გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (392)
შემდგომი ცვლილებები (28)
წინა ცვლილებები (364)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №996
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთანერთად.
ამ ბრძანების გამოცემამდე გადამხდელებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინარჩუნებენ ძალას.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის
დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანება.
4. „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ“ საქართველო28ოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტროს №1000 ბრძანება.
5. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 2005 წლის №228 ბრძანება.
10. „ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №157 ბრძანება.
11. „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანება.
12. „ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) და მისი წილის მფლობელებზე (წევრებზე) განაწილების შესახებ დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №683 ბრძანება.
14. „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №973 ბრძანება.
16. „ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანება.
18. „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ„ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანება.
19. „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება.
21. „დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანება.
23. „იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №690 ბრძანება.
26. „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანება.
27. „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისას საავიაციო საწვავის, საპოხი მასალებისა და სხვა სამომხმარებლო ტექნიკური საშუალებების საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 9 ივლისის №175 ბრძანება.
29. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე” 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანება.
30. „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანება.
31. „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანება.
33. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანება.
34. „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანება.
35. „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №379 ბრძანება.
36. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანება.
37. „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანება.
38. „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანება.
39. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვარის №31 ბრძანება.
40. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანება.
41. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №265 ბრძანება.
42. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი №143 ბრძანება.
43. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანება.
44. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №159 ბრძანება.
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
საგადასახადო აღრიცხვა და კომუნიკაცია
საგადასახადო აღრიცხვა
მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.
2. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);
ა1) დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმდგენი დაქირავებული პირი;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი;
გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია;
ვ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;
ზ) (ამოღებულია – 05.07.2016, №148);
თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (გარდა უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა), რომელსაც, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართვის ადგილი გადმოაქვს საქართველოში.
21. საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება გადასახადის გადამხდელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა.
3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.
მუხლი 2. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენისთანავე.
2. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი (გარდა უცხოური საწარმოს/ორგანიზაციისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
21. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მმართველობითი ფუნქციის განხორციელების დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთანავე, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადების წარმომდგენს უკვე მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მას უნარჩუნდება თავდაპირველი რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებლის/ადგილსამყოფლის მისამართი.
4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).
5. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის პროცედურა ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.
7. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეესტრის წარმოებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებებისგან.
მუხლი 3. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი
1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს.
11. თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.
12. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის საფუძველია მის მიერ წარდგენილი დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.
13. ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის ნაცვლად, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის საფუძველზე. საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვა ასევე წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.
2. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის შემთხვევაში, ამავე კანონის შესაბამისად შედგენილ და სანოტარო ან სათანადო წესით დადასტურებული წესდების ასლს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადოდ დამოწმებულ ასლს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ბ.ა) სახელწოდებას;
ბ.ბ) ყველა მონაწილის ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერას, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;
ბ.გ) იურიდიულ მისამართს;
ბ.დ) მონაწილეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს;
ბ.ე) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს);
ბ.ვ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს და პირობებს;
ბ.ზ) მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს;
ბ.თ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;
ბ.ი) საქმიანობის ხანგრძლივობას;
ბ.კ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს;
ბ.ლ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;
ბ.მ) კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა დებულებებს;
გ) კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ1) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო საწარმოს/ორგანიზაციის, რომელსაც არ აქვს გავლილი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ დადასტურებულ/დამოწმებულ ასლს – იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დამფუძნებელს/წევრს წარმოადგენს ასეთი პირი;
დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
გ) დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ამ პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია);
ე) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
4. (ამოღებულია – 05.07.2016, №148);
5. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე;
გ) დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა და დამფუძნებელთა რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ მონაცემებს არ შეიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია);
გ1) მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში, ასევე – დოკუმენტს, რომლიდანაც ვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართის და ადგილობრივი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ;
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
51. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას, №I-021 დანართის შესაბამისად;
ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე – იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება, და, არსებობის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საწარმოს მართვის ადგილის საქართველოში გადმოტანა;
გ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი ვალდებულია №I-021 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით აცნობოს საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილებების შესახებ.
გ) დიპლომატიური პასპორტის ასლს;
დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
7. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
8. განცხადების მონაცემები შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) და გადასახადის გადამხდელის მოწმობაში.
9. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონების და გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი კოდების გათვალისწინებით, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. საგადასახადო აღიცხვის შემდეგ, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა №I-03 დანართის შესაბამისად.
11. (ამოღებულია – 01.03.2011, №115).
12. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) გადასახადის გადამხდელი უკვე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს;
გ) სულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია;
13. საგადასახადო აღრიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი.
14. საგადასახადო ორგანო საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების კოდების შესაბამისად.
დანართი №I-01
(იხილეთ თანდართული რედაქციით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.
დანართი №I-02
(იხილეთ თანდართული რედაქციით)
დანართი №I-03
მუხლი 4. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მაღალმთიან რეგიონებში
1. მაღალმთიან რეგიონში საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, ფიზიკური პირის მიერ განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნა.
2. საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს პირის საგადასახადო აღრიცხვას და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გაცემას.
3. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირი, უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს განცხადება გაუგზავნოს ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან სხვა ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 5. საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა
1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.
2. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ, საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.
21. თუ საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა არარეზიდენტი ფიზიკური პირის საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა.
3. ამ მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს საგადასახადო ან/და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ინფორმაციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.
4. შესაბამისი სამსახურის მიერ მიწოდებული და დასაბუთებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პირის სააღრიცხვო მონაცემებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს და გვარს, პირად ნომერს/პასპორტის ნომერს, პირის დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, რეგისტრაციის/საცხოვრებელ მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს და რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №309 - ვებგვერდი, 11.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
მუხლი 61. გადასახადის გადამხდელის კატეგორია
1. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს მიერ განესაზღვრება სიდიდის შესაბამისი კატეგორია, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) მცირე;
ბ) საშუალო;
გ) მსხვილი.
2. გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
31. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
4. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
5. (ამოღებულია - 13.06.19, №178).
6. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
7. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
8. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
9. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
10. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
11. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
12. (ამოღებულია - 15.09.2021, №236).
მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი
1. გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:
ა) აქტიური გადამხდელი;
ბ) პასიური გადამხდელი;
გ) არამეწარმე ფიზიკური პირი;
დ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.
2. აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას. კერძოდ, თუ:
ა) გადასახადის გადამხდელი ახლად რეგისტრირებულია;
ბ) დაწყებულია გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაცია (მათ შორის, პირს უფიქსირდება სტატუსი დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი));
გ) გადასახადის გადამხდელი გაკოტრების რეჟიმშია;
დ) გადასახადის გადამხდელი რეაბილიტაციის რეჟიმშია;
ე) გადასახადის გადამხდელი რესტრუქტურიზაციის რეჟიმშია;
ვ) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული დეკლარაციები/გაანგარიშებები;
ზ) გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს გადასახადები;
თ) გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ბრუნვა საკონტროლო–სალარო აპარატზე;
ი) გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილია საგადასახადო, საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
კ) დაწყებულია საგადასახადო შემოწმება ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;
ლ) საგადასახადო შემოწმების ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად დარიცხულია გადასახადების ან/და სანქციების თანხა;
მ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები;
ნ) გადასახადის გადამხდელს აქვს მიღებული (დადასტურებული) ან/და გამოწერილი (მათ შორის დაუდასტურებელი) საგადასახადო (მათ შორის სპეციალური) ანგარიშ-ფაქტურა.
3. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული არც ერთი პირობა, გადასახადის გადამხდელს ენიჭება პასიური გადამხდელის სტატუსი.
4. არამეწარმე ფიზიკური პირის სტატუსი ენიჭება საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ ყველა ფიზიკურ პირს, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა.
5. ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი ენიჭება:
ა) პირს, გარდა ფიზიკური პირისა, რომლის რეგისტრაციაც გაუქმდა (მათ შორის, ლიკვიდაციის ან გაკოტრებულად გამოცხადების შედეგად);
ბ) რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულ პირს.
51. გარდაცვლილ ფიზიკურ პირს ენიჭება სტატუსი – ლიკვიდირებულია (გარდაცვალების შედეგად).
6. აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსის მინიჭება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 30 ივნისის და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
7. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის ან/და წარდგენილი გარდაცვალების მოწმობის და განცხადების საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი.
8. გადასახადის გადამხდელის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული, აგრეთვე გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია.
9. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოდან მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს ამ პირთა მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა განხორციელების გარეშე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №75 – ვებგვერდი, 16.03.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №260 – ვებგვერდი, 14.08.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №438 - ვებგვერდი, 27.11.2023წ.
მუხლი 71. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება
1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება გულისხმობს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი სტატუსის დაფიქსირებას.
2. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის მოწოდებული ინფორმაცია;
ბ) დაინტერესებული პირის მიერ გარდაცვლილი პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების შესახებ წარდგენილი განცხადება, პირის გარდაცვალების მოწმობასთან ერთად. გარდაცვალების მოწმობას, თუ იგი გაცემულია უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, უნდა ერთვოდეს ნოტარიული წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. გაერთიანების, ამხანაგობის და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:
ა) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მონაწილეთა გადაწყვეტილება ან/და
ბ) საქმიანობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
4. უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციების, კომპანიების, ფირმების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დადასტურებული საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მისი ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. საგადასახადო ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას, ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში.
8. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება პირის გარდაცვალების თარიღიდან.
10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება:
ა) პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან;
ბ) საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების დასრულების თარიღიდან.
11. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვა უქმდება ამ პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან.
12. თუ საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირებს საგადასახადო აღრიცხვა გაუუქმოს საკუთარი ინიციატივით.
13. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში;
ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები;
გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა;
დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ;
ე) პირს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა, გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ;
ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება;
თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი;
ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა;
კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;
ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-დ“ და „თ-ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
15. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებისას, შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2023წ.
მუხლი 72. დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) ვალდებულია, განახორციელოს:
ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის რეგისტრაციიდან მოხსნა;
გ) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ის განაშთვა;
დ) ფინანსურ ინსტიტუტ(ებ)ში ბოლო საბანკო/საგადახდო ანგარიშის დახურვა;
ე) მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა;
ვ) მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება/განაშთვა;
ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 ივნისის ბრძანება №217 - ვებგვერდი, 27.06.2024წ.
მუხლი 8. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი
1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად ორგანიზაცია №I-04 დანართის შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი №I-05 დანართის შესაბამისი მოწმობა.
3. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი.
საგადასახადო საიდუმლოება
მუხლი 9. ინფორმაციის კონფიდენციალობა
1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ან/და საბაჟო დეკლარაციები, რეექსპორტის დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები;
ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები;
გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ან საბაჟო კონტროლის განხორციელების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების ან საბაჟო კონტროლის აქტები, საგადასახადო ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები;
დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები;
ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ;
ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ;
ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ.
3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
გ) სტატუსი;
დ) სახელწოდება;
ე) სამართლებრივი ფორმა;
ვ) მისამართი;
ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;
ი) მარეგისტრირებელი ორგანო;
კ) საგადასახადო დავალიანება;
ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები;
მ) დამფუძნებლები;
ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ;
ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია;
პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია;
ჟ) პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის, გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ.
4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების ან/და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული:
ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის მომართვის შემთხვევაში;
ბ) ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის მომართვის შემთხვევაში.
მუხლი 10. საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საჯაროდ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.
4. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის.
5. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სისტემის თანამშრომლის დაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად.
51. შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.
53. კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა.
6. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
7. შემოსავლების სამსახურის სისტემის სტაჟიორი უფლებამოსილია სტაჟირების გავლისას გაეცნოს საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, სტაჟირების პროცესში მიღებული დავალების ფარგლებში.
ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია
მუხლი 11. ელექტრონული რეგისტრაცია
1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი), ასევე – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის www.eservices.rs.ge (შემდეგში – ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი) გამოყენებით.
2. სამსახურის ვებგვერდის, ასევე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს ხელმოწერას/კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ამასთან, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/წერილს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.
3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.
31. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.
32. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს „ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ“ განცხადებაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.
33. ამ მუხლის მე-3 - 32 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიეთითება საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და გადასახადის გადამხდელის სურვილისამებრ – ელექტრონული ფოსტის მისამართი (შემდეგში – საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი). საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის იდენტიფიცირების საშუალებას.
34. საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელთან საკონტაქტოდ ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მატერიალურ/ელექტრონული ფორმით წარდგენილ განცხადებაში/მოთხოვნაში/საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით საკონტაქტოდ დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოიყენება იმ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაზეც წარდგენილია განცხადება/მოთხოვნა/საჩივარი.
35. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო კომუნიკაციისას, გარდა ამ მუხლის 33-34 პუნქტებით განსაზღვრული საკონტაქტო/დამატებითი ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციისა, პირის იდენტიფიცირების საშუალებას წარმოადგენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაგზავნილი მოკლევადიანი, ერთჯერადი კოდის დადასტურება.
4. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) (ამოღებულია - 21.06.2022, №195);
დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა.
41. გადასახადის გადამხდელის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრაციის მიზნით მითითებული მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით შემოსავლების სამსახურისთვის განსაზღვრული უფლება - მოვალეობების შესრულების მიზნით.
5. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
51. სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის (მათ შორის, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ორბიჯიანი ავტორიზაციის) წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისის/სამსახურის ვებგვერდის/განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
8. გადასახადის გადამხდელთან ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია წყდება მხოლოდ ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ამ გადასახადის გადამხდელისათვის ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.
9. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია შესაძლოა შეიზღუდოს/აღდგეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
10. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო/ელექტრონული კომუნიკაციისას, გამოიყენოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერების, ფოტოგადაღების და ამ მონაცემთა აღრიცხვის ტექნიკური საშუალებები, რომლის შენახვისა და გამოყენების წესს ადგენს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
|
|
|
საგადასახადო ორგანოს დასახელება |
|
|
|
გადასახადის გადამხდელის დასახელება |
|
|
|
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
გადასახადის გადამხდელის მისამართი |
განცხადება
ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ
გთხოვთ, გადამიყვანოთ კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე
საგადასახადო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერია .................................... და ელექტრონული ფოსტის მისამართია ..........................
გადასახადის გადამხდელი:
|
|
|
(ხელმოწერა) |
მუხლი 111. გადასახადის გადამხდელის საინფორაციო ბარათი
1. გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გეგმავს განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიხილება როგორც ხარჯის გაწევა ან/და შემოსავლის მიღება, ასევე მიმდინარე ან მომავალ საანგარიშო პერიოდებში შესაძლოა წარმოეშვას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;
ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მონიშნოს, ასევე შესაბამისი საფუძვლის წარმოშობამდე განაახლოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსი.
4. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი;
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ძირითადი და დამატებითი საქმიანობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
5. საინფორმაციო ბარათის წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში.
7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ.
8. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
მუხლი 112. დაქირავებულ პირთა რეესტრი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;
ბ) სამუშაო განაკვეთი;
გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;
დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის:
ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს;
გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაქირავებულს ენიჭება სტატუსი – აქტიური, რა დროსაც შესაბამისი ცვლილების რეესტრში ასახვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შრომითი ურთიერთობის განახლების თარიღისა.
6. დამქირავებელი საწარმო უფლებამოსილია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არ ასახოს იმ ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ან საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში და მინიჭებული აქვს ამ პირის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან/და წარმოადგენს აღნიშნული პირის მმართველობითი ორგანოს წევრს.
7. უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ ვალდებულება დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახონ „დაქირავებულ პირთა რეესტრში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 29 იანვრის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 01.02.2021წ.
მუხლი 113. საწარმოს პარტნიორთა/მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა
1. საწარმო ვალდებულია პარტნიორთა/მონაწილეთა (მათ შორის, პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების) შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ ინსტრუქციის №I-071 დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საწარმო საგადასახადო ორგანოში წარადგენს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. პარტნიორთა/მონაწილეთა შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება ცვლილების განხორციელებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 30 იანვრისა.
4. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამეწარმეო საზოგადოებებზე, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირზე, ორგანიზაციაზე (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ ამხანაგობაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ პირი, დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ საგადასახადო ორგანოს მიერ უზუსტობის გამოვლენამდე ან ამ მიზნით საგადასახადო კონტროლის ღონისძიების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, წარმოადგენს შესწორებულ ინფორმაციას.
მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია
1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად.
21. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.
3. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.
|
|
||||||||||||
მუხლი 13. ელექტრონული საჩივარი
1. პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.
2. სამსახურის ვებგვერდის საშუალებით წარდგენილი ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.
3. პირს (გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირისა) ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
4. ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც არის სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.
5. საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/ დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით.
საჯარო ფორმით კომუნიკაცია
მუხლი 14. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება
1. საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
2. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულება არ არის სავალდებულო, თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და მისთვის დოკუმენტის გაგზავნა/წარდგენა ვერ ხერხდება.
4. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ:
ა) პირი ფიზიკური პირია (მათ შორის, არარეზიდენტი ფიზიკური პირია) და მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან საქართველოში არ გააჩნია მისამართი;
ბ) პირი იურიდიული პირია (მათ შორის არარეზიდენტი იურიდიული პირია) და საქართველოში არ გააჩნია იურიდიული მისამართი.
5. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი.
6. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.
7. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).
8. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საჯაროდ გავრცელებაც განხორციელდა სამსახურის ან/და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს შესაბამისი ვებგვერდიდან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც პირი ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას – შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №573 – ვებგვერდი, 15.11.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №378 - ვებგვერდი, 19.10.2023წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №465 - ვებგვერდი, 06.12.2023წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №267 - ვებგვერდი, 06.08.2024წ.
მუხლი 15. საჯარო გადაწყვეტილება
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.
2. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გამოიცეს:
ა) ყველა ან გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა მიმართ ან/და
ბ) ყველა ან გარკვეული კატეგორიის სამეურნეო ოპერაციების მიმართ ან/და
გ) გარკვეული კატეგორიის დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიმართ.
3. საჯარო გადაწყვეტილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
4. შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული საჯარო გადაწყვეტილების პროექტი განსახილველად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული საჯარო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ქვეყნდება
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.
7. საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.
8. საჯარო გადაწყვეტილება მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით.
9. საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.
10. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.
11. საჯარო გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, როგორც იყო გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილება.
12. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.
13. თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის ბრძანება N199 – ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 10.02.2020წ.
1. საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების – შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – დავების განხილვის საბჭო) გადაწყვეტილება შეიძლება მომჩივანს გაეგზავნოს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან გავრცელდეს საჯაროდ.
2. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის შემოსავლების სამსახური, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას მომჩივანს ელექტრონულად უგზავნის დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
3. შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მომჩივანს ელექტრონულად ეგზავნება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) გამოყენებით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.
4. შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ შემოსავლების სამსახურს ელექტრონული ფორმით გადასცემს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
6. იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი არარეზიდენტი ფიზიკური პირია და არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებელი, მის მიმართ მიღებული, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება ექვემდებარება საჯაროდ გავრცელებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით.
7. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა ამ მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს ვებგვერდიდან, თუ მომჩივანი ფიზიკური პირია, რომელიც წერილობითი განცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ გადაწყვეტილებას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების წაშლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიმართავს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.
საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
მუხლი 17. საგადასახადო მოთხოვნა
1. საგადასახადო/საბაჟო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ვალდებულებაა;
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.
2. საგადასახადო მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო/საბაჟო ორგანო და მისი მისამართი;
ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი;
გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო/საბაჟო სანქციის დაკისრება;
ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა);
ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი;
ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
თ) საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
3. პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა:
ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად;
გ) (ამოღებულია – 30.12.2015, №470).
დ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ – №I-101 დანართის შესაბამისად.
4. საგადასახადო/საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების/საბაჟო კონტროლის მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
41. გადასახადის ან/და სანქციის გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს ეგზავნება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება საგადასახადო მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად.
6. სავარაუდო დარიცხვის შემთხვევაში, პირს საგადასახადო მოთხოვნა არ წარედგინება.
|
შემოსავლების სამსახური |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს დასახელება) |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
( საგადასახადო /საბაჟო ორგანოს მისამართი) |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საგადასახადო მოთხოვნა № |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
20 |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
( რიცხვი) |
(თვე) |
(წელი) |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები: |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||
|
(დასახელება/სახელი და გვარი) |
(საიდენტიფიკაციო ნომერი) |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
(მისამართი) |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის |
|
საფუძველზე, |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
( მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა) |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს საბაჟო კოდექსის |
|
საფუძველზე, |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
( მიეთითება საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა) |
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გადასახდელად დაგერიცხათ (გერიცხებათ): |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გადასახადი ან/და სანქცია |
თანხა |
შენიშვნა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გადასახადი |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჯარიმა |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საურავი |
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სულ: |
|
X |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან. საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა): |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
( გაფრთხილება, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა) თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით ა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 თავით . საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით , აგრეთვე სასამართლოში , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საგადასახადო /საბაჟო ორგანოს უფროსი/მოადგილე: |
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
( ხელმოწერა) |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ბ.ა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შემოსავლების სამსახური
|
|
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
|
|
(საგადასახადო ორგანოს მისამართი)
საგადასახადო მოთხოვნა №
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე
|
|
|
|
(რიცხვი) (თვე) (წელი)
გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
(დასახელება/სახელი და გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი)
|
(მისამართი)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ----------------------საფუძველზე |
(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის დარიცხვა)
20 –– წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ:
|
დაბეგვრის ობიექტი
|
საგადასახადო შეღვათის შესაბამისი ნორმა |
დასაბეგრი ბაზა შეღავათს გათვალისწინებით |
გადასახადის განაკვეთი |
ქონების გადასახადი(ლარი) |
||
|
დასახელება |
მდებარეობა |
დასაბეგრი ბაზა |
||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოჯახის წლიური შემოსავლის დეკლარირებული ოდენობა (ლარი) |
|
სულ ქონების გადასახადი |
|
|||
ქონების გადასახადის თანხები გადახდილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20--- წლის 15 ნოემბრისა.
ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.
საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საგადასახადო დავის პერიოდში თქვენს მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით დადგენილი წესით.
|
|
საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:
(ხელმოწერა)
ბ.ა.
დანართი №I-101
შემოსავლების სამსახური
ქ. თბილისი, 0114 ვ. გორგასლის ქ. №16
ს
ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო მ ო თ ხ ო ვ ნ ა N
მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ
,,-- “ ,,------- “20 -- წ .
(რიცხვი) (თვე) (წელი)
მესამე პირის რეკვიზიტები:
(გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი)
საიდენტიფიკაციო ნომერი
გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:
(გვარი, სახელი/დასახელება, მისამართი)
საიდენტიფიკაციო ნომერი
საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240- ე მუხლი
(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა ამ მოთხოვნის წარდგენა)
თქვენ 20-- წლის -- ---------------ის მდგომარეობით გერიცხებათ დავალიანება --------- ლარის ოდენობით მიმართ, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება --------- ლარის ოდენობით
( საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი (მათ შორის: მესამე პირის დავალიანების ოდენობა გადასახადის გადამხდელის მიმართ, მესამე პირისაგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა).
ამ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ვალდებული ხართ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოთ ----------- ლარი.
მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.
,,საგადასახადო მოთხოვნა“ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ,,საგადასახადო მოთხოვნის“ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე -----------------------------------
(ხელმოწერა)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის ბრძანება №152 - ვებგვერდი, 16.04.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება).
2. განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება მატერიალური ფორმით, დანართი №I-121 შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ. თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე.
4. განცხადებას უნდა დაერთოს იმ საგადასახადო მოთხოვნის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს განმცხადებელი.
5. საგადასახადო ორგანო განცხადებას განიხილავს და განცხადებაში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხას ასახავს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.
6. განცხადებაში მითითებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.
დანართი №I-121
განცხადება
საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ
|
1. გადასახადის გადამხდელი |
|
|||
|
2. საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|||
|
3. მისამართი |
|
|||
|
4. ტელეფონის ნომერი |
|
|||
|
5. წარმომადგენელი |
|
|||
|
6. წარმომადგენლის მისამართი |
|
|||
|
7. წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი |
|
|||
|
8. დოკუმენტის სახე |
დოკუმენტის თარიღი |
დოკუმენტის ნომერი |
დოკუმენტის ჩაბარების თარიღი |
|
|
საგადასახადო მოთხოვნა |
|
|
|
|
|
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
|
|
|
|
9. განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი: (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტის დასახელება)
10. დადასტურება: ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ვაცნობიერებ, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ჩაითვლება აღიარებულად და მასზე საგადასახადო დავა აღარ დაიშვება. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიწყება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
|
განცხადების ფურცლების საერთო რაოდენობა |
|
|
ხელმოწერის თარიღი |
|
გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა:
_____________________________________
მუხლი 18. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;
დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი;
ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.
21. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შევსებისას, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში“ მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, განაცხადოს თანხმობა, შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 დანართის ფორმით.
31. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის ავტომატური დაბრუნების მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-131 დანართის ფორმით. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:
ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;
ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;
დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.
32. ამ მუხლის 31 პუნქტის მიზნებისათვის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ავტომატური დაბრუნების სისტემის რისკების მართვის წესი და პირობები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
4. პირის მიერ საგადასახადოფ ორგანოსთვის წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №337 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
დანართი I-13
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
|
|
|
(საგადასახადო ორგანოს დასახელება) |
გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:
|
|
|
(დასახელება/სახელი და გვარი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
(საიდენტიფიკაციო ნომერი) |
||||||||||
|
|
|
(მისამართი) |
გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის და ადმინისტრაციული ჯარიმის პირადი აღრიცხვის ბარათებისა) მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის -------------- გადასახადში/სანქციაში ----------- ლარი და ა.შ.
გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ------------ გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი --------------------, ბანკის კოდი ------------------- , ა/ა ----------------------------------------- .
ზედმეტობა წარმოქმნილია ...........................................................................................................................
..................................................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................................................
(მიეთითება ზედმეტობის წარმოშობის მიზეზები)
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას თან ერთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
□ თანახმა ვარ, საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის კუთვნილების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურმა და ბანკმა გაცვალონ საგადასახადო ან/და საბაჟო საიდუმლოების, საბანკო საიდუმლოების და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
|
|
||
|
(ხელმოწერა) |
||
|
|
|
20 |
|
(რიცხვი) (თვე) (წელი) |
||
გადასახადის გადამხდელი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №420 – ვებგვერდი, 02.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის ბრძანება №229 - ვებგვერდი, 30.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 მაისის ბრძანება №94 – ვებგვერდი, 13.05.2016 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძნება №337 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №312 – ვებგვერდი, 23.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
დანართი №I-13 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ.
|
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინასწარი გადაწყვეტილება
მუხლი 19. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა
1. დაინტერესებული პირი, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-151-ით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით;
ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.
2. შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია:
ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე;
ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.
3. ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს აღნიშნული ვადა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადით ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.
4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;
გ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე;
დ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
ე) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;
ვ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით;
ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.
5. წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.
6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.
61. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემამდე, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილია, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში ასახული ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით შეაჩეროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვა. ამ შემთხვევაში ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მიერ დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.
7. წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.
9. (ამოღებულია – 27.02.2014, №64).
10. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).
11. (ამოღებულია - 05.10.2020, №244).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 06.10.2020წ.
დანართი I-15
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.
დანართი №I-16
(თან ერთვის დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ.
საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 14.06.2019 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №348 - ვებგვერდი, 18.11.2019წ.
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
დანართი №I-17 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
დანართი №I-18 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
დანართი №I-19 (ამოღებულია)
აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება
მუხლი 21. გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო/საბაჟო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული ან შემცირებული თანხები, დაკისრებული სანქციები, გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები აღირიცხება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ელექტრონულ ბარათებზე.
2. მონაცემების ასახვა ხდება პირადი აღრიცხვის შემდეგ ბარათებზე:
ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე (დანართი №I-20), რომელზეც აღირიცხება:
ა.ა) აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები, მათ შორის გაუქმებული გადასახადების მიხედვით აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები;
ა.ბ) გადახდილი თანხები;
ა.გ) ზედმეტად გადახდილი თანხები;
ა.დ) უკან დაბრუნებული თანხები;
ა.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელთა გადახდის ვადა საგადასახადო კანონმდებლობით შეჩერებულია (რესტრუქტურიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა);
ბ) გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №I-201), რომელშიც აღირიცხება:
ბ.ა) დამატებით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული;
ბ.ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები;
ბ.გ.) დამატებით დარიცხული მოსაკრებლის თანხები, რომელიც არ არის აღიარებული;
გ) ჩანაწერების დაზუსტების ბარათზე, რომელიც იხსნება გადასახადის გადამხდელის ბარათზე არასწორად ასახული ჩანაწერების დაზუსტების, მათზე არსებული ნაშთების გამოყვანისა და შემდგომ ამ ჩანაწერების პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანის მიზნით (დანართი №I-20);
დ) მოსაკრებლების ბარათზე, იმ აღიარებული მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო (დანართი №I-202).
3. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მონაცემების სრულად აღრიცხვისათვის იხსნება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი გადასახადების აღრიცხვის ფორმა (დანართი №I-203), რომელშიც აისახება:
ა) ქონების გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით;
ბ) საშემოსავლო გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით.
4. გადასახადის გადამხდელის ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში აღრიცხული თანხები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ბარათზე/აღრიცხვის ფორმაზე დაფიქსირებული თანხებისა) აისახება გადასახადის გადამხდელის ჯამური ანგარიშგების ფორმაში (დანართი №I-204).
5. გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათებზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების საფუძველზე იწარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების აღრიცხვა-ანგარიშგება გადასახადებისა და სანქციების მიხედვით. ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6. გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების განაწილება ხდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათის მიხედვით არსებულ აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებზე საქართველოს საგადასახახადო კოდექსით დადგენილი თანმიმდევრობით.
7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.
8. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოება გულისხმობს მათი გახსნის, მონაცემების შეტანის, გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს.
9. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და აღრიცხვის ფორმებს აწარმოებენ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
10. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კომპიუტერიზებული დამუშავების დროს პროგრამულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა ბაზასთან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს.
მუხლი 22. ბარათების/აღრიცხვის ფორმების გახსნა და მონაცემების შეტანა
1. ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება პროგრამულად, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბარათები შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
2. არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პირადი აღრიცხვის ბარათი საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოში იხსნება მისი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირების ან ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვისა და დაბრუნების შემთხვევაში.
3. პირისათვის, რომელიც იხდის იმპორტის გადასახდელს, პირადი აღრიცხვის ბარათი იხსნება მის მიერ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბარათებში და აღრიცხვის ფორმებში მიეთითება გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება აგრეთვე იმ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი.
5. ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;
ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების/კონტროლის მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია;
გ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);
დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია;
ე) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
ზ) სამართალდარღვევის ოქმები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო (მათ შორის, იმპორტის გადასახადის გადახდის) ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე;
ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები;
კ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
6. ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:
ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;
ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).
2. ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.
3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით:
ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება;
გ.ბ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.
31. სავარაუდო დარიცხვის თაობაზე პირს ეცნობება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, პირი უფლებამოსილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა.
4. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენამდე, შესაბამისი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში, ხოლო სხვა სათანადო ინფორმაციის გამოვლენის/წარდგენის შემთხვევაში – შესწორებითი დარიცხვა.
41. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ჩამოეწეროთ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
5. ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისათვის ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არსებული ზედმეტობა გაუქმებულად ითვლება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი კორექტირება.
მუხლი 222. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წესი
1. აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანმიმდევრობის მიხედვით აღიარებული საგადასახადო დავალიანება იფარება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის თარიღის რიგითობის გათვალისწინებით.
მაგალითი 1:
შპს „ელიტას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2 აპრილს დეკლარაციით დარიცხული აქვს მოგების გადასახადი 300 ლარი. ამასთან, 16 აპრილის მდგომარეობით დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხა 200 ლარი, გადასახადის გადამხდელს ასევე ერიცხება ჯარიმა 100 ლარი.
20 აპრილს გადასახადის გადამხდელმა გადაიხადა 200 ლარი, ხოლო 24 აპრილს – 400 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში:
შპს „ელიტას" მიერ პირველად გადახდილი 200 ლარით ჯერ დაიფარება მოგების გადასახადში არსებული ძირითადი თანხა – 300 ლარი, როგორც უფრო ადრე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება. 24 აპრილს გადახდილი 400 ლარით დაიფარება მოგების გადასახადში დარჩენილი თანხა 100 ლარი (300-200), შემდგომ დღგ-ის თანხა – 200 ლარი. ხოლო დარჩენილი 100 ლარით ჯარიმის თანხა.
მუხლი 23. საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნა
საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I-21 დანართის შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ცნობაში ასახული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
ც ნ ო ბ ა
საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო
ანგარიშების გახსნის შესახებ
|
1 |
გადასახადის გადამხდელის დასახელება / სახელი და გვარი |
|
||||||
|
2 |
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი |
|
||||||
|
3 |
საბანკო დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ბანკის კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
|
||||||
|
4 |
მონაცემები ანგარიშის შესახებ |
ანგარიშის სახე |
ანგარიშის ნომერი |
ვალუტა |
ანგარიშის გახსნის თარიღი |
|||
|
5 |
|
|
|
|
|
|||
|
|
|
|
|
20 |
|
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა |
|
(რიცხვი) (თვე) (წელი) |
||
საშემოსავლო და მოგების გადასახადები
საქონლის/მო მ სახურების მიწოდების აღრიცხვა
მუხლი 24. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.
2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
4. სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 – ვებგვერდი, 22.02.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
დანართი №II-01 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
დანართი №II-011 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 იანვრის ბრძანება №26 – ვებგვერდი, 24.01.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 – ვებგვერდი, 22.02.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 – ვებგვერდი, 21.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
მუხლი 251. სასაქონლო ზედნადები
2 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
2. ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
3. ზედნადების ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია სამსახურის ვებგვერდზე.
4. ზედნადები ივსება შემდეგი წესით:
ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;
გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება):
დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება);
დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება);
დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება);
დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ);
დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება);
ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);
ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე:
ვ.ა) საავტომობილო;
ვ.ბ) სარკინიგზო;
ვ.გ) საავიაციო;
ვ.დ) სხვა;
ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა;
ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი;
ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება;
თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება;
ი) ზედნადების ცხრილში იწერება:
ი.ა) I სვეტში – საქონლის რიგითი ნომერი;
ი.ბ) II სვეტში – საქონლის დასახელება;
ი.გ) III სვეტში – საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი);
ი.დ) IV სვეტში – საქონლის ზომის ერთეული;
ი.ე) V სვეტში – საქონლის რაოდენობა;
ი.ვ) VI სვეტში – საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით);
ი.ზ) VII სვეტში – საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით);
კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად);
ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის /გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);
ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა;
პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. შიდა გადაზიდვის შემთხვევაში, ზედნადების მე-5 სტრიქონში იწერება მე-4 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.
6. თუ ხორციელდება მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე, ზედნადების მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში ზედნადების მე-9-მე-12 სტრიქონები არ ივსება.
7. დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტრიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.
8. დისტრიბუციის სახით საქონლის მყიდველზე/მიმღებზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს ზედნადებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანს მყიდველისთვის/მიმღებისათვის მისაწოდებელი საქონლის მონაცემებს.
9. სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება – ,,უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-8 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი. ზედნადების ცხრილში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
10. საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
11. ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
12. ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.
13. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სისტემასთან დაკავშირება და შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება „ტექნიკური მიზეზების გამო, ელექტრონული სერვისებით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ზედნადების ქაღალდური ვერსიის გამოსაწერად ისარგებლეთ ღილაკით „დამატებითი სერვისი“, ავტომატურად განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) და ვებგვერდზე – www.eservices.rs.ge. ასეთ შემთხვევაში, პირი ხელით ავსებს ღილაკი „დამატებითი სერვისი“-ის საშუალებით ამობეჭდილ, ზედნადების (დანართი №II-012) შესაბამის ცარიელ ფორმას, რომელსაც უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება სისტემის მიერ. ზედნადების ხელით
შევსებისას, როდესაც ერთი ზედნადები არასაკმარისია, შესაძლებელია ამობეჭდილ და გამოყენებულ იქნას „სასაქონლო ზედნადების დანართი“, რომლის პირველ სტრიქონში სისტემის მიერ იწერება იმ ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. „სასაქონლო ზედნადების დანართი“ ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება „სასაქონლო ზედნადების დანართში“ მოცემული სახით.
14. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).
15. ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის:
ა) პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის/ძირითადი საშუალების ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში.
გ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას.
დ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
ე) „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, სეპარირებულად შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენის (ქაღალდის, მინის, პლასტიკის და მეტალის (ალუმინის ქილები)) ტრანსპორტირებისას;
ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.
16. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის დაფასოება არ წარმოშობს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას, ამ საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას.
დანართი №II-012 (იხილეთ თანდართულ ფაილად)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №84 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №368 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
მუხლი 252. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები
1. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:
ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;
ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:
ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;
ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;
ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;
ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;
ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;
ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;
ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;
ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;
გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);
დ) საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.
2. ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.
3. ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:
ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;
ბ) ხე-მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;
გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;
დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;
ე) საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) ან/და საშეშე მერქნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
ზ) საშეშე მერქნის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები;
თ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის შემთხვევაში – საგადასახადო შემოწმების აქტი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
4. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება:
ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით;
ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.
41. ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის:
ა) საშეშე მერქნის, აგრეთვე დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება;
ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) იმპორტირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება:
ა) სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე;
ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას;
გ) თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ხე-მცენარეებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობით ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით ხე-მცენარეების მისი მესაკუთრის მიერ ტრანსპორტირებისას, გარდა მიწოდებისა;
დ) აუქციონის შედეგების შესახებ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას;
ე) ერთხელ უკვე გამოყენებული (მეორადი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას;
ვ) მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ამ ინსტრუქციის 253 მუხლის შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგეს ამავე ქვეპუნქტში მითითებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მიღება-ჩაბარების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შედგენიდან არაუმეტეს 24 საათისა. ამასთან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ბრძანება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე არ წარმოადგენს ზედნადების გარეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირების საფუძველს.
დანართი №II-013
დანართი №II-013 (იხილეთ თანდართულ ფაილად)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №368 - ვებგვერდი, 11.10.2023წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №418 - ვებგვერდი, 13.11.2023წ.
მუხლი 253. მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოყენება
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში – დამკვეთი) მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, სამშენებლო მოედანს წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის მიზნით, დაინტერესებული პირის (კონტრაქტორის) მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელსა და გვარს) და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ამ ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმაციას;
გ) შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ფარგლებში არსებულ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს სურს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს დამკვეთის ან/და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის დადასტურების შესახებ. ამასთანავე, ცნობით უნდა დასტურდებოდეს:
ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;
გ) სამშენებლო მოედნის ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით;
დ) დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადები.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის რეგულაციის გავრცელებაზე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანას. რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური და იგი განთავსდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში/დოკუმენტაციაში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაინტერესებული პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) დაინტერესებული პირის სახელწოდება/საფირმო სახელწოდება (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ) პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მშენებლობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება;
გ) სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი;
დ) სამშენებლო მოედნის ტერიტორია (კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტებისა და საავტომობილო გზების მონაკვეთების მითითებით);
ე) ვადა, რომლის განმავლობაშიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის ან სხვა მიზეზით შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
მუხლი 26. სასაქონლო ზედნადებების რეესტრი
1. საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის წესების შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი, რომლის წლიური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია ზედნადებების რეესტრი აწარმოოს ელექტრონული ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ზედნადების აღრიცხვის ნომერი;
ბ) ზედნადების გამოწერის თარიღი;
გ) გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) მყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) საქონლის ღირებულება.
მუხლი 27. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა
1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონულად ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების გამოყენებით, იმ სავალდებულო პირობით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ნომენკლატურული აღრიცხვა.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის, ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების განმსაზღვრელ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური.
მუხლი 271. ცალკეული საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვა
1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს შესაბამისი საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.
მუხლი 28. შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა
1. პირის, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია.
2. აღრიცხვის წიგნის დასალუქად პირმა განცხადებით (№II-03 დანართი) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
3. პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, ელუქება ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ერთი აღრიცხვის წიგნზე მეტის დალუქვის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, აღრიცხვის წიგნების თითოეულ ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს მიერ კეთდება აღნიშვნა გადამხდელზე გაცემული აღრიცხვის წიგნების ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.
4. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს წიგნების დალუქვის რეესტრის წარმოებას გადამხდელების მიხედვით. დაუშვებელია სათანადო დასაბუთების და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გადამხდელთან საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი დალუქული წიგნის არსებობა.
5. პირი, რომელიც იყენებს აღრიცხვის გამარტივებულ წესს, აღრიცხვის წიგნში ასახავს შემოსავლების მიღებასთან და ხარჯების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციას. ამასთან, დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრება თანხების (შემოსავლის) მიღების ან გამოყენების და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში, ხოლო ხარჯები – ფაქტობრივი განაღდების მიხედვით. აღნიშნული პირობა არ ეხება ამორტიზირებად აქტივებს.
6. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება და აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ აღრიცხვის წიგნში ბოლო ჩანაწერის შემდეგ კეთდება აღნიშვნა „ ოპერაციების შეტანა შეწყვეტილია” და მოწმდება ბეჭდით.
7. პირმა უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის სააღრიცხვო მაჩვენებლების მთლიანობა, უწყვეტობა და უტყუარობა, რაც აუცილებელია საგადასახადო ბაზის განსაზღვრისათვის.
8. პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია უცხო ენაზე უნდა ჰქონდეთ თარგმანი ქართულ ენაზე.
9. აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი. ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში) და საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
10. საგადასახადო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს წიგნების ერთჯერადი ლუქებით დალუქვა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ თავად უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ლუქების შეძენა.
11. წიგნის წარმოება, დადგენილ შემთხვევებში, გადამხდელს არ ათავისუფლებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან.
12. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესწორების თარიღის მითითებით.
13. აღრიცხვის წიგნის სვეტებში აისახება:
ა) პირველ სვეტში – რეგისტრირებული ოპერაციის რიგითი ნომერი და თარიღი;
ბ) მე-2 სვეტში – მიღებული შეკვეთა ან პირველადი დოკუმენტის დასახელება (სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი, და სხვა), თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ოპერაცია. ამასთან, მიღებული შეკვეთა ან მიღებული (შეძენილი) საქონელი წიგნში ფიქსირდება დაუყოვნებლივ, მიუხედავად მისი შესრულების ან ანაზღაურების დროისა. ფაქტობრივი ანაზღაურების მომენტები აისახება შენიშვნის გრაფაში;
გ) მე-3 სვეტში – თავისუფალი ტექსტით მიეთითება სამეურნეო ოპერაციის (მიღებული შეკვეთა, შეძენილი საქონელი, გაცემული ხელფასი და სხვა) შინაარსი;
დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას საგადასახადო ორგანოსთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემდგომ, უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით;
ე) მე-5 სვეტში – საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.
14. აღრიცხვის წიგნში შეიტანება ძირითადი საშუალებების შეძენის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების) ოდენობა განისაზღვრება ამორტიზირებადი აქტივებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
15. კალენდარული წლის ბოლო დღეს წიგნი იხურება და მასში დაფიქსირებული შემოსავლებისა და ხარჯების ჯამური მაჩვენებლები აისახება შესაბამისი გადასახადების წლიურ დეკლარაციებში (გაანგარიშებებში).
16. გადამხდელებმა გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის შემთხვევაში, უნდა დაიცვან შემდეგი წესები:
ა) ყველა შეკვეთა, რომლებიც გამარტივებული აღრიცხვის წესზე გადასვლის მომენტისათვის არ არის დასრულებული ექვემდებარება წიგნში ასახვას;
ბ) აღრიცხვის წიგნში ასახავს ექვემდებარება აგრეთვე ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია აღრიცხვის გამარტივებულ წესზე გადასვლის შემდეგ, თუ აღნიშნული თანხები მიღებულია გამარტივებულ წესზე გადასვლამდე მიწოდებულ საქონელზე (მომსახურებაზე).
17. წიგნის შენახვის ვადა 6 წელია.
შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის
წიგნი
წელი ––––––
გადამხდელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(იურიდიული პირის დასახელება მეწარმე ფიზიკური პირის გვარი, სახელი)
საიდენტიფიკაციო ნომერი ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– ––– –––
განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის სახე –– –– –– –– (კოდი)
იურიდიული პირის ადგილმდებარეობის (ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის)
მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტი, სადაც იწარმოება წიგნი –––––––––––––––––––––––––––––––––––
საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირი ––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, ხელმოწერა)
ბ.ა
|
№ |
რეგისტრაცია |
თანხა |
შენიშვნა |
||
|
პირველადი დოკუმენტის თარიღი და ნომერი |
ოპერაციის შინაარსი |
შემოსავალი |
ხარჯი |
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის
წიგნის დალუქვის შესახებ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საგადასახადო ორგანო ---------------------------------------------------------------------
გადასახადის გადამხდელი ---------------------------------------------------------------
საიდენტიფიკაციო ნომერი ---------------------------------------------------------------- იურიდიული
მისამართი -----------------------------------------------------------------
გთხოვთ, დამილუქოთ შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნი.
განმცხადებელ ი –––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
თარიღი: „ ––––––” „ –––––––––––––––––––––” 20 წელი
შენიშვნა:
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს განცხადებას, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.
მუხლი 29. შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ შორის გარიგების შედეგებზე
1. პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გარდა, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო, აუდიტორთა საბჭოსთან შეთანხმებით, დამატებით განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ურთიერთდამოკიდებულების არსებობა გავლენას არ ახდენს (ან გავლენა არ მოუხდენია) პირებს შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „ანალოგიური საქონელი/მომსახურება“ გულისხმობს იმგვარ საქონელს/მომსახურებას, რომლის მიწოდება ხდება შესადარის პირობებში. შესადარისობის განსაზღვრისათვის უნდა მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე.
შენიშვნა: აღნიშნული მუხლის დებულებები გამოიყენება არამხოლოდ საშემოსავლო და მოგების გადასახადის მიზნებისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან
მუხლი 30. ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრა და ამორტიზაციის დარიცხვა
1. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად.
2. 1000 ლარამდე ღირებულების ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ცალკე არ ჯგუფდება და მისი მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი არ დგება, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა.
3. ლიზინგის საგნის პირველად გაცემისას ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება იმ დანახარჯების მიხედვით, რომელიც გაწეულია აღნიშნული აქტივის მიმწოდებლისაგან შესყიდვაზე, აგრეთვე სხვა ხარჯების მიხედვით, რომლებიც ზრდის აქტივის ღირებულებას.
მაგალითი 1:
საწარმომ 2012 წლის იანვარში 90 000 ლარად შეიძინა და 5 წლით ლიზინგით გასცა 2 სატვირთო ავტომობილი, ერთი ავტომობილის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 50000 ლარს, მეორე ავტომობილის 40000 ლარს, აღნიშნულ აქტივების ღირებულებაზე მისაკუთვნებელი სხვა დანახარჯები საწარმოს არ გააჩნია.
მოცემულ პირობებში:
საწარმოს მიერ აღნიშნულ ავტომობილებზე შეიქმნება ცალ-ცალკე ჯგუფები და პირველი ავტომობილის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განისაზღვრება 50000 ლარით, მეორე ატომობილის 40000 ლარით.
4. ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას ამორტიზაცია დაერიცხება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.
მაგალითი 2:
საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 7000 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო გადასახდელის გადახდისას ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის (ავტომობილის) გამოსყიდვა 2630 ლარის ოდენობით. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს.
სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების) დისკონტირებით მიიღება აქტივის ღირებულება მისი ლიზინგით გაცემისას.
მოცემულ პირობებში:
მომავალ პერიოდში მისაღები სალიზინგო გადასახდელების (მათ შორის, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი თანხიდან (37630 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 14590 ლარი (37630–23040).
შედეგი:
პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2853 ლარი (7000–(23040X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 4147 ლარი (23040 X 18%). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2853 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.
მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 3366 ლარი (7000–(23040–2853)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 3634 ლარი (23040–2853)X18%. შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული), უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 3366 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 7 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.
მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (7000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით.
მაგალითი 3:
საწარმომ 2012 წლის იანვარში 5 წლის ვადით ლიზინგით გასცა ავტომობილი, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გადაცემის მომენტისათვის შეადგენდა 23040 ლარს. საწარმომ სალიზინგო ხელშეკრულებით ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სალიზინგო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დამატებით თანადაფინანსების სახით უნდა მიიღოს 7405 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად გამოსყიდვის ღირებულება 0-ის ტოლია. მოცემული პერიოდისათვის ლიზინგის გამცემი იყენებს 18%-იანი დისკონტირების განაკვეთს.
მოცემულ შემთხვევაში:
მისაღები სალიზინგო გადასახდელების მთლიანი თანხიდან (32405 ლარი) ძირითადი (დისკონტირებული) ღირებულება იქნება 23040 (7405+5000 X 3.127) ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავალი 9365 ლარი (32405–23040).
შედეგი:
პირველი წლის სალიზინგო გადასახდელიდან (12405 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 9591 ლარი (12405–(23040-7405)X18%)), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2814 ლარი (23040-7405)X18%)). შესაბამისად, საწარმომ (ლიზინგის გამცემმა) ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 9591 ლარით (შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 12405 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.
მეორე წლის სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი (დისკონტირებული) ნაწილი იქნება 2579 ლარი (5000–(23040–9591)X18%), ხოლო საპროცენტო შემოსავალი 2421 ლარი (23040–9591)X18%. შესაბამისად, საწარმომ ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებას, რომელიც ცალკე ჯგუფად აქვს აღრიცხული, უნდა დაარიცხოს ამორტიზაცია მიმდინარე დისკონტირებული ღირებულების ძირითადი ნაწილით 2579 ლარით (შესაბამისად აღნიშნული თანხით შემცირდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი), და აღნიშნული თანხა გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ხოლო სალიზინგო შემოსავალი 5 000 ლარი ჩართოს ერთობლივ შემოსავალში.
მომდევნო პერიოდებში სალიზინგო გადასახდელიდან (5000 ლარი) დისკონტირებული ღირებულების გამოყოფა, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებაზე ამორტიზაციის დარიცხვა და მიღებული ან მისაღები სალიზინგო გადასახდელის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა მოხდება ანალოგიური წესით.
5. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.
6. თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემა, ლიზინგის გამცემისათვის ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებით ბალანსი განისაზღვრება ძირითადი საშუალების ლიზინგით პირველად გაცემის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობით, იმ პირობით, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ძირითადი საშუალების ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე ფაქტობრივად არ განხორციელებულა აღნიშნული ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება.
მაგალითი 4:
პირობები იგივეა რაც მე-3 მაგალითში იმ დამატებით, რომ 2013 წლის დეკემბრის ბოლოს სალიზინგო ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე და საწარმოს დაუბრუნდა ლიზინგით გაცემული ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი საწარმომ ხელმეორედ გასცა 2015 წლის იანვარში. სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში
იქიდან გამომდინარე, რომ სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტიდან ავტომობილის ხელმეორედ ლიზინგით გაცემამდე საწარმოს მიერ არ მომხდარა ძირითადი საშუალების სხვა სახის საქმიანობაში გამოყენება, ავტომობილის ლიზინგით ხელმეორედ გაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი იქნება 2014 წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ტოლი, რომელიც შეადგენს 10870 (23040-(9591+2579)) ლარს, ვინაიდან 2014 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საწარმოს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ავტომობილის გამოყენება და შესაბამისად ამორტიზაციის დარიცხვა.
7. თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან ლიზინგის ვადის დასრულებისას, ლიზინგის მიმღების მიერ ხდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა, ლიზინგის გამცემი ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების ლიზინგი მიმღებისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლოს და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.
8. თუ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებზე – შენობებსა და ნაგებობებზე (შემდგომში –ნაგებობა) გააჩნია მონაცემი ყველა ნაგებობის ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დაკარგვის ან/და განადგურების გამო (გარდა თავდაპირველად ამ ძირითადი საშუალების შესყიდვის, წარმოების, კაპიტალში შენატანის სახით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტისა) ვერ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნას, აღნიშნული პირი უფლებამოსილია 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თითოეული ნაგებობა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი მეთოდის გამოყენებით:
2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეფარდებული ნაგებობების ჯამურ ნარჩენ საბალანსო ღირებულებასთან და გამრავლებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით გაანგარიშებულ ჯგუფის ჯამურ ღირებულებით ბალანსზე.
მაგალითი: 5
პირი, 1997 წლიდან დღემდე მეოთხე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებებს – შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში– ნაგებობა) აღრიცხავდა ერთ ჯგუფად. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პირს სურს შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, თითოეული ნაგებობის ცალკე ჯგუფად აღრიცხვის მოთხოვნა, თუმცა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია და მას გააჩნია ინფორმაცია მხოლოდ ჯგუფში შემავალი ნაგებობების (ჯგუფი მოიცავს ექვს ნაგებობას) ღირებულებითი ბალანსის მთლიანი ოდენობის თაობაზე, რაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 20 000 ლარს.
ამასთან, პირს თითოეულ ნაგებობაზე გააჩნია მონაცემები ფინანსური (ბუღალტრული) აღრიცხვისას გამოყენებული ცვეთის ნორმის მიხედვით გამოთვლილი თითოეული ნაგებობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების თაობაზე 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძოდ:
ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს, მათ შორის:
პირველი ნაგებობა – 12000 ლარს;
მე-2 ნაგებობა – 10000 ლარს;
მე-3 ნაგებობა – 11000 ლარს;
მე-4 ნაგებობა – 4000 ლარს;
მე-5 ნაგებობა – 2000 ლარს;
მე-6 ნაგებობა – 1000 ლარს.
მოცემულ პირობებში:
პირი უფლებამოსილია თითოეული ნაგებობა აღრიცხოს (მისი ღირებულებითი ბალანსი დაადგინოს) ცალკ-ცალკე ჯგუფად 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ერთ ჯგუფად აღრიცხული შენობების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოანგარიშებული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გადაანაწილოს ცალკ-ცალკე აღებული თითოეული ნაგებობის მიხედვით შექმნილ ჯგუფებზე შემდეგი წესით:
პირველი ნაგებობა 12000/40000X20000 = 6000 ლარი;
მე-2 ნაგებობა 10000/40000X20000 = 5000 ლარი;
მე-3 ნაგებობა: 11000/40000X20000 = 5500 ლარი;
მე-4 ნაგებობა: 4000/40000X20000 = 2000 ლარი;
მე-5 ნაგებობა: 2000/40000X20000 = 1000 ლარი;
მე-6 ნაგებობა: 1000/40000X20000 = 500 ლარი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №632-ვებგვერდი, 29.12.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება №24 – ვებგვერდი, 20.01.2012წ.
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს საანგარიშო პერიოდის მიხედვით ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ (მათ შორის, ლიზინგის შეწყვეტის შედეგად წარმოქმნილ) მოთხოვნებზე, რომლის მიხედვით მისაღები თანხები აღიარებულია შემოსავლად და ჩართულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში შექმნას რეზერვები.
2. რეზერვები იქმნება ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და სხვა ჯარიმების გარეშე) 80%-ის ოდენობით, თუ ვადაგადაცილება საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის (31 დეკემბრის) მდგომარებით აღემატება ან შეადგენს 60 დღეს.
3. სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების პირველად შექმნის საანგარიშო პერიოდისთვის ასეთი რეზერვის თანხა მთლიანად გამოიქვითება საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.
მაგალითი 1.
სალიზინგო კომპანიას სალიზინგო საქმიანობის განხორციელებისას 2012 წლის ბოლო დღეს აქვს ვადაგადაცილებული მოთხოვნა 7000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2012 წლის 5 აგვისტოს.
მოცემულ პირობებში:
სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 2012 წლის ბოლო დღეს ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნაზე შექმნას რეზერვი 5600 ლარის ოდენობით (7000X80%) და გამოქვითოს 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან.
4. თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხა აღემატება წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხას, მათ შორის, სხვაობა გამოიქვითება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან.
მაგალითი 2.
სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5600 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 6000 ლარს.
მოცემულ პირობებში:
სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს 400 ლარი (6000-5600) გამოქვითოს 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.
5. თუ სალიზინგო კომპანიის მიმდინარე საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა ნაკლებია წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხაზე, მათ შორის, სხვაობა ჩაირთვება მიმდინარე საანგარიშო წლის ერთობლივ შემოსავალში.
მაგალითი 3.
სალიზინგო კომპანიამ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების ხარჯი 5000 ლარის ოდენობით. 2013 წლის ბოლო დღეს დათვლილი ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვები შეადგენს 4000 ლარს.
მოცემულ პირობებში:
სალიზინგო კომპანიამ 1000 ლარი (5000-4000) უნდა ჩართოს 2013 წლის ერთობლივ შემოსავალში.
6. თუ სალიზინგო კომპანია მიმდინარე საანგარიშო წელს ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 39-ე ნაწილით განსაზღვრულ სალიზინგო კომპანიის მოთხოვნებს, წინა საანგარიშო წლის ლიზინგიდან წარმოშობილი ვადაგადაცილებული მოთხოვნების რეზერვების თანხ ა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩა ი რთ ვება მიმდინარე საგადასახადო წლის ერთობლივ შემოსავალში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 – ვებგვერდი, 13.01.2012წ.
მუხლი 31. ცალკეულ შემთხვევებში ხარჯების გამოქვითვა
1. დოკუმენტურად დადასტურების გარეშე შესაძლებელია ერთობლივი შემოსავალიდან გამოიქვითოს საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი გამოსაქვითად ასაღიარებელი სარგებელი.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს:
ა) მოიჯარის მიერ იჯარის საგანზე მეიჯარის სახელით გაწეული ხარჯის დოკუმენტი;
ბ) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ავტოსტრანსპორტო საშუალების საწვავის შეძენისათვის შესაბამისი ქვეყნის მიერ დადგენილი წესით გაცემული ჩეკი (დოკუმენტი), თუ ეს საწვავი გამოყენებულია შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობისათვის და ხარჯი სახეზეა.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ კვების ობიექტში კვების მომსახურების („საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები ს“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობის სახეები სეკ 001-2004“-ის 55.3 – 55.5 ჯგუფებით გათვალისწინებული საქმიანობა) გამწევი პირის მიერ, ამ მომსახურებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტის შესყიდვაზე გაწეული ჯამური ხარჯი, მიუხედავად ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა, შესაძლებელია გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან, არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) თუ პირის მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი;
ბ) თუ პირის მიერ პროდუქციის შესყიდვაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი არ აღემატება ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს და მას ასევე გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, მაგრამ არა უმეტეს ასეთი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 20%-ისა.
მაგალითი 1
პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები (თევზი, კარტოფილი, პომიდორი და სხვა), მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში
პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯი მხოლოდ 30 000 (150 000 X 20%) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 15 000 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მაგალითი 2
პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 45 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები. საიდანაც მას მხოლოდ 35 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში
პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მხოლოდ კვების პროდუქტების შეძენაზე გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი 35 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 10 000 ლარის ოდენობის ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.
მაგალითი 3
პირი რესტორნის მეშვეობით უწევს კვების მომსახურებას მომხმარებლებს. 2011 წლის განმავლობაში მის მიერ ასეთი მომსახურების გაწევიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 150 000 ლარი. კვების მომსახურების გასაწევად წლის განმავლობაში სხვადასხვა პირებისაგან შეიძინა 29 000 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები, საიდანაც მას მხოლოდ 15 000 ლარზე გააჩნია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში
პირი უფლებამოსილია ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითოს 29 000 ლარი, მათ შორის, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი 15 000 ლარი, ასევე დანარჩენი 14 000 ლარი, რომელიც დოკუმენტურად არ არის დადასტურებული. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ნებადართული გამოქვითვადი ხარჯების ოდენობა არ აღემატება 30 000 ლარს – 150 000 ლარის 20%-ს.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სა მედიცინო დაწესებულებას, რომლის ერთობლივი შემოსავალი არ არის ნაკლები 1 000 000 ლარზე, უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტის დადასტურებ ის გარეშე, დამატებით გამოქვითოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 20 პროცენტი.
6 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს უფლება აქვს , 2014 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტ ურად დადასტურებ ის გარეშე დამატებით გამოქვითოს საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონ ლო ნომენკლატურის 3001-3006 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 10%, თუ:
ა) ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით გათვალისწინებული წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით აღნიშნული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის საქართველო ან;
ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია საქართველოში და ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 30%-ს შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით ან;
გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონელი წარმოებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფარმაცევტული წარმოების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.
შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.
7. ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა) იმპორტი რებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალ იზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებ ის (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;
ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე.
შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის შესაბამისი ტერმინების მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს ტყის კოდექსისა და „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანების შესაბამისად.
საგადასახადო ანგარიშგება
მუხლი 32. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია
ფიზიკურ პირს, რომელსაც წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიურ დეკლარაციას წარუდგენს №II-04 დანართის ფორმით.
საშემოსავლო გადასახადის წლიური
დეკლარაცია
ნაწილი I
|
|
|
|||||||||||||
|
1 |
||||||||||||||
(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V” ნიშნით)
|
2
|
საიდენტიფიკაციო ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3
|
გადამხდელის
პირადი ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||
|
4
|
დეკლარაციის სახე: პირველადი
|
|
შესწორებული
|
|
|
5
|
ს/წელი
|
|
|
|
|
||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
6
|
მისამართი
|
|
|
7
|
ეკონომიკური საქმიანობის კოდი
|
|
|
||
|
|
|
||||
|
8
|
საქმიანობის შეწყვეტის თარიღი
|
|
|
||
|
|
|
||||
|
9
|
წარედგინება:
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
10
|
დეკლარაციის მიღების თარიღი
|
|
||||
|
|
||||||
|
11
|
თანდართული დოკუმენტი
|
|
|
ფურცელზე
|
||
|
|
||||||
|
12
|
რეგისტრაციის ნომერი
|
|
|
|||
|
|
|
|||||
|
13
|
დეკლარაციის მიმღების გვარი, სახელი
|
|
||||
|
|
||||||
|
14
|
დეკლარაციის მიმღების ხელმოწერა
|
|
||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება (ლარი)
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ერთობლივი შემოსავალი
მათ შორის:
|
|
1 15
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას
დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი
|
16
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული
|
17
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ერთობლივი შემოსავალი (სსკ-ის 82 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით)
გარდა მე-20 გრაფისა და დანართი „ა“, „ბ“ და „გ“-ში ასახული შემოსავლებისა
|
|
18
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მათ შორის:
სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული ( გარდა 5%-იანისა)
|
1 19
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი
|
|
2 20
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები
|
21
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები
|
|
22
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გამოქვითვები სულ
მათ შორის:
|
23
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჯამი
|
33
|
|
34
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი, გარდა
არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლისა
|
3
35
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მათ შორის, ხელფასის სახით მიღებული
|
36
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
37
|
|
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
38
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი
საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით (უჯ34-უჯ33-უჯ35-უჯ37-უჯ38)
|
39
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი,
რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით
|
40
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
41
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო
გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას
|
42
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი,
მათ შორის:
|
43
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
44
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადი
|
45
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კაპიტალიზებადი ხარჯი
|
46
|
|
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
4 47
|
გადამხდელის გვარი, სახელი
|
|
||||
|
4 48
|
გადამხდელის ხელმოწერა
|
|
||||
|
49
|
ხელმოწერის თარიღი
|
|
|
|
|
|
შენიშვნა:
დეკლარაციის 42-ე და 45-ე უჯრები ივსება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დეკლარაციას წარადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირების მიერ 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.
დანართი „ა“
მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმა
|
ნაწილი I
|
|||||||||||||
|
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი
|
|||||||||||||
|
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი
|
1
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||
|
სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის:
|
|
|
|
|
|
|
|
|
2
|
|
|||
|
დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი
|
3
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||
|
იმ საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსისთვის დადგენილი ბრუნვის 30000 ლარიანი ზღვარი
|
4
|
|
|
|
|
|
|
|
|||||
|
სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები სულ. მათ შორის:
|
5
|
|
|
|
|||||||||
|
ხელფასის ხარჯი
|
6
|
|
|
|
|
|
|
|
|
||||
|
კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი,
მათ შორის
|
7
|
|
|
|
|||||||||
|
8
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი
|
|
|||||||||||
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება
|
თანხა
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
NN
|
მიღებული შემოსავალის სახე
|
მიღებული შემოსავალი, რომელიც
|
შეღავათის ოდენობა
|
გადასახადის განაკვეთი (20-5%)
|
გადასახადი (ლარი)
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
|
|
|
გადახდის წყაროსთან დაბეგრილია
|
ექვემდებარება დაბეგვრას
|
||||||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
|
11
|
ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი
|
|
|
|
|
|
|
|
22
|
აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი
|
|
|
|
|
|
|
|
33
|
მიღებული სარგებელი
|
|
|
|
|
|
|
|
სულ
|
|
|
|
|
|||
|
ხელფასის გაცემის თვე
|
ხელფასის ოდენობა
|
შეღავათის ოდენობა
|
გადასახადის განაკვეთი
|
გადასახადი
(ლარი)
|
რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, მათ შორის:
|
|
|
აჭარის ა.რ.
|
აფხაზეთის ა.რ.
|
|||||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ
|
|
|
|
|
|
|
|
შინაარსი
|
საანგარიშო პერიოდის
საწყისი ნაშთი |
ზრდა საანგარიშო პერიოდში
|
შემცირება საანგარიშო პერიოდში
|
საანგარიშო პერიოდის
საბოლოო ნაშთი |
||
|
სულ
|
მათ შორის, გადაფასება
|
სულ
|
მათ შორის, გადაფასება
|
|||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
|
|
გაცემული სესხ(ებ)ი
|
|
|
|
|
|
|
|
მიღებული სესხ(ებ)ი
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 33. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) მე-15 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (გარდა საქართველოს საწარმოს მიერ გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილების შესაბამისად მიღებული დივიდენდებისა და 131-ე მუხლის მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად მიღებული პროცენტებისა), მათ შორის, შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. ამასთან, როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-15 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ „დ
1
“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ბ) მე-16 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი;
გ) მე-17 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი;
დ) მე-18 უჯრაში აისახება – მონაცემი, რომელიც მიიღება მე-15 უჯრაში ასახულ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი (უჯრა 20), მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების სპეც.რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლების აღრიცხვის ფორმის მე-2 და მე-4 სტრიქონებში მითითებული შემოსავლების ჯამი (დანართი „ა“), არასამეწარმეო/არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების/სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ფორმის მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი (დანართი „ბ“), ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან/და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან მიღებული ხელფასების ჯამი (დანართი „გ“) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეღავათები;
ე) მე-19 უჯრაში – სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ექვემდებარება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას;
ვ) მე-20 უჯრაში – შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
ზ) 21-ე და 22-ე უჯრებში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის;
თ) 23-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ან/და აღსადგენი ხარჯები (24-ე-32-ე უჯრების ჯამი), მათ შორის:
თ.ა) მე-24 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა;
თ.ბ) 25-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის ღირებულება;
თ.გ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით ფაქტობრივ განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი;
თ.დ) 27-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა;
თ.ე) 28-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად;
თ.ვ) 29-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექსპლოატაციაში გადაცემისას;
თ.ზ) 30-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას;
თ.თ) 31-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
თ.ი) 32- ე უჯრაში ჩასაწერი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით:
თ.ი.ა) მიეთითება ყველა სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან (გარდა, 24-ე-31-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება, ამასთან არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
თ.ი.ა.ა) სადაზღვევო შენატანების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად;
თ.ი.ა.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან, მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის 1 პროცენტს;
თ.ი.ა.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით;
თ.ი.ა.დ) რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
თ.ი.ა.ე) ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი;
თ.ი.ა.ვ) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯი;
თ.ი.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში.
თ.ი.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „თ.ი.ა“ ქვეპუნქტში და დეკლარაციის 24-ე-31-ე სტრიქონებში. მათ შორის:
– საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი;
– საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
– შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ.: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი);
– დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე;
– ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;
– სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს;
თ.ი.დ) „თ.ი.ა“ და „თ.ი.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი მცირდება „თ.ი.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 32-ე სტრიქონში.
შენიშვნა: შესაძლებელია 32-ე სტრიქონის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, 23-ე უჯრის მნიშვნელობაც იყოს უარყოფითი სიდიდე;
ი) 33-ე უჯრაში –21-ე და 23-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
კ) 34-ე უჯრაში – მე-18 და 22-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ლ) 35-ე უჯრაში – მე-18 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით გაცემით. და აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას;
მ) 36-ე უჯრაში – დეკლარაციის 35-ე უჯრაში ასახული საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი;
ნ) 37-ე უჯრაში – სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი;
ო) 38-ე უჯრაში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით დაწესებული ნორმები;
პ) 39-ე უჯრაში – შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას (საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-იანი განაკვეთით) მიიღება: 34-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 33-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 35-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 37) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლების ზარალი (უჯრა 38);
ჟ) მე-40 უჯრაში – მიეთითება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავალი, რომლის გამოანგარიშებისას მე-20 უჯრაში ასახულ მონაცემს 37-ე უჯრაში ასახული მონაცემი (სრულად ან ნაწილობრივ) აკლდება იმ შემთხვევაში, თუ 39-ე უჯრაში ასახული ციფრი ნულის ტოლია და 37-ე გრაფაში მითითებული შეღავათი სრულად არ იქნა გამოყენებული 39-ე გრაფის გამოანგარიშებისას;
რ) 41-ე უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 39-ე და მე-40 უჯრებში ასახული მონაცემების შესაბამის განაკვეთებზე ნამრავლის ჯამით.
ს) 42-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ტ) 43-ე უჯრაში – კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 41-ე და 42-ე უჯრების მონაცემთა დადებითი სხვაობით;
უ) 44-ე უჯრებში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თითოეული ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მითითებით;
ფ) 45-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო 154-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის მე-4, 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით, ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 42-ე და 41-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, რომ 42-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 41-ე უჯრაში გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას;
ქ) 46-ე უჯრაში – კაპიტალიზირებადი ხარჯები.
6. დეკლარაციის დანართი „ა“ ივსება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
ა) დანართი „ა“-ს პირველ უჯრაში – შეიტანება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში 5% ან 3%, ხოლო მიკრო ბიზნესის შემთხვევაში ჩაიწერება 0%.
ბ) მე-2 უჯრაში – მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის:
ბ.ა) მე-3 უჯრაში – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, თუ აღნიშნული შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილში, იგი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო დადგენილი შეღავათის დეკლარაციის III ნაწილში ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა;
ბ.ბ) მე-4 უჯრა – ივსება მხოლოდ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემოსავალი, რომელზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი შეზღუდვა;
გ) მე-5 უჯრაში – სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. მათ შორის, მე-6 უჯრაში – ხელფასის სახით დაქირავებულებზე გადახდილი თანხები;
დ) მე-7 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-2 უჯრასა და მე-3 უჯრას შორის სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადის პირველ უჯრაში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით. მათ შორის, მე-8 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ბიუჯეტებში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი; თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მითითებით.
7. დეკლარაციის დანართი „ბ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) მე-2 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავლის სახე:
ა.ა) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით/ქირით გაცემით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ან/და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლის დაბეგვრისას არ გაითვალისწინება გაწეული ხარჯები;
ა.ბ) არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას ან/და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
მაგალითი 1
ფაქტობრივი გარემოებები:
ფიზიკურმა პირმა 2020 წლის 21 აპრილს განახორციელა საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაცია, რომელთან დაკავშირებითაც, გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. რეალიზაციის მომენტისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს და არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა შემძენს ფაქტობრივად გადაეცა ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებდა ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას.
ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური პირის მიერ რეალიზებული ბინა რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს მშენებარე ობიექტს და შესაბამისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, ითვლება, რომ ადგილი აქვს ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის რეალიზაციას, ვინაიდან მასთან დაკავშირებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და ბინის რეალიზაციის მომენტისათვის, შემძენს ფაქტობრივად გადაეცა ბინის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო ყველა უფლება, რომელიც მას ანიჭებდა ფაქტობრივი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობას.
შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
შედეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი ექვემდებარება დეკლარაციის დანართი „ბ“-ს მე-2 სვეტში ასახვას.
ა.გ) არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული სარგებელი;
ბ) მე-3 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;
გ) მე-4 სვეტში – აისახება მიღებული შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მე-5 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა, ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი დეკლარაციის III ნაწილში ან/და დეკლარაციის დანართი „ა“-ში სრულად გამოიყენება, დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის დარჩენილი ოდენობა;
ე) მე-6 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი განაკვეთი (20%, 5%);
ვ) მე-7 სვეტში – აისახება დანართი „ბ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა);
ზ) მე-8 სვეტში აისახება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის დასახელება, დასაბეგრი ობიექტების შესაბამისად;
8. დეკლარაციის დანართი „გ“-ს ავსებენ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები, რომელთაც საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცი(ებ)იდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიიღეს ხელფასი და აღნიშნული არ დაბეგრილა გადახდის წყაროსთან. დეკლარაციის დანართი „გ“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) პირველ სვეტში – აისახება ხელფასის გაცემის თვე;
ბ) მე-2 სვეტში – აისახება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ, საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ან/და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონის საწარმო(ებ)იდან მიღებული ხელფასის ოდენობა;
გ) მე-3 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათის ოდენობა, ამასთან თუ შეღავათი სრულად გამოიყენება დეკლარაციის III ნაწილსა ან/და დანართი „ა“-სა და დანართი „ბ“-ში, დადგენილი შეღავათი არ ექვემდებარება აღნიშნულ სვეტში ასახვას, ხოლო ნაწილობრივი გამოყენების შემთხვევაში მიეთითება შეღავათის აუთვისებელი ოდენობა;
დ) მე-4 სვეტში – აისახება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი;
ე) მე-5 სვეტში – აისახება დანართი „გ“-ს შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა);
ვ) მე-6 და მე-7 სვეტში – აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადელი საშემოსავლო გადასახადი.
9. დეკლარაციის დანართ „დ“-ს სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:
ა) გაცემული სესხ(ებ)ის:
ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ) მიღებული სესხ(ებ)ის:
ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხის ნაშთი.
დანართი №II-041 (იხილეთ თანდართულ ფაილად)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 12.11.2024წ.
მუხლი 331. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობას, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-041 დანართის ფორმით.
მუხლი 332. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);
გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა;
დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);
ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*15%);
ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%);
ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).
მუხლი 333. ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მისი შევსების წესი
1. ფიზიკური პირი, მათ შორის, არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებას, ამ ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-042 დანართის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
2. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. დეკლარაციის III ნაწილში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, კერძოდ:
ა) მე-2 სვეტში – ქონების/აქტივის სახე:
ა.ა) საცხოვრებელი ბინა (სახლი) მასზე დამაგრებული მიწით;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ა.გ) მიწის ნაკვეთი;
ა.დ) საწარმოს აქცია ან წილი;
ა.ე) სხვა ქონება/აქტივი;
ბ) მე-3 სვეტში – ქონების/აქტივის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კერძოდ, უძრავი ქონების შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – ძარის/შასის ნომერი და ა.შ.;
გ) მე-4 სვეტში – ქონებაზე/აქტივზე საკუთრების წარმოშობისას მისი შეძენის ფასი. ამასთან, თუ ქონების/აქტივის შეძენის შემდგომ მასზე გაწეულია ხარჯი (მაგ., ქონების/აქტივის რემონტის ხარჯები), რომელთან მიმართებითაც არსებობს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ქონების/აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაანგარიშებისას, ასეთი ხარჯები გაითვალისწინოს ქონების/აქტივის შეძენის ფასის მითითებისას;
დ) მე-5 სვეტში – ქონების/აქტივის მიწოდების ფასი;
ე) მე-6 სვეტში – მიღებული ნამეტი შემოსავლის ოდენობა;
ვ) მე-7 სვეტში – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათის ოდენობა. ამასთან, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეღავათი სრულად გამოყენებულია, იგი არ ექვემდებარება აღნიშნულ გრაფაში ასახვას;
ზ) მე-8 სვეტში – საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი განაკვეთი (20%, 5%);
თ) მე-9 სვეტში – საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (თანხა).
6. მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
მაგალითი 1
ფაქტობრივი გარემოებები:
არამეწარმე ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 10 მარტს განახორციელა თავის საკუთრებაში არსებული:
– საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია 120 000 ლარად, რომელიც 2023 წელს შეძენილი ჰქონდა 100 000 ლარად, და
– კომერციული ფართის რეალიზაცია – 130 000 ლარად, რომელიც ასევე 100 000 ლარად ჰქონდა შეძენილი 2020 წელს. ამასთან, გასხვისებამდე ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული საწარმოზე.
მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შესაბამისი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებას.
ანალიზი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი, ხოლო ამავე ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ა2“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისთვის, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან, აქტივის მიწოდების, მათ შორის, რეალიზაციის მომენტად მიიჩნევა საკუთრების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება მარეგისტრირებელ ორგანოში სხვა პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაცია, ხოლო აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 135-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
ამავე კოდექსის 153-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.
შედეგი:
იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია განხორციელდა მისი შეძენიდან 2 წლამდე ვადაში, მიღებულ ნამეტ შემოსავალზე – 20 000 ლარზე (120 000-100 000) ვერ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შეღავათი და შესაბამისად, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში.
რაც შეეხება კომერციული ფართის რეალიზაციას, ვინაიდან მიწოდებამდე კომერციული ფართი იჯარით იყო გაცემული და, ამასთან, კომერციული ფართის იჯარით გაცემა არ წარმოადგენს ფიზიკური პირის მეწარმედ მიჩნევის საფუძველს, მის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციით მიღებული ნამეტი (130 000-100 000), მიუხედავად მისი 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებობისა, ასევე ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
ფიზიკური პირი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ, №II-042 დანართის ფორმით, და ამავე ვადაში გადაიხადოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 7 000 ლარი (20 000*5%+30 000*20%).
1. უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები და უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გათანაბრებული საერთაშორისო ორგანიზაციას (შემდგომში–ორგანიზაცია) არ ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება, ამ ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების მიმართ.
2. ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციები შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII კარით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიჩნეულ უნდა იქნეს ის გადასახადის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები.
3. ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარსადგენ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს დაქირავებული ფიზიკური პირის თანხმობა, მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გადასახადის გადახდის შესახებ.
4. ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ საზღაურზე (სარგებელზე) დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
5. გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციისათვის მომსახურების მიწოდებით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ვალდებულების შესრულება მომსახურების მიმწოდებელ პირის ეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
6. ორგანიზაციას არ წარმოექმნება რაიმე ფორმით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება ამ წესით განსაზღვრული ანაზღაურების მიმართ, გარდა ამავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. დაქირავებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (№II-04 დანართი). ამასთან, დაქირავებული პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალი, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირისათვის გაცემული ანაზღაურების ოდენობის მითითებით – „ ხელფასი” ან „ მომსახურების კომპენსაცია”. აღნიშნულის გარდა, საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული ან მომსახურების მიმწოდებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.
8. ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას, ვალდებულია დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
9. საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად დაქირავებული პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით – „დაქირავებულია”. აღნიშნულის გარდა საბუთი უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს პირადობის მოწმობის მიხედვით.
10. სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.
11. ორგანიზაცია ვალდებულია, საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების, გვარის, სახელის, პირადი ნომრის და ანაზღაურების სახის თაობაზე, დანართი №II-12-ის შესაბამისად.
მუხლი 35. მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაცია
III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარედგინება დეკლარაცია №II-05 დანართის ფორმით.
ნაწილი II
|
|
||||
|
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი)
|
8
|
|
||
|
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი)
|
9
|
|
||
|
მატერიალური აქტივის ჩუქებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი
|
10
|
|
||
|
მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი
|
11
|
|
||
|
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივებიდან დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით.
|
12
|
|
||
|
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივებიდან დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით.
|
13
|
|
||
|
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მათ შორის:
|
14
|
|
||
|
ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივებიდან
|
15
|
|
||
|
მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივებიდან
|
16
|
|
||
|
ჩუქებით მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის)თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
|
17
|
|
||
|
მემკვიდრეობით მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის)თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
|
18
|
|
||
|
მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები , თანხა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
|
19
|
სავადო
|
თანხა
|
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ
|
|
|
|
|
|
გადამხდელის ხელის მოწერა ––––––––––––––––––––––––––
|
|
|
|
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ.
მუხლი 36. მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილის გრაფებში აისახება:
ა) მე-8 გრაფაში – ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) – განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით;
ბ) მე-9 გრაფაში მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) – განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით;
გ) მე-10 გრაფაში – მატერიალური აქტივის ჩუქებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მე-11 გრაფაში – მატერიალური აქტივის მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მე-12 და მე-13 გრაფებში – გრაფების შესაბამისად აისახება დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით. ამასთან, პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას (მ.შ., დაქირავებულნი) ამ დეკლარაციის შევსებისას არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათისა). შეღავათების გამოყენების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით;
ვ) მე-14 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა, რომელიც მიიღება მე-15 და მე-16 გრაფების ჯამით
ზ) მე-15 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (მე-12 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე;
თ) მე-16 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (მე-13 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე;
ი) მე-17 და მე-18 გრაფებში – აისახება მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის) თარიღი – რიცხვი, თვე, წელი;
კ) მე-19 გრაფაში – მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები გაიწერება 2 წელზე ვადებისა, თანხების და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელების მითითებით.
4. დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე და უტყუარობა დასტურდება გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით.
5. დეკლარაციის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და გადაეცემა გადასახადის გადამხდელს.
მუხლი 37. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია
1. პირი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, №II-06 დანართის მიხედვით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის
დეკლარაცია
ნაწილი I
|
1
|
|
გადამ ხ
დელის დასახელება
|
|
2
|
|
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
3
|
|
გადამხდელის (ფიზიკური პირი) პირადი ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4
|
|
დეკლარაციისსახე:
|
პირველადი
|
|
შესწორებული
|
|
5
|
პერიოდი
|
|
|
|
|
|
|
6
|
|
მისამართი:
|
|
7
|
|
რეზიდენტი საწარმო
|
|
8
|
არარეზიდენტი საწარმო ს მუდმივი დაწესებულება
|
|
9
|
მეწარმე ფიზიკური პირი
|
10
|
სხვა
|
|
|
11
|
|
წარედგინა
|
ნაწილი III
|
განაცემის დასახელება |
||||
|
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება (გარდა 56 3 გრაფაში ასახული განაცემისა). მათ შორის: |
16 |
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |
17 |
|
||
|
რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის გადახდილი როიალტი |
18 |
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტებისა): |
რომელიც იბეგრება 20%-ით |
19 |
|
|
|
რომელიც იბეგრება 5%- ით |
20 |
|
||
|
ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი , რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის 133 3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით |
20 1 |
|
||
|
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა) |
21 |
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, მათ შორის: |
22 |
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |
23 |
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, მათ შორის: |
24 |
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით) |
25 |
|
||
|
ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება |
26 |
|
||
|
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის: |
27 |
|
||
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის : |
პირველი ნაწილი ს: |
„ბ 1 “ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) |
28 |
|
|
„გ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%) |
29 |
|
||
|
„დ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%) |
30 |
|
||
|
„ე“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%) |
31 |
|
||
|
11 ნაწილით (განაკვეთი 15%) |
32 |
|
||
|
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გამოკლებით), რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის: |
33 |
|
||
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: |
პირველი ნაწილი ს: |
„ბ 1 “ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) |
34 |
|
|
„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%) |
35 |
|
||
|
„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%) |
36 |
|
||
|
„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%) |
37 |
|
||
|
1 1 ნაწილით (განაკვეთი 15%) |
38 |
|
||
|
ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17-მე-20, 20 1 , 21-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 34-ე-38-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) |
39 |
|
||
|
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები , მათ შორის : |
40 |
|
||
|
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: |
პირველი ნაწილ ის: |
„ბ 1 “ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%) |
41 |
|
|
„გ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%) |
42 |
|
||
|
„დ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%) |
43 |
|
||
|
„ე“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |
44 |
|
||
|
1 1 ნაწილით (განაკვეთი 15%) |
45 |
|
||
|
ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%) |
46 |
|
||
|
გ) პროცენტები (განაკვეთი 5%) |
47 |
|
||
|
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით), მათ შორის: |
48 |
|
||
|
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის: |
პირველი ნაწილის: |
„ბ 1 “ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %) |
49 |
|
|
„გ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |
50 |
|
||
|
„დ“ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %) |
51 |
|
||
|
„ე“ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %) |
52 |
|
||
|
1 1 ნაწილით (განაკვეთი 15%) |
53 |
|
||
|
ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%) |
54 |
|
||
|
გ) პროცენტები (განაკვეთი 5%) |
55 |
|
||
|
გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისთვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე-55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) |
56 |
|
||
|
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებები , რომლებზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი |
56 1 |
|
||
|
2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან მის შემდეგ პერიოდებში გაცემულია: |
56 2 |
|
||
|
მათ შორის, საანგარიშო თვეში |
56 3 |
|
||
|
სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (56 3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის გადასახადის განაკვეთზე ნამრავლი) |
56 4 |
|
||
|
გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (56 3 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი) |
56 5 |
|
||
|
სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 56 5 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“- ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი) მათ შორის: |
57 |
|
||
|
აჭარის ა. რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი |
57 1 |
|
||
|
აფხაზეთის ა. რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი |
57 2 |
|
||
|
ინფორმაციისათვის
|
|
|
||
|
მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება |
58 |
|
||
|
სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი |
59 |
|
||
|
საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა |
60 |
|
||
|
ფიზიკურ პირთა რიცხოვნება, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა |
61 |
|
||
|
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას |
62 |
|
||
|
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა. მათ შორის: |
63 |
|
||
|
საკონტროლო-სალარო აპარატების საშუალებით |
64 |
|
||
|
მაქსიმალური ხელფასი |
65 |
|
||
|
მინიმალური ხელფასი |
66 |
|
||
|
ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის , გარდა 68-ე უჯრაში ასახული მონაცემისა |
67 |
|
||
|
ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის |
68 |
|
||
|
68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა |
69 |
|
||
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №380 - ვებგვერდი, 27.11.2024წ .
|
განაცემის დასახელება
|
||||
|
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი, ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება (გარდა 56
1
უჯრაში ასახული ანაზღაურებისა), მათ შორის:
|
16
|
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)
|
17
|
|
||
|
რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის გადახდილი როიალტი
|
18
|
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტებისა):
|
რომელიც იბეგრება 20%-ით
|
19
|
|
|
|
რომელიც იბეგრება 5%- ით
|
20
|
|
||
|
ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ სსკ-ის
133
3
მუხლის შესაბამისად, იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით
|
20
1
|
|
||
|
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა)
|
21
|
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, მათ შორის:
|
22
|
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)
|
23
|
|
||
|
ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, მათ შორის:
|
24
|
|
||
|
ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (შეღავათების გამოკლებით)
|
25
|
|
||
|
ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება
|
26
|
|
||
|
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის:
|
27
|
|
||
|
პირველი ნაწილის:
|
„ბ
1
“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%)
|
28
|
|
|
|
„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%)
|
29
|
|
||
|
„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%)
|
30
|
|
||
|
„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%)
|
31
|
|
||
|
1
1
ნაწილით (განაკვეთი 15%)
|
32
|
|
||
|
მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გამოკლებით), რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (გარდა პროცენტებისა და დივიდენდისა), მათ შორის:
|
33
|
|
||
|
პირველი ნაწილის:
|
„ბ
1
“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%)
|
34
|
|
|
|
„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%)
|
35
|
|
||
|
„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%)
|
36
|
|
||
|
„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%)
|
37
|
|
||
|
1
1
ნაწილით (განაკვეთი 15%)
|
38
|
|
||
|
ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი (მე-17-მე-20, 20
1
, 21-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 34-ე-38-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი)
|
39
|
|
||
|
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, მათ შორის:
|
40
|
|
||
|
პირველი ნაწილის:
|
„ბ
1
“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5%)
|
41
|
|
|
|
„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10%)
|
42
|
|
||
|
„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4%)
|
43
|
|
||
|
„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %)
|
44
|
|
||
|
1
1
ნაწილით (განაკვეთი 15%)
|
45
|
|
||
|
ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%)
|
46
|
|
||
|
გ) პროცენტები (განაკვეთი 5%)
|
47
|
|
||
|
ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (შეღავათების გამოკლებით), მათ შორის:
|
48
|
|
||
|
პირველი ნაწილის:
|
„ბ
1
“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 5 %)
|
49
|
|
|
|
„გ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %)
|
50
|
|
||
|
„დ“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 4 %)
|
51
|
|
||
|
„ე“ ქვეპუნქტით (განაკვეთი 10 %)
|
52
|
|
||
|
1
1
ნაწილით (განაკვეთი 15%)
|
53
|
|
||
|
ბ) დივიდენდები (განაკვეთი 5%)
|
54
|
|
||
|
გ) პროცენტები (განაკვეთი 5%)
|
55
|
|
||
|
გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისთვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე-55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი)
|
56
|
|
||
|
2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება
|
56
1
|
|
||
|
2008 წლის პირველ იანვრამდე პერიოდებზე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი; (განაკვეთი12%)
|
56
2
|
|
||
|
სულ ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 56
2
უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი), მათ შორის:
|
57
|
|
||
|
აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი
|
57
1
|
|
||
|
აფხაზეთის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი
|
57
2
|
|
||
|
ინფორმაციისათვის
შენიშვნა: 67-ე , 68-ე და 69-ე უჯრების შევსება სავალდებულოა
|
|
|
||
|
მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება
|
58
|
|
||
|
სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი
|
59
|
|
||
|
საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა
|
60
|
|
||
|
ფიზიკურ პირთა რიცხოვნება, რომლებზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა
|
61
|
|
||
|
არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას
|
62
|
|
||
|
ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის:
|
63
|
|
||
|
საკონტროლო-სალარო აპარატების საშუალებით
|
64
|
|
||
|
მაქსიმალური ხელფასი
|
65
|
|
||
|
მინიმალური ხელფასი
|
66
|
|
||
|
ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის, გარდა 68-ე უჯრაში ასახული მონაცემისა
|
67
|
|
||
|
ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის
|
68
|
|
||
|
68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა
|
69
|
|
||
(ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
დეკლარაციის დანართი „ა“
(თან ერთვის დანართის სახით)
დეკლარაციის დანართი „გ“ (ამოღებულია)
|
№
|
ავტომობილის მონაცემები
|
დაქირავებული პირის მონაცემები
|
გადასახადის ოდენობა (ლარი)
|
||
|
რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი)
|
ძრავის მოცულობა
|
გვარი, სახელი
|
პირადი ნომერი
|
||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ
|
|
||||
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
ინფორმაცია
საანგარიშო თვეში ფიზიკურ პირზე განხორციელებული განაცემების შესახებ, რომელიც უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და არ იბეგრება გადახდის წყაროსთან
|
განაცემის მიმღების
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი
|
განაცემის მიმღების სახელი
და
გვარი
|
მისამართი
|
პირის რეზიდენტობა
(ქვეყანა)
|
|
|
|
მომსახურების სახე
|
განაცემის
ოდენობა
(
თანხა
)
|
||||
|
|
|
||||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სულ:
|
|
|
|
||
მუხლი 38. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო თვის შესახებ.
2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. ცნობა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში.
6. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 563 გრაფაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;
[ ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 56 1 უჯრაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე; (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ანაზღაურება (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გამოკლებით);
გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი;
დ) მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაცემული 1000 ლარამდე ქონების ღირებულებისა); „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ე) მე-20 უჯრაში – პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა) გაცემული თანხა, რომელიც იბეგრება 5 პროცენტით;
ე1) 201 უჯრაში – ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების, გარდა შავი ლითონის სხმულების, ზოდების, ნაგლინის, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატებისა, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში), მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით;
ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, თამაშობაში მონაწილე პირების მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხები (ფულადი განაცემი);
ზ) 22-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები შეღავათების გაუთვალისწინებლად;
თ) 23-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;
ი) 24-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები შეღავათების გაუთვალისწინებლად;
კ) 25-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;
ლ) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1332 მუხლის შესაბამისად, ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება;
მ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გაუთვალისწინებლად), გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა. ამასთან, პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 32-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ;
ნ) 28-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად 5%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ო) 29-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად 10%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
პ) 30-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადსახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ჟ) 31-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
რ) 32-ე უჯრაში – 27 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ს) 33-ე–38-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 27-ე–32-ე უჯრებში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით. ამასთან, 33-ე უჯრაში მითითებული პროცენტებთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება 38-ე უჯრაში მისათითებელი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული) მონაცემების მიმართ;
ტ) 39-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით;
უ) მე-40 უჯრაში – ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად;
ფ) 41-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ქ) 42-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ღ) 43-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ყ) 44-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10 %-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
შ) 45-ე უჯრაში – მე-40 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ჩ) 46-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (დივიდენდი), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ც) 47-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (პროცენტები), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად);
ძ) 48-ე – 55-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 40-ე – 47-ე უჯრაში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით;
წ) 56-ე უჯრაში გადახდის წყაროსთან – ორგანიზაციებისათვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი);
წ1) 561 უჯრაში – 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი მთლიანი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
[ წ 1 ) 56 1 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება; (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
წ2) 562 უჯრაში – 561 უჯრაში ასახული გაუცემელი ანაზღაურებებიდან 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში გაცემული ანაზღაურების ოდენობა ნაზარდი ჯამით;
[ წ 2 ) 56 2 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%); (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
წ3) 563 უჯრაში – საანგარიშო თვეში გაცემული 2008 წლის 1 იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურების ოდენობა, რომელზეც დარიცხულია სოციალური გადასახადი;
[ წ 3 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380); (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
წ4) 564 უჯრაში – სოციალური გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
[ წ 4 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380); (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
წ5) 565 უჯრაში – გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე (563 უჯრაში ასახული თანხის შესაბამის საგადასახადო განაკვეთზე ნამრავლი);
[ წ 5 ) (ამოღებულია - 26.11.2024, №380); (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 565 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);
[ ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი, შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 56 2 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი); (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
ჭ1) 571 და 572 უჯრებში აისახება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე ფაქტობრივად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადს. ასევე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე პირის სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფილიალი, საამქრო და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ უჯრებში შეიტანება ამ ქვედანაყოფში ფაქტობრივად, მათ შორის, სეზონურად დასაქმებულ პირზე განაცემის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი;
ჭ2) (ამოღებულია - 06.11.2023, №415);
ხ) 58-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ–ის გარეშე;
ჯ) 59-ე უჯრაში – სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი. ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნეთ „V“ ნიშნით;
ჰ) მე-60 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ ინვერნტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფაეულობების დანაკლისის ოდენობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით;
ჰ1) 61-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა;
შენიშვნა: აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია;
ჰ2) 62-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა);
ჰ3) 63-ე და 64-ე უჯრებში – აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით განხორციელებული;
ჰ4) 65-ე და 66-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა;
ჰ5) 67-ე უჯრაში – ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის, გარდა ამავე პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტში მითითებული თანხისა;
ჰ6) 68-ე უჯრაში – ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის;
ჰ7) 69-ე უჯრაში – 68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა.
7. დეკლარაციის დანართ „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) პირველ–მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, დასახელება, მისამართი და რეზიდენტობა;
ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით; ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გამტანი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში;
გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);
დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, აისახება სრულად, ანგარიშის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;
ე) მე-8 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა);
ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;
ზ) მე-10 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;
თ) მე-11 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;
ი) მე-12 სვეტში აისახება სოციალური გადასახადი;
[ ე) მე-8 სვეტში აისახება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით მის ინდივიდიალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი (სვ7x 2/100);
ვ) მე-9 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები;
ზ) მე-10 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;
თ) მე-11 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;
ი) მე-12 სვეტში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ((სვ7 - სვ8 - სვ 9)X სვ11)); ამასთან, მე-12 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას; (ამოქმედდეს 2024 წლის 26 დეკემბრიდან)]
კ) მე-13 სვეტში აისახება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლებას ან შემცირებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხა;
ლ) მე-14 სვეტში აისახება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის (სვ.11) თანხას. ამ გრაფაში საგადასახადო აგენტის მიერ შესაბამისი თანხა აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე განაცემზე გადასახადის დაკავების უფლება წარმოექმნება როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ისე მეორე სახელმწიფოს და უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხა ექვემდებარება ჩათვლას.
8. (ამოღებულია - 11.10.2019, №313).
9. (ამოღებულია - 03.08.2021, №192).
10. დეკლარაციის დანართ „დ“-ს ავსებს საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომლის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში (მათ შორის, ლიზინგით, იჯარით და ა.შ.) არსებული ავტომობილი (გარდა ელექტროძრავიანი ავტომობილისა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულის მიერ გამოიყენება პირადი სარგებლობისათვის.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის:
ა) ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის;
ბ) ავტომობილი არის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი.
12. დეკლარაციის დანართ „დ“-ში აისახება იმ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, რომლის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელიც ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
121. დეკლარაციის დანართ „ე“-ში პირი ვალდებულია ასახოს მიღებული მომსახურებისთვის ფულადი ფორმით განხორციელებული ანაზღაურება (რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან), მისი ფაქტობრივად გაცემის საანგარიშო თვის მიხედვით, სვეტების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან:
ა) პირველ–მე-4 სვეტებში აისახება განაცემების მიმღები პირის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში მითითებული ნომერი ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი და რეზიდენტობა;
ბ) მე-5 სვეტში მიეთითება მომსახურების სახე (განაცემის მიმღების მიერ გაწეული მომსახურების შინაარსი);
გ) მე-6 სვეტში მიეთითება განაცემის ოდენობა (თანხა), რომლითაც ანაზღაურდა მომსახურება.
13. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემოსავლების მიმღებ პირთა იდენტიფიცირების გარეშე, თუ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით“ ზემოაღნიშნულ პირებზე ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
დანართი: №II-07 (ამოღებულია)
დანართი №II–08 (ამოღებულია)
მუხლი 391. გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულ პირზე ცნობის გაცემის წესი
1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) (დანართი №II-082) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.
2. ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს პირები არიან:
ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქე;
გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
დ) მარტოხელა მშობელი;
ე) პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
ვ) პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), აგრეთვე ერთ- ან ორშვილიანი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) პირი.
თ) პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციაში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო;
ი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით იღებს შემოსავალს.
3. ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.
4. დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებელის მიერ უნდა წარედგინოს შესაბამისი შეტყობინება (დანართი №II-083) გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.
5. დაქირავებულის თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს ცნობის მისაღებად შესაძლებელია მიმართოს დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა). შეღავათის გამოყენების მიზნით, დაქირავებულმა პირმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) უნდა წარუდგინოს შეღავათის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზე დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით (დანართი №II-081) უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.
6. თუ დაქირავებული პირი აგრძელებს მუშაობას იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) მომდევნო საგადასახადო წლებში და სურვილი აქვს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი გაუვრცელდეს იმავე დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან), მაშინ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ახალი ცნობა არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამქირავებელმა (საგადასახადო აგენტმა) დაქირავებულ პირზე დანართი №II-083-ის მიხედვით გასცა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი, სადაც დაქირავებული მუშაობდა, ლიკვიდირებულია, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) მიერ დანართი №II-083-ის მიხედვით გაცემული შეტყობინების საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა სავალდებულო არ არის. ამასთან, თუ წინა დამქირავებლის ლიკვიდაცია განხორციელდა მიმდინარე საგადასახადო წელს, მაშინ ახალი ცნობის გაცემისათვის აუცილებელ მონაცემებს დაქირავებული პირის მიერ მიმდინარე საგადასახადო წლისათვის გამოყენებული შეღავათის თაობაზე მოიპოვებს თავად საგადასახადო ორგანო.
8. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემულია ცნობა, მაგრამ დაქირავებული პირის მიერ სრულად ვერ იქნა გამოყენებული კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირი (დაქირავებული) უფლებამოსილია, ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური პირი, შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, წარადგენს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს ფიზიკური პირის (დაქირავებულის) წერილობითი თანხმობა, საგადასახადო ორგანოს მიერ დამქირავებლისთვის (საგადასახადო აგენტისთვის) შეღავათით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის (დაქირავებულისთვის) ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების შემდგომ, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) ინფორმირებას, ფიზიკური პირის (დაქირავებულის) მიერ შეღავათით სარგებლობის თაობაზე, დამქირავებლის (საგადასახადო აგენტის) სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, აღნიშნული შეტყობინების გაცნობის შემდეგ დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ეკრძალება აღნიშნული თანხის დაქირავებული პირისთვის დაბრუნება.
82. ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიეთითება:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;
ბ) დამქირავებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;
გ) ფიზიკური პირის (დაქირავებულის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
დ) ინფორმაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილი საგადასახადო შეღავათის გამოყენებისა და მისი ოდენობის შესახებ;
ე) საგადასახადო პერიოდ(ებ)ი, რომელთან მიმართებაშიც გამოყენებულ იქნა საგადასახადო შეღავათი.
9. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ახალი ცნობის წარდგენა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) სავალდებულო არ არის, უფლებამონაცვლე საწარმო/ორგანიზაცია (დამქირავებელი) საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულებისას ხელმძღვანელობს რეორგანიზაციამდე გაცემული ცნობის საფუძველზე.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ცნობის გაცემის თაობაზე
–––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
დამქირავებ ლის:
დასახელება ----------------------------------------------------------------------
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პირადი ნომერი
|
N |
დაქირავებული პირის |
ცნობის გაცემის რიგითობა |
შეტყობინების N და თარიღი |
20 -- წლისათვის გამოყენებული შეღავათი (ლარი) |
||
|
|
გვარი |
სახელი |
პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
განმცხადებელი -------------------------------------
(ხელმოწერა, თარიღი)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011 წ.
ც ნ ო ბ ა
გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
№ ------- გაცემის თარიღი
დამქირავებლის:
დამქირავებ ლის:
დასახელება ----------------------------------------------------------------------
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პირადი ნომერი
|
№ |
დაქირავებული პირის |
ცნობის გაცემის საფუძველი |
მიმდინარე 20 -- წლისათვის გამოყენებული შეღავათი (ლარი) |
|||
|
გვარი |
სახელი |
პირადი ნომერი |
განცხადების № და თარიღი |
შეტყობინების № და თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
–––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმძღვანელი –––––––––––––––––––– –––––––––––––––
საგადასახადო ორგანოს დასახელება სახელი, გვარი ხელმოწერა
ბ. ა.
შენიშვნა: ცნობა არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულმა დამქირავებელს ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011წ.
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დამქირავებლის დასახელება, მისამართი,საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
გაცნობებთ, რომ დაქირავებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ფიზიკური პირის სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––– მიმართ ––––––––––––––––––––––––––––––– -დან
(პირადი ნომერი) (თარიღი)
შეწყდა ხელფასის სახით განაცემებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავა თ ის გავრცელება.
მიმდინარე 20-- საგადასახადო წ ლის განმავლობ ა ში გამოყენებული შეღავათის თანხამ შეადგინა ––––––––––– ლარი
საწარმოს/ ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/ ინდივიდუალური მეწარმე
-------------------------------
(ხელმოწერა, თარიღი)
დანართი №II-084 - (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 – ვებგვერდი, 06.09.2011
საქარველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №247 - ვებგვერდი, 16.08.2019წ.
მუხლი 39 2. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი
1. პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია, ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი, ხოლო ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.
2. დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ ელექტრონული დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) (დანართი №II–08 5) წარდგენის გზით.
3. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.
4. პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაცია ამავე დროს წარმოადგენს მოთხოვნას თანხის დაბრუნების თაობაზე.
5. დეკლარაციის შევსებისას პირის იდენტიფიცირება ხდება მისი პირადი ნომრის საფუძველზე.
6. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-6 გრაფაში (განაცემის სახე – ხელფასი), ასევე მე-7 და მე-8 გრაფებში (განაცემის თანხა (ლარი), დაკავებული გადასახადი (ლარი)) ასახული მონაცემების საფუძველზე, ხოლო 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი შემოსავლების სამსახურის მიერ განისაზღვრება მის მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის (დანართი II-07) ფორმის მე-7 გრაფაში ასახული ჯამური მონაცემების მიხედვით.
7. (ამოღებულია – 18.03.2015, N84).
8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის/საგადასახადო აგენტის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ფიზიკურ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
9. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო 2014 კალენდარული წლის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი.
10. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურში ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული ინფორმაციის შესაბამისად, პირს არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ მას ეცნობება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.
11. დეკლარაციაში მიეთითება პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაუბეგრავი მინიმუმის მიღების კალენდარული წელი, ბანკის დასახელება, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი, დეკლარირებული თანხის ოდენობა, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და დეკლარაციის შევსების თარიღი.
12. დეკლარაციის შევსების მიზნით პირი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციაში მითითებული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშის ამ პირისადმი კუთვნილების ნამდვილობის შესახებ ინფორმაციის ბანკისაგან მიღების თაობაზე. ასევე პირი განაცხადებს თანხმობას მის მიერ შეტანილი მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებთან. აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით.
13. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, პირის მიერ დეკლარაციის შევსებისთანავე დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ, იმ მომენტისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
14. პირს, დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა უბრუნდება მისი საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს პირის საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) გათვალისწინებით.
15. იმ შემთხვევაში, თუ დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების შემდგომ დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით (მათ შორის დაზუსტებული) ან/და შესაბამისი საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით (მათ შორის დაზუსტებული) პირს წარმოეშვა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნების მოთხოვნა დამატებით თანხაზე, პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაზუსტებული დეკლარაცია.
16. პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია აისახება მის საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის სპეციალურ ბარათზე, დეკლარაციის წარმოდგენის თარიღით.
17. საგადასახადო ორგანო დეკლარაციის მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს პირისთვის თანხის დაბრუნებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.
18. საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.
19. საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო საგადახდო დავალებას უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს (შემდგომში – სახაზინო სამსახური), დეკლარაციის წარმოდგენის რიგითობის გათვალისწინებით.
20. სახაზინო სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის თანხას აბრუნებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
21. საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება პირის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე.
22. თუ დამქირავებელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და დაქირავებული პირი თავად ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას და გადახდას, ასეთ ფიზიკურ პირს (დაქირავებული) საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების მიზნით უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია.
23. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.
მაგალითი 1
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 5 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 360 ლარს.
აღნიშნულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარი დაუბრუნდება სრულად.
მაგალითი 2
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 17 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (220 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.
მაგალითი 3
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 2 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.
ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც ფიზიკური პირი არ მიეკუთვნება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა რიცხვს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებელი პირი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).
მაგალითი 4
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.
ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით (100*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 400 ლარით (200*2).
მაგალითი 5
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 25 ივნისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 300 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 100 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 140 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 300 ლარიდან დაუბრუნდება 140 ლარი.
ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ, დადგინდა, რომ Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი Y დამქირავებელი დაჯარიმდება ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხება 600 ლარი (300*2).
მაგალითი 6
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 8 მაისს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 250 ლარს. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 400 ლარს.
აღნიშნულ შემთხვევაში, პირს დეკლარაციაში მითითებული 250 ლარი არ დაუბრუნდება, აღნიშნული თანხა ჩაითვლება საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში და პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება განისაზღვრება 150 ლარით.
მაგალითი 7
დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში 2013 კალენდარული წლის მიხედვით წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას. შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3000-ლარიანი შეღავათი და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.
შენიშვნა: აღნიშნულ მაგალითში გამოყენებული პრინციპი ვრცელდება ასევე 2014 კალენდარული წლის მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე.
მაგალითი 8
X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხა კი 3500 ლარს. ამ შემთხვევაში დამქირავებლის მიერ წარდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია ითვლება შეცდომით წარმოდგენილად. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.
მაგალითი 9
ფიზიკური პირის მიერ 2014 წლის 10 აპრილს წარდგენილი 2013 წლის დეკლარაციის თანახმად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს. X დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 160 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციით დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 200 ლარი. სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.
ფიზიკური პირისათვის თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ X და Y დამქირავებლ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ იქნა განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, რომლის შესაბამისად X დამქირავებელის მიერ დაკავებულმა გადასახადმა შეადგინა 60 ლარი, ხოლო Y დამქირავებლის მიერ დაკავებულმა გადასახადმა – 140 ლარი. ფიზიკურ პირს შეუმცირდა დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 200 ლარამდე. ზემოხსენებული მოცემულობის გათვალისწინებით დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 40 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი დამქირავებლები დაჯარიმდებიან ზედმეტად დაბრუნებული ან/და ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით და სანქციის სახით დაერიცხებათ: X დამქირავებელი დაჯარიმდება 200 ლარით ((360*(160-60)/360)*2), ხოლო Y დამქირავებელი დაჯარიმდება 120 ლარით ((360*(200-140)/360)*2).
მაგალითი 10
ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 5000 ლარს (ეს შემოსავალი არ არის გათავისუფლებული დაბეგვრისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით). ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვ(ეებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს.
ვინაიდან 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს, მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს შეღავათით და ეცნობება დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ.
მაგალითი 11
ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი (გარდა, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 5000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციაში ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 6500 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადის თანხა კი – 100 ლარს, აღნიშნული საშემოსავლო გადასახადის თანხა წარმოადგენს 500 ლარიდან დაკავებული გადასახადის თანხას.
შესაბამისად, პირზე გავრცელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 6000-ლარიანი შეღავათი (პირი წარმოადგენს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს) და დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 100 ლარს.
მაგალითი 12
ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. ამავე დროს დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ მის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 5000 ლარს.
2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 360 ლარს.
სახაზინო სამსახურში გასაგზავნი საგადახდო დავალების მომზადებისას პირის სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 200 ლარს (160 ლარი ჩათვლილ იქნა საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში). აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დეკლარაციაში მითითებული 360 ლარიდან დაუბრუნდა 200 ლარი.
თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის დაზუსტებული ფორმა, რომლის შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის არასწორად წარმდგენი ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 360 ლარი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 180 ლარი.
მაგალითი 13
ინდივიდუალური მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი (გარდა, X დამქირავებლისაგან და Y საგადასახადო აგენტისაგან მიღებული შემოსავლისა) შეადგენს 3000 ლარს. ამავე დროს საგადასახადო აგენტების (მათ შორის, დამქირავებლის) მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-7 გრაფაში (განაცემის თანხა (ლარი)) ასახული მონაცემების ჯამი შეადგენს 3000 ლარს, მათ შორის, X დამქირავებლისგან 1800 ლარი და Y საგადასახადო აგენტისგან - 1200 ლარი.
2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, მას ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დაუბრუნდება 360 ლარი.
თანხის დაბრუნების შემდგომ დადგინდა, რომ ი/მეწარმემ წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის, ხოლო საგადასახადო აგენტებმა (მათ შორის, დამქირავებელმა) განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებული ფორმა. შედეგად მეწარმის მიერ დეკლარირებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 5000 ლარი, X დამქირავებლის მიერ გაცემულმა – ხელფასმა 500 ლარი, ხოლო Y საგადასახადო აგენტის მიერ გაცემულმა თანხამ – 2000 ლარი. 2014 კალენდარული წლის მიხედვით ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 6000 ლარს და მას არ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში, ი/მეწარმემ ერთობლივი შემოსავალი შეცვალა 2000 ლარით (5000-3000), X დამქირავებელმა გაცემული ხელფასი – 1300 ლარით (1800-500), ხოლო Y საგადასახადო აგენტმა 800 ლარით (2000-1200). ჯამში მონაცემი შეიცვალა – 4100 ლარით (2000+1300+800).
შესაბამისად, ი/მეწარმის სპეციალურ ბარათზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარდგენის თარიღით განხორციელდება სავარაუდო დარიცხვა 176 ლარი (360*(2000/4100)%), ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით დაერიცხება 88 ლარი. X დამქირავებელს სანქციის სახით დაერიცხება 228 ლარი ((360*(1300/4100)%)*2), ხოლო Y საგადასახადო აგენტს – 140 ლარი ((360*(800/4100)%)*2).
მუხლი 393. ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
1. გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.
ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფარბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრება, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 29 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 01.04.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №226 – ვებგვერდი, 29.07.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება N84 – ვებგვერდი, 24.03.2015წ.
მუხლი 394. დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი
1. დაქირავებულის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში – ავტომობილი) შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის დანართი №II-06-ის ფორმით.
2. თუ დაქირავებული ავტომობილს იყენებს პირადი სარგებლობისათვის, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება სრულად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა რაოდენობის მიუხედავად.
3. თუ ორ ან მეტ ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:
ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეული ავტომობილის მიხედვით;
ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება იმ ავტომობილის მიხედვით, რომელსაც დაქირავებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დღის განმავლობაში იყენებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში პირადი სარგებლობისათვის გამოყენების დღეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში - იმ ავტომობილის მიხედვით, რომლის ძრავის მოცულობაც უმაღლესია.
4. თუ ერთსა და იმავე ავტომობილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:
ა) ერთდროულად იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში;
ბ) დროის სხვადასხვა მონაკვეთში იყენებს პირადი სარგებლობისათვის 2 ან მეტი დაქირავებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე – თითოეულ დაქირავებულ პირთან მიმართებაში.
მაგალითი 1.
შპს X-სა და გიორგის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენდა 1800 სმ 3 -ს, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი უფლებამოსილია, შპს X-ის კუთვნილი ავტომობილი, სამსახურებრივი საჭიროების გარდა, გამოიყენოს ასევე პირადი სარგებლობისათვის, ითვლება, რომ გიორგი იყენებს ავტომობილს პირადი სარგებლობისათვის.
შესაბამისად, შპს X-ის მიერ გიორგის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაუკავდება საშემოსავლო გადასახადი 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №289 - ვებგვერდი, 26.09.2019წ.
მუხლი 395. ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენა
1. პირი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაშია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბაზრობა და რომელიც ახდენს ამ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით (მათ შორის, ქვეიჯარით) გაცემას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ პირთა (მათ შორის, ქვემოიჯარეთა) შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი პერიოდით.
2. ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია) არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.
3. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4. პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს ბაზრობის ტერიტორიაზე სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა შემადგენლობაში ცვლილების (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის) შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
5. პირი, რომელიც სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას ახორციელებს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ განიხილება ბაზრობის ტერიტორიად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არაუგვიანეს პირობების დაკმაყოფილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით წარმოსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;
ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება;
გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი;
დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა;
ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ;
ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე;
ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი;
თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი;
ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
7. მოიჯარის/ქვემოიჯარის მიერ ბაზრობაზე (ბაზრობის ტერიტორიაზე) იჯარით აღებული სტაციონარული სავაჭრო ობიექტის/არასტაციონარული სავაჭრო ადგილის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, მოიჯარე/ქვემოიჯარე ვალდებულია, ქვეიჯარით გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, საგადასახადო ორგანოში ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის მიზნით.
8. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 40. მოგების გადასახადის დეკლარაცია
1. მოგების გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენს №II-09 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენენ №II-086 დანართის მიხედვით.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
დანართი №II-086
(იხილეთ თანდართულ ფაილად)
მუხლი 401. მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ( დანართი №II-086) შევსება
1. მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია.
2. დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, მოგების გადასახადის გაანგარიშების მიზნებისათვის არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
3. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საქსტატის“ საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით. მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი.
4. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, დეკლარაციის ქაღალდის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს დამატებითი დანართები, მათ შორის, ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, ხოლო მესამე სვეტში - მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი. ამასთან, ამავე ნაწილის:
ა) მე-16 სტრიქონში მიეთითება განაწილებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის III ნაწილის 16.1, 16.2, 16.3, 16.4 და 16.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის ტოლია:
ა.ა) 16.1 სტრიქონი – აისახება წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. მათ შორის:
– საწარმოს ლიკვიდაციისას განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;
– საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით აქტივების გადაცემა, (გარდა საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტებისათვის აქტივების გადაცემისა, თუ ამ საწარმოს წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია), რომლის ღირებულებაც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;
– საწარმოს აქციის/წილის გამოსყიდვისას განხორციელებული გადახდა/განაცემი (ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას), რომელიც აღემატება კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას;
– რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემით პარტნიორზე განხორციელებული გადახდა;
შენიშვნა: 16.1 სტრიქონში ასევე შეიტანება 2008 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. ამასთან, 16.1 სტრიქონში არ შეიტანება:
ა) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოგების განაწილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე, გარდა:
ა.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აღნიშნული პირ(ებ)ისა;
ა.ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნულ პირ(ებ)ზე განაწილებისა;
ა.გ) საბანკო დაწესებულებაზე, საკრედიტო კავშირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებს;
ა.დ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილებისა, აგრეთვე, 2017 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციაზე 2024 წლის 1 იანვრამდე დივიდენდის განაწილებისა;
ბ) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდის განაწილება;
გ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება;
დ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;
ე) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან საბანკო დაწესებულებისგან, საკრედიტო კავშირისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტისგან მიღებული დივიდენდის განაწილება;
ვ) არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგების განაწილება.
მაგალითი 1.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმომ 2017 წელს მიღებული წმინდა მოგებიდან (60 000 ლარი) მოახდინა პარტნიორზე გადახდა საწარმოს წილის საკუთრებაში გადაცემით (გაზარდა ამ პარტნიორის წილის ღირებულება, კაპიტალი იყო 20000 ლარი და გახდა 80 000 ლარი). საწარმომ 2018 წლის ივნისში პარტნიორ ფიზიკურ პირზე გასცა 90 000 ლარი – 40 000 ლარი წმინდა მოგების ხარჯზე, ხოლო 50 000 ლარით შეამცირა კაპიტალი.
ანალიზი:
წმინდა მოგებიდან საწარმოს მიერ პარტნიორზე მისი წილის ღირებულების გაზრდის მიზნით განხორციელებული გადახდა არ წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას და შესაბამისად 2017 წელს ასეთი გადახდა (60 000 ლარი) არ დაიბეგრა მოგების გადასახადით. განაწილებულ მოგებად არ ითვლება პარტნიორის მიერ შენატანის ოდენობის ფარგლებში განხორციელებული გატანა, შესაბამისად, 2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარება 30 000 ლარი ((50 000 – 20 000), ვინაიდან 20000 ლარი წარმოადგენს პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანს), ასევე ამავე საანგარიშო პერიოდის მიხედვით დაექვემდებარება დაბეგვრას წმინდა მოგების ხარჯზე გაცემული 40 000 ლარი.
შედეგი:
2018 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დივიდენდის სახით დაბეგვრას დაექვემდებარება 70 000 ლარი (30 000 + 40 000). შესაბამისად, 16.1 სტრიქონში ჩაიწერება 70000 ლარი.
ა.ა.ა) 16.1.1 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა;
ა.ა.ბ) 16.1.2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე იმ საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა), როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით.
ა.ა.გ) 16.1.3 სტრიქონში მიეთითება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს ამავე დეკლარაციის დანართი №16-ით გაანგარიშებულ თანხას;
ა.ა.დ) 16.1.4 სტრიქონში მიეთითება საინვესტიციო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტიციას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა;
ა.ბ) 16.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა. კერძოდ, ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი. მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.
ა.გ) 16.3 სტრიქონში შეიტანება ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. კერძოდ:
ა.გ.ა) 16.3.1 სტრიქონში - გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.გ.ბ) 16.3.2 სტრიქონში - გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;
ა.დ) 16.4 სტრიქონში მიეთითება საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა. კერძოდ:
ა.დ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.დ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;
მაგალითი 2.
ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან დადო გარიგება, რომლის შესაბამისადაც, იმავე თვეში პირმა მიაწოდა 8 000 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი, ხოლო საწარმომ მომწოდებელს გადაუხადა გარიგებით გათვალისწინებული ფასი - 10 000 ლარის ოდენობით. საწარმომ აღნიშნული შემოსავალი არ ჩათვალა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
ანალიზი:
ვინაიდან გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირი, მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარეთა შორის დადებული გარიგების ფაქტობრივი ფასი განსხვავდება თუ არა საბაზრო ფასისგან. ვინაიდან მაგალითში საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების ფასზე, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
შედეგი:
საწარმო ვალდებულია, მოგების გადასახადით დაბეგროს 2000 ლარი (სხვაობა საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის).
გ.გ) 18.3 სტრიქონში აისახება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა) ან/და პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;
მაგალითი 3.
ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელმა საწარმომ სარეკლამო აქციის ფარგლებში მომხმარებლებს გადასცა ქუდები, რომელზეც გამოსახული იყო საწარმოს ემბლემა. აქციის ფარგლებში გაწეულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 10 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ხარჯი ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
ანალიზი:
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო აქციის მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, იგი არ მიიჩნევა უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და ასევე არ წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
შედეგი:
გადასახადის გადამხდელს, აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არ წარმოეშობა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება.
მაგალითი 4.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოს მიერ 2017 წელს მიღებული წმინდა მოგება შეადგენს 100 000 ლარს. 2018 წლის 5 იანვარს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გასცა შემოწირულობა 5 000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში - 7 500 ლარი.
ანალიზი:
საწარმოს მიერ 2018 წლის განმავლობაში გაცემულმა შემოწირულობამ (5000+7500) გადააჭარბა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ს (12500>(100 000*10%).
შედეგი:
საწარმოს 2018 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება 2500 (12500-10000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.
დ.გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან; უსასყიდლო მიწოდებად ითვლება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება; ამასთან, აღნიშნულში არ გაითვალისწინება:
- სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
- საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდება, თუ ამ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.
დ.დ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში 60 დღეზე მეტი ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა.
ე) მე-20 სტრიქონი - აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 984 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. ამასთან, საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.
მაგალითი 5
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 000 000 ლარს, ხოლო გაწეული ხარჯი „ბასს“-ის მიხედვით - 1 200 000 ლარს. 2018 წლის 5 იანვარს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 5000 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში – 6000 ლარი, ნოემბერის თვეში კი – 4000 ლარი.
ანალიზი:
წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. მოცემულ მაგალითში 2017 წელს გაწეული ხარჯი აღემატება ამავე პერიოდის შემოსავალს, შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება გაწეული ხარჯის 1%–ით (1 200 000*1%) – 12 000 ლარი.
საწარმოს 2018 წლის იანვრისა (5000<12 000) და აგვისტოს ((5000+6000)<12 000) თვეებში გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ჯამურად არ გადაარჭაბა ზღვრულ ოდენობას, ამდენად, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საწარმოს არ წარმოეშვება მოგების გასახადით დაბეგვრის ვალდებულება.
ნოემბრის თვეში წარმომადგენლობითმა ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 15 000 (5000+6000+4000) ლარი, რაც აღემატება ზღვრულ ოდენობას. შესაბამისად, საწარმოს ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწულ წარმომადგენლობით ხარჯზე.
შედეგი:
საწარმოს 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშვება 3 000 (15 000-12 000) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.
მაგალითი 6
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმო დაფუძნდა 2018 წლის 3 თებერვალს. მის მიერ ბასს-ის მიხედვით გაწეული ჯამური ხარჯი 2018 წლის აგვისტოს თვეში შეადგენს 100 000 ლარს, მათ შორის, წარმომადგენლობითი ხარჯი – 1 200 ლარს. საწარმოს 2018 წლის ბოლომდე დამატებითი ხარჯი არ გაუწევია.
ანალიზი:
საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%.
ვინაიდან საწარმომ აგვისტოს თვეში არ იცოდა კალენდარული წლის ჭრილში მის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა გადააჭარბა ამავე პერიოდისთვის გაწეული ხარჯის 1%-ს, საწარმოს უფლება აქვს აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში არ ასახოს აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი.
ხოლო ვინაიდან 2018 წელს საწარმოს დამატებითი ხარჯი არ გაუწევია და წარმომადგენლობითმა ხარჯმა კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა ზღვრულ ოდენობას, საწარმოს წარმოეშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ იმ საკითხის შეფასება, კალენდარული წლის ჭრილში გადააჭარბა თუ არა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ზღვრულ ოდენობას, შესაძლებელი იყო მხოლოდ კალენდარული წლის ბოლოს, საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობა დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში.
შედეგი:
საწარმოს 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოეშობა 200 (1 200-(100 000*1%)) ლარის დაბეგვრის ვალდებულება.
ვ) 21-ე სტრიქონი - მიეთითება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხების ჯამი (სტ.21=სტ.16+სტ.17+სტ.18+სტ.19+სტ.20);
ზ) 22-ე სტრიქონი - მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილება, გაწეული ხარჯი, განხორცილებული განაცემი;
თ) 23-ე სტრიქონი – მიეთითება მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა;
ი) 24-ე სტრიქონი – აისახება მოგების გადასახადი;
კ) 25-ე სტრიქონი – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 – მე-3 ნაწილების, 309-ე მუხლის 92-ე – 93-ე და 119-ე – 120-ე ნაწილებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამი (სტ.25=სტ.25.1+სტ.25.2+სტ.25.3):
კ.ა) 25.1 სტრიქონი – აისახება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №1-ით გაანგარიშებული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დეკლარაციის 16.1.1. სტრიქონში ასახული მონაცემის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხას. ამასთან, თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა მეტია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხაზე, მაშინ 25.1 სტრიქონში აისახება სტრიქონი 16.1.1-ის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა. თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა ნაკლებია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხაზე, 25.1 სტრიქონში მიეთითება დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა;
კ.ბ) 25.2 სტრიქონში მიეთითება საქართველოს ფარგლების გარეთ წყაროსთან დაკავებული ან გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა საქართველოში აღნიშნულ შემოსავალზე საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით, რომელიც არ ღემატება 16.1 სტრიქონის მეორე სვეტში ასახული მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხასა და 25.1 სტრიქონის ამავე სვეტში ასახულ მონაცემებს შორის სხვაობით მიღებულ თანხას, ამასთან, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ სტატუსის ფარგლებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში – არაუმეტეს 16.1.3 სტრიქონის მესამე სვეტში ასახული მონაცემიდან გამოანგარიშებულ გადასახადის თანხისა.
კ.გ) 25.3 სტრიქონი – აისახება საწარმოს მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში (როდესაც პირი მოგების გადასახადით იბეგრებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით) მიღებული წმინდა მოგების განაწილებისას დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №13-ით გაანგარიშებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს დეკლარაციის 16.1.2 სტრიქონში ასახული მონაცემის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხისა.
ლ) 26-ე სტრიქონი - მიეთითება მოგების გადასახადის თანხა სტრიქონ 25-ში ასახული მონაცემის გამოკლებით (სტ.26=სტ.24-სტ.25, ამასთან სტ.26≥0);
მ) 27-ე სტრიქონი – წარმოადგენს დეკლარაციის 18.1.1, 18.1.3, 18.1.4, 18.2, 18.3 სტრიქონების მიხედვით და საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად საანგარიშო პერიოდში და საანგარიშო პერიოდის წინა პერიოდებში დაბეგვრას დაქვემდებარებული (დაბეგრილი) დაბეგვრის ობიექტის მიხედვით საანგარიშო პერიოდში აღსადგენ მოგების გადასახადის თანხას:
მ.ა) 27.1 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული – შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების (აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად ანაზღაურების შემთხვევაში (თანხის ფაქტობრივად მიღების შემთხვევაში), საანგარიშო პერიოდში ანაზღაურებული თანხა;
მ.ბ) 27.2 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული – გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნების ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში, სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხა ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხა;
მ.გ) 27.3 სტრიქონი – აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული – სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის თანხა;
მ.დ) 27.4 სტრიქონი – აისახება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაბეგრილი თანხა, რომელზეც დარიცხული მოგების გადასახადი ექვემდებარება ჩათვლას.
ნ) 28-ე სტრიქონი - აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი (სტ.28=სტ.26-სტ.27, როცა სტ.26>სტ.27);
ო) 29-ე სტრიქონი - მიეთითება დაბრუნებას დაქვემდებარებული მოგების გადასახადი (სტ.29= სტ27- სტ.26, როცა სტ.27>სტ.26).
6. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ან 143-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).
61. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №11 ივსება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით, შემდეგ შემთხვევებში, თუ:
ა) სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.
62. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №11 ივსება ამავე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით:
ა) I ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება;
ბ) II ნაწილის:
ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ.ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
ბ.გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში - 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში – 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა შემთხვევაში – 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4);
გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
63. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 12 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.1-27.3 გრაფებში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან:
ა) პირველ სვეტში მიეთითება საანგარიშო პერიოდი, რომელშიც დაიბეგრა თანხა;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი დეკლარაციის გრაფა, რომელშიც დაიბეგრა თანხა;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული თანხა არ უნდა იყოს დანართი 12-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში დაბეგრილ თანხაზე მეტი, უკვე გამოყენებულის გათვალისწინებით.
64. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №13 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).
65. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №14 ივსება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით შემდეგ შემთხვევებში, თუ:
ა) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და
ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.
66. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №14 ივსება ამავე მუხლის 65 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით:
ა) I ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება;
ბ) II ნაწილის:
ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ.ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
ბ.გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2017 წლის 1 იანვრიდან სტატუსის დაკარგვამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4).
გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
67. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 15 ივსება სვეტების დასახელებების შესაბამისად, დეკლარაციის III ნაწილის 27.4 გრაფაში აღნიშნული შემთხვევების დადგომისას. ამასთან:
ა) პირველ სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის ნომერი;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საგადასახადო მოთხოვნის თარიღი;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილი თანხა, რომლის შესაბამისი მოგების გადასახადიც ექვემდებარება შემცირებას (დაბრუნებას) საანგარიშო პერიოდში. ამასთან, აღნიშნული თანხა არ უნდა იყოს დანართ 15-ის პირველ და მე-2 სვეტებში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხაზე მეტი, უკვე შემცირებული გადასახადის თანხის (ასეთის არასებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.
68. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 16 წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ:
ა) პირველ სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წელი, რომლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების დივიდენდის სახით განაწილებაც ხორციელდება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში);
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;
დ) მე-4 სვეტში მიეთითება „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში გაწეული ხარჯის ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;
ე) მე-5 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადი მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის შესამცირებელი თანხის ოდენობა, რომელიც იანგარიშება შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობის ხვედრითი წილის პროპორციულად;
ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა, რომელიც წარმოადგენს მე-3 და მე-5 სვეტების ჯამურ მონაცემებს შორის სხვაობას და აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში.
მაგალითი 7
ფაქტობრივი გარემოებები:
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ 2020 წლის განმავლობაში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 100 000 ლარი. საწარმომ მიღებული წმინდა მოგება 2021 წლის მაისის თვეში სრულად გაანაწილა დამფუძნებელ რეზიდენტ ფიზიკურ და რეზიდენტ იურიდიულ პირზე. მათ შორის, რეზიდენტ ფიზიკურ პირზე – 20 000 ლარი, ხოლო რეზიდენტ იურიდიულ პირზე - 80 000 ლარი. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისთვის გადახდილმა ხელფასის ხარჯმა 2020 წლის განმავლობაში შეადგინა 60 000 ლარი.
ანალიზი:
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს რეზიდენტ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა – 20 000 ლარი.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირებისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი წარმოადგენს „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილების დანართი №3-ით გათვალისწინებულ იმ ხარჯს, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა.
ამასთან, ვინაიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების ოდენობაში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის ხვედრითი წილი 20%-ია (20 000/100 000*100=20%), საწარმო უფლებამოსილია მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეამციროს 12 000 ლარის ოდენობით (60 000*20%=12 000)
შედეგი:
მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შეადგენს 8 000 ლარს, რომელიც აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1.3 სტრიქონში.
7. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №2 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ დეკლარაციაში, კერძოდ:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება წინა კალენდარული წლის ბოლოს არსებული ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ბასს-ის მიხედვით).
8. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ. კერძოდ:
ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);
გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგებისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა;
დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);
ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*15%);
ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%);
ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი მოგების გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).
9. დეკლარაციის დანართ 3-ის („სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“) სვეტებში აისახება გაცემული და მიღებული სესხ(ებ)ის, ასევე როგორც საწარმოს კაპიტალში, ისე საწარმოს მიერ სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:
ა) გაცემული სესხ(ებ)ის:
ა.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ა.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ა.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში გაცემული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ა.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ა.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ) მიღებული სესხ(ებ)ის:
ბ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
ბ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის ზრდა ნებისმიერი ფორმით;
ბ.გ) მე-3 სვეტში აისახება მე-2 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.დ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული სესხ(ებ)ის შემცირება ნებისმიერი ფორმით;
ბ.ე) მე-5 სვეტში აისახება მე-4 სვეტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა გადაფასებით;
ბ.ვ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით მიღებული სესხ(ებ)ის ნაშთი;
გ) საწარმოს კაპიტალის:
გ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
გ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის ზრდა;
გ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში საწარმოს კაპიტალის შემცირება;
გ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით საწარმოს კაპიტალის ოდენობა;
დ) სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის:
დ.ა) პირველ სვეტში აისახება საანგარიშო თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა;
დ.ბ) მე-2 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ზრდა;
დ.გ) მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო თვის განმავლობაში სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის შემცირება;
დ.დ) მე-6 სვეტში აისახება საანგარიშო თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით სხვა საწარმოში რიცხული კაპიტალის ოდენობა.
(დანართი იხილეთ თანდართულ ფაილად)
მუხლი 41. მოგების გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-09) შევსება
1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით. ტოტალიზატორის მომწყობი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ მე-16 და მე-40 სტრიქონები.
11. (ამოღებულია – 09.06.2015, №164).
2. დეკლარაციის სტრიქონებში მონაცემები შეიტანება მათი დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან,
იმ შემთხვევაში,თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან
ან შინაარსისაგანგანსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე
დეკლარაციაში(მათ შორის დეკლარაციის დანართებში) გააკეთოს სათანადო შენიშვნა. დეკლარაციის III ნაწილისა
და დანართებისშეუვსებელ სტრიქონებში იწერება 0.
3. დეკლარაციის III ნაწილში მონაცემები ისე უნდა იქნეს შეტანილი, რომ შემოსავლის ან ხარჯის არცერთი ელემენტი შედეგობრივად არ იქნეს გამოტოვებული, ან ორჯერ ჩართული.
4. დეკლარაციის ნაწილი III-ის, დეკლარაციის დანართ „ა“-ს, დეკლარაციის დანართ „ბ“-ს, დეკლარაციის დანართ „დ“-ს და დეკლარაციის დანართ „ი“-ს შესავსებად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნები განისაზღვრება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის N132 დადგენილებით.
5. დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელის მოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
6. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის („NACE“) კოდი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის N1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას, მე-7 სტრიქონში მიეთითება იმ საქმიანობის სახეები „NACE“-ს კოდების მიხედვით, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს ერთობლივი შემოსავლის 10%-სა და მეტს. ამ შემთხვევაში საქმიანობის სახეების მიხედვით ჩაშლილი შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი ჯამში შესაძლებელია 100%-ის ტოლი არ იყოს. მისამართის სვეტში მიეთითება საწარმოს ფაქტობრივი მისამართი.
7. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ. თანდართულ დოკუმენტებში გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას დამატებითი დანართები, მათ შორის ახსნა-განმარტების სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) მე-15 სტრიქონში – მიეთითება ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საგადასახადო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (მათ შორის, ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული მოგება). უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით. თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი საწარმო გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის მე-15 სტრიქონში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, 2023 წლის საანგარიშო პერიოდის, დეკლარაციის მე-15 სტრიქონში ასახული თანხა:
ა.ა) იზრდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც არ არის აღიარებული 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით არც მომდევნო საანგარიშო პერიოდებში ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას;
ა.ბ) იზრდება ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგებით/შემოსავლით;
ა.გ) მცირდება იმ საპროცენტო შემოსავლით, რომელიც აღიარებული იქნა 2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომდევნო საანგარიშო პერიოდებშიც ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას;
ბ) მე-17 -მე-18 სტრიქონებში – მე-17 სტრიქონში შეიტანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მათ შორის, საანგარიშო წელში კაპიტალიზებული (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება უცვლელად), ხოლო მე-18 სტრიქონში – საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ღირებულება (მათ შორის, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული);
გ) მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი), მათ შორის:
გ.ა) მე-20 სტრიქონში – საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა;
გ.ბ) 21-ე სტრიქონში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ღირებულება;
გ.გ) 22-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (საანგარიშო პერიოდში გაცემული ის ხელფასი, რომლის დარიცხვაც მოხდენილია 2011 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში);
გ.დ) 23-ე სტრიქონში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არაუმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი), მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა;
გ.ე) 24-ე სტრიქონში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ.ვ) 25-ე სტრიქონში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად;
გ.ზ) 26-ე სტრიქონში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა საანგარიშო პერიოდში და სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აგრეთვე, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივების ღირებულება, რომელზეც შესაბამისი ხარჯი გაწეულ იქნა საანგარიშო პერიოდში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი);
გ.თ) 27-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება საწარმოს კაპიტალში შეტანილ ძირითად საშუალებებზე, აგრეთვე არაამორტიზებად აქტივებზე;
გ.ი) 28-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის (სრულად გამოქვითვის) ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5 პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.კ) 29- ე სტრიქონში შესატანი თანხა განისაზღვრება შემდეგი წესით:
გ.კ.ა) განისაზღვრება ყველა სხვა ხარჯი (გარდა, მე-20-28-ე სტრიქონებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელს აქვს თუ არა მათი გამოქვითვის უფლება (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.1-15);
გ.კ.ბ) განისაზღვრება წინა საანგარიშო პერიოდების ხარჯი, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.16);
გ.კ.გ) განისაზღვრება თანხა, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია „გ.კ.ა“ ქვეპუნქტში და დეკლარაციის მე-20-28-ე სტრიქონებში (დეკლარაციის დანართი „თ“, სტრ.18), მათ შორის:
- მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი;
- საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
- შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი);
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე;
- ხარჯი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ;
- სხვა დანახარჯები, რომელიც არ განეკუთვნება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს;
გ.კ.დ) „გ.კ.ა“ და „გ.კ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხების ჯამი მცირდება „გ.კ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხით, სხვაობა შეიტანება დეკლარაციის 29-ე სტრიქონში .
შენიშვნა: შესაძლებელია 29-ე სტრიქონის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, მე-19 სტრიქონის მნიშვნელობაც, იყოს უარყოფითი სიდიდე;
დ) 30-ე სტრიქონში – მე-17 და მე-19 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ე) 31-ე სტრიქონში – მე-15 და მე-18 სტრიქონებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა დადებითი სხვაობა);
ზ) 33-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის გამოქვითვების გადამეტება შემოსავალზე (31-ე და 30-ე სტრიქონების მონაცემთა უარყოფით სხვაობა (ზარალი));
თ) 34-ე სტრიქონში – საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე, გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე სტრიქონში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს;
ი) 35-ე სტრიქონში – წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არაუმეტეს წინა 5 (შესაბამის შემთხვევაში – 10) საგადასახადო წლის ზარალისა. ამ სტრიქონში აისახება აგრეთვე, ამხანაგობაში წილის მიხედვით მიღებული წინა წლების ზარალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გამოიქვითება ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების ხარჯზე. შესაბამისად, გამოსაქვითი ზარალის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამხანაგობიდან კუთვნილი მოგების ოდენობას, რომელიც ასახულია ამავე დეკლარაციის მე-15 სტრიქონში. ამასთან, პირი, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით, რომელზეც ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, უფლებამოსილია ამ სტრიქონში ასახოს წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომლის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (მოგება);
მაგალითი 1:
კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 500 000 ლარი, მათ შორის, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი 500 000 ლარია, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი – 1 000 000 ლარი. ამასთან, კომერციულ ბანკს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით.
ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯის ოდენობა შეადგენს 1 300 000 ლარს.
შედეგი:
კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენი/წარდგენილი 2021 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია შეივსება შემდეგი წესით:
დეკლარაციის III ნაწილის:
– მე-15 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი – 1 500 000 ლარი;
– მე-19 სტრიქონში – მე-15 სტრიქონში განსაზღვრული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გამოქვითვას დაქვემდებარებული ან აღსადგენი ხარჯი (მე-20-29-ე სტრიქონების ჯამი) – 1 300 000 ლარი.
ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯის აღდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა;
– 32-ე სტრიქონში – საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე 200 000 ლარი (1 500 000 – 1 300 000);
– 34-ე სტრიქონში – მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) – 500 000 ლარი;
– 36-ე სტრიქონში – 0.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარსადგენი მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 35-ე სტრიქონში ასახოს 300 000 ლარი (500 000 – 200 000), როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი.
შენიშვნა:
მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირი, რომელიც მოგების გადასახადში სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო შეღავათით, რომელზეც არ ვრცელდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმა, არ არის უფლებამოსილი მომდევნო წლებში გადაიტანოს 300 000 ლარი, როგორც წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი.
კ) 36-ე სტრიქონში – დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება: საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (სტრიქონი 32) გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (სტრიქონი 34) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (სტრიქონი 35, მაგრამ არა უმეტეს 32-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 34-ე სტრიქონის მონაცემი). გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოსაქვითი ზარალი განსაზღვროს იმ (შემცირებული) ოდენობით, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაითვალოს 38-ე-39-ე სტრიქონებში ასახული გადასახადის თანხები.
ლ) 37-ე სტრიქონში – მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება 36-ე სტრიქონში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ გადასახადის განაკვეთზე. ამასთან, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის გაუქმების შედეგად, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების სხვაობის სახით მიღებული დასაბეგრი მოგება/შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით;
მ) 38 -ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ხოლო თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი – 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ – „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ნ) 39-ე სტრიქონში – საქართველოს ფარგლებს გარეთ (უცხოეთში) ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით. გადასახადის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით;
ო) მე-40 სტრიქონში – კუთვნილი მოგების გადასახადი: მე-16 სტრიქონში ასახული თანხის 5%-ს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი) მიმატებული დადებითი სხვაობა, რომელიც მიიღება 37-ე სტრიქონის მონაცემს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი (სტრიქონი 16 X 5% + (სტრიქონი 37 – სტრიქონი 38 – სტრიქონი 39)). ამასთან, უარყოფითი სხვაობის (37-ე სტრიქონს გამოკლებული 38-ე-39-ე სტრიქონების ჯამი) შემთხვევაში მე-40 სტრიქონში ჩაიწერება მხოლოდ მე-16 სტრიქონის 5%.
პ) 41-ე სტრიქონში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტი საწარმოს მიერ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 37-ე და 38-ე სტრიქონებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, თუ 38-ე სტრიქონში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 37-ე სტრიქონში გამოანგარიშებულ მოგების გადასახადის თანხას;
ჟ) 42-ე – 46-ე სტრიქონები საინფორმაციოა, ამასთან, 45-ე სტრიქონში კაპიტალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 123-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და წარმოადგენს საწარმოს აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას გამოკლებული ამ საწარმოს მიმართ დამფუძნებელთა ვალდებულებები, რომლებიც საწარმოს აქტივია;
9. დეკლარაციის დანართი „ა“ („ერთობლივი შემოსავალი“):
ა) 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-15 სტრიქონისა
ბ) 2.1 სტრიქონში შეიტანება ნამეტი თანხა, რომელიც წარმოიშვება საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხასა, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას – მათ საბაზრო ღირებულებასა და ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შორის წლის ბოლოსათვის. აღნიშნული სტრიქონის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „ე“ დანართის მე-9 სტრიქონი, აგრეთვე, დეკლარაციის „ვ“ დანართში მოცემული შესაბამისი აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი:
გ) 2.2 სტრიქონში შეიტანება იმ ძირითადი საშუალებების მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელთა ღირებულება სრულად იქნა გამოქვითული მათი ექსპლუატაციაში მიღებისას;
დ) 3.5 სტრიქონში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად ფაქტობრივად შესრულებული მოცულობის მიხედვით – საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან;
ე) მე-7 სტრიქონში შეიტანება პირის მიერ დივიდენდების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი) მიერ მიღებული დივიდენდებისა. მე-7 სტრიქონში ასევე არ შეიტანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ვ) მე-9 სტრიქონში შეიტანება ამხანაგობაში (ამხანაგობებში) წილის შესაბამისად მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება, რომელიც ამხანაგობამ მიიღო ამავე წელს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ზ) მე-10 სტრიქონში ჩაიწერება ადრე გამოქვითული ხარჯების, ზარალისა და უიმედო ვალების ანაზღაურებით მიღებული თანხა, აგრეთვე, წინასწარ გამოქვითული რეზერვების შემცირებისას – შემცირებული თანხა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლი).
10. „დეკლარაციის დანართ „ბ“-ში („სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“) აისახება საწარმოში ნებისმიერი სახით მიღებული და ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიუხედავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა. ამასთან:
ა) პირველ სტრიქონში ჩაიწერება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება საანგარიშო წლის დასაწყისისათვის, მიუხედავად მათი გამოყენების მიზნობრიობისა (გადმოიტანება წინა წლის ბოლოს არსებული ფასეულობების ღირებულება). პირველ სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-17 სტრიქონისა;
ბ) მე-2 სტრიქონში ჩაიწერება საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ყველა სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისათვის დადგენილი შეზღუდვებისა, მათ შორის: კაპიტალიზებადი, უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული, ძირითადი საშუალების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა და სხვა. მე-2 სტრიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20 სტრიქონისა;
გ) მე-3 სტრიქონში „საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“ ჩაიწერება საანგარიშო წლის ბოლოსათვის ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. მე-3 სრტიქონში ასახული თანხა ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-18 სტრიქონისა;
ცნობისათვის, იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, რომელთა გამოქვითვა შეზღუდულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, აისახება დეკლარაციის „თ“ დანართის მე-18 სტრიქონში (აღნიშნული თანხით მცირდება „სხვა გამოქვითები ერთობლივი შემოსავლიდან“);
დ) მე-4-მე-9 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის;
11. დეკლარაციის დანართი „გ“ („ოპერაციები რომლებიც არ განიხილება მიწოდებად ან/და არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში“) არის საინფორმაციო ხასიათის;
12 დეკლარაციის დანართ „დ“-ში („კრედიტზე (სესხზე) დარიცხული პროცენტების დანახარჯები (ეროვნულ ვალუტაში)“) აისახება საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის კრედიტის (სესხის) ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული, დაფარული კრედიტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა, რომლის გამოქვითვის უფლება აქვს საწარმოს (სვეტი. 6) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შეზღუდვების გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი). გამოსაქვით პროცენტზე არ გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვა. ამასთან:
ა) საწარმოს მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი (კრედიტი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადაიანგარიშება ლარებში.
ბ) მე-6 სვეტის ჯამი ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 23-ე სტრიქონისა;
13. „დეკლარაციის დანართ „ე“-ში განისაზღვრება ამორტიზაციის ანარიცხები და გამოქვითვები საწარმოს საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, გარდა დეკლარაციის „ვ“ და „ზ“ დანართებში მოცემული აქტივებისა, ამასთან:
ა) მე-8 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში;
ბ) მე-9 სტრიქონის ჯამი (სვეტი 7) მონაწილეობას იღებს დეკლარაციის დანართ „ა“-ს 2.1 სტრიქონის ფორმირებაში, ხოლო მე-10 სტრიქონის ჯამი მონაწილეობას იღებს დეკლარაციის „თ“ დანართის მე-10 სტრიქონის ფორმირებაში;
14. დეკლარაციის დანართი „ვ“-ს („საამორტიზაციო ანარიცხები სხვა აქტივების მიხედვით“):
ა) პირველ სტრიქონში აისახება ცალ-ცალკე ჯგუფად აღრიცხული შენობა-ნაგებობების მიხედვით (გარდა ლიზინგის საგნისა) 5%-ის ოდენობით განსაზღვრული ამორტიზაციის ანარიცხების ჯამური თანხა;
ბ) მე-2 სტრიქონში – არამატერიალური აქტივების საამორტიზაციო ანარიცხები, განისაზღვრება მათი სასარგებლო გამოყენების ვადის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილი).
გ) მე-3 სტრიქონში აისახება იმ არამატერიალური აქტივების სამორტიზაციო ანარიცხები, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
დ) მე-4 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 ნაწილი);
ე) მე-5 სტრიქონში აისახება ამორტიზაციის ანარიცხები 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების მიხედვით, რომლის საამორტიზაციო ანარიცხები გამოითვლება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე ნაწილი);
ვ) მე-6 სტრიქონში – ამორტიზაციის ანარიცხები გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მომსახურების ხარჯების მიხედვით განისაზღვრება 20 პროცენტის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილი);
ზ) მე-7 სტრიქონში – ამორტიზაციის ანარიცხები იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების მიხედვით, განისაზღვრება 15%-ის ოდენობით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 115-ე მუხლის მე-4 ნაწილი);
თ) მე-3 სვეტის ჯამი მონაწილეობას იღებს მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 25-ე სტრიქონის ფორმირებაში;
15. დეკლარაციის დანართი „ზ“-ს („სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება“) მე-4 სტრიქონის ჯამი (სვეტი 5) ტოლია დეკლარაციის III ნაწილის 27-ე სტრიქონისა;
16. დეკლარაციის დანართ „თ“-ს („სხვა გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან“):
ა) მე-17 სტრიქონზე შეიტანება ყველა სხვა ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხებისა), მ.შ. წინა საანგარიშო პერიოდების დანახარჯების ჩათვლით, რომელთა გამოქვითვის უფლება მოპოვებულია საანგარიშო პერიოდში (პირველი-მე-16 სტრიქონების ჯამი).
ბ) მე-18 სტრიქონზე აისახება ის თანხები, რომელთა გამოქვითვის უფლება არ აქვს გადასახადის გადამხდელს, თუმცა იგი ასახულია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-20–28-ე სტრიქონებში, მათ შორის:
ბ.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ შემოსავალზე გაწეული დანახარჯი;
ბ.ბ) საანგარიშო წლის განმავლობაში კაპიტალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;
ბ.გ) შეძენებზე გაწეული დანახარჯები, რომელზეც პირს სრული ოდენობით ან ნაწილობრივ არ აქვს გამოქვითვის უფლება (მაგ: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი);
ბ.დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღისათვის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიკუთვნებული იყო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე;
ბ.ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით შესამცირებელი ხარჯი;
ბ.ვ) სხვა დანახარჯები, რომელიც ამცირებს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს;
გ) მე-19 სტრიქონი განისაზღვრება მე-17 და მე-18 სტრიქონებს შორის სხვაობის ოდენობით, რომელიც ტოლია მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის 29-ე სტრიქონისა. ამასთან, შესაძლებელია მე-19 სტრიქონის მნიშვნელობა იყოს უარყოფითი სიდიდე.
17. დეკლარაციის დანართ „ი“-ში აისახება საწარმოს დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანება.
18. დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე. ამასთან, ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ აღნიშნული „კ“ და „ლ“ დანართების ნაცვლად შეავსონ „კ1“ და „ლ1“ დანართები.
19. დეკლარაციის დანართი „კ1“ და დეკლარაციის დანართი „ლ1“ შეიძლება შეივსოს მხოლოდ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.
მუხლი 411. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომში − თიზ-ის საწარმო) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თიზ-ის საწარმო ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება №II-09 1 დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N104 – ვებგვერდი, 16.04.2015წ.
თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება
ნაწილი I. ზოგადი ინფორმაცია
20-- წლის ------------ თვის საანგარიშო პერიოდზე
|
1 |
საწარმოს დასახელება: |
|
2 |
საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
მისამართი: |
ნაწილი II. თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშება
|
|
საქონლის მიწოდების თარიღი |
საქონლის მიმღები პირის რეკვიზიტები |
საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავალი ან უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი |
საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი |
გადასახდელი თანხა (სვტ. 3X4%) |
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1 . |
|
|
|
|
|
|
2. |
|
|
|
|
|
|
... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი |
|
ჯამი |
ნაწილი III. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას გადასახადის გაანგარიშება
|
№ |
საქონლის მიწოდების თარიღი |
საქონლის მიმწოდებელი (გამყიდვ ე ლი) პირის რეკვი ზ ი ტ ები |
მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასი |
საქონლის საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების ნომერი |
გადასახდელი თანხა (სვტ.3X4%) |
|
|
|
|
|
|
დოკუმენტის დასახელება |
ნომერი |
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
5 |
|
1. |
|
|
|
|
|
|
|
2. |
|
|
|
|
|
|
|
... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი |
|
ჯამი |
|
მუხლი 42. ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილება
იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნი (შემდგომში ამხანაგობა) საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარუდგენს დეკლარაციას №II-10 დანართის შესაბამისად.
|
ნაწილი III |
|||||||||||
|
ერთობლივი შემოსავალი |
|
14 |
|||||||||
|
საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება |
15 |
|
|
||||||||
|
საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება |
|
16 |
|||||||||
|
გამოქვითვები, მათ შორის: |
17 |
|
|
||||||||
|
–გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო –მატერიალური ფასეულობების ღირებულება |
18 |
|
|
||||||||
|
– ელ-ენერგიი ს ღირებულება |
19 |
|
|
||||||||
|
– გაცემული ხელფასი |
20 |
|
|||||||||
|
–კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები |
21 |
|
|||||||||
|
–უიმედო ვალები |
22 |
|
|||||||||
|
–საამორტიზაციო ანარიცხები |
23 |
|
|||||||||
|
–სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების ღირებულება |
24 |
|
|||||||||
|
–სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლი) |
25 |
|
|||||||||
|
–ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯი |
26 |
|
|||||||||
|
–სხვა გამოქვითვები |
27 |
|
|||||||||
|
ჯამი |
28 |
|
29 |
||||||||
|
ერთობლივი შემოსავლის გადამეტება გამოქვითვებზე (მოგება) |
|
30 |
|||||||||
|
დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) |
31 |
|
|
||||||||
|
ამხანაგობის წილის მფლობელებზე (წევრებზე) მისაკუთვნებელი მოგება |
|
32 |
|||||||||
|
გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (ზარალი) |
33 |
|
|
||||||||
|
კაპიტალიზებადი ხარჯი |
34 |
|
|
|
|||||||
მუხლი 43. ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მასში აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) მე-14 უჯრაში მიეთითება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით. უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული მატერიალური ფასეულობა (გაწეული მომსახურება) ერთობლივ შემოსავალში შეიტანება საბაზრო ღირებულებით;
ბ) მე-15 და მე-16 უჯრებში – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება (გარდა უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული) შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
გ) მე-17 უჯრაში – შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:
გ.ა) მე-18 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება (გარდა კაპიტალიზებადი ფასეულობისა). მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა;
გ.ბ) მე-19 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
გ.გ) მე-20 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის (სარგებელის) სახით გაწეული (ფაქტობრივად გაცემული ხელფასი) ხარჯი;
გ.დ) 21-ე უჯრაში – კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლი);
გ.ე) 22-ე უჯრაში – რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ.ვ) 23-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე , 114-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად;
გ.ზ) 24-ე უჯრაში – 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ექსპლოატაციაში გადაცემისას სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან;
გ.თ) 25-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო წლის განმავლობაში 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით სრულად გამოქვითული ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამასთან, სრულად გამოქვითვის უფლება არ ვრცელდება ამხანაგობაში (კაპიტალში) შეტანილ, ლიზინგით გაცემულ და ისეთ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ამორტიზაციას;
გ.ი) 26-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსი 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის თვითეულ ჯგუფში შემავალი, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ ამხანაგობა ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
გ.კ) 27-ე უჯრაში – გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:
გ.კ.ა) სადაზღვევო ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად;
გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალის (უჯრა 14) ერთ პროცენტს;
გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით;
გ.კ.დ) საანგარიშო წელს ბიოლოგიურ აქტივზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯი;
გ.კ.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადებისა);
დ) 28-ე უჯრაში – მე-15 და მე-17 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ე) 29-ე უჯრაში – მე-14 და მე-16 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 30-ე უჯრაში – საანგარიშო წლის შემოსავლის (უჯრა 29) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 28), რომელიც შეადგენს 29-ე და 28-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;
ზ) 31-ე უჯრაში –საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი). აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 30-ე უჯრაში (შემოსავლების გადამეტება გამოქვითებზე) ასახული თანხის 10 პროცენტს;
თ) 32-ე უჯრაში –ამხანაგობის წილის მფლობელებზე (წევრებზე) მისაკუთვნებელი მოგება, რომელიც მიიღება 30-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 31-ე უჯრაში ასახული მონაცემი.
ი) 33-ე უჯრაში –გამოქვითების გადამეტება შემოსავალზე (ზარალი), რომელიც მიიღება 29-ე და 28-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა უარყოფითი სხვაობით;
6.დეკლარაციის მე-4 ნაწილის საინფორმაციო ცხრილში აისახება ინფორმაცია ამხანაგობის წილის მფლობელიების (წევრების) რეკვიზიტის და მათზე მოგების/ზარალის მიკუთვნების შესახებ.
მუხლი 44. განსაკუთრებული პირობების შედეგად განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერა
1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს უფლება აქვს საომარი მოქმედების შედეგად განადგურებული და დაზიანებიული ფასეულობა (რომელმაც დაკარგა ან შეუმცირდა ღირებულება) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული აქტივების ღირებულება ჩამოწეროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება განცხადება №II-11 დანართის მიხედვით.
აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი განაცხადი
გადასახადის გადამხდელი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საომარი მოქმედების შედეგად
განადგურებული, დაზიანებული ფასეულობების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი აქტივების ჩამოწერის შესახებ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
წარმოგიდგენთ მონაცემებს საომარი მოქმედების შედეგად განადგურებული, დაზიანებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი) აქტივების შესახებ
(ლარი)
|
№ |
დასახელება |
განადგურებული |
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი ) |
დაზიანებით მიღებული ზარალი
|
შენიშვნა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
|
1 |
სასაქონლო -მატერიალური ფასეულობა (განცხადების ფორმის „ ა ” დანართი ) |
|
|
|
|
|
2 |
ძირითადი საშუალებები (განცხადების „ ბ ”დანართი ) |
|
|
|
|
|
3 |
სხვა ფასეულობა (აქტივი ) |
|
|
|
|
გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული განცხადება და ნება დაგვრთოთ, მოცემული ფასეულობების (აქტივების) მიმართ განვახორციელოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებები.
განცხადებას თან ერთვის:
განცხადების ფორმა „ ა” დანართი ––––– ფურცელზე
განცხადების ფორმა „ ბ” დანართი ---------- ფურცელზე
წერილობითი ინფორმაცია იმ ფაქტების და გარემოებების აღწერით, რა პირობებშიც მოხდა ქონების განადგურება, დაზიანება ან მიტოვება –––––– ფურცელზე
დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ------------- ფურცელზე
გადასახადის გადამხდელი –––––––––––––––––––– ––––––––––––
(გვარი) (სახელი)
ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერის თარიღი –––––––––––––––---------–––––––––––– 200 წელი
შენიშვნა:
ა) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განცხადებას და მის დანართებს, საჭიროების მიხედვით, დაუმატოს ინფორმაცია შესაბამისი სვეტების (უჯრების) დამატებით.
ბ) წერილობითი ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.
განცხადების „ ა” დანართი
გადასახადის გადამხდელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––ს/ნ ––––––––
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამონათვალი (ლარი)
|
№ |
დასახე ლება |
ზომის ერთეული |
ერთეულის სააღრიცხვო ფასი |
განადგურებული
|
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი ) |
დაზიანებული |
შენიშვნა |
|||
|
რაოდე ნიბა |
ღირებუ ლება |
რაოდე ნიბა |
ღირებუ ლება |
ღირებ ულება |
დაზიანებით მიღებული ზარალი |
|||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი |
X |
X |
X |
|
X |
|
X |
|
|
|
ხელმოწერა
თარიღი
შენიშვნა:
დანართში არ შეიტანება ძირითად საშუალებად და არამატერიალურ აქტივად აღრიცხული ფასეულობა.
განცხადების „ ბ” დანართი
გადასახადის გადამხდელი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ს/ნ –––––––––––––––––––––––-
ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი (ლარი)
|
№ |
დასახელება |
შეძენის (შექმნის ) წელი , თარიღი |
აქტივის მაიტენდიფი ცირებელი ინფორმაცია |
განადგურებული ძირითადი საშუალებების ღირებულება |
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული (დარჩენილი ) ძირი . საშუალებების ღირებულება |
ძირითადი საშუალებების დაზიანების შედეგად შემცირებული ღირებულება |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ჯამი |
X |
X |
|
|
|
|
ხელმოწერა
თარიღი
შენიშვნა:
მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო, ქარხნული, ხელშეკრულების, ნებართვის, საინვენტარიზაციო და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.
დანართი №II-12
(იხილეთ თანდართული რედაქციით)
განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები, აგრეთვე გადაავადოს ცალკეული გადასახადის მიხედვით გადასახადის და მიმდინარე გადასახდელების გადახდა.
დამატებული ღირებულების გადასახადი
მუხლი 46. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია
1. დასაბეგრი პირი, რომელიც ვალდებულია ან ნებაყოფლობით სურს დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №III-01).
2. თუ ამ კარით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაბეგრი პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
3. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
მაგალითი 1.
პირობა:
პირი ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, რაზეც მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ამასთანავე, პირი დამატებით ეწევა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას.
ვარიანტი I: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში, 103 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებით, ნებადართული საქმიანობის ფარგლებში – 58 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება.
ვარიანტი II: პირმა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელა, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში, 63 000 ლარის მომსახურების გაწევა, ხოლო დამატებითი საქმიანობის ფარგლებში – 108 000 ლარის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესრულება.
შეფასება:
პირველ ვარიანტში: ვინაიდან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშობა.
მე-2 ვარიანტში: ვინაიდან ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, იგი ვალდებულია გატარდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში. ამასთან, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
6. საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს:
ა) თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ბ) თუ რეორგანიზაციის მხარეები არ არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები და მათი ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000-ლარიან ზღვარს, რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
7. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირ(ებ)ის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა.
8. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
9. დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
10. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში პირი, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, დღგ-ის მიზნებისათვის ითვლება გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედ. იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციის განხორციელებამდე დანართი №III-01-ის შესაბამისად. პირი დღგ–ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს დღგ–ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტისა (ამ ოპერაციის ჩათვლით).
11. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციისათვის, რა შემთხვევაშიც იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.
მუხლი 461. საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული რამდენიმე პირის დღგ-ით დასაბეგრ ერთ პირად განხილვა
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
2. ამ მუხლის მიზნისთვის:
ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით:
ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება;
ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა;
ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ა.ე) დივიდენდის განაწილება;
ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია;
ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება;
ა.თ) ვალდებულებათა აღება;
ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა;
ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან;
ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას;
ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე;
ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს;
ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.
4. ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.
5. პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
მაგალითი:
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა გაგამ სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო 2024 წლის თებერვლიდან. იმავე წლის ივნისის თვეში დაარეგისტრირა შპს „გაგა“, რომლის წილის 100%-ის მფლობელი თავადაა, ხოლო ივლისის თვეში 50/50-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მეუღლესთან ერთად დაარეგისტრირა შპს „გუგა“. სამივე პირისათვის საქმიანობის სახე იდენტურია და არცერთი მათგანი არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მათ მიერ განხორციელებული ბრუნვები შეადგენს:
|
თვე
(2024 წ.)
|
დასაბეგრი ოპერაციების თანხა
|
|||
|
ი/მ „გაგა“
|
შპს „გაგა“
|
შპს „გუგა“
|
საერთო ბრუნვა
|
|
|
თებერვალი
|
10000
|
|
|
10 000
|
|
მარტი
|
12000
|
|
|
22 000
|
|
აპრილი
|
10000
|
|
|
32 000
|
|
მაისი
|
13000
|
|
|
45 000
|
|
ივნისი
|
5000
|
13500
|
|
63 500
|
|
ივლისი
|
7000
|
7 000
|
12000
|
89 500
|
|
1 აგვისტო
|
5500
|
|
|
95 000
|
|
15 აგვისტო
|
|
4000
|
|
99 000
|
|
20 აგვისტო
|
|
6000
|
|
105 000
|
|
31 აგვისტო
|
|
|
20 000
|
125 000
|
|
სექტემბერი
|
9 500
|
14800
|
19 000
|
|
|
ოქტომბერი
|
8 000
|
10 600
|
25 000
|
|
|
ნოემბერი
|
5 000
|
12 000
|
15 000
|
|
|
დეკემბერი
|
7 000
|
13 500
|
14 500
|
|
|
იანვარი
|
7 000
|
14 000
|
16 500
|
|
|
12 კალენდარული თვის ჯამი
|
99000
|
95 400
|
95 500
|
|
დადგინდა, რომ გაგა იღებდა როგორც საკუთარ, ისე საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს.
შედეგი:
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ინდივიდუალური მეწარმე, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“ განიხილოს ერთ დასაბეგრ პირად, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ ინსტრუქციის 461 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა. შესაბამისად, სამივე პირის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, დღგ-ის მიზნებისთვის, განხილული უნდა იქნეს ერთი პირის ბრუნვად. ამრიგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და საგადასახადო ვალდებულებები ჯგუფის წევრი თითოეული პირისათვის განისაზღვრება სამივე პირის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის გათვალისწინებით – აგვისტოს თვის იმ ოპერაციის განხორციელებიდან, რომლის მიხედვითაც, დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს.
აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ მეწარმეს, შპს „გაგას“ და შპს „გუგას“ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობათ 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებული ოპერაციით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ჯგუფის თითოეული წევრი დაარეგისტრიროს დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულ შემთხვევაში, 2024 წლის 20 აგვისტოს განხორციელებულ ოპერაციაზე შპს „გაგა“, ხოლო ყოველ შემდეგ დასაბეგრ ოპერაციაზე ინდივიდუალური მეწარმე გაგა, შპს „გაგა“ და შპს „გუგა“, ჩაითვლებიან დღგ-ის გადამხდელებად.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
სსკ-ის 165-ე, 57-ე მუხლების შესაბამისად, გთხოვთ, დამარეგისტრიროთ დღგ-ისგადამხდელად
|
შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით
|
|
|
სავალდებულო წესით
|
ნებაყოფლობით
|
|
|
|
|
შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით
|
|
|
სავალდებულო წესით რეგისტრაციის გარემოება
|
|
|
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცი(ებ)ის ჯამური თანხა აღემატება 100 000 ლარს;
|
|
|
აქციზური საქონლის მწარმოებელი პირის მიერ აქციზური საქონლის მიწოდება;
|
|
|
რეორგანიზაციის შედეგად;
|
|
|
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღება;
|
|
|
ფიქსირებული დაწესებულების მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება;
|
|
|
გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლე
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი
(რიცხვი, თვე, წელი)
|
------------/-----------/-----------
|
|
დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა იმ გათავისუფლებული ოპერაციებისა, რომელიც არ იბეგრება დღგ-ით) თანხა
|
-------------------- ლარი
|
მუხლი 47. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება
1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03).
3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:
ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;
ბ) პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;
გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან.
4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო აუქმებს აღნიშნული პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება ფიზიკური პირის გარდაცვალების თარიღიდან.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან და არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია არანაკლებ 1 წელი. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-03 დანართით.
6. თუ პირი ნებაყოფლობით გატარდა რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არ დასტურდება პირის მიერ ანგარიშ-ფაქტურის გატანის/გამოწერის ფაქტი;
ბ) პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია (გარდა იმ დეკლარაციისა, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია) და არ გააჩნია დღგ-ით დასაბეგრი (მათ შორის, დღგ-ისგან გათავისუფლებული) ოპერაცია/ოპერაციები.
8. თუ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში პირს წარმოეშვა როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, საგადასახადო შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიმართოს პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება ამ ინსტრუქციის №III-03 დანართით, რა შემთხვევაშიც, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების უფლების წარმოშობის მომენტიდან.
განცხადება
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
|
შესაბამისი უჯრა მონიშნეთ „ V“ ნიშნით
|
|
|
რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი
|
|
|
საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო
|
|
|
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო
|
|
|
სსკ-ის 1651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
|
|
|
სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)
|
|
|
სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი)
|
|
|
სსკ-ის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტი – საგადასახადო ორგანოს ინიციატივა)
|
|
|
განცხადებით მომართვის თვეში (მომართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა სსკ-ის თანახმად გათავისუფლებული ოპერაციებისა, სსკ-ის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე
|
---------- ლარი
|
განმცხადებლის ხელმოწერა ........................................
თარიღი .............................
დანართი №III-031
|
1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ნიშნავს მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი სახის სიგნალების, სიტყვების, გამოსახულებებისა და ბგერების ან ინფორმაციის გადაცემასთან, გამოცემასთან ან მიღებასთან სადენით, რადიოთი, ოპტიკურად ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემებით, ასეთი გადაცემის, გამოცემის ან მიღებისათვის საჭირო სიმძლავრის გამოყენებასთან დაკავშირებით უფლების გადაცემის ან მინიჭების ჩათვლით, გარდა გლობალურ საინფორმაციო ქსელებზე დაშვების უზრუნველყოფისა, კერძოდ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებეები მოიცავს:
ა)
ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო მომსახურებას ხმის, ინფორმაციის და ვიდეოგამოსახულების გადაცემის და კომუტაციის მიზნით, გამოსახულების კომპონენტის შემცველი სატელეფონო მომსახურების ჩათვლით (ვიდეოფონის მომსახურება);
ბ)
ინტერნეტის მეშვეობით გაწეულ სატელეფონო მომსახურებას „ინტერნეტით მიწოდებული ხმის პროტოკოლის“ ჩათვლით (VoIP);
გ)
ხმოვან ფოსტას, ლოდინის რეჟიმს, ზარის გადამისამართებას, ზარის იდენტიფიკაციას, სამმხრივ ზარს და ზარის მართვის სხვა სერვისებს;
დ)
საპეიჯერო მომსახურებას;
ე)
აუდიოტექსტის მომსახურებას;
ვ)
ფაქსს, ტელეგრაფს, ტელექსს;
ზ)
ინტერნეტ-წვდომას „გლობალური ქსელის“ ჩათვლით;
თ)
კერძო ქსელურ კავშირებს, რომლებიც ექსკლუზიური სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფენ მომხმარებელს.
|
|
2.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას არ მიეკუთვნება:
ა)
ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
ბ)
რადიო და ტელემაუწყებლობის (შემდგომში „მაუწყებლობის“) მომსახურება.
|
|
1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარის მიზნებისათვის, რადიო და ტელესამაუწყებლო მომსახურება მოიცავს აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტისგან შემდგარ მომსახურებას, როგორიცაა რადიო და ტელეპროგრამები, რომელთა მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით და მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით ხდება, პარალელურ რეჟიმში მოსმენის ან ყურების მიზნით, პროგრამის საფუძველზე.
|
|
2.
კერძოდ, პირველი პუნქტი მოიცავს:
ა)
რადიო და ტელექსელით გადაცემულ ან რეტრანსლირებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს;
ბ)
ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად ხდება.
|
|
3
. პირველი პუნქტი არ მოიცავს:
ა)
სატელეკომუნიკაციო მომსახურებას;
ბ)
ელექტრონული გზით გაწეულ მომსახურებას;
გ)
ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული ფასიანი პროგრამების შესახებ;
დ)
სამაუწყებლო ან რეტრანსლირების უფლებების გადაცემას;
ე)
ტექნიკური აღჭურვილობის ან შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემას მაუწყებლობის მისაღებად;
ვ)
ინტერნეტით ან მსგავსი ელექტრონული ქსელით (ნაკადური მულტიმედია) გავრცელებულ რადიო და სატელევიზიო პროგრამებს, თუ მათი გადაცემა რადიო და ტელექსელით გადაცემის ან რეტრანსლირების პარალელურად არ ხდება.
|
|
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გაწეული მომსახურება არის მომსახურება, რომელიც გაიწევა ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით, რომლის მიწოდებაც არსებითად ავტომატიზირებულია, მინიმალურად საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მისი მიწოდება შეუძლებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე, კერძოდ:
ა) ციფრული პროდუქციის მიწოდებას ზოგადად, პროგრამული უზრუნველყოფის და მისი ცვლილებების და განახლების ჩათვლით;
ბ) მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ხელს უწყობს ელექტრონულ ქსელში საქმიან ან პირადი მიზნებისთვის ყოფნას, როგორიცაა ვებსაიტი ან ვებგვერდი;
გ) მომსახურებებს, რომლებიც ავტომატურად გენერირდება კომპიუტერიდან ინტერნეტის ან ელექტრონული ქსელის მეშვეობით, მიმღების მიერ განსაზღვრული მონაცემების შეტანის საპასუხოდ;
დ) გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ საქონლის ან მომსახურების იმ ინტერნეტგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსების უფლების გადაცემა, რომელიც ონლაინ-მარკეტის სახით ფუნქციონირებს, რომელზეც პოტენციური მყიდველები თავიანთ შეთავაზებებს ავტომატიზირებული პროცედურის მეშვეობით განათავსებენ და რომელზეც მხარეებს კომპიუტერის მიერ ავტომატურად გენერირებული ელექტრონული ფოსტის შეტყობინების მეშვეობით ეცნობებათ გაყიდვის შესახებ;
ე) ინფორმაციის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტები (ISP), სადაც ტელეკომუნიკაციების კომპონენტი დამხმარე და დაქვემდებარებული ნაწილია (ე.ი. პაკეტები, რომლებიც ცილდება უბრალო ინტერნეტ დაშვებას და მოიცავს სხვა ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კონტენტის გვერდები, რომლებიც იძლევა დაშვებას ახალ ამბებთან, ამინდის ან მოგზაურობის შესახებ ინფორმაციასთან; სათამაშო პორტალები; ვებსაიტების ჰოსტინგები; ონლაინ-დებატებზე დაშვება და ა.შ.).
2. პირველი პუნქტი მოიცავს მათ შორის შემდეგ მომსახურებებს:
ა) ციფრული პროდუქტის მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით. ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება, კერძოდ:
ა.ა) ვებ-საიტების და ვებგვერდების ჰოსტინგი;
ა.ბ) პროგრამების ავტომატიზირებული, ონლაინ და დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ა.გ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება;
ა.დ) მონაცემთა ონლაინ შენახვა, სადაც სპეციფიკური მონაცემების შენახვა და გამოთხოვა ელექტრონულად ხდება;
ა.ე) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინ მიწოდება.
ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება, კერძოდ:
ბ.ა) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა და ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) მათ შორის განახლებები;
ბ.ბ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები, იგივე „ბანერბლოკერები“;
ბ.გ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი);
ბ.დ) ვებ-საიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინ-ინსტალაცია;
ბ.ე) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატურ ონლაინ-ინსტალაციას.
გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:
გ.ა) სამუშაო მაგიდის (Desktop) თემებზე წვდომა ან ჩამოტვირთვა;
გ.ბ) ფოტო ან გრაფიკული გამოსახულებებზე ან სქრინსეივერებზე წვდომა ან ჩამოტვირთვა;
გ.გ) წიგნების და სხვა ელექტრონული გამოცემების გაციფრებული კონტენტი;
გ.დ) ონლაინ გაზეთებისა და ჟურნალების გამოწერა;
გ.ე) ვებ-ლოგებისა და ვებ-საიტების სტატისტიკა;
გ.ვ) ონლაინ ახალი ამბები, სატრანსპორტო ნაკადის და ამინდის შესახებ ინფორმაცია;
გ.ზ) მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამული უზრუნველყოფის მიერ ავტომატურად გენერირებული ონლაინ ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, სამართლებრივი და ფინანსური მონაცემები (კონკრეტულად, ისეთი მასალა, როგორიცაა მუდმივად განახლებადი საფონდო ბირჟის მონაცემები, რეალურ რეჟიმში);
გ.თ) ვებ-საიტებზე/ვებგვერდებზე სარეკლამო სივრცის მიწოდება, მათ შორის ბანერული რეკლამისთვის;
გ.ი) საძიებო სისტემების და ინტერნეტ-დირექტორიების გამოყენება;
დ) მუსიკის, ფილმის და თამაშების (მათ შორის, აზარტული თამაშების) მიწოდება, ასევე პოლიტიკური, კულტურული, სახელოვნებო, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი გადაცემების მაუწყებლობა და მიწოდება. კერძოდ:
დ.ა) მუსიკაზე წვდომა და კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთვა;
დ.ბ) ჯინგლებზე, ამონარიდებზე, ზარებზე, ან სხვა მელოდიებზე წვდომა და ჩამოტვირთვა;
დ.გ) თამაშების ჩამოტვირთვა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებზე;
დ.დ) ავტომატიზირებულ ონლაინ-თამაშებზე წვდომა, რომლებიც დამოკიდებული არიან ინტერნეტზე ან მსგავს ელექტრონულ ქსელებზე, როცა მოთამაშეები ერთმანეთს გეოგრაფიულად არიან დაცილებულები;
დ.ე) რადიო და სატელევიზიო ქსელების, ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება პროგრამების მომხმარებლის მიერ შერჩეულ მომენტში ან მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნით მოსმენის ან ყურებისთვის, მედია-სერვისის პროვაიდერის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად ფასიანი რადიო ან ტელევიზია;
დ.ვ) ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების (ნაკადური მულტიმედია) მეშვეობით გავრცელებული რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიღება, თუ მათი რადიო და სატელევიზიო ქსელით ტრანსლირება ან რეტრანსლირება არ ხდება პარალელურ რეჟიმში;
დ.ზ) აუდიო და აუდიოვიზუალური კონტენტის საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემა, რომლის მიწოდებაც არ ხდება მედია-სერვისის პროვაიდერის სარედაქტორო პასუხისმგებლობით;
დ.თ) მედია-სერვისის პროვაიდერის აუდიო და აუდიოვიზუალური პროდუქციის შემდგომ მიწოდება საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით მედია-სერვისის პროვაიდერის გარდა სხვა პირის მიერ;
ე) დისტანციური სწავლების მიწოდება, კერძოდ:
ე.ა) ავტომატიზირებული დისტანციური სწავლება, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის ან მსგავსი ელექტრონული ქსელების ფუნქციონირებაზე და რომელიც საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას ან საერთოდ არ საჭიროებს მას, ვირტუალური საკლასო ოთახების ჩათვლით, იმ შემთხვევების გარდა, როცა ინტერნეტი ან მსგავსი ელექტრონული ქსელი გამოიყენება უბრალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კავშირის დასამყარებლად;
ე.ბ) მოსწავლეების მიერ ონლაინ რეჟიმში შევსებული და შეფასებული სამუშაო რვეულები, ადამიანის ჩარევის გარეშე.
|
მუხლი 471. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი
1. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი დასაბეგრი პირი – დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში;
ბ) ციფრული მომსახურება – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-031 დანართის შესაბამისად, რადიო ან ტელესამაუწყებლო მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-032 დანართის შესაბამისად და ელექტრონულად გაწეული მომსახურება ამ ინსტრუქციის №III-033 დანართის შესაბამისად;
გ) მომსახურების მიმღები – მომსახურების შემძენი ფიზიკური პირი, რომელიც:
გ.ა) არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს;
გ.ბ) წარმოადგენს დასაბეგრ პირს, თუმცა მის მიერ მიღებული მომსახურება არ უკავშირდება ამ დასაბეგრი პირის ეკონომიკურ საქმიანობას;
დ) დღგ-ის პორტალი – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში;
ე) სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები;
ვ) პირველადი საგადასახადო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, თუ მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. აღნიშნული დასაბეგრი პირი, საქართველოში დღგ-ის ანგარიშგების და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის საშუალებით, ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ამ ინსტრუქციის №III-034 დანართის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა:
ა) ფინანსური დაწესებულების (რომელშიც გახსნილია ანგარიში და გამოიყენება გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად) ან ელექტრონული ფინანსური საშუალებების ოპერატორის (რომლის საშუალებითაც ხდება გადახდა) ადგილსამყოფელი არის საქართველო;
ბ) მომსახურების მიმღების ადგილსამყოფელი არის საქართველო;
გ) მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების შესაძენად გამოყენებული მოწყობილობის ქსელური მისამართი (IP) მდებარეობს საქართველოში;
დ) მომსახურების შესაძენად/გადასახდელად გამოყენებული ქვეყნის სატელეფონო კოდი ეკუთვნის საქართველოს.
4. ამ მუხლის მიზნისათვის:
ა) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ციფრული მომსახურების გაწევა;
ბ) დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ციფრული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე;
გ) დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, ანუ დროის მონაკვეთი:
გ.ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი);
გ.ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი);
გ.გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი);
გ.დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (IV კვარტალი);
დ) დღგ-ის განაკვეთი შეადგენს 18%-ს;
ე) უცხოელი დასაბეგრი პირი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ვალუტაში, თავისი არჩევანის შესაბამისად:
ე.ა) აშშ დოლარი;
ე.ბ) ევრო;
ე.გ) ლარი.
5. საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა;
ბ) საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება;
გ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის მეშვეობით, მისი პირადი გვერდიდან, ყოველ საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №III-035 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადაიხადოს გადასახადი არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა. ამასთან, საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.
6. უცხოელი დასაბეგრი პირების ინფორმირება დღგ-ის ვალდებულების შესახებ ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ან/და სხვა საშუალებებით.
7. უცხოელი დასაბეგრი პირის ინფორმირების დროს მიეთითება:
ა) ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის საფუძველზეც უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია გადაიხადოს დღგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, და
ბ) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული დღგ-ის პორტალის ელექტრონული მისამართი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს დღგ-ის ანგარიშგებას.
8. უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 48. დღგ-ის გადამხდელთა აღრიცხვა
1. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური №III-04 დანართი ს ფორმით.
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა
რეესტრი
|
№ |
მონაცემების შეტანის თარიღი |
გადასახადის გადამხდელის დასახელება |
ს აიდენტი -ფიკაციო ნომერი |
რეგისტრაციის სახე (საჭირო უჯრა აღინიშნება „ V“ ნიშნით) |
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი |
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი |
შენიშვნა |
|
|
სავალდე ბულო |
ნებაყოფ ლობითი |
|||||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 481. ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე
1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
3. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე განხორციელდა ანაზღაურების გადახდა და ანაზღაურების მიღების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის ანაზღაურების მიღების მომენტი.
4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება:
ა) რეგულარულად ან უწყვეტად გაწეულ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურებაზე;
ბ) რეგულარულად ან უწყვეტად განხორციელებულ გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდებაზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზეც როგორც ფულადი, ასევე საქონლის/ მომსახურების სახით ანაზღაურების გადახდის ნაწილში.
მაგალითი 1. ფიზიკურმა პირმა პარფიუმერულ მაღაზიაში შეიძინა სასაჩუქრე ბარათი, რომლითაც იგი უფლებამოსილია, 1 თვის ვადაში მიიღოს 300 ლარის ღირებულების ნებისმიერი საქონელი.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 2. წვენების მწარმოებელი საწარმო ახდენს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგებას. მხარეთა შორის ანგარიშსწოდებისას ხდება როგორც მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის წინასწარ გადახდა, ასევე მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანებების ანაზღაურება. საბოლოო ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხდება გარკვეული პერიოდულობით, ურთიერთშედარების საფუძველზე.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – თანხის მიღებისას არ არის განსაზღვრული იგი წარმოადგენს მისაწოდებელი საქონლის თუ მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანების საკომპენსაციო თანხას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 3. საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა და ღირებულება. მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. კერძოდ, საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მისი მოცულობა და ღირებულება, თუმცა არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაზიდვის მომსახურება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული ტვირთის გადაზიდვა. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 4. საწარმოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საწარმოს წინასწარ აუნაზღაურა მომსახურების საკომპენსაციო თანხა. ამასთან, მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მისი მოცულობა და ღირებულება, ცნობილია, რომ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 5. დღგ-ის გადამხდელი საწარმო და საკანცელარიო მაღაზია 15 იანვარს შეთანხმდნენ 1000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, საქონლის ღირებულება გადახდილი იქნა წინასწარ – 22 იანვარს, საქონლის მიწოდებამდე. ამასთან, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საკანცელარიო მაღაზიამ წინასწარ გადახდილი თანხა, იანვრის თვეში მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრა დღგ-ით და გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება:
საკანცელარიო მაღაზიის ქმედება მართლზომიერია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე – 178-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს უფლება აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით იანვრის თვეში ჩაითვალოს გადახდილი დღგ-ის თანხა.
მაგალითი 6. ფიზიკურ პირს გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც, სამშენებლო კომპანია ვალდებულია ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80 მ 2 საცხოვრებელი ფართი, ხოლო ფიზიკური პირი ვალდებულია, საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე ეტაპობრივად აანაზღაუროს მისი ღირებულება 120 000 ლარი.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება, ცნობილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 7. შპს „X“ შპს „Y”-ის დაკვეთით ასრულებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 1იანვარს და სრულდება 2022 წლის 1 იანვარს. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3 000 000 ლარს. შპს „Y“-მა შპს „X“-ის 2017 წლის 10 იანვარს წინასწარ აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი 500 000 ლარი. 2017 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი სამუშაოების პირველ ეტაპზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 300 000 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ღირებულების ნაწილი 200 000 ლარი დაიფარება მიღებული საკომპენსაციო თანხიდან, ხოლო დანარჩენი 100 000 ლარი შპს „Y“-ის მიერ დამატებით იქნება ანაზღაურებული.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი თანხა (500 000 ლარი) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“-ს მიერ დღგ-ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში. ხოლო სამუშაოების პირველი ეტაპის მიწოდების (ივნისის თვე) საანგარიშო პერიოდში შპს „X“ დამატებით დღგ-ით დაბეგრავს – 100 000 ლარს.
მაგალითი 8 . ფიზიკურმა პირმა 2017 წლის იანვარში სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სამშენებლო კომპანია ვალდებულია 2018 წლის იანვარს ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80-დან 82-მდე მ 2 საცხოვრებელი ფართი, 1 მ 2 საკომპენსაციო ფასი შეადგენს 1500 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს, შეუძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის ზუსტი ფართობისა და შესაბამისი საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა. ფიზიკურმა პირმა საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე, 2017 წლის დეკემბერში აანაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 50 000 ლარი.
შეფასება
მოცემულ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია საქონელი, მისი ღირებულება, ასევე ცნობილია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია საქონლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 9. შპს „X“-ისა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე შპს „Y“-ის შეთახმებით, შპს „Y“ 2017 წლის განმავლობაში შპს „X“-ისგან შეიძენს არანაკლებ 10 ტონა საწვავს. მისაწოდებელი საქონლის ღირებულება დამოკიდებულია შეძენილი საწონლის რაოდენობაზე, მაგრამ 1 ლიტრის ფასი შეადგენს არაუმეტეს 2 ლარს. შპს „Y“-მა შპს „X“-ს წინასწარ, საქონლის მიწოდებამდე აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 20 000 ლარი.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება, წინასწარ გადახდილი თანხა (20 000 ლარი) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“-ის მიერ დღგ-ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში.
მაგალითი 10. საწარმოთა შორის 2016 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი. მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი. საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა – 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე საკომპენსაციო თანხის მიღება განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, ამავე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 11. 2016 წლის 25 დეკემბერს საწარმოები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასახვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი. მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს საკომპენსაციო თანხის სახით გადაუხადა 4 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს – 6000 ლარი. საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 98-ე ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილის მიმართ გავრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები და დღგ-ით დაიბეგრება საქონლის მიწოდების (2017 წლის მაისი) საანგარიშო პერიოდში, ხოლო, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილი დღგ-ით დაიბეგრება მიღების საანგარიშო პერიოდში.
მაგალითი 12 . საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში. საწარმოს მიერ საკომპენსაციო თანხის მიღების საანგარიშო პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას. თუმცა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის გადახდაზე და საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 13. საწარმოს (სავაჭრო ობიექტს) გააჩნდა მომწოდებლის დავალიანება 90 000 ლარის ოდენობით. საწარმოს მიერ მომწოდებლის დავალიანების დასაფარად იანვრის თვეში შეცდომით ანაზღაურებულ იქნა 140 000 ლარი.
ა) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდენენ, რომ ზედმეტად გადახდილი თანხით (50 000 ლარი) დაფარულიყო მარტის თვეში მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ნაწილი. თუმცა შეთანხმების მომენტში (5 თებერვალს) მხარეთა მიერ არ მომხდარა მისაწოდებელი საქონლის სახეობის განსაზღვრა.
ბ) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდნენ თანხის მიზნობრიობაზე (დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები).
საწარმოს მიერ შეთანხმების თვის საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილ თანხაზე გამოწერილია საგადასახადო-ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება :
მოცემულ შემთხვევაში:
მაგალითის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში (იანვარში) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი, თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ ზედმეტად გადახდილი თანხა განხილულიყო მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხად და საწარმოს მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მაგალითის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. თანხის მიღების მომენტში (იანვარში) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი, თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ და განსაზღვრეს მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა, ღირებულება. ამასთან, მხარეებისთვის ცნობილია, რომ ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. საწარმოს მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მოცემულ ორივე შემთხვევაში ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტად განიხილება მხარეთა შეთანხების მომენტი – 5 თებერვალი. შესაბამისად, ოპერაცია დღგ-ით იბეგრება თებერვალში – მხარეთა შეთანხმების საანგარიშო პერიოდში.
ამასთან, თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ან თუ ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, გადახდილი თანხა არ განიხილება საკომპენსაციო თანხად.
მაგალითი 14. საწარმოთა შორის გაფორმებულია მშენებლობის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აკმაყოფილებს გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებს. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა უნდა დაიწყოს 2017 წლის 1 მარტს და დასრულდეს 2022 წლის 1 მარტს, მომსახურების საკომპენსაციო თანხა შეადგენს 3 000 000 ლარს. მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების გამწევისათვის 2017 წლის 31 იანვარს გადახდილი იქნა 500 000 ლარი.
შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ დადგა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან), თუ თანხის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე საკომპენსაციო თანხის გადახდა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი.
მაგალითი 15. მხარეთა შეთანხმებით, აქციზური საქონლის (არყის) მწარმოებელი საწარმო ვალდებულია მაღაზიას 2017 წლის 15 სექტემბერს მიაწოდოს 500 ლიტრი არაყი (1 ლიტრ არაყში სუფთა სპირტის მოცულობა შეადგენს 40%-ს (40 გრადუსი)). საკომპენსაციო თანხა შეადგენს 11 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მაღაზიამ 2017 წლის აგვისტოს თვეში წინასწარ განახორციელა 1180 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.
შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ საკომპენსაციო თანხის ნაწილის – 1180 ლარის გადახდა განხორციელდა საქონლის მიწოდების მომენტამდე, გამყიდველი საწარმო დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხას დაადეკლარირებს აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით.
განსახილველ ოპერაციაზე დღგ-ის თანხა შეადგენს 180 ლარს (1000x18%).
2017 წლის სექტემბერში, საქონლის მიწოდების მომენტის შესაბამისად, მოხდება საკომპენსაციო თანხის დარჩენილ ნაწილზე (10620 ლარი) დასარიცხი დღგ-ის დეკლარირება და მიწოდების მიხედვით აქციზის თანხის გაანგარიშება, კერძოდ:
დღგ-ის თანხა – 1620 ლარი (10620-(10620/1,18));
აქციზის თანხა – 3 000 ლარი (500 ლიტრი X (1*40%) X 15=500 X 0.4 X 15 ლარზე).“.
მაგალითი 16. საწარმო ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. სამუშაოების პერიოდი მოიცავს დღგ-ის ერთზე მეტ საანგარიშო პერიოდს, თუმცა არ აღემატება ექვს თვეს (სამუშაოები დაიწყო 2017 წლის პირველ თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 31 მაისს). დამკვეთი სამუშაოების დასრულებამდე უნაზღაურებს საწარმოს სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. დამკვეთის მიერ სამუშაოების ღირებულება საწამოსთვის ანაზღაურებულია 2017 წლის 5 მაისს, სრულად. საწარმო ახორციელებს სამუშაოების სრულად ჩაბარებას 2017 წლის 31 მაისს და ამავე თარიღით სამუშაოების დასრულებისას შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა-2 და საწარმოს მიერ დამკვეთისთვის გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება :
ვინაიდან ერთ საანგარიშო პერიოდში ხორციელდება საკომპენსაციო თანხის მიღება და საქონლის მიწოდებაც, საწარმო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას გამოწერს საქონლის მიწოდებისას და ასახავს დღგ-ის დეკლარაციაში.
მაგალითი 17. შპს „X“ და შპს „Y“ 6 იანვარს შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე. მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, მისი რაოდენობა და ღირებულება. ამასთან, ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შეთანხმების შესაბამისად, შპს „Y“-მა შპს „X“-ს 10 იანვარს, საქონლის მიწოდებამდე ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა, საქონლის სრული ღირებულება – 1500 ლარი. შპს „X“-მა 11 იანვარს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შპს „X“-მა 27 იანვარს სრულად მიაწოდა შპს „Y“-ს შეთანხმებით გათვალისწინებული საქონელი.
შეფასება :
მიუხედავად იმისა, რომ შპს „X“-ს გამოწერილი აქვს საკომპენსაციო თანხაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შპს „X“ ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საქონლის მთლიანი ღირებულების თანხაზე გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გააუქმოს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თვე საკომპენსაციო თანხის მიღების და საქონლის მიწოდების ნაწილში ემთხვევა ერთმანეთს.
მაგალითი 18. შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო 2017 წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 118 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების წინასწარ განსაზღვრული დასახელებისა და ოდენობის საქონლის შესყიდვის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მისაწოდებელ საქონელზე წინასწარ გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი: თებერვლის თვეში 59 000 ლარის ოდენობით, მარტის თვეში – 11 800 ლარი.
ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ ჩარიცხულ თანხებზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ 59 000 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 9000 ლარი და მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციით 11 800 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 1 800 ლარი.
შეთანხმებით გათვალისწინებული 118 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის ივნისის თვეში. საქონლის მიწოდებისას ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გამოწერა სასაქონლო ზედნადები მიწოდებული საქონლის სრულ საკომპენსაციო თანხაზე. თვის ბოლოს კი აღნიშნული ზედნადების საფუძველზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება :
ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართში მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას. მოცემულ შემთხვევაში ავეჯის მწარმოებელ საწარმოს ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაერიცხება დღგ 7 200 (18 000-9 000-1 800) ლარის ოდენობით.
მაგალითი 19 . (ამოღებულია - 30.12.2020, №326).
მაგალითი 20. შპს „X“-მა თებერვლის თვეში მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება 500 ლარი შპს „Y“-ს აუნაზღაურა წინასწარ იანვრის თვეში. შპს „Y“-ს მიღებული თანხა არ დაუბეგრავს იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში.
შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდებამდე თანხის ანაზღაურებისას, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროს არ წარმოადგენს თანხის მიღების მომენტი, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამდენად, მოცემულ მაგალითში, ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ით უნდა დაიბეგროს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
მაგალითი 21. (ამოღებულია - 30.12.2020, №326).
მაგალითი 22. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა 24 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოების მიწოდებაზე. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე განხორციელდა 40 000 ლარის წინასწარ ანაზღაურება, რომელზეც გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით განხორციელდა დღგ-ის დეკლარირება, ხოლო მეორე მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლა. ამავე წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანით საოფისე შენობა დაექვემდებარა დემონტაჟს. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხოლო 40 000 ლარი დაექვემდებარა უკან დაბრუნებას.
შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა ექვემდებარება კორექტირებას, რადგან შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში – ოპერაცია გაუქმდა. ამ ოპერაციაზე მარტის თვის საანგარიშო პერიოდში უნდა გამოიწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი მონაცემების ასახვა.
მაგალითი 23. ფიზიკურმა პირმა 3 თებერვალს ამავე წლის აგვისტოს თვისთვის დაჯავშნა საქართველოში მდებარე სასტუმროს ნომერი. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ფიზიკური პირის მიერ სასტუმროსათვის 4 თებერვალს გადახდილი იქნა გასაწევი მომსახურების ღირებულების ნაწილი თანხა – 1500 ლარი. სასტუმროს მიერ მიღებული საკომპენსაციო თანხა მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი იქნა დღგ-ით. 11 ივნისს ფიზიკურმა პირმა გააუქმა ჯავშანი და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სასტუმროს პირობებიდან გამომდინარე, გადახდილი თანხის ნაწილი ფიზიკურ პირს დაუბრუნდა, ხოლო ნაწილი დაუკავდა როგორც პირგასამტეხლოს თანხა.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში, სასტუმრო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით დააკორექტიროს თებერვლის თვის ოპერაცია და ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით შეიმციროს საკომპენსაციო თანხაზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხა დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, ამ ნაწილში დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება სასტუმროს არ წარმოეშობა.
მაგალითი 24. შპს „X“ ახორციელებს როგორც დღგ-ის დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის მიწოდებას. შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 3 თებერვალს შპს „X“-მა შპს „Y“ უნდა მიაწოდოს 10 000 ლარის საქონელი, მათ შორის 8 000 ლარის ღირებულების დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი და 2 000 ლარის ღირებულების დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. საქონლის მიწოდებამდე, 2017 წლის 5 იანვარს შპს „Y“-მა შპს „X“-ს წინასწარ ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა – 1 000 ლარი.
შეფასება:
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მიღებული საკომპენსაციო თანხა 2017 წლის იანვრის თვეში დაიბეგრება დღგ-ით, შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი საკომპენსაციო თანხის პროპორციულად, რაც მოცემული მაგალითის მიხედვით შეადგენს მიღებული საკომპენსაციო თანხის 20%-ს.
მაგალითი 25. არარეზიდენტი საწარმო და საქართველოს საწარმო შეთანხმდნენ საქართველოში მომსახურების გაწევის თაობაზე. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს საწარმომ არარეზიდენტ საწარმოს ჩაურიცხა მომსახურების საკომპენსაციო თანხა 10 000 ლარი წინასწარ, მომსახურების გაწევამდე.
შეფასება:
ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს საწარმო ვალდებულია დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგროს არარეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი.
მაგალითი 26. დღგ-ის გადამხდელმა შპს „X“-მა 5 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „Y“-თან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებამდე შპს „Y“ გადაიხდიდა საქონლის ღირებულების 50%-ს – 2 500 ლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ. შპს „Y“-მა შეთანხმებული თანხა შპს „X“-ს გადაუხადა 2017 წლის 20 მაისს. ვინაიდან მხარეების მიერ განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შპს „X“-ის მიერ მიღებულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2 500 ლარი დაბეგრილ იქნა დღგ-ით 2017 წლის მაისის თვეში. 2017 წლის 2 ივნისს შპს „Y“ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. შეთანხებული საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 9 ივნისს. შპს „Y“-ის მიერ მიწოდებულ საქონელზე გადახდილი დღგ ჩათვლილ იქნა ივნისის საანგარიშო პერიოდში.
შეფასება:
ვინაიდან შპს „Y“-ს საქონელი მიღებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, მის მიერ დღგ-ის რეგისტრაციამდე აღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.
შენიშვნა: იმავე წესით შეუძლია მიიღოს გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა მომსახურების მიღების შემთხვევაშიც.
მაგალითი 27. (ამოღებულია - 30.12.2020, №326).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 15.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 13.09.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 22.11.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 მაისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 17.05.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 29.11.2023წ.
მუხლი 482. ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი
1. (ამოღებულია - 28.11.2023, №446).
2. (ამოღებულია - 28.11.2023, №446).
3. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 29.11.2023წ.
მუხლი 483. გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა
თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.
მაგალითი 1. საწარმოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, ამავე მიწის ნაკვეთზე საწარმომ უნდა ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებული ფართების ნაწილს გადასცემს ფიზიკურ პირის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასია 236 000 ლარი.
შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს უძრავი ნივთის მიწოდებას, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის ფართების მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, რაც შეადგენს 200 000 ლარს (236 000 / 1,18).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 15.08.2023წ.
მუხლი 49. ოპერაცია, რომელიც არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას
ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება:
ა) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;
ბ) (ამოღებულია - 30.12.2020, №326). ;
გ) ელექტრონული სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის მომსახურების საფასურის ამოღების მომსახურება;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომპენსაციის/შემოსავლის მიღების მიზნით ქონების ქირით, იჯარით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა, თუ აღნიშნული მომსახურების შედეგად მიღებული თანხა სრულად მიემართება ბიუჯეტში.
ე ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს მიერ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონების განკარგვა ან/და სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა, რომლის შედეგად მიღებული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვ) არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – „ახალციხის ციხის“ მიერ რაბათის ციხის კომპლექსის, როგორც ისტორიული (კულტურული) ძეგლის დაცვის, კომპლექსის პოპულარიზაციის და განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს :
ვ.ა) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ პირებზე გადაცემული ქონების მიზნობრივად გამოყენების და კომუნალური მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;
ვ.ბ) კომპლექსის ტერიტორიის მოვლა-შენახვას, დასუფთავებას, გამწვანებას;
ვ.გ) კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობების მიმდინარე რემონტს, კაპიტალურ რემონტს, რესტავრაციას;
ვ.დ) თანხებისა და სხვა საშუალებების მოზიდვას კომპლექსის გამართული მუშაობისა და განვითარებისათვის;
ვ.ე) კომპლექსის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების (რეკლამა, ბუკლეტები, ტურისტული ცნობარი და სხვ.) მოწყობას;
ვ.ვ) სხვა სახის საქმიანობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის ბრძანება №48 – ვებგვერდი, 15.02.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №227 – ვებგვერდი, 11.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №286 – ვებგვერდი, 30.07.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №323 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება №156 – ვებგვერდი, 18.07.2016წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
თავი XII1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობები და წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 501. დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება
1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.
2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);
ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);
გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;
დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.
3. ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:
ა) ძირითადი საშუალებები;
ბ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობები;
გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:
ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;
ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;
გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
5. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ:
ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია;
ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.
6. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება:
ა) იმ შემთხვევაზე, როდესაც მხარეები ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისთვის არ წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს;
ბ) ფასიანი ქაღალდის და საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის გადაცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აქტივები მიმწოდებლის მიერ გამოიყენება იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;
გ) იმ აქტივების მოწოდებაზე, რომლებსაც მიმწოდებელი ფლობდა მხოლოდ იჯარით (ან სხვა მსგავსი ფორმით) გაცემის ან კაპიტალის ღირებულების გაზრდის მიზნით (საინვესტიციო ქონება);
დ) იურიდიული პირის რეორგანიზაციის ფარგლებში რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის აქტივების გადაცემის შემთხვევებზე;
ე) საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის შემთხვევებზე.
მუხლი 502. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა
1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანად განიხილება საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/ პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, ამხანაგობაში აქტივის შეტანად განიხილება ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.
4. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში შესატან აქტივს შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალური ან არამატერიალური ქონება, აგრეთვე, მომსახურების გაწევა.
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის ფარგლებში აქტივის მიმღებს წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ასეთი საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა განისაზღვრება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 503. აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის
1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება კანონმდებლობით დადგენილი ფორმით განხორციელებული იურიდიულ პირთა რეორგანიზაციის ფარგლებში ამ რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის აქტივის გადაცემა.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, რეორგანიზაციად ითვლება იურიდიული პირის:
ა) გარდაქმნა;
ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);
გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
3. თუ რეორგანიზაციის მხარეებს წარმოადგენენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირები, რეორგანიზაციის ფაქტი დგინდება ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 504. უფლებამონაცვლეობა
1. ამ ინსტრუქციის 501 – 503 მუხლების მიზნებისათვის, პირი, რომელმაც აქტივი მიიღო, განიხილება ამ აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ.
2. უფლებამონაცვლეობის ფარგლებში, აქტივის მიმღებ პირზე გადადის მიმწოდებლის მიერ ამ აქტივებთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებულ დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლება და ვალდებულება, რა დროსაც:
ა) აქტივების გადაცემისას, მიმწოდებელს უნარჩუნდება აქტივებზე ხარჯების გაწევისას (მათ შორის, შეძენისას) გადახდილი/ გადასახდელი დღგ-ის ჩათვლა;
ბ) აქტივების მიმღებთან გადადის დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლითაც უნდა ესარგებლა და რომელიც უნდა შეესრულებინა მიმწოდებელს, ეს აქტივები მიმწოდებლის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო და გამოყენებულიყო იმავე საქმიანობაში, რომელშიც მათ მიმღები იყენებს.
თავი XII2
ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 505. გამოყენებული ტერმინები
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება – საქონელი/მომსახურება, რომლის მიწოდების/გაწევის სანაცვლოდ შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურების სახით მიღებული იქნას ვაუჩერი;
ბ) აგენტი – საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს;
გ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას;
დ) დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია – დასაბეგრი ოპერაციების ერთ-ერთი შემდეგი კატეგორია:
დ.ა) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დღგ-ით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;
დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXV თავის შესაბამისად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით/ჩათვლის უფლების გარეშე არის გათავისუფლებული.
მუხლი 506. ზოგადი დებულებები
1. ვაუჩერი წარმოადგენს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ;
ბ) ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები.
2. ვაუჩერს არ წარმოადგენს:
ა) ინსტრუმენტი, რომელიც პირს აძლევს მის მიერ შესაძენი საქონლის ან/და მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი ანაზღაურების შემცირების (ფასდაკლების) უფლებას;
ბ) ბილეთი, რომელიც პირს აძლევს მგზავრობის, კონკრეტულ ადგილზე შესვლის ან ღონისძიებაზე დასწრების უფლებას;
გ) საფოსტო მარკები;
დ) ელექტრონული გასაღები ან კოდი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომას იძლევა;
ე) ელექტრონული ფული, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები.
3. თუ ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს აგენტი ან სხვისი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, მის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ვაუჩერი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი.
მუხლი 507. ერთჯერადი ვაუჩერი
1. ვაუჩერი ერთჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ იდენტიფიცირებადია, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში ცნობილია დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა/დღგ-საგან გათავისუფლება ხორციელდება დასაბეგრი ოპერაციების იმ კატეგორიისთვის გათვალისწინებული წესით, რა კატეგორიასაც მიეკუთვნება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
4. ერთჯერადი ვაუჩერის თითოეული გადაცემა, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ხორციელდება, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ერთჯერადი ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება/გაწევა.
5. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.
6. თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება ან/და გადაცემა ხორციელდება აგენტის მიერ, ითვლება, რომ ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელდა აგენტის მიერ და, ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ აგენტისთვის.
7. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIII თავით ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული წესით.
8. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ვაუჩერის გადაცემის მომენტში. ამასთანავე, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია ვაუჩერის გადაცემამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ ხორციელდება, მიმწოდებლის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა დღგ-ით იბეგრება ამ ვაუჩერის აგენტის მიერ მესამე პირისთვის გადაცემის მომენტში.
10. ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში, არის ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ მიღებული/ მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე.
11. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებულ შემდეგი სახის დასაბეგრ ოპერაციებზე:
ა) უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა;
ბ) ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები საკომპრესორო სადგურის მეშვეობით ნავთობპროდუქტების, ბიოდიზელისა და ბუნებრივი აირის (მათ შორის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიწოდება.
მუხლი 508. მრავალჯერადი ვაუჩერი
1. ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ არ არის იდენტიფიცირებადი, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში არ არის ცნობილი დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
3. მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემა არ განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. ამასთანავე, მიმწოდებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტობრივი მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
4. მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისას/ მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის/ მომსახურების ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვა
მუხლი 51. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტები
1. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05, დანართი №III-051 და დანართი №III-06- სპეციალური);
ბ) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09);
გ) (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .
2. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილ დოკუმენტებში მხარეთა ხელმოწერების ბეჭდით დამოწმება ხდება მისი არსებობის შემთხვევაში, ამასთან, საქონლის/მომსახურების მყიდველის (მიმღების) მხრიდან ბეჭდის გამოყენება სავალდებულო არ არის.
3. მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის შესაბამის უჯრაში მიეთითება „–“ (ტირე).
31. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .
4. ამ თავის მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომში – სდ) (დანართი №III-071) უთანაბრდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი ნორმები, რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე;
5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სდ-ის) გამოწერა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლებელია გამოიწეროს წერილობითი ფორმით.
6. უცხოელი დასაბეგრი პირებისათვის, ამ თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (მათ შორის, სდ-ში) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი პირის შესაბამის ქვეყანაში მინიჭებული დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. ნავთობპროდუქტების გემზე მიწოდების შემთხვევაში, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომრის გრაფაში მიეთითება აღნიშნული გემის IMO ნომერი.
მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში.
2. (ამოღებულია - 30.12.2020, №326).
3. საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გამოიწერება დანართი №III-051 ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
4. საქონლის მრავალსახეობის დროს, როდესაც საფ-ში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საფ-ის დანართი (დანართი №III-07).
5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 53. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საქონლის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში
1. საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მიწოდების – პირველადი ოპერაციის და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.
2. საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან:
ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“;
ბ) თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი არ წარმოადგენს ამ საქონელზე აქციზის გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“;
გ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების მონაცემთა ჯამები;
დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 უჯრაში მიეთითება:
დ.ა) მომსახურების გაწევის თარიღი, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს არ აღემატება;
დ.ბ) საანგარიშო პერიოდი სიტყვიერად, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს აღემატება;
ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.
3. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .
4. საქონლის მრავალსახეობის დროს საფ-ის დანართში (დანართი №III-07) იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი, ხოლო საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით მიწოდებული საქონლის რაოდენობის (დასახელების) შესახებ.
5. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები იწერება შესაბამისად საფ-ის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში. დანართის ბოლოს უჯრებში იწერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი.
6. საფ-ის და მისი დანართის შევსების თარიღი უნდა იყოს ერთიდაიგივე და ჩანაწერები დასტურდებოდეს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.
7. საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ერთი საფ-ი. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევისა,რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად. ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება.
71. მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ერთი საფ-ი. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევისა, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების მომსახურების მიწოდება განხორციელდა, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად.
8. ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე საფ-ის გამოწერისას, დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონებზე იწერება „ 0“ (ნული).
9. საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
1. დანართი №III-051 ფორმის საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში და კორექტირების შემთხვევაში ცალ-ცალკე.
2. დანართი №III-051 ფორმის საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან:
ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“;
ბ) ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის;
გ) ცხრილის მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე გადახდილი მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი;
დ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4 და მე-5 სვეტების მონაცემთა ჯამები;
ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.
3. კორექტირების შემთხვევაში დანართი №III-051 ფორმის საფ-ის რეკვიზიტები ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, ცხრილის შესაბამის სვეტებში მონაცემები აისახებ ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. სტრიქონზე „სულ“ აისახება მე-4 და მე-5 სვეტებში „კორექტირებამდე“ და „კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა.
4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.
მუხლი 54. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა
1. დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი საქონლის/მომსახურების მყიდველს (მიმღებს) წარედგინება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დანართი №III-06 ფორმის შევსებული საფ-ის პირველი ეგზემპლარი – მიწოდებისთანავე. საფ-ის მეორე ეგზემპლარები რჩება საქონლის/მომსახურების გამყიდველს (მიმწოდებელს).
2. საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
3. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
31. გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ი რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ს საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საფ-ი საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. საფ-ი გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას.
32. ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ი, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში.
4. თუ საგადასახადო ორგანომ დღგ-ის გადამხდელისაგან მოითხოვა იმ საფ-ების წარდგენა, რომლებიც მისგან ამოღებულია საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საფ-ების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საფ-ების ამოღების შესახებ, ხოლო ამოღებული საფ-ების დაბრუნების შემდეგ – მათი დედნები.
5. შეუვსებელი ან შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საფ-ი, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფ-ის გამოწერის და მყიდველისათვის გადაცემის შემდეგ, გამყიდველი დაკარგავს საფ-ის თავის ეგზემპლარს, მას უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დაკარგული საფ-ის მყიდველთან არსებული პირველი ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ხოლო თუ მყიდველმა დაკარგა საფ-ის თავისი (პირველი) ეგზემპლარი, მას შეუძლია წარადგინოს გამყიდველთან არსებული მე-2 ეგზემპლარის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
მუხლი 55. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კორექტირების შემთხვევაში
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების ას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.
2. კორექტირების შემთხვევაში საფ-ის რეკვიზიტები ივსება 53-ე მუხლში მოცემული წესით. ამასთან,
ა) ცხრილის შესაბამის სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რაოდენობის, კომპენსაციის და გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა, აისახება ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. ელექტრონული ფორმის საფ-ში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები;
ბ) სტრიქონზე „ სულ” – ცხრილის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში „ კორექტირებამდე“ და „ კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა;
გ) მე-7 და მე-8 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ კორექტირებას თან ახლდა საქონლის ტრანსპორტირება.
3. კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის მრავალსახეობის დროს, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერისა, გამოიყენება საფ-ის დანართი. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოწერილი საფ-ის წარდგენა მყიდველისათვის ხორციელდება 54-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
თავი XIII1. საგადასახადო დოკუმენტი
მუხლი 561. საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 721 მუხლით გათვალისწინებული და №III-071დანართით დამტკიცებული საგადასახადო დოკუმენტი ივსება ელექტრონულად ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას ან საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას, ტრანპორტირების დაწყებამდე. საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება აგრეთვე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მიწოდების – პირველადი და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე.
2. საგადასახადო დოკუმენტი ივსება შემდეგი წესით:
ა) პირველ სტრიქონში იწერება საგადასახადო დოკუმენტის სერია და სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტის კორექტირებისას;
გ) მე-3 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი, კერძოდ, მიეთითება:
გ.ა) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში ასახული ნავთობპროდუქტების მიწოდება ან/და ტრანსპორტირება;
გ.ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
გ.გ) სხვა საქონლის მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე/მიწოდება ტრანსპორტირებით ან/და მომსახურების გაწევა;
გ.დ) დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის დაბეგვრა (ავანსი);
გ.ე) კორექტირება, როდესაც ადგილი აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებიდან ერთ-ერთს:
გ.ე.ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
გ.ე.ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ.ე.გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
გ.ე.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
შენიშვნა: კორექტირების „გ.ე.ა“ ან „გ.ე.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების არჩევისას არ ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიწოდების საგადასახადო დოკუმენტის კორექტირება.
დ) მე-4 სტრიქონი ივსება მე–3 სტრიქონის (ოპერაციის შინაარსის) შევსების შემდეგ და მიეთითება ოპერაციის ტიპი, კერძოდ:
დ.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას ამ სტრიქონში მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი:
დ.ა.ა) საბითუმო მიწოდება;
დ.ა.ბ) საცალო მიწოდება;
დ.ა.გ) შიდა გადაზიდვა – პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვა ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება) შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება;
დ.ა.დ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება;
დ.ა.ე) ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირება;
დ.ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
დ.გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის არჩევისას, მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი:
დ.გ.ა) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება);
დ.გ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება);
დ.გ.გ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ);
დ.გ.დ) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება):
დ.გ.დ.ა) შიდა გადაზიდვა – საქონლის გადაადგილება ერთი ადგილიდან/ობიექტიდან მეორეზე;
დ.გ.დ.ბ) შიდა გადაზიდვა საკურიერო – საკურიერო მომსახურებისას საქონლის გადაადგილება;
დ.გ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება);
დ.დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას მე-4 სტრიქონი არ ივსება;
დ.ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის არჩევისას „ოპერაციის ტიპი“ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საქონლის უკან დაბრუნებას და გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი და მიეთითება „უკან დაბრუნება დოკუმენტით“;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად) წელი). ამასთან, მომსახურების კალენდარული თვის მანძილზე უწყვეტად, რეგულარულად გაწევისას ან/და თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებების ჯამური მაჩვენებლის არსებობისას – მიეთითება თვის ბოლო რიცხვი;
ვ) მე-6 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/შექმნის თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი);
ზ) მე-7 სტრიქონში მიეთითება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) მე-8 და მე-9 სტრიქონებში იწერება გამყიდველის და მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი. ამასთან, თუ ადგილი აქვს საქონლის შიდა გადაზიდვას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც გადამზიდავი ახდენს ფლობა/განკარგვის უფლებით გადაცემული საქონლის ტრანპორტირებას, ამავე გრაფაში მიეთითება გამგზავნის და მიმღების დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაიო ნომერი/პირადი ნომერი;
ი) მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი);
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ნავთობპროდუქტის გადაცემა ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მე-11 სტრიქონი არ ივსება.
კ) მე-12 სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას და მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი;
ლ) მე-13 სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას და მიეთითება ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონარული ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი. ამ ინსტრუქციის №III-08 დანართის მე-2 სტრიქონზე დასახელებული საქონლის (ნავთობის ბიტუმი) რეალიზაციისას (გადაზიდვისას) ან ნავთობპროდუქტის გადაადგილებისას ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, აღნიშნული გრაფა არ ივსება;
მ) საგადასახადო დოკუმენტის ცხრილი ივსება შემდეგი წესით:
მ.ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის/მომსახურების დასახელება, ამასთან, საქონლის და მომსახურების ერთდროულად მიწოდებისას, ცხრილში მონაცემები მიეთითება ცალ-ცალკე. აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას;
მ.ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი), გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევისა, რომლის დროსაც მიეთითება ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში ასახული ნავთობპროდუქტის სეს ესნ კოდი. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას;
მ.გ) მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევაში, პირველ სტრიქონზე აისახება ზომის ერთეული ლიტრებში, ხოლო მე-2 სტრიქონზე - ზომის ერთეული კგ-ში. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას;
მ.დ) მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის რაოდენობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევის შემთხვევაში, სვეტის პირველ სტრიქონზე მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა ლიტრებში, ხოლო ამავე სვეტის მე-2 სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა კგ-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-4 სვეტის პირველ სტრიქონზე მითითებულია საქონლის რაოდენობა ლიტრებში. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას;
მ.ე) მე-5 სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“, „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას ან/და მომსახურების გაწევისას;
მ.ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის, აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით) ან მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი (ავანსი), თუ თანხის გადახდა დღგ-ის გადამხდელისთვის ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას;
მ.ზ) მე-7 სვეტიდან აირჩევა დღგ-ით დაბეგვრის ერთ-ერთი პირობა:
მ.ზ.ა) დასაბეგრი;
მ.ზ.ბ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული;
მ.ზ.გ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული;
მ.თ) მე-8 სვეტში დღგ-ის გადამხდელის მიერ მიეთითება დღგ-ის თანხა, მე-7 სვეტში „დასაბეგრი“ ოპერაციის არჩევისას. „დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევისას – „0“, ხოლო „ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევის შემთხვევაში დღგ-ის გრაფა არ ივსება. აღნიშნული სვეტი არ ივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ „დ.ა.დ“, „დ.ა.ე“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტების არჩევისას;
მ.ი) მე-9 სვეტში, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, მიეთითება აქციზის თანხა, სხვა შემთხვევაში – აღნიშნული სვეტი არ ივსება;
მ.კ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ნ) მე-14 სტრიქონში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა;
შენიშვნა: მე-14 სტრიქონში ავანსზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის დღგ-ის თანხის გრაფაში მიეთითება ის თანხა, რომელსაც იყენებს პირი საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების მიხედვით დასარიცხი დღგ-ის თანხის გასანაშთად/ შესამცირებლად. ამასთან, ეს თანხა (ჯამურად) არ უნდა აღემატებოდეს ავანსზე გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხას.
ო) მე-15 სტრიქონში მიეთითება საქონლის უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი;
პ) მე-16 სტრიქონში საქონლის ტრანპორტირების შემთხვევაში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);
ჟ) მე-17 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე:
ჟ.ა) საავტომობილო;
ჟ.ბ) სარკინიგზო;
ჟ.გ) საავიაციო;
ჟ.დ) საზღვაო;
ჟ.ე) მილსადენი;
ჟ.ვ) გადამზიდავი საავტომობილო;
ჟ.ზ) სხვა;
რ) მე-18 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;
ს) მე-19 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხევებში, იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარკინიგზო გადაზიდვისას მიეთითება ვაგონის ნომერი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;
ტ) მე-20 სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;
უ) 21-ე სტრიქონში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ.ა“ და „ჟ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;
ფ) 22-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის სახელწოდება ან სახელი და გვარი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი;
ქ) 23-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი;
ღ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ყ) 25-ე სტრიქონი ივსება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კერძოდ:
ყ.ა) იმპორტის შემთხვევაში მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;
ყ.ბ) ნავთობპროდუქტის შეძენისას გამოწერილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნსაფ-ის ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმის საგადასახადო დოკუმენტი (სერია, ნომერი და გამოწერის თარიღი);
ყ.გ) სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა ნსაფ-ის ან ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმის საგადასახადო დოკუმენტის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – შესაბამისი დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, ამ სტრიქონში მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: აღნიშნული სტრიქონის შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების შემთხვევაში.
შ) მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონზე მიეთითება მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის/მომსახურების მიღების დადასტურების თარიღი, სხვა შემთხვევაში (მ.შ. კორექტირებისას) ოპერაციის დადასტურებისას – დასტურის თარიღი;
შენიშვნა: 26-ე სტრიქონი არ ივსება დისტრიბუციისა და შიდა გადაზიდვის შემთხვევებში.
ჩ) 27-ე და 28-ე სტრიქონებში შესაბამისად მიეთითება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების ხელმოწერა.
3. საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას:
ა.ა) თუ მიწოდება ხდება ტრანსპორტირებით, გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიზნით. მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემდეგ, გამომწერი ავსებს მე-16 სტრიქონს (ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს). საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებიდან;
ა.ბ) თუ მიწოდება ხდება ტრანსპორტირების გარეშე, გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიზნით. საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემდეგ;
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ან/და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, საცალო მიწოდებაზე საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას საგადასახადო დოკუმენტი არ საჭიროებს მყიდველის მხრიდან დადასტურებას.
ბ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას:
გ.ა) თუ ადგილი აქვს საქონლის მიწოდებას ტრანსპორტირებით, გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, ხდება მე-16 სტრიქონში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითება, რისი შევსების შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი დასრულებულია ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საქონლის ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება 26-ე სტრიქონის (საქონლის მიღებაზე დასტურის თარიღის) შევსების შემთხვევაში;
გ.ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ, დოკუმენტზე ნომრის მინიჭება ითვლება დოკუმენტის დასრულებად რეალიზაციისა და საქონლის ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (მომსახურების მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურის თარიღის) შევსების შემთხვევაში;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე/თანხის ნაწილზე საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას გამომწერის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ, დოკუმენტზე ნომრის მინიჭება ითვლება დოკუმენტის დასრულებად. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსების შემთხვევაში;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კორექტირების პირობის დადგომისას საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილში აისახება კორექტირების შედეგად მიღებული საბოლოო მონაცემები. საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების შევსების შემდეგ, აღნიშნული გადაეგზავნება მყიდველს, ოპერაციაზე დასტურის მიზნით. საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება მყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტის 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსებისთანავე;
შენიშვნა: კორექტირების პირობა აირჩევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ საქონლის მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურის თარიღის შევსების გარეშე გამყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტი წარდგენილია დღგ-ის დეკლარაციით.
ვ) მიუხედავად ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებებისა, ფიზიკურ პირებზე, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შემთხვევისა, დოკუმენტი გამოწერილად ითვლება გამომწერის მიერ საგადასახადო დოკუმენტის მონაცემების სრულად შევსების შემდეგ დოკუმენტზე ნომრის მინიჭებისთანავე, ხოლო საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას –მე-16 სტრიქონში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებისთანავე. აღნიშნულზე მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის მიღებაზე/ოპერაციის შესრულებაზე დასტური საჭირო არ არის.
4. საგადასახადო დოკუმენტში შეტანილი რეკვიზიტების ცვლილება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) პირის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისა, გამომწერს უფლება აქვს განახორციელოს საგადასახადო დოკუმენტში შეტანილი რეკვიზიტების ცვლილება, გარდა გამოწერის თარიღის, ნომრის, ოპერაციის შინაარსის და ტიპისა;
ბ) (ამოღებულია - 05.02.2019, №31).
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას, გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების გასწორება (გარდა გამოწერის თარიღის, ტიპის და ოპერაციის შინაარსისა) შესაძლებელია მხოლოდ მყიდველის მიერ საგადასახადო დოკუმენტის 26-ე სტრიქონის (ოპერაციაზე დასტურის თარიღი) შევსებამდე.
5. საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია საგადასახადო დოკუმენტის მე-19, მე-20 და 21-ე სტრიქონებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი საქონლის ტრანსპორტირების დასრულებამდე.
6. იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ვალდებულების წარმოშობის პერიოდის შემდგომ გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში დღგ-ის თანხა არ არის მითითებული, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-8 სვეტში მიუთითოს დღგ-ის თანხა.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას:
ა) საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპროდუქტზე და მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას – თითოეულ ვაგონზე);
ბ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის მე-11, მე-13, მე-16, მე-19-23-ე და 25-ე სტრიქონები არ ივსება, მე-10 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-12 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი;
გ) ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ საგადასახადო დოკუმენტი შეივსება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას, გამყიდველი საგადასახადო დოკუმენტის მე-13 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს;
დ) ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება საგადასახადო დოკუმენტი, რომლის ოპერაციის ტიპში (მე-4 სტრიქონი) მიეთითება „შიდა გადაზიდვა“. ამასთან, საგადასახადო დოკუმენტის მე-10, მე-11 და მე-13 სტრიქონები არ ივსება, ხოლო 25-ე სტრიქონში ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის შვიდნიშნა კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის არჩევისას საგადასახადო დოკუმენტის მე-10-მე-13 და მე-14-25-ე სტრიქონები არ ივსება.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ა.გ“ და „დ.გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის (შიდა გადაზიდვა) არჩევისას საგადასახადო დოკუმენტის მე-9 სტრიქონში იწერება მე-8 სტრიქონის მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე) საგადასახადო დოკუმენტის მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტის მე-16-23-ე სტრიქონები არ ივსება.
11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.გ“ ქვეპუნქტის არჩევისას:
ა) დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, აგრეთვე საკუთარ რამდენიმე ობიექტზე ერთი სატრანსპორტო საშუალებით საქონლის გადატანა/გადაადგილებისას (შიდა გადაზიდვისას), საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ერთიან საგადასახადო დოკუმენტს, რომელშიც არ ივსება საგადასახადო დოკუმენტის მხოლოდ მე-9 და მე-11 სტრიქონები, ხოლო საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის;
ბ) დისტრიბუციის წესით გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტით ტრანსპორტირებული საქონლის მყიდველზე/მიმღებზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ავსებს საგადასახადო დოკუმენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის ცხრილში შეიტანება მყიდველისთვის/მიმღებისათვის მისაწოდებელი/მისაღები საქონლის მონაცემებს.
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის უკან დაბრუნებისას, საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება გამყიდველის (საქონლის თავდაპირველად მიმწოდებლის, ვინც იბრუნებს აღნიშნულ საქონელს) მიერ. საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ მე-10 სტრიქონში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-11 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი, საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-4 სვეტში კი უკან დასაბრუნებელი/დაბრუნებული საქონლის ოდენობა. უკან დასაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5-მე-9 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის. ტვირთის ტრანსპორტირების მიზნებისათვის, საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ჩაითვლება გამომწერის მიერ ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითებიდან. ამასთან:
ა) საქონლის უკან დაბრუნებისას საგადასახადო დოკუმენტში ტრანსპორტირების დაწყების თარიღის მითითების შემდეგ გამომწერს (რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი) ან დღგ-ის გადამხდელს, რომლის მიერ საქონლის მიწოდებისას (რომლის უკან დაბრუნებაც წარმოებს) არ გამოწერილა მიწოდების საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, უფლება აქვს დაარედაქტიროს/დაასრულოს აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტი ცხრილის რეკვიზიტების (ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულება, დღგ-ისა და აქციზის თანხები ერთეულის ფასი, საქონლის/მომსახურების ღირებულების, დღგ-ისა და აქციზის თანხები) სრულად მითითების მიზნით. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო დოკუმენტი დასრულებულად ითვლება, მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემდეგ. მყიდველს ოპერაციაზე დასტურის მიცემა შეუძლია მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტში მონაცემების (საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის მე-5–მე-9 სვეტების) შევსების დასრულების შემდეგ;
ბ) დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ საქონლის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობისას, როდესაც საქონლის მიწოდებაზე გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი პერიოდის მიხედვით საქონლის მიწოდებისას გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება კორექტირებას, რომლის დროსაც, თუ უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი, კორექტირების საგადასახადო დოკუმენტის მე-15 სტრიქონზე მიეთითება „უკან დაბრუნების დოკუმენტის“ ნომერი.
შენიშვნა:
1) დღგ-ის გადამხდელ პირს არ წარმოეშობა ტრანსპორტირების მიზნით გამოწერილი უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის დეკლარირების ვალდებულება;
2) თუ ადგილი აქვს მყიდველის მიერ საქონლის გამყიდველთან უკან მიბრუნებას, გამყიდველის მიერ უკან დაბრუნების დოკუმენტის გამოწერის გარეშე, მყიდველი უფლებამოსილია უკან მისაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწეროს საგადასახადო დოკუმენტი, რომლის მე-4 სტრიქონში მიეთითება „შიდა გადაზიდვა“, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ.დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
13. საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:
ა) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას. ამ დროს გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს საგადასახადო დოკუმენტის გამოწერას;
ბ) ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნულ (ექსპორტში მოქცეული) ნავთობპროდუქტებზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევაში;
დ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ე) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ვ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ზ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
თ) (ამოღებულია - 20.07.2023, №280);
ი) შესაბამისი პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში;
კ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში;
ლ) სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;
მ) იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის/მატერიალური საგნის (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა) ტრანსპორტირებისას, რომლის გადაადგილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
14. მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, ერთ თვეში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმის ერთი საგადასახადო დოკუმენტი.
15. დღგ-ის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი. კორექტირების შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტი ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, კორექტირების მიზნით გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის შესაბამის სვეტებში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.
16. საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის/მიმღების მიერ „საქონლის მიღებაზე/ოპერაციაზე დასტურზე“ თანხმობის შემთხვევაში, ხოლო კორექტირების შემთხვევაზე – მყიდველის მიერ ოპერაციაზე დასტურის შემთხვევაში.
17. საგადასახადო დოკუმენტი წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს. აღნიშნულის ელექტრონულად შევსების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
18. საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
19. ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მიმართ შესაბამისად გამოიყენება ამ ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები.
მუხლი 562. საგადასახადო დოკუმენტის წარდგენა
1. დღგ-ის გადამხდელის მიერ ამ ინსტრუქციის დანართი №III-071 ფორმით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
2. არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ საგადასახადო დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება.
3. არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას. მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურის მიცემის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო დოკუმენტის გაუქმებისას, საგადასახადო დოკუმენტი გაუქმებულად ითვლება გაუქმების ოპერაციაზე მყიდველის თანხმობის (დასტურის) შემთხვევაში.
4. ტრანსპორტირებით საქონლის მიწოდებისას, საქონლის მიღებაზე დასტურის შემდეგ საგადასახადო დოკუმენტი არ ექვემდებარება გაუქმებას.
დანართი №III-071 (ერთვის დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №310 - ვებგვერდი, 22.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 ივლისის ბრძანება №280 - ვებგვერდი, 21.07.2023წ.
დანართი №III-072 (ამოღებულია)
მუხლი 563. დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:
ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;
ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);
გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება საგამოძიებო ორგანო(ები)ს მოთხოვნით (მის/მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სწორი და ეფექტიანი რისკის კრიტერიუმების შესამუშავებლად და სამართავად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული პერსონალური მონაცემები (გარდა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემებისა), დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) გადამხდელად რეგისტრირებული პირების შესახებ.
5. ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
6. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად.
თავი XIV. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვა
მუხლი 57. ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევებისა და ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის 91 და 92 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც სანაცვლო ნსაფ-ის გამოწერა ვერ ხერხდება.
2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ-ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა“.
3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო პროცედურის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საქონლის განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“.
(თან ერთვის დანართის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანება № 278 – ვებგვერდი, 23.08.2013წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ.
მუხლი 58. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა
1. ნსაფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
2. ნსაფ-ის ცხრილში მიეთითება:
ა) პირველი სვეტის პირველ სტრიქონზე – საქონლის დასახელება №III-08 დანართის მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, ოქტანური რიცხვით 95-ზე ნაკლები“;
ბ) პირველი სვეტის მე-2 სტრიქონზე – საქონლის ოთხნიშნა კოდი №III-08 დანართის მე-4 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ 0270“;
გ) მე-2 სვეტის პირველ სტრიქონზე – ზომის ერთეული ლიტრებში, ხოლო მე-2 სტრიქონზე – ზომის ერთეული კგ-ში;
დ) მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით ლიტრებში;
ე) მე-3 სვეტის მე-2 სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით კგ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე მითითებულია საქონლის რაოდენობა ლიტრებში;
ვ) მე-4 – მე-6 სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის კომპენსაციის და გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ.
3. ნსაფ-ის მე-10 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმპორტის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში „–“.
4. ნსაფ-ის მე-11 სტრიქონზე მიეთითება ნავთობპროდუქტის შეძენისას გამოწერილი ნსაფ-ის სერია, ნომერი და შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში „–“, ხოლო სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა ნსაფ-ის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – შესაბამისი დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები.
41. ნსაფ-ის მე-10 და მე-11 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების ნსაფ-ის (სერია „აა“) გამოწერის შემთხვევაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, ნსაფ-ის შესაბამისად მე-10 და მე-11 სტრიქონებზე მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. თუ ნავთობპროდუქტის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე მიეთითება „ –“.
7. ნსაფ-ის მე-16 და მე-17 სტრიქონები არ ივსება №III-08 დანართის მე-2 სტრიქონზე დასახელებული საქონლის (ნავთობის ბიტუმი) რეალიზაციისას (გადაზიდვისას).
8. ნსაფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების გასწორება (გარდა გამოწერის თარიღის, საქონლის რაოდენობის, ღირებულების, დღგ-ის ან/და აქციზის თანხის, ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის, ტრანსპორტირების დაწყების ან/და დამთავრების ადგილისა) შესაძლებელია მხოლოდ ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე. შეცდომების გასწორების მიზნით, ნსაფ-ის ყველა ეგზემპლარში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება მიმწოდებლის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.
81. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ნსაფ-ის მე-9 და მე-20 გრაფებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დასრულებამდე (ხოლო მატერიალური ფორმის ნსაფ-ის შემთხვევაში ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში არსებული მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები).
82. იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ტექნიკური მიზეზების გამო ნსაფ-ში ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის მითითება, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული ნსაფ-(ებ)ის მე-5 სვეტში მიუთითოს დღგ-ის თანხა.
9. არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ ნსაფ-ს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება.
91. გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ი რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე ნსაფ-ი საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. ნსაფ-ი გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ-ი ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება მყიდველ (მიმღებ) მხარეს გაუქმების მოთხოვნასთან ერთად.
92. ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ი, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ-ი ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვისას.
93. ამ მუხლის 91 და 92 პუნქტის მიზნებისათვის განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად ვერ გამოიწერება სანაცვლო ნსაფ-ი. ამასთან, ნსაფ-ის გაუქმებისას სანაცვლო ნსაფ-ის ან/და განცხადების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის, თუ ნსაფ-ის გაუქმების საჭიროება დადგა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყებამდე ან/და ნავთობპროდუქტების მიწოდება არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებას.
10. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნსაფ-ის ცხრილის პირველი სვეტის პირველი („საქონლის დასახელება“) და მეორე („საქონლის ოთხნიშნა კოდი“) სტრიქონები, მე-14 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართი“) და მე-15 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი“) შეავსოს მხოლოდ განაცხადში (№III-12 დანართი ან/და №III-13 დანართი) მითითებული მონაცემების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნსაფ-ი ითვლება არასწორად შევსებულად და გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას, მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს ნსაფ-ი (ამ დროს გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს ნსაფ-ის გამოწერას.
12. ნსაფ-ი გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპროდუქტზე და მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას – თითოეულ ვაგონზე). ტრანსპორტირებისას გადამზიდავი ვალდებულია თან იქონიოს მყიდველისათვის წარსადგენი ნსაფ-ის ეგზემპლარი.
13. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი ნსაფ-ი, რომლის მე-16 სტრიქონზე მიეთითება „–“.
14. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე არმყოფი პირისთვის ნავთობპროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, ნსაფ-ის მე-16 სტრიქონზე მიეთითება გადაზიდვის დამთავრების ადგილის მისამართი და იმ სტაციონარული ობიექტის (რეზერვუარის) რეკვიზიტები (მოცულობა), სადაც მოხდება გადაზიდული ტვირთის შენახვა, ხოლო 23-ე სტრიქონზე – მყიდველის (მიმღების) ხელმოწერა და პირადი ნომერი.
15. ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებებზე ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული ნავთობპროდუქტის მიწოდებების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19-22-ე სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-15 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.
151. ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ ნსაფ-ი შეივსება ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას გამყიდველი ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს.
15². ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება ნსაფ-ი სერიით „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისას – „ეშ“, ხოლო კომპიუტერული ნსაფ-ისას – „კაშ“. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 და მე-19-მე-20 სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“); ხოლო მე-11 სტრიქონზე ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ მუხლის მე-15 ან/და 15¹ პუნქტების შესაბამისად და მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.
16. მყიდველის მიერ შეძენილი ნავთობპროდუქტის გამყიდველის სტაციონარულ ობიექტში შენახვის და შემდგომ პერიოდებში გამოყენების (განაშთვის) შემთხვევაში, გამოიწერება ნსაფ-ი ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე და საფ-ი ნავთობპროდუქტის შენახვის მომსახურებაზე. ამასთან, თუ შენახვის მომსახურება საქონლის მიწოდების მიმართ ატარებს დამხმარე ხასიათს და მისი ღირებულება გათვალისწინებულია მიწოდების ფასში, შესაძლებელია ნსაფ-ი გამოიწეროს მხოლოდ ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე.
17. ტრანსპორტირების გარეშე ნსაფ-ით განხორციელებული მიწოდების შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომისას, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება ახალი ნსაფ-ის გამოწერით, რომლის მე-12 სტრიქონზე მიეთითება იმ ნსაფ-ის სერია და ნომერი, რომლის კორექტირებაც ხდება.
18. ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია.
19. (ამოღებულია – 22.10.2015, №339).
მუხლი 59. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა
1. ნსაფ-ის პირველი და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს (მიმღებს), ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარი რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს).
2. ნსაფ-ის მონაცემები აისახება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.
3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).
4. დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) ყველა ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
5. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან შევსებული ნსაფ-ების ამოღების, ან გადასახადის გადამხდელის მიერ ნსაფ-ების (როგორც შევსებულის, ისე შეუვსებლის) დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს 54-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 27.08.2017წ.
ნავთობპროდუქტების სასაქონლო ნაშთები
წარდგენის წელი და თვე ..............................................................................................
დეკლარირების წელი და თვე ......................................................................................
პირველადი ......................................................................................................................
დაზუსტებული ...............................................................................................................
გადასახადის გადამხდელის დასახელება ..................................................................
საიდენტიფიკაციო ნომერი ............................................................................................
ფაქტობრივად დარიცხული ნაშთები
|
საქონლის დასახე-ლება და ოთხნიშნა კოდი |
ზომის ერთე-ული |
ფაქტობრივად ნაშთის ოდენობა საანგარიშო თვის დასაწყისში |
თვის განმავლობაში |
ფაქტობრივად ნაშთი თვის ბოლოსათვის (12=3+4-5-6- 8-10–11) |
|||||||
|
|
|
|
ფაქტობრივად მიღებული და გადამუშავე- ბულის რაოდენობა |
ფაქტობრივად გახარჯული |
|
||||||
|
|
|
|
|
ნსაფ - ის გამოწერით რეალიზე- ბული ნავთობპრო - დუქტების რაოდენობა |
რეალიზებული ნსაფ - ის გარეშე |
გახარ-ჯულია პირადი მოხმარ-ებისა-თვის |
გადამუშა - ვებულის ოდენობა |
|
|||
|
|
|
|
|
|
ფასდათმო ბის გარეშე რეალიზე ბული |
ფასდათმო ბით რეალიზებული |
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
რაოდ ენობა |
თანხა |
რაოდ ენობა |
თანხა |
|
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
|
კგ/ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა --------------- რიცხვი, თვე, წ
(ამოღებულია 10.01.2013წ, №7)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №7 – ვებგვერდი, 10.01.2013წ.
ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობის გადამუშავების შემთხვევაში):
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
|
N
|
საქონლის დასახელება და კოდი
|
საქონლის რაოდენობა
კგ-ში
|
საბაჟო პროცედურის
განხორციელების
საბაჟო
ორგანოს დასახელება
|
ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი
|
ტრანსპორტირე-ბის დამთავრების ადგილის მისამართი
|
დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის
ნომერი
|
შენიშვნა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 61. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების აღრიცხვიანობა
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის (მათ შორის, ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის) რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულ ობიექტს ანიჭებს შვიდნიშნა კოდს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს, მისი მომართვის საფუძველზე, ანიჭებს შვიდნიშნა კოდს, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი, შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე, რა შემთხვევაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს;
ბ) თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ამასთან, პირს არ აქვს საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი და ნავთობპროდუქტი შეძენილი აქვს გამყიდველის საცავში შენახვისა და ტალონების საშუალებით შემდგომი რეალიზაციის პირობით, რა შემთხვევაშიც პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს;
გ) თუ პირი ახორციელებს ამ პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შეძენილი ნავთობპროდუქტის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას/გახარჯვას მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა), აღნიშნული ნავთობპროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემთხვევაში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმული ნავთობპროდუქტისა), საწვავის მიღების ადგილიდან ზემოხსენებული ძირითადი საშუალების მდებარეობის ადგილამდე გადაზიდვისას, თუ პირს არა აქვს აღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი, რა დროსაც იგი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს.
3. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების ცენტრალიზებულ აღრიცხვას ერთიანი ელექტრონული რეესტრის ფორმით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შვიდნიშნა კოდის რეგისტრაციის გარეშე ეკონომიკური საქმიანობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
5. საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურიდან დაუშვებელია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (გათხევადებული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება.
6. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით ექვემდებარება:
ა) საბითუმო მიმწოდებლის საცავი;
ბ) საბაჟო საწყობი;
გ) მწარმოებლის საცავი, საწყობი;
დ) საცალო საცავი;
ე) საბოლოო მომხმარებლის საცავი;
ვ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება;
ზ) ბუნკირების გემი;
თ) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი ნავთობპროდუქტების ტალონებით გადაყიდვა;
ი) ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება.
7. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭებას აგრეთვე ექვემდებარება:
ა) საბაჟო ორგანოს საწყობი;
ბ) „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):
ბ.ა) მე-2 მუხლით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტები, გარდა „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა“ და „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა“;
ბ.ბ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები, გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისა“.
მუხლი 611. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი
1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად;
ა.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით;
ა.გ) ობიექტზე საკუთრების/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო – აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) საბაჟო საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია;
[ ა.ე) ობიექტზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული დოკუმენტი; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ბ.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად;
ბ.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
11. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს საწყობისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია;
ბ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე) შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია.
[ 2 1 . ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;
ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლის საცავზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
3. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, სტაციონარული ობიექტი გადასცეს სარგებლობაში სხვა პირს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამისი სტაციონარული ობიექტის მოსარგებლედ. ამასთან, თუ მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირი ითვლება მესაკუთრედ, მის მიერ სტაციონარული ობიექტის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.
[ 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დოკუმენტს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
5. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცალო საცავზე დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია.
6. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შვიდნიშნა კოდის მინიჭებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია.
მუხლი 612. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება
1. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ იქნა საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ სააღრიცხვო ფორმაში (დანართი №III–14). ამასთან, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის უფლების (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი.
[ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტი. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
3. ცალკეული შვიდნიშნა კოდის აღრიცხვა უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ამასთან, თუ სტაციონარულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, აღნიშნული ობიექტისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება შესაბამისი ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრირებული ყველა პირის რეგისტრაცია.
[ 3 1 . მოსარგებლე პირად რეგისტრაცია უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის ან მოსარგებლე პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება სტაციონარულ ობიექტზე სარგებლობის უფლების გაუქმების (მათ შორის, შეწყვეტის) შესახებ დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლების შეწყვეტის თაობაზე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
4. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც ამავე კოდის მინიჭებისას ასახულია ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ან აღრიცხვის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
სააღრიცხვო ფორმა
ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭების, ასევე ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის მიზნით
1. სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
ობიექტის მისამართი -----------------------------------------------------------------------------
მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება ---------------------------------------
ობიექტის საჯარო რეესტრში, ხოლო ბუნკირების გემის შემთხვევაში – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის
ნომერი ---------------------------------------------------------------------------
საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის ან საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ მოწმობის (გემის პატენტი) ან საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი გემის ბილეთის რეკვიზიტები:
-----------------------------------------------------------------------------------
ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით მოსარგებლე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის საქმიანობის აღწერა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიების (ნებართვების) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა
_________________________________________________________________________________
ობიექტის რეზერვუარების აღწერა (მათი რაოდენობა და ტევადობა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. ობიექტით მოსარგებლის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
|
№
|
მოსარგებლის დასახელება |
მოსარგებლის საიდენტიფიკაციო ნომერი |
შვიდნიშნა კოდი |
ობიექტით სარგებლობის დასაწყისი |
სარგებლობის ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, შენახვის და ა.შ.) დასრულების თარიღი |
შენიშვნა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3. სტაციონარული ობიექტის გარეშე ნავთობპროდუქტის მიწოდების/ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, შვიდნიშნა კოდის მინიჭებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი ----------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
საქმიანობის სახე:
□ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება
□ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილის ტალონებით გადაყიდვა
□ ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება
შვიდნიშნა კოდის მოქმედების ვადა:
საწყისი თარიღი-------------------------------------------------
საბოლოო თარიღი----------------------------------------------
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ------------------------------------
უფლებამოსილი პირი ----------------------------------------------------------------
ხელმოწერა --------------------------------
თარიღი---------------------------------
(ჟურნალის გარეკანი)
ნავთობპოდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების
ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი
საბითუმო მიმწოდებლის დასახელება –––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო ნომერი –– –– –– –– –– –– –– –– ––
ობიექტის მისამართი ––––––––––– სარეგისტრაციო ნომერი –– –– –– –– ––
მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება -------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
სარეგისტრაციო ნომერი –– –– –– –– ––
ნავთობპროდუქტის დასახელება ––––––––––– კოდი –– –– –– ––
(ჟურნალის გვერდი)
„––––––––––––––––„ 201. წელი
(თვე)
|
№ |
თარიღი |
ნაშთი ნავთობპრო დუქტის გაცემ ა მდე (მიღებამდე) |
მიმღები (მომწოდე ბელი) |
მიმღები (მიმწოდებელი) ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი |
ნსაფ-ის სერია და ნომერი (იმპორტის შემთხვევაში სდ) |
გაცემული რაოდენობა |
მიღებული რაოდენობა |
ნაშთი ნავთობპრო დუქტის გაცემის (მიღების) შემდეგ |
შენიშვნა
|
||||
|
|
კგ |
ლიტრი |
|
|
|
კგ |
ლიტრი |
კგ |
ლიტრი |
კგ |
ლიტრი |
|
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
13 |
14 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საწარმოს ხელმძღვანელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №225 – ვებგვერდი, 29.07.2014წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 621. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 622. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 623. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 624. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 მაისის ბრძანება №167 – ვებგვერდი, 22.05.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 625. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 626. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 – ვებგვერდი, 29.09.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
მუხლი 627. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №III1-1 (ამოღებულია)
დანართი №III1-2 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
დანართი №III1-3 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
დანართი №III1-4 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №330 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.
დანართი №III-18 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №330 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
მუხლი 641. ამ თავის რეგულირების სფერო
წინამდებარე თავით რეგულირდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი დღგ-ით დაბეგვრის საკითხები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
მუხლი 642. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლ(ებ)ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს ამ მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის/მათ დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე (იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით);
ბ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა.
გ) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი;
დ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;
ე) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი, რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 252 მუხლის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად);
გ) საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – მომდევნო კალენდარული წლის პირველ მაისამდე პერიოდზე) ბოლო თვის (მომდევნო კალენდარული წლის აპრილის) ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება.
|
№ |
საანგარიშო თვე |
საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელ.ენერგია კვტ/სთ |
საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელ.ენერგია კვტ/სთ |
სალდო კვტ/სთ |
წინა თვეში კრედიტის სახით ასახული კვტ/სთ |
სალდო წინა თვის კრედიტის გათვალისწინებით |
ფაქტობრივი დარიცხვა კვტ/სთ |
|
1 |
მაისი |
50 |
260 |
-210 |
0 |
-210 |
210 |
|
2 |
ივნისი |
80 |
130 |
-50 |
0 |
-50 |
50 |
|
3 |
ივლისი |
90 |
70 |
+20 |
0 |
+20 |
0 |
|
4 |
აგვისტო |
130 |
240 |
-110 |
+20 |
-90 |
90 |
|
5 |
სექტემბერი |
140 |
105 |
+35 |
0 |
+35 |
0 |
|
6 |
ოქტომბერი |
90 |
65 |
+25 |
+35 |
+60 |
0 |
|
7 |
ნოემბერი |
80 |
170 |
-90 |
+60 |
-30 |
30 |
|
8 |
დეკემბერი |
200 |
180 |
+20 |
0 |
+20 |
0 |
|
9 |
იანვარი |
220 |
290 |
-70 |
+20 |
-50 |
50 |
|
10 |
თებერვალი |
165 |
195 |
-30 |
0 |
-30 |
30 |
|
11 |
მარტი |
140 |
90 |
+50 |
0 |
+50 |
0 |
|
12 |
აპრილი |
160 |
170 |
-10 |
+50 |
+40 |
0 |
|
წლის ჯამური მონაცემი |
1545 |
1965 |
|
|
40 |
460 |
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №303 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 17 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 20.01.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 65. საგადასახადო აგენტის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ანგარიშგების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესი
1. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) ამ ინსტრუქციის №III-19 დანართის ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს პირი (საგადასახადო აგენტი), რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, კერძოდ:
ა) საგადასახადო აგენტი, რომლისთვისაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა იმ დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში;
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო აგენტად ითვლება ნებისმიერი დასაბეგრი პირი, რომელიც დაფუძნებულია ან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა.
ბ) კრედიტორი (დასაბეგრი პირი), რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი) საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) დასაბეგრი პირი, რომელიც საბაჟო საწყობში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1641 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილ უცხოურ საქონელს აქცევს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან;
დ) დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1641 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსაგან შეძენილ უცხოურ საქონელს აქცევს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან;
2. საგადასახადო აგენტი ვალდებულია:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დაარიცხოს დღგ:
ა.ა) მიღებული მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე, მომსახურების მიღების მომენტში, ხოლო თუ თანხის გადახდა წინ უსწრებს მომსახურების მიღებას – თანხის გადახდის მომენტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად;
ა.ბ) თუ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ხორციელდება საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა (ბარტერი) – ამ საქონლის ან/და მომსახურების საბაზრო ფასზე, მომსახურების მიღების მომენტში;
ა.გ) თუ მიღებული მომსახურების სანაცვლოდ ხორციელდება ნაწილობრივ თანხის ანაზღაურება და ნაწილობრივ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის და გადახდილი/გადასახდელი თანხის ჯამზე მომსახურების მიღების მომენტში.
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე. ამ შემთხვევაში, დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ საგადასახადო აგენტს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) საბაჟო საწყობში ან თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე, თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-სგან გათავისუფლებული;
გ.ბ) საბაჟო საწყობში ან თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე, თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება.
3. საგადასახადო აგენტი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად ან რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება, ვალდებულია, უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხა ასახოს უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/წარსადგენ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში.
4. საგადასახადო აგენტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ვალდებულია, უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა:
ა) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება (შემდგომში – გაანგარიშება) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს №III-19 დანართით გათვალისწინებული ფორმით;
ბ) ბიუჯეტში გადაიხადოს გაანგარიშებაში მითითებული დღგ-ის თანხა.
მუხლი 66. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის თანხის აღრიცხვა
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხების საგადასახადო ვალდებულება აღირიცხება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
თავი XVI1
ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 661. ზოგადი დებულებები
1. ეს თავი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.
2. დღგ-ით ამ თავის შესაბამისად იბეგრება:
ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია;
ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ბ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი;
გ) დღგ-ით არ იბეგრება:
გ.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება
გ.ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
გ.გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება;
გ.დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციაც ხდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ბ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი;
გ) დღგ-ით არ იბეგრება (გარდა სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის (მიწოდების) შემთხვევისა):
გ.ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება;
გ.დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.
5. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება პირი, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქონლის რეალიზაციას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით კრედიტორი თავად ახორციელებს მოვალის/მესამე პირის საქონლის (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის) რეალიზაციას (მიწოდებას), ამ ოპერაციაზე რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირად ითვლება კრედიტორი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას;
ბ) საქონლის რეალიზაციის (მიწოდების) დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე – 172-ე მუხლების, ასევე, ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებას.
7. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის რეალიზაციად.
მუხლი 662. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა
1. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის (მიწოდების) განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს:
ა.ა) მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ;
ა.ბ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციას საგადასახადო ორგანოს მიერ;
ბ) სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
ბ.ა) გირავნობის საგნის რეალიზაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ბ.ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ბ.გ) ქონების რეალიზაცია – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციისას (მიწოდებისას), თუ აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით.
2. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას.
3. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) დაადგინოს:
ა.ა) ექვემდებარება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას;
ა.ბ) არის თუ არა პირი (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრე) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, თუ ხორციელდება ფიზიკური პირის ქონების მიწოდება;
ბ) არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა უზრუნველყოს:
ბ.ა) პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა;
ბ.ბ) ინფორმაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში, ამ ინსტრუქციის №III-191 დანართის შესაბამისად.
4. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ან „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეალიზაციისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ითვლება სერტიფიკატის ან განკარგულების გამოცემის მომენტი.
6. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ თავით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
7. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას (მიწოდებისას):
ა) საქონლის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც არ არის სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრე;
ბ) ეს ოპერაცია არ იბეგრება ამ თავის შესაბამისად, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრეა.
8. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება.
მუხლი 663. ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ-ის დარიცხვა და ჩათვლა
1. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის 662 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია.
2. ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბეგრ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობა (სარეალიზაციო ფასი). ჩათვლის დოკუმენტში დღგ-ის თანხის ოდენობა უნდა მიეთითოს ცალკე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტებია:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;
ბ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;
გ) „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის შესაბამისად, მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და რომლითაც შესაძლებელია ამ ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს რეალიზებული საქონლის ჩამონათვალსა და ღირებულებას.
ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები
ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების ან ანტიკვარიატის სახეები განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 97-ე ჯგუფით. კერძოდ:
1. ხელოვნების ნიმუშებია:
სეს ესნ-ის 9701 სასაქონლო პოზიციაში მითითებული სურათები, ნახატები და პასტელები, მთლიანად ხელით შესრულებული, 4906 სასაქონლო პოზიციაში მითითებული ნახატებისა და სხვა ხელით დახატული ან დეკორირებული მზა ნაწარმის გარდა; კოლაჟები და ანალოგიური დეკორატიული გამოსახულებები:
სეს ესნ-ის 9702 10 000 00 და 9702 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული გრავიურების, ესტამპების და ლითოგრაფიების დედნები;
სეს ესნ-ის 9703 10 000 00 და 9703 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან;
სეს ესნ-ის 9704 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მითითებული საფოსტო მარკები ან სახელმწიფო ბაჟის მარკები, განაღდებული საფოსტო ანაზღაურების ნიშნები, მათ შორის პირველი დღის განაღდების, საფოსტო საკანცელარიო საკუთნოები (გერბიანი ქაღალდი) და ანალოგიური საგნები, გამოყენებული, ან გამოუყენებელი, გარდა 4907 სასაქონლო პოზიციის საქონლისა.
2. საკოლექციო ნივთებია სეს ესნ-ის 9705 10 000 00, 9705 21 000 00, 9705 22 000 00, 9705 29 000 00, 9705 31 000 00 და 9705 39 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული კოლექციები და საკოლექციო ნივთები ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მინერალოგიაში, ანატომიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში ან ნუმიზმატიკაში.
შენიშვნა: საკოლექციოდ განიხილება ნივთი, რომელიც:
ა) ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მქონეა;
ბ) შედარებით იშვიათია;
გ) თავისი პირველადი გამოყენებისთვის, როგორც წესი, გამოუსადეგარია;
დ) თავისუფალი ვაჭრობის მიღმა წარმოადგენს სპეციალური გარიგების საგანს;
ე) როგორც წესი, გააჩნია მაღალი ღირებულება.
3. ანტიკვარიატია 9706 10 000 00 და 9706 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული 100 წელზე მეტი ხნის წინათ შექმნილი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული ნივთები.
|
N
|
მონაცემების შეტანის თარიღი
|
დასაბეგრი დილერის დასახელება
|
საიდენტიფიკაციო
ნომერი
|
რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი
|
რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის თარიღი
|
შენიშვნა
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ინფორმაციის სახე:
პირველადი
შესწორებული
|
|
საანგარიშო პერიოდი --------------------------- წელი
(თვე)
|
|
|
|
|
|
ინფორმაცია შედგენილია
|
|
|
|
ფურცელზე
|
|
თანდართული დოკუმენტები
|
|
|
|
გვერდი
|
|
ინფორმაცია წარდგენილია: ფოსტით
|
|
|
პირადად
|
|
ელექტრონულად
|
|
|
ინფორმაცია შედგენილია
|
|
|
|
ფურცელზე
|
თანდართული დოკუმენტები
|
|
|
|
ფურცელზე
|
|
წარდგენის თარიღი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რეგისტრაციის ნომერი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
№
|
დასაბეგრი ოპერაციები
|
მოგების მარჟა
(სვ.4-სვ.3)
|
დღგ-ს თანხა
(სვ.4 - სვ.3) : 1,18
x 0,18)
|
|
|
საქონლის შესყიდვის ფასი
|
საქონლის მიწოდების ფასი
|
|||
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|
1
|
საანგარიშო პერიოდში მიწოდებული მეორადი ნივთები:
|
|
|
|
|
2
|
საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ხელოვნების ნიმუშები:
|
|
|
|
|
3
|
საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საკოლექციო ნივთები:
|
|
|
|
|
4
|
საანგარიშო პერიოდში მიწოდებული ანტიკვარიატი:
|
|
|
|
|
5
|
სულ დარიცხული დღგ (სტ.1 + სტ.2+ სტ.3+ სტ.4)
|
|
||
თავი XVI2
სპეციალური სქემები
მუხლი 664. მეორადი ნივთის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდების შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესი
1. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების/სქემით სარგებლობის მსურველი დასაბეგრი დილერი, ანუ პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, ვალდებულია, დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებამდე, მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის №III-192 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.
2. ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №III-193 დანართით.
3. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური ამ ინსტრუქციის №III-194 დანართით გათვალისწინებული ფორმით.
4. დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრ დილერს უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით ამ ინსტრუქციის №III-195 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის:
ა) დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის დადებითი სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის;
ბ) დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი;
გ) დასაბეგრი დილერის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მოგების მარჟის ოდენობის 1,18-ზე გაყოფით, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 0,18-ზე გამრავლებით;
დ) დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით.
ე) დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება.
ვ) დასაბეგრი დილერის მიერ სპეციალური სქემით სარგებლობის ფარგლებში საქონლის მიწოდების შემთხვევაში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის გამოყოფა არ ხდება.
6. დასაბეგრი დილერი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეტანის თვიდან დაწყებული, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, საანგარიშო პერიოდის (თვის) მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, საგადასახდო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომში – ინფორმაცია) დანართი №III-196 ფორმით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციის განუყოფელ ნაწილს და ამ ინფორმაციაში ასახული დღგ-ის თანხა შეიტანება დღგ-ის დეკლარაციის შესაბამის დანართში.
თავი XVI3. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი
მუხლი 665. ცალკეული შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით
თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილების მიხედვით, ტურისტული მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, აღნიშნული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად.
მუხლი 666. უძრავ ;ნივთთან დაკავშირებული მომსახურება
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-4 ნაწილის მიზნისთვის, უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება მოიცავს მომსახურების მხოლოდ ისეთ სახეებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ უძრავ ნივთთან. მომსახურება უძრავ ნივთთან უშუალოდ დაკავშირებულად ჩაითვლება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მომსახურება გამომდინარეობს უძრავი ნივთიდან, რომელიც წარმოადგენს მომსახურების შემადგენელ განუყოფელ ელემენტს. ამასთანავე, აღნიშნული მომსახურების გაწევა შეუძლებელია უძრავი ნივთის გარეშე;
ბ) თუ მომსახურება გაწეულია უძრავ ნივთთან მიმართებით, მათ შორის, თუ იგი მიზნად ისახავს უძრავი ნივთის ნებისმიერი სახის ფიზიკურ ცვლილებას ან სამართლებრივი სტატუსის რაიმე ფორმით ცვლილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებას:
ა) სამშენებლო სამუშაოების მომზადების მომსახურება, კერძოდ, კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან შენობა-ნაგებობის ნაწილის პროექტის შედგენა, მიუხედავად იმისა, ეს შენობა-ნაგებობა აშენდება თუ არა;
ბ) უძრავი ნივთის ადგილზე ზედამხედველობის ან დაცვის მომსახურება, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების კოორდინაცია ან/და სამშენებლო მოედანზე კონტროლის განხორციელება;
გ) მიწის ნაკვეთზე შენობის მშენებლობა, ასევე, შენობაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება;
დ) მიწის ნაკვეთზე ნაგებობის მშენებლობა, ასევე, გაზის, წყლის, წყალარინების და სხვა მსგავსი მილსადენის სისტემის სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოები;
ე) მიწის სამუშაოები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მომსახურება, როგორიცაა ნიადაგის დამუშავება, თესვა, მორწყვა, სასუქით დამუშავება;
ვ) უძრავი ნივთის ექსპერტის მომსახურება, კერძოდ:
ვ.ა) უძრავი ნივთის რისკის, სიმყარის, უსაფრთხოების კვლევა და შეფასება;
ვ.ბ) უძრავი ნივთის შეფასება, მათ შორის, სადაზღვევო მიზნებისთვის, სესხის/ კრედიტის უზრუნველყოფის მიზნებისათვის ქონების ღირებულების დასადგენად ან დავის ფარგლებში რისკებისა და ზიანის შეფასებისათვის;
ზ) უძრავი ნივთის გაქირავება, იჯარით ან სხვა მსგავსი ფორმით გაცემა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მათ შორის, საქონლის შენახვა, თუ უძრავი ნივთის (სათავსის, საწყობის) განსაზღვრული ნაწილი განკუთვნილია მომხმარებლის ექსკლუზიური სარგებლობისათვის;
თ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასტუმრო ან ანალოგიური ფუნქციის მქონე სექტორებში, როგორიცაა დასასვენებელი ბანაკები, საკარვე ადგილები და საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ნივთით სარგებლობის სხვა უფლების გადაცემა;
ი) ამ პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებული უფლებების დათმობა ან გადაცემა, მათ შორის, უძრავი ნივთით ან მისი ნაწილით სარგებლობის ისეთი უფლების გადაცემა, როგორიცაა თევზაობისა და ნადირობის უფლების მინიჭება, აეროპორტის მოსაცდელში დაშვება ან იმ ინფრასტრუქტურის (როგორიცაა, ხიდი ან გვირაბი) გამოყენების უფლების მინიჭება, რისთვისაც გათვალისწინებულია გადასახდელი;
კ) შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის ტექნიკური მომსახურება, განახლება და რემონტი, მათ შორის, ისეთი სამუშაოები, როგორიცაა დასუფთავება, მოპირკეთება, მოფილაქნება, გადახურვა და სხვა მსგავსი სამუშაოები;
ლ) ისეთი ნაგებობის, როგორიცაა გაზის, წყლის, წყალარინების და სხვა მსგავსი მილსადენის სისტემის ტექნიკური მომსახურება, განახლება და რემონტი;
მ) იმ მანქანა-დანადგარის ან აღჭურვილობის მონტაჟი ან აწყობა, რომელიც მონტაჟის ან აწყობის შემდეგ უძრავ ნივთად კვალიფიცირდება;
ნ) უძრავ ნივთად კვალიფიცირებული მანქანა-დანადგარების ან აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება, რემონტი, ინსპექტირება და ზედამხედველობა;
ო) უძრავი ნივთის აგენტის მომსახურება, კერძოდ:
ო.ა) უძრავი ნივთის მართვა, რაც გულისხმობს ნივთის მესაკუთრის ან მისი სახელით მოქმედი პირის მიერ კომერციული, სამრეწველო ან საცხოვრებელი დანიშნულების მქონე უძრავი ნივთის მართვას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციების მართვისა;
ო.ბ) შუამავლობა უძრავი ნივთის მიწოდების, გაქირავების, იჯარით ან სხვა მსგავსი ფორმით გაცემის ოპერაციებში, ასევე, უძრავ ნივთზე კონკრეტული უფლების ან სანივთო უფლების წარმოშობაში ან გადაცემაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუამავლობისა;
პ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემასთან, უძრავ ნივთზე კონკრეტული უფლების ან სანივთო უფლების წარმოშობასთან ან გადაცემასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება, როგორიცაა სანოტარო მომსახურება, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის მომსახურება, იმ შემთხვევაშიც, თუ არ შედგა ძირითადი გარიგება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ მოიცავს:
ა) შენობა-ნაგებობის ან შენობა-ნაგებობის ნაწილის პროექტის შედგენას, თუ იგი არ არის განკუთვნილი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის;
ბ) საქონლის შენახვას, თუ უძრავი ნივთის (სათავსის, საწყობის) განსაზღვრული ნაწილი არ არის განკუთვნილი მომხმარებლის ექსკლუზიური სარგებლობისათვის;
გ) სარეკლამო მომსახურებას, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მოიცავს უძრავი ნივთის გამოყენებას;
დ) საცხოვრებლით უზრუნველყოფაში შუამავლობას სასტუმრო ან ანალოგიური ფუნქციის მქონე სექტორებში, როგორიცაა დასასვენებელი ბანაკები, საკარვე ადგილები, თუ შუამავლობა გაიწევა სხვა პირის სახელით და დავალებით;
ე) ბაზრობაზე ან გამოფენაზე ადგილით უზრუნველყოფას, სხვა დაკავშირებულ ისეთ მომსახურებასთან ერთად, რომელიც ექსპონენტს ნივთების დემონსტრირების საშუალებას აძლევს, როგორიცაა სტენდის დიზაინი, ნივთების ტრანსპორტირება და შენახვა, დანადგარებით და ელექტროგაყვანილობით უზრუნველყოფა, დაზღვევა და რეკლამა;
ვ) იმ მანქანა-დანადგარის ან აღჭურვილობის მონტაჟს ან აწყობას, ტექნიკურ მომსახურებას, რემონტს, ინსპექტირებას ან ზედამხედველობას, რომელიც არ არის უძრავი ნივთი ან მონტაჟის/აწყობის შემდეგ უძრავი ნივთად არ დაკვალიფიცირდება;
ზ) უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციების მართვას;
თ) იურიდიულ მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, რომელიც ხელშეკრულებებს უკავშირდება, მათ შორის, რეკომენდაციები უძრავი ნივთის გადაცემის ხელშეკრულების პირობებთან, ან ასეთი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფასთან, ან ასეთი ხელშეკრულების არსებობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუ ეს მომსახურება უშუალოდ არ უკავშირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-4 ნაწილის მიზნისთვის, თუ აღჭურვილობა მომხმარებლის განკარგულებაში გადაიცემა უძრავ ნივთზე სამუშაოების შესრულების მიზნით, ასეთი ოპერაცია უძრავ ნივთთან დაკავშირებულ მომსახურებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას ამ სამუშაოს შესრულებაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნისთვის, მიმწოდებელი, რომელიც სამუშაოს შესრულების მიზნით მომხმარებელს უზრუნველყოფს აღჭურვილობით და ამ აღჭურვილობის ექსპლუატაციისთვის საჭირო პერსონალით, ითვლება, რომ იღებს პასუხისმგებლობას ამ სამუშაოს შესრულებაზე. მოცემული პრეზუმფცია არ მოქმედებს, თუ კონკრეტული ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებებით საწინააღმდეგო მტკიცდება.
6. საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ სასტუმრო ან ანალოგიური ფუნქციის მქონე სექტორებში (როგორიცაა დასასვენებელი ბანაკები, საკარვე ადგილები) განთავსების მომსახურებასთან ერთად გაწეული ტელესაკომუნიკაციო, სამაუწყებლო ან ელექტრონულად გაწეული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს აღნიშნული უძრავი ნივთი.
თავი XVII. დღგ-ისგან გათავისუფლება
მუხლი 67. დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების დაბეგვრის უფლების გამოყენება
1. დასაბეგრი პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის უფლების გამოყენების მიზნით, მიმართავს საგადასახადო ორგანოს №III-20 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება დასაბეგრ პირს შეუძლია საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგი საანგარიშო პერიოდის პირველი რიცხვიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
ა) საგადასახადო ორგანო ვალდებულია დასაბეგრი პირი გაატაროს რეგისტრაციაში;
ბ) დასაბეგრი პირი ვალდებულია დღგ-ით დაბეგროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციები, რომლებიც ამ დასაბეგრი პირისათვის აღარ ჩაითვლება დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულად.
დანართი №III-20
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
1. უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობა) ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი წარმომადგენელი ითხოვს საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებას, სავალდებულოა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
2. უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, აღნიშნული ინფორმაცია და დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების შეძენის ფაქტი დაადასტუროს საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე ხელმოწერით და დაუბრუნოს იგი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს. ამასთან, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში მიეთითება „ –“.
შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული „ანგარიშ-ქვითარი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.
3. დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურების მიუხედავად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილ იქნა დღგ (18%), მათ უფლება აქვთ დაიბრუნონ დღგ, მიუხედავად დასაბეგრი ოპერაციის (ოპერაციების) მიხედვით დღგ-ის თანხის ოდენობისა.
5. საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მიზნით, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინონ „განაცხადი გადახდილი დღგ-ის დაბრუნების თაობაზე“ №III-21 დანართის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა/ანგარიშფაქტურები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ებ)ის შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარ(ებ)ი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ასლი.
6. დიპლომატიური წარმომადგენლობის ადგილმდებარეობის მიხედვით განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელები ს (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა.
61. დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
62. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დაბრუნებული დღგ-ის თანხის შესახებ მონაცემები აისახება მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
7. დიპლომატიურ წარმომადგენლობას უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ წარმომადგენლობის წევრების მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი.
8. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს უფლება აქვს წარადგინოს განაცხადი, რომელშიც აგრეთვე ასახული იქნება ამ პირის ოჯახის სხვა წევრთა მიერ პირადი სარგებლობისათვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.
9. განაცხადი ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განაცხადის ინგლისურ ენაზე შევსების შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10. საგადასახადო ორგანო განიხილავს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
11. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
13. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანება №203 – ვებგვერდი, 12.04.2011წ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 69. (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №335 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №417 – ვებგვერდი, 18.12.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 70. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №427 – ვებგვერდი, 09.10.2012წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 72. დღგ-ის ჩათვლის მიღების წესი
1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
დ) უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული დღგ.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენაზე ან შექმნაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:
ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის;
ბ) დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;
გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციებისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაფუძნებული, ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში, ამ ინსტრუქციის 504 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში;
გ) სოციალური მიზნით ან გასართობი ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებულ დღგ-ის თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგ-ით (ამ პირის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს);
დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი. თუ დღგ-ის ჩათვლა განხორციელდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება, არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);
ვ) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.
მუხლი 73. დღგ-ის პროპორციული ჩათვლის მიღების წესი
1. თუ საქონელს ან მომსახურებას დასაბეგრი პირი იყენებს როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
2. დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც:
ა) მრიცხველი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას;
ბ) მნიშვნელი არის დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.
3. დღგ-ის ჩათვლას დაქვემდებარებული პროპორციული წილის გამოთვლისას, არ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა რომელიც უკავშირდება:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებას;
ბ) უძრავ ნივთთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს ოპერაციები არ არის დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობა.
4. საანგარიშო პერიოდის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება:
ა) წინა საგადასახადო წელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში;
ბ) ყოველ საანგარიშო პერიოდში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაფიქსირებული თვის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში, წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თუ წინა საგადასახადო წლის შესაბამისი წლიური პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირებული არ არის.
5. თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად, როგორც ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის/მომსახურების მიწოდებათა ჯამური თანხა, დღგ-ს გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) უძრავ ნივთზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების დაწყების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
7. დასაბეგრ პირს უფლება აქვს, სრულად ჩაითვალოს დღგ, თუ მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. ამასთან:
ა) თუ კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში ამ პუნქტის შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) თუ ცალკეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, არ არის საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლები, ხოლო კალენდარული წლის მიხედვით გაუმიჯნავ ოპერაციებში, ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია, დასაბეგრი პირი უფლებამოსილია მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში დამატებით ჩაითვალოს ამ პუნქტის მიხედვით ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა.
8. დასაბეგრი პირის მიერ, საკუთარი წარმოების შენობის/ ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ან/და მის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, აღნიშნული წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციებს, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ ფარგლებში, როგორც ის გავრცელდებოდა შესაბამისად, შენობის/ნაგებობის ან სარემონტო მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულ წლიური ბრუნვის თანხაში:
ა) ასევე შეიტანება შესაბამისი წლის საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მიღებული ანაზღაურება/ანაზღაურების ნაწილი, თუ შესაბამისი ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დროს;
ბ) არ გაითვალისწინება ის ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის დრო არ არის შესაბამისი წლის საანგარიშო პერიოდებში.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტი, XVIII თავის მიზნებისათვის განიხილება ძირითად საშუალებად და მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.
მუხლი 731. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/ გასაუქმებელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს, ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი/გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება საგადასახადო წლების მიხედვით, ამ ძირითადი საშუალებების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წლებიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ (რეგისტრაციის საგადასახადო წლის ჩათვლით) დარჩენილი წლების მიხედვით, დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად, კერძოდ:
ა) დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ამ ინსტრუქციის 73-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად როგორც ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ისე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია;
ბ) დასაბეგრ პირს უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს დეკემბრის საანგარიშო პერიოდისა სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად მხოლოდ ისეთ ოპერაციებში, რომლებზეც გააჩნია ჩათვლის მიღების უფლება.
21. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 1 იანვრამდე და რეგისტრაციის თარიღამდე ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე ვერ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, უფლება აქვს 2021 წლიდან ჩათვლისთვის განსაზღვრული დარჩენილი წლების პროპორციულად განსაზღვრული დღგ-ის თანხა ჩაითვალოს ყოველი წლის ბოლოს დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების პროპორციულად.
3. დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებისას ან/და დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ამ ძირითადი საშუალების საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში:
ა) თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ან დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა რეგისტრაციის გაუქმება ან ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს აქვს ჩათვლის უფლება;
ბ) თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ან დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა რეგისტრაციის გაუქმება ან ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება.
4. დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმებისას ან დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ამ ძირითადი საშუალების საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში თუ აღნიშნული ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (იბეგრება დღგ-ით), დასაბეგრ პირს უფლება აქვს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდში:
ა) სრულად ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ, თუ გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით ამ სახის ძირითადი საშუალებისათვის განსაზღვრული ვადა;
ბ) ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ნაწილი გასული წლების პროპორციულად, თუ გასული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით ამ სახის ძირითადი საშუალებისათვის განსაზღვრული ვადა.
5. თუ დასაბეგრი პირის მიერ ძირითადი საშუალების მიწოდება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ითვლება, რომ მიწოდებული აქტივები სრულად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რა დროსაც:
ა) თუ მიწოდების ოპერაცია იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლებით, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით, როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს აქვს ჩათვლის უფლება;
ბ) თუ მიწოდების ოპერაცია არ იბეგრება დღგ-ით ან გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე, ითვლება რომ დარჩენილ პერიოდზე (იმ წლის ჩათვლით როდესაც განხორციელდა მიწოდება) აღნიშნული ძირითადი საშუალება მთლიანად გამოყენებულია ოპერაციებში, რომლებზეც დასაბეგრ პირს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება.
მუხლი 732. ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;
გ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების დასაბეგრ ოპერაციად განხილვის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;
დ) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, როდესაც ნაშთად არსებული ძირითადი საშუალებები განიხილება დასაბეგრ ოპერაციად, ამ ძირითად საშუალებებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა.
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეორე და შემდგომ წლებში შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის „ბ“ დანართის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში იმ საქონლის გამოყენებისას, რომელზეც დღგ გადახდილია/გადასახდელია საქონლის იმპორტისას – იმპორტის დეკლარაცია;
ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ დღგ-ის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 733. დღგ-ის თანხის კორექტირება
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
5. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.
6. დღგ-ით დასაბეგრი თანხა ასევე კორექტირდება მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, როდესაც დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის ხარჯები, ამასთან, მიწოდების საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან სამი საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდეგ დაბრუნებადი საქონელი/ტარა არ იქნა დაბრუნებული. ამ შემთხვევაში, მეოთხე საანგარიშო პერიოდში დგება დასაბეგრი თანხის კორექტირების გარემოება და დამატებით დაბეგვრას ექვემდებარება აღნიშნულ საქონელზე/ტარაზე გაწეული ხარჯის ღირებულება.
7. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოს, როდესაც ფასის შემცირების გამო ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განახორციელოს არაუგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების (საკომპენსაციო თანხის) ცვლილებით ან/და კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობის ცვლილებით, მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა ამის შედეგად ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფი (ფასი).
8. დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 9 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების წარმოების ფასის 1/10-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.
9. დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება (რომელზეც განხორციელებულია რემონტი) გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 4 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების რემონტზე გაწეული ყველა დანახარჯის ღირებულების 1/5-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.
10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად;
ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
დანართი №III-241
(თან ერთვის თანდართული ფაილის სახით)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.02.2023წ.
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ყოველ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას №III-25 დანართის ფორმით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
მუხლი 75. დღგ-ის დეკლარაციის შევსება
31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 უჯრებში ჯამურად მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის 11 უჯრაში გადმოიტანება დანართი №III-196-ის III ნაწილის მე-5 სტრიქონის (მე-5 სვეტის) ჯამური მონაცემი.
32. დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში შეიტანება დღგ, დარიცხული საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე (მათ შორის, უძრავი ქონების შექმნა/მართვა/რეალიზაციასთან დაკავაშირებულ დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხული დღგ). ამასთან, აღნიშნული უჯრა მოიცავს საანგარიშო პერიოდში როგორც მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხის, ასევე მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის მიხედვით დარიცხულ დღგ-ს.
33. დეკლარაციის III ნაწილის მე-2-45 უჯრებში შესატანი მონაცემები ინფორმაციულია. 41 უჯრაში მიეთითება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას.
34. დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-7 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დანართი „ბ“-ს I ნაწილის მე-7 სვეტის და დანართი „ბ“-ს VIII ნაწილის დღგ-ის თანხების ჯამზე მეტი.
35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, 41 გრაფა – დანართი „ბ“-ს X ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 71 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 61 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.
36. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილი ივსება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების საანგარიშო პერიოდში (თუ სტატუსი უქმდება სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვამდე) ან სტატუსის ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში (დეკემბრის თვეში).
37. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-5 სვეტში აისახება სტატუსის მოქმედების მთელ პერიოდში სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების მიწოდებიდან ბრუნვის თანხის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც არ დაიბეგრა დღგ-ით – საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით (გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით).
38. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-6 სვეტში აისახება ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ კონკრეტული სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხული) თანხა. მასში არ შეიტანება აქტივების (მ.შ სასტუმროს ნომრების/აპარტამენტების) მიწოდებით მიღებული კომპენსაცია.
39. დღგ-ის დეკლარაციის „ა“ დანართის IV ნაწილის მე-7 სვეტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხა მეტია მე-6 სვეტში ასახულ თანხაზე; ამ სვეტში მოცემული თანხა (თანხების ჯამი) აისახება დეკლარაციის „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-8 უჯრაში.
4. დეკლარაციის III ნაწილის მე-15–მე-18 უჯრებში შესატანი მონაცემები გაანგარიშებითია. მე-17 უჯრაში შესატანი მონაცემი მოიცავს გადასახდელი დღგ-ის სრულ თანხას. მე-17 და მე-18 უჯრებში ჩაწერილი თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
5. დეკლარაციის III ნაწილის მე-19 და მე-20 უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. დღგ-ის ჩასათვლელი/დასარიცხი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის უფლება, კერძოდ: დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა, აისახება მე-19 უჯრაში, ხოლო დღგ, რომელიც ექვემდებარება დამატებით ჩათვლას საერთო ბრუნვაში იმ ოპერაციების თანხების ხვედრითი წონის მიხედვით, რომელზეც ჩათვლის უფლება არ წარმოიშობა – მე-20 უჯრაში. აღნიშნული თანხები ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
51. დეკლარაციის „ბ“ დანართის I ნაწილის მე-2 – მე-8 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-9 –მე-11 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ საქონლის მიწოდებაზე/მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
მაგალითი:
შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო საანგარიშო წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, თებერვლის თვეში გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 3000 ლარი. ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გადახდილ თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრა წინასწარ გადახდილი თანხა. შეთანხმების შესაბამისად, 7000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა საანგარიშო წლის ივნისის თვეში. ავეჯის მწარმოებელი საწარმოს მიერ ივნისის თვეში საქონლის კომპენსაციის სრულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შეფასება:
თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“- ს I ნაწილის მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია ამავე თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ ინფორმაცია.
ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში (მე-2 – მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები (მე-9–მე-11 სვეტები), რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას.
მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000 ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე ნაწილის 41 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)).
52. დეკლარაციის „ბ“ დანართის II ნაწილის მე-2 – მე-8 სვეტებში აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-9 – მე-11 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ მე-2 – მე-8 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო-პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-9 – მე-11 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე/ მომსახურებაზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
53. დეკლარაციის „ბ“ დანართის II1 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ ნავთობროდუქტებზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
54. დეკლარაციის „ბ“ დანართის II2 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება შეძენილ ნავთობპროდუქტებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ ნავთობპროდუქტზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.
6. დეკლარაციის „ბ” დანართის I და II ნაწილების მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში.
7. დეკლარაციის „ბ” დანართის III ნაწილში მიეთითება ჩათვლაში გამოყენებულ განხორციელებულ იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: საბაჟო დეკლარაციის გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაციას არ გააჩნია გრაფა – საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა.
71. დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლის შესაბამისად სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.
7 2. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილი ივსება მაშინ, როცა დღგ-ის გადამხდელებს შორის განხორციელდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია და გადამხდელმა მიიღო სანაცვლო საქონელი/მომსახურება. დეკლარაციის „ბ“ დანართის V ნაწილში მიეთითება იმ დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც გადამხდელმა დაადეკლარირა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხა. თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში საქონლის/მომსახურების მიწოდებაც და სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღებაც ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში ხდება, დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომრის მაგივრად მიეთითება „-“. ასევე მიეთითება მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, სანაცვლო საქონლის მიღების საანგარიშო პერიოდი (თვე და წელი) და დღგ - ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით ბარტერულ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.
73. (ამოღებულია - 05.03.2021, №46).
74. დეკლარაციის „ბ“ დანართის VII ნაწილში მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს იმ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვა, ასევე მიეთითება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნული დანართით დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართში მითითებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხულ დღგ-ის თანხაზე მეტი.
75. დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი.
76. დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.
77. დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილის მე-4 სვეტში ასახული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უნდა იყოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხაზე მეტი.
8. დეკლარაციის იმ უჯრებში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო აღნიშნულ უჯრებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, დღგ-ის გადამხდელი ვალდებულია ამის თაობაზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
9. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება დღგ-ის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011 წ.
მუხლი 751. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) – უცხო ქვეყნის მოქალაქის (შემდგომში – უცხოელი) მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების საფუძველს (დანართი №III-26);
ბ) უფლებამოსილი გამყიდველი – პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლებამოსილია უცხოელის მიერ შეძენილ საქონელზე გასცეს ქვითარი;
გ) ბანკი – კომერციული ბანკი, რომლის საშუალებითაც, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხდება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;
დ) ელექტრონული სისტემა – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა, სადაც რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე;
ე) ელექტრონული სისტემის მომხმარებელი – უფლებამოსილი გამყიდველი, ბანკი და შემოსავლების სამსახური.
ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი – საქონელი, რომელზეც ქარხნული წესით დატანილია საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია, რაც წარდგენისას მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №377 – ვებგვერდი, 27.11.2015წ.
მუხლი 752. ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება
1. ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში;
ბ) რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
გ) არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
11. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს იმ სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის –სახელმწიფო სანომრე ნიშნის მითითებით) ნუსხა, სადაც განხორციელდება ქვითრის გაცემა.
2. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ქვითრის გაცემის უფლების მინიჭების თაობაზე ან წერილობით აცნობებს განმცხადებელს დასაბუთებულ უარს.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.
4. უფლებამოსილ გამყიდველს ქვითრის გაცემის უფლება ენიჭება 12 თვის ვადით.
5. (ამოღებულია – 08.08.2011, №428).
მუხლი 753. უფლებამოსილი გამყიდველის ვალდებულებები
1. უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია:
ა) არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;
ბ) არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე) ;
ბ1) უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ქვითარი, რომელშიც ასახულია შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია). ქვითარი გაიცემა საქონლის შეძენისთანავე;
გ) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;
დ) განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები;
ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი –გვერდით ფასადზე, თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა – TAX FREE SHOPPING“;
ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია);
ზ) ქვითარი შეავსოს ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სადაც ხორციელდება ქვითრის გაცემა) ნუსხაში ცვლილების განხორციელების შესახებ აცნობოს შემოსავლების სამსახურს. სავაჭრო ობიექტების/ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხაში დამატების განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უფლება აქვს სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ქვითარი გასცეს შემოსავლების სამსახურისთვის სავაჭრო ობიექტის/ავტოსატრანსპორტო საშუალების დამატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის მეორე სამუშაო დღიდან.
11. უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია ქვითრის გაცემის უფლების მინიჭებიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა უზრუნველყოს ამ თავით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი პირობების არსებობისას უცხოელის მიერ საქონლის შეძენისას ქვითრის გაცემა.
2. ამ თავით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს ეგზავნება შეტყობინება ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ვალდებულების ყოველი შემდგომი დარღვევა იწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას.
3. ქვითრის გაცემის უფლების გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს განმეორებით მიმართოს ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად.
მუხლი 754. უცხოელის მიერ საქონლის შეძენა
1. უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში/ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.
3. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები (მათ შორის, იდენტიფიცირებადი საქონლის შემთხვევაში, მასზე ქარხნული წესით დატანილი სერიული ნომერი/(IMEI) ან სხვა საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია) შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.
4. (ამოღებულია – 11.01.12, №15).
5. ქვითრის არასწორად შევსების შემთხვევაში, უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოიწერება ახალი ქვითარი, ხოლო არასწორად შევსებული ქვითრის შესახებ მონაცემები აისახება ელექტრონულ სისტემაში.
6. შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ.
მუხლი 755. დღგ-ის თანხის დაბრუნება
1. დღგ-ის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) უცხოელის მიერ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე;
ბ) შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);
გ) საქონელი შეძენილია უფლებამოსილ გამყიდველთან;
დ) ერთი ქვითრის მიხედვით შეძენილი საქონელი უცხოელის მიერ სრულად გაიტანება საქართველოდან ბარგის ან ხელბარგის სახით;
ე) შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
ვ) იდენტიფიცირებადი საქონელი შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს წარედგინება სხვა საქონლისგან დამოუკიდებლად.
შენიშვნა:
დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ამ პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომელიც ითვალისწინებს საქონლის ბარგის ან ხელბარგის სახით გატანას და სხვა საქონლისაგან დამოუკიდებლად წარდგენას, არ ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4011 20 კოდით განსაზღვრულ საბურავზე, რომელიც წარედგინება სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მდგომარეობაში და მასზე განთავსებულია სპეციალური სტიკერი, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) სტიკერზე დატანილია საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდი/კომბინაცია ან სპეციალური წამკითხველის მეშვეობით აღქმადი, საბურავის საიდენტიფიკაციო ინდივიდუალური (უნიკალური) კოდის/კომბინაციის შემცველი შტრიხკოდი;
ბ) სტიკერი განთავსებულია ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ:
ბ.ა) ხელს არ უშლის შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მის შემოწმებას;
ბ.ბ) მისი მოხსნა გამოიწვევს სტიკერის დაზიანებას.
2. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:
ა) მალფუჭებად საქონელ ზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალება ზე;
გ) ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით;
დ) ძვირფას ქვებზე;
ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, გარდა საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა ს დაქვემდებარებული საქონლისა;
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე–173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.
3. გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს.
4. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 756. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი
11. შეუფუთავი საქონელი იდენტიფიცირების მიზნით ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებას, ხოლო შეფუთული საქონელი მოწმდება ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ ინსტრუქციის 75 5 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ბეჭდით ამოწმებს უცხოელის მიერ წარდგენილ ქვითარს და შესაბამის მონაცემებს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.
3. ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი უარს ეუბნება უცხოელს დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.
4. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე უცხოელი უფლებამოსილია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
41. საზღვაო ნავსადგურებში უცხოელმა შესაძლებელია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე.
5. უცხოელის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება ბანკის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი, უცხოელის მიერ წარდგენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს ინფორმაციას შეძენილ საქონელზე.
7. უცხოელისათვის დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.
8. უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.
დანართი №III-26
კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №547 – ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
მუხლი 757. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №547 – ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
დანართი №III-27 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №547 – ვებგვერდი, 24.10.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.
მუხლი 758. კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი
1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, ბანკი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წერილობითი (მატერიალური) ან ელექტრონული ფორმით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს ჯამურ ანგარიშს გადახდაზე და ამონაწერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაბრუნებული თანხების შესახებ.
2. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის ელექტრონულად წარდგენისას:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში განაცხადი ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების საფუძველზე ავტომატურად დაკმაყოფილდება, ხოლო შემოსავლების სამსახური, თანხის დაბრუნების მიზნით, უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სახაზინო სამსახურში დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) მონაცემების ავტომატური დამუშავების (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით) შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით ელექტრონულად ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
3. ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ“ განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენისას საგადასახადო ორგანო განიხილავს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში თანხის დაბრუნების მიზნით უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სახაზინო სამსახურში დოკუმენტების გაგზავნას „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
4. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
5. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განაცხადის წარმდგენი პირის მიერ განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
თავი XIX3
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები
მუხლი
759.
ზოგადი
დებულებები
ამ თავით განისაზღვრება იმ პირისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ით დასაბეგრ პირს (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომში დასაბეგრი პირი), აგრეთვე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით დანიშნავს გადამხდელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7510. დღგ - ის თანხის დაბრუნების უფლებამოსილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ - ის გადამხდელი
1. დასაბეგრ პირს უფლება აქვს, დაიბრუნოს საქართველოში საქონლის (გარდა უძრავი ქონებისა)/მომსახურების შეძენისას ან საქართველოში საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
ა) პირს საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება ან მისი საქმიანობის ადგილი (რასთან დაკავშირებითაც ითხოვს დღგ-ის დაბრუნებას) ან/და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ არის;
ბ) პირის მიერ საქართველოში შეძენილი საქონელი/მომსახურება ან იმპორტირებული საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოიყენება;
გ) მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, ამ კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება საქმიანობა, რის გამოც პირი განიხილება დასაბეგრ პირად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7511. უფლებამოსილი წარმომადგენელი
1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით დასაბეგრი პირი ვალდებულია დანიშნოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც ამ თავით გათვალისწინებული დღგ-ის თანხის დაბრუნების ფარგლებში ეკისრება გადასახადის გადამხდელისათვის ამ თავითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები.
2. უფლებამოსილი წარმომადგენელი წარმოადგენს დასაბეგრი პირის ინტერესებს და მოქმედებს მის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით, ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი და რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ინიშნება დასაბეგრი პირის მიერ, დასაბეგრ პირთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაბრუნებული დღგ-ის თანხის ანაზღაურებაზე.
5. დღგ-ის თანხის დაბრუნების ნებისმიერი შემდგომი განცხადების დაკმაყოფილება არ ხდება, თუ დასაბეგრ პირს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს გააჩნიათ შეუსრულებელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7512. დღგ - ის თანხის დაბრუნების განცხადება
1. დასაბეგრმა პირმა, დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს განცხადება №III-28 დანართის ფორმით.
2. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე და მოთხოვნილი თანხა მითითებული უნდა იყოს ლარში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7513. დღგ - ის თანხის დაბრუნებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. განცხადებით წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დღგ-ით დასაბეგრი პირისათვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლი (არსებობის შემთხვევაში, კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურები);
ბ) საქართველოში საქონლის იმპორტირებისას გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ასლი და იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის დამადასტურებელი მინდობილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად განცხადებას თან უნდა ერთოდეს ევროკავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც უნდა აღინიშნოს:
ა) პირისათვის ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში მინიჭებული დღგ-ით დასაბეგრი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი;
ბ) ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოში დღგ-ის ჩათვლისათვის გამოყენებული პროპორცია;
გ) საქმიანობის სახე, რასაც ეწეოდა დასაბეგრი პირი იმ საანგარიშო პერიოდში, რაზეც წარმოდგენილია დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა, წარმოადგენს თუ არა შესაბამის სახელმწიფოში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
3. ამ ბრძანების მიზნებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილი არ არის ქართულ ენაზე, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. დასაბეგრი პირი ვალდებულია, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესაფასებლად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7514. საანგარიშო პერიოდი , რომელზეც შეიძლება დღგ - ის თანხის დაბრუნება
დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით განცხადების წარდგენისას, განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ წელს და არ შეიძლება იყოს კალენდარული წლის სამ თვეზე ნაკლები. ამასთან, თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდზეც, თუ ის მოიცავს კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილ, სამ თვეზე ნაკლებ საანგარიშო პერიოდს (მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
მუხლი 7515. მოთხოვნილი დღგ - ის თანხის მინიმალური ოდენობა
1. თუ განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი მოიცავს კალენდარულ წელზე ნაკლებს, მაგრამ არანაკლებ სამთვიან საანგარიშო პერიოდს, მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ოდენობა არ შეიძლება იყოს 1200 ლარზე ნაკლები.
2. თუ განცხადებაში მითითებული საანგარიშო პერიოდი მოიცავს სრულ კალენდარულ წელს ან კალენდარული წლის დარჩენილ საანგარიშო პერიოდს რომელიც ნაკლებია 3 თვეზე (მაგალითად 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე), მოთხოვნილი დღგ-ის თანხის ოდენობა არ შეიძლება იყოს 120 ლარზე ნაკლები.
საქართველოს ფინანსთა მინსიტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
მუხლი 7516. განცხადების წარდგენის ვადები
განცხადება საგადასახადო ორგანოს შეიძლება წარედგენოს სამთვიანი საანგარიშო პერიოდის ან კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო თვეში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელშიც განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
მუხლი 7517. დღგ - ის თანხის დაბრუნებაზე უარი
დღგ-ის თანხა არ ბრუნდება, თუ:
ა) განცხადებაში აღნიშნული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილი არ იქნებოდა, ჩაეთვალა გადახდილი დღგ;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა საქონლის/მომსახურების შეძენა ან/და საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) ამ ინსტრუქციის 7518 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და არ იქნა აღმოფხვრილი წარმოდგენილ განცხადებაში/დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზი;
დ) სახეზეა ამ ინსტრუქციის 7511 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე) უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დამტკიცებულ სავალდებულო კრიტერიუმებს;
ვ) განცხადება არ შეესაბამება ამ ბრძანების და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7518. დღგ-ის თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
მუხლი 7519. დაბრუნებული დღგ - ის თანხის გადახდის მეთოდი
დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის გადახდა ხდება ლარში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №322 - ვებგვერდი, 29.08.2018წ.
დანართი NIII-28 (ერთვის დანართის სახით)
აქციზი
ანგარიშგება
1. პირები, რომელთაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ აქციზის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ აქციზის დეკლარაციას წერილობით ან ელექტრონულად №IV-01 დანართის ფორმით.
2. შესწორებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის შესწორებაც ხდება.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის (მოთხოვნის) საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი აქტი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად.
4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-041-ის შესაბამისად „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით.
5. ამ ინსტრუქციის დანართი №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „აქტი გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია.
მუხლი 77. აქციზის დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ აქციზის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.
2. დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I – სატიტულო ნაწილი, II – „აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ“, III – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება, IV – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი) და მე-13 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მეთანალი (ფორმალდეჰიდი)) აღრიცხვა, V – ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე, რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება, VI – ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლითაც განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება საანგარიშო პერიოდში და დეკლარაციის დანართს.
3. დეკლარაციის დანართი წარედგინება საგადასახადო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად და არის მისი შემადგენელი ნაწილი. ამასთან, აღნიშნული დანართი არ ივსება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე.
4. დეკლარაციის შევსება ხდება აქციზის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
5. აქციზური საქონლის ექსპორტისას, თუ აქციზის გადამხდელს არ გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვლისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები, ბრუნვის ამ ნაწილში გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.
6. დეკლარაციის უჯრაში, რომელშიც მითითებულია მონაცემის გამოთვლის არითმეტიკული წესი, შეიტანება ამ წესით განსაზღვრული მონაცემი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დეკლარაციაში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
7. დეკლარაციის I განაყოფში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდეს შესახებ.
8. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
9. დეკლარაციის II განაყოფი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელშიც აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
10. III განაყოფში მიეთითება:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის გამოყენება ან/და მიწოდება) არ განხორციელებულა და ამასთან, იგი მაინც წარადგენს დეკლარაციას, განაყოფის სტრიქონებზე დაისმევა ტირე „–„ ;
ბ) პირველ სტრიქონზე აისახება გადასახდელი აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას (მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონელი და სხვ);
გ) მე-2 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტებით;
დ) მე-3 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე;
ე) მე-4 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკების დანაკლისზე;
ვ) მე-5 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა იმპორტიორის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში;
ვ1) 51 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში;
ზ) მე-6 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისათვის; კერძოდ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირის მიერ აღნიშნული საქონლის:
ზ.ა) მიწოდების შემთხვევაში;
ზ.ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში;
ზ.გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში.
შენიშვნა: აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
1. რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;
2. აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;
3. ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.
თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
თ1) 71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად;
ი) მე-8 სტრიქონზე – ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც მოიცავს:
ი.ა) დასაბეგრ ოპერაციაზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზის თანხა (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14), მაგრამ არაუმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზის თანხისა;
ი.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (დეკლარაციის დანართის სვეტი 16);
ი.გ) აქციზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის საბოლოო მომხმარებელი;
კ) მე-9 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებული იქნა ადრე და ასახული იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში;
ლ) მე-10 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე;
მ) მე-11 სტრიქონზე – ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მათ შორის:
მ.ა) დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა;
მ.ბ) დასავარგებელ საქონელზე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე;
ნ) მე-12 სტრიქონზე – ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზის თანხა, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში;
ო) მე-13–მე-14 სტრიქონებზე – გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის თანხის სტრიქონების ჯამი;
პ) მე-15 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” დარიცხვას;
ჟ) მე-16 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” ასახვას;
რ) მე-17 სტრიქონზე – მისართის, გამხსნელის, ანტიდეტონატორის, მეთანალის (ფორმალდეჰიდი), რომელიც გამოიყენება არააქციზური საქონლის წარმოებისათვის, იმპორტისას გადახდილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე“ ასახვას.
101. IV განაყოფში მიეთითება:
ა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი, მეთანალის (ფორმალდეჰიდი)) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი, სერია და ნომერი, იმპორტირებული საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი, საქონლის რაოდენობა კილოგრამებში;
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოყენებული საქონლის რაოდენობა კილოგრამებში, მათ შორის, არააქციზური საქონლის წარმოებისათვის;
გ) საქონლის ნაშთი თვის ბოლოსათვის.
შენიშვნა :
1) დეკლარაციის IV განაყოფში წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთი აისახება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღისა და სერიისა და ნომრის მითითების გარეშე. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთის მითითებისას მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ შეიტანება ჯამურად სეს ესნ კოდის მიხედვით.
2) დეკლარაციის განაყოფი IV შევსებული და შესაბამისად, აქციზის დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს, იმ შემთხვევაშიც თუ დეკლარაციის განაყოფი III მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შევსებას არ ექვემდებარება.
11. დეკლარაციის დანართის:
ა) მე-2 სვეტში – საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით;
ბ) მე-3-მე-6 სვეტებში – მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე ან/და საქონლის იმპორტზე;
გ) მე-7-მე-8 სვეტებში – საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით; ამასთან, დასავარგებლად გაცხადებულ საქონელზე მე-8 სტრიქონი არ ივსება;
დ) მე-9-მე-14 სვეტებში – გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა:
დ.ა) მე-9-მე-10 სვეტებში მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის (მათ შორის, დავარგებულის) რაოდენობა და შესაბამისი აქციზი;
დ.ბ) მე-11-მე-12 სვეტებში – ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია აქციზისაგან ჩათვლის უფლებით. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე აქციზის ჩათვლის უფლების მისაღებად გადამხდელმა უნდა წარადგინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები; დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი – მე-12 სტრიქონი არ ივსება;
დ.გ) მე-13-მე-14 სვეტებში – დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში, გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, მაგრამ არა უმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას.
დ.დ) დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი მე-14 სვეტი არ ივსება;
ე) მე-15-მე-16 სვეტებში – დასავარგებელი აქციზური საქონლის რაოდენობა, რომელზეც ნებადართულია აქციზის ჩათვლა (დაბრუნება) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დავარგებული საქონლის გამოყენებისას, რომელზეც ადრე ჩათვლილია აქციზი, ეს სვეტები არ ივსება.
12. აქციზის დეკლარაციის V და VI განაყოფებში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სვეტებში.
მუხლი 771. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესი
მუხლი 772. ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება
1. ეს მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიზნებისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდების შემთხვევებს.
2. საქართველოში მოყვანილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.
4. თამბაქოს ნაწარმის წარმოებად:
ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით განიხილება იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაზავის მომზადება და დაჭრილი თამბაქოს მომზადება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, შეფუთვა და შენახვა);
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების მიზნებისათვის არ განიხილება ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური აწარმოებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისათვის.
6. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საქმიანობის (თამბაქოს ნაწარმის წარმოება) მოკლე აღწერას.
7. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.
8. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
81. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრიდან პირის ამოღების საფუძველია:
ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის განცხადება;
ბ) თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
9. (ამოღებულია - 04.03.2020, №64).
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი.
აქციზური მარკებით ნიშანდება და არააქციზური საქონლის მარკირება
მუხლი 78. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება
1. აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური და არამატერიალური ფორმის. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს (შემდგომში – შერჩეული პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.
2. მატერიალური ფორმის აქციზური მარკის დაკვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.
3. აქციზურ საქონელზე მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ მატერიალური ფორმის აქციზური მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.
4. მატერიალური ფორმით სავალდებულო ნიშანდება უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ აქციზურ მარკაზე ადვილად იდენტიფიცირებადი იყოს მასზე დატანილი საიდენტიფიკაციო აღმნიშვნელები.
5. შერჩეული პირის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდებისთვის გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული ბორჯღალოს აღმნიშვნელი სიმბოლო მთლიანად განთავსდეს ტარის თავსახურზე ან ყელზე. ალკოჰოლიან სასმელზე არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.
6. თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შიგნიდან. საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სიგარას, სიგარილას და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 100 00 აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების შემთხვევაში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის ან/და სხვა საფარველის არსებობის შემთხვევაში, საფარველის გარედან.
61. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის იმპორტიორი, ამ საქონლის შესაბამისი საბაჟო კონტროლის ზონიდან ტრანსპორტირების დასრულების ადგილზე მიტანის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ადგილიდან გატანისა.
შენიშვნა:
1. აკრძალულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემდეგ ქვეყნის შიგნით აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მიწოდება.
2. იმპორტიორს, რომელმაც აქციზური მარკა მიიღო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლის ნიშანდების მიზნით, უფლება აქვს აქციზური მარკით ნიშანდება განახორციელოს საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდეც, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განხორციელებამდე.
7. ლუდზე, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება თავსახურზე. კასრის თავსახურზე ნიშანდება ხორციელდება კასრის სარქველის ერთჯერადი გამოყენების დამცავ საცობზე. ლუდის ნაწარმზე არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.
71. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19, 2403 91 000 00, 2403 99 100 00, 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.
72. სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის გადასაზიდ ჭურჭელზე ან/და წარმოების ადგილზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ლუდის იმ ჭურჭელზე, საიდანაც ხორციელდება ჩამოსასხმელი ლუდის მხოლოდ საცალო მიწოდება, სავალდებულო ნიშანდება უნდა მოხდეს შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკით, რომელიც, შესაბამისი ჭურჭლის ყოველი შევსებისთანავე, დაიტანება ამავე ჭურჭლის თვალსაჩინო ადგილზე.
8. (ამოღებულია – 26.02.2013, №53).
9. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით ნიშანდება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო ნიშანდება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე.
მუხლი 781. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
1. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ხორციელდება მატერიალური და არამატერიალური ფორმით. სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.
2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით).
3. (ამოღებულია – 26.02.2013, №53).
4. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს, ასევე, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს არააქციზური საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანისას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტამდე;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტამდე;
გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე;
დ) (ამოღებულია – 26.02.2013, №53);
ე) სპეციალური საწამოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საცალო სარეალიზაციო ქსელში მიწოდების მომენტამდე.
6. სავალდებულო მარკირებისაგან თავისუფლდება:
ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
გ) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი;
ე) საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაბრუნებული, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი.
7. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის თავსახურზე ან ტარის ძირზე. მატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს ისეთი სახით და იმგვარად, რომ მატერიალური ფორმის მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს მარკის დაზიანება.
8. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე.
9. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-7 პუნქტისაგან განსხვავებული წესით.
დანართი: №IV-02 (ამოღებულია)
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, №996, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167887-364/