რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.11.2005 ძალადაკარგული 01.12.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№212
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 24/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2005 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

დებულება

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

    მუხლი 2

ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს კომისია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

    მუხლი 4

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს კომისია.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

    მუხლი 5. სალიცენზიო პირობები

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი საბუთების გარდა ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (პოლისები ან სხვა ეკვივალენტური საბუთები) იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნს (მიმღებს) ანდა მესამე პირს ამ ექსპლუატანტის მოქმედებით;

დ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების ნიმუშები (სამგზავრო ბილეთები, ავიასატვირთო ზედნადები);

ე) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 6

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №235-სსმIII,№172,22.12.2006წ., მუხ.2310

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №212, 23.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1286290-1/