საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2005 ძალადაკარგული 14.09.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 31/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (57)

შემდგომი ცვლილებები (16)

წინა ცვლილებები (41)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
3 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №249

2005 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილება.

2​1. (ამოღებულია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

3. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

4. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

5. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

6. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

7. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

8. საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

9. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

10. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

11. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

12. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.615

13. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

14. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

15. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №15 - სსმ III, №17, 04.02.2008 წ., მუხ.203

17. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

18. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

21. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

22. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №154 - სსმ III, №105, 25.08.2009 წ., მუხ.1174

23. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №162 - სსმ III, №114, 18.09.2009 წ., მუხ.1285

24. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №181 - სსმ III, №123, 12.10.2009 წ., მუხ.1415

25. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №253 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1947

26. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება №102 - სსმ III, №36, 07.04.2010წ., მუხ.594

27. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება №200 - სსმ III, №89, 21.07.2010წ., მუხ.1291

28. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №287 - სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1808

29. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №322 - სსმ III, №137, 25.10.2010წ., მუხ.1977

30. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

31. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №363 - სსმ III, №159, 06.12.2010წ., მუხ.2237

32. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №61 -ვებგვერდი,09.02.2011წ.

33. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №169 -ვებგვერდი,15.04.2011წ.

34. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №287 -ვებგვერდი,25.07.2011წ.

35. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

36. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №441 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

37. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

38. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

39. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №102 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.

40. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

41. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №129 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 81​2 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.

7. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება № 102 - სსმ III, № 36 , 07 . 04 .20 10 წ., მუხ. 594

    მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

ბ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში:

გ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;

გ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;

გ.გ) ბავშვებზე ზრუნვა.

დ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებ ი ს კოორდინაცია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

    მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია

თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);

ბ) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა;

დ) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;

ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი;

ვ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;

ზ) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა;

ზ​1) საექიმო საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;

თ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა;

ი) შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად სამედიცინო მომსახურების, ინფრასტრუქტურის ნორმების შემუშავების ორგანიზება და დამტკიცება;

კ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება;

ლ) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;

მ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

მ​1) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცება;

ნ) სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება;

ო) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება; სხვადასხვა სპეციალიზებული დაწესებულების (დღის ცენტრი, სათემო ორგანიზაცია და სხვ.) სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;

ო​1. ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;

ო​2) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი სამინისტროსათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;

პ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;

ს) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა;

ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №215 - სსმ III, №155, 17.11.2006 წ., მუხ.2147

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის დადგენილება №181 - სსმ III, №123, 12.10.2009 წ., მუხ.1415

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №287 - სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1808

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

    მუხლი 3 ​1. მართვის ავტომატიზებული საშუალებების გამოყენება

სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №253 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1947

    მუხლი 4. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;

გ) სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო;

დ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება;

ე) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

ზ) სამედიცინო მედიაციის სამსახური.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის დადგენილება №41 - სსმ III, №27, 28.02.2006 წ., მუხ.319

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №161 - სსმ III, №118, 01.09.2006 წ., მუხ.1602

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №15 - სსმ III, №17, 04.02.2008 წ., მუხ.203

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისი დადგენილება №94 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.685

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №253 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1947

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება №200 - სსმ III, №89, 21.07.2010წ., მუხ.1291

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №287 - სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1808

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №322 - სსმ III, №137, 25.10.2010წ., მუხ.1977

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №61 -ვებგვერდი,09.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №287 -ვებგვერდი,25.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №441 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №129 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოხელეებს;

დ​1) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) (ამოღებულია – 04.01.2012, №3) ;

ზ) (ამოღებულია – 04.01.2012, №3) ;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

ი) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

კ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;

ლ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

მ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში;

ნ) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

პ) (ამოღებულია);

ჟ) უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები;

რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;

ს) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებათა მისაღებად;

ტ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების შესახებ;

ფ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს;

ღ)      განსაზღვრავს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს;

ყ) უფლებამოსილია, მინისტრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მიანიჭოს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირებს.

3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

8. (ამოღებულია – 23.03.2012, №102).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 აპრილის დადგენილება №82 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.615

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილება №5 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.123

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება №162 - სსმ III, №114, 18.09.2009 წ., მუხ.1285

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №253 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1947

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №287 - სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1808

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №102 - ვებგვერდი, 26.03.2012წ.

    მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) (ამოღებულია – 04.01.2012, №3) ;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

    მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოსამსახურეები

1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:

ა) მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) სამმართველოს უფროსები;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები.

2. მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები, აგრეთვე მინისტრის თანაშემწეები ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები ინიშნებიან მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები ინიშნებიან საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების პირობებისა და ვადის გათვალისწინებით.

საქართველოს მთვრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №192 - სსმ III, №145, 24.10.2006 წ.,  მუხ.1998

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. (ამოღებულია).

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

3​1. (ამოღებულია – 28.03.2012, №116).

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ა​1) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

თ) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №287 - სსმ III, №124, 28.09.2010წ., მუხ.1808

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

    მუხლი 9. სამინისტროს აპარატი

სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) (ამოღებულია – 28.03.2012, №116);

ზ) (ამოღებულია – 28.03.2012, №116);

თ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან);

ი) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია და დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

    მუხლი 9​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 11. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:      

ა) სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენების, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკების ანალიზი, სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და მათი განუხრელი შესრულების კონტროლი;

გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;       

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარ-ღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;         

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნისა და ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ივლისის დადგენილება №200 - სსმ III, №89, 21.07.2010წ., მუხ.1291

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 აპრილის დადგენილება №86 - სსმ III, №59, 28.04.2006 წ., მუხ.755

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა;

ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

გ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია;

დ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;

ე) კომპეტენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

ვ) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა;

ზ) ჯანმრთელობის დაცვის სექტორში რეგულირების განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია ;

თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის დადგენილება №121 - სსმ III, №83, 14.06.2007 წ., მუხ.891

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 15. სოციალური დაცვის დეპარტამენტი

სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი ;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №250 - სსმ III, №186, 30.12.2008 წ., მუხ.1927

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

    მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ‑ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანიშვნა-გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების (მათ შორის, წარდგინებების მომზადების) უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) (ამოღებულია – 28.03.2012, №116);

კ) (ამოღებულია – 28.03.2012, №116);

ლ) (ამოღებულია-12.04.2011, №169).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის დადგენილება  №23 - სსმ III, №14, 03.02.2006 წ., მუხ.166

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №92 - სსმ III, №68, 18.05.2006 წ., მუხ.854

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება №23 - სსმ III, №23, 20.02.2007 წ., მუხ.267

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის დადგენილება №169 -ვებგვერდი,15.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

    მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა;

ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);

ზ) მინისტრის ნორმატიული ხასიათის აქტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის გაგზავნა;

ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №111 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1085

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 18​1. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №181 - სსმ III, №133, 29.09.2009 წ., მუხ.1798

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

    მუხლი 18 ​2 . ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, კერძოდ პროგრამული უზრუნველყოფა და დანერგვა;

ბ) სამინისტროს სისტემის საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;

დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექმნისა და განვითარების ტექნიკური უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 იანვრის დადგენილება №1 - სსმ III, №5, 12.01.2007 წ.,  მუხ.32

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 18 ​3 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №154 - სსმ III, №105, 25.08.2009 წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 18 ​4 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება №239 - სსმ III, №152, 30.10.2007 წ., მუხ.1688

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №260 - სსმ III, №170, 30.11.2007 წ., მუხ.1889

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 18​5. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის და ჯანდაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზება სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებათა საქმიანობის, სამედიცინო ფორმირებათა შექმნის კოორდინაცია;

ბ) სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების, ეპიდემიების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის დროული და ადეკვატური სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლების დაგეგმვა-ორგანიზება, სხვადასხვა სახის კატასტროფის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დაგეგმვა და გაცემის ორგანიზება, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების დროს სამედიცინო დაწესებულებების მოქმედებათა კოორდინაცია;

გ) სხვადასხვა სახის კატასტროფისა და საომარი მდგომარეობის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისა და ყოველდღიურ რეჟიმში სათანადო სამედიცინო დაწესებულებებს შორის გადაუდებელი მდგომარეობებისას დროული სამედიცინო ტრანსპორტირების კოორდინაცია;

დ) საგანგებო სიტუაციების დროს სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და განაწილების კოორდინაცია;

ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ზ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია;

თ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის, მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

ლ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

მ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

ნ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის დადგენილება №110 - სსმ III, №65, 30.04.2008 წ., მუხ.721

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №28 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ.,  მუხ.246

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №253 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1947

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №435 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №71 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

    მუხლი 18​6. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან სამინის ტ რ ოს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ბ ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომ ზა დება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებგვერდის გან ვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

გ ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხე ლი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

    მუხლი 19. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), აგრეთვე სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან სათათბირო ორგანოს წევრის თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე.

10. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

11. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

12. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

13. საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ორგანოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში.

14. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვალისწინებული სხვაგვარი წესები, საქმიანობას წარმართავს ამ სათათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად.

16. სათათბირო ორგანოს შექმნისას შესაძლოა განისაზღვროს ამ მუხლისაგან განსხვავებული დებულებები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №339 - სსმ III, №146, 10.11.2010წ., მუხ.2079

    მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №249, 31.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.383 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/12460-41/