საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2003 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002.544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 01/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №157

2003 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 ოქტომბრის №437 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №739 - სსმ III, №107, 14.09.2005 წ., მუხ.1191

6. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1501

7. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

8.  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

10. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №482 - სსმ III, №83, 09.07.2010 წ., მუხ.1200

 

 

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება

თავი I . ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის სამსახურებრივ კონტროლს.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ. №2.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

    მუხლი 2.

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ნამდვილი და პირობითი დასახელება, აგრეთვე სამსახურის გერბი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციებზე, სამსახურის სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

    მუხლი 3.

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები.

2. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს.

3. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოები.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 4.

სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშროელთა მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 5.

სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;

გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, დასაცავ ობიექტებზე წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

ვ)  საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ზ) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

    მუხლი 6.

სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვან პირთა დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;

გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;

ე) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე) გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;

ვ) ნიშნავს სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს სამსახურის კადრში დატოვებით;

ზ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;

ი) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;

ლ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ძალებსა და საშუალებებს;

ნ) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დასაცავი ობიექტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;

პ) უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას;

ჟ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას, ანალიტიკურ კვლევას;

რ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარაღების, სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას;

ს) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე ადმინისტრაციას რეკომენდაციას უწევს მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;

ტ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;

უ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;

ფ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;

ქ) გასცემს უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყანაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს;

ღ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 7.

სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 8.

სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;

გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული დანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების უფროსებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას;

თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;

ი) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;

კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;

ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;

მ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს;

ნ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე;

ო) აწესებს და სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურებრივ ჯილდოებს;

პ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას;

რ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ს) კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს;

ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასული საჯარო ინფორმაციის შესახებ;

უ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;

ღ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ყ) ამტკიცებს რეესტრს, რომელშიც პერიოდულად განისაზღვრება იმ მნიშვნელოვან პირთა ჩამონათვალი, რომელთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირებზე გაიცემა იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვები;

შ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;

ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 9.

სამსახურის უფროსის ბრძანება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

    მუხლი 10.

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის სამსახურის აპარატის უფროსი, ორგანიზებას უწევენ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სამსახურის აპარატის უფროსი, წარმართავს სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №482 - სსმ III, №83, 09.07.2010 წ., მუხ.1200

    მუხლი 11.

სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

    მუხლი 12.

1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები).

2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში ნიშნავს და სამსახურდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

    მუხლი 13.

1. სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის.

2. სამსახურში საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეცალური სამსახურის შესახებ“.

4. სამსახურში მისაღები კანდიდატები, დადგენილი წესით, გადიან შერჩევისა და შესწავლის პროცედურას.

5. სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევისა და შესწავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციური განაწილება

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

     მუხლი 14.

1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი დანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

3. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება იყოს სამსახური, სამმართველო, აპარატი, ქვედანაყოფი, განყოფილება (დამოუკიდებელი) ან სხვა დანაყოფი ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად.

4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად, ჯგუფებად, მიმართულებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

    მუხლი 15.

1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო;

დ) პირადი დაცვის სამმართველო;

ე) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;

ვ) ოპერატიული სამმართველო;

ზ) კადრების სამმართველო;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;

ი) დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველო;

კ) გენერალური ინსპექცია;

ლ) სამედიცინო სამმართველო;

მ) სამეურნეო სამმართველო;

ნ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;

ო) სამსახურის აპარატი;

პ)  საფინანსო განყოფილება;

ჟ) პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი;

რ) გაცილება-ესკორტირების ქვედანაყოფი.

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1501

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 16.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები

1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.

2. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა და შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

დ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;

ვ) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.

3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

გ) დასაცავ ობიექტებზე წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.

4. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და აღნიშნულ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;

გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება სამსახურის დასაცავი პირებისა და ობიექტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა გამოვლენის მიზნით;

დ) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება.

5. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;

გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;

დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა, გარდა პირადი დაცვის თანამშრომელთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ღონისძიებებისა.

6. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;

ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა.

7. დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა;

გ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა.

8. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფოს ან საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, აგრეთვე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად;

ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;

გ) გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმება.

9. სამედიცინო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;

ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური-სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება-განხორციელება;

ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.

10. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა)  სამსახურის დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;

გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება.

11. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ)  დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;

გ)  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;

დ)     მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.

12. სამსახურის აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;

გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);

ი) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

13. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ)  საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.

14. პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) პირადი დაცვის თანამშრომელთა ფიზიკური, საცეცხლე, თეორიული და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა;

გ) თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება პირადი დაცვის თანამშრომელთა საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით;

დ) პირადი დაცვის თანამშრომელთათვის დაცვითი ღონისძიებების სპეციფიკურობის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესწავლა, პროფესიული ჩვევების დახვეწა განსაკუთრებულ პირობებში სათანადო რეაგირებისათვის, გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარება მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ.”

15. გაცილება-ესკორტირების ქვედანაყოფის ამოცანებია:

ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა (დასაცავი პირები) უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

გ) ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა დასაცავ პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 17.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების ძირითადი ამოცანებია:

ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო შტოების უმაღლესი თანამდებობის პირთა დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ ობიექტთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 18.

სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №157, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002.544 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117064-10/