საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2005 ძალადაკარგული 14.09.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 31/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (57)

შემდგომი ცვლილებები (36)

წინა ცვლილებები (21)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2005 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილება.

2​1. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

3. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

8. საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

9. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.615

13. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

14. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

15. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №15 - სსმ III, №17, 04.02.2008 წ., მუხ.203

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.

7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირი №30.

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

ბ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში:

გ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;

გ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;

გ.გ) ბავშვებზე ზრუნვა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

    მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია

თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);

ბ) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა;

დ) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი;

ვ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

ზ) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა;

ზ​1) საექიმო საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;

თ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა;

ი) შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად სამედიცინო მომსახურების, ინფრასტრუქტურის ნორმების შემუშავების ორგანიზება და დამტკიცება;

კ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება;

ლ) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;

მ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

ნ) სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება;

ო) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;

ო​1. ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;

პ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებათა გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;

ს) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა;

ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

ე) (ამოღებულია).

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

ბ) (ამოღებულია);

გ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.

3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

გ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

დ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ვ) თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

ზ) ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი;

თ) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი;

ი) ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი;

კ) ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი;

ლ) დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

მ) საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ნ) სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ო) თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

პ) წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ჟ) ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

რ) კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ს) ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ტ) ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

უ) კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ფ) ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ქ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი“;

ღ) სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ყ) მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

შ) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი“;

ჩ) რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ც) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „სათნოება“;

ძ) ტაშისკრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

წ) თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ჭ) წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ხ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ჯ) სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ჰ) ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი;

ჰ​1) თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი;

ჰ​2) მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი;

ჰ​3) მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება.

4. (ამოღებულია).

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

კ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №15 - სსმ III, №17, 04.02.2008 წ., მუხ.203

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

    მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, ხოლო მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

ი) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

კ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დებულებებს;

მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში;

ნ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

პ) (ამოღებულია);

ჟ) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები;

რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;

ს) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებათა მისაღებად;

ტ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების შესახებ;

ფ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს;

ღ)      განსაზღვრავს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.615

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

    მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოხელეები

სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) სამმართველოს უფროსები;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები.

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არა აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3​1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ერთისა.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 9. მინისტრის აპარატი

მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 9​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 11. გენერალური ინსპექცია

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების საფუძველზე ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების თანამდებობის პირთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, კორუფციული სამართალდარღვევების ხელშემწყობი მიზეზების გამოვლენა, მათი ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, გამოვლენილი დარღვევების შესახებ წინადადებების შემუშავება და განსახილველად მინისტრისათვის წარდგენა.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა;

ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

გ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია;

დ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

ე) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

ვ) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა;

ზ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში რეგულირების განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

    მუხლი 15. სოციალური დაცვის დეპარტამენტი

სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ზ) (ამოღებულია);

თ) (ამოღებულია);

ი) (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

    მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) წინადადებების მომზადება ევროპისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე;

ე) (ამოღებულია);

ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 18​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 18 ​2 . ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, კერძოდ პროგრამული უზრუნველყოფა და დანერგვა;

ბ) სამინისტროს სისტემის საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 18 ​3 . საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ე) აპოსტილის დამოწმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 18 ​4 . საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან) ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებათა დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;

დ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

    მუხლი 18 ​5 . საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის და ჯანდაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზება სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობის, სამედიცინო ფორმირებათა შექმნის კოორდინაცია;

ბ) სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების, ეპიდემიების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის დროული და ადეკვატური სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლების დაგეგმვა-ორგანიზება, სხვადასხვა სახის კატასტროფის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დაგეგმვა და გაცემის ორგანიზება, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედებათა კოორდინაცია;

გ) სხვადასხვა სახის კატასტროფისა და საომარი მდგომარეობის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისა და ყოველდღიურ რეჟიმში სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს შორის გადაუდებელი მდგომარეობებისას დროული სამედიცინო ტრანსპორტირების კოორდინაცია;

დ) საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და განაწილების კოორდინაცია;

ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

    მუხლი 19. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №249, 31.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.383 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12460-21/