საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №157
2003 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 ოქტომბრის №437 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება
თავი I .ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული შეიარაღებული სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის სამსახურებრივ კონტროლს.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ. №2.
მუხლი 2.
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ნამდვილი და პირობითი დასახელება, აგრეთვე სამსახურის გერბი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციებზე, სამსახურის სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მუხლი 3.
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები.
2. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს.
3. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფები.
თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 4.
სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევის წარმოება.
მუხლი 5.
სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;
გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების დაცვითი ღონიძიებებით უზრუნველყოფა;
ე) ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა და დასაცავ თანამდებობის პირთა სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამსახურის კავშირგაბმულობის სპეციალური საშუალებების გამოყენებით საქართველოს პრეზიდენტის უწყვეტი, დახურული, გარანტირებული სატელეფონო, დოკუმენტური და რადიოკავშირით უზრუნველყოფა;
თ) უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინების დაცულობის, საიმედოობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 6.
სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვან პირთა დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;
გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიებების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;
დ) ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციას უწევს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;
ზ) სამსახურის კადრში დატოვებით სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებში;
თ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავ პირთა გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
ი) უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეცილურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;
კ) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
მ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;
ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ძალებსა და საშუალებებს;
ო) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავ ობიექტებზე მონაწილეობს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;
ჟ) უზრუნველყოფს თავისი ქვედანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას;
რ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშვებას, ანალიტიკურ კვლევას;
ს) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარაღების სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს პირთა და ობიექტთა დაცვას, ხოლო ამ საქმიანობით მიღებული სახსრების განკარგვის მიზნობრიობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი;
უ) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციას მის გამგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;
ფ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;
ქ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულელებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს დადოს ფიზიკურ პირთა და ობიექტთა დაცვითი საქმიანობის განხორციელების ხელშეკრულებები;
ყ) ამუშავებს ქვედანაყოფთა სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 7.
სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 8.
სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) ამტკიცებს სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული ქვედანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფების უფროსებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;
ი) სამსახურებრივი ზედადმხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
მ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს;
ნ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე;
ო) აწესებს და სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურებრივ ჯილდოებს;
პ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას;
რ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ს) კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს;
ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;
უ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეცილისტების მოსაზიდად შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
ღ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ყ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;

მუხლი 9.
სამსახურის უფროსის ბრძანება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.
მუხლი 10.
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ორგანიზაციას უწევენ თავიანთი საკურატორო ქვედანაყოფების საქმიანობას, რისი სწორი ორგანიზაციისთვისაც პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 11.
სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 12.
1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული მოსამსახურეები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში ნიშნავს და სამსახურდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 13.
1. სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:
ა) საკონტრაქტო;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;
გ) კადრის.
2. სამსახურში საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეცალური სამსახურის შესახებ“.
4. სამსახურში მისაღები კანდიდატები, დადგენილი წესით, გადიან შერჩევისა და შესწავლის პროცედურას.
5. სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევისა და შესწავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციური განაწილება
მუხლი 14.
1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი ქვედანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
3. სამსახურის სტრუქტურული ერთეული შეიძლება იყოს სამმართველო, ქვედანაყოფი, დამოუკიდებელი განყოფილება.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად, ჯგუფებად, მიმართულებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.
მუხლი 15.
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სისტემის შემადგენლობაშია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ქვედანაყოფი;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ქვედანაყოფი;
დ) პირადი დაცვის სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველო;
ზ) ოპერატიული სამმართველო;
თ) კადრების სამმართველო;
ი) სამეურნეო სამმართველო;
კ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
ლ) სამსახურის აპარატი;
მ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო;
ნ) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
ო) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;
პ) საფინანსო განყოფილება;
ჟ) სამედიცინო განყოფილება.
2. სამსახურის მმართველობის სფეროშია საჯარო სამართალის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირები“, რომლის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 16.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უშიშროების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტზე და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
2. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავი პირების დაცვისა და ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
ე) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) დასაცავ ობიექტებზე წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისების შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების, გენერალური კონსულების, კონსულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელთა საცხოვრებელი სახლების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოების, საკონსულოების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობა-ნაგებობების დაცვით და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
დ) საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისებისთვის შენობა-ნაგებობების შერჩევის დროს ამ ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარისხის ამაღლების მიზნით დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის რეკომენდაციების გაწევა.
5. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებზე და მონახულების ობიექტებზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და აღნიშნულ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
დ) მოკვლევის წარმოება იმ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამო, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება;
ე) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენ-ციის ფარგლებში დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, ასევე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად.
6. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;
გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ) სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა.
7. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ქვედანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება.
8. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, ასევე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;
გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებლება;
დ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება;
9. სამსახურის აპარატს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს, განესაზღვრება შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;
დ) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
ე) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
კ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);
ლ) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
10. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფა სატელიტური სატელეფონო კავშირით საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
11. საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მილსადენისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვით და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვითი და უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების საფუძველზე პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
12. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
13. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.
14. სამედიცინო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური-სამედიცინო კომისიის ორგანიზება-მოწყობა;
ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტებზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით;
ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 17.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო შტოების უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებებების უზრუნველყოფა.
მუხლი 18.
სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 157

ე . შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003 წ., მუხ.486
2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003 წ., მუხ.11331
3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004 წ., მუხ.73
4. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005 წ., მუხ.743
5. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულება №739 - სსმIII, №107, 14.09.2005 წ., მუხ.1191
6. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმIII, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1501
7. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1502
8. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005 წ., მუხ.1503
9. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმIII, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1083
10. საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 9 ივლისის ბრძანებულება № 482 - სსმIII, №8 3 , 09 .0 7 .20 10 წ., მუხ.1 200
11. საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება № 672 - სსმIII, № 103 , 24 .0 8 .20 10 წ., მუხ.1 567
12. საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება № 1077 - სსმIII, № 171 , 30.12 .20 10 წ., მუხ. 2453
13. საქართველოს პრეზიდენტის 20 1 1 წლის 2 მარტის ბრძანებულება № 1 28 - ვებგვერდი, 04.03.2011 წ.
1 4 . საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 5 მარტის ბრძანებულება № 164 - ვებგვერდი, 0 5 .03.201 2 წ.
15. საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება № 956 - ვებგვერდი, 17 . 10 .201 2 წ.
1 6 . საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება № 965 - ვებგვერდი, 22 . 10 .201 2 წ.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულება
თავი I .ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
მუხლი 1.🔗
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლად მოქმედი სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული შეიარაღებული სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის სამსახურებრივ კონტროლს.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ. №2.
მუხლი 2.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
მუხლი 2.🔗
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. სამსახურს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ნამდვილი და პირობითი დასახელება, აგრეთვე სამსახურის გერბი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტაციებზე, სამსახურის სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
მუხლი 3.
მუხლი 3.🔗
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ”, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები.
2. სამსახური ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს.
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
3. სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფები.
თავი II. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 4.
მუხლი 4.🔗
სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მოკვლევის წარმოება.
მუხლი 5.
სამსახურის საქმიანობის სფეროა დასაცავ პირთა და ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაცვითი, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო და სხვა ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშროელთა მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამსახურებრივი შემოწმების წარმოება.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
მუხლი 5.🔗
სამსახურის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;
გ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების დაცვითი ღონიძიებებით უზრუნველყოფა;
ე) ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა და დასაცავ თანამდებობის პირთა სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამსახურის კავშირგაბმულობის სპეციალური საშუალებების გამოყენებით საქართველოს პრეზიდენტის უწყვეტი, დახურული, გარანტირებული სატელეფონო, დოკუმენტური და რადიოკავშირით უზრუნველყოფა;
თ) უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინების დაცულობის, საიმედოობისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 6.
ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების განკარგულებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველოფა;
გ ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე , საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების , დიპლომატიური კორპუსის , აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, დასაცავ ობიექტებზე წესრიგის დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა დასაცავ პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების ღონისძიებათა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმIII, №82, 20.06.2006წ., მუხ.1083
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
მუხლი 6.🔗
სამსახური მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:
ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე , უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების , საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს ;
გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;
დ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;
ე) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის (უფლებამოსილების პერიოდში და უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე) გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;
ვ) ნიშნავს სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს სამსახურის კადრში დატოვებით;
ზ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავი პირების გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეციალურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;
ი) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
კ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებს , ოპერატიული მიზნებისათვის ქმნის კინოლოგიურ ბაზას და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას ;
ლ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;
მ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებათა ძალებსა და საშუალებებს;
ნ) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დასაცავი ობიექტების საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;
პ ) განსაზღვრავს ოპერატიული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს , ამტკიცებს დაცვითი ღონისძიებების გეგმებს ;
ჟ ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული , საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას , რისთვისაც ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს , ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამის ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს ;
რ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით ;
ს) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე ადმინისტრაციას რეკომენდაციას უწევს მის გამგელობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;
ტ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;
უ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულებებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;
ფ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;
ქ) გასცემს უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ქვეყანაში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვებს;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვა მნიშვნელოვან პირთა დაცვით ღონისძიებებს საქართველოში მათი ვიზიტის დროს;
გ) უზრუნველყოფს დასაცავ პირთა მონაწილეობით ღონისძიებების მოწყობის ადგილებში უსაფრთხოების ზომების მიღებას;
დ) ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზაციას უწევს საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს;
ზ) სამსახურის კადრში დატოვებით სამსახურის მოქმედი რეზერვის ოფიცრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებში;
თ) უზრუნველყოფს დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას დასაცავ პირთა გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე;
ი) უზრუნველყოფს კავშირგაბმულობის საშუალებით საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას, რისთვისაც თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც აწარმოებენ სპეცილურ გამოკვლევებს აღნიშნულ სფეროში;
კ) დასაცავ პირთა ყოფნის მუდმივ და დროებით ადგილებში ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, სამედიცინო უზრუნველყოფას კვლევის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით და დასაცავი ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
მ) განსაკუთრებულ პერიოდში, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დასაცავ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს;
ნ) აუცილებლობის შემთხვევაში მოიზიდავს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ძალებსა და საშუალებებს;
ო) წყვეტს სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავ ობიექტებზე მონაწილეობს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის საქმიანობაში;
ჟ) უზრუნველყოფს თავისი ქვედანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას;
რ) სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშვებას, ანალიტიკურ კვლევას;
ს) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებს შეიარაღების სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შეძენა-ექსპლუატაციას;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს პირთა და ობიექტთა დაცვას, ხოლო ამ საქმიანობით მიღებული სახსრების განკარგვის მიზნობრიობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი;
უ) დასაცავი ობიექტების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ ობიექტებზე დაშვების რეჟიმსა და დაცვითი ღონისძიებების სისტემას, აგრეთვე რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციას მის გამგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (დასაცავი ობიექტის) დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის თაობაზე;
ფ) ტექნიკური კონტროლის საშუალებათა გამოყენებით ახორციელებს დასაცავ ობიექტზე შემსვლელ პირთა შემოწმებას;
ქ) განსაზღვრავს თავის ამოცანათა განხორციელების პრიორიტეტულ მიმართულელებს, შეიმუშავებს მუშაობის სრულყოფის მიზნობრივ კომპლექსურ პროგრამებსა და ამ პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სხვა მექანიზმებს;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს დადოს ფიზიკურ პირთა და ობიექტთა დაცვითი საქმიანობის განხორციელების ხელშეკრულებები;
ყ) ამუშავებს ქვედანაყოფთა სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 7.
მუხლი 7.🔗
სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 8.
მუხლი 8.🔗
სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს და ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობის უფლებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს , სამსახურის საშტატო ნუსხას , სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიერ გამოყენებული ბეჭდების , შტამპების , ლუქების ნიმუშებს , აგრეთვე ბლანკების ნიმუშებს ოფიციალური მიმოწერისათვის ; უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები , განსაზღვროს მათი მოვალეობები და საქმიანობის წესი ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული დანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის მთავარი სამმართველოების უფროსებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას;
თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;
ი) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;
ბ) ამტკიცებს სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული ქვედანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფების უფროსებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;
თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის ქვედანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;
ი) სამსახურებრივი ზედადმხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს;
კ) დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
ლ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის სპეციალური წოდების მქონე პირად შემადგენლობას ვადაზე ადრე ანიჭებს მორიგ სპეციალურ წოდებას სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;
მ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს;
ნ) დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს წარადგენს სახელმწიფო ჯილდოებზე;
ო) აწესებს და სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სამსახურებრივ ჯილდოებს;
პ) განსაზღვრავს ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ოპერატიული, საბრძოლო და სპეციალური მომზადების ორგანიზებას;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, აგრეთვე ამტკიცებს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს;
რ) საქართველოს კანონების შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ს) კანონით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით გამოსცემს ერთობლივ ბრძანებებს;
ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასული საჯარო ინფორმაციის შესახებ;
ტ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამსახურიდან გასულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;
უ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;
ფ) სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეცილისტების მოსაზიდად შრომით ხელშეკრულებებს დებს სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებთან (მათ შორის, სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებთან); ადგენს ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებს;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის თანამშრომლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
ღ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ყ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;
შ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9.
ყ) ამტკიცებს რეესტრს, რომელშიც პერიოდულად განისაზღვრება იმ მნიშვნელოვან პირთა ჩამონათვალი, რომელთა საქართველოში ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირებზე გაიცემა იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის ნებართვები;
შ) პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულების გამო;
ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №128 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.
მუხლი 9.🔗
სამსახურის უფროსის ბრძანება და დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.
მუხლი 10.
მუხლი 10.🔗
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ორგანიზაციას უწევენ თავიანთი საკურატორო ქვედანაყოფების საქმიანობას, რისი სწორი ორგანიზაციისთვისაც პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 11.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები , რომელთაგან ერთ - ერთი იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი , ორგანიზებას უწევენ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას და ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე .
სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 12.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე , რომელიც იმავდროულად არის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი , წარმართავს სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან .
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №369 - სსმIII, №82, 20.06.2006წ., მუხ.1083
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის ბრძანებულება №482 - სსმIII, №83, 09.07.2010წ., მუხ.1200
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
მუხლი 11.🔗
სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
მუხლი 12.🔗
1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები).
1. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან სამსახურის საშტატო შემადგენლობაში შემავალი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული მოსამსახურეები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში ნიშნავს და სამსახურდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 13.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
მუხლი 13.🔗
1. სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია:
ა) საკონტრაქტო;
ბ) საკონტრაქტო-პროფესიული;
გ) კადრის;
დ) სამოქალაქო.
2. სამსახურში საკონტრაქტო, აგრეთვე საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
გ) კადრის.
2. სამსახურში საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეცალური სამსახურის შესახებ“.
4. სამსახურში მისაღები კანდიდატები, დადგენილი წესით, გადიან შერჩევისა და შესწავლის პროცედურას.
5. სამსახურში მისაღები კანდიდატების შერჩევისა და შესწავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციური განაწილება
მუხლი 14.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 მარტის ბრძანებულება №164 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.
1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი ქვედანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
3. სამსახურის სტრუქტურული ერთეული შეიძლება იყოს სამმართველო, ქვედანაყოფი, დამოუკიდებელი განყოფილება.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად, ჯგუფებად, მიმართულებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.
მუხლი 15.
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სისტემის შემადგენლობაშია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთის ქვედანაყოფი;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ქვედანაყოფი;
დ) პირადი დაცვის სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველო;
ზ) ოპერატიული სამმართველო;
თ) კადრების სამმართველო;
ი) სამეურნეო სამმართველო;
კ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
ლ) სამსახურის აპარატი;
მ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო;
ნ) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
ო) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;
პ) საფინანსო განყოფილება;
ჟ) სამედიცინო განყოფილება.
2. სამსახურის მმართველობის სფეროშია საჯარო სამართალის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირები“, რომლის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 16.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
მუხლი 14.🔗
1. სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ მისი დანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
3. ( ამოღებულია)
4 . ( ამოღებულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
მუხლი 15.🔗
სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია :
ა ) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო ;
ბ ) პირადი დაცვის დეპარტამენტი ;
გ ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი ;
დ ) ოპერატიული დეპარტამენტი ;
დ1 ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ;
ე ) სამსახურის ადმინისტრაცია ( დეპარტამენტი );
ვ ) გენერალური ინსპექცია ( დეპარტამენტი );
ზ ) ეკონომიკური დეპარტამენტი ;
თ ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ;
ი ) კადრების მთავარი სამმართველო ;
კ ) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო ;
ლ ) სამედიცინო მთავარი სამმართველო ;
მ ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო ;
ნ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო ;
ო) დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო;
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №954 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1501
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №956 - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №965 - ვებგვერდი, 22.10.2012წ.
მუხლი 16.🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია :
ა ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა ;
ბ ) ისეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში , რომელიც საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა .
2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია :
ა ) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა ;
ბ ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა ;
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად , საქართველოს საკანონმდებლო , აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება ;
დ ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი პირების , რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა , დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ;
ე ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ;
ვ ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა ;
ზ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , დასაცავი პირების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე , აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე ;
თ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების განხორციელება დასაცავი პირების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის , ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით ;
ი ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია , ოპერატიული ვითარების პროგნოზირება , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება .
3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია :
ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად , საქართველოს საკანონმდებლო , აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება ;
ბ ) დასაცავ ობიექტებზე სასაშვო რეჟიმის და საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე წესრიგის უზრუნველყოფა ;
გ ) დასაცავი და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება .
4. ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებსა და მონახულების ობიექტებზე;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაბამისი ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების პროფილაქტიკის, ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და დროული რეაგირების მიზნით;
გ) დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია, ოპერატიული ვითარების პროგნოზირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება;
41. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთის და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უშიშროების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტზე და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
2. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავი პირების დაცვისა და ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
ე) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) დასაცავ ობიექტებზე წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისების შენობა-ნაგებობების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების, გენერალური კონსულების, კონსულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელთა საცხოვრებელი სახლების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოების, საკონსულოების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობა-ნაგებობების დაცვით და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
დ) საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისებისთვის შენობა-ნაგებობების შერჩევის დროს ამ ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარისხის ამაღლების მიზნით დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის რეკომენდაციების გაწევა.
5. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებზე და მონახულების ობიექტებზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და აღნიშნულ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
დ) მოკვლევის წარმოება იმ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამო, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება;
ე) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენ-ციის ფარგლებში დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, ასევე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად.
6. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;
გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ) სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა.
7. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ქვედანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება.
8. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, ასევე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;
გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებლება;
დ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება;
9. სამსახურის აპარატს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს, განესაზღვრება შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;
დ) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვითი საქმიანობის უზრუნველყოფა;
ე) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
კ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);
ლ) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
10. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფა სატელიტური სატელეფონო კავშირით საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
11. საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მილსადენისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვით და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვითი და უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების საფუძველზე პირთა და ობიექტთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
12. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
13. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.
14. სამედიცინო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური-სამედიცინო კომისიის ორგანიზება-მოწყობა;
ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტებზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით;
ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 17.
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო შტოების უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვითი და უსაფრთხოების ღონისძიებებების უზრუნველყოფა.
მუხლი 18.
დ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირებით უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო-სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მათი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის კინოლოგიური ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
5. სამსახურის ადმინისტრაციის ( დეპარტამენტი ) ძირითადი ამოცანებია :
ა ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა ;
ბ ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა ;
გ ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა ;
დ ) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების , აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი პირების საქართველოში ვიზიტის დროს მათი თანმხლები პირების მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის , გადაადგილებისა და ქვეყნიდან გატანის სპეციალური ნებართვების რეესტრის წარმოება ;
ე ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა ;
ვ ) სამსახურის უფროსის მოხსენებების , საჯარო გამოსვლებისა და სამსახურის ანგარიშების მომზადება ;
ზ ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება , კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა , სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში საიდუმლო საქმისწარმოების მდგომარეობის კონტროლი ;
თ ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება ( ბრიფინგები , პრესკონფერენციები , ინტერვიუები );
ი ) კომპლექსური სასწავლო - საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება ;
კ ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და სასწავლო პროგრამების მიხედვით , მოსამსახურეთა ფიზიკური , საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უზრუნველყოფა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებით , მომზადების ან პროფესიული გადამზადების ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელი ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა ;
ლ ) სამსახურის დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიების დაგეგმვის უზრუნველყოფა ;
მ ) საქართველოს ტერიტორიაზე დასაცავ პირთა ხშირი მონახულების ობიექტების უსაფრთხოების ( დაცვითი ) მუდმივმოქმედი გეგმებით უზრუნველყოფა ;
ნ ) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა ;
ო ) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა .
6. გენერალური ინსპექციის ( დეპარტამენტი ) ძირითადი ამოცანებია :
ა ) სამსახურის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ;
ბ ) მოსამსახურეთა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო კონტაქტების , აგრეთვე ისეთი კავშირების გამოვლენა და შესწავლა , რომელიც შესაძლოა არასასურველ ზემოქმედებას ახდენდეს პირად შემადგენლობაზე ;
გ ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირება ;
დ ) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას განაწესების მიმდინარეობის კონტროლი ;
ე ) გამოვლენილ დარღვევებზე , აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეების მიერ შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება ;
ვ ) სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის კონტროლი .
7. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია :
ა ) სამსახურის დასაცავი პირებისა და დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა ;
ბ ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა ;
გ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , სამსახურის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებების განხორციელება ;
დ ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა ;
ე ) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების დაპროექტების , მშენებლობის , მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა ;
ვ ) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა ;
ზ ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება ;
თ ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა ;
ი ) სამსახურის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა ;
კ ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება .
8. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს ამოცანებია :
ა ) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე , აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ;
ბ ) დასაცავი პირებისა და ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა , მათ წინააღმდეგ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სპეციალური ღონისძიებებით ნეიტრალიზება ;
გ ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება .
9. კადრების მთავარი სამმართველოს ამოცანებია :
ა ) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია ;
ბ ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობა ;
გ ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , სხვა სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება ;
დ ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ბრძანებების პროექტების მომზადება ;
ე ) ატესტაციის ჩატარებისა და სამსახურის საატესტაციო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა .
10. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ამოცანებია :
ა ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ;
ბ ) ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო , აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ;
გ ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამსახურის სხვა დასაცავ პირთა ავტოტრანსპორტით უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა ;
დ ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა .
11. სამედიცინო მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია :
ა ) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ;
ბ ) სხვა დასაცავი პირების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა ;
გ ) სამსახურის თანამშრომლების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა , კანონმდებლობით დადგენილი წესით , სპეციალური საექიმო კომისიის მიერ შემოწმების ორგანიზება და განხორციელება ;
დ ) სამსახურის დასაცავ , აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტზე სანიტარულ - ჰიგიენური და სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა ;
ე ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება .
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება №591 - სსმIII, №1371, 01.12.2003წ., მუხ.11331
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №23 - სსმIII, №5, 21.01.2004წ., მუხ.73
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №466 - სსმIII, №69, 10.06.2005წ., მუხ.743
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №956 - ვებგვერდი, 17.10.2012წ.
მუხლი 17.🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად .
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელების პირადი დაცვით უზრუნველყოფა;
ბ) განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსახურის მიერ განსახორციელებელ სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.
3. დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ტერიტორიაზე სამსახურის დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა ან აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) ტერიტორიაზე მდებარე სამსახურის დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №251 - სსმIII, №56, 16.06.2003წ., მუხ.486
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №957 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1502
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულება №958 - სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1503
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1077 - სსმIII, №171, 30.12.2010წ., მუხ.2453
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №965 - ვებგვერდი, 22.10.2012წ.
მუხლი 171 .🔗
1. სამსახურის ძალები და საშუალებები , ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციების გათვალისწინებით , სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით , შეიძლება კონცენტრირებულ იქნეს სამსახურის კომპეტენციაში შემავალი კონკრეტული ამოცანის ან ღონისძიების განხორციელების მიზნით .
2. საჭიროების შემთხვევაში , სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების და მათი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უფლებამოსილი არიან დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ძალები და საშუალებები გადაანაწილონ ცალკეული ქვედანაყოფის მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანის დროულად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით , კანონმდებლობის შესაბამისად .
3. დაცვითი ღონისძიების ერთობლივად ჩატარების ეფექტიანობის მიზნით , სამსახურის სტრუქტურული დანაყოფები კოორდინაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას .
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 24 აგვისტოს ბრძანებულება №672 - სსმIII, №103, 24.08.2010წ., მუხ.1567
მუხლი 18.🔗
სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 25.04.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №157. სარეგისტრაციო კოდი — 140.080.000.05.002.002.544.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 17 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2015.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №157, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002.544 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117064/