გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2010 ბოლო ცვლილება 27.02.2026
ნომერი
№996
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 03/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (392)

შემდგომი ცვლილებები (105)

წინა ცვლილებები (287)

03.01.2011 24.01.2011 18.02.2011 01.03.2011 08.04.2011 08.04.2011 11.04.2011 27.04.2011 23.05.2011 24.05.2011 11.07.2011 28.07.2011 01.08.2011 01.08.2011 08.08.2011 09.08.2011 11.08.2011 23.08.2011 25.08.2011 05.09.2011 26.09.2011 26.09.2011 26.09.2011 06.10.2011 13.10.2011 24.10.2011 11.11.2011 15.11.2011 05.12.2011 14.12.2011 16.12.2011 28.12.2011 11.01.2012 13.01.2012 13.01.2012 18.01.2012 23.01.2012 30.01.2012 30.01.2012 13.02.2012 21.02.2012 21.02.2012 21.02.2012 24.02.2012 06.03.2012 14.03.2012 20.03.2012 18.04.2012 18.04.2012 24.04.2012 24.04.2012 16.05.2012 18.05.2012 22.05.2012 29.05.2012 31.05.2012 20.06.2012 06.07.2012 06.07.2012 09.07.2012 09.07.2012 20.07.2012 23.07.2012 30.07.2012 26.07.2012 26.07.2012 01.08.2012 06.08.2012 08.08.2012 13.08.2012 23.08.2012 29.08.2012 31.08.2012 03.09.2012 19.09.2012 08.10.2012 03.12.2012 27.12.2012 10.01.2013 22.01.2013 26.02.2013 29.03.2013 29.03.2013 30.04.2013 15.08.2013 22.08.2013 29.08.2013 04.09.2013 27.09.2013 27.09.2013 17.10.2013 23.10.2013 30.12.2013 27.02.2014 26.03.2014 27.03.2014 19.05.2014 30.06.2014 28.07.2014 28.07.2014 30.07.2014 14.08.2014 27.10.2014 07.11.2014 19.11.2014 09.01.2015 24.02.2015 13.03.2015 18.03.2015 18.03.2015 24.03.2015 15.04.2015 16.04.2015 30.04.2015 09.06.2015 22.06.2015 25.06.2015 30.06.2015 29.07.2015 04.08.2015 10.08.2015 12.08.2015 16.10.2015 22.10.2015 18.11.2015 26.11.2015 16.12.2015 30.12.2015 30.12.2015 31.12.2015 22.03.2016 25.03.2016 10.05.2016 15.06.2016 05.07.2016 15.07.2016 08.08.2016 26.08.2016 08.09.2016 30.09.2016 09.12.2016 28.12.2016 28.12.2016 13.01.2017 13.01.2017 30.01.2017 06.02.2017 14.02.2017 15.02.2017 07.04.2017 12.04.2017 05.06.2017 07.07.2017 26.07.2017 04.08.2017 31.08.2017 07.09.2017 11.09.2017 12.09.2017 18.09.2017 18.09.2017 23.10.2017 21.11.2017 29.12.2017 29.12.2017 10.01.2018 17.01.2018 18.01.2018 29.01.2018 30.03.2018 10.04.2018 16.04.2018 16.05.2018 18.05.2018 15.06.2018 18.06.2018 29.06.2018 24.07.2018 20.08.2018 20.08.2018 24.08.2018 13.09.2018 18.09.2018 21.11.2018 07.12.2018 15.01.2019 05.02.2019 05.02.2019 29.03.2019 25.04.2019 22.05.2019 13.06.2019 13.06.2019 24.06.2019 16.07.2019 30.07.2019 15.08.2019 15.08.2019 25.09.2019 08.10.2019 08.10.2019 08.10.2019 11.10.2019 14.11.2019 14.11.2019 26.11.2019 02.12.2019 05.12.2019 13.12.2019 25.12.2019 27.12.2019 17.01.2020 07.02.2020 04.03.2020 04.03.2020 11.03.2020 13.03.2020 18.03.2020 26.03.2020 30.04.2020 21.05.2020 21.05.2020 04.06.2020 23.06.2020 13.07.2020 06.08.2020 07.08.2020 25.08.2020 27.08.2020 05.10.2020 06.10.2020 15.10.2020 27.10.2020 04.11.2020 12.11.2020 20.11.2020 09.12.2020 18.12.2020 21.12.2020 30.12.2020 30.12.2020 30.12.2020 31.12.2020 11.01.2021 12.01.2021 29.01.2021 01.02.2021 16.02.2021 17.02.2021 05.03.2021 05.03.2021 16.03.2021 19.05.2021 31.05.2021 04.06.2021 16.07.2021 21.07.2021 27.07.2021 03.08.2021 03.08.2021 05.08.2021 09.09.2021 14.09.2021 15.09.2021 22.09.2021 22.09.2021 29.09.2021 13.10.2021 20.10.2021 11.11.2021 08.12.2021 13.12.2021 27.01.2022 08.02.2022 07.03.2022 15.03.2022 15.03.2022 28.03.2022 30.03.2022 10.05.2022 13.06.2022 13.06.2022 21.06.2022 07.07.2022 07.07.2022 14.07.2022 29.07.2022 29.07.2022 16.09.2022 16.09.2022 23.09.2022 26.09.2022 18.10.2022 16.11.2022 13.01.2023 24.01.2023 03.02.2023 13.02.2023 28.03.2023 19.04.2023 29.05.2023 30.05.2023 05.06.2023 07.06.2023 07.06.2023 09.06.2023 13.06.2023 03.07.2023 12.07.2023 18.07.2023 20.07.2023 04.08.2023 14.08.2023 15.08.2023 20.09.2023 09.10.2023 10.10.2023 18.10.2023 18.10.2023 19.10.2023 30.10.2023 06.11.2023 06.11.2023 06.11.2023 06.11.2023 10.11.2023 22.11.2023 22.11.2023 28.11.2023 29.11.2023 05.12.2023 25.12.2023 26.12.2023 29.12.2023 16.01.2024 18.01.2024 26.01.2024 30.01.2024 05.02.2024 05.02.2024 14.03.2024 26.03.2024 22.05.2024 27.05.2024 10.06.2024 26.06.2024 03.07.2024 10.07.2024 06.08.2024 09.08.2024 04.09.2024 01.10.2024 15.10.2024 15.10.2024 31.10.2024 11.11.2024 11.11.2024 12.11.2024 26.11.2024 28.11.2024 16.12.2024 19.12.2024 20.12.2024 20.12.2024 20.12.2024 24.12.2024 25.12.2024 30.12.2024 24.01.2025 29.01.2025 06.02.2025 07.02.2025 11.02.2025 18.03.2025 25.03.2025 28.03.2025 30.04.2025 06.06.2025 14.07.2025 04.08.2025 30.09.2025 13.11.2025 09.12.2025 10.12.2025 11.12.2025 18.12.2025 29.12.2025 30.12.2025 03.02.2026 05.02.2026 24.02.2026 24.02.2026 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №996

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.

 მუხლი 2

ამ ბრძანების გამოცემამდე გადამხდელებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინარჩუნებენ ძალას.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანება.

2. „ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანება.

3. „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანება.

4. „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ“ საქართველო28ოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტროს №1000 ბრძანება.

5. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 2005 წლის №228 ბრძანება.

6. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 31 დეკემბერის №959 ბრძანება.

7. „წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №687 ბრძანება.

8. „გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოში ცნობის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №359 ბრძანება.

9. „შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №899 ბრძანება.

10. „ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №157 ბრძანება.

11. „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანება.

12. „ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) და მისი წილის მფლობელებზე (წევრებზე) განაწილების შესახებ დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №683 ბრძანება.

13. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ და განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული, დაზიანებული ფასეულობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული (დარჩენილი) აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი განცხადების ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 თებერვლის №113 ბრძანება.

14. „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №973 ბრძანება.

15. „III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანება.

16. „ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანება.

17. „საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №86 ბრძანება.

18. „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ„ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანება.

19. „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება.

20. „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანება.

21. „დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანება.

22. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანება.

23. „იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №690 ბრძანება.

24. „უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის და ანგარიშგების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანება.

25. „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის №689 ბრძანება.

26. „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანება.

27. „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისას საავიაციო საწვავის, საპოხი მასალებისა და სხვა სამომხმარებლო ტექნიკური საშუალებების საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 9 ივლისის №175 ბრძანება.

28. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება.

29. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე” 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანება.

30. „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანება.

31. „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანება.

32. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №897 ბრძანება.

33. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანება.

34. „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანება.

35. „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №379 ბრძანება.

36. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანება.

37. „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანება.

38. „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანება.

39. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვარის №31 ბრძანება.

40. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანება.

41. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №265 ბრძანება.

42. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი №143 ბრძანება.

43. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანება.

44. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №159 ბრძანება.

მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა  

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

კარი I

საგადასახადო აღრიცხვა და კომუნიკაცია

თავი I

საგადასახადო აღრიცხვა

მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);

ა1) დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმდგენი დაქირავებული პირი;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;

გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ვ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;

ზ) (ამოღებულია – 05.07.2016, №148);

თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია; 

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (გარდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა), რომელსაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართვის ადგილი გადმოაქვს საქართველოში.

21. საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა.

3.  ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.

4. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.

მუხლი 2. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენისთანავე.

2. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი (გარდა უცხოური საწარმოს/ორგანიზაციისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. 

21. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მმართველობითი ფუნქციის განხორციელების დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთანავე, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადების წარმომდგენს უკვე მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მას უნარჩუნდება თავდაპირველი რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებლის/ადგილსამყოფლის მისამართი.

4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).

5. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის პროცედურა ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

7. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეესტრის წარმოებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებებისგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 18.02.2021წ.

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.

11. თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

12. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.

13. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის ნაცვლად, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად, პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.

2. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის შემთხვევაში, ამავე კანონის შესაბამისად შედგენილ და სანოტარო ან სათანადო წესით დადასტურებული წესდების ასლს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადოდ დამოწმებულ ასლს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) სახელწოდებას;

ბ.ბ) ყველა მონაწილის ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერას, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;

ბ.გ) იურიდიულ მისამართს;

ბ.დ) მონაწილეთა  მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს;

ბ.ე) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს);

ბ.ვ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს და პირობებს;

ბ.ზ) მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს;

ბ.თ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

ბ.ი) საქმიანობის ხანგრძლივობას;

ბ.კ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

ბ.ლ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

ბ.მ) კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა დებულებებს;

გ) კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ1) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო საწარმოს/ორგანიზაციის, რომელსაც არ აქვს გავლილი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ დადასტურებულ/დამოწმებულ ასლს – იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დამფუძნებელს/წევრს წარმოადგენს ასეთი პირი;

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

გ) დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ამ პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია);

ე) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

4. (ამოღებულია – 05.07.2016, №148);

5. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე;

გ) დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა და დამფუძნებელთა რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ მონაცემებს არ შეიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია);

გ1) მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში, ასევე – დოკუმენტს, რომლიდანაც ვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართის და ადგილობრივი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით. 

51. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: 

ა) განცხადებას, №I-021 დანართის შესაბამისად; 

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე – იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება, და, არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საწარმოს მართვის ადგილის საქართველოში გადმოტანა;

გ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი ვალდებულია №I-021 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით აცნობოს საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილებების შესახებ.

6. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გაცემულ წერილს, რომელიც შეიცავს მონაცემებს ორგანიზაციის დიპლომატიური სტატუსის და იურიდიული მისამართის შესახებ;

გ) დიპლომატიური პასპორტის ასლს;

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

7. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. განცხადების მონაცემები შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) და გადასახადის გადამხდელის მოწმობაში.

9. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონების და გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი კოდების გათვალისწინებით, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. საგადასახადო აღიცხვის შემდეგ, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა №I-03 დანართის შესაბამისად.

11. (ამოღებულია – 01.03.2011, №115).

12. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი უკვე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს;

გ) სულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია;

13. საგადასახადო აღრიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი.

14. საგადასახადო ორგანო საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების კოდების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №421 – ვებგვერდი, 02.08.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 18.02.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №245 - ვებგვერდი, 23.09.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.

 

 დანართი №I-01

(იხილეთ თანდართული რედაქციით)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.

 

დანართი №I-02

(იხილეთ თანდართული რედაქციით)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.
 
დანართი №I-021
(იხილეთ თანდართული რედაქციით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.
 

დანართი №I-03

 

 

მუხლი 4. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მაღალმთიან რეგიონებში

1. მაღალმთიან რეგიონში საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, ფიზიკური პირის მიერ განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნა.

2. საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს პირის საგადასახადო აღრიცხვას და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გაცემას.

3. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირი, უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს განცხადება გაუგზავნოს ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან სხვა ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №245 - ვებგვერდი, 23.09.2021წ.

მუხლი 5. საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

21. თუ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.

3. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საგადასახადო ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ინფორმაციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.

4. შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირის სააღრიცხვო მონაცემებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს და გვარს, პირად ნომერს/პასპორტის ნომერს, პირის დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, რეგისტრაციის/საცხოვრებელ მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს და რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 11.09.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

1. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას. ამასთან, გაერთიანების, ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის შემთხვევაში (გარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობისა), სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ასევე მოიცავს ამხანაგობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის მონაწილე პირების (წევრების) შესახებ მონაცემების შეცვლას.
11. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების  მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს;
გ) თუ სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ გაცემულ და სანოტარო წესით დადასტურებულ მინდობილობას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.
12. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ და ნოტარიულად დადასტურებულ კრების (სხდომის) ოქმს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს), სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრების (სხდომის) ოქმთან ერთად, გადასახადის გადამხდელისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე წევრთა ან მმართველობის/წარმომადგენლობის ორგანოს სხვა გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუბიექტის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას;
გ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადო წესით დადასტურებულ ასლს (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში);
დ) სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით ან/და იწვევს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას.
13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში);
გ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს.
14. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე.
15. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) შესაბამისი ცვლილების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ წერილს.
16. თუ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ამ მუხლის 12-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა.
4. გადასახადის გადამხდელთა იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში ხორციელდება სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება.
41. გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს;
ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
42. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია.
5. გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მასზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის ახალი მოწმობა.
6. (ამოღებულია – 01.03.2011, №115)
7. თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრის/საზღვრების შეცვლისას საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებები ხორციელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
8. თუ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიმართ საიდენტიფიკაციო ნომრის ხელახლა მინიჭების ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.

     მუხლი 61. გადასახადის გადამხდელის კატეგორია

1. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება სიდიდის შესაბამისი კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) მცირე;

ბ) საშუალო;

გ) მსხვილი.

2. გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

31. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

4. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

5. (ამოღებულია - 13.06.19, №178).

6.  (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

7. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

8.  (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

9. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

10. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

11. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

12. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება   №178 - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №404 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 13 ივლისის ბრძანება №160 - ვებგვერდი, 14.07.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 16.09.2021წ.

მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

1. გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) აქტიური გადამხდელი;

ბ) პასიური გადამხდელი;

გ) არამეწარმე ფიზიკური პირი;

დ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.

2. აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას. კერძოდ, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი ახლად რეგისტრირებულია;

ბ) დაწყებულია გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაცია;

გ) გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმშია;

დ) გადასახადის გადამხდელი რეაბილიტაციის რეჟიმშია;

ე) გადასახადის გადამხდელი რესტრუქტურიზაციის რეჟიმშია;

ვ) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციები/გაანგარიშებები;

ზ) გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს გადასახადები;

თ) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბრუნვა საკონტროლო–სალარო აპარატზე;

ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ლ) საგადასახადო შემოწმების ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა;

მ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები;

ნ) გადასახადის გადამხდელს აქვს მიღებული (დადასტურებული) ან/და გამოწერილი (მათ შორის დაუდასტურებელი) საგადასახადო (მათ შორის სპეციალური) ანგარიშ-ფაქტურა.

3. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული არც ერთი პირობა, გადასახადის გადამხდელს ენიჭება პასიური გადამხდელის სტატუსი.

4. არამეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი ენიჭება საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ ყველა ფიზიკურ პირს, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა.

5. ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

ა) გარდაცვლილ ფიზიკურ პირს;

ბ) ლიკვიდირებულ ან რეორგანიზაციის (შერწყმა, გაყოფა) შედეგად გაუქმებულ იურიდიულ ან სხვა პირს.

6. აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 30 ივნისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

7. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის ან/და წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის და განცხადების საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი.

8. გადასახადის გადამხდელის მოწმობა ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული/გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია.

9. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოდან მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს ამ პირთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების გარეშე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №75 – ვებგვერდი, 16.03.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №260 – ვებგვერდი, 14.08.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

მუხლი 8. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად ორგანიზაცია №I-04 დანართის შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი №I-05 დანართის შესაბამისი მოწმობა.

3. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი. 

 

 

 

 

 

თავი II

საგადასახადო საიდუმლოება

მუხლი 9. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები;

ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები;

დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები;

ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ;

ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ;

ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ.

3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

გ) სტატუსი;

დ) სახელწოდება;

ე) სამართლებრივი ფორმა;

ვ) მისამართი;

ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;

ი) მარეგისტრირებელი ორგანო;

კ) საგადასახადო დავალიანება;

ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები;

მ) დამფუძნებლები;

ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ;

ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია;

პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია.

4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების ან/და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის მომართვის შემთხვევაში;

ბ) ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის მომართვის შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 17.02.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 19 მაისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

მუხლი 10. საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საჯაროდ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.

4. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის.

5. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სისტემის თანამშრომლის დაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად.

51. შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.

53. კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა.

6. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 

7. შემოსავლების სამსახურის სისტემის სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟირების გავლისას გაეცნოს საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, სტაჟირების პროცესში მიღებული დავალების ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №609 – ვებგვერდი, 16.12.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №194 - ვებგვერდი, 25.06.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

თავი III

ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

მუხლი 11. ელექტრონული რეგისტრაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

2. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.

3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.

31. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.

32. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს „ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ“ განცხადებაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.

4. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) (ამოღებულია - 21.06.2022, №195);

დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა.

5. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

51. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გადასახადის გადამხდელის ავტორიზაციის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) მიუთითებს ტელეფონის ახალ საკონტაქტო ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

8. გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია წყდება მხოლოდ ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ამ გადასახადის გადამხდელისათვის ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში. 

9. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია შესაძლოა შეიზღუდოს/აღდგეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

 
დანართი №I-07

 

 

საგადასახადო ორგანოს დასახელება

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება

 

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

გადასახადის გადამხდელის მისამართი

 

განცხადება

ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ

 

გთხოვთ, გადამიყვანოთ კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე

 

საგადასახადო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერია .................................... და ელექტრონული ფოსტის მისამართია ..........................

 

გადასახადის გადამხდელი:

 

(ხელმოწერა)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №487 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №305 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 აპრილის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 01.05.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 21 ივნისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 22.06.2022წ.

მუხლი 111. გადასახადის გადამხდელის საინფორაციო ბარათი

1. გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გეგმავს განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიხილება როგორც ხარჯის გაწევა ან/და შემოსავლის მიღება, ასევე მიმდინარე ან მომავალ საანგარიშო პერიოდებში შესაძლოა წარმოეშვას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;

ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მონიშნოს, ასევე შესაბამისი საფუძვლის წარმოშობამდე განაახლოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსი.

4. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ძირითადი და დამატებითი საქმიანობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5. საინფორმაციო ბარათის წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია  შესაბამისი ცვლილებები ასახოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში.

7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ.

8. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან  შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.
 

მუხლი 112. დაქირავებულ პირთა რეესტრი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სამუშაო განაკვეთი;

გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;

დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის:

ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;

ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს;

გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქირავებულს ენიჭება სტატუსი – აქტიური, რა დროსაც შესაბამისი ცვლილების რეესტრში ასახვა  უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის განახლების თარიღისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.

მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, NI-08 დანართის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად.

3. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

                                                                                                                                   

დანართი №I-08

 

 

 

დეკლარაცია მიღებული

 

№

 

 

 

20

(რეგისტრაციის სახე)

 

 (რეგისტრაციის ნომერი)

(რიცხვი)       (თვე)       (წელი)

 

 

 

მუხლი 13. ელექტრონული საჩივარი

1. პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.

2. სამსახურის ვებგვერდის საშუალებით წარდგენილი ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.

3.  პირს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც არ ათავისუფლებს დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

4. ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც არის სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.

5. საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/ დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

თავი IV

 საჯარო ფორმით კომუნიკაცია

მუხლი 14. საჯარო შეტყობინება

1. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები) ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი.

2. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

3. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №573 – ვებგვერდი, 15.11.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

მუხლი 15. საჯარო გადაწყვეტილება

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის  საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.

2. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს:

ა) ყველა ან გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა მიმართ ან/და

ბ) ყველა ან გარკვეული კატეგორიის სამეურნეო ოპერაციების მიმართ ან/და

გ) გარკვეული კატეგორიის დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიმართ.

3. საჯარო გადაწყვეტილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

4. შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული საჯარო გადაწყვეტილების პროექტი განსახილველად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.

7. საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

8. საჯარო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით.

9. საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.

11. საჯარო გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, როგორც იყო გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება.

12. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

13. თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის ბრძანება N199 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.

თავი IV1

საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნა და საჯაროდ გავრცელება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ.

      მუხლი 151. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი

1. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების – შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო) გადაწყვეტილება შეიძლება მომჩივანს გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით ან გავრცელდეს საჯაროდ.

2. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის შემოსავლების სამსახური, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის დავების განხილვის საბჭოს აპარატი.

3. შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მომჩივანს ელექტრონულად ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.

4. შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ფორმით გადასცემს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ.

თავი V. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.07.2021წ.

      მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №221 – ვებგვერდი, 09.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის ბრძანება №178 - ვებგვერდი, 22.07.2021წ.

თავი VI

საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

მუხლი 17. საგადასახადო მოთხოვნა

1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ვალდებულებაა;

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

2. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო/საბაჟო ორგანო და მისი მისამართი;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციის დაკისრება;

ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა);

ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი;

ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

თ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

3. პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა:

ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად;

ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად;

გ) (ამოღებულია – 30.12.2015, №470).

დ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ – №I-101 დანართის შესაბამისად. 

4. საგადასახადო/საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

41. გადასახადის ან/და სანქციის გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეგზავნება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება საგადასახადო მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად. 

6. სავარაუდო დარიცხვის შემთხვევაში, პირს საგადასახადო მოთხოვნა არ წარედგინება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

                                                                                                                                      დანართი №I-09

შემოსავლების სამსახური

 

( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს დასახელება)

 

( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს მისამართი)

 

საგადასახადო მოთხოვნა №

 

 

 

 

20

 

 

( რიცხვი)

(თვე)

(წელი)

 

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(დასახელება/სახელი და გვარი)

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

(მისამართი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის

 

საფუძველზე,

 

( მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,

რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა)

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის

 

საფუძველზე,

 

( მიეთითება საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა,

რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა)

 

გადასახდელად დაგერიცხათ (გერიცხებათ):

 

გადასახადი ან/და სანქცია

თანხა

შენიშვნა

გადასახადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯარიმა

 

 

საურავი

 

 

სულ:

 

X

 

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.

საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

 

გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა:

 

გადასახადი სახე

გადასახად(ებ)ის თანხა

გადასახდელის გადახდის სავადო

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

X

X

 

შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა):

 

( გაფრთხილება, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა)

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით ა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 თავით .

საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით , აგრეთვე სასამართლოში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო /საბაჟო ორგანოს უფროსი/მოადგილე:

 

 

( ხელმოწერა)

ბ.ა

 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

დანართი №I-10

შემოსავლების სამსახური

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

(საგადასახადო ორგანოს მისამართი)

საგადასახადო მოთხოვნა №

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე

 

 

 

 

             (რიცხვი)          (თვე)              (წელი)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     

(დასახელება/სახელი და გვარი)               (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

(მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ----------------------საფუძველზე

 (მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,  რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა)

 

 20 –– წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ:

დაბეგვრის ობიექტი

საგადასახადო შეღვათის შესაბამისი ნორმა

დასაბეგრი ბაზა შეღავათს გათვალისწინებით

გადასახადის განაკვეთი

ქონების გადასახადი(ლარი)

დასახელება

მდებარეობა

დასაბეგრი ბაზა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოჯახის წლიური შემოსავლის დეკლარირებული ოდენობა (ლარი)     

 

სულ ქონების გადასახადი

 

ქონების გადასახადის თანხები გადახდილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20---  წლის 15 ნოემბრისა.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საგადასახადო დავის პერიოდში თქვენს მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:   

                                                   (ხელმოწერა)

                                      ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

 

 

დანართი №I-101

შემოსავლების სამსახური

ქ. თბილისი, 0114 ვ. გორგასლის ქ. №16

 

ს

ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო მ ო თ ხ ო ვ ნ ა N

  მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ

,,-- “ ,,------- “20 -- წ .

(რიცხვი) (თვე) (წელი)

მესამე პირის რეკვიზიტები:

(გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი)

 

საიდენტიფიკაციო ნომერი 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

(გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი)

საიდენტიფიკაციო ნომერი 

საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240- ე მუხლი

(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა)

თქვენ 20-- წლის -- ---------------ის მდგომარეობით გერიცხებათ დავალიანება --------- ლარის ოდენობით მიმართ, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება --------- ლარის ოდენობით

( საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი (მათ შორის: მესამე პირის დავალიანების ოდენობა გადასახადის გადამხდელის მიმართ, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა).

ამ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ვალდებული ხართ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოთ ----------- ლარი.

მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

,,საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ,,საგადასახადო მოთხოვნის“ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე -----------------------------------

 

  (ხელმოწერა) 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ.

 

 დანართი №I-11 (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

 

 

მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება).

2. განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება მატერიალური   ფორმით, დანართი №I-121 შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ. თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული  საგადასახადო  მოთხოვნის  გასაჩივრებაზე  უარის  თქმის უფლებამოსილება.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე.

4. განცხადებას უნდა დაერთოს იმ საგადასახადო მოთხოვნის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს განმცხადებელი.

5. საგადასახადო ორგანო განცხადებას განიხილავს და განცხადებაში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხას ასახავს გადასახადის გადამხდელის  პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.

6. განცხადებაში  მითითებული  საგადასახადო  მოთხოვნით  გათვალისწინებული თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №185 - ვებგვერდი, 11.08.2020წ.

დანართი №I-121

განცხადება

საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ

 

1. გადასახადის გადამხდელი

 

2.  საიდენტიფიკაციო ნომერი

 

3. მისამართი

 

4. ტელეფონის ნომერი

 

5. წარმომადგენელი

 

6.  წარმომადგენლის მისამართი

 

  7. წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი

 

8. დოკუმენტის სახე

დოკუმენტის თარიღი

დოკუმენტის ნომერი

დოკუმენტის ჩაბარების თარიღი

საგადასახადო მოთხოვნა

 

 

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

 

 

 

 

9. განცხადებაზე დართული დოკუმენტების  ჩამონათვალი: (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტის დასახელება)

10.  დადასტურება:  ვადასტურებ,  რომ  ინფორმირებული  ვარ  საგადასახადო  მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ვაცნობიერებ, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ჩაითვლება აღიარებულად და მასზე საგადასახადო დავა აღარ დაიშვება. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიწყება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

 

განცხადების ფურცლების საერთო რაოდენობა

 

ხელმოწერის თარიღი

 

 

გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა:

_____________________________________

 

მუხლი 18. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;

ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;

დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი;

ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.

21.  გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შევსებისას, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, განაცხადოს თანხმობა, შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 დანართის ფორმით. 

31. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-131 დანართის ფორმით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: 

ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა; 

ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; 

გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი; 

დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. 

32. ამ მუხლის 31 პუნქტის მიზნებისათვის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური დაბრუნების სისტემის რისკების მართვის წესი და პირობები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4. პირის მიერ საგადასახადოფ ორგანოსთვის წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.07.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №337 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

 

დანართი I-13

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

 

     

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

   

(დასახელება/სახელი და გვარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 

(მისამართი)

 

გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის  -------------- გადასახადში/სანქციაში  ----------- ლარი და ა.შ.

გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ------------ გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი --------------------, ბანკის კოდი -------------------  , ა/ა ----------------------------------------- . 

 

ზედმეტობა წარმოქმნილია ...........................................................................................................................

..................................................................................................................................................................................

.....................................................................................................................................................................................

.....................................................................................................................................................................................

.....................................................................................................................................................................................

(მიეთითება ზედმეტობის წარმოშობის მიზეზები)

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას თან ერთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

         

□ თანახმა ვარ, საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის კუთვნილების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა და ბანკმა გაცვალონ საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.

 

 

(ხელმოწერა)

 

 

20 

(რიცხვი)  (თვე) (წელი)

 

გადასახადის გადამხდელი:     

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №420 – ვებგვერდი, 02.08.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.07.2014წ.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016 წ.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №337 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

  დანართი №I-13 1

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.

 

 

                                                                                                                                            დანართი № I-14

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალი

№

გადასახადის გადამხდელის დასახელება

საიდენტიფიკაცო ნომერი

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის  თარიღი

გად ა ს ა ხ ა დის გადამხდელის მოთხოვნაში ასახული თანხა

№

თარიღი

1

2

 

 

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნ ი ს განხილვის  მი მ დინარეობა

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულებაზე გადაწყვ ე ტილების მიღება

გადაწყვეტილება ეცნობა გადასახადის  გადამხდელს

 

 

 

 

 

 

შენიშვნა

დაუდგინდა ხარვეზი

უარი ეთქვა (შესაგებელი)

დადებითი

გადაეცა

აუდიტს

№

თარიღი

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი VII

წინასწარი გადაწყვეტილება

მუხლი 19. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა

1. დაინტერესებული პირი, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-15​1-ით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით;

ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2. შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია:

ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე;

ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.

3. ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს აღნიშნული ვადა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადით ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

გ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე;

დ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

ე) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

ვ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.

5. წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.

6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

61. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემამდე, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილია, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში ასახული ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით შეაჩეროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვა. ამ შემთხვევაში ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მიერ დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7. წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.

9. (ამოღებულია – 27.02.2014, №64).

10. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).

11. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 06.10.2020წ.

 

დანართი I-15

 

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ..
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.         

 

დანართი №I-16

(თან ერთვის დანართის სახით)
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ. 

საქართველოს  ფინანასთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 14.06.2019 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №348 - ვებგვერდი, 18.11.2019წ.

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 დანართი №I-17 (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

                 დანართი №I-18 (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

                                                                                                                  

 დანართი №I-19  (ამოღებულია)

აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

თავი VIII

გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება

 მუხლი 21. გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები

1.  გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო/საბაჟო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული ან შემცირებული თანხები, დაკისრებული სანქციები, გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები აღირიცხება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ელექტრონულ ბარათებზე.

2. მონაცემების ასახვა ხდება პირადი აღრიცხვის შემდეგ ბარათებზე:

ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე (დანართი №I-20), რომელზეც აღირიცხება:

ა.ა) აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები, მათ შორის გაუქმებული გადასახადების მიხედვით აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები;

ა.ბ) გადახდილი თანხები;

ა.გ) ზედმეტად გადახდილი თანხები;

ა.დ) უკან დაბრუნებული თანხები;

ა.ე)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელთა გადახდის ვადა საგადასახადო კანონმდებლობით შეჩერებულია (რესტრუქტურიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა);

ბ) გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №I-201), რომელშიც აღირიცხება:

ბ.ა)  დამატებით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული;

ბ.ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები;

ბ.გ.) დამატებით დარიცხული მოსაკრებლის თანხები, რომელიც არ არის აღიარებული;

გ) ჩანაწერების დაზუსტების ბარათზე, რომელიც იხსნება გადასახადის გადამხდელის ბარათზე არასწორად ასახული ჩანაწერების დაზუსტების, მათზე არსებული ნაშთების გამოყვანისა და შემდგომ ამ ჩანაწერების პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანის მიზნით (დანართი №I-20);

დ) მოსაკრებლების ბარათზე, იმ აღიარებული მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო (დანართი №I-202).

3. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მონაცემების სრულად აღრიცხვისათვის იხსნება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი გადასახადების აღრიცხვის ფორმა (დანართი №I-203), რომელშიც აისახება:

ა) ქონების გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  მიხედვით;

ბ) საშემოსავლო გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით.

4. გადასახადის გადამხდელის ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში აღრიცხული თანხები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ბარათზე/აღრიცხვის ფორმაზე დაფიქსირებული თანხებისა)  აისახება გადასახადის გადამხდელის ჯამური ანგარიშგების ფორმაში (დანართი №I-204).

5. გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათებზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების საფუძველზე იწარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების აღრიცხვა-ანგარიშგება გადასახადებისა და სანქციების მიხედვით. ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6. გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების განაწილება ხდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათის მიხედვით არსებულ აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებზე საქართველოს საგადასახახადო კოდექსით დადგენილი თანმიმდევრობით.

7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.

8. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოება გულისხმობს მათი გახსნის, მონაცემების შეტანის, გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს.

9. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და აღრიცხვის ფორმებს აწარმოებენ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

10. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კომპიუტერიზებული დამუშავების დროს პროგრამულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა ბაზასთან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

მუხლი 22.  ბარათების/აღრიცხვის ფორმების გახსნა და მონაცემების შეტანა

1. ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება პროგრამულად, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარათები შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

2. არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათი საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში იხსნება მისი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირების ან ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვისა და დაბრუნების შემთხვევაში.

3. პირისათვის, რომელიც იხდის იმპორტის გადასახდელს, პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება მის მიერ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ბარათებში და აღრიცხვის ფორმებში მიეთითება გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება აგრეთვე იმ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი.

5. ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში  მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;

ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების/კონტროლის მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია;

ე) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;

ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ზ) სამართალდარღვევის ოქმები;

თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო (მათ შორის, იმპორტის გადასახადის გადახდის) ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე;

ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები;

კ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ;

ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.

6. ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №22 – ვებგვერდი, 16.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №503 – ვებგვერდი, 06.12.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №319 – ვებგვერდი, 27.10.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 13.01.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

     მუხლი 221. სავარაუდო დარიცხვა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული  ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:

ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;

ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

2. ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

31. სავარაუდო დარიცხვის თაობაზე პირს ეცნობება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, პირი უფლებამოსილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა.

4. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენამდე, შესაბამისი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული  სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში, ხოლო სხვა სათანადო ინფორმაციის გამოვლენის/წარდგენის  შემთხვევაში – შესწორებითი დარიცხვა.

41. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ჩამოეწეროთ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

 5. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისათვის ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არსებული ზედმეტობა გაუქმებულად ითვლება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი კორექტირება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 30.09.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №260 – ვებგვერდი, 14.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №149 - ვებგვერდი, 23.05.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.

 

მუხლი 222. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი

1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) გადასახადის თანხა;

ბ) ჯარიმა;

გ) საურავი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანება იფარება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღის  რიგითობის გათვალისწინებით.

მაგალითი 1:

შპს „ელიტას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2 აპრილს დეკლარაციით დარიცხული აქვს მოგების გადასახადი  300 ლარი. ამასთან, 16  აპრილის მდგომარეობით დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხა  200 ლარი, გადასახადის გადამხდელს ასევე ერიცხება ჯარიმა 100 ლარი.

20 აპრილს გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა 200 ლარი, ხოლო 24 აპრილს – 400 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

შპს „ელიტას" მიერ პირველად გადახდილი 200 ლარით ჯერ დაიფარება მოგების გადასახადში არსებული ძირითადი თანხა – 300 ლარი, როგორც უფრო ადრე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. 24 აპრილს გადახდილი 400 ლარით დაიფარება მოგების გადასახადში დარჩენილი თანხა 100 ლარი (300-200), შემდგომ   დღგ-ის  თანხა – 200 ლარი. ხოლო დარჩენილი 100 ლარით ჯარიმის თანხა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

მუხლი 23. საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნა

საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I-21 დანართის შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ცნობაში ასახული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

                                                                                                                                       დანართი №I-21

ც ნ ო ბ ა

საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო

ანგარიშების გახსნის შესახებ

1

გადასახადის გადამხდელის დასახელება / სახელი და გვარი

 

2

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი

 

3

საბანკო დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ბანკის კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

4

მონაცემები ანგარიშის შესახებ

ანგარიშის სახე

ანგარიშის ნომერი

ვალუტა

ანგარიშის გახსნის

   თარიღი

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა

 

(რიცხვი)       (თვე)            (წელი)

 

 

 კარი II

საშემოსავლო და მოგების გადასახადები

თავი IX

საქონლის/მო მ სახურების მიწოდების აღრიცხვა

მუხლი 24. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ  იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ)  მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

4. სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.

მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 – ვებგვერდი,   22.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

 

 დანართი №II-01  (ამოღებულია)

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 – ვებგვერდი,   22.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

                                                                                                                          

 

  დანართი №II-011    (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 იანვრის ბრძანება №26 – ვებგვერდი,   24.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 – ვებგვერდი,   22.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

 

    მუხლი 251. სასაქონლო ზედნადები

2 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

2. ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან  საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

3. ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე.

4. ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების)  დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;

გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება):

დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება);

დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება);

დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე  (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება);

დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის  ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ);

დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის  დაბრუნება);

ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);

ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე:

ვ.ა) საავტომობილო;

ვ.ბ) სარკინიგზო;

ვ.გ) საავიაციო;

ვ.დ) სხვა;

ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა;

ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი;

ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება;

თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება;

ი) ზედნადების ცხრილში იწერება:

ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი;

ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება;

ი.გ) III სვეტში – საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული   ან  საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი);

ი.დ) IV სვეტში – საქონლის ზომის ერთეული;

ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა;

ი.ვ) VI სვეტში – საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით);

ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით);

კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად);

ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16   სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);

ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა;

პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. შიდა გადაზიდვის შემთხვევაში, ზედნადების მე-5 სტრიქონში იწერება მე-4 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

6. თუ ხორციელდება მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადების მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი.  ასეთ შემთხვევაში ზედნადების მე-9-მე-12 სტრიქონები არ ივსება.

7. დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი  ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტრიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.

8. დისტრიბუციის სახით საქონლის მყიდველზე/მიმღებზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს ზედნადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანს მყიდველისთვის/მიმღებისათვის მისაწოდებელი საქონლის მონაცემებს.

9. სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება – ,,უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-8 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი. ზედნადების ცხრილში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

10.  საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

11. ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

12. ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.

13. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სისტემასთან დაკავშირება და შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება „ტექნიკური მიზეზების გამო, ელექტრონული სერვისებით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ზედნადების ქაღალდური ვერსიის გამოსაწერად ისარგებლეთ ღილაკით „დამატებითი სერვისი“, ავტომატურად განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) და ვებგვერდზე – www.eservices.rs.ge. ასეთ შემთხვევაში, პირი ხელით ავსებს ღილაკი „დამატებითი სერვისი“-ის საშუალებით ამობეჭდილ, ზედნადების (დანართი №II-012) შესაბამის ცარიელ ფორმას, რომელსაც უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება სისტემის მიერ. ზედნადების ხელით

შევსებისას, როდესაც ერთი ზედნადები არასაკმარისია, შესაძლებელია ამობეჭდილ და გამოყენებულ იქნას „სასაქონლო ზედნადების დანართი“, რომლის პირველ სტრიქონში სისტემის მიერ იწერება იმ ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. „სასაქონლო ზედნადების დანართი“ ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება „სასაქონლო ზედნადების დანართში“ მოცემული სახით.

14. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).

15. ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის:

ა) პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის/ძირითადი საშუალების ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში;

ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში.

გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის  ტრანსპორტირებისას.

დ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.  

ე) „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, სეპარირებულად შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენის (ქაღალდის, მინის, პლასტიკის და მეტალის (ალუმინის ქილები)) ტრანსპორტირებისას;

ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.

16. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის დაფასოება არ წარმოშობს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას, ამ საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №239 - ვებგვერდი, 14.08.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
საქართელოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 30 ივლისის ბრძანება №235 - ვებგვერდი, 02.08.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 03.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 მარტის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 20.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ.

                                                                                                                                   

  დანართი №II-012

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

 

მუხლი 252. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები

1. ხე-ტყის  სასაქონლო  ზედნადები (ამ  მუხლის  მიზნებისთვის  შემდეგში – ზედნადები) არის №II-01 3 დანართის  შესაბამისად  დადგენილი  ფორმის  დოკუმენტი, რომლის  შევსება  სავალდებულოა  ამ  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემდეგ  საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;   

ბ.თ)  დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.      

2. ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

3.  ზედნადების  მე-20  სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი  შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში –საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

ბ) ხე/მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013დანართით გათვალისწინებული ზედნადები;

გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

ე) სსიპ – ეროვნულის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ზ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა(მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

4. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება:

ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით;

 ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ  მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

41. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის:

ა) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;

ბ) წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის ტრანსპორტირებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსისა;

გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) იმპორტირებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას;

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე;

ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას;

გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა;

დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების  აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას;

ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს ამავე ქვეპუნქტებში მითითებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მიღება-ჩაბარების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შედგენიდან არაუმეტეს 24 საათისა. ამასთან, ამ მუხლის  მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ბრძანებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ წარმოადგენს ზედნადების გარეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირების საფუძველს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №367 – ვებგვერდი, 19.11.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 აპრილის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №349 - ვებგვერდი, 19.09.2018წ.

 

დანართი №II-013

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №257 - ვებგვერდი, 11.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 16.06.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 აპრილის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 07.04.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ.

    მუხლი 253. მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში – დამკვეთი) მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, სამშენებლო მოედანს წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის (კონტრაქტორის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელსა და გვარს) და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ამ ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციას;

გ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში არსებულ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს სურს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს დამკვეთის ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ. ამასთანავე, ცნობით უნდა დასტურდებოდეს:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;

გ) სამშენებლო მოედნის ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით;

დ) დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადები.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის გავრცელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური და იგი განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება;

გ) სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი;

დ) სამშენებლო მოედნის ტერიტორია (კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით);

ე) ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან სხვა მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 მარტის ბრძანება №85 - ვებგვერდი, 30.03.2020წ.

მუხლი 26. სასაქონლო ზედნადებების რეესტრი

1. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის წესების შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი, რომლის წლიური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია ზედნადებების რეესტრი აწარმოოს ელექტრონული ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ზედნადების აღრიცხვის ნომერი;

ბ) ზედნადების გამოწერის თარიღი;

გ) გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) საქონლის ღირებულება.

მუხლი 27. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონულად ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოყენებით, იმ სავალდებულო პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ნომენკლატურული აღრიცხვა.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების განმსაზღვრელ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №25 – ვებგვერდი, 24.01.2012წ.

     მუხლი 271. ცალკეული საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვა

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს შესაბამისი საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 მარტის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 29.03.2022წ.

მუხლი 28. შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა

1. პირის, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია.

2. აღრიცხვის წიგნის დასალუქად პირმა განცხადებით (№II-03 დანართი) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3. პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, ელუქება ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთი აღრიცხვის წიგნზე მეტის დალუქვის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, აღრიცხვის წიგნების თითოეულ ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს მიერ კეთდება აღნიშვნა გადამხდელზე გაცემული აღრიცხვის წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.

4. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს წიგნების დალუქვის რეესტრის წარმოებას გადამხდელების მიხედვით. დაუშვებელია სათანადო დასაბუთების და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი დალუქული წიგნის არსებობა.

5. პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები – ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.

6. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ აღრიცხვის წიგნში ბოლო ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა „ ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია” და მოწმდება ბეჭდით.

7. პირმა უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.

8. პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.

9. აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი. ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

10. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს წიგნების ერთჯერადი ლუქებით დალუქვა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ლუქების შეძენა.

11. წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში, გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.

12. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწორების თარიღის მითითებით.

13. აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება:

ა) პირველ სვეტში – რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი;

ბ) მე-2 სვეტში – მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში;

გ) მე-3 სვეტში – თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი;

დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას საგადასახადო ორგანოსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდგომ, უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით;

ე) მე-5 სვეტში – საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.

14. აღრიცხვის წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

15. კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).

16. გადამხდელებმა გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის შემთხვევაში, უნდა დაიცვან შემდეგი წესები:

ა) ყველა შეკვეთა, რომლებიც გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას;

ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ წესზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ წესზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).

17. წიგნის შენახვის ვადა 6 წელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.

 

                                                                                                                                                         დანართი №II-02

შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის

წიგნი

წელი ––––––

გადამხდელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                              (იურიდიული პირის დასახელება მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი)

 

საიდენტიფიკაციო ნომერი ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– –––

განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე –– –– –– –– (კოდი)

იურიდიული პირის ადგილმდებარეობის (ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის)

მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ობიექტი, სადაც იწარმოება წიგნი –––––––––––––––––––––––––––––––––––

საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი ––––––––––––––––––––––––

                                                                                         (გვარი, სახელი, ხელმოწერა)

                                                                                                                                                  ბ.ა

 

№

რეგისტრაცია

თანხა

შენიშვნა

პირველადი დოკუმენტის თარიღი და ნომერი

ოპერაციის შინაარსი

შემოსავალი

ხარჯი

 

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                   დანართი №II-03

შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის

წიგნის დალუქვის შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 საგადასახადო ორგანო ---------------------------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელი ---------------------------------------------------------------

საიდენტიფიკაციო ნომერი ---------------------------------------------------------------- იურიდიული

მისამართი -----------------------------------------------------------------

გთხოვთ, დამილუქოთ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი.

განმცხადებელ ი ––––––––––––––––––––––––––––––––––          ––––––––––––––––––

                                       (სახელი, გვარი)                                                      (ხელმოწერა)

 

თარიღი: „ ––––––” „ –––––––––––––––––––––” 20 წელი

 

  შენიშვნა:

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს განცხადებას, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.

 

მუხლი 29. შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე

1. პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო, აუდიტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას არ ახდენს (ან გავლენა არ მოუხდენია) პირებს შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „ანალოგიური საქონელი/მომსახურება“ გულისხმობს იმგვარ საქონელს/მომსახურებას, რომლის მიწოდება ხდება შესადარის პირობებში. შესადარისობის განსაზღვრისათვის უნდა მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე.

შენიშვნა: აღნიშნული მუხლის დებულებები გამოიყენება არამხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის მიზნებისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

 

თავი X

გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან

    მუხლი 30.  ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრა და ამორტიზაციის დარიცხვა

1. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად.

2. 1000 ლარამდე ღირებულების ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ცალკე არ ჯგუფდება და მისი მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი არ დგება, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა.

 3. ლიზინგის საგნის პირველად გაცემისას ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება იმ დანახარჯების მიხედვით, რომელიც გაწეულია აღნიშნული აქტივის მიმწოდებლისაგან შესყიდვაზე, აგრეთვე სხვა ხარჯების მიხედვით, რომლებიც ზრდის აქტივის ღირებულებას.

მაგალითი 1:

საწარმომ 2012 წლის იანვარში 90 000 ლარად შეიძინა და 5 წლით ლიზინგით გასცა 2 სატვირთო ავტომობილი, ერთი ავტომობილის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 50000 ლარს, მეორე ავტომობილის 40000 ლარს, აღნიშნულ აქტივების ღირებულებაზე მისაკუთვნებელი სხვა დანახარჯები საწარმოს არ გააჩნია.

მოცემულ პირობებში:

საწარმოს მიერ აღნიშნულ ავტომობილებზე შეიქმნება ცალ-ცალკე ჯგუფები და პირველი ავტომობილის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება 50000 ლარით, მეორე ატომობილის 40000 ლარით.

4. ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას ამორტიზაცია დაერიცხება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.

მაგალითი 2:

საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 7000 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო გადასახდელის გადახდისას ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის (ავტომობილის) გამოსყიდვა 2630 ლარის ოდენობით. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს.

სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების) დისკონტირებით მიიღება აქტივის ღირებულება მისი ლიზინგით გაცემისას.

მოცემულ პირობებში:

მომავალ პერიოდში მისაღები სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი თანხიდან (37630 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 14590 ლარი (37630–23040).

შედეგი:

პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2853 ლარი (7000–(23040X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 4147 ლარი (23040 X 18%). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2853 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.

მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 3366 ლარი (7000–(23040–2853)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 3634 ლარი (23040–2853)X18%. შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული), უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 3366 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.

მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით.

მაგალითი 3:

საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დამატებით თანადაფინანსების სახით უნდა მიიღოს 7405 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულება 0-ის ტოლია. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს.

მოცემულ შემთხვევაში:

მისაღები სალიზინგო გადასახდელების მთლიანი თანხიდან (32405 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 (7405+5000 X 3.127) ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 9365 ლარი (32405–23040).

შედეგი:

პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (12405 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 9591 ლარი (12405–(23040-7405)X18%)), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2814 ლარი (23040-7405)X18%)). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 9591 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 12405 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.

მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2579 ლარი (5000–(23040–9591)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2421 ლარი (23040–9591)X18%. შესაბამისად, საწარმომ ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2579 ლარით (შესაბამისად აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 5 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.

მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით.

5. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

6. თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემა, ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებით ბალანსი განისაზღვრება ძირითადი საშუალების ლიზინგით პირველად გაცემის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე ფაქტობრივად არ განხორციელებულა აღნიშნული ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება.

მაგალითი 4:

პირობები იგივეა რაც მე-3 მაგალითში იმ დამატებით, რომ 2013 წლის დეკემბრის ბოლოს სალიზინგო ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე და საწარმოს დაუბრუნდა ლიზინგით გაცემული ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი საწარმომ ხელმეორედ გასცა 2015 წლის იანვარში. სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება.

მოცემულ შემთხვევაში

იქიდან გამომდინარე, რომ სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება, ავტომობილის ლიზინგით ხელმეორედ გაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი იქნება 2014 წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ტოლი, რომელიც შეადგენს 10870 (23040-(9591+2579)) ლარს, ვინაიდან 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწარმოს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ავტომობილის გამოყენება და შესაბამისად ამორტიზაციის დარიცხვა.

7. თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან ლიზინგის ვადის დასრულებისას, ლიზინგის მიმღების მიერ ხდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების ლიზინგი მიმღებისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლოს და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.

8. თუ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებზე – შენობებსა და ნაგებობებზე (შემდგომში –ნაგებობა) გააჩნია მონაცემი ყველა ნაგებობის ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დაკარგვის ან/და განადგურების გამო (გარდა თავდაპირველად ამ ძირითადი საშუალების შესყიდვის, წარმოების, კაპიტალში შენატანის სახით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტისა) ვერ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნას, აღნიშნული პირი უფლებამოსილია 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თითოეული ნაგებობა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი მეთოდის გამოყენებით:

2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეფარდებული ნაგებობების ჯამურ ნარჩენ საბალანსო ღირებულებასთან და გამრავლებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გაანგარიშებულ ჯგუფის ჯამურ ღირებულებით ბალანსზე.

მაგალითი: 5

პირი, 1997 წლიდან დღემდე მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებს – შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში– ნაგებობა) აღრიცხავდა ერთ ჯგუფად. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პირს სურს შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნა, თუმცა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია და მას გააჩნია ინფორმაცია მხოლოდ ჯგუფში შემავალი ნაგებობების (ჯგუფი მოიცავს ექვს ნაგებობას) ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე, რაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 20 000 ლარს.

ამასთან, პირს თითოეულ ნაგებობაზე გააჩნია მონაცემები ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების თაობაზე 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ:

ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, მათ შორის:

პირველი ნაგებობა – 12000 ლარს;

მე-2 ნაგებობა – 10000 ლარს;

მე-3 ნაგებობა – 11000 ლარს;

მე-4 ნაგებობა – 4000 ლარს;

მე-5 ნაგებობა – 2000 ლარს;

მე-6 ნაგებობა – 1000 ლარს.

მოცემულ პირობებში:

პირი უფლებამოსილია თითოეული ნაგებობა აღრიცხოს (მისი ღირებულებითი ბალანსი დაადგინოს) ცალკ-ცალკე ჯგუფად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი წესით:

პირველი ნაგებობა 12000/40000X20000 = 6000 ლარი;

მე-2 ნაგებობა 10000/40000X20000 = 5000 ლარი;

მე-3 ნაგებობა: 11000/40000X20000 = 5500 ლარი;

მე-4 ნაგებობა: 4000/40000X20000 = 2000 ლარი;

მე-5 ნაგებობა: 2000/40000X20000 = 1000 ლარი;

მე-6 ნაგებობა: 1000/40000X20000 = 500 ლარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №632-ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება №24 – ვებგვერდი, 20.01.2012წ.

    მუხლის 30 1 . სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების გამოქვითვა

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს საანგარიშო პერიოდის მიხედვით ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ (მათ შორის, ლიზინგის შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილ) მოთხოვნებზე, რომლის მიხედვით მისაღები თანხები აღიარებულია შემოსავლად და ჩართულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში შექმნას რეზერვები.

2. რეზერვები იქმნება ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და სხვა ჯარიმების გარეშე) 80%-ის ოდენობით, თუ ვადაგადაცილება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის (31 დეკემბრის) მდგომარებით აღემატება ან შეადგენს 60 დღეს.

3. სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების პირველად შექმნის საანგარიშო პერიოდისთვის ასეთი რეზერვის თანხა მთლიანად გამოიქვითება საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.

მაგალითი 1.

სალიზინგო კომპანიას სალიზინგო საქმიანობის განხორციელებისას 2012 წლის ბოლო დღეს აქვს ვადაგადაცილებული მოთხოვნა 7000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2012 წლის 5 აგვისტოს.

მოცემულ პირობებში:

სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 2012 წლის ბოლო დღეს ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნაზე შექმნას რეზერვი 5600 ლარის ოდენობით (7000X80%) და გამოქვითოს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.

4. თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხა აღემატება წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხას, მათ შორის, სხვაობა გამოიქვითება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან.

მაგალითი 2.

სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5600 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 6000 ლარს.

მოცემულ პირობებში:

სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 400 ლარი (6000-5600) გამოქვითოს 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.

5. თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა ნაკლებია წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხაზე, მათ შორის, სხვაობა ჩაირთვება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივ შემოსავალში.

მაგალითი 3.

სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5000 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 4000 ლარს.

მოცემულ პირობებში:

სალიზინგო კომპანიამ 1000 ლარი (5000-4000) უნდა ჩართოს 2013 წლის ერთობლივ შემოსავალში.

6. თუ სალიზინგო კომპანია მიმდინარე საანგარიშო წელს ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიის მოთხოვნებს, წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩა ი რთ ვება მიმდინარე საგადასახადო წლის ერთობლივ შემოსავალში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ.

    მუხლი 31. ცალკეულ შემთხვევებში ხარჯების გამოქვითვა

1. დოკუმენტურად დადასტურების გარეშე შესაძლებელია ერთობლივი შემოსავალიდან გამოიქვითოს საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი გამოსაქვითად ასაღიარებელი სარგებელი.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) მოიჯარის მიერ იჯარის საგანზე მეიჯარის სახელით გაწეული ხარჯის დოკუმენტი;

ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ავტოსტრანსპორტო საშუალების საწვავის შეძენისათვის შესაბამისი ქვეყნის მიერ დადგენილი წესით გაცემული ჩეკი (დოკუმენტი), თუ ეს საწვავი გამოყენებულია შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობისათვის და ხარჯი სახეზეა.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ კვების ობიექტში კვების მომსახურების („საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები ს“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეები სეკ 001-2004“-ის 55.3 – 55.5 ჯგუფებით გათვალისწინებული საქმიანობა) გამწევი პირის მიერ, ამ მომსახურებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტის შესყიდვაზე გაწეული ჯამური ხარჯი, მიუხედავად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, შესაძლებელია გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

 ა) თუ პირის  მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი;

 ბ) თუ პირის  მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული  ხარჯი არ აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს და მას ასევე გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, მაგრამ არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის  20%-ისა.

მაგალითი 1

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში  სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები (თევზი, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯი მხოლოდ  30 000 (150 000 X 20%) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 15 000 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

მაგალითი 2

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები. საიდანაც მას მხოლოდ 35 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მხოლოდ კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული  ხარჯი 35 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 10 000 ლარის ოდენობის ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

მაგალითი 3

პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა  29 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, საიდანაც მას მხოლოდ  15 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში

პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითოს 29 000 ლარი, მათ შორის, როგორც  დოკუმენტურად  დადასტურებული ხარჯი 15 000 ლარი, ასევე  დანარჩენი 14 000 ლარი, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ვინაიდან მოცემულ  შემთხვევაში ნებადართული გამოქვითვადი ხარჯების ოდენობა არ აღემატება 30 000  ლარს – 150 000 ლარის 20%-ს.

5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სა მედიცინო დაწესებულებას, რომლის ერთობლივი შემოსავალი არ არის ნაკლები 1 000 000 ლარზე, უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტის დადასტურებ ის გარეშე, დამატებით გამოქვითოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 20 პროცენტი.

6 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  პირს უფლება აქვს , 2014 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტ ურად დადასტურებ ის გარეშე დამატებით გამოქვითოს საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილი   საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონ ლო ნომენკლატურის 3001-3006 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის   რეალიზაციით მიღებული შემოსავლის  10%, თუ:

ა) ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით გათვალისწინებული წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით  აღნიშნული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის საქართველო ან;

ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია საქართველოში და  ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 30%-ს შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით ან;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონელი წარმოებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფარმაცევტული წარმოების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.

 7. ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) იმპორტი რებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალ იზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებ ის (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის შესაბამისი ტერმინების მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს ტყის კოდექსისა და „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანების შესაბამისად.

   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №293 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.
   საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №371 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №375 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.

თავი XI

საგადასახადო ანგარიშგება

    მუხლი 32. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია

ფიზიკურ პირს, რომელსაც წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიურ დეკლარაციას წარუდგენს №II-04 დანართის ფორმით.

 

                                                                                                                              დანართი №II-04  

საშემოსავლო გადასახადის წლიური
დეკლარაცია
ნაწილი I

 

 

 

 

 

 

გადამხდელი

 

მეწარმე ფიზიკური პირი

 

 

 

      ფიზიკური პირი

 

 

 

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე

 

მციერ ბიზნესის სტატუსის მქონე

გვარი, სახელი

 

 

 

1

(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V” ნიშნით)

 

2

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

გადამხდელის

პირადი ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

დეკლარაციის სახე: პირველადი

 

შესწორებული

 

 

5

ს/წელი

 

 

 

 

                                                                   

 

6

მისამართი

 

 

7

ეკონომიკური საქმიანობის კოდი

 

 

 

 

8

საქმიანობის შეწყვეტის თარიღი

 

 

 

 

9

წარედგინება:

 

 

           

ნაწილი II

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

10

დეკლარაციის მიღების თარიღი

 

 

11

თანდართული დოკუმენტი

 

 

ფურცელზე

 

12

რეგისტრაციის ნომერი

 

 

 

 

13

დეკლარაციის მიმღების გვარი, სახელი

 

 

14

დეკლარაციის მიმღების ხელმოწერა

 

 

 

         

 

ნაწილი III

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება (ლარი)

 

ერთობლივი შემოსავალი

მათ შორის:

 

 

 

1 15

 

 

სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას

დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი

 

16

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული

 

17

 

 

ერთობლივი შემოსავალი (სსკ-ის 82 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი  შეღავათების გათვალისწინებით)

გარდა მე-20 გრაფისა და დანართი „ა“, „ბ“ და „გ“-ში ასახული შემოსავლებისა

 

 

 

 

 18

 

 

მათ შორის:                          

სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული ( გარდა 5%-იანისა)

1 19

 

 

 

 

 

ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი

 

 

 

2 20

 

 

 

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

 21

 

 

 

 

საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

 

 22

 

 

გამოქვითვები სულ

მათ შორის:

  23

 

 

 

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

24

 

 

 

ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი,

 წყალი

 

25

 

 

 

გაცემული ხელფასი

26

 

 

კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი

პროცენტები

 

27

 

 

 

 

 

 საამორტიზაციო ანარიცხები

28

 

 

სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე

 ღირებულების ძირითადი საშუალებები

 

29

 

 

 

სრულად გამოქვითული ძირითადი

 საშუალებების ღირებულება

 

30

 

 

 

ძირითადი საშუალებების რემონტის

ხარჯები

 

31

 

 

 

სხვა გამოქვითვები,

(აღსადგენი ხარჯების გათვალისწინებით)

 

32

 

 

           

 

 

 

ჯამი

 

33

 

 34

 

 

 საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი, გარდა

 არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლისა

3

 35

 

 

 

 

მათ შორის, ხელფასის სახით მიღებული

 

36

 

 

 

  

 

დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი

 შემოსავალი, სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად

 37

 

 

წინა წლების ზარალი, რომელიც ექვემდებარება

გამოქვითვას

 38

 

 

  37

 

 

 

 

 38

 

 

შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი

საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით  (უჯ34-უჯ33-უჯ35-უჯ37-უჯ38)

 39

 

 

ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი,

რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით

 40

 

 

 

საშემოსავლო გადასახადი კანონმდებლობით დადგენილი ჩათვლების გარეშე

 

 

 

 41

 

 

 

 

გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო

გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას

 

42

 

 

  

 

 

 

კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი,

მათ შორის:

 

43

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

44

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი

 

 

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება

თანხა

 

 

 

 

 

 

 

დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადი

 

45

 

 

 

კაპიტალიზებადი ხარჯი

46

 

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

 

4 47

გადამხდელის გვარი, სახელი

 

4 48

გადამხდელის ხელმოწერა

 

 49

ხელმოწერის თარიღი

 

 

 

 

 

შენიშვნა:

დეკლარაციის 42-ე და  45-ე უჯრები ივსება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დეკლარაციას წარადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირების მიერ 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.

დანართი „ა“

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმა

ნაწილი I

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

იმ საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსისთვის დადგენილი ბრუნვის 30000 ლარიანი ზღვარი

 

4

 

 

 

 

 

 

 

სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები სულ.  მათ შორის:

 

5

 

 

 

ხელფასის ხარჯი

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი,

მათ შორის

 

7

 

 

 

 

8

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი

 

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება

 

                      თანხა

 

 

 

 

 

 

                           

 დანართი „ბ“

არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით  მიღებული შემოსავლების/სარგებლის  და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების შესახებ

 

 

NN

 

მიღებული შემოსავალის სახე

მიღებული შემოსავალი, რომელიც

 

შეღავათის ოდენობა

 

გადასახადის განაკვეთი (20-5%)

 

გადასახადი (ლარი)

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება

გადახდის წყაროსთან დაბეგრილია

ექვემდებარება დაბეგვრას

1

2

3

4

5

6

7

8

 

11

ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

22

აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი

 

 

 

 

 

 

 

33

მიღებული სარგებელი

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

                                 დანართი „გ“

ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე

საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან/და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან მიღებული ხელფასის შესახებ, რომელიც არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

 

ხელფასის გაცემის თვე

 

ხელფასის ოდენობა

 

შეღავათის ოდენობა

 

გადასახადის განაკვეთი

 

გადასახადი

(ლარი)

რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, მათ შორის:

აჭარის ა.რ.

აფხაზეთის ა.რ.

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       სულ

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №505 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

     მუხლი 33. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5. დეკლარაციის III ნაწილის:
ა)  მე-15 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (გარდა საქართველოს საწარმოს მიერ გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილების შესაბამისად მიღებული დივიდენდებისა და 131-ე მუხლის მე-5,  მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად მიღებული პროცენტებისა), მათ შორის, შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. ამასთან, როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-15 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ „დ 1 “ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;

ბ) მე-16 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი;
გ) მე-17 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი;        
დ) მე-18 უჯრაში აისახება – მონაცემი, რომელიც მიიღება მე-15 უჯრაში ასახულ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი (უჯრა 20), მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმის მე-2 და მე-4 სტრიქონებში მითითებული შემოსავლების ჯამი (დანართი „ა“), არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების/სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ფორმის მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი (დანართი „ბ“), ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან/და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან მიღებული ხელფასების ჯამი (დანართი „გ“) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეღავათები;
 ე) მე-19 უჯრაში – სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში  ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ექვემდებარება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას;     
ვ) მე-20 უჯრაში – შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ ამ  საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
ზ) 21-ე და 22-ე უჯრებში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის  მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის;
თ) 23-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ან/და აღსადგენი ხარჯები (24-ე-32-ე უჯრების ჯამი), მათ შორის:
თ.ა) მე-24  სტრიქონში  – საგადასახადო  წლის  განმავლობაში  მიღებული  ყველა  სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა;
თ.ბ) 25-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის ღირებულება;
თ.გ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით ფაქტობრივ განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი;
თ.დ) 27-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე  მუხლი),  მიუხედავად  საქართველოს საგადასახადო კოდექსის  142-ე  მუხლის  მე-4  ნაწილით  დადგენილი შეზღუდვებისა;
თ.ე) 28-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე  და 119-ე მუხლების შესაბამისად;
თ.ვ) 29-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექსპლოატაციაში გადაცემისას;
თ.ზ) 30-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას;
თ.თ) 31-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
თ.ი) 32- ე უჯრაში ჩასაწერი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით:
თ.ი.ა) მიეთითება ყველა სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან (გარდა, 24-ე-31-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება, ამასთან არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
თ.ი.ა.ა) სადაზღვევო შენატანების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად;
თ.ი.ა.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან, მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის 1 პროცენტს;
თ.ი.ა.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით;
თ.ი.ა.დ) რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
თ.ი.ა.ე) ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი;
თ.ი.ა.ვ) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯი;
თ.ი.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში.
თ.ი.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „თ.ი.ა“  ქვეპუნქტში და დეკლარაციის  24-ე-31-ე სტრიქონებში. მათ შორის:
– საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი;
– საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
 - შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ.: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი);
– დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე;
– ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის  142-ე  მუხლის  მე-4  ნაწილით  დადგენილი  შეზღუდვების  გათვალისწინებით ;
– სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს;
თ.ი.დ) „თ.ი.ა“ და „თ.ი.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი  მცირდება  „თ.ი.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 32-ე სტრიქონში.
შენიშვნა: შესაძლებელია 32-ე სტრიქონის  მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, 23-ე უჯრის მნიშვნელობაც იყოს  უარყოფითი  სიდიდე;
ი) 33-ე უჯრაში –21-ე და 23-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
კ) 34-ე უჯრაში – მე-18 და 22-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ლ) 35-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით. და აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას;
მ) 36-ე უჯრაში – დეკლარაციის 35-ე უჯრაში ასახული საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი;
ნ) 37-ე უჯრაში – სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი;
ო) 38-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით დაწესებული ნორმები;
პ) 39-ე უჯრაში – შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას (საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით) მიიღება: 34-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 33-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 35-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 37) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლების ზარალი (უჯრა 38);
ჟ) მე-40 უჯრაში – მიეთითება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი, რომლის გამოანგარიშებისას  მე-20 უჯრაში ასახულ მონაცემს 37-ე უჯრაში ასახული მონაცემი (სრულად ან ნაწილობრივ) აკლდება იმ შემთხვევაში, თუ 39-ე უჯრაში ასახული ციფრი ნულის ტოლია და 37-ე გრაფაში მითითებული შეღავათი სრულად არ იქნა გამოყენებული 39-ე გრაფის გამოანგარიშებისას;
რ) 41-ე უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 39-ე და მე-40 უჯრებში ასახული მონაცემების შესაბამის განაკვეთებზე ნამრავლის ჯამით.
ს) 42-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4,  ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ტ) 43-ე უჯრაში – კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 41-ე და 42-ე უჯრების მონაცემთა დადებითი სხვაობით;
უ) 44-ე უჯრებში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თითოეული ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მითითებით;
ფ) 45-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო  154-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის მე-4, 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით, ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 42-ე და 41-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, რომ 42-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 41-ე უჯრაში გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას;
ქ) 46-ე უჯრაში – კაპიტალიზირებადი ხარჯები.

6. დეკლარაციის  დანართი „ა“ ივსება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
ა) დანართი „ა“-ს პირველ უჯრაში – შეიტანება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში 5% ან 3%, ხოლო მიკრო ბიზნესის შემთხვევაში ჩაიწერება 0%.
ბ) მე-2 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის:
ბ.ა) მე-3 უჯრაში – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, თუ აღნიშნული შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილში, იგი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო დადგენილი შეღავათის დეკლარაციის III ნაწილში ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა;
ბ.ბ) მე-4 უჯრა – ივსება მხოლოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავალი, რომელზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი შეზღუდვა;
გ) მე-5 უჯრაში – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. მათ შორის, მე-6 უჯრაში – ხელფასის სახით დაქირავებულებზე გადახდილი თანხები;
დ) მე-7 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-2 უჯრასა და მე-3 უჯრას შორის სხვაობის  თანხის საშემოსავლო გადასახადის პირველ უჯრაში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით. მათ შორის, მე-8 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი; თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მითითებით.
7. დეკლარაციის დანართი „ბ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) მე-2 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავლის სახე:
ა.ა) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ან/და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლის დაბეგვრისას არ გაითვალისწინება გაწეული ხარჯები;
ა.ბ) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას ან/და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
ა.გ) არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული სარგებელი;
ბ) მე-3 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;
გ) მე-4 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მე-5 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა, ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი დეკლარაციის III ნაწილში ან/და დეკლარაციის დანართი „ა“-ში სრულად გამოიყენება,  დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი  გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა;
ე) მე-6 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი განაკვეთი (20%, 5%);
ვ) მე-7 სვეტში – აისახება დანართი „ბ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა);
ზ) მე-8 სვეტში აისახება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება,  დასაბეგრი ობიექტების შესაბამისად;
8. დეკლარაციის დანართი „გ“-ს ავსებენ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები, რომელთაც საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცი(ებ)იდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიიღეს ხელფასი და აღნიშნული არ დაბეგრილა გადახდის წყაროსთან. დეკლარაციის დანართი „გ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) პირველ სვეტში – აისახება ხელფასის გაცემის თვე;
ბ)  მე-2 სვეტში – აისახება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიღებული ხელფასის ოდენობა;
გ) მე-3 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათის ოდენობა, ამასთან თუ შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილსა ან/და დანართი „ა“-სა და დანართი „ბ“-ში, დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი  გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის აუთვისებელი ოდენობა;
დ) მე-4 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი;
ე) მე-5 სვეტში – აისახება დანართი „გ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა);
ვ) მე-6 და მე-7 სვეტში – აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №505 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.

 

 

დანართი №II-041   (იხილეთ თანდართულ ფაილად)

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.  

     მუხლი 33​1. აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია

1.  ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას  არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა NII-041 დანართის ფორმით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ.

     მუხლი 332. აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5. დეკლარაციის III ნაწილის:

ა) პირველ სტრიქონის  მე-3 სვეტში აისახება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ბ) პირველ სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*10%);

გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი;

დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.

მუხლი. 34. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრა

    1. უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებული საერთაშორისო ორგანიზაციას (შემდგომში–ორგანიზაცია) არ ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება, ამ ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მიმართ.

 2. ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციები შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII კარით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გადასახადის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები.

 3. ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარსადგენ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს დაქირავებული ფიზიკური პირის თანხმობა, მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ.

4. ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5. გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულების შესრულება მომსახურების მიმწოდებელ პირის ეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

6. ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება ამ წესის განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ.

7. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (№II-04 დანართი). ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის მითითებით – „ ხელფასი” ან „ მომსახურების კომპენსაცია”. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.

 8. ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, ვალდებულია დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

9. საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად დაქირავებული პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით –  „დაქირავებულია”. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.

10. სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

მუხლი 35. მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაცია

III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარედგინება დეკლარაცია №II-05 დანართის ფორმით.

 

                                                                                                                                                       დანართი  №II-05

 ნაწილი II

 
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი)
 8
 
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი)
 9
 
მატერიალური აქტივის ჩუქებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი
10
 
 
მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი
 11
 
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივებიდან დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით.
12
 
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივებიდან დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით.
13
 
 
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მათ შორის:
14
 
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივებიდან
15
 
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივებიდან
16
 
ჩუქებით მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის)თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
17
 
მემკვიდრეობით მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის)თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
18
 
მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები , თანხა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
19
სავადო
თანხა
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ
 
 
 
 
გადამხდელის ხელის მოწერა ––––––––––––––––––––––––––
 
 
 
 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.

მუხლი 36. მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილის გრაფებში აისახება:
ა) მე-8 გრაფაში – ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) – განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით;
ბ) მე-9 გრაფაში მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) – განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით;
გ) მე-10 გრაფაში – მატერიალური აქტივის ჩუქებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მე-11 გრაფაში – მატერიალური აქტივის მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მე-12 და მე-13 გრაფებში – გრაფების შესაბამისად აისახება დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით. ამასთან, პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას (მ.შ., დაქირავებულნი) ამ დეკლარაციის შევსებისას არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათისა). შეღავათების გამოყენების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით;
ვ) მე-14 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რომელიც მიიღება მე-15 და მე-16 გრაფების ჯამით
ზ) მე-15 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (მე-12 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე;
თ) მე-16 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (მე-13 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე;
ი) მე-17 და მე-18 გრაფებში – აისახება მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის) თარიღი – რიცხვი, თვე, წელი;
კ) მე-19 გრაფაში – მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები გაიწერება 2 წელზე ვადებისა, თანხების და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელების მითითებით.

4. დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე და უტყუარობა დასტურდება გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით.

5. დეკლარაციის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და გადაეცემა გადასახადის გადამხდელს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 31.12.2015წ.

მუხლი 37. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია

1. პირი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის  მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, №II-06 დანართის მიხედვით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.

                                                                                                                                                                  

   დანართი №II-06 

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის

დეკლარაცია

ნაწილი I 

 
1
 
გადამ ხ დელის დასახელება
 
2
 
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
 
 
 
 
 
 
 
 
3
 
გადამხდელის (ფიზიკური პირი) პირადი ნომერი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
4
 
დეკლარაციისსახე:
პირველადი
 
შესწორებული
 
5
პერიოდი
 
 
 
 
 
 
6
 
მისამართი:
 
7
 
რეზიდენტი საწარმო
 
8
არარეზიდენტი საწარმო ს მუდმივი დაწესებულება
 
9
მეწარმე ფიზიკური პირი
10
სხვა
 
(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V” ნიშნით)
 
11
 
წარედგინა
 
(საგადასახადო ორგანო)
 

ნაწილი  III

განაცემის დასახელება

დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი , ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება ( გარდა 56​3 გრაფაში ასახული განაცემისა). მათ შორის:

16

 

ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)

17

 

რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის გადახდილი როიალტი

18

 

ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტებისა):

რომელიც იბეგრება 20%-ით

19

 

რომელიც იბეგრება 5%-ით

20

 

ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 133​3  მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით

20​1

 

არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა)

21

 

ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, მათ შორის :

22

 

ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით )

23

 

ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, მათ შორის :

24

 

ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)

25

 

ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება

26

 

მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის :

27

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- ე მუხლის:

პირველი ნაწილის :

„ბ ​ 1 “ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %)

28

 

„გ“ ქვეპუნქტით  (განაკვეთი 10 %)

29

 

„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %)

30

 

„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %)

31

 

1​1 ნაწილით (განაკვეთი 15%)

32

 

მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება ( შეღავათების გამოკლებით ), რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის :

33

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის:

პირველი ნაწილის:

„ ბ 1 “ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %)

34

 

„გ“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

35

 

„დ“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 4 %)

36

 

„ე“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

37

 

1​1 ნაწილით (განაკვეთი 15%)

38

 

ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17 - მე -20 , 20​1, 21 - ე , 23 - ე , 25 - ე , 26 - ე , 34 - ე -38 - ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი)

39

 

ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, მათ შორის :

40

 

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის:

პირველი ნაწილის:

„ბ ​ 1 “ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %)

41

 

„გ“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

42

 

„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %)

43

 

„ე“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

44

 

1​1 ნაწილით (განაკვეთი 15%)

45

 

ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%)

46

 

გ) პროცენტები (განაკვეთი 5%)

47

 

ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები ( შეღავათების გამოკლებით), მათ შორის :

48

 

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის:

პირველი ნაწილის:

„ბ ​ 1 “ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %)

49

 

„გ“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

50

 

„დ“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 4 %)

51

 

„ე“ ქვეპუნქტით ( განაკვეთი 10 %)

52

 

1​1 ნაწილით (განაკვეთი 15%)

53

 

ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%)

54

 

გ) პროცენტები (განაკვეთი 5%)

55

 

გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისთვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი ( 49 - ე -55 - ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი )

56

 

2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები, რომლებზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი

56​1

 

2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია:

56​2

 

მათ შორის, საანგარიშო თვეში

56​3

 

სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე ( 56​3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის გადასახადის განაკვეთზე ნამრავლი )

56​4

 

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (56​3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი)

56​5

 

სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 56 ​5 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი) მათ შორის :

57

 

აჭარის ა . რ . რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი

57​1

 

აფხაზეთის ა . რ . რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი

57​2

 

ინფორმაციისათვის
შენიშვნა:
  67-ე , 68-ე და 69-ე უჯრების შევსება სავალდებულოა

 

 

მიწოდებული საქონლის / გაწეული მომსახურების ღირებულება

58

 

სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი

59

 

საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა

60

 

ფიზიკურ პირთა რიცხოვნება, რომლებზეც გაცემულია მე -16 უჯრაში ასახული თანხა

61

 

არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას

62

 

ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის:

63

 

საკონტროლო - სალარო აპარატების საშუალებით

64

 

მაქსიმალური ხელფასი

65

 

მინიმალური ხელფასი

66

 

ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის

67

 

საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა

68

 

პირთა რაოდენობა, რომლებზეც გაცემულია 68 - ე უჯრაში ასახული თანხა

69

 

 
ს აქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №1 22 – ვებგვერდი, 25.04.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.  
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 14 ივლისის ბრძანება №230 - ვებგვერდი, 15.07.2022წ.

 

დეკლარაციის დანართი „ა“

(თან ერთვის დანართის სახით)

დეკლარაციის დანართი „ბ"  (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.

 დეკლარაციის დანართი „გ“ (ამოღებულია)
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 25.04.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №192 - ვებგვერდი, 04.08.2021წ.
 
 დეკლარაციის დანართი „დ “
 ინფორმაცია
დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენების შესახებ
 

№

ავტომობილის მონაცემები

დაქირავებული პირის მონაცემები

 

გადასახადის ოდენობა ( ლარი )

რეგისტრაციის ნომერი ( სახელმწიფო სანომრე ნიშანი )

ძრავის მოცულობა

გვარი , სახელი

პირადი ნომერი

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

სულ

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.

მუხლი 38. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება

1.  დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო თვის შესახებ.

2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5. ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. დეკლარაციის III ნაწილის:

ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 563 გრაფაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;

ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ანაზღაურება (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გამოკლებით);

გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი;

დ)  მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო  წლის  განმავლობაში  უსასყიდლოდ  გადაცემული 1000 ლარამდე  ქონების ღირებულებისა); „ფასიანი   ქაღალდების   ბაზრის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   26-ე   პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

ე) მე-20 უჯრაში – პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა) გაცემული თანხა, რომელიც იბეგრება 5 პროცენტით;

ე1) 20​1 უჯრაში – ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების, გარდა შავი ლითონის სხმულების, ზოდების, ნაგლინის, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატებისა, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ფულადი განაცემი);

ზ) 22-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები შეღავათების გაუთვალისწინებლად;

თ) 23-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;

ი) 24-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები შეღავათების გაუთვალისწინებლად;

კ) 25-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;

ლ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1332  მუხლის შესაბამისად, ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება;

მ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გაუთვალისწინებლად), გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა. ამასთან, პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 32-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ; 

ნ) 28-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად 5%-იან დაბეგვრას (შეღავათების  გაუთვალისწინებლად);

ო) 29-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად 10%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

პ) 30-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადსახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ჟ) 31-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

რ) 32-ე უჯრაში – 27 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია   „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ 1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ს) 33-ე–38-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 27-ე–32-ე უჯრებში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით. ამასთან, 33-ე უჯრაში მითითებული პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 38-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ;

ტ) 39-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით;

უ) მე-40 უჯრაში – ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად;

ფ) 41-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ქ) 42-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ღ) 43-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ყ) 44-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10 %-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

შ) 45-ე უჯრაში – მე-40 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია  „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ 1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ჩ) 46-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (დივიდენდი), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ც) 47-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (პროცენტები), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);

ძ) 48-ე – 55-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 40-ე – 47-ე უჯრაში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;

წ)  56-ე უჯრაში გადახდის წყაროსთან – ორგანიზაციებისათვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი);

წ1) 561 უჯრაში – 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;

წ2)   562 უჯრაში – 561 უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;

წ3) 563 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;

წ4) 564  უჯრაში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);

წ5) 565 უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი); 

ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);

ჭ1) 571 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი;

ჭ2) 572 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი;

ხ) 58-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ–ის გარეშე;

ჯ) 59-ე უჯრაში – სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი.    ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნეთ „V“ ნიშნით;    

ჰ) მე-60 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ ინვერნტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფაეულობების დანაკლისის ოდენობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით;

ჰ1) 61-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;

შენიშვნა: აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია;

ჰ2) 62-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა);

ჰ3) 63-ე და 64-ე უჯრებში – აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით განხორციელებული;

ჰ4) 65-ე და 66-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა;

ჰ5) 67-ე უჯრაში – ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის;

ჰ6) 68-ე უჯრაში – საანგარიშო თვის განმავლობაში ავანსად გაცემული საქვეანგარიშო თანხების ჯამი, მათ შორის ის თანხები, რომელიც დაბრუნებულია ანგარიშვალდებული პირის მიერ ან/და რომელზედაც ანგარიშვალდებულ პირს წარდგენილი აქვს ანგარიში ავანსად მიღებული თანხის გამოყენებაზე;

ჰ7) 69-ე უჯრაში – პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა.

7. დეკლარაციის დანართ „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:

ა) პირველ – მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, დასახელება, მისამართი და რეზიდენტობა;

ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი  საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები;  სხვა ფიზიკური პირები, მ.შ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირები, რომელთა მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;

გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);

დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა აისახება სრულად, ანგარიშის  მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;

ე) მე-8 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა);

ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ  სათამაშო ანგარიშიდან თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;

ზ) მე-10 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;

თ) მე-11 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;

ი) მე-12 სვეტში აისახება სოციალური გადასახადი;

კ) მე-13 სვეტში აისახება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა;

ლ) მე-14 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის საფუძველზე შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რომელიც უნდა იყოს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის თანხასა (სვ. 11) და 150 ლარს შორის უმცირესი.

მაგალითი 1.

საწარმოს მიერ  2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი (დასაქმებულის სახელით საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის ჩათვლით) შეადგენს  1500 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში:

ვინაიდან დაქირავებულის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასი აღემატება 750 ლარს, საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 150 ლარი (750 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი).

მაგალითი 2.

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი  შეადგენს  700 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული არ სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით.

მოცემულ შემთხვევაში:

საწარმო უფლებამოსილია, „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს 140 ლარი (700 ლარის ოდენობით გაცემული ხელფასის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი). შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ წარმოიქმნება.

მაგალითი  3.

საწარმოს მიერ 2020 წლის მაისის თვეში დაქირავებულზე დარიცხული ხელფასი  შეადგენს 1 700 ლარს,  რომელიც გაიცა იმავე თვეში. დაქირავებული სარგებლობს საპენსიო სქემით და საგადასახადო შეღავათით. შეღავათების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის თანხამ შეადგინა 1 400 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში:

საწარმოს საშემოსავლო გადასახადის შესამცირებელი თანხა არ წარმოექმნება - საწარმო არ არის უფლებამოსილი „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში („შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი“) ასახოს რაიმე თანხა, რადგან ხელფასის ოდენობა აღემატება 1500 ლარს.

8. (ამოღებულია - 11.10.2019წ.).

9. (ამოღებულია - 03.08.2021, №192). 

10. დეკლარაციის დანართ „დ“-ს ავსებს საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომლის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში (მათ შორის, ლიზინგით, იჯარით და ა.შ.) არსებული ავტომობილი (გარდა ელექტროძრავიანი ავტომობილისა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულის მიერ გამოიყენება პირადი სარგებლობისათვის.  

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის: 

ა) ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის; 

ბ) ავტომობილი არის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი. 

12. დეკლარაციის დანართ „დ“-ში აისახება იმ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, რომლის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელიც ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

13. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემოსავლების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების გარეშე, თუ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ ზემოაღნიშნულ პირებზე ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №122 – ვებგვერდი, 25.04.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 30.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №342 - ვებგვერდი, 13.09.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 ივნისის ბრძანება №124 - ვებგვერდი, 05.06.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 16.10.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №192 - ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.

  მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №228 – ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 5 ივლისის ბრძანება №148 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.

 

 დანართი: №II-07 (ამოღებულია) 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №228 – ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.

                                                                                                                         

 დანართი №II–08 (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 29.08.2016წ.


მუხლი 391. გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) (დანართი №II-082) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

2. ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან:

ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქე;

გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;

დ) მარტოხელა დედა;

ე) პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

ვ) პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

ზ)  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), აგრეთვე ერთ- ან ორშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირი.

თ) პირი, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო;

ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.

3. ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.

4.  დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებელის მიერ უნდა წარედგინოს შესაბამისი შეტყობინება (დანართი №II-083) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

5.  დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). შეღავათის გამოყენების მიზნით, დაქირავებულმა პირმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) უნდა წარუდგინოს შეღავათის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზე დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

6. თუ დაქირავებული პირი აგრძელებს მუშაობას იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) მომდევნო საგადასახადო წლებში და სურვილი აქვს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი გაუვრცელდეს იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან), მაშინ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ახალი ცნობა არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) დაქირავებულ პირზე დანართი №II-083-ის მიხედვით გასცა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი, სადაც დაქირავებული მუშაობდა, ლიკვიდირებულია, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დანართი №II-083-ის მიხედვით გაცემული შეტყობინების საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა სავალდებულო არ არის. ამასთან, თუ წინა დამქირავებლის ლიკვიდაცია განხორციელდა მიმდინარე საგადასახადო წელს, მაშინ ახალი ცნობის გაცემისათვის აუცილებელ მონაცემებს დაქირავებული პირის მიერ მიმდინარე საგადასახადო წლისათვის გამოყენებული შეღავათის თაობაზე მოიპოვებს თავად საგადასახადო ორგანო.

8. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულია ცნობა, მაგრამ დაქირავებული პირის მიერ სრულად ვერ იქნა გამოყენებული კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირი (დაქირავებული) უფლებამოსილია, ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარადგენს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს ფიზიკური პირის (დაქირავებულის) წერილობითი თანხმობა, საგადასახადო ორგანოს მიერ დამქირავებლისთვის (საგადასახადო აგენტისთვის) შეღავათით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის (დაქირავებულისთვის) ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების შემდგომ, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ფიზიკური პირის (დაქირავებულის) მიერ შეღავათით სარგებლობის თაობაზე, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, აღნიშნული შეტყობინების გაცნობის შემდეგ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ეკრძალება აღნიშნული თანხის დაქირავებული პირისთვის დაბრუნება.

82. ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიეთითება:

ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;

ბ) დამქირავებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

გ) ფიზიკური პირის (დაქირავებულის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

დ) ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებისა და მისი ოდენობის შესახებ;

ე) საგადასახადო პერიოდ(ებ)ი, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ იქნა საგადასახადო შეღავათი.

9. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ახალი ცნობის წარდგენა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) სავალდებულო არ არის, უფლებამონაცვლე საწარმო/ორგანიზაცია (დამქირავებელი) საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულებისას ხელმძღვანელობს რეორგანიზაციამდე გაცემული ცნობის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 24.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.
საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 16.08.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 მარტის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 17.03.2021წ.

 

                                                                                                                                      დანართი №II–081

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ცნობის გაცემის თაობაზე

–––––––––––––––––––––––––––––––––

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

დამქირავებ ლის:

დასახელება ----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირადი ნომერი

 

N

დაქირავებული პირის

ცნობის გაცემის

რიგითობა

შეტყობინების

N და თარიღი

20 -- წლისათვის გამოყენებული

შეღავათი (ლარი)

 

გვარი

სახელი

პირადი

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმცხადებელი                                                                                    -------------------------------------

                                                                                                                                      (ხელმოწერა, თარიღი)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011 წ.

 

                                                                                                                                            დანართი №II–082

ც ნ ო ბ ა

გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№ ------- გაცემის თარიღი

                                                                  დამქირავებლის:

დამქირავებ ლის:

დასახელება ----------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირადი ნომერი

 

№

დაქირავებული პირის

ცნობის გაცემის საფუძველი

მიმდინარე 20 -- წლისათვის გამოყენებული შეღავათი

(ლარი)

გვარი

სახელი

პირადი

ნომერი

განცხადების № და თარიღი

შეტყობინების

№ და თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––    –––––––––––––––

საგადასახადო ორგანოს დასახელება                                სახელი, გვარი                     ხელმოწერა

 

ბ. ა.

 

 შენიშვნა: ცნობა არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულმა დამქირავებელს ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ.

 

                                                                                                                                      დანართი №II–083

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ.

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

––––––––––––––––––––––––––––––––––

   (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

       (დამქირავებლის დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

გაცნობებთ, რომ დაქირავებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                   (ფიზიკური პირის სახელი, გვარი)

 

 ––––––––––––––––––––––––––––––– მიმართ ––––––––––––––––––––––––––––––– -დან

             (პირადი ნომერი)                                                              (თარიღი)

 

შეწყდა ხელფასის სახით განაცემებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავა თ ის გავრცელება.

მიმდინარე 20-- საგადასახადო წ ლის განმავლობ ა ში გამოყენებული შეღავათის თანხამ შეადგინა ––––––––––– ლარი

 

საწარმოს/ ორგანიზაციის

ხელმძღვანელი/ ინდივიდუალური მეწარმე

 -------------------------------

    (ხელმოწერა, თარიღი)

 

                                                                                                                                                            

    დანართი №II-084 - (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011

საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 16.08.2019წ. 

                                                                                                                                                                                      

    მუხლი 39 2. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი

1. პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია, ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი  − 1800 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.

2. დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ ელექტრონული დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია)  (დანართი №II–08 5) წარდგენის გზით.

3. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

4. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაცია ამავე დროს წარმოადგენს  მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.

5. დეკლარაციის შევსებისას პირის იდენტიფიცირება ხდება მისი პირადი ნომრის საფუძველზე.

6. დაუბეგრავი   მინიმუმის  მიზნისათვის, ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-6 გრაფაში (განაცემის სახე – ხელფასი), ასევე   მე-7 და მე-8 გრაფებში (განაცემის თანხა (ლარი), დაკავებული გადასახადი (ლარი)) ასახული მონაცემების საფუძველზე, ხოლო 2014 კალენდარული   წლის   მიხედვით   ფიზიკური   პირის ერთობლივი   შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-7 გრაფაში  ასახული ჯამური  მონაცემების  მიხედვით.

 7. (ამოღებულია – 18.03.2015, N84).

8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის/საგადასახადო აგენტის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ფიზიკურ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

9. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო 2014 კალენდარული წლის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.

10. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, პირს არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ მას ეცნობება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

11. დეკლარაციაში მიეთითება პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი, ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, დეკლარირებული თანხის ოდენობა, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და დეკლარაციის შევსების თარიღი.

12. დეკლარაციის შევსების მიზნით პირი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა შემოსავლების სამსახურის  მიერ  დეკლარაციაში  მითითებული საბანკო  ანგარიშსწორების ანგარიშის  ამ  პირისადმი  კუთვნილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაციის ბანკისაგან მიღების თაობაზე. ასევე პირი განაცხადებს თანხმობას მის მიერ შეტანილი მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით.

13. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, პირის მიერ დეკლარაციის შევსებისთანავე დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ, იმ მომენტისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

14. პირს, დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა უბრუნდება მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს პირის საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) გათვალისწინებით.

15. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების შემდგომ დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით (მათ შორის დაზუსტებული) ან/და შესაბამისი საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით (მათ შორის დაზუსტებული) პირს წარმოეშვა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების მოთხოვნა დამატებით თანხაზე, პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაზუსტებული დეკლარაცია.

16. პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია აისახება მის საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის სპეციალურ ბარათზე, დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით.  

17. საგადასახადო ორგანო დეკლარაციის მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს პირისთვის თანხის დაბრუნებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.

18. საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.

19. საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო  საგადახდო დავალებას უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (შემდგომში – სახაზინო სამსახური), დეკლარაციის წარმოდგენის რიგითობის გათვალისწინებით.

20. სახაზინო სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის თანხას აბრუნებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

21. საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება პირის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე.

22. თუ დამქირავებელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება  და დაქირავებული პირი თავად ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას და გადახდას, ასეთ ფიზიკურ პირს (დაქირავებული) საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების მიზნით  უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.

23. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო  ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.

მაგალითი 1

 ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 5 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 360 ლარს.

აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დეკლარაციაში მითითებული 360  ლარი დაუბრუნდება სრულად.

მაგალითი 2

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 17 აპრილს  წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (220 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

მაგალითი 3

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს.  სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირი არ მიეკუთვნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებელი პირი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).

მაგალითი 4 

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა  გადასახადმა შეადგინა  200  ლარი.  სახაზინო  სამსახურში  გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით (100*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 400 ლარით (200*2).

მაგალითი 5

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 25 ივნისს   წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ, დადგინდა, რომ Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი Y დამქირავებელი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).

მაგალითი 6

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 8 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 250 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 400 ლარს.

აღნიშნულ შემთხვევაში, პირს დეკლარაციაში მითითებული 250 ლარი არ დაუბრუნდება, აღნიშნული თანხა ჩაითვლება საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში  და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება განისაზღვრება 150 ლარით.

მაგალითი 7

დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში 2013 კალენდარული წლის მიხედვით წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის  82-ე  მუხლის  მე-2  ნაწილით  დადგენილი  3000-ლარიანი  შეღავათი  და  დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.

შენიშვნა: აღნიშნულ მაგალითში გამოყენებული პრინციპი ვრცელდება ასევე 2014 კალენდარული წლის მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე.

მაგალითი 8

X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხა კი 3500 ლარს.  ამ შემთხვევაში დამქირავებლის მიერ წარდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია ითვლება შეცდომით წარმოდგენილად. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

მაგალითი 9

ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 160 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.

ფიზიკური პირისათვის თანხის  დაბრუნების  შემდგომ  დადგინდა,  რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად X დამქირავებელის მიერ დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 60 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ  დაკავებულმა  გადასახადმა – 140 ლარი. ფიზიკურ პირს შეუმცირდა დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 200 ლარამდე. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 40 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით ((360*(160-60)/360)*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 120 ლარით ((360*(200-140)/360)*2).

მაგალითი 10

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 5000 ლარს (ეს შემოსავალი არ  არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით). ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვ(ეებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს.

ვინაიდან 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს, მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.

მაგალითი 11

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა)  შეადგენს 5000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 6500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას.

შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 6000-ლარიანი შეღავათი (პირი წარმოადგენს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.

მაგალითი 12

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ  მის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 5000 ლარს.

2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.

სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.

თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის დაზუსტებული ფორმა, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.

მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 360 ლარი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 180 ლარი.

მაგალითი 13

ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის   ერთობლივი შემოსავალი (გარდა, X დამქირავებლისაგან და Y საგადასახადო აგენტისაგან მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 3000 ლარს. ამავე დროს საგადასახადო აგენტების (მათ შორის, დამქირავებლის) მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, მათ შორის, X დამქირავებლისგან 1800 ლარი და Y საგადასახადო აგენტისგან -  1200 ლარი.

2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დაუბრუნდება 360 ლარი.

თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის, ხოლო საგადასახადო აგენტებმა (მათ შორის, დამქირავებელმა) განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებული ფორმა. შედეგად მეწარმის მიერ დეკლარირებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 5000 ლარი, X დამქირავებლის მიერ გაცემულმა – ხელფასმა 500 ლარი, ხოლო Y საგადასახადო აგენტის მიერ გაცემულმა თანხამ – 2000 ლარი. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის   ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს და მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში, ი/მეწარმემ  ერთობლივი შემოსავალი შეცვალა 2000 ლარით (5000-3000), X დამქირავებელმა გაცემული ხელფასი – 1300 ლარით (1800-500), ხოლო Y საგადასახადო აგენტმა 800 ლარით (2000-1200). ჯამში მონაცემი  შეიცვალა – 4100 ლარით (2000+1300+800).

შესაბამისად, ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის  გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 176 ლარი (360*(2000/4100)%), ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 88 ლარი. X დამქირავებელს სანქციის სახით დაერიცხება 228 ლარი ((360*(1300/4100)%)*2), ხოლო Y საგადასახადო აგენტს – 140 ლარი ((360*(800/4100)%)*2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №226 – ვებგვერდი, 29.07.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N84 – ვებგვერდი, 24.03.2015წ.

 

მუხლი 393. ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

1. გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

შენიშვნა : შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.

ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფარბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრება, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №489 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 25.07.2018წ.

                                                                                                                                                                  დანართი №II-085 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №226 – ვებგვერდი, 29.07.2014წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N84 – ვებგვერდი, 24.03.2015წ.

 

მუხლი 394. დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი

1. დაქირავებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში – ავტომობილი) შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის დანართი №II-06-ის ფორმით.

2. თუ დაქირავებული ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება სრულად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად.

3. თუ ორ ან მეტ ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:

ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეული ავტომობილის მიხედვით;

ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით, რომელსაც დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - იმ ავტომობილის მიხედვით, რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია.

4. თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:

ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში;

ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში.

მაგალითი 1.

შპს X-სა და გიორგის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენდა 1800 სმ 3 -ს, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის, ითვლება, რომ გიორგი იყენებს ავტომობილს პირადი სარგებლობისათვის.

შესაბამისად, შპს X-ის მიერ გიორგის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაუკავდება საშემოსავლო გადასახადი 100 ლარის ოდენობით.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.

მუხლი 40. მოგების გადასახადის დეკლარაცია

1. მოგების გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენს №II-09 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენენ №II-086 დანართის მიხედვით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

შენიშვნა:  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.

                                                                                                                                                                

დანართი №II-086

(იხილეთ თანდართულ ფაილად)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №260 - ვებგვერდი, 28.10.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.

     მუხლი 401. მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ( დანართი №II-086)   შევსება

1. მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია.

2. დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

3. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით.   მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი.

4. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, დეკლარაციის ქაღალდის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს დამატებითი დანართები, მათ შორის, ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, ხოლო მესამე სვეტში - მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი. ამასთან, ამავე ნაწილის:

ა) მე-16 სტრიქონში მიეთითება განაწილებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის III ნაწილის 16.1, 16.2, 16.3, 16.4 და 16.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის ტოლია:

ა.ა) 16.1 სტრიქონი – აისახება წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. მათ შორის:

– საწარმოს ლიკვიდაციისას განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით აქტივების გადაცემა, (გარდა საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის აქტივების გადაცემისა, თუ ამ საწარმოს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია), რომლის ღირებულებაც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– საწარმოს აქციის/წილის გამოსყიდვისას განხორციელებული გადახდა/განაცემი (ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას), რომელიც აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;

– რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემით პარტნიორზე განხორციელებული გადახდა.

შენიშვნა:  16.1 სტრიქონში ასევე შეიტანება 2008 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი.  ამასთან, 16.1 სტრიქონში  არ  შეიტანება:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოგების განაწილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე, გარდა:

ა.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აღნიშნული პირ(ებ)ისა;

ა.ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა;

ა.გ) 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს;

ა.დ) კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს;

ბ) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდის განაწილება;

გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება;

დ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;

ე) 2008 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან კომერციული ბანკისგან, საკრედიტო კავშირისგან, სადაზღვევო ორგანიზაციისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდისგან მიღებული დივიდენდის განაწილება;

ვ) არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება. 

მაგალითი  1.  

ფაქტობრივი   გარემოებები :

საწარმომ 2017 წელს  მიღებული  წმინდა  მოგებიდან (60 000 ლარი) მოახდინა  პარტნიორზე გადახდა საწარმოს წილის საკუთრებაში გადაცემით (გაზარდა ამ პარტნიორის წილის ღირებულება, კაპიტალი იყო 20000 ლარი და გახდა 80 000 ლარი). საწარმომ 2018 წლის ივნისში პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასცა 90 000 ლარი – 40 000 ლარი წმინდა მოგების ხარჯზე, ხოლო 50 000 ლარით შეამცირა კაპიტალი.  

ანალიზი :

წმინდა  მოგებიდან  საწარმოს  მიერ  პარტნიორზე  მისი  წილის  ღირებულების  გაზრდის  მიზნით განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას და შესაბამისად 2017 წელს ასეთი გადახდა (60 000 ლარი) არ დაიბეგრა მოგების გადასახადით. განაწილებულ მოგებად არ ითვლება პარტნიორის მიერ შენატანის ოდენობის ფარგლებში განხორციელებული გატანა, შესაბამისად, 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 30 000 ლარი ((50 000 – 20 000), ვინაიდან 20000 ლარი წარმოადგენს პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანს), ასევე ამავე საანგარიშო პერიოდის მიხედვით დაექვემდებარება დაბეგვრას წმინდა მოგების ხარჯზე გაცემული 40 000 ლარი.  

შედეგი :

2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დივიდენდის სახით დაბეგვრას  დაექვემდებარება 70 000 ლარი (30 000 + 40 000). შესაბამისად, 16.1 სტრიქონში ჩაიწერება 70000 ლარი.

ა.ა.ა)  16.1.1 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა);

ა.ა.ბ) 16.1.2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე იმ საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა), როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით.

ა.ა.გ) 16.1.3 სტრიქონში მიეთითება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს ამავე დეკლარაციის დანართი №16-ით გაანგარიშებულ თანხას;

ა.ბ) 16.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა. კერძოდ,  ამ მუდმივი დაწესებულების  საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი. მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

ა.გ) 16.3 სტრიქონში შეიტანება ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. კერძოდ:

ა.გ.ა) 16.3.1 სტრიქონში - გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

ა.გ.ბ) 16.3.2 სტრიქონში - გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;

ა.დ)  16.4 სტრიქონში მიეთითება საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა. კერძოდ:

ა.დ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

ა.დ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;

 

მაგალითი 2.

ფაქტობრივი გარემოებები :

2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან დადო გარიგება, რომლის შესაბამისადაც, იმავე თვეში პირმა მიაწოდა 8 000 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, ხოლო საწარმომ მომწოდებელს გადაუხადა გარიგებით გათვალისწინებული ფასი - 10 000 ლარის ოდენობით. საწარმომ აღნიშნული შემოსავალი არ ჩათვალა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.  

ანალიზი :

ვინაიდან გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირი, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შორის დადებული გარიგების ფაქტობრივი ფასი განსხვავდება თუ არა საბაზრო ფასისგან. ვინაიდან მაგალითში საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების ფასზე, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.  

შედეგი :

საწარმო ვალდებულია, მოგების გადასახადით დაბეგროს 2000 ლარი (სხვაობა საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის).  

შენიშვნა:

საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი:

ა) რომელიც შექმნილია ან რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით (მაგალითად: თიზ-ის საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია, ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი, მაღალმთიანი დასახლების საწარმო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ვირტუალური ზონის იურიდიული პირი);

ბ) რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატის სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა)).

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.

 
ა.ე) 16.5 სტრიქონში აისახება განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხა, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს.
ბ) მე-17 სტრიქონში აისახება ხარჯი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული), რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ:
ბ.ა) 17.1 სტრიქონში აიხება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურების ვალდებულებას;
ბ.ბ) 17.2 სტრიქონში აისახება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
ბ.გ) 17.3 სტრიქონში აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სხვა ხარჯი. კერძოდ:
ბ.გ.ა) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება;
ბ.გ.ბ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა საგადასახადო კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;
ბ.გ.გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;
ბ.გ.დ)    პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.
გ)  მე-18 სტრიქონი – მიეთითება გადახდები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული), რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ:
გ.ა) 18.1 სტრიქონი ტოლია 18.1.1 - 18.1.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის:
გ.ა.ა) 18.1.1 სტრიქონში აისახება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად   მოგების   გადასახადისაგან   გათავისუფლებული   პირის   (გარდა საბიუჯეტო   ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა;
გ.ა.ბ)  18.1.2 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) გადახდილი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა;
გ.ა.გ) 18.1.3 სტრიქონში მიეთითება   შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა;
გ.ა.დ) 18.1.4 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული  გადახდა.  ეს  ქვეპუნქტი  არ  ვრცელდება  კომერციული  ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;
გ.ა.ე) 18.1.5 სტრიქონში მიეთითება ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული  პირისათვის,  აგრეთვე  საგადასახადო  კოდექსის  შესაბამისად  მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;
გ.ბ) 18.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა.
შენიშვნა: ამ ინსტრუქციის 401 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მე-2 მაგალითის შენიშვნით გათვალისწინებულ პირთაგან, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად განიხილება პირი, რომლის მიერ, მის კაპიტალში შენატანის განხორციელების ან/და მისი აქციის/წილის შეძენის წლის წინა კალენდარული წლის განმავლობაში, მიღებული მოგების გადასახადით გათავისუფლებული შემოსავალი ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლის 30 პროცენტს აღემატება.

გ.გ) 18.3 სტრიქონში აისახება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა) ან/და პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

გ.დ) 18.4  სტრიქონში აისახება  კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ლომბარდის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე     სესხის     გაცემა  ან/და პარტნიორის  მიერ   მესამე   პირისაგან   აღებული  სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას.
დ)  მე-19 სტრიქონი - აისახება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლით განსაზღვრული). კერძოდ:
დ.ა) 19.1 სტრიქონი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების დანაკლისი;
დ.ბ) კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულობა, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ს; ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას შემოწირულობა მოგების გადასახადით დაიბეგრება იმ საანგარიშო პერიოდიდან, როცა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამურად გაცემული შემოწირულობა გადააჭარბებს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ს;

მაგალითი  3.

ფაქტობრივი   გარემოებები :

2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ სარეკლამო აქციის ფარგლებში მომხმარებლებს გადასცა ქუდები, რომელზეც გამოსახული იყო საწარმოს ემბლემა. აქციის ფარგლებში გაწეულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 10 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯი ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.  

ანალიზი :

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო აქციის მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, იგი არ მიიჩნევა უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და ასევე არ წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.  

შედეგი :

გადასახადის გადამხდელს, აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არ წარმოეშობა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

 

მაგალითი   4.

ფაქტობრივი     გარემოებები :

საწარმოს   მიერ  2017  წელს   მიღებული   წმინდა   მოგება   შეადგენს  100  000  ლარს. 2018  წლის  5 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე   გასცა შემოწირულობა 5 000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში - 7 500 ლარი.  

ანალიზი :

საწარმოს   მიერ  2018  წლის   განმავლობაში   გაცემულმა   შემოწირულობამ  (5000+7500) გადააჭარბა   წინა   კალენდარული   წლის   განმავლობაში   მიღებული   წმინდა   მოგების  10%-ს (12500>(100 000*10%).  

შედეგი :

საწარმოს   2018   წლის    აგვისტოს    საანგარიშო    პერიოდის    მიხედვით    წარმოეშვება 2500 (12500-10000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.

დ.გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან; უსასყიდლო მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის   მიზანი   არ   არის   მოგების,   შემოსავლის   ან   კომპენსაციის    მიღება;   ამასთან, აღნიშნულში არ გაითვალისწინება:

- სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

- საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება, თუ  ამ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

 

დ.დ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში 60 დღეზე მეტი ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა.

ე) მე-20 სტრიქონი - აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 984  მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. ამასთან, საწარმოს დაფუძნების კალენდარულ   წელს  გაწეული  წარმომადგენლობითი   ხარჯის  ზღვრული   ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.

 

მაგალითი 5

ფაქტობრივი     გარემოებები :

საწარმოს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 000 000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯი „ბასს“-ის მიხედვით - 1 200 000 ლარს. 2018 წლის 5 იანვარს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა  5000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში – 6000 ლარი, ნოემბერის თვეში   კი – 4000 ლარი.  

ანალიზი :

წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. მოცემულ მაგალითში 2017 წელს გაწეული ხარჯი აღემატება ამავე პერიოდის შემოსავალს, შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება გაწეული ხარჯის 1%–ით (1 200 000*1%) – 12 000 ლარი.

საწარმოს 2018 წლის იანვრისა (5000<12 000) და აგვისტოს ((5000+6000)<12 000) თვეებში გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ჯამურად არ გადაარჭაბა ზღვრულ ოდენობას, ამდენად, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საწარმოს არ წარმოეშვება მოგების გასახადით დაბეგვრის ვალდებულება.

ნოემბრის თვეში წარმომადგენლობითმა ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 15 000 (5000+6000+4000) ლარი, რაც აღემატება ზღვრულ ოდენობას. შესაბამისად, საწარმოს ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწულ წარმომადგენლობით ხარჯზე.  

შედეგი :

საწარმოს 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება 3 000 (15 000-12 000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.

 

მაგალითი 6

ფაქტობრივი გარემოებები:

საწარმო დაფუძნდა 2018 წლის 3 თებერვალს. მის მიერ ბასს-ის მიხედვით გაწეული ჯამური ხარჯი 2018 წლის აგვისტოს თვეში შეადგენს 100 000 ლარს, მათ შორის, წარმომადგენლობითი ხარჯი – 1 200 ლარს. საწარმოს 2018 წლის ბოლომდე დამატებითი ხარჯი არ გაუწევია.

ანალიზი:

საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.

ვინაიდან საწარმომ აგვისტოს თვეში არ იცოდა კალენდარული წლის ჭრილში მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა გადააჭარბა ამავე პერიოდისთვის გაწეული ხარჯის 1%-ს, საწარმოს უფლება აქვს აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში არ ასახოს აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი.

ხოლო ვინაიდან 2018 წელს საწარმოს დამატებითი ხარჯი არ გაუწევია და წარმომადგენლობითმა ხარჯმა კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა ზღვრულ ოდენობას, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ იმ საკითხის შეფასება, კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა თუ არა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ზღვრულ ოდენობას, შესაძლებელი იყო მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოს, საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში.

შედეგი:

საწარმოს 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშობა 200 (1 200-(100 000*1%)) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.

ვ)   21-ე   სტრიქონი   -   მიეთითება   მოგების   გადასახადით    დაბეგვრის    ობიექტის თანხების ჯამი (სტ.21=სტ.16+სტ.17+სტ.18+სტ.19+სტ.20);

ზ) 22-ე სტრიქონი - მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილება, გაწეული ხარჯი, განხორცილებული განაცემი;

თ) 23-ე  სტრიქონი  –  მიეთითება  მოგების  გადასახადით  დასაბეგრი  თანხა;

ი) 24-ე სტრიქონი  – აისახება მოგების გადასახადი;

კ)  25-ე     სტრიქონი  –   მიეთითება  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  124-ე მუხლის მე-2 – მე-3 ნაწილების, 309-ე მუხლის 92-ე – 93-ე და 119-ე – 120-ე ნაწილებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამი (სტ.25=სტ.25.1+სტ.25.2+სტ.25.3):

კ.ა) 25.1 სტრიქონი –  აისახება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №1-ით გაანგარიშებული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დეკლარაციის 16.1.1.   სტრიქონში   ასახული   მონაცემის   შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხას. ამასთან, თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა მეტია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული   მოგების   გადასახადის   თანხაზე,   მაშინ   25.1   სტრიქონში   აისახება სტრიქონი 16.1.1-ის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა. თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა ნაკლებია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხაზე, 25.1 სტრიქონში მიეთითება დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა;

კ.ბ) 25.2 სტრიქონში მიეთითება საქართველოს  ფარგლების  გარეთ წყაროსთან დაკავებული ან  გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა საქართველოში აღნიშნულ შემოსავალზე საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით, რომელიც არ ღემატება 16.1 სტრიქონის მეორე სვეტში ასახული  მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხასა და 25.1 სტრიქონის ამავე სვეტში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობით მიღებულ თანხას, ამასთან, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ სტატუსის ფარგლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში  –  არაუმეტეს 16.1.3 სტრიქონის მესამე სვეტში ასახული  მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხისა.

კ.გ) 25.3 სტრიქონი –  აისახება საწარმოს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში (როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით) მიღებული წმინდა მოგების განაწილებისას დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №13-ით გაანგარიშებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს დეკლარაციის 16.1.2 სტრიქონში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხისა.

ლ) 26-ე სტრიქონი - მიეთითება მოგების გადასახადის თანხა სტრიქონ 25-ში ასახული მონაცემის გამოკლებით (სტ.26=სტ.24-სტ.25, ამასთან სტ.26≥0);

მ) 27-ე სტრიქონი – წარმოადგენს დეკლარაციის 18.1.1, 18.1.3, 18.1.4, 18.2, 18.3 სტრიქონების  მიხედვით  და საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად საანგარიშო  პერიოდში  და საანგარიშო  პერიოდის  წინა პერიოდებში დაბეგვრას დაქვემდებარებული (დაბეგრილი) დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საანგარიშო პერიოდში აღსადგენ მოგების გადასახადის თანხას:

მ.ა) 27.1 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული – შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად ანაზღაურების შემთხვევაში (თანხის ფაქტობრივად მიღების შემთხვევაში), საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხა;

მ.ბ) 27.2 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული – გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნების ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში, სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხა ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხა;

მ.გ) 27.3 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული – სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის თანხა;

მ.დ) 27.4 სტრიქონი – აისახება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაბეგრილი თანხა, რომელზეც დარიცხული მოგების გადასახადი ექვემდებარება ჩათვლას.

ნ) 28-ე სტრიქონი - აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი (სტ.28=სტ.26-სტ.27, როცა სტ.26>სტ.27);

ო) 29-ე სტრიქონი - მიეთითება დაბრუნებას დაქვემდებარებული მოგების გადასახადი (სტ.29= სტ27- სტ.26, როცა სტ.27>სტ.26).

6. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან   2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).

6 1.  დეკლარაციის III ნაწილის დანართი №11 ივსება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით, შემდეგ შემთხვევებში, თუ:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.

6 2. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 1 ივსება ამავე მუხლის 6 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით:

ა)  I  ნაწილის    პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა 2008 წლის  1  იანვრიდან   2017  წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება;

ბ)  II ნაწილის:

ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ.ბ)  მე-2  სტრიქონში  მიეთითება  2008  წლის  1  იანვრიდან  2017  წლის  1  იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

ბ.გ)  მე-3  სტრიქონში  მიეთითება  2008  წლის  1  იანვრიდან 2017  წლის  1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4).

გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

63.  დეკლარაციის III ნაწილის დანართი 12  ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.1-27.3 გრაფებში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან:

ა) პირველ სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი, რომელშიც დაიბეგრა თანხა;

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი დეკლარაციის გრაფა, რომელშიც დაიბეგრა თანხა;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული  თანხა არ უნდა იყოს დანართი 12-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში დაბეგრილ თანხაზე მეტი, უკვე გამოყენებულის გათვალისწინებით.

64. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №13 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).

65. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №14 ივსება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით შემდეგ შემთხვევებში, თუ:

ა) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და

ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.

66. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №14 ივსება ამავე მუხლის 65 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით:

ა)  I  ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება;

ბ)  II ნაწილის:

ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ.ბ)  მე-2  სტრიქონში  მიეთითება  2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

ბ.გ)  მე-3  სტრიქონში  მიეთითება  2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4).

გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.

67. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 15 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.4 გრაფაში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან:

ა) პირველ სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის ნომერი;

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის თარიღი;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული თანხა არ უნდა იყოს დანართ 15-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხაზე მეტი, უკვე შემცირებული გადასახადის თანხის (ასეთის არასებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

68. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 16 წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ:

ა) პირველ სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წელი, რომლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით განაწილებაც ხორციელდება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში);

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში  მიღებული წმინდა მოგების ოდენობა;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;

დ) მე-4 სვეტში მიეთითება  „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში გაწეული ხარჯის ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;

ე) მე-5 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადი მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის ოდენობა, რომელიც იანგარიშება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობის ხვედრითი წილის პროპორციულად;

ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს მე-3 და მე-5 სვეტების ჯამურ მონაცემებს შორის სხვაობას და აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში.

მაგალითი 7

ფაქტობრივი გარემოებები:

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ 2020  წლის განმავლობაში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 100 000 ლარი. საწარმომ მიღებული წმინდა მოგება 2021 წლის მაისის თვეში სრულად გაანაწილა დამფუძნებელ რეზიდენტ ფიზიკურ და რეზიდენტ იურიდიულ პირზე. მათ შორის, რეზიდენტ ფიზიკურ პირზე – 20 000 ლარი, ხოლო რეზიდენტ იურიდიულ პირზე - 80 000 ლარი. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისთვის გადახდილმა ხელფასის ხარჯმა 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 60 000 ლარი.

ანალიზი:

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს რეზიდენტ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა – 20 000 ლარი.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი წარმოადგენს „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებულ იმ ხარჯს, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა.

ამასთან, ვინაიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის ხვედრითი წილი  20%-ია (20 000/100 000*100=20%), საწარმო უფლებამოსილია  მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეამციროს 12 000 ლარის ოდენობით (60 000*20%=12 000)

შედეგი:

მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეადგენს 8 000  ლარს, რომელიც აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში.

7. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №2 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ დეკლარაციაში, კერძოდ:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი;

ბ) მე-2  სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ბასს-ის მიხედვით).

8. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ. კერძოდ:

ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*10%);

გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი;

დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 24.10.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 მარტის ბრძანება №131 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 16.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.10.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №260 - ვებგვერდი, 28.10.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 21.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №193 - ვებგვერდი, 04.08.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება №186 - ვებგვერდი, 14.06.2022წ.
 

დანართი №II-09

(დანართი იხილეთ თანდართულ ფაილად)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №291 – ვებგვერდი, 05.09.2013წ. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 მარტის ბრძანება №99 – ვებგვერდი, 27.03.2014წ.

 

მუხლი 41. მოგების გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-09) შევსება

1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით. ტოტალიზატორის მომწყობი პირი,   რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ  მე-16 და მე-40 სტრიქონები.

11.  (ამოღებულია – 09.06.2015, N164).

2. დეკლარაციის  სტრიქონებში   მონაცემები   შეიტანება   მათი   დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან,

იმ  შემთხვევაში,თუ  აუცილებელი  გახდება  დეკლარაციის  სტრიქონებში  მითითებული  ლოგიკური  ფორმულისაგან

ან  შინაარსისაგან განსხვავებული  მონაცემების  შეტანა,   გადასახადის   გადამხდელი   ვალდებულია   აღნიშნულზე

დეკლარაციაში(მათ  შორის  დეკლარაციის  დანართებში) გააკეთოს  სათანადო  შენიშვნა. დეკლარაციის III ნაწილისა

და  დანართების შეუვსებელ  სტრიქონებში  იწერება 0.

3. დეკლარაციის III ნაწილში მონაცემები ისე უნდა იქნეს შეტანილი, რომ შემოსავლის ან ხარჯის არცერთი ელემენტი შედეგობრივად არ იქნეს გამოტოვებული, ან ორჯერ ჩართული.

4. დეკლარაციის ნაწილი III-ის , დეკლარაციის დანართ „ა “-ს ,  დეკლარაციის დანართ „ბ “-ს ,  დეკლარაციის დანართ „დ “-ს და დეკლარაციის დანართ „ი “-ს შესავსებად , შეღავათიანი დაბეგვრის მქონე /ოფშორული ქვეყნები განისაზღვრება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე /ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის N132 დადგენილებით .

5. დეკლარაციაში   ასახული   მონაცემების   უტყუარობა   და   სისრულე   ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი , თვე , წელი ) მითითებით .

6. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების , დეკლარაციის ტიპის (პირველადი /შესწორებული ) და საანგარიშო პერიოდის შესახებ , აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის N1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების “ მიხედვით . ამასთან , თუ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს   სხვადასხვა   სახის   საქმიანობას ,  მე -7 სტრიქონში   მიეთითება   იმ საქმიანობის სახეები „NACE“-ს კოდების მიხედვით , რომლიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს ერთობლივი შემოსავლის 10%-სა და მეტს . ამ შემთხვევაში საქმიანობის სახეების მიხედვით ჩაშლილი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი ჯამში შესაძლებელია 100%-ის ტოლი არ იყოს . მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი .

7. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ . თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებითი დანართები , მათ შორის ახსნა -განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში ). 

8. დეკლარაციის III ნაწილის :

ა ) მე -15-მე -16 სტრიქონები – მიეთითება ერთობლივი შემოსავალი . კერძოდ , მე -15 სტრიქონში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი , რომელიც მიიღება საგადასახადო   პერიოდში   ნებისმიერი   ფორმით   ან /და   საქმიანობით   (მათ   შორის , ამხანაგობაში (ამხანაგობებში ) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება ). უსასყიდლოდ (ჩუქებით ) მიღებული ფასეულობა (გაწეული მომსახურება ) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით . თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით ,  დეკლარაციის   მე -15  სტრიქონში   შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ “-„ე “ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები .  მე -16 სტრიქონში შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ -ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ ამ   საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი , რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე -16 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით ;

ბ )  მე -17 -მე -18 სტრიქონებში – მე -17 სტრიქონში შეიტანება სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის , მათ შორის , საანგარიშო წელში კაპიტალიზებული (გადმოიტანება   წინა   წლის   ბოლოს   არსებული   ფასეულობების   ღირებულება   უცვლელად ), ხოლო მე -18 სტრიქონში – საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების   ღირებულება (მათ შორის , უსასყიდლოდ (ჩუქებით ) მიღებული );

გ ) მე -19 სტრიქონში – მე -15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად , გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე -20-29-ე სტრიქონების ჯამი ), მათ შორის :

გ .ა ) მე -20  სტრიქონში   – საგადასახადო   წლის   განმავლობაში   მიღებული   ყველა   სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა , მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა , მათ შორის : კაპიტალიზებადი , უსასყიდლოდ (ჩუქებით ) მიღებული , ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული , ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა ;

გ .ბ ) 21-ე სტრიქონში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის , ბუნებრივი აირისა და წყლის ღირებულება ;

გ .გ ) 22-ე   სტრიქონში – საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის 101-ე   მუხლის   შესაბამისად ხელფასის (სარგებელის ) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი , ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (საანგარიშო პერიოდში გაცემული ის ხელფასი , რომლის დარიცხვაც მოხდენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში );

გ .დ ) 23-ე სტრიქონში – კრედიტისათვის (სესხისათვის ) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები , არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში , შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე   მუხლი ),  მიუხედავად   საქართველოს საგადასახადო კოდექსის   142-ე   მუხლის   მე -4  ნაწილით   დადგენილი შეზღუდვებისა ;

გ .ე ) 24-ე სტრიქონში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით ;

გ .ვ ) 25-ე სტრიქონში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების მიხედვით , რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე , 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად ;

გ .ზ ) 26-ე სტრიქონში   –  1000 ლარამდე   ღირებულების   ამორტიზაციას   დაქვემდებარებული ძირითადი       საშუალებების ღირებულება , რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა საანგარიშო პერიოდში და სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე -2 ნაწილი ). აგრეთვე , 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური   აქტივების ღირებულება , რომელზეც   შესაბამისი   ხარჯი   გაწეულ   იქნა საანგარიშო   პერიოდში (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის   113-ე   მუხლის   პირველი ნაწილი );

გ .თ ) 27-ე სტრიქონში   –   საქართველოს    საგადასახადო   კოდექსის    112-ე    მუხლის    მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული   ამორტიზაციას დაქვემდებარებული და   ექსპლუატაციაში შესული   ძირითადი საშუალებების ღირებულება . ამასთან , სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება საწარმოს კაპიტალში შეტანილ   ძირითად   საშუალებებზე , აგრეთვე არაამორტიზებად აქტივებზე ;

გ .ი ) 28-ე სტრიქონში   – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე -3 ნაწილის თითოეულ   ჯგუფში   შემავალი , ეკონომიკური   საქმიანობისათვის   გამოყენებული    ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები , რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს . ამასთან , თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის (სრულად გამოქვითვის ) ნორმას , მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება ;

გ .კ ) 29- ე სტრიქონში   შესატანი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით :

გ .კ .ა ) განისაზღვრება ყველა სხვა ხარჯი (გარდა , მე -20-28-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა ), მიუხედავად იმისა , გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება (დეკლარაციის დანართი „თ “, სტრ .1-15);

გ .კ .ბ ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი , რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (დეკლარაციის დანართი „თ “, სტრ .16);

გ .კ .გ ) განისაზღვრება თანხა , რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს , თუმცა იგი ასახულია „გ .კ .ა “  ქვეპუნქტში და დეკლარაციის   მე -20-28-ე სტრიქონებში (დეკლარაციის დანართი „თ “, სტრ .18), მათ შორის :

- მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი ;

- საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობები ;

- შეძენებზე გაწეული დანახარჯები , რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ : მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე /მომსახურებაზე გაწეული ხარჯი );

- დღგ -ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ -ის თანხა , რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობებზე ;

- ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის   142-ე   მუხლის   მე -4  ნაწილით   დადგენილი   შეზღუდვების   გათვალისწინებით ;

- სხვა დანახარჯები , რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს ;

გ .კ .დ ) „გ .კ .ა “ და „გ .კ .ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი   მცირდება   „გ .კ .გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით , სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 29-ე სტრიქონში .

 

შენიშვნა : შესაძლებელია 29-ე სტრიქონის   მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე , მე -19 სტრიქონის მნიშვნელობაც , იყოს   უარყოფითი   სიდიდე ;

 

დ ) 30-ე სტრიქონში   – მე -17 და მე -19 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი ;

ე ) 31-ე სტრიქონში   – მე -15 და მე -18 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი ;

ვ ) 32-ე სტრიქონში   – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა დადებითი   სხვაობა );

ზ ) 33-ე სტრიქონში   – საანგარიშო წლის გამოქვითვების გადამეტება შემოსავალზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა უარყოფით სხვაობა (ზარალი ));

თ )   34-ე   სტრიქონში   –  საგადასახადო   კანონმდებლობის   მიხედვით   მოგების   გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი ). აგრეთვე , გამოქვითვას დაქვემდებარებული   საქველმოქმედო   ორგანიზაციებზე   გაცემული   თანხები , რომელიც   საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის   117-ე   მუხლის    შესაბამისად   არ   უნდა აღემატებოდეს 32-ე სტრიქონში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე ) ასახული თანხის 10 პროცენტს ;

ი)  35-ე   სტრიქონში  – წინა  წლების  აუნაზღაურებელი  ზარალი,  რომელიც  ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არაუმეტეს წინა 5 (შესაბამის შემთხვევაში – 10) საგადასახადო წლის ზარალისა. ამ სტრიქონში აისახება აგრეთვე, ამხანაგობაში წილის მიხედვით მიღებული წინა წლების ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 143-ე  მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გამოიქვითება ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების ხარჯზე. შესაბამისად, გამოსაქვითი ზარალის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამხანაგობიდან კუთვნილი მოგების ოდენობას, რომელიც ასახულია ამავე დეკლარაციის მე-15 სტრიქონში. ამასთან, პირი, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით, რომელზეც ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, უფლებამოსილია ამ სტრიქონში ასახოს წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომლის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (მოგება);

მაგალითი 1:

კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 500 000 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი 500 000 ლარია, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი – 1 000 000 ლარი. ამასთან, კომერციულ ბანკს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების  რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით.

ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯის ოდენობა შეადგენს 1 300 000 ლარს.

შედეგი:

კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენი/წარდგენილი 2021 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია შეივსება შემდეგი წესით:

დეკლარაციის III ნაწილის:

– მე-15 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ნებისმიერი  ფორმით  ან/და  საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი – 1 500 000 ლარი;

– მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი) – 1 300 000 ლარი.

ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯის აღდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა;

– 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე  200 000 ლარი (1 500 000 – 1 300 000);

– 34-ე  სტრიქონში – მოგების  გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) – 500 000 ლარი;

– 36-ე სტრიქონში – 0.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარსადგენი მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 35-ე სტრიქონში ასახოს 300 000 ლარი (500 000 – 200 000), როგორც წინა  წლების  აუნაზღაურებელი  ზარალი.

შენიშვნა:

მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირი, რომელიც მოგების გადასახადში სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო შეღავათით, რომელზეც არ ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, არ არის უფლებამოსილი მომდევნო წლებში გადაიტანოს  300 000 ლარი, როგორც წინა  წლების  აუნაზღაურებელი  ზარალი.

კ )  36-ე სტრიქონში   – დასაბეგრი მოგება , რომელიც მიიღება : საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (სტრიქონი 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი ) (სტრიქონი 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი   (სტრიქონი  35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 34-ე სტრიქონის მონაცემი ). გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოსაქვითი ზარალი განსაზღვროს იმ (შემცირებული ) ოდენობით ,  რომელიც   საშუალებას   მისცემს   მას   ჩაითვალოს   38-ე -39-ე   სტრიქონებში   ასახული გადასახადის თანხები .

ლ ) 37-ე სტრიქონში   – მოგების გადასახადი , რომელიც მიიღება 36-ე სტრიქონში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე ;

მ ) 38 -ე სტრიქონში   – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე -4 ნაწილის , ხოლო თუ   დეკლარაციას   ავსებს   არარეზიდენტი   –  134-ე   მუხლის   პირველი   ნაწილის   „გ “  –  „ე “ ქვეპუნქტების   მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა , რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი ;

ნ ) 39-ე   სტრიქონში   –  საქართველოს   ფარგლებს   გარეთ (უცხოეთში ) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე , რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან , მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა , რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით . გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით ;

ო ) მე -40 სტრიქონში – კუთვნილი მოგების გადასახადი : მე -16 სტრიქონში ასახული თანხის 5%-ს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე -16 ნაწილი ) მიმატებული დადებითი სხვაობა , რომელიც მიიღება 37-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 38-ე -39-ე სტრიქონების   ჯამი (სტრიქონი 16 X 5% + (სტრიქონი 37 – სტრიქონი 38 – სტრიქონი 39)).  ამასთან , უარყოფითი სხვაობის (37-ე სტრიქონს გამოკლებული 38-ე -39-ე სტრიქონების   ჯამი ) შემთხვევაში მე -40 სტრიქონში   ჩაიწერება მხოლოდ მე -16 სტრიქონის 5%.

პ ) 41-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე -3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა ,  რომელიც   მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე სტრიქონებში ასახულ მონაცემთა სხვაობით , იმ პირობით , თუ 38-ე სტრიქონში   ასახული   საქართველოში   გადახდის   წყაროსთან   დაკავებული   გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე სტრიქონში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას ;

ჟ ) 42-ე – 46-ე სტრიქონები საინფორმაციოა , ამასთან , 45-ე სტრიქონში   კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 123-ე მუხლის მე -5 ნაწილის შესაბამისად და წარმოადგენს საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებს    შორის    სხვაობას    გამოკლებული    ამ    საწარმოს მიმართ    დამფუძნებელთა ვალდებულებები , რომლებიც საწარმოს აქტივია ;

9. დეკლარაციის დანართი „ა “ („ერთობლივი შემოსავალი “):

ა ) 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე -15 სტრიქონისა

ბ ) 2.1 სტრიქონში შეიტანება ნამეტი თანხა , რომელიც წარმოიშვება საგადასახადო წლის განმავლობაში   ჯგუფის   ძირითად   საშუალებათა   რეალიზაციის   თანხასა ,  ხოლო    ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათ საბაზრო ღირებულებასა და ჯგუფის ღირებულებით   ბალანსს   შორის   წლის   ბოლოსათვის . აღნიშნული სტრიქონის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „ე “ დანართის მე -9 სტრიქონი , აგრეთვე , დეკლარაციის „ვ “ დანართში მოცემული შესაბამისი აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი :

გ ) 2.2  სტრიქონში   შეიტანება   იმ   ძირითადი   საშუალებების   მიწოდებით   მიღებული შემოსავალი , რომელთა    ღირებულება სრულად იქნა გამოქვითული მათი ექსპლუატაციაში მიღებისას ;

დ ) 3.5 სტრიქონში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებული მოცულობის მიხედვით – საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან ;

ე ) მე -7 სტრიქონში შეიტანება პირის მიერ დივიდენდების სახით მიღებული შემოსავლები , გარდა „მეწარმეთა        შესახებ “  საქართველოს კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (სოლიდარული    პასუხისმგებლობის საზოგადოება , კომანდიტური საზოგადოება , შეზღუდული პასუხისმგებლობის    საზოგადოება ,   სააქციო    საზოგადოება და კოოპერატივი ) მიერ მიღებული დივიდენდებისა . მე -7 სტრიქონში ასევე არ შეიტანება არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები , რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან .

ვ ) მე -9  სტრიქონში შეიტანება ამხანაგობაში (ამხანაგობებში ) წილის შესაბამისად მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება , რომელიც ამხანაგობამ მიიღო ამავე წელს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის   მე -3 ნაწილი ).

ზ ) მე -10 სტრიქონში ჩაიწერება ადრე გამოქვითული ხარჯების , ზარალისა და უიმედო ვალების   ანაზღაურებით   მიღებული   თანხა ,  აგრეთვე , წინასწარ   გამოქვითული   რეზერვების შემცირებისას – შემცირებული თანხა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის  146-ე მუხლი ).

10. „დეკლარაციის დანართ „ბ “-ში („სასაქონლო -მატერიალური ფასეულობები “) აისახება საწარმოში ნებისმიერი       სახით მიღებული და ფაქტობრივად არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობები , მიუხედავად , საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა . ამასთან :

ა )  პირველ სტრიქონში ჩაიწერება სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის            დასაწყისისათვის , მიუხედავად მათი გამოყენების მიზნობრიობისა (გადმოიტანება წინა   წლის ბოლოს არსებული     ფასეულობების ღირებულება ). პირველ სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე -17 სტრიქონისა ;

ბ )   მე -2  სტრიქონში   ჩაიწერება   საგადასახადო   წლის   განმავლობაში   მიღებული   ყველა სასაქონლო მატერიალური ფასეულობა , მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის   დადგენილი   შეზღუდვებისა ,  მათ   შორის :  კაპიტალიზებადი ,  უსასყიდლოდ (ჩუქებით ) მიღებული , ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული , ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი   ზედმეტობა   და   სხვა . მე -2  სტრიქონში   ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე -20 სტრიქონისა ;

გ ) მე -3 სტრიქონში „საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობები “ ჩაიწერება საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების ღირებულება . მე -3 სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე -18 სტრიქონისა ;

ცნობისათვის , იმ სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების ღირებულება , რომელთა გამოქვითვა შეზღუდულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით , აისახება დეკლარაციის „თ “ დანართის მე -18 სტრიქონში (აღნიშნული თანხით მცირდება „სხვა გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან “);

დ ) მე -4-მე -9 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის ;

11. დეკლარაციის დანართი „გ “ („ოპერაციები რომლებიც არ განიხილება მიწოდებად ან /და არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში “) არის საინფორმაციო ხასიათის ;

12 დეკლარაციის დანართ „დ “-ში   („კრედიტზე   (სესხზე )   დარიცხული   პროცენტების დანახარჯები (ეროვნულ ვალუტაში )“) აისახება საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის კრედიტის (სესხის ) ოდენობა ეროვნულ   ვალუტაში . ასევე , საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული , დაფარული კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა , რომლის გამოქვითვის უფლება აქვს საწარმოს (სვეტი . 6) საქართველოს   ფინანსთა   მინისტრის   ბრძანებით დამტკიცებული შეზღუდვების გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი ). გამოსაქვით   პროცენტზე არ გაითვალისწინება   საქართველოს საგადასახადო კოდექსის   142-ე   მუხლის   მე -4  ნაწილით   დადგენილი შეზღუდვა . ამასთან :

ა ) საწარმოს   მიერ   უცხოურ   ვალუტაში   აღებული   სესხი   (კრედიტი )  საქართველოს საგადასახადო კოდექსის    მიზნებისათვის გადაიანგარიშება ლარებში .

ბ ) მე -6 სვეტის ჯამი ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 23-ე სტრიქონისა ;

13. „დეკლარაციის დანართ „ე “-ში განისაზღვრება ამორტიზაციის ანარიცხები და გამოქვითვები საწარმოს   საკუთრებაში   რიცხული   ძირითადი   საშუალებების   მიხედვით   საქართველოს საგადასახადო კოდექსის   111-ე   მუხლის შესაბამისად , გარდა   დეკლარაციის „ვ “ და „ზ “ დანართებში მოცემული აქტივებისა , ამასთან :

ა ) მე -8 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში ;

ბ ) მე -9 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს დეკლარაციის დანართ „ა “-ს 2.1 სტრიქონის ფორმირებაში , ხოლო მე -10  სტრიქონის ჯამი მონაწილეობას იღებს დეკლარაციის  „თ “ დანართის მე -10 სტრიქონის ფორმირებაში ;

14. დეკლარაციის დანართი „ვ “-ს („საამორტიზაციო ანარიცხები სხვა აქტივების მიხედვით “):

ა ) პირველ სტრიქონში აისახება ცალ -ცალკე ჯგუფად აღრიცხული შენობა -ნაგებობების მიხედვით (გარდა ლიზინგის საგნისა ) 5%-ის ოდენობით განსაზღვრული ამორტიზაციის ანარიცხების ჯამური თანხა ;

ბ ) მე -2 სტრიქონში – არამატერიალური აქტივების საამორტიზაციო ანარიცხები , განისაზღვრება მათი სასარგებლო გამოყენების ვადის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი ).

გ ) მე -3 სტრიქონში აისახება იმ არამატერიალური აქტივების სამორტიზაციო ანარიცხები , რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა არ არის განსაზღვრული . ამ შემთხვევაში ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის მე -2 ნაწილი );

დ ) მე -4 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ ლიზინგით გაცემული   ძირითადი საშუალებების მიხედვით , რომელიც გაიანგარიშება სალიზინგო გადასახდელების             დისკონტირებული ღირებულების ოდენობით , ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე -12 ნაწილი );

ე ) მე -5 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი   საშუალებების   მიხედვით ,  რომლის   საამორტიზაციო ანარიცხები გამოითვლება   2010  წლის 1 იანვრამდე   მოქმედი   საგადასახადო კოდექსის   შესაბამისი   ნორმით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილი );

ვ ) მე -6  სტრიქონში – ამორტიზაციის ანარიცხები გეოლოგიური კვლევებისა და   ბუნებრივი რესურსების მოპოვების   მომსახურების   ხარჯების   მიხედვით   განისაზღვრება 20  პროცენტის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი );

ზ ) მე -7 სტრიქონში – ამორტიზაციის   ანარიცხები   იჯარით   აღებულ ძირითად   საშუალებათა რემონტის ხარჯების მიხედვით , განისაზღვრება 15%-ის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 115-ე მუხლის მე -4 ნაწილი );

თ ) მე -3 სვეტის ჯამი მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში ;

15. დეკლარაციის დანართი „ზ “-ს („სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება “) მე -4 სტრიქონის ჯამი (სვეტი 5) ტოლია დეკლარაციის III ნაწილის 27-ე სტრიქონისა ;

16. დეკლარაციის დანართ   „თ “-ს („სხვა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან “):

ა ) მე -17 სტრიქონზე შეიტანება ყველა სხვა ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა ), მ .შ . წინა საანგარიშო პერიოდების დანახარჯების ჩათვლით , რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (პირველი -მე -16 სტრიქონების ჯამი ).

ბ ) მე -18 სტრიქონზე აისახება ის თანხები , რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს , თუმცა იგი ასახულია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე -20–28-ე სტრიქონებში , მათ შორის :

ბ .ა ) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი ;

ბ .ბ ) საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო -მატერიალური ფასეულობები ;

ბ .გ ) შეძენებზე გაწეული დანახარჯები , რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს   გამოქვითვის უფლება (მაგ : მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე /მომსახურებაზე გაწეული ხარჯი );

ბ .დ ) დღგ -ის   გადამხდელად   რეგისტრაციის   დღისათვის   ჩასათვლელი   დღგ -ის   თანხა , რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობებზე ;

ბ .ე ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე -4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით შესამცირებელი ხარჯი ;

ბ .ვ ) სხვა დანახარჯები , რომელიც ამცირებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს ;

გ ) მე -19 სტრიქონი განისაზღვრება მე -17 და მე -18 სტრიქონებს შორის სხვაობის ოდენობით , რომელიც ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 29-ე სტრიქონისა . ამასთან , შესაძლებელია   მე -19  სტრიქონის   მნიშვნელობა   იყოს   უარყოფითი   სიდიდე ;

17. დეკლარაციის დანართ „ი “-ში აისახება საწარმოს დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანება .

18.  დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე. ამასთან, ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ აღნიშნული „კ“ და „ლ“ დანართების ნაცვლად შეავსონ „კ1“ და „ლ1“ დანართები.

19. დეკლარაციის დანართი „კ1“ და დეკლარაციის დანართი „ლ1“ შეიძლება შეივსოს მხოლოდ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №291 – ვებგვერდი, 05.09.2013წ. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 მარტის ბრძანება №99 – ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 9 ივნისის ბრძანება №164 – ვებგვერდი, 09.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 13 ივნისის ბრძანება №187 - ვებგვერდი, 14.06.2022წ.
 

მუხლი 411. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომში − თიზ-ის საწარმო) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თიზ-ის საწარმო ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება №II-09 1  დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N104 – ვებგვერდი, 16.04.2015წ.

 მუხლი 412. თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების შევსება
1. თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშების (შემდგომში – გაანგარიშება) პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია თიზ-ის საწარმოს რეკვიზიტებისა (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. გაანგარიშების II ნაწილი ივსება თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში.
3. გაანგარიშების II ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);
ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) მე-3 სვეტში აისახება საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავალი. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდება ხდება უსასყიდლოდ,  სვეტში აისახება ამ საქონლის საბაზრო ფასი;
დ) მე-4 სვეტში აისახება საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას;
ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) 4 პროცენტს;
ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდებით მიღებული (ან მისაღები) შემოსავლის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი.
4. გაანგარიშების III ნაწილი ივსება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მიერ თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდების შემთხვევაში.
5. გაანგარიშების III ნაწილში არსებულ ცხრილში მონაცემები საქონლის თითოეული მიწოდების შესახებ შესაბამის სტრიქონზე აისახება სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სვეტში აისახება საქონლის მიწოდების თარიღი, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით (ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები ან სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი);
ბ) მე-2 სვეტში აისახება საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) პირის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი);
გ) მე-3 სვეტში აისახება მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი;
დ) მე-4 სვეტში აისახება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი, რომელიც  საბაჟო ორგანოს წარედგინა მიწოდებული საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევისას;
ე) მე-5 სვეტში აისახება თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, რომელიც შეადგენს შესაბამისი საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) 4 პროცენტს;
ვ) ცხრილის ბოლო სტრიქონში აისახება საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის (სვეტი №3) ჯამი და ასევე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მიწოდებების შედეგად თიზ-ის საწარმოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების (სვეტი №5) ჯამი. 

 

დანართი №II-091

თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება

ნაწილი I. ზოგადი ინფორმაცია

 

20-- წლის ------------ თვის საანგარიშო პერიოდზე

 

1

საწარმოს დასახელება:

 

2

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისამართი:

 

ნაწილი II. თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშება

 

საქონლის მიწოდების თარიღი

საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები

საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავალი

ან  უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი

საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი

გადასახდელი თანხა (სვტ. 3X4%)

 

1

2

3

4

5

1 .

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

...

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

ჯამი

 

ნაწილი III. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშება

№

საქონლის მიწოდების თარიღი

საქონლის მიმწოდებელი (გამყიდვ ე ლი) პირის რეკვი ზ ი ტ ები

მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი

საქონლის საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების ნომერი

გადასახდელი თანხა (სვტ.3X4%)

 

 

 

 

დოკუმენტის დასახელება

ნომერი

 

 

1

2

3

                        4

 

5

1.

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

...

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

ჯამი

 

მუხლი 42. ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილება

იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნი (შემდგომში ამხანაგობა) საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარუდგენს დეკლარაციას №II-10 დანართის შესაბამისად.

 

 

 

    დანართი №II-10  

 

 

ნაწილი III

ერთობლივი შემოსავალი

 

14

საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება

15

 

 

საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება

 

16

გამოქვითვები, მათ შორის:

17

 

 

–გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო –მატერიალური ფასეულობების ღირებულება

18

 

 

– ელ-ენერგიი ს ღირებულება

19

 

 

– გაცემული ხელფასი

20

 

–კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები

21

 

–უიმედო ვალები

22

 

–საამორტიზაციო ანარიცხები

23

 

–სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების ღირებულება

24

 

–სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლი)

 

25

 

–ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯი

26

 

–სხვა გამოქვითვები

27

 

ჯამი

28

 

29

ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (მოგება)

 

30

დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი)

31

 

 

ამხანაგობის წილის მფლობელებზე (წევრებზე) მისაკუთვნებელი მოგება

 

32

გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (ზარალი)

33

 

 

კაპიტალიზებადი ხარჯი

34

 

 

 

                   

    მუხლი 43. ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

 3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მასში აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5. დეკლარაციის III ნაწილის:

ა) მე-14 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით. უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით;

ბ) მე-15 და მე-16 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

გ) მე-17 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:

გ.ა) მე-18 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ფასეულობისა). მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა;

გ.ბ) მე-19 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;

გ.გ) მე-20 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული (ფაქტობრივად გაცემული ხელფასი) ხარჯი;

გ.დ) 21-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი);

გ.ე) 22-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;

გ.ვ) 23-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე , 114-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად;

გ.ზ) 24-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ექსპლოატაციაში გადაცემისას სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან;

გ.თ) 25-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ამხანაგობაში (კაპიტალში) შეტანილ, ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას;

 გ.ი) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თვითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ ამხანაგობა ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;

გ.კ) 27-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:

გ.კ.ა) სადაზღვევო ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად;

გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 14) ერთ პროცენტს;

გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით;

გ.კ.დ) საანგარიშო წელს ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი;

გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადებისა);

დ) 28-ე უჯრაში – მე-15 და მე-17 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;

ე) 29-ე უჯრაში – მე-14 და მე-16 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;

ვ) 30-ე უჯრაში – საანგარიშო წლის შემოსავლის (უჯრა 29) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 28), რომელიც შეადგენს 29-ე და 28-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;

ზ) 31-ე უჯრაში –საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 30-ე უჯრაში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს;

 თ) 32-ე უჯრაში –ამხანაგობის წილის მფლობელებზე (წევრებზე) მისაკუთვნებელი მოგება, რომელიც მიიღება 30-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 31-ე უჯრაში ასახული მონაცემი.

ი) 33-ე უჯრაში –გამოქვითების გადამეტება შემოსავალზე (ზარალი), რომელიც მიიღება 29-ე და 28-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა უარყოფითი სხვაობით;

6.დეკლარაციის მე-4 ნაწილის საინფორმაციო ცხრილში აისახება ინფორმაცია ამხანაგობის წილის მფლობელიების (წევრების) რეკვიზიტის და მათზე მოგების/ზარალის მიკუთვნების შესახებ.

      მუხლი 44. განსაკუთრებული პირობების შედეგად განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერა

 1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს უფლება აქვს საომარი მოქმედების შედეგად განადგურებული და დაზიანებიული ფასეულობა (რომელმაც დაკარგა ან შეუმცირდა ღირებულება) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აქტივების ღირებულება ჩამოწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

2. აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება განცხადება №II-11 დანართის მიხედვით.

                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                      დანართი №II-11

აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი განაცხადი

გადასახადის გადამხდელი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საომარი მოქმედების შედეგად

განადგურებული, დაზიანებული ფასეულობების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი აქტივების ჩამოწერის შესახებ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

წარმოგიდგენთ მონაცემებს საომარი მოქმედების შედეგად განადგურებული, დაზიანებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი) აქტივების შესახებ

                                                                                                                                                (ლარი)

№

დასახელება

განადგურებული

ოკუპირებულ

ტერიტორიაზე

არსებული

(დარჩენილი )

დაზიანებით

მიღებული

ზარალი

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

1

სასაქონლო -მატერიალური

ფასეულობა (განცხადების ფორმის „ ა ” დანართი )

 

 

 

 

 

2

ძირითადი საშუალებები (განცხადების „ ბ ”დანართი )

 

 

 

 

3

სხვა ფასეულობა (აქტივი )

 

 

 

 

 

გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული განცხადება და ნება დაგვრთოთ, მოცემული ფასეულობების (აქტივების) მიმართ განვახორციელოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებები.

განცხადებას თან ერთვის:

განცხადების ფორმა „ ა” დანართი ––––– ფურცელზე

განცხადების ფორმა „ ბ” დანართი ---------- ფურცელზე

წერილობითი ინფორმაცია იმ ფაქტების და გარემოებების აღწერით, რა პირობებშიც მოხდა ქონების განადგურება, დაზიანება ან მიტოვება –––––– ფურცელზე                                                   

დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ------------- ფურცელზე

გადასახადის გადამხდელი           ––––––––––––––––––––          ––––––––––––

                                                                            (გვარი)                                    (სახელი)

 

ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერის თარიღი –––––––––––––––---------–––––––––––– 200 წელი

შენიშვნა:

ა) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განცხადებას და მის დანართებს, საჭიროების მიხედვით, დაუმატოს ინფორმაცია შესაბამისი სვეტების (უჯრების) დამატებით.

ბ) წერილობითი ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

განცხადების „ ა” დანართი

გადასახადის გადამხდელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ს/ნ ––––––––

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი (ლარი)

 

№

დასახე ლება

ზომის

ერთეული

ერთეულის

სააღრიცხვო

ფასი

განადგურებული

 

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი )

დაზიანებული

შენიშვნა

რაოდე ნიბა

ღირებუ ლება

რაოდე ნიბა

ღირებუ ლება

ღირებ ულება

დაზიანებით მიღებული ზარალი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

X

X

X

 

X

 

X

 

 

 

 

ხელმოწერა

თარიღი

შენიშვნა:

დანართში არ შეიტანება ძირითად საშუალებად და არამატერიალურ აქტივად აღრიცხული ფასეულობა.

განცხადების „ ბ” დანართი

 

 გადასახადის გადამხდელი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ს/ნ –––––––––––––––––––––––-

ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი (ლარი)

 

№

დასახელება

შეძენის

(შექმნის )

წელი , თარიღი

აქტივის მაიტენდიფი

ცირებელი

ინფორმაცია

განადგურებული

ძირითადი საშუალებების

ღირებულება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე

არსებული (დარჩენილი )

ძირი .

საშუალებების

ღირებულება

ძირითადი საშუალებების

დაზიანების

შედეგად შემცირებული

ღირებულება

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

X

X

 

 

 

 

 

ხელმოწერა

თარიღი

შენიშვნა:

მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო, ქარხნული, ხელშეკრულების, ნებართვის, საინვენტარიზაციო და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.    

    მუხლი 45. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საგადასახადო ანგარიშგების, გადასახადის და მიმდინარე გადასახდელების გადახდის გადავადება

განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები, აგრეთვე გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის და მიმდინარე გადასახდელების გადახდა.

კარი III

დამატებული ღირებულების გადასახადი

თავი XII. რეგისტრაცია

მუხლი 46. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

1.  დასაბეგრი პირი, რომელიც ვალდებულია ან ნებაყოფლობით სურს დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №III-01).

2. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაბეგრი პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის  100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

3. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.

5. დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

6. საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს:

ა) თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ბ) თუ რეორგანიზაციის მხარეები არ არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები და მათი ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000-ლარიან ზღვარს, რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

7. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირ(ებ)ის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა.

8. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

9. დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში პირი, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ. იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე დანართი №III-01-ის შესაბამისად. პირი დღგ–ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტისა (ამ ოპერაციის ჩათვლით).

11. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისათვის, რა შემთხვევაშიც იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011 წ. ა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

 

                                                                                                                                                       დანართი №III-01
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის  19 ნოემბრის ბრძანება №337 – ვებგვერდი,21.11.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ

---------------------------------------
( საგადასახადო ორგანოს დასახელება)
 ------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი)
   _______________________
საიდენტიფიკაციო ნომერი

სსკ-ის 165-ე, 57-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, დამარეგისტრიროთ დღგ-ისგადამხდელად

შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით
 
სავალდებულო წესით
ნებაყოფლობით
 
 
 
შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით
 
სავალდებულო წესით რეგისტრაციის გარემოება
 
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცი(ებ)ის ჯამური თანხა აღემატება 100 000 ლარს;
 
აქციზური საქონლის მწარმოებელი პირის მიერ აქციზური საქონლის მიწოდება;
 
რეორგანიზაციის შედეგად;
 
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღება;
 
 
ფიქსირებული დაწესებულების მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება;
 
გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლე
 
 
 
გაცნობებთ, რომ წარმოვადგენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გარდაცვლილი ფიზიკური პირის უფლებამონაცვლეს
_____________________________________
(გვარი, სახელი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პირადი ნომერი
 
 
 
 
 
 
 
 
გარდაცვალების თარიღი(რიცხვი, თვე, წელი)
 
*ივსება სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში
დღგ-ის გადამხდელად  რეგისტრაციის თარიღი
(რიცხვი, თვე, წელი)
 
 
------------/-----------/-----------
დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა იმ  გათავისუფლებული ოპერაციებისა, რომელიც არ იბეგრება დღგ-ით) თანხა
 
-------------------- ლარი
 
 
შენიშვნა: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების წარდგენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება მხოლოდ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
 
განმცხადებლის ხელმოწერა ------------------------------------                                                                       
(თარიღი)

 

(ამოღებულია) 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
 

მუხლი 47. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება

1.  თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03).

3.  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:

ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;

ბ)  პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;

გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.

4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო აუქმებს აღნიშნული პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების თარიღიდან.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან და არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია არანაკლებ 1 წელი. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-03 დანართით.

6. თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;

ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.

                               დანართი №III-03
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №92 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №332 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.  

                                        

..…………………………………………………….
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
………………………………………………………
(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი)
..…………………………………………………….
(საიდენტიფიკაციო ნომერი)
 
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
 
გთხოვთ, გამიუქმოთ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია

□     საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო

□     „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის   გახსნის გამო

□     სსკ-ის 1651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად

□     სსკ-ის  165​1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი –   საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)

□      სსკ-ის 165​1 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი).

 
(საჭირო უჯრა აღნიშნეთ „V“ ნიშნით)
 
განმცხადებლის ხელმოწერა ........................................
თარიღი ...................................                                        

 

დანართი №III-031
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
 
ტელესაკომუნიკაციო მომსახურება
 
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის სიგნალების, სიტყვების, გამოსახულებებისა და ბგერების ან ინფორმაციის გადაცემასთან, გამოცემასთან ან მიღებასთან სადენით, რადიოთი, ოპტიკურად ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემებით, ასეთი გადაცემის, გამოცემის ან მიღებისათვის საჭირო სიმძლავრის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლების გადაცემის ან მინიჭების ჩათვლით, გარდა გლობალურ საინფორმაციო ქსელებზე დაშვების უზრუნველყოფისა, კერძოდ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებეები მოიცავს:
ა) ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო მომსახურებას ხმის, ინფორმაციის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის და კომუტაციის მიზნით, გამოსახულების კომპონენტის შემცველი სატელეფონო მომსახურების ჩათვლით (ვიდეოფონის მომსახურება);
ბ) ინტერნეტის მეშვეობით გაწეულ სატელეფონო მომსახურებას „ინტერნეტით მიწოდებული ხმის პროტოკოლის“ ჩათვლით (VoIP);
გ) ხმოვან ფოსტას, ლოდინის რეჟიმს, ზარის გადამისამართებას, ზარის იდენტიფიკაციას, სამმხრივ ზარს  და ზარის მართვის სხვა სერვისებს;
დ) საპეიჯერო მომსახურებას;
ე) აუდიოტექსტის მომსახურებას;
ვ) ფაქსს, ტელეგრაფს, ტელექსს;
ზ) ინტერნეტ-წვდომას „გლობალური ქსელის“ ჩათვლით;
თ) კერძო ქსელურ კავშირებს, რომლებიც ექსკლუზიური სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფენ მომხმარებელს.
 
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას არ მიეკუთვნება:
ა) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
ბ) რადიო და ტელემაუწყებლობის (შემდგომში „მაუწყებლობის“) მომსახურება.
 
 
დანართი № III-032
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
 
რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება
 
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება მოიცავს აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტისგან შემდგარ მომსახურებას, როგორიცაა რადიო და ტელეპროგრამები, რომელთა მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით და მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით ხდება, პარალელურ რეჟიმში მოსმენის ან ყურების მიზნით, პროგრამის საფუძველზე.
2. კერძოდ, პირველი პუნქტი მოიცავს:
ა) რადიო და ტელექსელით გადაცემულ ან რეტრანსლირებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს;
ბ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად ხდება.
3 . პირველი პუნქტი არ მოიცავს:
ა) სატელეკომუნიკაციო მომსახურებას;
ბ) ელექტრონული გზით გაწეულ მომსახურებას;
გ) ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული ფასიანი პროგრამების შესახებ;
დ) სამაუწყებლო ან რეტრანსლირების უფლებების გადაცემას;
ე) ტექნიკური აღჭურვილობის ან შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემას მაუწყებლობის მისაღებად;
ვ) ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად არ ხდება.
 
 
დანართი №III-033
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
 
ელექტრონულად გაწეული მომსახურება
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გაწეული მომსახურება არის მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზირებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, კერძოდ:
ა) ციფრული პროდუქციის მიწოდებას ზოგადად, პროგრამული უზრუნველყოფის და მისი ცვლილებების და განახლების ჩათვლით;
ბ) მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობს ელექტრონულ ქსელში საქმიან ან პირადი მიზნებისთვის ყოფნას, როგორიცაა ვებსაიტი ან ვებგვერდი;
გ) მომსახურებებს, რომლებიც ავტომატურად გენერირდება კომპიუტერიდან ინტერნეტის ან ელექტრონული ქსელის მეშვეობით, მიმღების მიერ განსაზღვრული მონაცემების შეტანის საპასუხოდ;
დ) გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ საქონლის ან მომსახურების იმ ინტერნეტგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსების უფლების გადაცემა, რომელიც ონლაინ-მარკეტის სახით ფუნქციონირებს, რომელზეც პოტენციური მყიდველები თავიანთ შეთავაზებებს ავტომატიზირებული პროცედურის მეშვეობით განათავსებენ და რომელზეც მხარეებს კომპიუტერის მიერ ავტომატურად გენერირებული ელექტრონული ფოსტის შეტყობინების მეშვეობით ეცნობებათ გაყიდვის შესახებ;
ე) ინფორმაციის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტები (ISP), სადაც ტელეკომუნიკაციების კომპონენტი დამხმარე და დაქვემდებარებული ნაწილია (ე.ი. პაკეტები, რომლებიც ცილდება უბრალო ინტერნეტ დაშვებას და მოიცავს სხვა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კონტენტის გვერდები, რომლებიც იძლევა დაშვებას ახალ ამბებთან, ამინდის ან მოგზაურობის შესახებ ინფორმაციასთან; სათამაშო პორტალები; ვებსაიტების ჰოსტინგები; ონლაინ-დებატებზე დაშვება და ა.შ.).
2. პირველი პუნქტი მოიცავს მათ შორის შემდეგ მომსახურებებს:
ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით. ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება, კერძოდ:
ა.ა) ვებ-საიტების და ვებგვერდების ჰოსტინგი;
ა.ბ) პროგრამების ავტომატიზირებული, ონლაინ და დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ა.გ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
ა.დ) მონაცემთა ონლაინ შენახვა, სადაც სპეციფიკური მონაცემების შენახვა და გამოთხოვა ელექტრონულად ხდება;
ა.ე) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინ მიწოდება.
ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება, კერძოდ:
ბ.ა) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა და ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) მათ შორის განახლებები;
ბ.ბ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები, იგივე „ბანერბლოკერები“;
ბ.გ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
ბ.დ) ვებ-საიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინ-ინსტალაცია;
ბ.ე) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატურ ონლაინ-ინსტალაციას.
გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:
გ.ა) სამუშაო მაგიდის (Desktop) თემებზე წვდომა ან  ჩამოტვირთვა;
გ.ბ) ფოტო ან გრაფიკული გამოსახულებებზე ან სქრინსეივერებზე წვდომა ან  ჩამოტვირთვა;
გ.გ) წიგნების და სხვა ელექტრონული გამოცემების გაციფრებული კონტენტი;
გ.დ) ონლაინ გაზეთებისა და ჟურნალების გამოწერა;
გ.ე) ვებ-ლოგებისა და ვებ-საიტების სტატისტიკა;
გ.ვ) ონლაინ ახალი ამბები, სატრანსპორტო ნაკადის და ამინდის შესახებ ინფორმაცია;
გ.ზ) მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ავტომატურად გენერირებული ონლაინ ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, სამართლებრივი და ფინანსური მონაცემები (კონკრეტულად,  ისეთი მასალა, როგორიცაა მუდმივად განახლებადი საფონდო ბირჟის მონაცემები, რეალურ რეჟიმში);
გ.თ) ვებ-საიტებზე/ვებგვერდებზე სარეკლამო სივრცის მიწოდება, მათ შორის ბანერული რეკლამისთვის;
გ.ი) საძიებო სისტემების და ინტერნეტ-დირექტორიების გამოყენება;
დ) მუსიკის, ფილმის და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება, ასევე პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება. კერძოდ:
დ.ა) მუსიკაზე წვდომა და კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთვა;
დ.ბ) ჯინგლებზე, ამონარიდებზე, ზარებზე, ან სხვა მელოდიებზე წვდომა და ჩამოტვირთვა;
დ.გ) თამაშების ჩამოტვირთვა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე;
დ.დ) ავტომატიზირებულ ონლაინ-თამაშებზე წვდომა, რომლებიც დამოკიდებული არიან ინტერნეტზე ან მსგავს ელექტრონულ ქსელებზე, როცა მოთამაშეები ერთმანეთს გეოგრაფიულად არიან დაცილებულები;
დ.ე) რადიო და სატელევიზიო ქსელების, ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების  მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება პროგრამების მომხმარებლის მიერ შერჩეულ მომენტში ან მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნით მოსმენის ან ყურებისთვის, მედია-სერვისის პროვაიდერის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად ფასიანი რადიო ან ტელევიზია;
დ.ვ) ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების  (ნაკადური მულტიმედია) მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება, თუ მათი რადიო და სატელევიზიო ქსელით ტრანსლირება ან რეტრანსლირება არ ხდება პარალელურ რეჟიმში;
დ.ზ) აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემა, რომლის მიწოდებაც არ ხდება მედია-სერვისის პროვაიდერის სარედაქტორო პასუხისმგებლობით;
დ.თ) მედია-სერვისის პროვაიდერის აუდიო და აუდიოვიზუალური პროდუქციის შემდგომ მიწოდება საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მედია-სერვისის პროვაიდერის გარდა სხვა პირის მიერ;
ე) დისტანციური სწავლების მიწოდება, კერძოდ:
ე.ა) ავტომატიზირებული დისტანციური სწავლება, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების ფუნქციონირებაზე და რომელიც საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას ან საერთოდ არ საჭიროებს მას, ვირტუალური საკლასო ოთახების ჩათვლით, იმ შემთხვევების გარდა, როცა ინტერნეტი ან მსგავსი ელექტრონული ქსელი გამოიყენება უბრალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირის დასამყარებლად;
ე.ბ) მოსწავლეების მიერ ონლაინ რეჟიმში შევსებული და შეფასებული სამუშაო რვეულები, ადამიანის ჩარევის გარეშე.
 
 
დანართი №III-034
(თან ერთვის თანდართული ფაილის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
 
დანართი №III-035
(თან ერთვის თანდართული ფაილის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.
 

     მუხლი 471. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი

1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოელი დასაბეგრი პირი – დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში;

ბ) ციფრული მომსახურება – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ამ ინსტრუქციის  №III-03​1 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-03​2 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-033 დანართის შესაბამისად;

გ) მომსახურების მიმღები – მომსახურების შემძენი ფიზიკური პირი, რომელიც:

გ.ა) არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს;

გ.ბ) წარმოადგენს დასაბეგრ პირს, თუმცა მის მიერ მიღებული მომსახურება არ უკავშირდება ამ დასაბეგრი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;

დ) დღგ-ის პორტალი – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული  ელექტრონული პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც, უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში;

ე) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები;

ვ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს  საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. აღნიშნული დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის  საშუალებით, ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ამ ინსტრუქციის №III-034​ დანართის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:

ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო;

ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო;

გ) მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში;

დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.

4. ამ მუხლის მიზნისათვის:

ა) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა;

ბ) დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე;

გ) დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი:

გ.ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი);

გ.ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი);

გ.გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი);

გ.დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  (IV კვარტალი);

დ) დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს;

ე) უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ვალუტაში, თავისი არჩევანის შესაბამისად:

ე.ა) აშშ დოლარი;

ე.ბ) ევრო;

ე.გ) ლარი.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება;

გ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №III-03​5 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადაიხადოს გადასახადი არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.

6. უცხოელი დასაბეგრი პირების ინფორმირება დღგ-ის ვალდებულების შესახებ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ან/და სხვა საშუალებებით.

7. უცხოელი დასაბეგრი პირის ინფორმირების დროს მიეთითება:

ა) ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია გადაიხადოს დღგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, და

ბ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის ელექტრონული მისამართი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს დღგ-ის ანგარიშგებას.

8. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის ბრძანება №184 - ვებგვერდი, 28.07.2021წ.

მუხლი 48. დღგ-ის გადამხდელთა აღრიცხვა

1. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური №III-04 დანართი ს ფორმით.

 

                                                                                                                                              დანართი №III-04

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა

რეესტრი

 

№

მონაცემების შეტანის თარიღი

გადასახადის გადამხდელის დასახელება

ს აიდენტი -ფიკაციო

ნომერი

რეგისტრაციის სახე (საჭირო უჯრა აღინიშნება „ V“ ნიშნით)

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი

შენიშვნა

სავალდე ბულო

ნებაყოფ ლობითი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 481. მისაწოდებელი საქონლის / გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა

1. საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების  გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების  მომენტში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვლება საკომპენსაციო თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ თანხის მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება;

დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.

3. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების  გაწევამდე განხორციელდა საკომპენსაციო თანხის გადახდა და საკომპენსაციო თანხის მიღების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

4.  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გადახდილ თანხაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება:

ა) რეგულარულად ან უწყვეტად გაწეულ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურებაზე;

ბ) რეგულარულად ან უწყვეტად განხორციელებულ გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდებაზე.

მაგალითი 1.  ფიზიკურმა პირმა პარფიუმერულ მაღაზიაში შეიძინა სასაჩუქრე ბარათი, რომლითაც იგი უფლებამოსილია, 1 თვის ვადაში მიიღოს 300 ლარის ღირებულების ნებისმიერი საქონელი.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და  არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 2.  წვენების მწარმოებელი საწარმო ახდენს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგებას. მხარეთა შორის ანგარიშსწოდებისას   ხდება როგორც მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის წინასწარ გადახდა, ასევე მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანებების ანაზღაურება. საბოლოო ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხდება გარკვეული პერიოდულობით, ურთიერთშედარების საფუძველზე.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში,  სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – თანხის მიღებისას არ არის განსაზღვრული  იგი წარმოადგენს მისაწოდებელი საქონლის თუ მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანების საკომპენსაციო თანხას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და  არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 3. საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა და ღირებულება. მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში.

შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. კერძოდ, საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მისი მოცულობა და ღირებულება, თუმცა არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაზიდვის მომსახურება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული ტვირთის გადაზიდვა. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 4.  საწარმოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საწარმოს წინასწარ აუნაზღაურა მომსახურების  საკომპენსაციო თანხა. ამასთან, მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მისი მოცულობა და ღირებულება, ცნობილია, რომ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 5.  დღგ-ის გადამხდელი საწარმო და საკანცელარიო მაღაზია 15 იანვარს შეთანხმდნენ 1000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, საქონლის ღირებულება გადახდილი იქნა წინასწარ – 22 იანვარს, საქონლის მიწოდებამდე. ამასთან, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საკანცელარიო მაღაზიამ წინასწარ გადახდილი თანხა, იანვრის თვეში მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრა დღგ-ით და  გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შეფასება:

საკანცელარიო მაღაზიის ქმედება მართლზომიერია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე – 178-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს უფლება აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით იანვრის თვეში ჩაითვალოს გადახდილი დღგ-ის თანხა.

მაგალითი 6.  ფიზიკურ პირს გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც, სამშენებლო კომპანია ვალდებულია ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80 მ 2   საცხოვრებელი ფართი, ხოლო ფიზიკური პირი ვალდებულია, საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე ეტაპობრივად აანაზღაუროს მისი ღირებულება 120 000 ლარი. 

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება, ცნობილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 7.   შპს „X“ შპს „Y”-ის დაკვეთით ასრულებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 1იანვარს და სრულდება  2022 წლის 1 იანვარს. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3 000 000 ლარს. შპს „Y“-მა შპს „X“-ის 2017 წლის 10 იანვარს წინასწარ აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი 500 000 ლარი. 2017 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი სამუშაოების პირველ ეტაპზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 300 000 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ღირებულების ნაწილი 200 000 ლარი დაიფარება მიღებული საკომპენსაციო თანხიდან, ხოლო დანარჩენი 100 000 ლარი შპს „Y“-ის მიერ დამატებით იქნება ანაზღაურებული.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა (500 000 ლარი) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“-ს მიერ დღგ-ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში. ხოლო სამუშაოების პირველი ეტაპის მიწოდების (ივნისის თვე) საანგარიშო პერიოდში შპს „X“  დამატებით დღგ-ით დაბეგრავს – 100 000 ლარს.

მაგალითი 8 . ფიზიკურმა პირმა 2017 წლის იანვარში სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სამშენებლო კომპანია ვალდებულია 2018 წლის იანვარს ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80-დან 82-მდე მ 2  საცხოვრებელი ფართი, 1 მ 2 საკომპენსაციო ფასი შეადგენს 1500 ლარს.  იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს, შეუძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის ზუსტი ფართობისა და შესაბამისი საკომპენსაციო თანხის  განსაზღვრა. ფიზიკურმა პირმა საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე, 2017 წლის დეკემბერში აანაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 50 000 ლარი.

შეფასება

მოცემულ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია საქონელი, მისი ღირებულება, ასევე ცნობილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია საქონლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი   9.   შპს „X“-ისა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე შპს „Y“-ის შეთახმებით, შპს „Y“ 2017 წლის განმავლობაში შპს „X“-ისგან შეიძენს არანაკლებ 10 ტონა საწვავს. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება დამოკიდებულია შეძენილი საწონლის რაოდენობაზე, მაგრამ 1 ლიტრის ფასი შეადგენს არაუმეტეს 2 ლარს. შპს „Y“-მა შპს „X“-ს წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 20 000 ლარი.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება, წინასწარ გადახდილი თანხა (20 000 ლარი) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“-ის მიერ დღგ-ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში.

მაგალითი 10.  საწარმოთა შორის 2016 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი. მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი. საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა – 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე საკომპენსაციო თანხის მიღება განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, ამავე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და  არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 11.   2016 წლის 25 დეკემბერს საწარმოები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასახვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი.  მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს საკომპენსაციო თანხის სახით გადაუხადა 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს – 6000 ლარი. საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილის მიმართ გავრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები და დღგ-ით დაიბეგრება საქონლის მიწოდების (2017 წლის მაისი) საანგარიშო პერიოდში, ხოლო, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილი დღგ-ით დაიბეგრება მიღების საანგარიშო პერიოდში.

მაგალითი 12 . საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში.  საწარმოს მიერ საკომპენსაციო თანხის მიღების საანგარიშო პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას. თუმცა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის გადახდაზე და საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 13.   საწარმოს (სავაჭრო ობიექტს) გააჩნდა მომწოდებლის დავალიანება 90 000 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ მომწოდებლის დავალიანების დასაფარად იანვრის თვეში შეცდომით ანაზღაურებულ იქნა 140 000 ლარი.

ა) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდენენ, რომ ზედმეტად გადახდილი თანხით (50 000 ლარი) დაფარულიყო მარტის თვეში მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ნაწილი. თუმცა შეთანხმების მომენტში (5 თებერვალს) მხარეთა მიერ არ მომხდარა მისაწოდებელი საქონლის სახეობის განსაზღვრა.

ბ) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდნენ თანხის მიზნობრიობაზე (დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები).

საწარმოს მიერ შეთანხმების თვის საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილ თანხაზე გამოწერილია საგადასახადო-ანგარიშ-ფაქტურა.  

შეფასება :

მოცემულ შემთხვევაში:

მაგალითის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზეა  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში (იანვარში) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი, თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ  ზედმეტად გადახდილი თანხა განხილულიყო მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხად და საწარმოს  მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მაგალითის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში   სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში (იანვარში) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი, თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ და განსაზღვრეს მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა, ღირებულება. ამასთან, მხარეებისთვის ცნობილია, რომ ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. საწარმოს  მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მოცემულ ორივე შემთხვევაში ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტად განიხილება მხარეთა შეთანხების მომენტი – 5 თებერვალი. შესაბამისად, ოპერაცია დღგ-ით იბეგრება თებერვალში – მხარეთა შეთანხმების საანგარიშო პერიოდში.

ამასთან, თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ან თუ ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, გადახდილი თანხა არ განიხილება საკომპენსაციო თანხად.

მაგალითი 14.  საწარმოთა შორის გაფორმებულია მშენებლობის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აკმაყოფილებს გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებს. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა უნდა დაიწყოს 2017 წლის 1 მარტს და დასრულდეს 2022 წლის 1 მარტს, მომსახურების საკომპენსაციო თანხა შეადგენს 3 000 000 ლარს. მომსახურების მიმღების  მიერ მომსახურების გამწევისათვის 2017 წლის 31 იანვარს გადახდილი იქნა 500 000 ლარი.

შეფასება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ დადგა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან), თუ თანხის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე საკომპენსაციო თანხის გადახდა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.

მაგალითი 15.   მხარეთა შეთანხმებით, აქციზური საქონლის (არყის) მწარმოებელი საწარმო ვალდებულია მაღაზიას 2017 წლის 15 სექტემბერს მიაწოდოს 500 ლიტრი არაყი (1 ლიტრ არაყში სუფთა სპირტის მოცულობა შეადგენს 40%-ს (40 გრადუსი)). საკომპენსაციო თანხა შეადგენს 11 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მაღაზიამ 2017 წლის აგვისტოს თვეში წინასწარ განახორციელა 1180 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

შეფასება:

იმის გათვალისწინებით, რომ საკომპენსაციო თანხის ნაწილის – 1180 ლარის გადახდა განხორციელდა საქონლის მიწოდების მომენტამდე, გამყიდველი საწარმო დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხას დაადეკლარირებს აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით.

განსახილველ ოპერაციაზე დღგ-ის თანხა შეადგენს 180 ლარს (1000x18%).

2017 წლის სექტემბერში, საქონლის მიწოდების მომენტის შესაბამისად, მოხდება საკომპენსაციო თანხის დარჩენილ ნაწილზე (10620 ლარი) დასარიცხი დღგ-ის დეკლარირება და მიწოდების მიხედვით აქციზის თანხის გაანგარიშება, კერძოდ:

დღგ-ის თანხა – 1620 ლარი (10620-(10620/1,18));

აქციზის თანხა – 3 000 ლარი (500 ლიტრი X (1*40%) X 15=500 X 0.4 X 15 ლარზე).“.

მაგალითი 16. საწარმო ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. სამუშაოების პერიოდი  მოიცავს დღგ-ის ერთზე მეტ საანგარიშო პერიოდს, თუმცა არ აღემატება ექვს თვეს (სამუშაოები დაიწყო 2017 წლის პირველ თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 31 მაისს). დამკვეთი სამუშაოების დასრულებამდე უნაზღაურებს საწარმოს სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. დამკვეთის მიერ სამუშაოების ღირებულება საწამოსთვის ანაზღაურებულია 2017 წლის 5 მაისს, სრულად. საწარმო  ახორციელებს სამუშაოების სრულად ჩაბარებას 2017 წლის 31 მაისს და ამავე თარიღით სამუშაოების დასრულებისას შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა-2 და საწარმოს მიერ დამკვეთისთვის გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შეფასება :

ვინაიდან ერთ საანგარიშო პერიოდში ხორციელდება  საკომპენსაციო თანხის მიღება და საქონლის მიწოდებაც, საწარმო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გამოწერს   საქონლის მიწოდებისას და   ასახავს დღგ-ის დეკლარაციაში.

მაგალითი 17.  შპს  „X“ და შპს  „Y“ 6 იანვარს შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შეთანხმების შესაბამისად, შპს „Y“-მა შპს „X“-ს 10 იანვარს, საქონლის მიწოდებამდე ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა, საქონლის სრული ღირებულება – 1500 ლარი. შპს „X“-მა 11 იანვარს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს „X“-მა 27 იანვარს სრულად მიაწოდა შპს „Y“-ს შეთანხმებით გათვალისწინებული საქონელი.

შეფასება :

მიუხედავად იმისა, რომ  შპს „X“-ს გამოწერილი აქვს საკომპენსაციო თანხაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შპს „X“ ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საქონლის მთლიანი ღირებულების თანხაზე გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გააუქმოს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თვე საკომპენსაციო თანხის მიღების და საქონლის მიწოდების ნაწილში ემთხვევა ერთმანეთს.

მაგალითი 18.  შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო 2017 წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 118 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების წინასწარ განსაზღვრული დასახელებისა და ოდენობის საქონლის შესყიდვის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მისაწოდებელ საქონელზე წინასწარ გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი: თებერვლის თვეში 59 000 ლარის ოდენობით,  მარტის თვეში – 11 800 ლარი.

ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ ჩარიცხულ თანხებზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ 59 000 ლარის საკომპენსაციო თანხიდან  – 9000 ლარი და მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით 11 800 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 1 800 ლარი.

შეთანხმებით გათვალისწინებული 118 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის ივნისის თვეში. საქონლის მიწოდებისას ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ  გამოწერა სასაქონლო ზედნადები მიწოდებული საქონლის სრულ საკომპენსაციო თანხაზე. თვის ბოლოს კი აღნიშნული ზედნადების საფუძველზე გამოწერა  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შეფასება :

ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია  ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართში მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას. მოცემულ შემთხვევაში ავეჯის მწარმოებელ საწარმოს ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხება დღგ 7 200 (18 000-9 000-1 800) ლარის ოდენობით.

მაგალითი 19 . (ამოღებულია - 30.12.2020, №326).

მაგალითი 20. შპს „X“-მა თებერვლის თვეში მიღებული ელექტროენერგიის  ღირებულება 500 ლარი შპს „Y“-ს აუნაზღაურა წინასწარ იანვრის თვეში.  შპს „Y“-ს  მიღებული თანხა არ დაუბეგრავს იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში.

შეფასება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდებამდე თანხის ანაზღაურებისას, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროს არ წარმოადგენს თანხის მიღების მომენტი, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამდენად, მოცემულ მაგალითში, ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ით უნდა დაიბეგროს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

მაგალითი 21.   (ამოღებულია - 30.12.2020, №326).

მაგალითი 22.  დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა 24 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოების მიწოდებაზე. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე განხორციელდა 40 000 ლარის წინასწარ ანაზღაურება, რომელზეც გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით განხორციელდა დღგ-ის დეკლარირება, ხოლო მეორე მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლა. ამავე წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანით საოფისე შენობა დაექვემდებარა დემონტაჟს. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხოლო 40 000 ლარი დაექვემდებარა უკან  დაბრუნებას.

შეფასება:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა ექვემდებარება კორექტირებას, რადგან შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში – ოპერაცია გაუქმდა. ამ ოპერაციაზე მარტის თვის საანგარიშო პერიოდში უნდა გამოიწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი მონაცემების ასახვა.

მაგალითი 23.  ფიზიკურმა პირმა 3 თებერვალს ამავე წლის აგვისტოს თვისთვის დაჯავშნა საქართველოში მდებარე სასტუმროს ნომერი. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ფიზიკური პირის მიერ სასტუმროსათვის 4 თებერვალს გადახდილი იქნა გასაწევი მომსახურების ღირებულების ნაწილი თანხა – 1500 ლარი. სასტუმროს მიერ მიღებული საკომპენსაციო თანხა მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი იქნა დღგ-ით. 11 ივნისს ფიზიკურმა პირმა გააუქმა ჯავშანი და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სასტუმროს პირობებიდან გამომდინარე, გადახდილი თანხის ნაწილი ფიზიკურ პირს დაუბრუნდა, ხოლო ნაწილი დაუკავდა როგორც პირგასამტეხლოს თანხა.

შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, სასტუმრო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით დააკორექტიროს თებერვლის თვის ოპერაცია და ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით შეიმციროს საკომპენსაციო თანხაზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხა დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, ამ ნაწილში დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება სასტუმროს არ წარმოეშობა.

 

მაგალითი 24. შპს „X“ ახორციელებს როგორც დღგ-ის დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის მიწოდებას. შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 3 თებერვალს შპს „X“-მა შპს „Y“ უნდა მიაწოდოს 10 000 ლარის საქონელი, მათ შორის 8 000 ლარის ღირებულების დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი და 2 000 ლარის ღირებულების დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. საქონლის მიწოდებამდე, 2017 წლის 5 იანვარს შპს „Y“-მა  შპს „X“-ს წინასწარ ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა – 1 000 ლარი.

შეფასება:

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მიღებული საკომპენსაციო თანხა 2017 წლის იანვრის თვეში დაიბეგრება დღგ-ით, შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი საკომპენსაციო თანხის პროპორციულად, რაც მოცემული მაგალითის მიხედვით შეადგენს მიღებული საკომპენსაციო თანხის 20%-ს.

მაგალითი 25. არარეზიდენტი საწარმო და საქართველოს საწარმო შეთანხმდნენ საქართველოში მომსახურების გაწევის თაობაზე. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს საწარმომ არარეზიდენტ საწარმოს ჩაურიცხა მომსახურების საკომპენსაციო თანხა 10 000 ლარი წინასწარ, მომსახურების გაწევამდე.

შეფასება:

ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს საწარმო ვალდებულია დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგროს არარეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი.

მაგალითი 26. დღგ-ის გადამხდელმა შპს „X“-მა 5 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „Y“-თან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებამდე შპს „Y“ გადაიხდიდა საქონლის ღირებულების 50%-ს – 2 500 ლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ. შპს „Y“-მა შეთანხმებული თანხა შპს „X“-ს გადაუხადა 2017 წლის 20 მაისს. ვინაიდან მხარეების მიერ განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შპს „X“-ის მიერ მიღებულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2 500 ლარი დაბეგრილ იქნა დღგ-ით 2017 წლის მაისის თვეში.   2017 წლის 2 ივნისს შპს „Y“ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. შეთანხებული საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 9 ივნისს. შპს „Y“-ის მიერ მიწოდებულ საქონელზე გადახდილი დღგ ჩათვლილ იქნა ივნისის საანგარიშო პერიოდში.

შეფასება:

ვინაიდან შპს „Y“-ს საქონელი მიღებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, მის მიერ დღგ-ის რეგისტრაციამდე აღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.

შენიშვნა: იმავე წესით შეუძლია მიიღოს გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა მომსახურების მიღების შემთხვევაშიც.

მაგალითი 27.  (ამოღებულია - 30.12.2020, №326).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 13.09.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 მაისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 482. ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი

1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში და ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში.

2. ამ ინსტრუქციის 481 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი გავრცელდება აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე თანხის ნაწილობრივ ანაზღაურების შემთხვევებში, ანაზღაურებული თანხის ნაწილში.

3. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.

მუხლი 49. ოპერაცია, რომელიც არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას

ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:

ა) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;

ბ) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;

გ) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის ამოღების მომსახურება;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომპენსაციის/შემოსავლის მიღების მიზნით ქონების ქირით, იჯარით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა, თუ აღნიშნული მომსახურების შედეგად მიღებული თანხა სრულად მიემართება ბიუჯეტში.

ე ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს მიერ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების განკარგვა ან/და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, რომლის შედეგად მიღებული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 

ვ) არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – „ახალციხის ციხის“ მიერ რაბათის ციხის კომპლექსის, როგორც ისტორიული (კულტურული) ძეგლის დაცვის, კომპლექსის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს :

ვ.ა) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ პირებზე გადაცემული ქონების მიზნობრივად გამოყენების და კომუნალური მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;

ვ.ბ) კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-შენახვას, დასუფთავებას, გამწვანებას;

ვ.გ) კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების მიმდინარე რემონტს, კაპიტალურ რემონტს, რესტავრაციას;

ვ.დ) თანხებისა და სხვა საშუალებების მოზიდვას კომპლექსის გამართული მუშაობისა და განვითარებისათვის;

ვ.ე) კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების (რეკლამა, ბუკლეტები, ტურისტული ცნობარი და სხვ.) მოწყობას;

ვ.ვ) სხვა სახის საქმიანობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №502 – ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის ბრძანება №48 – ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №227 – ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №286 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №323 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №156 – ვებგვერდი, 18.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 491. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 17.01.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

მუხლი 50. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

თავი XII1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობები და წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

მუხლი 501. დასაბეგრი პირის  მიერ  ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება

1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

3. ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:

ა) ძირითადი საშუალებები;

ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;

გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;

ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;

გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

5. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია;

ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.

6. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება:

ა) იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეები ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისთვის არ წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს;

ბ) ფასიანი ქაღალდის და საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის გადაცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აქტივები მიმწოდებლის მიერ გამოიყენება იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;

გ) იმ აქტივების მოწოდებაზე, რომლებსაც მიმწოდებელი ფლობდა მხოლოდ იჯარით (ან სხვა მსგავსი ფორმით) გაცემის ან კაპიტალის ღირებულების გაზრდის მიზნით (საინვესტიციო ქონება);

დ) იურიდიული პირის რეორგანიზაციის ფარგლებში რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის აქტივების გადაცემის შემთხვევებზე;

ე) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის შემთხვევებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 502. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა

1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანად განიხილება საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/ პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ამხანაგობაში აქტივის შეტანად განიხილება ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.

4. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში შესატან აქტივს შეიძლება წარმოადგენდეს  მატერიალური ან არამატერიალური ქონება, აგრეთვე, მომსახურების გაწევა.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღებს წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ასეთი საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა განისაზღვრება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 503. აქტივის  გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის

1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება კანონმდებლობით დადგენილი ფორმით განხორციელებული იურიდიულ პირთა რეორგანიზაციის ფარგლებში ამ რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის აქტივის გადაცემა.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, რეორგანიზაციად ითვლება იურიდიული პირის:

ა) გარდაქმნა;

ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);

გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).

3. თუ რეორგანიზაციის მხარეებს წარმოადგენენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები, რეორგანიზაციის ფაქტი დგინდება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

 

მუხლი 504. უფლებამონაცვლეობა

1. ამ ინსტრუქციის 501 – 503 მუხლების მიზნებისათვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.

2. უფლებამონაცვლეობის ფარგლებში, აქტივის მიმღებ პირზე გადადის მიმწოდებლის მიერ ამ აქტივებთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებულ დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება, რა დროსაც:

ა) აქტივების გადაცემისას, მიმწოდებელს უნარჩუნდება აქტივებზე ხარჯების გაწევისას (მათ შორის, შეძენისას) გადახდილი/ გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა;

ბ) აქტივების მიმღებთან გადადის დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლითაც უნდა ესარგებლა და რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს, ეს აქტივები მიმწოდებლის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო და გამოყენებულიყო იმავე საქმიანობაში, რომელშიც მათ მიმღები იყენებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

თავი XII2

ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

მუხლი 505. გამოყენებული ტერმინები

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება – საქონელი/მომსახურება, რომლის მიწოდების/გაწევის სანაცვლოდ შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურების სახით მიღებული იქნას ვაუჩერი;

ბ) აგენტი – საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს;

გ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას;

დ) დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია – დასაბეგრი ოპერაციების ერთ-ერთი შემდეგი კატეგორია:

დ.ა) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დღგ-ით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXV თავის შესაბამისად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით/ჩათვლის უფლების გარეშე არის გათავისუფლებული.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 506. ზოგადი დებულებები

1. ვაუჩერი წარმოადგენს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა)  ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ;

ბ)  ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები.

2. ვაუჩერს არ წარმოადგენს:

ა) ინსტრუმენტი, რომელიც პირს აძლევს მის მიერ შესაძენი საქონლის ან/და მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი ანაზღაურების შემცირების (ფასდაკლების) უფლებას;

ბ) ბილეთი, რომელიც პირს აძლევს მგზავრობის, კონკრეტულ ადგილზე შესვლის ან ღონისძიებაზე დასწრების უფლებას;

გ) საფოსტო მარკები;

დ) ელექტრონული გასაღები ან კოდი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომას იძლევა;

ე) ელექტრონული ფული, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები.

3. თუ ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს აგენტი ან სხვისი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, მის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ვაუჩერი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

 

მუხლი 507. ერთჯერადი ვაუჩერი

1.  ვაუჩერი ერთჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ იდენტიფიცირებადია, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში ცნობილია დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა/დღგ-საგან გათავისუფლება ხორციელდება დასაბეგრი ოპერაციების იმ კატეგორიისთვის გათვალისწინებული წესით, რა კატეგორიასაც მიეკუთვნება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

4. ერთჯერადი ვაუჩერის თითოეული გადაცემა, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ხორციელდება, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ერთჯერადი ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება/გაწევა.

5. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.

6. თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება ან/და გადაცემა ხორციელდება აგენტის მიერ, ითვლება, რომ ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელდა აგენტის მიერ და, ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ აგენტისთვის.

7. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIII თავით ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული წესით.

8. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ვაუჩერის გადაცემის მომენტში. ამასთანავე, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია ვაუჩერის გადაცემამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ ხორციელდება, მიმწოდებლის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა დღგ-ით იბეგრება ამ ვაუჩერის აგენტის მიერ მესამე პირისთვის გადაცემის მომენტში.

10. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში, არის ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ მიღებული/ მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე.

11. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებულ შემდეგი სახის დასაბეგრ ოპერაციებზე:

ა) უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა;

ბ) ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები საკომპრესორო სადგურის მეშვეობით ნავთობპროდუქტების, ბიოდიზელისა და ბუნებრივი აირის (მათ შორის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიწოდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 
 

მუხლი 508. მრავალჯერადი ვაუჩერი

1. ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ არ არის იდენტიფიცირებადი, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში არ არის ცნობილი დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

3. მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემა არ განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. ამასთანავე, მიმწოდებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტობრივი მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

4. მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისას/ მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის/ მომსახურების ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

თავი XIII

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვა

მუხლი 51. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტები

1.  დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: 

ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05, დანართი №III-051 და დანართი №III-06- სპეციალური);

ბ) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09);

გ) (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .

2. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილ დოკუმენტებში მხარეთა ხელმოწერების ბეჭდით დამოწმება ხდება მისი არსებობის შემთხვევაში, ამასთან, საქონლის/მომსახურების მყიდველის (მიმღების) მხრიდან ბეჭდის გამოყენება სავალდებულო არ არის.  

3. მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის შესაბამის უჯრაში მიეთითება „–“ (ტირე).

31. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .

4. ამ თავის მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომში – სდ) (დანართი №III-071) უთანაბრდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი ნორმები, რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე;

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სდ-ის) გამოწერა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლებელია გამოიწეროს წერილობითი ფორმით.

6. უცხოელი დასაბეგრი პირებისათვის, ამ თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (მათ შორის, სდ-ში) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი პირის შესაბამის ქვეყანაში მინიჭებული დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი.

7. ნავთობპროდუქტების გემზე მიწოდების შემთხვევაში, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომრის გრაფაში მიეთითება აღნიშნული გემის IMO ნომერი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №183 - ვებგვერდი, 07.08.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. 

მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში.

2. (ამოღებულია - 30.12.2020, №326).

3. საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გამოიწერება დანართი №III-051 ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

4. საქონლის მრავალსახეობის დროს, როდესაც საფ-ში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საფ-ის დანართი (დანართი №III-07).

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, №996, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167887-287/