანდიდატთა შერჩევას სამსახურში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 81-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
11 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის სატარიფო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში.
1 1 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს 81-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის სატარიფო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის (უწყვეტი 12 კალენდარული თვის) განმავლობაში.
2. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.
3. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.
4. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 83. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება🔗
1. სტატუსის მინიჭებიდან 3 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური ახორციელებს „ოქროს სიის” მონაწილის საგადასახადო დავალიანების არსებობის გადამოწმებას და დავალიანების არსებობის შემთხვევაში, უგზავნის მას საგადასახადო მოთხოვნას.
2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
2. შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება სტატუსის მინიჭების მომენტიდან.
3. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ 81-ე მუხლით ან 82-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობის ან/და საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ან/და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილება წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის დაუყოვნებლივ გაუქმების საფუძველს.
4. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის” მონაწილის დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი და პორტალში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო დეკლარაცია, ან საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 84. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წარდგენა🔗
1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო დეკლარაცია:
ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანამდე ან საქონლის პორტალში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 85-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
ბ) საქონლის პორტალში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 86-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;
გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით.
2. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
3. იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 85. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას🔗
1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას პორტალში ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ პორტალში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი.
მუხლი 86. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას🔗
1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანისას, პორტალში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. პორტალის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.
3. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.
4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.
5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 87. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას🔗
1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება პორტალიდან, პორტალი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არხორციელდება პორტალიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.
მუხლი 88. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება🔗
იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე 86-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:
ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში;
ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).
მუხლი 89. გამარტივებული პროცედურები იმ პირთათვის, რომლებიც ავტომატურად იძენენ „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს🔗
1. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსს ავტომატურად (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე), მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობისათვის, იძენს:
ა) პირი – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
ბ) პირი საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (საქონელთა ჯგუფის) იმპორტისას, რომლის დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით;
გ) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული დეკლარაციით (ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის გარდა) გაფორმებისას;
დ) პირი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, როდესაც საქონლის გაფორმება პორტალში არ ხორციელდება (ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
ე) პირი საქონლის იმპორტში მოქცევის მიზნით საქონლის წინასწარი დეკლარირებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილ უნდა იქნეს დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მარტის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №302 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 08.06.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 12.07.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №539 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი
მუხლი 90. ზოგადი დებულებები🔗
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს;
ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;
დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;
ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;
ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან;
ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს;
თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს;
კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მუხლი 91. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი🔗
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.
2. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას.
3. პირები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას.
4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.
5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციიის საშუალებების დაურღვევლობას.
6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი №XXII–01).
7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება.
8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას.
მუხლი 92. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება🔗
1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით.
2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.
3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, დეკლარაციაში გაცხადება.
4. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 93-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5. თუ დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 93. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი🔗
1. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:
ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე;
ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;
გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად;
დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს;
ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;
ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 92-ე მუხლის შესაბამისად;
თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 92-ე მუხლის შესაბამისად.
3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში.
მუხლი 94. იმპორტის გადასახდელების გადახდა🔗
1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 93-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასაქონლო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
დანართი №XXII–01
აქტი
საქონლის ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალ ობიექტზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადების/მოხსნის და მონაცემების აღების შესახებ
--------- ----------------------- 200 წ.
(რიცხვი, თვე, წელი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღები/გამგზავნი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)
მონაწილეობით შევადგინეთ ეს აქტი მასზე, რომ ------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება, განხორციელებული ქმედება
№
ობიექტის დასახელება
მრიცხველის ტიპი
მრიცხველის ნომერი
ლუქის ანაბეჭდის ნომერი
ლუქების რაოდენობა
მრიცხველის ჩვენება
№
მრიცხველის №
მრიცხველის ჩვენება, შესაბამის ზომის ერთეულში
შენიშვნა
ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო საშუალებები იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი,თანამდებობა, ხელმოწერა, პ/ნ ბეჭედი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ობიექტზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ხელმოწერა)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის მიმღების წარმომადგენლის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან, ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 95. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 96. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას🔗
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. დეკლარანტი ვალდებულია, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად.
4. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 22.02.2012წ.
მუხლი 97. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 98. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
მუხლი 99. (ამოღებულია)🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–01
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–02
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი №XXIII–03
(ამოღბულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
დანართი № XXIII–04
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №535 - ვებგვერდი, 17.10.2011 წ.
საქონლის განკარგვა
მუხლი 100. საქონლის განკარგვის ღონისძიებები🔗
1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია;
ბ) საქონლის განადგურება;
გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.
3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.
4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
6. შესაძლებელია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული სასაქონლო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 101. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით🔗
1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს.
2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 103-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი №XXIV-02-ის შესაბამისად.
3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.
4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 102. საქონლის განადგურება🔗
1. საქონლის განადგურება არის სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.
2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:
ა) კულტურული ფასეულობები;
ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოტიის შეჩერების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა).
4. (ამოღებულია - 09.12.2011, №605)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1021. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე🔗
მუხლი 1021. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე🔗
1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 1022. განადგურების ღონისძიების პროცედურები🔗
მუხლი 1022. განადგურების ღონისძიების პროცედურები🔗
1. საქონლის განადგურების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–01).
3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 103. მგზავრის მიერ ბარგითა და ხელბარგით გადაადგილებული საქონლის განადგურება🔗
1. მგზავრის მიერ კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და ნებართვას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა ან/და ვერ ხერხდება საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:
ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.
3. საქონლის განადგურება ხორციელდება პორტალის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.
4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს” (დანართი №XXIV–01) 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
5. განადგურების ოქმის შევსებისას, განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
მუხლი 104. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი🔗
1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება.
2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
დანართი №XXIV–01
საქონლის განადგურების ოქმი №
ა) საქონლის დასახელება და რაოდენობა
ბ) ნარჩენებისა და ჯართის დასახელება და რაოდენობა
გ) განადგურების ხერხი -----------------------------
დ) განადგურების ადგილი და თარიღი
----------------------------------------------
ე) ზოგადი დეკლარირების ან სხვა დოკუმენტების რეკვიზიტები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ვ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
თანამშრომელი --------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
ზ) დეკლარანტი ------------------------------
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
დანართი №XXIV–02
განცხადება
სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის
განადგურების შესახებ
1
(დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ტელეფონი/ელ.ფოსტა,იურიდიული მისამართი)
2
(საქონლის დასახელება და რაოდენობა ციფრებით და სიტყვიერად)
3
(საქონლის განთავსების ადგილი)
საქონლის განადგურება ხორციელდება:
4
(საქონლის განადგურების ხერხი)
5
(საქონლის განადგურების ადგილი)
საქონლის განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენები:
6
(დასახელება)
7
(შემდგომი გამოყენების განზრახვა)
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქონლის განადგურების შესახებ
8
(დეკლარანტი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: დეკლარანტს უფლება აქვს, განცხადებას დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №605 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №993, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167805-21/