საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2003 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002.544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 01/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №157

2003 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 ოქტომბრის №437 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №739 - სსმ III, №107, 14.09.2005 წ., მუხ.1191

6. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1501

7. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

8.  საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

10. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №482 - სსმ III, №83, 09.07.2010 წ., მუხ.1200

11. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

12. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1077 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2453

13. საქართველოს პრეზიდენტის 201 1 წლის 2 მარტის ბრძანებულება №1 28 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება

თავი I . ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის სამსახურებრივ კონტროლს.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ. №2.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

    მუხლი 2.

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ნამდვილი და პირობითი დასახელება, აგრეთვე სამსახურის გერბი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციებზე, სამსახურის სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

    მუხლი 3.

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები.

2. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს.

3 . (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 4.

სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშროელთა მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

    მუხლი 5.

სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, დასაცავ ობიექტებზე წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

ვ)  საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;

ზ) (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

    მუხლი 6.

სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

   ბ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;

გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;

ე) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე) გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;

ვ) ნიშნავს სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს სამსახურის კადრში დატოვებით;

ზ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;

ი) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ოპერატიული მიზნებისათვის ქმნის კინოლოგიურ ბაზას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას;

ლ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ძალებსა და საშუალებებს;

ნ) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დასაცავი ობიექტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;

პ) განსაზღვრავს ოპერატიული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს დაცვითი ღონისძიებების გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას, რისთვისაც ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამის ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით;

ს) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე ადმინისტრაციას რეკომენდაციას უწევს მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;

ტ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;

უ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;

ფ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;

ქ) გასცემს უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყანაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს;

ღ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი

    მუხლი 7.

სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 8.

სამსახურის უფროსი:

ა) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის საშტატო ნუსხას, სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ გამოყენებული ბეჭდების, შტამპების, ლუქების ნიმუშებს, აგრეთვე ბლანკების ნიმუშებს ოფიციალური მიმოწერისათვის; უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი;

გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული დანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების უფროსებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას;

თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;

ი) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;

კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;

ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;

მ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს;

ნ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე;

ო) აწესებს და სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურებრივ ჯილდოებს;

პ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას;

რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებ რ ივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, აგრეთვე ამტკიცებს თანამ შ რომელთა ეთიკის კოდექსს;

ს) კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს;

ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასული საჯარო ინფორმაციის შესახებ;

უ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;

ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;

ღ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ყ) ამტკიცებს რეესტრს, რომელშიც პერიოდულად განისაზღვრება იმ მნიშვნელოვან პირთა ჩამონათვალი, რომელთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირებზე გაიცემა იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვები;

შ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;

ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №128 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

    მუხლი 9.

სამსახურის უფროსის ბრძანება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.

    მუხლი 10.

1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, ორგანიზებას უწევენ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

\ 4. სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, წარმართავს სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №482 - სსმ III, №83, 09.07.2010 წ., მუხ.1200

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

    მუხლი 11.

სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

    მუხლი 12.

1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები).

2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში ნიშნავს და სამსახურდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

    მუხლი 13.

1. სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:

ა) საკონტრაქტო;

ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;

გ) კადრის.

2. სამსახურში საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეცალური სამსახურის შესახებ“.

4. სამსახურში მისაღები კანდიდატები, დადგენილი წესით, გადიან შერჩევისა და შესწავლის პროცედურას.

5. სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევისა და შესწავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციური განაწილება

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

     მუხლი 14.

1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი დანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

3.( ამოღებულია)

4. ( ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

     მუხლი 15.

სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო;

ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი;

დ) ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ვ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

თ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო;

ი) კადრების მთავარი სამმართველო;

კ) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ლ) სამედიცინო მთავარი სამმართველო;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1501

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

     მუხლი 16.

1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) ისეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.

2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

 დ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი პირების, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა, დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

 ე) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

 ვ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა;

 ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასაცავი პირების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;

 თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება დასაცავი პირების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;

 ი) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება.

3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) დასაცავ ობიექტებზე სასაშვო რეჟიმის და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე წესრიგის უზრუნველყოფა;

გ) დასაცავი და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.

4. ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;

 ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;

 გ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება;

 დ) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;

 ე) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;

 ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

 ზ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;

 თ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

 ი) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;

 კ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 5. სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია:

 ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

 ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;

 გ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

 დ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პირების საქართველოში ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, გადაადგილებისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება;

 ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

 ვ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და სამსახურის ანგარიშების მომზადება;

 ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის კონტროლი;

 თ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);

 ი) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 კ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით, მოსამსახურეთა ფიზიკური, საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებით, მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა;

 ლ) სამსახურის დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიების დაგეგმვის უზრუნველყოფა;

 მ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების (დაცვითი) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა;

 ნ) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა;

 ო) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

 6. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია:

 ა) სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ბ) მოსამსახურეთა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო კონტაქტების, აგრეთვე ისეთი კავშირების გამოვლენა და შესწავლა, რომელიც შესაძლოა არასასურველ ზემოქმედებას ახდენდეს პირად შემადგენლობაზე;

 გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირება;

 დ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას განაწესების მიმდინარეობის კონტროლი;

ე) გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეების მიერ შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;

 ვ) სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კონტროლი.

7. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

 ა) სამსახურის დასაცავი პირებისა და დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა;

 ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

 გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებების განხორციელება;

 დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

 ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედვე-ლობა;

 ვ) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;

 ზ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

 თ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

 ი) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 8. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

 ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ბ) დასაცავი პირებისა და ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით ნეიტრალიზება;

 გ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.

 9. კადრების მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

 ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

 ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობა;

 გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება;

 დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ბრძა-ნებების პროექტების მომზადება;

 ე) ატესტაციის ჩატარებისა და სამსახურის საატესტაციო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა.

 10. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

 ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

 ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

 გ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა;

 დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 11. სამედიცინო მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

 ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;

 ბ) სხვა დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

 გ) სამსახურის თანამშრომლების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური საექიმო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება და განხორციელება;

 დ) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;

 ე) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმ III, №137​1, 01.12.2003 წ., მუხ.1133​1

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

     მუხლი 17.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, სამსახურის სხვა დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმ III, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმ III, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1077 - სსმ III, №171, 30.12.2010 წ., მუხ.2453

     მუხლი 17 ​1 .

1. სამსახურის ძალები და საშუალებები, ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით, სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიძლება კონცენტრირებულ იქნეს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი კონკრეტული ამოცანის ან ღონისძიების განხორციელების მიზნით.

2. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების და მათი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უფლებამოსილი არიან დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ძალები და საშუალებები გადაანაწილონ ცალკეული ქვედანაყოფის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანის დროულად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაცვითი ღონისძიების ერთობლივად ჩატარების ეფექტიანობის მიზნით, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები კოორდინაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმ III, №103, 24.08.2010 წ., მუხ.1567

    მუხლი 18.

სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №157, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002.544 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117064-13/