საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2003 ძალადაკარგული 04.10.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 01/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №159

2003 წლის 25 აპრილი

 ქ.თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167 ბრძანებულება - სსმ III, №49 01.04.2008 წ., მუხ.569

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125, 30.09.2010წ., მუხ.1815

5. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №127 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება საქართველოს კანონის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. საკონტრაქტო სამსახური არის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის ერთ-ერთი სახე (შემდეგში – საკონტრაქტო სამსახური).

3. საკონტრაქტო სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად.

თავი II

 საკონტრაქტო სამსახურში მიღების წესი

4. საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.

5. საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის სამსახურის ვადა განისაზღვრება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

6. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა წვევამდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს. განცხადების მიღების საფუძველია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას და კანდიდატთა შერჩევის პერიოდს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167 ბრძანებულება - სსმ III, №49 01.04.2008 წ., მუხ.569

7. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

8. განცხადება მიიღება მხოლოდ კანდიდატის მიერ წვევამდელის მიწერის მოწმობის (სათანადო ჩანაწერებით) წარმოდგენის შემთხვევაში, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში წარსადგენად ეძლევა ცნობა მისი სპეციალურ შესწავლაში აყვანისა და საკონტრაქტო სამსახურში შესაძლო ჩარიცხვის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167 ბრძანებულება - სსმ III, №49 01.04.2008 წ., მუხ.569

9. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთან ტარდება გასაუბრება.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

10. გასაუბრების გავლისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.

11. გასაუბრების შედეგებით შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.

12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის, საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1-ს, ფოტოსურათების – 3X4 და 9X12 – 2-2 ეგზემპლარს (ელექტრონული ვერსიით), ცნობას სასწავლებლიდან, ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს აღრიცხვის შესახებ ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან, პირადი საქმის შედგენისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას სამსახურის მოთხოვნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 მარტის №167 ბრძანებულება - სსმ III, №49 01.04.2008 წ., მუხ.569

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

13. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატმა ამ დებულების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებთან ერთად სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უნდა წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტების დედნები.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

14. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატს საბუთების სრულყოფილად წარდგენის შემდეგ ეძლევა მიმართვა სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში სპეციალური-საექიმო კომისიის გასავლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

15. სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის დასრულების შემდეგ სამსახურის სამედიცინო მთავარი სამმართველო სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს უგზავნის თითოეული წვევამდელის შესახებ სპეციალური-საექიმო კომისიის დასკვნას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

16. ვარგისიანობაზე სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები იბარებენ საკონტრაქტო მოსამსახურეების კანდიდატების ფიზიკურ ნორმატივებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

კანდიდატების ფიზიკურ ნორმატივებს.

17. სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ახდენს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატისა და მისი ახლო ნათესავების სპეციალურ შესწავლას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

171. წვევამდელი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, გაწვევის დასრულებამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, საკონტრაქტო პირობების შესაბამისად, გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

172. ამ დებულების 6-16 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე კანდიდატი დებს კონტრაქტს. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

17​3. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვა განხორციელდება კონტრაქტორის მიერ სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგით გავლის შემთხვევაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგი არის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

18. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №425 ბრძანებულება - სსმ III, №95 18.07.2006 წ., მუხ.1262

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

თავი III

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

19. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

თავი IV

საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი

20. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

21. საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება ამ დებულებით და კონტრაქტით. კონტრაქტის ნიმუში მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

22. საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურის ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაყვანა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

23. საკონტრაქტო მოსამსახურე, კონტრაქტის თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით შეწყვეტის შემთხვევაში:

ა) ჩვეულებრივი წესით ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ვალდებულების მოხდას, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად;

ბ) ექვემდებარება ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოიცავს კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), აგრეთვე სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალურ მომზადებაზე და კვებით უზრუნველყოფაზე გაწეულ ხარჯებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №127 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

23​1. ამ დებულების 23-ე პუნქტის შესაბამისად ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში:

ა) სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია გადახდის ვა ლ დებულებ ის გადავადე ბა ან განაწილვადება 2 წლამდე ვადით იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარმოადგენს სათანადო უზ რ უნვე ლ ყოფას;

ბ) პირს გადაუვადდება გადახდის ვალდებუ ლ ება 2 წლის ვადით, თუ იგი არის ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. ა ღ ნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მ ი თითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინა ნ სური პასუხისმგებლობისაგან;

გ) პირადი პატაკის საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული საპატიო მიზეზის გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა).

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 მარტის ბრძანებულება №127 - ვებგვერდი, 04.03.2011წ.

24. საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება:

ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

გ) ფიცის გატეხა, სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

დ) სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

25. საკონტრაქტო მოსამსახურის ვადამდე ან საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

26. საკონტრაქტო მოსამსახურე სამსახურის გავლის პერიოდში არ შეიძლება არჩეული იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში.

27. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირი, რომელიც პირადი სურვილით იხდის სამხედრო ვალდებულებას საკონტრაქტო სამსახურში, კარგავს კანონით მინიჭებული შეღავათის უფლებას, თუ მას სამსახურის გავლის პერიოდში არ წარმოექმნება შეღავათის მინიჭების ახალი გარემოება. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს უარი თქვას შეღავათის მინიჭების ახალი გარემოებით სარგებლობაზეც.

28. საშტატო ერთეულზე განაწილების შემდეგ, საკონტრაქტო მოსამსახურე დაცვის ობიექტის ხელმძღვანელის თანდასწრებით ეცნობა დასაცავი ობიექტის მუდმივმოქმედ გეგმას. მოსამსახურეებს განაწესში განაწილებისას უტარდებათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

29. საკონტრაქტო სამსახურის დასრულების შემდეგ მოსამსახურე, თავისი სურვილით და უშუალო უფროსის შუამდგომლობით, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვამდე სამსახურის სამედიცინო მთავარ სამმართველოში ვარგისიანობაზე განმეორებითი სპეციალური-საექიმო კომისიის გავლის შემდეგ შეიძლება ჩაირიცხოს საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

თავი V

საკონტრაქტო მოსამსახურის შვებულებაში დათხოვნისა და შვებულებიდან გამოძახების, სამსახურებრივი მივლინების წესი

30. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, სამსახურის სადისციპლინო წესდებით გათვალისწინებული წესით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ორკვირიანი შვებულება, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა. საკონტრაქტო მოსამსახურეს ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე მოკლევადიანი შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 ივნისის №352 ბრძანებულება - სსმ III, №82 14.06.2007 წ., მუხ.869

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

31. შვებულება ფორმდება სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოში. საკონტრაქტო მოსამსახურეს ეძლევა შვებულების ფურცელი, რომლის ფორმაც განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

32. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლოსი) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, თუ ეს შეუძლებელია, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს.

33. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე;

ბ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

35. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის პატაკის საფუძველზე. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია.

36. კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე საკონტრაქტო მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომელიც ფორმდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ამასთან, საკონტრაქტო მოსამსახურე სამედიცინო შემოწმებას გადის სამსახურის შესაბამის სამედიცინო დანაყოფში, რისთვისაც უშუალო ხელმძღვანელი დროებით ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს სხვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. საკონტრაქტო მოსამსახურეს ავადმყოფობის გამო შვებულება ეძლევა ხელფასის შენარჩუნებით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, და მისი ხანგრძლივობა საკონტრაქტო სამსახურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. თუ ამ ვადების გასვლის შემდეგ მოსამსახურე ვერ აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, მას დაითხოვენ სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

37. ამ დებულების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა განმეორდება კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე, კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გასცემს სამხედრო ბილეთს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება №781 - სსმ III, №125,30.09.2010 წ., მუხ.1815

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №159, 25.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117076-5/