საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№1754
სარეგისტრაციო კოდი
230.100.000.22.033.009.690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.690

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1754

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №229 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება  №187 - სსმ III, №32, 12.03.2007წ., მუხ.381

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება  №388 - სსმ III, №60, 30.04.2007წ, მუხ.661

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება  №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161

ინსტრუქცია  საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომლის დროსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის დაბრუნებით ან ჩათვლით, თუ ასეთი გათავისუფლება, დაბრუნება ან ჩათვლა გათვალისწინებულია იმ საბაჟო რეჟიმის მოქმედების დასრულებისას, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეექსპორტის განხორციელებამდე.

2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი და ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომლის მიმართაც დასრულებულია საბაჟო რეჟიმის მოქმედება.

3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი.

4. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი, ვალდებულია, სასაზღვრო საბაჟო ორგანოსათვის საქონლის წარდგენის შემდეგ, დადგენილ ვადაში, მოახდინოს მისი ზოგადი დეკლარირება და განახორციელოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები.

5. აკრძალულია იმ საქონლის რეექსპორტი, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – ,,დაბრუნებულია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საქონლის წარდგენიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები.

9. მე-8 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

    მუხლი 2. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები

 1. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) ზოგადი დეკლარირება;

გ) მოწმობის გამოწერა.

2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 3. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით;

ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით;

გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწყობი, სხვა საბაჟო კონტროლის ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.

    მუხლი 4. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).

3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედნადები.

4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი;

ბ) წარმოშობის სერტიფიკატი;

გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) აქციზური საქონლის ბარათი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:

ვ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების რეექსპორტის ნებართვა;

ვ.ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტის ნებართვა;

ვ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;

ვ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;

ვ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;

ზ) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);

თ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტსერტიფიკატები;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

6.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

    მუხლი 5. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა

ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

    მუხლი 6. რეექსპორტისათვის შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი

1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმისა და ჯართის გადაზიდვის შემთხვევებისა.

3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ორგანოების გავლით, ხოლო ჯართისა – მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი სასაზღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბაჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტამდე ან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთრეს, ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულება.

8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდებულებები.

 9. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე, ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

    მუხლი 7. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში

1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურების მიზნით ხდება დამოწმება:

ა) საბაჟო საწყობის (დროებითი შენახვის საწყობის) მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;

ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებითი დასაწყობების ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსის ჩამორთმევისას უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება  №388 - სსმ III, №60, 30.04.2007წ, მუხ.661

მუხლი 8. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე) ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დადასტურდება, მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (რომელიც განთავსებული არ არის საბაჟო საწყობის, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონელი რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციით ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას ახალი აღრიცხვის მოწმობის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება  №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161

    მუხლი 9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია შემდეგ საბაჟო რეჟიმებში მოქცეული საქონლის რეექსპორტი:

ა) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა;

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება;

გ) საქონლის დროებითი შემოტანა.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი.

7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

8. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლარანტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან წარდგენილ უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაადგილების, სატრანსპორტო საშუალების სახეობის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები:

ა) ხელშეკრულება;

ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი);

გ) სატრანსპორტო ზედნადები;

დ) კონოსამენტი;

ე) მანიფესტი;

ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი;

ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკრულება;

თ) ნებართვები ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელთა წარდგენა აუცილებელია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში:

თ.ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების რეექსპორტის ნებართვა;

თ.ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტის ნებართვა;

თ.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტის ნებართვა;

თ.დ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა;

თ.ე) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტის ნებართვა;

ი) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);

კ) სერტიფიკატები:

კ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

კ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი;

კ.გ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;

კ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი;

კ.ე) სანიტარიული-ჰიგიენური სერტიფიკატი;

კ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი;

ლ) სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;

მ) საქონლის სპეციფიკაცია;

ნ) აქციზური საქონლის ბარათი;

ო) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი);

ჟ) ექსპერტიზის აქტი;

რ) საქონლის დათვალიერების აქტი;

ს) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი);

ტ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

ფ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი;

ქ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი;

ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №81 - სსმ III, №18, 08.02.2007, მუხ.198

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

    მუხლი 10. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში

საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11. რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანასთან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად;

ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე.

2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილ ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელსა და/ან სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.

    მუხლი 12. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემთხვევები

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მაშინვე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი დასაწყობების ადგილზე;

ბ) როცა განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;

ბ​1) იმ შემთხვევაში, როდესაც პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებისა) 20 დღის ვადაში გააქვს საქართველოს ტერიტორიიდან;

გ) სხვა შემთხვევებში, როდესაც:

გ.ა) დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელს გააჩნია დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;

გ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობილია ბათილად, აღიარებულია არარად ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად;

გ.გ)  (ამოღებულია).

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

ა) საქონელი არ უნდა იყოს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იყოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს პირის წერილობითი განცხადება, საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, აგრეთვე მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლი, შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენით).

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებითი დასაწყობება დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე დროებით შესანახად.

 5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებითი დასაწყობების ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება  №187 - სსმ III, №32, 12.03.2007წ., მუხ.381

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება  №925 - სსმ III, №105, 27.07.2007წ., მუხ.1161

    მუხლი 13. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება

 1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება დასტურდება სასაზღვრო გამშვები საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“ და საქონლის მიერ ფაქტობრივად დატოვებულია საბაჟო ტერიტორია.

 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მყოფი საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.

3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №98 - სსმ III, №18, 08.02.2007წ., მუხ.203

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №1754, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.009.690 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68134-5/