გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2010 ბოლო ცვლილება 27.02.2026
ნომერი
№996
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 03/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (392)

შემდგომი ცვლილებები (325)

წინა ცვლილებები (67)

03.01.2011 24.01.2011 18.02.2011 01.03.2011 08.04.2011 08.04.2011 11.04.2011 27.04.2011 23.05.2011 24.05.2011 11.07.2011 28.07.2011 01.08.2011 01.08.2011 08.08.2011 09.08.2011 11.08.2011 23.08.2011 25.08.2011 05.09.2011 26.09.2011 26.09.2011 26.09.2011 06.10.2011 13.10.2011 24.10.2011 11.11.2011 15.11.2011 05.12.2011 14.12.2011 16.12.2011 28.12.2011 11.01.2012 13.01.2012 13.01.2012 18.01.2012 23.01.2012 30.01.2012 30.01.2012 13.02.2012 21.02.2012 21.02.2012 21.02.2012 24.02.2012 06.03.2012 14.03.2012 20.03.2012 18.04.2012 18.04.2012 24.04.2012 24.04.2012 16.05.2012 18.05.2012 22.05.2012 29.05.2012 31.05.2012 20.06.2012 06.07.2012 06.07.2012 09.07.2012 09.07.2012 20.07.2012 23.07.2012 30.07.2012 26.07.2012 26.07.2012 01.08.2012 06.08.2012 08.08.2012 13.08.2012 23.08.2012 29.08.2012 31.08.2012 03.09.2012 19.09.2012 08.10.2012 03.12.2012 27.12.2012 10.01.2013 22.01.2013 26.02.2013 29.03.2013 29.03.2013 30.04.2013 15.08.2013 22.08.2013 29.08.2013 04.09.2013 27.09.2013 27.09.2013 17.10.2013 23.10.2013 30.12.2013 27.02.2014 26.03.2014 27.03.2014 19.05.2014 30.06.2014 28.07.2014 28.07.2014 30.07.2014 14.08.2014 27.10.2014 07.11.2014 19.11.2014 09.01.2015 24.02.2015 13.03.2015 18.03.2015 18.03.2015 24.03.2015 15.04.2015 16.04.2015 30.04.2015 09.06.2015 22.06.2015 25.06.2015 30.06.2015 29.07.2015 04.08.2015 10.08.2015 12.08.2015 16.10.2015 22.10.2015 18.11.2015 26.11.2015 16.12.2015 30.12.2015 30.12.2015 31.12.2015 22.03.2016 25.03.2016 10.05.2016 15.06.2016 05.07.2016 15.07.2016 08.08.2016 26.08.2016 08.09.2016 30.09.2016 09.12.2016 28.12.2016 28.12.2016 13.01.2017 13.01.2017 30.01.2017 06.02.2017 14.02.2017 15.02.2017 07.04.2017 12.04.2017 05.06.2017 07.07.2017 26.07.2017 04.08.2017 31.08.2017 07.09.2017 11.09.2017 12.09.2017 18.09.2017 18.09.2017 23.10.2017 21.11.2017 29.12.2017 29.12.2017 10.01.2018 17.01.2018 18.01.2018 29.01.2018 30.03.2018 10.04.2018 16.04.2018 16.05.2018 18.05.2018 15.06.2018 18.06.2018 29.06.2018 24.07.2018 20.08.2018 20.08.2018 24.08.2018 13.09.2018 18.09.2018 21.11.2018 07.12.2018 15.01.2019 05.02.2019 05.02.2019 29.03.2019 25.04.2019 22.05.2019 13.06.2019 13.06.2019 24.06.2019 16.07.2019 30.07.2019 15.08.2019 15.08.2019 25.09.2019 08.10.2019 08.10.2019 08.10.2019 11.10.2019 14.11.2019 14.11.2019 26.11.2019 02.12.2019 05.12.2019 13.12.2019 25.12.2019 27.12.2019 17.01.2020 07.02.2020 04.03.2020 04.03.2020 11.03.2020 13.03.2020 18.03.2020 26.03.2020 30.04.2020 21.05.2020 21.05.2020 04.06.2020 23.06.2020 13.07.2020 06.08.2020 07.08.2020 25.08.2020 27.08.2020 05.10.2020 06.10.2020 15.10.2020 27.10.2020 04.11.2020 12.11.2020 20.11.2020 09.12.2020 18.12.2020 21.12.2020 30.12.2020 30.12.2020 30.12.2020 31.12.2020 11.01.2021 12.01.2021 29.01.2021 01.02.2021 16.02.2021 17.02.2021 05.03.2021 05.03.2021 16.03.2021 19.05.2021 31.05.2021 04.06.2021 16.07.2021 21.07.2021 27.07.2021 03.08.2021 03.08.2021 05.08.2021 09.09.2021 14.09.2021 15.09.2021 22.09.2021 22.09.2021 29.09.2021 13.10.2021 20.10.2021 11.11.2021 08.12.2021 13.12.2021 27.01.2022 08.02.2022 07.03.2022 15.03.2022 15.03.2022 28.03.2022 30.03.2022 10.05.2022 13.06.2022 13.06.2022 21.06.2022 07.07.2022 07.07.2022 14.07.2022 29.07.2022 29.07.2022 16.09.2022 16.09.2022 23.09.2022 26.09.2022 18.10.2022 16.11.2022 13.01.2023 24.01.2023 03.02.2023 13.02.2023 28.03.2023 19.04.2023 29.05.2023 30.05.2023 05.06.2023 07.06.2023 07.06.2023 09.06.2023 13.06.2023 03.07.2023 12.07.2023 18.07.2023 20.07.2023 04.08.2023 14.08.2023 15.08.2023 20.09.2023 09.10.2023 10.10.2023 18.10.2023 18.10.2023 19.10.2023 30.10.2023 06.11.2023 06.11.2023 06.11.2023 06.11.2023 10.11.2023 22.11.2023 22.11.2023 28.11.2023 29.11.2023 05.12.2023 25.12.2023 26.12.2023 29.12.2023 16.01.2024 18.01.2024 26.01.2024 30.01.2024 05.02.2024 05.02.2024 14.03.2024 26.03.2024 22.05.2024 27.05.2024 10.06.2024 26.06.2024 03.07.2024 10.07.2024 06.08.2024 09.08.2024 04.09.2024 01.10.2024 15.10.2024 15.10.2024 31.10.2024 11.11.2024 11.11.2024 12.11.2024 26.11.2024 28.11.2024 16.12.2024 19.12.2024 20.12.2024 20.12.2024 20.12.2024 24.12.2024 25.12.2024 30.12.2024 24.01.2025 29.01.2025 06.02.2025 07.02.2025 11.02.2025 18.03.2025 25.03.2025 28.03.2025 30.04.2025 06.06.2025 14.07.2025 04.08.2025 30.09.2025 13.11.2025 09.12.2025 10.12.2025 11.12.2025 18.12.2025 29.12.2025 30.12.2025 03.02.2026 05.02.2026 24.02.2026 24.02.2026 27.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №996

2010 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ„ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.

მუხლი 2

 ამ ბრძანების გამოცემამდე გადამხდელებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინარჩუნებენ ძალას.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანება.

2. „ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანება.

3. „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანება.

4. „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების და ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესის შესახებ“ საქართველ ო28ოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტროს №1000 ბრძანება.

5. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 2005 წლის №228 ბრძანება.

6. „წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წელი 31 დეკემბერის №959 ბრძანება.

7. „წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №687 ბრძანება.

8. „გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკებსა და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოში ცნობის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №359 ბრძანება.

9. „შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემის შემოღების თობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №899 ბრძანება.

10. „ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №157 ბრძანება.

11. „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის №1284 ბრძანება.

12. „ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) და მისი წილის მფლობელებზე (წევრებზე) განაწილების შესახებ დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №683 ბრძანება.

13. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ და განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული, დაზიანებული ფასეულობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული (დარჩენილი) აქტივების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი განცხადების ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24 თებერვლის №113 ბრძანება.

14. „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №973 ბრძანება.

15. „III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანება.

16. „ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №22 ბრძანება.

17. „საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის №86 ბრძანება.

18. „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ„ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანება.

19. „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება.

20. „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანება.

21. „დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შემოღების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 20 ივლისის №558 ბრძანება.

22. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანება.

23. „იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №690 ბრძანება.

24. „უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის და ანგარიშგების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №901 ბრძანება.

25. „უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრთათვის მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის №689 ბრძანება.

26. „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანება.

27. „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისას საავიაციო საწვავის, საპოხი მასალებისა და სხვა სამომხმარებლო ტექნიკური საშუალებების საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 9 ივლისის №175 ბრძანება.

28. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანება.

29. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე” 1992 წლის 31 ივლისის ხელშეკრულების და „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” 2002 წლის 10 დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარების პროგრამების განხორციელებისას საგადასახადო და საბაჟო შეღავათების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აპრილის №283 ბრძანება.

30. „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანება.

31. „აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანება.

32. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №897 ბრძანება.

33. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 მარტის №222 ბრძანება.

34. „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №305 ბრძანება.

35. „აქციზური საქონლის წარმოებისათვის მისართების, გამხსნელებისა და ანტიდეტონატორების არგამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №379 ბრძანება.

36. „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანება.

37. „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანება.

38. „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანება.

39. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვარის №31 ბრძანება.

40. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 17 მაისის №402 ბრძანება.

41. „სამორინეს, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №265 ბრძანება.

42. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ესკიზის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 26 თებერვალი №143 ბრძანება.

43. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის №50 ბრძანება.

44. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტალური დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №159 ბრძანება.

მუხლი4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 იანვრის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 24.01.2011წ.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 22.02.2011წ.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანება №205 - ვებგვერდი, 08.04.2011წ.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანება №203 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №209 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის ბრძანება №260 - ვებგვერდი, 03.05.2011წ.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

10. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ივლისის ბრძანება №390 - ვებგვერდი, 13.07.2011 წ.

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 ივლისის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 28.07.2011 წ.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №420 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.

13. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №421 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.

14. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №428 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

15. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 - ვებგვერდი, 10.08.2011 წ.

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 - ვებგვერდი, 12.08.2011 წ.

17. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 - ვებგვერდი, 23.08.2011 წ.

18. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №448 - ვებგვერდი, 25.08.2011 წ.

19. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №460 - ვებგვერდი, 06.09.2011წ.

20. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №502 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.

21. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №505 - ვებგვერდი, 29.09.2011წ.

22. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №506 - ვებგვერდი, 29.09.2011წ.

23. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 6 ოქტომბრის ბრძანება №521 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

24. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №536 - ვებგვერდი, 17.10.2011წ.

25. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №547 - ვებგვერდი, 24.10.2011წ.

26. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №573 - ვებგვერდი, 15.11.2011წ.

27. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №578 - ვებგვერდი, 15.11.2011წ.

28. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

29. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 16.12.2011 წ.

30. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №616 - ვებგვერდი, 21.12.2011 წ.

31. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №632-ვებგვერდი, 29.12.2011წ.

32. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 13.01.2012წ.

33. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 13.01.2012წ.

34. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2012წ.

35. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 20.01.2012წ.

36. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 24.01.2012წ.

37. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 30.01.2012წ.

38. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 30.01.2012წ.

39. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 თებერვლის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

40. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

41. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

42. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

43. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

44. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 მარტის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 09.03.2012წ.

45. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 14.03.2012წ.

46. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

47. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 25.04.2012წ.

48. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 აპრილის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 25.04.2012წ.

49. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.

50. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 26.04.2012წ.

51.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №165 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

52. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 18 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 22.05.2012წ.

53. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 22 მაისის ბრძანება №171 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.

54. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 მაისის ბრძანება №180 - ვებგვერდი, 30.05.2012წ.

55.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 მაისის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.  

56.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნის ის ბრძანება №209 - ვებგვერდი, 20.06.2012წ.

57. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის  6 ივლისის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 06.07.2012წ.

58. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის  6 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

59. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №227 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.

60.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 11.07.2012წ.

61. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №265 - ვებგვერდი, 23.07.2012წ. 

62. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 - ვებგვერდი, 24.07.2012წ.

63. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

64. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №287 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

65.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის ბრძანება №293 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.

66. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 03.08.2012წ.

67.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №316 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.

 

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

  

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

კარი I

საგადასახადო აღრიცხვა და კომუნიკაცია

თავი I

საგადასახადო აღრიცხვა

  მუხლი 1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვას ექვემდებარება:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან);

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი;

გ) გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ე) საბიუჯეტო ორგანიზაცია;

ვ) უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება;

ზ) პოლიტიკური პარტია (ორგანიზაცა);

თ) დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოა შემოსავლების სამსახური.

4. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

მუხლი 2. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი (გარდა უცხოური საწარმოს/ორგანიზაციისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

3. ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებლის/ადგილსამყოფლის მისამართი.

4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).

5. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის პროცედურა ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

7. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეესტრის წარმოებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ვალდებულებებისგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი

1. საქართველოს მოქალაქე პიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-01 დანართის შესაბამისად;

ბ) პირადობის მოწმობას – საქართველოს მოქალაქე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხო ქვეყნის მოქალაქე;

გ) (ამოღებულია - 01.08.2011, №421).

11. თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

2. გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

 ბ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებულ ასლს;

გ) კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

გ) დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;

დ) ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ამ პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია);

ე) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

4. პოლიტიკური პარტია (ორგანიზაცია) საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) დამფუძნებელი ყრილობის ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს;

გ) პოლიტიკური პარტიის (ორგანიზაციის) წესდებას;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას და შესაბამის ბრძანებას;

ე) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

5. უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას ან მათ ნოტარიულად დამოწმებულ ასლს;

გ) მონაცემებს მისამართისა და ხელმძღვანელის შესახებ;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

6. დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

ა) განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გაცემულ წერილს, რომელიც შეიცავს მონაცემებს ორგანიზაციის დიპლომატიური სტატუსის და იურიდიული მისამართის შესახებ;

გ) დიპლომატიური პასპორტის ასლს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში მითითებულია ელჩის/კონსულის სახელი და გვარი);

დ) მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

7. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება დაუყოვნებლივ, შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე.

8. განცხადების მონაცემები შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) და გადასახადის გადამხდელის მოწმობაში.

9. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონების და გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი კოდების გათვალისწინებით, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. საგადასახადო აღიცხვის შემდეგ, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა №I-03 დანართის შესაბამისად.

11. (ამოღებულია - 01.03.2011, №115).

12. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი უკვე იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს (აღნიშნულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება სრულყოფილი მონაცემებით);

გ) სულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

13. საგადასახადო აღიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარი.

14. საგადასახადო ორგანო საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების კოდების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №421 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.

   

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

  

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

 

მუხლი 4. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მაღალმთიან რეგიონებში

1. მაღალმთიან რეგიონში საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, ფიზიკური პირის მიერ განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მოთხოვნა.

2. საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებისთანავე უზრუნველყოფს პირის საგადასახადო აღიცხვას და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გაცემას.

3. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ფიზიკური პირი, უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით, საგადასახადო ორგანოს განცხადება გაუგზავნოს ფოსტის, ტელეფონის, ფაქსის ან სხვა ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ..

მუხლი 5. საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

1. თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

2. საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმის საფუძველზე ავსებს საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმას (დანართი №I-01, დანართი №I-02), მონაცემები შეჰყავს საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში, პირს ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და უგზავნის გადასახადის გადამხდელის მოწმობას.

მუხლი 6. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება

1. სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას ან/და გადასახადის გადამხდელისთვის მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭებას/გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება მიენიჭოს მსხვილი გადამხდელის სტატუსი, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა აღემატება 3 მილიონ ლარს;

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 150 ათას ლარს;

გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა აღემატება 1.5 მილიონ ლარს;

დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 100 ათას ლარს.

3. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მსხვილი გადამხდელის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა.

4. გადასახადის გადამხდელთა იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში ხორციელდება სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება.

5. გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მოწმობა ბარდება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და მასზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის ახალი მოწმობა.

6. (ამოღებულია - 01.03.2011, №115)

7. თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრის/საზღვრების შეცვლისას საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებები ხორციელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

8. თუ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიმართ საიდენტიფიკაციო ნომრის ხელახლა მინიჭების ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ..

მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

1. გადასახადის გადამხდელს (მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირს) საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) აქტიური გადამხდელი;

ბ) პასიური გადამხდელი;

გ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.

2. აქტიური ან პასიური გადამხდელის სტატუსი პირს ენიჭება მის მიერ დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისა და გადასახადის გადახდის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

3. ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

ა) გარდაცვლილ ფიზიკურ პირს;

ბ) ლიკვიდირებულ ან რეორგანიზაციის (შერწყმა, გაყოფა) შედეგად გაუქმებულ იურიდიულ ან სხვა პირს.

4. გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება, გარდა ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსისა, ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველ 3 თვეში ერთხელ კვარტალის მესამე თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით, ბოლო 12 თვის მანძილზე საგადასახადო ორგანოში ერთხელ მაინც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების ან გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

5. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში კი – სათანადო წესით დამოწმებული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის და განცხადების წარდგენის საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „ გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან „გარდაცვლილია“ და მიეთითება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი.

6. გადასახადის გადამხდელის მოწმობა ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – მემკვიდრის/სამკვიდრო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ორგანოს. ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული/გარდაცვლილი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია.

მუხლი 8. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად ორგანიზაცია №I-04 დანართის შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი №I-05 დანართის შესაბამისი მოწმობა.

3. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი. 

 

 

 

 

 

  

თავი II

საგადასახადო საიდუმლოება

მუხლი 9. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. საგადასახადო ორგანო ვალდებულია არ გაახმაუროს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, მათ შორის:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები, ცნობები;

ბ) გადასახადის გადამხდელის წერილები და მასზე გაცემული პასუხები, რომელიც შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ბრძანებები, საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების აქტები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის ბრძანებები, დარიცხულ თანხებზე გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნები;

დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათები, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი ინფორმაცია, საგადახდო დავალებები, საინკასო დავალებები;

ე) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული სასაქონლო ზედნადების, სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ;

ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის გადამხდელის შემოსავლების, დაბეგვრის ობიექტის, საწარმოს მიზნების, ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ;

ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ.

3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება:

ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართისა და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ;

ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია.

მუხლი 10. საგადასახადო საიდუმლოების დაცვა

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საჯაროდ გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გაიცეს სხვა პირზე.

4. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის გასაიდუმლოება თვით ამ პირისათვის.

5. გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით დამუშავების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) სისტემის თანამშრომლის დაშვება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, №I-06 დანართის შესაბამისად.

51. შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირს, თუ ამ ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არ აღემატება 1000 ლარს.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია გადასცეს კომერციულ ბანკს. კომერციულ ბანკს უფლება აქვს ფიზიკურ პირს, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ.

53. კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ მუხლის 52 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის სხვა პირისათვის გადაცემა.

6. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №304 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №609 - ვებგვერდი, 16.12.2011 წ.  

 

თავი III

ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

მუხლი 11. ელექტრონული რეგისტრაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

2. სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს.

3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი (შემდეგში – საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის სასურველი თარიღი;

დ) გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა.

5. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

6. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

7. საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) მიუთითებს ტელეფონის ახალ საკონტაქტო ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

8. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ვიდეოზარით მიმართვის ან წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია. 

 

 

მუხლი 12. ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ვებგვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.

 

                                                                                                                                                 დანართი №I-08

 

 

 

დეკლარაცია მიღებული

 

№

 

 

20

(რეგისტრაციის სახე)

 

 (რეგისტრაციის ნომერი)

(რიცხვი)       (თვე)       (წელი)

 

 

 

მუხლი 13. ელექტრონული საჩივარი

1. პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.

2. სამსახურის ვებგვერდის საშუალებით წარდგენილი ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.

3. პირს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც არ ათავისუფლებს საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

4. ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც არის სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.

5. საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/ დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით.

თავი IV

 საჯარო ფორმით კომუნიკაცია

მუხლი 14. საჯარო შეტყობინება

1. ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები) ან ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უფლებამოსილი პირი.

2. საჯარო შეტყობინება ხორციელდება დოკუმენტის ქსეროასლის, ფოტოასლის ან ტექსტური ასლის სამსახურის ვებგვერდზე – www. rs.ge და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.mof.ge (შემდგომში – სამინისტროს ვებგვერდი) განთავსებით ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.nbe.gov.ge განთავსებით და ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

3. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №573 - ვებგვერდი, 15.11.2011წ.

მუხლი 15. საჯარო გადაწყვეტილება

 1. სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას, თუ დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება:

ა) მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ერთგვაროვანი განმარტებისა და გაგებისათვის;

ბ) აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევისათვის სანქციის გამოყენების პრინციპს/მეთოდს;

გ) მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

2. საჯარო გადაწყვეტილება ეგზავნება შემოსავლების სამსახურს და ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით.

3. დავების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოიცეს:

ა) დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

ბ) დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში – თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 4. საჯარო გადაწყვეტილება იურიდიულ ძალას კარგავს, თუ გაუქმდა ან შეიცვალა კანონმდებლობის ნორმა, რომლის საფუძველზეც ან/და რომლის განმარტებისათვის გამოიცა საჯარო გადაწყვეტილება.

 5. საჯარო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ინიციატივით, თუ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საჯარო გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბეგვრის ან/და სამართალდარღვევაზე სანქციის გამოყენების პრინციპის/მეთოდის გადახედვა ან არსებული პრაქტიკის შეცვლა.  

თავი V

პირადი საგადასახადო მრჩეველი

    მუხლი 16. გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის შემდეგი მომსახურებით:

ა) გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდება საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე;

ბ) გადასახადის გადამხდელისთვის კონსულტაციის გაწევა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

გ) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა;

დ) გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ე) საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობა;

ვ) გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული (მათ შორის, რესტრუქტურიზებული) საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის მიერ დროული შესრულების მონიტორინგი;

თ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების მონიტორინგი;

ი) გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის გაკონტროლება;

კ) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცედურის განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგი;

მ) საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ხელშეწყობა;

ნ) საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გასატარებელი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

ო) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა;

პ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების წარმართვის ხელშეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, პირადი საგადასახადო მრჩეველი უფლებამოსილია განახორციელოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები.

3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №3 6 - ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

თავი VI

საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

მუხლი 17. საგადასახადო მოთხოვნა

1. საგადასახადო ორგანო პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

2. საგადასახადო მოთხოვნა ში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო მოთხოვნის გამომცემი საგადასახადო ორგანო და მისი მისამართი;

ბ) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღი და ნომერი;

გ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

დ) საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის დაკისრება;

ე) საგადასახადო მოთხოვნის შინაარსი – დარიცხული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის ოდენობა, საგადასახადო მოთხოვნის შესრულების ვადა და წესი, შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა);

ვ) პირის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა და წესი;

ზ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლებიც პირის მიმართ გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

თ) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.

3. პირს შეიძლება წარედგინოს შემდეგი სახის საგადასახადო მოთხოვნა:

ა) დარიცხული თანხების შესახებ – №I-09 დანართის შესაბამისად;

ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე – №I-10 დანართის შესაბამისად;

გ) მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე – №I-11 დანართის შესაბამისად.

4. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება საგადასახადო მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-12 დანართის შესაბამისად.

                                                                                                                                       დანართი №I-09

შემოსავლების სამსახური

 

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

 

(საგადასახადო ორგანოს მისამართი)

 

საგადასახადო მოთხოვნა №

 

 

 

20

      (რიცხვი)                 (თვე)                    (წელი)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 (დასახელება/სახელი და გვარი)                                           (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 

(მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის

 

 საფუძველზე,

(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,

რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის

დარიცხვა)

 

გადასახდელად დაგერიცხათ (გერიცხებათ):

 

გადასახადის დასახელება

გადასახადის

ძირითადი თანხა

ჯარიმა

საურავი

სულ

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება თქვენ მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან.

საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

შეფარდებული სანქციის სახე (გარდა ჯარიმისა და საურავისა):

 

 

(გაფრთხილება, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა,

საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა)

 

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:

 

 (ხელმოწერა)

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      ბ.ა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

                                                                                                                                  

დანართი №I-10

შემოსავლების სამსახური

 

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

 

(საგადასახადო ორგანოს მისამართი)

 

საგადასახადო მოთხოვნა №

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის თაობაზე

 

 

 

20

    (რიცხვი)                      (თვე)                     (წელი)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 (დასახელება/სახელი და გვარი)                                                   (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 

(მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის

 

საფუძველზე,

(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,

 რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის

დარიცხვა)

 

20 –– წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ:

 

 

დაბეგვრის ობიექტი

საგადასახადო

შეღავათის შესაბამისი ნორმა

დასაბეგრი ბაზა შეღავათის გათვალისწინებით

გადასახადის განაკვეთი

ქონების გადასახადი (ლარი)

დასახელება

მდებარეობა

დასაბეგრი

ბაზა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოჯახის წლიური შემოსავლის დეკლარირებული ოდენობა (ლარი)

 

 

 

 

სულ ქონების გადასახადი

 

 

ქონების გადასახადი მითითებული სახაზინო კოდების და თანხების მიხედვით გადახდილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20 -წლის 15 ნოემბრისა

 

მათ შორის, სახაზინო კოდების მიხედვით:

სახაზინო კოდი

თანხა

 

 

 

 

 

 

ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

 საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:

 

 (ხელმოწერა)

ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

                                                                                                                                            

   დანართი №I-11

შემოსავლების სამსახური

 

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

 

(საგადასახადო ორგანოს მისამართი)

 

საგადასახადო მოთხოვნა №

 

მიწაზე ქონების გადასახადის თაობაზე*

 

 

 

20

(რიცხვი)            (თვე)                        (წელი)

 

გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       (დასახელება/სახელი და გვარი)                                                                  (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

 

(მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის

 

საფუძველზე,

(მიეთითება საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა,

 რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის/სანქციის            

დარიცხვა)

 

20 –– წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიზნით გადასახდელად დაგერიცხათ:

 

მიწის

კატეგორია

მდებარეობა

დასაბეგრი მიწის ფართობი (ჰა; კვ.მ)

საგადასახადო

შეღავათის ნორმა

დასაბეგრი მიწის ფართობი (ჰა; კვ.მ) შეღავათის გათვალისწინებით

გადასახადის განაკვეთი

ქონების გადასახადი (ლარი)

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ მიწაზე ქონების გადასახადი

 

 * მიწაზე ქონების გადასახადი მითითებული სახაზინო კოდების და თანხების მიხედვით გადახდილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 20....წლის 15 ნოემბრისა

უგვიანეს 20 -წლის 15 ნოემბრისა

 

მათ შორის, სახაზინო კოდების მიხედვით:

სახაზინო კოდი

თანხა

 

 

 

 

 

 

  ამ საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე და 43-ე მუხლებით.

საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე, სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე:

 

 (ხელმოწერა)

ბ.ა.

 

* გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, მფლობელობაში) არსებული მიწისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.                                                                                                                                             

 

მუხლი 18. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს:

ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა;

ბ) პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;

გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი;

დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი;

ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 დანართის ფორმით და მას უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მოხდა მისი წარდგენა.

 4. პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №420 - ვებგვერდი, 02.08.2011 წ.

 

                                                                                                                                   დანართი №I-14

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალი

№

გადასახადის გადამხდელის დასახელება

საიდენტიფიკაცო ნომერი

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის  თარიღი

გად ა ს ა ხ ა დის გადამხდელის მოთხოვნაში ასახული თანხა

№

თარიღი

1

2

 

 

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნ ი ს განხილვის  მი მ დინარეობა

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულებაზე გადაწყვ ე ტილების მიღება

გადაწყვეტილება ეცნობა გადასახადის  გადამხდელს

 

 

 

 

 

 

შენიშვნა

დაუდგინდა ხარვეზი

უარი ეთქვა (შესაგებელი)

დადებითი

გადაეცა

აუდიტს

№

თარიღი

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი VII

წინასწარი გადაწყვეტილება

მუხლი 19. საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

1. დაინტერესებული პირი, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15 -ის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია:

ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე;

ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.

3. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში, ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ;

გ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;

დ) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა;

ე) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით.

5. წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.

6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მეორე სამუშაო დღიდან.

7. წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

 8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პი რს.

 9. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ან წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე.

 10. პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან.

 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია წინასწარი გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან.

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

 

 

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

                                                                                                                                      

დანართი №I-16

წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

(წინასწარი გადაწყვეტილების საგანი)

 

1. დასმული შეკითხვა/შეკითხვები

 

 

 

 

 

2. ოპერაციის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები

 

 

 

 

 

3. წინასწარი გადაწყვეტილება

 

 

 

 

 

4. წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები

წინასწარი გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

5. წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება

  წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 ან ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5) წარდგენის გზით. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

20

 

(რიცხვი)             (თვე)                   (წელი)

(სამსახურის უფროსის/მოადგილის ხელმოწერა)

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 25.05.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

მუხლი 20. საქონლის კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა

1. დაინტერესებული პირი, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომუკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად საქონლის კოდის ან/და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის მიზნით წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად,   №I-17 დანართი ს შესაბამისად, მიმართავს შემოსავლების სამსახურს. პირს ერთი განცხადებით სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან წარმოშობის ქვეყნის დადგენის მოთხოვნის წარდგენა შეუძლია მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე.

2. პირის განცხადებას უნდა ერთოდეს წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის ფაქტობრივად წარდგენილი დოკუმენტების ნუსხა, დოკუმენტებთან ერთად.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის განმავლობაში ატყობინებს პირს ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის საჭიროების შესახებ. ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევებში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე, ან/და დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე.

4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქართველოში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა, რასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული პირი.

5. პირის მიერ დადგენილ ვადაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც აცნობებს დაინტერესებულ პირს.

6. წინასწარი გადაწყვეტილება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ გამოიცემა №I-18 დანართის შესაბამისად, ხოლო საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ – №I-19 დანართის შესაბამისად.

7. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა დასაშვებია გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციის წარდგენამდე.

 

                                                                                                                                         დანართი №I-17

 

შემოსავლების სამსახურს

განცხადება

სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის მიზნით

 წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად

 

ფიზიკურ ი პირ ი ს შემთხვევაში –

დაინტერესებული პირის სახელი, გვარი

 

იურიდიულ ი პირ ის შემთხვევაში –

დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი

 

პირის მისამართი

 

საიდენტიფიკაციო ნომერი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 გთხოვთ, გამოსცე თ წინასწარი გადაწყვეტილება ქვემოთ მითითებული საქონლის მიმართ:

       1)  სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე

       2) საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე

7

საქონლის კომერციული დასახელება და აღწერილობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(დაინტერესებული პირის ხელმოწერა)

 

(რიცხვი)          (თვე)                 (წელი)

 

 

       

 

საქონლის კომერციულ დასახელებაში და აღწერილობაში იწერება საქონლის კომერციული დასახელება (საქონლის დასახელება ისე, როგორც ის არის მოცემული ხელშეკრულებაში ან ანგარიშ-ფაქტურაში „INVOICE“–ში) და მისი აღწერილობა საქონლის სახეობიდან გამომდინარე. საქონლის აღწერილობა მოიცავს იმ ძირითადი მახასიათებლებისა და თვისებების აღწერას, რომლებიც იძლევიან კლასიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელ ინფორმაციას, ასე მაგალითად: საქონლის დანიშნულება; ძირითადი მასალა, რომლისგანაც დამზადებულია საქონელი; ფუნქცია, რომელიც უნდა შე ა სრულოს საქონელმა; მისი გადამუშავების ხარისხი (თუ ასეთი მონაცემები განსაზღვრავს მის თვისებებს); მწარმოებლის მიერ დადგენილი საფირმო დასახელება; მოდელი.

 

 

 

                                                                                                                                      დანართი №I-18

შემოსავლების სამსახური

და ი ნტერესებული პირი

  წინასწარი გადაწყვეტილება სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე

საქონლის მწარმოებელი

 

 

განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები:

საქონლის აღწერილობა:

 

 

 

 

გადაწყვეტილების მიღების

 დასაბუთება

 

 

 

საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად

გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი

№ ––– “––––“ ––––––––––––––– 20 წ.

ქ. თბილისი

 

გადაწყვეტილების მიღებაზე

უფლებამოსილი პირი

(სახელი გვარი)        (ხელმოწერა)

                                            ბ. ა.

 წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 ან ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5) წარდგენის გზით. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

                                                                                                                  

 დანართი №I-19

 

შემოსავლების სამსახური

და ი ნტერესებული პირი

წინასწარი გადაწყვეტილება წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე

განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები:

საქონლის გამგზავნი (ექსპორტიორის დასახელება, მისამართი, ქვეყანა)

საქონლის მიმღები (მიმღების დასახელება, მისამართი ქვეყანა)

სატრანსპორტო საშუალების სახეობა და მარშრუტი (თუ ასეთი ცნობილია)

ინვოისის ნომერი და თარიღი

შეფუთვის ნიშნები, ნომრები და რაოდენობა

ბრუტო წონა ან რაოდენობის სხვა სახეობები

საქონლის აღწერილობა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილების მიღების

 დასაბუთება

 

 

 

საქონლის წარმოშობის ქვეყანა

გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი

 ––– “––––“ ––––––––––––––– 20 წ.

 ქ. თბილისი

 

გადაწყვეტილების მიღებაზე

 უფლებამოსილი პირი

(სახელი, გვარი)      (ხელმოწერა)

                                              ბ. ა.

 წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16 ან ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5) წარდგენის გზით. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 - ვებგვერდი, 29.02.2012წ.

თავი VIII

გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება

  მუხლი 21. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცვხის ბარათი

1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, №I-20 დანართის შესაბამის, ელექტრონულ ბარათზე (შემდეგში – ბარათი) აისახება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და გადახდილი თანხები, აგრეთვე საგადასახადო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები, საგადასახადო სანქციები (ჯარიმები და საურავები), ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები, სასაქონლო დეკლარირების განხორციელების დროს გადახდილი ექსპორტის და იმპორტის გადასახდელი თანხები.

2. ბარათის წარმოება გულისხმობს მისი გახსნის, მონაცემების შეტანის, გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს.

3. ბარათს აწარმოებენ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.

4. ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების კლასიფიკაციის თანახმად.

5. ბარათის კომპიუტერიზებული დამუშავების დროს პროგრამულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა ბაზასთან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს.

 

 

მუხლი 22. ბარათის გახსნა და მონაცემების შეტანა

1. ბარათი იხსნება პროგრამულად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ორგანოში აღრიცხვის მიხედვით, მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე.

2. არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბარათი საგადასახადო ორგანოში იხსნება მუდმივი დაწესებულების საგადასახადო ორგანოში აღრიცხვის მიხედვით.

3. არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოში მუდმივი დაწესებულების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბარათი საგადასახადო ორგანოში იხსნება მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, ან საგადასახადო აგენტის ადგილსამყოფლის/საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან დაბეგვრის ობიექტის ადგილსამყოფელის მიხედვით.

4. ყველა აქტიური გადამხდელისთვის ბარათი იხსნება ყოველი საგადასახადო წლის დასაწყისში.

5. ბარათში მიეთითება გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გადასახდელის დასახელება და საგადასახადო წელი (პერიოდი), ხოლო იმ გადასახადის გადამხდელთა ბარათზე, რომლებიც იყენებენ დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმებს, ბარათზე მიეთითება აგრეთვე იმ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სახე, რომელსაც იყენებს გადასახადის გადამხდელი.

6. ბარათი იხსნება:

ა) გადასახადების სახეების მიხედვით;

ბ) საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით;

გ) იმ მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოს;

დ) გაუქმებული გადასახადების მიხედვით, სადაც აღირიცხება ნაშთები, რომლებიც გადმოიტანება ბარათიდან გადასახდის გაუქმების შემთხვევაში.

7. უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის აღრიცხვისათვის იხსნება ცალკე ბარათი, ხოლო გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის აღრიცხვა ხდება დღგ-ის ბარათზე შესაბამისი ოპერაციების გამოყენებით.

8. აქციზის გადასახადში იხსნება ორი ბარათი. აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხები აისახება „აქციზური მარკების” ბარათზე და ყოველთვიური დეკლარაციით გაცხადებული გადასახადის, არამარკირებულ და გახარჯულ მარკირებულ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება  „აქციზის” ბარათი.

9. საგადასახადო სამართალდარღვევათა მიხედვით იხსნება ერთიანი ბარათი ჯარიმებისათვის, გარდა იმ ჯარიმებისა, რომელთა გამოანგარიშება ხდება კონკრეტული გადასახადის მიხედვით პროცენტულად.

10. ბარათებზე არსებული არარეალური ჩანაწერების დაზუსტების, მათზე რეალური ნაშთების გამოყვანის და შემდგომ ამ ჩანაწერების ბარათებზე გადატანის მიზნით, დასაშვებია მოქმედი ან გაუქმებული გადასახადების დროებითი ბარათების გახსნა.

11. პირისათვის, რომელიც იხდის ექსპორტის და იმპორტის გადასახდელებს, ბარათი იხსნება მის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ბარათზე მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და სასაქონლო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;

ბ) საგადასახადო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);

დ) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;

ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები;

ვ) სამართალდარღვევის ოქმები;

ზ) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები;

თ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ;

ი) ს აქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37 -ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდის შემთხვევაში სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; 

კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45 -ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის არაღიარებული საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სან ქ ციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.

13. ბარათზე მონაცემთა შეტანა ხორციელდება  შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №22 - ვებგვერდი, 16.01.2012წ.

მუხლი 23. საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნა

საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I-21 დანართის შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ცნობაში ასახული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

 

                                                                                                                                          დანართი №I-21

ც ნ ო ბ ა

საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო

ანგარიშების გახსნის შესახებ

1

გადასახადის გადამხდელის დასახელება / სახელი და გვარი

 

2

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო / პირადი ნომერი

 

3

საბანკო დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ბანკის კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

4

მონაცემები ანგარიშის შესახებ

ანგარიშის სახე

ანგარიშის ნომერი

ვალუტა

ანგარიშის გახსნის

   თარიღი

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა

 

(რიცხვი)       (თვე)            (წელი)

 

 კარი II

საშემოსავლო და მოგების გადასახადები

თავი IX

საქონლის/მო მ სახურების მიწოდების აღრიცხვა

მუხლი 24. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

2. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური  ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი), ნავთობპროდუქტ ებ ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) და ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III1-1 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა.

 3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

4. ზედნადები ხელმოწერასთან ერთად მოწმდება შტამპით ან ბეჭედით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მყიდველის მიერ ზედნადების ბეჭდით დამოწმება სავალდებულო არ არის. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 - ვებგვერდი, 10.08.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

მუხლი 25. სასაქონლო ზედნადები

1. სასაქონლო ზედნადები არის №II-01 და №II-011 დანართების შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

2. სასაქონლო ზედნადები დგება 3 იდენტურ ეგზემპლარად საქონლის მიწოდებისთანავე, ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს ან ტვირთის მიმღებს და თან ერთვის საქონელს (ტვირთს), მეორე – რჩება საქონლის გამყიდველს ან ტვირთის გამგზავნს, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი.

3. №II-01 დანართით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე იწერება სიტყვიერად;

ბ) ზედნადების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გამყიდველისა და მყიდველის, გადამზიდველის ან/და დისტრიბუტორის შესახებ;

გ) ზედნადებში ტვირთის გამგზავნის მიერ მე-5 სტრიქონზე ოპერაციის ამსახველი შესაბამისი უჯრა აღინიშნება „V” ნიშნით;

დ) საქონლის (ტვირთის) გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში, ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე (სტრიქონი 3) იწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ სტრიქონზე იწერება იმ პირის მონაცემები, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი. ასევე, აღინიშნება (სტრიქონი 6) ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ე) საქონლის (ტვირთის) მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში, ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე (სტრიქონი 4) იწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში, აღნიშნულ სტრიქონზე იწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით იგზავნება საქონელი ან ტვირთი. ასევე, აღინიშნება ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დასრულების (სტრიქონი 7) ადგილი (მისამართი);

ვ) ზედნადების II ნაწილში აისახება საქონლის (ტვირთის) დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ერთეულის ფასი და თანხა;

ზ) მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ან პირის ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (ფილიალებს, საამქროებს, უბნებს, მეურნეობებს და ა.შ.) შორის საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში – ზედნადები ივსება საქონლის გადაზიდვის დაწყებისთანავე. პირველი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მიმღებს და თან ერთვის საქონელს, მეორე რჩება საქონლის გამგზავნს, ხოლო მესამეს იტოვებს ტვირთის გადამზიდველი. ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა ტვირთის გაგზავნის დაწყების თარიღს (თვე აღინიშნება სიტყვიერად);

თ) დისტრიბუციის შემთხვევაში, საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე ეგზემპლარები. საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს დამატებით გადასცემს მყიდველთა რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ოდენობის ზედნადებებს;

ი) დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ ივსება საქონლის გამყიდველის (გამგზავნის) მონაცემები (სტრიქონი 3);

კ) იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი;

ლ) დისტრიბუციის წესით მიწოდებისას დისტრიბუტორისათვის სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის რაოდენობა და სხვა პარამეტრები ფიქსირდება ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ზედნადების ფორმაში;

მ) მყიდველისათვის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში საქონლის მრავალჯერ მიწოდებისას (მათ შორის, არაერთგვაროვანი საქონლის, ან/და მიღებაზე უფლებამოსილი სხვადასხვა პირის ან ჩაბარებაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა დისტრიბუტორის შემთხვევებშიც) შესაძლებელია ერთი არასრულად შევსებული ზედნადების გამოყენება, რომლის დროსაც ამ ზედნადების ორივე ეგზემპლარს შესაძლებელია იტოვებდეს საქონლის მყიდველი (ტვირთის მიმღები) მანამდე (მაგრამ არა უგვიანეს ოპერაციების განხორციელების თვის ბოლო დღისა), სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება განხორციელებული მიწოდების მონაცემების ზედნადებში შეტანის დასრულების თაობაზე;

ნ) არასრულად შევსებული ზედნადების გამოყენებისას მე-10 სტრიქონზე იწერება (ასევე სიტყვიერად) მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა, საქონლის მყიდველისათვის ჩაბარება დასტურდება  მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, თანამდებობის, სახელისა და გვარის მითითებით (მე-13 და მე-14 სტრიქონები), ხოლო მე-15 სტრიქონზე იწერება ბოლო ჩანაწერების განხორციელების თარიღი;

ო) დასაშვებია სხვადასხვა მიზეზით გამყიდველისათვის საქონლის დაბრუნების ფაქტის ასახვა არასრულად შევსებულ ზედნადებში. ამ შემთხვევაში საქონლის უკან დაბრუნება, დისტრიბუტორის (მე-7 სვეტში „მიიღო”) და საქონლის მყიდველის (ტვირთის მიმღების) ან მიღებაზე უფლებამოსილი პირის (მე-8 სვეტში „ჩააბარა”) ხელმოწერებთან ერთად, არასრულად შევსებულ ზედნადებში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება დაბრუნებული საქონლის დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, თარიღი, ხოლო მე-9 სვეტში იწერება „უკან დაბრუნება”;

პ) დისტრიბუტორი მის ხელთ არსებული ზედნადების პირველ ეგზემპლარში შეიტანს არასრულად შევსებულ ზედნადებში შეტანილის მსგავს მონაცემებს, კონკრეტული საქონლის მყიდველისაგან უკან დაბრუნებული საქონლის შესახებ. საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი დასტურდება დისტრიბუტორის (სვეტი – „მიიღო”) და მყიდველის (სვეტი – „ჩააბარა”) ხელმოწერებით;

ჟ) საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს ან სხვა მიზეზით, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი. დანართის პირველ სტრიქონზე იწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი;

რ) დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. საქონელზე ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული აღნიშნული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება საქონლის მყიდველის ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;

ს) სასაქონლო ზედნადები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამ შემთხვევაში, პირის მოთხოვნის საფუძველზე დასაშვებია ზედნადების დამატებითი ეგზემპლარის გამოწერა, რომელიც რჩება პორტალში;

ტ) გადაზიდვის ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი. ასევე, მიეთითება უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო ტვირთის მიღების ფაქტს – ხელმოწერით ადასტურებს გადამზიდველი;

უ) ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.

4. №II-011 დანართით გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადები ივსება შემდეგი წესით:

ა) ზედნადების შევსების თარიღი ემთხვევა საქონლის მიწოდების ან ტვირთის გაგზავნის თარიღს. თვე ჩაიწერება სიტყვიერად;

ბ) ზედნადებში „გამყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე ჩაიწერება საქონლის გამყიდველი – იურიდიული პირის დასახელება ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ზედნადებში „მყიდველის” აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და ტელეფონი;

დ) ტვირთის გამგზავნი შეიძლება იყოს საქონლის გამყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება გამყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომელსაც გაგზავნის უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული აქვს საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დაწყების ადგილი (მისამართი);

ე) ტვირთის მიმღები შეიძლება იყოს საქონლის მყიდველი. ამ შემთხვევაში ტვირთის მიმღების ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება საქონლის მყიდველის მონაცემები. სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სტრიქონზე ჩაიწერება იმ პირის დასახელება ან სახელი და გვარი, რომლის მისამართით ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იგზავნება საქონელი ან ტვირთი და ტვირთის (საქონლის) ტრანსპორტირების დამთავრების ადგილი (მისამართი);

ვ) ზედნადებში „გადამზიდველის“ აღმნიშვნელ სტრიქონზე ჩაიწერება ტვირთის გადამზიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი ან მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. გარდა ამისა, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს ასევე გათვალისწინებულია გადამზიდველის მიერ ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით საჭირო მონაცემების ჩაწერა, მათ შორის: გადასატანად მიღებული ტვირთის რაოდენობა, გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის დასახელება ან სახელი და გვარი, გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკური პირის სახელი და გვარი, გადასატანად ტვირთის მიღების თარიღი. გადაზიდვის ფაქტს უნდა ადასტურებდეს გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, ბეჭედი (მისი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ხოლო ტვირთის გადასატანად მიღების ფაქტს – გადამზიდველის ხელმოწერა, შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონლის მყიდველის ან ტვირთის მიმღების ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით საქონლის მიღებისას და ტრანსპორტირებისას ზედნადებში აღინიშნება ამ პირის სახელი და გვარი, მინდობილობის ნომერი და გამოწერის თარიღი. ამ შემთხვევაშიც, ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია ნდობით აღჭურვილი პირის მიერ საქონლის გადატანასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა იმავე წესით, როგორც ტვირთის გადამზიდველის შემთხვევაში;

ზ) ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები და გადამზიდველი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი. ამ შემთხვევაში მისი მონაცემები ჩაიწერება ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების და გადამზიდველის ამსახველ სტრიქონებზე;

თ) საქონლის გადაზიდვისას ზედნადებში შესაბამის სტრიქონებზე შეიტანება საქონლის (ტვირთის) დასახელება ან კონტეინერის ნომერი, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, თანხა, შეფუთვის სახე, მასა ბრუტო, ხოლო შესაბამის სტრიქონებზე აისახება ამ მონაცემების ჯამი;

ი) ადგილზე მიტანა და მყიდველისათვის ან ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება ფიქსირდება ზედნადების ქვედა მარჯვენა მხარეს გამოყოფილ სტრიქონებზე, ჩაბარებული ტვირთის ფაქტობრივი ოდენობისა და ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით, ჩამბარებლის ხელმოწერით, ტვირთის მიმღების შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით;

კ) დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, „ტვირთის მიმღების” სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – „დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – „დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10, მე-11, მე-12 სტრიქონები, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული საქონლის (ტვირთის) გაგზავნაზე თანხმობის გამცემი პასუხისმგებელი პირი) თანხმობა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება ბეჭედი (მისი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველისათვის ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე თანხმობის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს;

ლ) იმ შემთხვევაში, როცა დისტრიბუტორის მიერ სრულად არ არის რეალიზებული მასზე გადაცემული საქონელი, მაშინ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ პერიოდში ბარდება დისტრიბუტორის მიერ მყიდველებზე გამოწერილი ზედნადების მეორე ეგზემპლარი;

მ) საქონლის რეალიზაციის ან ტვირთის გადაზიდვის ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში ზედნადებში იწერება ტვირთის ტრანსპორტირების სახე (საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა), სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ზედნადებში დაფიქსირდება გამყიდველის ან ტვირთის გამგზავნის თანხმობა საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე;

ნ) საქონლის გამყიდველი (ან ტვირთის გამგზავნი), სასაქონლო ზედნადებების, როგორც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, აღრიცხვას აწარმოებს საქართველოში მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ო) საქონლის (ტვირთის) ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საკმარისი არ არის ერთი ზედნადები, გამოიყენება სასაქონლო ზედნადების დანართი, დანართის შესაბამის სტრიქონზე ჩაიწერება იმ ზედნადების ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. დანართი ივსება ზედნადებთან ერთად. შესაბამისად, მათი შევსების თარიღი ემთხვევა. საქონელზე (ტვირთზე) ინფორმაცია დანართში შეიტანება იმ სახით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ზედნადების ფორმაში. იგი დამოწმდება გამომწერის ხელმოწერით და შტამპით ან ბეჭდით (მათი არსებობის შემთხვევაში). დანართის მე-2 და მე-3 სვეტებში ასახული ჯამი სავალდებულო წესით ჩაიწერება ზედნადებში და საქონლის დასახელების ამსახველ სტრიქონზე კეთდება ჩანაწერი – „ამ ზედნადების შესაბამისად მიეწოდება . . . დასახელების საქონელი დანართის მიხედვით”. მხოლოდ ამის შემდეგ ზედნადებში მონაცემები დაჯამდება და შედეგი აისახება სასაქონლო ზედნადების მე-13 და მე-14 სვეტებში.

5. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებულ სასაქონლო ზედნადების ფორმებში შეტანილ იქნეს დამატებითი ინფორმაციის ველები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №97 - ვებგვერდი,   22.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 30.01.2012წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №56 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.

                                                                                                                                        დანართი №II-01

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, №996, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1167887-67/