საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2005 ძალადაკარგული 14.09.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 31/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (57)

შემდგომი ცვლილებები (46)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2005 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილება.

2​1. ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლედ შრომის წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის სფეროში განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

3. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

8. საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

9. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.

7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი №30.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

ბ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში:

გ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;

გ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია

თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);

ბ) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა;

დ) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი;

ვ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

ზ) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა;

ზ​1) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების/რესერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;

თ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა;

ი) შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად სამედიცინო მომსახურების, ინფრასტრუქტურის ნორმების შემუშავების ორგანიზება და დამტკიცება;

კ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება;

ლ) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;

მ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

ნ) სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება;

ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ბავშვისათვის ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;

პ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებათა გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;

ს) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა;

ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ე) (ამოღებულია).

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი;

ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

გ) წამლის სააგენტო;

დ) (ამოღებულია);

ე) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი;

ვ) (ამოღებულია).

3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო;

ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მე დიცინის ისტორიის მუზეუმი;

გ ) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

დ ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

ე ) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონ ტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი;

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია);

კ) თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

ლ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

მ ) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი;

ნ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.

4. (ამოღებულია).

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი);

გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ვ) დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტი;

ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

თ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

ი) რეგულირების დეპარტამენტი;

კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

ი) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

კ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს;

მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში;

ნ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

პ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს ანიჭებს შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორისა და შრომის სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსს“;

ჟ) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები;

რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;

ს) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებათა მისაღებად;

ტ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების შესახებ;

ფ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს;

ღ)      განსაზღვრავს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და შვიდი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოხელეები

1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:

ა) სამინისტროს მრჩევლები;

ბ) სამმართველოს უფროსები;

გ) სამინისტროს სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები.

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3​1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ერთისა.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 9. მინისტრის აპარატი

მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ბ) მინისტრის მოვალეობების შეუფერხებელი შესრულების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საქმისწარმოების ორგანიზება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

თ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საპროტოკოლო საქმიანობა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

    მუხლი 9​1. რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი)

რეფორმების კოორდინაციის ოფისის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) რეფორმების პროცესში სამინისტროს წინაშე დასახული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანების პროექტებად დაგეგმვა და მართვა;

ბ) ოფისის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 11. გენერალური ინსპექცია

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების საფუძველზე ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების თანამდებობის პირთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, გამოვლენილი დარღვევების შესახებ წინადადებების შემუშავება და განსახილველად მინისტრისათვის წარდგენა.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 13. დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტი

დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი ძირითადი პრიორიტეტების შემუშავება;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანმრთელობის დაცვის, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა, სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

ბ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია; ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების ზედამხედველობა;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საგანგებო სიტუაციის დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ფორმირებების შექმნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) სამობილიზაციო გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საომარი მდგომარეობისა და კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის შექმნა და შენახვა დადგენილი წესით; სამინისტროს საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებული სამობილიზაციო რეზერვის შენახვის პროცესის ზედამხედველობა; სამობილიზაციო რეზერვში დასაგროვებელი ქონების ნუსხისა შემუშავება და რაოდენობის დადგენა, შენახვისას ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;

ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 15. სოციალური დაცვის დეპარტამენტი

სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 16. რეგულირების დეპარტამენტი

რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმების შემუშავება;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზება;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 17. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) (ამოღებულია);

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

    მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) წინადადებების მომზადება ევროპისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე;

ე) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;

ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 18​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 18 ​2 . ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, კერძოდ პროგრამული უზრუნველყოფა და დანერგვა;

ბ) სამინისტროს სისტემის საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 19. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №249, 31.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.383 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12460-11/