საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.690
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1754
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომლის დროსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან ჩათვლით, თუ ასეთი გათავისუფლება, დაბრუნება ან ჩათვლა გათვალისწინებულია იმ საბაჟო რეჟიმის მოქმედების დასრულებისას, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეექსპორტის განხორციელებამდე.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი და ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომლის მიმართაც დასრულებულია საბაჟო რეჟიმის მოქმედება.
3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი.
4. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი, ვალდებულია, სასაზღვრო საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენის შემდეგ, დადგენილ ვადაში, მოახდინოს მისი ზოგადი დეკლარირება და განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები.
5. აკრძალულია იმ საქონლის რეექსპორტი, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
9. მე-8 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 2. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
დ) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ე) წარმოშობის სერტიფიკატი;
ვ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ი.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების რეექსპორტის ნებართვა;
ი.ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეექსპორტის ნებართვა;
ი.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;
ი.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ი.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;
ი.ვ) დსთ-ი ს ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
კ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით.
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა.
მუხლი 6. რეექსპორტისათვის შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს,ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე,ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა), სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რაც საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად. დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – საქონლის მფლობელს იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე (დროებითი შენახვის საწყობი), მაშინ ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონელი დაუყოვნებლივ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით, მოწმობა იხსნება კონტროლიდან ახალი მოწმობის გამოწერის საფუძველზე.
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია შემდეგ საბაჟო რეჟიმებში მოქცეული საქონლის რეექსპორტი:
ა) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება;
გ) საქონლის დროებითი შემოტანა.
3. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
5. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, ამ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
8. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი;
ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
თ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების რეექსპორტის ნებართვა;
თ.ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეექსპორტის ნებართვა;
თ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;
თ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;
თ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;
თ.ვ) დსთ-ი ს ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
ი) სერტიფიკატები:
ი.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ი.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ი.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ი.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ი.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერთიფიკატი;
ი.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
კ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;
ლ) საქონლის სპეციფიკაცია;
მ) აქციზური საქონლის ბარათი;
ნ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
პ) ექსპერტიზის აქტი;
ჟ) საქონლის დათვალიერების აქტი;
რ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ს) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ტ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი.
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილ ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 12. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემთხვევები
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მაშინვე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი დასაწყობების ადგილზე;
ბ) პირის მიერ საბაჟო ორგანოს წინასწარი წერილობითი შეტყობინებით, როცა განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
გ) სხვა შემთხვევებში,როდესაც:
გ.ა) დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
გ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობილია ბათილად, აღიარებულია არარად ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად;
გ.გ) საქონლის ტრანზიტისა და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის) საბაჟო რეჟიმებში მოქცევის შემდეგ საქონელი არ დატოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას და მოთავსდება დროებითი დასაწყობების ადგილზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იყოს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იყოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს პირის წერილობითი განცხადება, საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, აგრეთვე მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლი, შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ” და „გ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის” საფუძველზე, უნდა მოხდეს საქონელის დროებითი დასაწყობება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე დროებით შესანახად.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი დასაწყობების ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება დასტურდება სასაზღვრო გამშვები საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“ და საქონლის მიერ ფაქტობრივად დატოვებულია საბაჟო ტერიტორია.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.
3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების შემდეგ საქონელი გადადის პირის სრულ განკარგულებაში.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.690
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1754
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №187 - სსმ III, №32, 12.03.2007წ., მუხ.381
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №388 - სსმ III, №60, 30.04.2007წ, მუხ.661
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1031 - სსმ III, №121, 27.08.2007წ., მუხ.1328
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №74 - სსმ III, №11, 24.01.2008წ., მუხ.155
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №461 - სსმ III, №78, 02.06.2008წ., მუხ.844
9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №531 - სსმ III, №91, 27.06.2008წ., მუხ.993
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №860 - სსმ III, №154, 18.12.2009წ., მუხ.1804
13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №260 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.548
15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №921-სსმIII,№165, 17.12.2010წ., მუხ.2343
ინსტრუქცია საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომელიც საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომლის დროსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან ჩათვლით, თუ ასეთი გათავისუფლება, დაბრუნება ან ჩათვლა გათვალისწინებულია იმ საბაჟო რეჟიმის მოქმედების დასრულებისას, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეექსპორტის განხორციელებამდე.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი და ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომლის მიმართაც დასრულებულია საბაჟო რეჟიმის მოქმედება.
3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი.
4. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი, ვალდებულია, სასაზღვრო საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენის შემდეგ, დადგენილ ვადაში, მოახდინოს მისი ზოგადი დეკლარირება და განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები.
5. აკრძალულია იმ საქონლის რეექსპორტი, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.
9. მე-8 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №531 - სსმ III, №91, 27.06.2008წ., მუხ.993
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
მუხლი 2. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები🔗
1. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
მუხლი 2. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები
1. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) საქონლის წარდგენა;
ბ) ზოგადი დეკლარირება;
გ) მოწმობის გამოწერა (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა).
გ) მოწმობის გამოწერა.
2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1031 - სსმ III, №121, 27.08.2007წ., მუხ.1328
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:
ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;
ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში🔗
გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.
მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზენადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტზე;
ა.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის რეექსპორტზე;
ა.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.თ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;
გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული.
დ) კონტრაქტი ან/და ინვოისი;
ე) წარმოშობის სერტიფიკატი;
ვ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
ი.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების რეექსპორტის ნებართვა;
ი.ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეექსპორტის ნებართვა;
ი.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;
ი.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;
ი.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;
ი.ვ) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
კ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.
6 ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №74 - სსმ III, №11, 24.01.2008წ., მუხ.155
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა🔗
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
მუხლი 6. რეექსპორტისათვის შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი🔗
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11 და 12 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს.
12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით.
მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა
1. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა.
მუხლი 6. რეექსპორტისათვის შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი
1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვევისა.
3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს, ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.
8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.
9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1031 - სსმ III, №121, 27.08.2007წ., მუხ.1328
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №461 - სსმ III, №78, 02.06.2008წ., მუხ.844
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში🔗
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:
ა) საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო); საბაჟო საწყობი ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, სისტემაში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებითი დასაწყობების ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.
გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში
1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა), სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო), რაც საბაჟო ორგანოს წარედგინება მოწმობასთან ერთად. დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – საქონლის მფლობელს იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.
3. (ამოღებულია).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №388 - სსმ III, №60, 30.04.2007წ, მუხ.661
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე🔗
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი (თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (რომელიც განთავსებული არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქონელი რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ახალი აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე.
4. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №461 - სსმ III, №78, 02.06.2008წ., მუხ.844
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა🔗
1. დეკლარაციის წარდგენა (ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას დეკლარაციის რეგისტრაცია C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით) ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. დეკლარაციას ავსებს:
ა) დეკლარანტი, რომელიც დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და მას აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
ბ) წარმომადგენელი:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თუ წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში;
გ) საბაჟო ორგანო, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები – „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ „საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადთან“ ერთად.
7. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც „ASYCUDA”-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.
71. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ბარდება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).
8. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
91. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის რეექსპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ნებართვა:
ბ.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ბ.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტზე;
ბ.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტზე;
ბ.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის რეექსპორტზე;
ბ.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ბ.ა.თ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტზე;
ბ.ა.ი) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
ბ.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
გ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
გ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
გ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”;
გ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) თუ საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) – ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №74 - სსმ III, №11, 24.01.2008წ., მუხ.155
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №531 - სსმ III, №91, 27.06.2008წ., მუხ.993
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანება №260 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.548
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №921-სსმIII,№165, 17.12.2010წ., მუხ.2343
მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება🔗
1. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო შემოწმებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“ და ახორციელებს აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის გამოწერას.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირების მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
ბ) რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 11. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები🔗
3. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე (დროებითი შენახვის საწყობი), მაშინ ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსილი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.
მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით, რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონელი დაუყოვნებლივ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით, მოწმობა იხსნება კონტროლიდან ახალი მოწმობის გამოწერის საფუძველზე.
მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.
2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია შემდეგ საბაჟო რეჟიმებში მოქცეული საქონლის რეექსპორტი:
ა) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;
ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება;
გ) საქონლის დროებითი შემოტანა.
3. დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადები ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენდარული დღით.
5. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, ამ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.
7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
8. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:
ა) კონტრაქტი;
ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);
გ) სატრანსპორტო ზედდებული;
დ) კონოსამენტი;
ე) მანიფესტი;
ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;
ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;
თ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:
თ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების რეექსპორტის ნებართვა;
თ.ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) რეექსპორტის ნებართვა;
თ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;
თ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;
თ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;
თ.ვ) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
ი) სერტიფიკატები:
ი.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;
ი.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
ი.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ი.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ი.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერთიფიკატი;
ი.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;
კ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;
ლ) საქონლის სპეციფიკაცია;
მ) აქციზური საქონლის ბარათი;
ნ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);
პ) ექსპერტიზის აქტი;
ჟ) საქონლის დათვალიერების აქტი;
რ) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);
ს) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი;
ტ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
უ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;
ფ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი.
ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში
საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;
ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.
2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილ ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
მუხლი 12. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემთხვევები🔗
მუხლი 12. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემთხვევები
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მაშინვე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი დასაწყობების ადგილზე;
ბ) როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი;
ბ1) როდესაც პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 45 დღის ვადაში წარადგენს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის ,,ბ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოში მიტანის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 45-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:
ბ1.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ1.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
ბ2) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გარეშე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოტანიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სხვა გზით შემოტანიდან 65 კალენდარული დღის ვადაში (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.
ბ) პირის მიერ საბაჟო ორგანოს წინასწარი წერილობითი შეტყობინებით, როცა განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;
გ) სხვა შემთხვევებში, როდესაც:
გ.ა) დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;
გ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობილია ბათილად, აღიარებულია არარად ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად;
გ.გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
გ.გ) საქონლის ტრანზიტისა და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის) საბაჟო რეჟიმებში მოქცევის შემდეგ საქონელი არ დატოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას და მოთავსდება დროებითი დასაწყობების ადგილზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) საქონელი არ უნდა იყოს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იყოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის წერილობითი განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლი, შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი დასაწყობება დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე დროებით შესანახად.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი დასაწყობების ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №187 - სსმ III, №32, 12.03.2007წ., მუხ.381
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №1031 - სსმ III, №121, 27.08.2007წ., მუხ.1328
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის ბრძანება №461 - სსმ III, №78, 02.06.2008წ., მუხ.844
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №531 - სსმ III, №91, 27.06.2008წ., მუხ.993
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №860 - სსმ III, №154, 18.12.2009წ., მუხ.1804
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №835 - სსმ III, №147, 11.11.2010წ., მუხ.2088
მუხლი 13. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება🔗
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება დასტურდება სასაზღვრო გამშვები საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“ და საქონლის მიერ ფაქტობრივად დატოვებულია საბაჟო ტერიტორია.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია (სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №3-ით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა).
21. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2.
22. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ის გამოყენებით, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3.
3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილის გავლით (გარდა საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევებისა), საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტებს ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია. თავისუფალ საწყობში საქონლის საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით პირდაპირ გატანის შემთხვევაში რეექსპორტის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.
5. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
6. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმართ მთელი გადასახდელი თანხა გადახდილია ერთდროულად, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ საბაჟო გადასახდელებს შორის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ბრძანება №531 - სსმ III, №91, 27.06.2008წ., მუხ.993
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №995 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.2021
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №693 - სსმ III, №132, 28.10.2009წ., მუხ.1528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №162 - სსმ III, №24, 05.03.2010წ., მუხ.362
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს პირის წერილობითი განცხადება, საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, აგრეთვე მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლი, შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენით).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ” და „გ.გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის” საფუძველზე, უნდა მოხდეს საქონელის დროებითი დასაწყობება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე დროებით შესანახად.
5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი დასაწყობების ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 13. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება დასტურდება სასაზღვრო გამშვები საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“ და საქონლის მიერ ფაქტობრივად დატოვებულია საბაჟო ტერიტორია.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.
3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების შემდეგ საქონელი გადადის პირის სრულ განკარგულებაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1754. სარეგისტრაციო კოდი — 230.100.000.22.033.009.690.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 17 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2010.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1754, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.690 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68134/