საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2003 ძალადაკარგული 04.10.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 01/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №159

2003 წლის 25 აპრილი

 ქ.თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167  ბრძანებულება - სსმ III,  №49 01.04.2008  წ., მუხ.569

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. საკონტრაქტო სამსახური არის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთი სახე (შემდეგში – საკონტრაქტო სამსახური).

3. საკონტრაქტო სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად.

თავი II

 საკონტრაქტო სამსახურში მიღების წესი

4. საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.

5. საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის სამსახურის ვადა განისაზღვრება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

6. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა წვევამდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს. განცხადების მიღების საფუძველია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას და კანდიდატთა შერჩევის პერიოდს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167  ბრძანებულება - სსმ III,  №49 01.04.2008  წ., მუხ.569

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

8. განცხადება მიიღება მხოლოდ კანდიდატის მიერ წვევამდელის მიწერის მოწმობის (სათანადო ჩანაწერებით) წარმოდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად ეძლევა ცნობა მისი სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167  ბრძანებულება - სსმ III,  №49 01.04.2008  წ., მუხ.569

9. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთან ტარდება გასაუბრება.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

10. გასაუბრების გავლისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.

11. გასაუბრების შედეგებით შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.

12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, აგრეთვე შრომის წიგნაკს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1, ფოტოსურათებს 3X4 და 9X12, 2-2 ეგზემპლარს (ელექტრონული ვერსიით), ცნობას სასწავლებლიდან, ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი პოლიკლინიკიდან, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან აღრიცხვის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167  ბრძანებულება - სსმ III,  №49 01.04.2008  წ., მუხ.569

13. ყველა აღნიშნული საბუთის ასლს, მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით, თან უნდა ერთვოდეს დედანი.

14. წვევამდელის მიერ წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ, მას ეძლევა მიმართვა სამსახურის სამედიცინო სამმართველოში სპეციალური-სამედიცინო კომისიის გასავლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

15. კომისიის გავლის დასრულების შემდეგ, სამედიცინო სამმართველო კადრების სამმართველოს კონფიდენციალური წესით უგზავნის თითოეულ წვევამდელზე სპეციალური-სამედიცინო კომისიის დასკვნას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

16. ვარგისიანობაზე სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სამსახურის კადრების სამმართველოს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები იბარებენ საკონტრაქტო მოსამსახურეების კანდიდატების ფიზიკურ ნორმატივებს.

17. სამსახურის კადრების სამმართველო ახდენს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატებისა და მისი ახლო ნათესავების სპეციალურ შესწავლას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

171. წვევამდელი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, გაწვევის დასრულებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, საკონტრაქტო პირობების შესაბამისად, გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

172. ამ დებულების 6-16 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე კანდიდატი დებს კონტრაქტს. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

173. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველს.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

18. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველო აცნობებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425  ბრძანებულება - სსმ III,  №95 18.07.2006  წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

თავი III

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

19. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

თავი IV

საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი

20. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

21. საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულებით და კონტრაქტით. კონტრაქტის ნიმუში მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

22. საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაყვანა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

23. საკონტრაქტო მოსამსახურე, რომელიც სამხედო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო ვალდებულებას ჩვეულებრივი წესით იხდის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით ნამსახურევი ვადის ჩაუთვლელად.

24. საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

გ) ფიცის გატეხა, სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

დ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

25. საკონტრაქტო მოსამსახურის ვადამდე ან საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

26. საკონტრაქტო მოსამსახურე სამსახურის გავლის პერიოდში არ შეიძლება არჩეული იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში.

27. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირი, რომელიც პირადი სურვილით იხდის სამხედრო ვალდებულებას საკონტრაქტო სამსახურში, კარგავს კანონით მინიჭებული შეღავათის უფლებას, თუ მას სამსახურის გავლის პერიოდში არ წარმოექმნება შეღავათის მინიჭების ახალი გარემოება. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს უარი თქვას შეღავათის მინიჭების ახალი გარემოებით სარგებლობაზეც.

28. საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, საკონტრაქტო მოსამსახურე დაცვის ობიექტის ხელმძღვანელის თანდასწრებით ეცნობა დასაცავი ობიექტის მუდმივმოქმედ გეგმას. მოსამსახურეებს განაწესში განაწილებისას უტარდებათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

29. საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ, თავისი სურვილითა და უშუალო უფროსის შუამდგომლობით, სამხედრო მოსამსახურედ რეზერვში ჩარიცხვამდე სამსახურის სამედიცინო განყოფილებაში ვარგისიანობაზე განმეორებითი სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

თავი V

საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულებაში დათხოვნისა და შვებულებიდან გამოძახების, სამსახურებრივი მივლინების წესი

30. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, სამსახურის სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ორკვირიანი შვებულება, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა. საკონტრაქტო მოსამსახურეს, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით ოჯახური პირობების გამო.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352  ბრძანებულება - სსმ III,  №82 14.06.2007  წ., მუხ.869

31. შვებულება ფორმდება სამსახურის კადრების სამმართველოში. საკონტრაქტო მოსამსახურეს ეძლევა შვებულების ფურცელი.

32. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლოსი) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, თუ ეს შეუძლებელია, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს.

33. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე;

ბ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

35. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის პატაკის საფუძველზე. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია.

36. ავადმყოფობის გამო შრომისუუნარობის ფურცლის გახსნა ხდება სამსახურის სამედიცინო განყოფილების მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ, სამედიცინო ჩვენებით და თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მიმართვის საფუძველზე.

37. ამ დებულების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა განმეორდება საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდეგაც, რის საფუძველზეც რაიონული სამხედრო განყოფილებები შესაბამისად გახსნიან სამხედრო ბილეთებს და დახურავენ მოსამსახურეთა შეიარაღებული ძალების თადარიგში ჩარიცხვის მიზნით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №159, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117076-3/